საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სტუდენტური პროექტების განაცხადის წარმოდგენის ვადა 10 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდა


თუ გაქვს იდეა, რომელიც შეგიძლია წარმოადგინო სამეცნიერო, კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო პროექტების სახით, გაქვს  სტუდენტის აქტიური სტატუსი, მაშინ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაძლევს შესაძლებლობას 10 ოქტომბრის ჩათვლით წარმოადგინო სტუდენტური პროექტი, მიიღო კონკურსში მონაწილეობა და გაიმარჯვო.


 პროექტის წარმოსადგენად გაეცანი  სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესს, შეფასების ფორმას, შეავსე განაცხადი, სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტი.


სტუდენტური პროექტების წარმოდგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაცია გაიმართება ხუთშაბათს 5 ოქტომბერს, 16:00 სთ-ზე, თსუ I კორპუსის #115 აუდიტორიაში.


კონსულტაციაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ შეავსეთ  სარეგისტრაციო ფორმა.  

 

იხილეთ ვებგვერდი  

სრულად

ბრძანების N:

 TSU Welcome Party! 

ჩაინიშნე კალენდარში 7 ოქტომბერი -  TSU Welcome Party! 

 ახალი სასწავლო წელი გამორჩეული Line Up-ით იწყება: 

 Niaz Diasamidze & 33A;  Sumo;  Uru;  Monk;  Telepopmusik

 კარი გაიღება  20:00 საათზე;

 მისამართი - Lisi, Wonderland

 

 ღონისძიების  მოსაწვევები გაიცემა  3 ოქტომბრიდან ყოველდღე  11:00-დან  18:00 საათამდე, ფაკულტეტების მიხედვით: 

 

 ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - პირველი კორპუსი, 303-ე ოთახი;
 სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მეორე კორპუსი, 237-ე ოთახი;
 იურიდიული ფაკულტეტი - მეორე კორპუსის ფოიე
 ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - მესამე კორპუსი, 018-ე ოთახი;
 ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი/ტურიზმის სკოლა/ISET - მე-10 კორპუსი (მაღლივი),102-ე ოთახი;
 ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - მე-11 კორპუსი (განივი), 306-ე ოთახი;
 მედიცინის ფაკულტეტი - მე-11 კორპუსი (განივი) 306-ე ოთახი.

 

 საღამოზე დასწრება შეუძლია თსუ-ის აქტიური სტატუსის მქონე ყველა სტუდენტს.

გთხოვთ, თან იქონიოთ  მოსაწვევი და  პირადობის მოწმობა. 

სრულად

ბრძანების N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის - სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა - დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2023 წლის 5 სექტემბრის №25014/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 11 სექტემბრის №13 სხდომის ოქმის საფუძველზე, 


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების VII  ნაწილის  „ვ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2191 ქვეპუნქტი: 


„2191. სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (დანართი 316);“.


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4.  დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

სრულად

ბრძანების N: 90/2023

ჯაბა სამუშიამ თსუ-ში ფილმი „კულტურული მემკვიდრეობა - ტაო კლარჯეთი“ წარადგინა

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ უნივერსიტეტში დოკუმენტური ფილმი „კულტურული მემკვიდრეობა-ტაო კლარჯეთი“ წარადგინა. ფილმი, რომელიც შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდისა და სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის ერთობლივი პროექტია, დოკუმენტური სერიალის "ქართული კულტურული მემკვიდრეობა საზღვარგარეთ" ნაწილია.

ფილმის გადაღებები თურქეთის ტერიტორიაზე, ტაო-კლარჯეთში მიმდინარეობდა და მასში ათამდე ძეგლია შესული. სერიის თანაწამყვანია თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია. „მსგავსი სახის ფილმები მნიშვნელოვანია მეცნიერების პოპულარიზაციისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ არსებული ისტორიული ძეგლების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობისთვის, მათი დღევანდელი მდგომარეობის დაფიქსირებისა და შესწავლისთვის,“- განაცხადა რექტორმა.

ფილმის პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი თემურ დოჭვირი, თსუ სტუდენტები, პროფესორები ესწრებოდნენ.

ფილმის ავტორის თომა ჩაგელიშვილის თქმით, პროექტის ფარგლებში მომზადდება ფილმები, ტაო კლარჯეთზე, ისრაელზე, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში შემორჩენილ ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე.

სრულად

ბრძანების N:

,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტული მეთოდების ლაბორატორიის   ტექნიკოსის თანამდებობაზე ნატა ჩივაძის დანიშვნის შესახებ’’ – ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 30 ივნისის N723/02-03 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული  კანონის  „საქართველოს  შრომის  კოდექსის“  მე-2 მუხლის პირველი და  მე-2  პუნქტების, მე-12 მუხლის  პირველი  პუნქტის,  მე-17  მუხლის,  მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 41-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს  კანონის  23-ე  მუხლის  პირველი  პუნქტების და 24-ე  მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის,   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“, ,,ნ’’ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის  დებულების  მე-4  მუხლის,  მე-2  პუნქტის  ,,ზ’’ ქვეპუნქტის, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 12 ივლისის N18/04 ერთობლივი  ბრძანების და ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მ. ნიორაძის 2023 წლის 27 სექტემბრის  N28018/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი    ერთეულის - ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტული მეთოდების ლაბორატორიის ტექნიკოსის თანამდებობაზე ნატა ჩივაძის  დანიშვნის  შესახებ’’ – ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 30 ივნისის N723/02-03 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1 დაინიშნოს 2023 წლის პირველი ივლისიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე (გამოსაცდელი ვადით) ნატა ჩივაძე სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტული მეთოდების ლაბორატორიის ტექნიკოსის თანამდებობაზე’’.
2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს უზრუნველყოს ნ. ჩივაძესთან გაფორმებულ შრომითი ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა.
3. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური და ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი).
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 1030/02-03    

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა მეექვსე საფაკულტეტო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი მართავს სტუდენტთა მეექვსე საფაკულტეტო კონფერენციას. კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტთა სამეცნიერო საქმიანობას და დარგთა შორის კვლევებს, ჰუმანიტარული და სხვა ფაკულტეტების სტუდენტებს განუვითაროს აკადემიური და სამეცნიერო უნარ-ჩვევები. აამაღლოს სტუდენტთა ინტერესი ქართველოლოგიური დარგების შესწავლისა და კვლევის მიმართ.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა საფაკულტეტო კონფერენცია იმართება ყოველწლიურად. მასში წარმოდგენილია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ყველა დარგი, ასევე, მომიჯნავე დარგები და დარგთაშორისი კვლევები.

სტუდენტთა საფაკულტეტო კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ასევე სხვა ფაკულტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურების სტუდენტებს.

სტუდენტთა მეხუთე საფაკულტეტო კონფერენცია ჩატარდება 2023 წლის 14-15 დეკემბერს.

კონფერენციის იმეილი:
hs@tsu.ge


კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები:
ისტორია
ეთნოლოგია
არქეოლოგია
ქართველოლოგია
კავკასიოლოგია
თარგმანმცოდნეობა
დასავლეთევროპული ენები და ლიტერატურა
ამერიკანისტიკა
აღმოსავლეთმცოდნეობა
სლავისტიკა
რუსეთისმცოდნეობა
ფილოსოფია
კულტურის კვლევები
ხელოვნება
ინტერდისციპლინური კვლევები

 

სამუშაო ენა:                        
ქართული
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება - 15 წუთი;
მსჯელობა - 5 წუთი;
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი:
მოხსენება (დასწრებული მონაწილეობა)

კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ განაცხადი და თეზესები უნდა გამოიგზავნოს კონფერენციის ელექტრონულ ფოსტაზე: hs@tsu.ge  2023 წლის 15 ნოემბრამდე.

სავალდებულოა პროფესორის, სტუდენტის ხელმძღვანელის/რეკომენდატორის, წერილობითი დასკვნა, რომ თეზისები აკმაყოფილებს კონფერენციის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა ყოველწლიურ კონფერენციაში.

თეზისების გაფორმების წესი:

ფონტი: Sylfaen
ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი ( 250 სიტყვა)

საორგანიზაციო კომიტეტის კოორდინატები:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #1. ოთახი N 204
დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი: ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი nino.popiashvili@tsu.ge

სრულად

ბრძანების N:

საგრანტო კონკურსი  „შავი ზღვის აქსელერატორი“

 

ევროკომისიის პროგრამა "ჰორაიზონ 2020" -ის პროექტების „BRIDGE-BS“ და „DOORS„ ფარგლებში ცხადდება ერთობლივი საგრანტო კონკურსი „შავი ზღვის აქსელერატორი“, კონკურსი ეხება მათ ვისაც აქვს ბიზნეს იდეა და გააჩნია ახალი მიდგომები  შემდეგ სფეროებში:

ოკეანის დაკვირვება და მონიტორინგი;

პორტები, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა;

მეთევზეობა და აკვაკულტურის პრაქტიკა;

ტურიზმი და რეკრეაციული აქტივობები;

ლურჯი ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული პროდუქტები;

მდგრადი და განახლებადი ენერგია, სანაპირო და საზღვაო სერვისები.

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე https://bridgeblacksea.org/index.php/black-sea-accelerator/

სრულად

ბრძანების N:

National Conference with international participation “One Health Approach - achievements and challenges”

National Conference with international participation “One Health Approach - achievements and challenges”

სრულად

ბრძანების N:

დოქტორანტობის კანდიდატებთან გასაუბრების განრიგი

დოქტორანტობის კანდიდატებთან გასაუბრების განრიგი იხილეთ შემდეგ ბმულზე

სრულად

ბრძანების N:

დოქტორანტურაში დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების განრიგი

საერთაშორისო სამართლის მიმართულებით გასაუბრება დარგობრივ კომისიასთან ჩატარდება 19 სექტემბერს, 09:30სთ, მე-2 კორპ. აუდ. 114 (აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის საერთაშორისო სამართლის კაბინეტი)

სამართლის სხვა მიმართულებებით - თსუ, მე-2 კორპუსი, აუდიტორია 129

 

18 სექტემბერი, 13:00სთ

პირადი ნომერი მიმართულება
1

010270723XX

კერძო

2

010110871XX

კერძო

3 010240516XX

კერძო

4 010010396XX საჯარო (კონსტ.)
5 620010256XX

სამართლის საფუძვლები

და მეთოდები

6 010080598XX

სამართლის საფუძვლები

და მეთოდები

7 010170481XX

საჯარო (კონსტ.)

8 010080397XX კერძო
9 350011276XX კერძო
10 470010397XX

საჯარო (კონსტ.)

11 010050061XX სისხლი
12 260010373XX

საჯარო (კონსტ.)

13 622090085XX კერძო
14 010270579XX

საჯარო  (ადმინ.)

15 620010456XX სისხლი
16 020010237XX სისხლი
17 010240812XX

საჯარო  (ადმინ.)

18 010310018XX

საჯარო  (ადმინ.)

19 010110910XX სისხლი
20 010080633XX სისხლი
21 010190747XX კერძო
22 010270738XX კერძო

19 სექტემბერი, 10:00სთ

პირადი ნომერი მიმართულება
1 500010012XX

კერძო

2

380010457XX

საჯარო (კონსტ.)

3 180010671XX საჯარო  (ადმინ.)
4 010270760XX საჯარო  (ადმინ.)
5 620010429XX სისხლი
6 170010329XX

საჯარო  (ადმინ.)

7 010190513XX

კერძო

8 310010391XX სისხლი
9 620020037XX სისხლი
10 620020037XX სისხლი
11 590011158XX

საჯარო  (ადმინ.)

12 010050366XX სისხლი
13 620040089XX სისხლი
14 080010354XX

კერძო

15 330010677XX კერძო
16 010050236XX კერძო
17 010190510XX

სისხლი

18 080010340XX

სისხლი

19 010270828XX სისხლი
20 010110736XX სისხლი
21 620090063XX

საჯარო  (ადმინ.)

22 010270889XX

კერძო

23 060010004XX

საჯარო  (ადმინ.)

24 420010246XX სისხლი
25 390310014XX სისხლი
26 180010647XX

საჯარო  (ადმინ.)

27 010190305XX

კერძო

28 590011212XX

კერძო

29 130010608XX

საჯარო  (ადმინ.)

30 010050328XX

საჯარო  (ადმინ.)

 

სრულად

ბრძანების N:

წინასწარი რეგისტრაცია კლინიკებზე

იწყება 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის კლინიკის გავლისმსურველ მაგისტრანტთა (მაგისტრანტობის პრეტენდენტთა) განაცხადების მიღება - წინასწარი რეგისტრაცია.

 

მაგისტრანტებისთვის1 შემოთავაზებულია შემდეგი კლინიკები:

 

  • პრაქტიკული სამართლის კლინიკა (12 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის. კლინიკა სავალდებულოა ყველა მაგისტრანტისთვის);

 

კონსოლიდირებული კლინიკები:

 

  • სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის კლინიკა (18 კრედიტი, განკუთვნილია სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • ა(ა)იპ „ჩემი ადვოკატის“ კლინიკა (18 კრედიტი, განკუთვნილია კერძო და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის).

 

სპეციალური კლინიკები:

 

  • იურიდიული ფაკულტეტის იურიდიული დახმარების სამსახურის კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • თბილისის საქალაქო სასამართლოს კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • პრაქტიკული სამართლის კლინიკის სტაჟირება (9 კრედიტი, მაგისტრანტს გავლილი უნდა ჰქონდეს პრაქტიკული სამართლის კლინიკა, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • ა(ა)იპ „ჩემი ადვოკატის“ კლინიკის სტაჟირება (9 კრედიტი, მაგისტრანტს გავლილი უნდა ჰქონდეს ა(ა)იპ „ჩემი ადვოკატის“ კლინიკა, განკუთვნილია კერძო და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • იუსტიციის სასწავლო ცენტრის კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის; მაგისტრანტს გავლილი უნდა ჰქონდეს პრაქტიკული სამართლის კლინიკა);
  • არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს კლინიკა ტრენერებისთვის (9 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის; მაგისტრანტს გავლილი უნდა ჰქონდეს პრაქტიკული სამართლის კლინიკა);
  • არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისა და აღდგენითი მართლმსაჯულების კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია სისხლის სამართლის მიმართულების  სტუდენტებისთვის);
  • იურიდიული ფირმა „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგურის“ საადვოკატო კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის, აუცილებელია ინგლისური ენის კარგად ფლობა);
  • „მარგველაშვილი, რეალ ქონსალტინგის“ საადვოკატო კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია კერძო და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • სასამართლო გადაწყვეტილებების განზოგადების კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია ყველა  მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • სასამართლო პრაქტიკის კვლევის, დოქტრინალური ანალიზისა და განზოგადების კლინიკა სანივთო სამართალში (9 კრედიტი, განკუთვნილია კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • თბილისის სააპელაციო სასამართლოს კლინიკა (9 კრედიტი. განკუთვნილია სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის იურიდიული კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კლინიკა  (9 კრედიტი, განკუთვნილია სისხლის და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • „ნუნუ კვანტალიანის საადვოკატო ბიუროს“ კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • „ნათია წკეპლაძისა და ალექსანდრე იოსელიანის საადვოკატო ბიუროს“ კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია კერძო და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • ფროფეშენალ ლიგალ სერვისის საადვოკატო კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია კერძო და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • საპარლამენტო კლინიკა (პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ბაზაზე, 9 კრედიტი, განკუთვნილია საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • მედიაციის კლინიკა (თსუს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ცენტრის ბაზაზე) (9 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • სახალხო დამცველის აპარატის კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • იურიდიული ოფისი „გარანტიას“ საადვოკატო კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • პროკურატურის კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • იურიდიული ფირმა „ემ ჯი ლოს“ საადვოკატო კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის).

 

დაინტერესებულმა მაგისტრანტებმა განაცხადის  შევსებული ფორმა უნდა გამოგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე ana.kharaishvili@tsu.ge

 

პროკურატურის კლინიკით, იურიდიული ფირმა „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგურის“ საადვოკატო კლინიკით, მედიაციის კლინიკითა და იურიდიული ფაკულტეტის იურიდიული დახმარების სამსახურის კლინიკით დაინტერესებულმა სტუდენტებმა განაცხადთან ერთად უნდა გამოგზავნონ CV.

 

კლინიკებზე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 25 სექტემბერი, 18:00 საათი.

 

კლინიკებში სტუდენტების მიღება მოხდება განაცხადების საფუძველზე და ზოგიერთ შემთხვევაში გასაუბრების გზით.

 

გასაუბრებები ჩატარდება 26 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით. კონკრეტული დროები მოგვიანებით განთავსდება ფაკულტეტის ვებ-გვერდზე.

 

საინფორმაციო შეხვედრა კლინიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის ჩატარდება 21 სექტემბერს 19 საათაზე დისტანციური ფორმატში. იხილეთ ბმული:

 

Ana Kharaishvili is inviting you to a scheduled Zoom meeting.

 

Topic: საინფორმაციო შეხვედრა - კლინიკები

Time: Sep 21, 2023 07:00 PM Baku, Tbilisi, Yerevan

 

Join Zoom Meeting

https://us05web.zoom.us/j/9781806743?pwd=MmFQb3ArU1FscTIzcURwVzkySERhUT09

 

Meeting ID: 978 180 6743

Passcode: 226170

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ანა ხარაიშვილს 577 47 55 15

 


[1] სტუდენტს, რომელიც მუშაობს იურისტის სპეციალობით, რასაც იგი ადასტურებს სამსახურებრივი ცნობით დამსაქმებლისა და მისი უშუალო სამუშაო ფუნქციების  შესახებ, კლინიკური სწავლების დირექტორის ნებართვით, შეუძლია, გააკეთოს არჩევანი იურიდიულ კლინიკასა/კლინიკებსა და საჯარო სამართლის, კერძო სამართლის ან/და სისხლის სამართლის მოდულის არჩევით სასწავლო კურსებს შორის და ასე დააგროვოს 18 კრედიტი პრაქტიკული სამართლის კლინიკასთან (12 კრედიტი) ერთად, რაც სულ შეადგენს 30 კრედიტს.  (აღნიშნული ცნობის დედანი მაგისტრანტმა კლინიკებზე წინასწარი რეგისტრაციისთის დადგენილ ვადებში დასკანერებული ფორმით უნდა წარადგინოს იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიაში ან გაგზავნოს შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე chancellerylaw@tsu.ge). პრაქტიკული კომპონენტის (30 კრედიტი) განხორციელება შესაძლებელია ერთ-ერთი კომბინაციით, კერძოდ, ან პრაქტიკული სამართლის კლინიკისა (12 კრედიტი) და 2 (ორი) სპეციალური იურიდიული კლინიკის (9 კრედიტი X 2 = 18 კრედიტი), ან პრაქტიკული სამართლის კლინიკისა (12 კრედიტი) და 1 (ერთი) კონსოლიდირებული იურიდიული კლინიკის (18 კრედიტი) ერთობლიობით.

სრულად

ბრძანების N:

დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება დოქტორანტურის საგანმანათლებლო  პროგრამებზე

(ბრძანება ვაკანტური ადგილების შესახებ №182/01-01, 06.08.2023)

 

კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები:


თსუ-ს დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს.

მიღების წინაპირობები განსაზღვრულია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამით (ინფორმაცია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე).


2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დოქტორანტურაში მიღების ვადები (ბრძანება დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ (ბრძანება №176/01-01, 31.07.2023)

  • საბუთების მიღება -    21 – 30 აგვისტო;
  • გამოცდა უცხო ენაში   - 6 სექტემბერი;
  •  გამოცდის შედეგების გამოცხადება   - 9 სექტემბერი;
  •  გამოცდის შედეგების გასაჩივრება   -11 სექტემბერი;
  •  აპელაციის შედეგების გამოცხადება   - 12 სექტემბერი;
  • გამოცდა სპეციალობაში  (წერითი კომპონენტი, იმ საგანმანათლებლო პროგრამების კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ სპეციალობის გამოცდის ჩაბარება) – 13 სექტემბერი;
  • გამოცდის შედეგების გამოცხადება   - 14 სექტემბერი;
  •  გამოცდის შედეგების გასაჩივრება   - 15 სექტემბერი;
  •  აპელაციის შედეგების გამოცხადება   - 18 სექტემბერი;
  •  დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება   - 18-19 სექტემბერი;
  • დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 20 სექტემბერი;  
  • ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან  - 20 – 22 სექტემბერი;
  • საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო  პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 25 სექტემბერი.

 

მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა (დოკუმენტების მიღება 10:00  - 17:00 სთ.):

 

აღნიშნული დოკუმენტები ელექტრონულად უნდა ატვირთოთ 21-30 აგვისტოს შესაბამისი ფაკულტეტის ელექტრონულ მისამართზე.  20-22 სექტემბერს (ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში), იგივე დოკუმენტები (შესაბამისი წესით დამოწმებული), მატერიალურად უნდა წარმოადგინოთ ფაკულტეტზე.

 

  • განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
  • განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად  დამოწმებული ასლი;  2023 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
  • ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
  • სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  • სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.

 

2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში  დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე დოკუმენტაციის მიღება მოხდება ელექტრონულად  ფაკულტეტების მიხედვით  შემდეგ მისამართებზე: (მისამართები გააქტიურდება 21 აგვისტოს).

 

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი  

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

იურიდიული ფაკულტეტი

მედიცინის ფაკულტეტი

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი

 

ფორმის შესავსებად გაიარეთ ავტორიზაცია Gmail-ის მეშვეობით.

რეგისტრაციის პროცესში წარმოშობილი დაბრკოლების/სირთულის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის ფაკულტეტს.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

 

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი -  საკონტაქტო პირი: ტელ: 225 04 84 (შიდა 2330): თამარ თათრიშვილი 577 73 73 87.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი: ნინო პოპიაშვილი, ტელ.: 577719989.

სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა  ფაკულტეტი  - საკონტაქტო პირი:  ირმა ჩხეიძე,   ტელ: 595 18 57 98.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი:  ლალი ჩიკვილაძე, ტელ: 591 05 08 04.

იურიდიული ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი: 225 04 84 (შიდა 2229). მაია გვილავა  577 17 07 55.

მედიცინის ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი: ტელ.:  ნინო მეგრელიშვილი, ტელ: 577 72 17 16.

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი: ტელ: 225 04 84.

(შიდა 3221).  ნინო ბერაძე 599 56 34 88.

სრულად

ბრძანების N:

თანამშრომლობა სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაციასთან

თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, თამარ ზარანდია, დეკანის მოადგილე გიორგი დგებუაძე და პროფესორი ირაკლი დვალიძე, ორადიას უნივერსიტეტის პროფესორსა და ბიჰორის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს - კარმენ ადრიანა დომოკოსს შეხვდენენ.

 

კარმენ ადრიანა დომოკოსს აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება რუმინეთის სააპელაციო სასამართლოს სისტემაში, სხვადასხვა პერიოდში იყო სასამართლოს პრეზიდენტი/ვიცე-პრეზიდენტი, ასევე წლების განმავლობაში მუშაობდა პროკურორად. პროფესორი დომოკოსი ორადეას უნივერსიტეტის (რუმინეთი) იურიდიული ფაკულტეტის საჯარო სამართლის დეპარტამენტისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაციის (International Association of Penal Law) წევრია.

 

შეხვედრაზე განიხილეს სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაციასთან თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები და თსუ იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური გუნდის გაწევრიანების პერსპექტივები. სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაცია სისხლის სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი კვლევითი გაერთიანებაა და წარმოადგენს თანამშრომლობის გლობალურ პლატფორმას. ასოციაცია დაარსდა 1924 წელს და მისი საქმიანობა მოიცავს სისხლის სამართლის პოლიტიკას, შედარებით სისხლის სამართალს, სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებსა და საერთაშორისო სისხლის სამართალს. 

 

სრულად

ბრძანების N:

მაგისტრანტობისა და დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ

მაგისტრატურისა და დოქტორანტურის მსურველთათვის საბუთების მიღება იწარმოებს ონლაინ  განსაზღვრულ ვადაში.

 

მაგისტრატურაში მიღების ვადები იხ.ბმული

განაცხადის შევსება მაგისტრატურა

ფაკულტეტის დებულების თავი V მუხლი N31-ის თანახმად სამაგისტრო პროგრამის გახსნის წინაპირობაა მინიმუმ 5 სტუდენტის ჩარიცხვა იხ.ბმული

სპეციალობის მისაღები გამოცდების განაწილება იხ. ბმული

 

დოქტორანტურაში  მიღების ვადები იხ. ბმული

განაცხადის შევსება დოქტორანტურა

სრულად

ბრძანების N:

რიგგარეშე შიდა მობილობა

1. განისაზღვროს რიგგარეშე შიდა მობილობისათვის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,ფსიქოლოგია“ - 37 ვაკანტური ადგილი;

2. რიგგარეშე მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა საბუთების (დანართი 1, დანართი 2) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ელექტრონულ ფოსტაზე - chancellery.pes@tsu.ge მიღების ვადა – 04 - 08 სექტემბერი;

3. გასაუბრება დარგობრივ კომისიასთან - 11-14 სექტემბერი;

4. რიგგარეშე შიდა მობილობის შედეგების გამოქვეყნება/გამოცხადება - 15 სექტემბერი;

5. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ კრედიტების აღიარება - 18 სექტემბერი;

6. ხელშეკრულების გაფორმება საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებთან − 19 – 22 სექტემბერი;

7. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის შიდა მობილობის წესით გადასული დოქტორანტების სიის წარდგენა - 25 სექტემბერი;

8. შიდა მობილობის წესით დოქტორანტების გადასვლის შესახებ რექტორის ბრძანების პროექტის მომზადება - 25 სექტემბერი;

სრულად

ბრძანების N:

თურქეთის დელეგაციის ვიზიტი თსუ-ში

 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს   ქარამანოღლუ მეჰმეთბეი უნივერსიტეტის (თურქეთი) წარმომადგენელთა დელეგაცია ეწვია. ქარამანოღლუ მეჰმეთბეი უნივერსიტეტის რექტორი პროფ: მეჰმეთ გავგალი და უნივერსიტეტის წარმომადგენლები ვიცე-რექტორ ნინო გვენეტაძეს შეხვდნენ. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის გახლდათ. ორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

 

სრულად

ბრძანების N:

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე კანდიდატის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე2 და მე-3 პუნქტების, თსუ დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულის-არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მ. ღლონტის 2023 წლის 9 აგვისტოს N22603/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2023 წლის 8 აგვისტოს სხდომის ოქმი N10) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე კანდიდატის შესარჩევად დამტკიცდეს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ვიანორ ახალაია - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;

ბ) რუსუდან ზექალაშვილი - ფილოლოგიის დოქტორი;

გ) მაია ლომია - ფილოლოგიის დოქტორი;

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ - ვიანორ ახალაია, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ - რუსუდან ზექალაშვილი და საკონკურსო კომისიის მდივნად - მაია ლომია;

3. დაევალოს საკონკურსო კომისიას კონკურსანტთა განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის მიღება და წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2023 წლის 2 ოქტომბრისა;

5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

6. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი).

7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: N 689/01-04

2023-2024 ს/წ შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობის ვადები

საგანმანათლებლო ერთეულის მიერ შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო პროგრამების ვაკანტური ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 21-22 აგვისტო;

 

შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 23-29 აგვისტო;

 

შიდა მობილობის შედეგების ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნება - 30 აგვისტო;

 

საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება - 30-31 აგვისტო;

 

ხელშეკრულების გაფორმება საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებთან - 1 - 6 სექტემბერი;

 

საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის შიდა მობილობის წესით გადასული სტუდენტების სიის წარდგენა - 7 სექტემბერი;

 

შიდა მობილობის წესით სტუდენტების გადასვლის შესახებ რექტორის ბრძანების პროექტის მომზადება - 8 სექტემბერი.

სრულად

ბრძანების N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023- 2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

ბრძანების N:: 176/01-01

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ" თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს მიღება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე;

2. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის დოქტორანტურაში მიღების ვადები:

ა) დოკუმენტაციის მიღება - 21 აგვისტო – 30 აგვისტო;

ბ) გამოცდა უცხო ენაში - 6 სექტემბერი;

გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 9 სექტემბერი;

დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება -11 სექტემბერი;

ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 12 სექტემბერი;

ვ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი, იმ საგანმანათლებლო პროგრამების კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ სპეციალობის გამოცდის ჩაბარება) – 13 სექტემბერი;

ზ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 14 სექტემბერი;

თ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 15 სექტემბერი;

ი) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 18 სექტემბერი;

კ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 18-19 სექტემბერი;

ლ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 20 სექტემბერი;

მ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 20 – 22 სექტემბერი;

ნ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 25 სექტემბერი;

3. განისაზღვროს თსუ-ს ფაკულტეტების მიმღებ კომისიებში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;

ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);

გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2023 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);

დ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);

ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ვ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;

ზ) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;

თ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ი) ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

კ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ლ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

მ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე;

ნ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

5. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი, აკადემიკოსი  ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: