საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი    განათლების   შესახებ”    საქართველოს კანონის   22-ე   მუხლის     პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის   პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის   პირველი და მე-3 ნაწილების,  53-ე მუხლის   მე-3 ნაწილის,  54-ე მუხლის    პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის,    56-ე მუხლის    მე-2 და  მე-3 ნაწილების,  57-ე და 63-ე მუხლის,    საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების   მინისტრის 2013  წლის 11  სექტემბრის  №135/ნ  ბრძანებით  დამტკიცებული  საჯარო  სამართლის იურიდიული პირის  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის   მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9   პუნქტის,  საქართველოს განათლების,   მეცნიერების,    კულტურისა და   სპორტის მინისტრის 2022 წლის 15 აპრილის N395720 ბრძანებისა და იურიდიული ფაკულტეტის  დეკანის  2022 წლის 06 მაისის     №10344/31-01 კორესპონდენციის, საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   შევიდეს   ცვლილება  ,,პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები  სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და  დიპლომირებული  მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე  ერთიანი  ეროვნული  გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა  შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” რექტორის 2022 წლის 03 მაისის N125/01-01 ბრძანებაში და ბრძანების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4.  ფაკულტეტებმა დასაფინანსებელ სტუდენტთა სია პირადობის მოწმობის ასლისა და ანგარიშის ნომრის  ამონაწერით საქართველოს ბანკიდან (ელექტრონული ვერსია excel ფორმატი) წარმოადგინონ საფინანსო დეპარტამენტში  2022  წლის 20 მაისის ჩათვლით“.

2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე