საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული კოდექსის  52-ე  მუხლის   პირველი  და  მე-2 ნაწილების,  53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის,  54-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 სექტემბრის MES 5 21 0000849376 ბრძანების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11  სექტემბრის  №135/ნ  ბრძანებით  დამტკიცებული  საჯარო  სამართლის იურიდიული პირის  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის  საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. შევიდეს  ცვლილება „სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის  ვადების  განსაზღვრის შესახებ“  რექტორის 2021 წლის 2 აგვისტოს  N128/01-01 ბრძანებაში  და ბრძანების  „1.41“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.41. 2022 წლის 13 მაისიდან  სასწავლო პროცესი წარიმართოს შერეული  (ჰიბრიდული) ფორმატით.  საგანმანათლებლო პროგრამის, თუ   მისი   კომპონენტების  წარმართვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ფაკულტეტი აღნიშნული პროგრამის სპეციფიკის გათვალისწინებით.  2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დასკვნითი     და   დამატებითი   გამოცდები    წარიმართება   არადისტანციურ,    სრულად დასწრებით  ფორმატში, გარდა იმ სტუდენტებისა, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ოკუპირებულ  ტერიტორიაზე.“;


2.    ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ    ვებგვერდზე     განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე