საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეული კავკასიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობაზე  გამოცხადებული  კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი  ოქმი) დამტკიცების  შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 373  მუხლის  პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის  ივანე ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის      სახელმწიფო    უნივერსიტეტის  წესდების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14  მუხლის   პირველი  პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო  პერსონალის   სამსახურში   მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების    შესახებ”    ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს  2017  წლის  31  მაისის   N63/2017  დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17,   მე-18 და მე-20 პუნქტების, ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის  მინერალური  ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის დებულების მე-8  მუხლის   მე-7  პუნქტის, მე-10  მუხლის,   ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის რევაზ კვატაშიძის   2022 წლის 22 სექტემბრის  N 10775/10 წერილის (თან  ერთვის  საკონკურსო კომისიის 2022 წლის 19 სექტემბრის  სხდომის შემაჯამებელი  ოქმი N 6) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის    ალექსანდრე    თვალჭრელიძის     სახელობის     მინერალური ნედლეულის  კავკასიის  ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომელების თანამდებობებზე გამოცხადებული  კონკურსის  შედეგები (შემაჯამებელი  ოქმი) და განისაზღვრონ არჩეულად:
საგამოცდო ცენტრი „გეოანალიტიკა“ ნინო  გაგნიაშვილი   -  მეცნიერ   თანამშრომელი  (4  წლის  ვადით)   -  1  საშტატო ერთეული.
მაია უკლება - მეცნიერ თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული.
2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს  შრომითი  ხელშეკრულების გაფორმება ნინო გაგნიაშვილთან და მაია უკლებასთან.
3. წინამდებარე  ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებ–გვერდზე   განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ  ერთეულებს  (საფინანსო  დეპარტამენტი,   პერსონალის მართვის დეპარტამენტი,     შიდა     აუდიტის   სამსახური,     ალექსანდრე     თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეული კავკასიის ინსტიტუტი).
5.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 280/01-01  

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფების განსაზღვრის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 2 ოქტომბრის N217/02-01 ბრძანებით სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის განსაზღვრული ტარიფისაგან, დროებით, განსხვავებული  ტარიფის დაწესების შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 28 ოქტომბრის N70/02-01 ბრძანებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი  განათლების შესახებ’’  საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის,  24-ე  მუხლის   პირველი  პუნქტის  ,,ზ’’   ქვეპუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,  63-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის,   მე-16   მუხლის     პირველი   პუნქტის   „ნ“    ქვეპუნქტის   და    სტუდქალაქის სტუდენტური სერვისების  განყოფილების უფროსის ზაზა წაქაძის 2022 წლის 26 სექტემბრის N23923/10 მოხსენებითი  ბარათის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს  ცვლილება ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის   სტუდქალაქში მობინადრეთა  საცხოვრებელი  ფართით  სარგებლობის ტარიფების  განსაზღვრის  თაობაზე“  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 2 ოქტომბრის N217/02-01 ბრძანებით სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის განსაზღვრული  ტარიფისაგან,  დროებით,  განსხვავებული   ტარიფის დაწესების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 28 ოქტომბრის N70/02-01 ბრძანებაში  და  აღნიშნული  ბრძანების  პირველი  პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,1.  თსუ   სტუდქალაქის   ლისის  საერთო საცხოვრებლის  მე-3  კორპუსში   მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის (ადგილი ოთახში,  ელ. ენერგია, ცივი  და ცხელი წყლის  მიწოდებით,   ავეჯი და  სხვა  დაცული საერთო სარგებლობის სივრცით ნაწილობრივი სარგებლობა) ტარიფი, 2023 წლის 31 იანვრამდე, განისაზღვროს თვეში  100 (ასი) ლარის ოდენობით.“.
2. ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ    ვებგვერდზე     განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. კონტროლი  ბრძანების   შესრულებაზე   დაევალოს  საფინანსო  დეპარტამენტსა   და სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრს.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე
 

სრულად

ბრძანების N: 189/02-01    

2022/2023 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული  ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი კლერმონ-ოვერნის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების  შესახებ

,,უმაღლესი  განათლების შესახებ"  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე- 14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების,  მე-9  პუნქტის და  თსუ   საგარეო ურთიერთობის   დეპარტამენტის უფროსის წერილის (23737/10; 22/09/2022) საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩატარდეს კონკურსი  2022/2023 სასწავლო წლისთვის  ევროკომისიის  მიერ დაფინანსებული     ერაზმუს+       საერთაშორისო      კრედიტ-მობილობის პროგრამის  ფარგლებში პარტნიორი  კლერმონ-ოვერნის უნივერსიტეტის მიერ     თბილისის      სახელმწიფო    უნივერსიტეტის     ადმინისტრაციული პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატების შესარჩევად.
2. კონკურსი    ჩატარდეს   2022   წლის   26   სექტემბერს   Zoom   პლატფორმის საშუალებით.
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა)   ნინო    ოკრიბელაშვილი,    თსუ     რექტორის    მოადგილე,    კომისიის თავმჯდომარე;
ბ)   ნინო   ქიმერიძე,    თსუ    ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა    ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)  ნატა ასათიანი, თსუ  რექტორის კონსულტანტი, კომისიის წევრი;

4. დამტკიცდეს კომისიის  მდივნად  თსუ საგარეო  ურთიერთობათა დეპარტამენტის  მთავარი სპეციალისტი  - ნათია კალანდაძე.
5.    ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.    დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა   და   კანდიდატთა  შერჩევის   წესი (დანართი №1).
7.    წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით   გადაეცეს დაინტერესებულ    პირებს    და    შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულებს (საგარეო    ურთიერთობათა         დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 276/01-01  

2022/2023 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული  ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი პარიზი-საკლის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების  შესახებ

,,უმაღლესი  განათლების შესახებ"  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე -14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების,  მე-9  პუნქტის და  თსუ   საგარეო ურთიერთობის   დეპარტამენტის უფროსის წერილის (23735/10; 22/09/2022) საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    ჩატარდეს კონკურსი  2022/2023 სასწავლო წლისთვის  ევროკომისიის  მიერ დაფინანსებული     ერაზმუს+       საერთაშორისო      კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი პარიზი-საკლის  უნივერსიტეტის  მიერ თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის  აკადემიური პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატების შესარჩევად.
2.    კონკურსი    ჩატარდეს   2022   წლის   23   სექტემბერს   Zoom   პლატფორმის საშუალებით.
3.    დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)    ნინო    ოკრიბელაშვილი,    თსუ     რექტორის    მოადგილე,    კომისიის თავმჯდომარე;
ბ)   ნინო   ქიმერიძე,    თსუ    ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა    ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) მერაბ ელიაშვილი,  თსუ   ზუსტ და  საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;

4. დამტკიცდეს   კომისიის    მდივნად    თსუ    საგარეო  ურთიერთობათა დეპარტამენტის  მთავარი სპეციალისტი  - ნათია კალანდაძე.
5.    ბრძანების     უნივერსიტეტის    ოფიციალურ     ვებ-გვერდზე      განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.    დამტკიცდეს   კონკურსის    ჩატარებისა   და   კანდიდატთა    შერჩევის   წესი (დანართი №1).
7.    წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი   წესით   გადაეცეს დაინტერესებულ    პირებს    და    შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულებს (საგარეო    ურთიერთობათა         დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 275/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის  პირველი, მე-2 და მესამე ნაწილების, 54-ე  მუხლის   პირველი  ნაწილის,  57-ე  მუხლის,   საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ო” და  ,,პ”  ქვეპუნქტების, მე-9  პუნქტის, „სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი  კომისიის  შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2020 წლის 14 აგვისტოს №:154/01-01 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესისა  და სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკა და ბიზნესისი ფაკულტეტის  დეკანის 2022 წლის 15 სექტემბრის  №22796/29 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს კონკურსი მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და  ბიზნესის  ფაკულტეტის   ბიზნეს  ადმინისტრირების სპეციალობის   ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.

2. დამტკიცდეს კონკურსში  მონაწილეობის მსურველის  განცხადების   ფორმა (დანართი №1).

3. კანდიდატების შერჩევა განახორციელოს სტიპენდიის მიმნიჭებელმა კომისიამ მოქმედი კანონმდებლობისა და „სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის    მამია   ღაღანიძის   სახელობის   სტიპენდიის   მინიჭების   წესისა    და სტიპენდიის მიმნიჭებელი  კომისიის  შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“  რექტორის 2020 წლის 14 აგვისტოს  №:154/01-01 ბრძანების  №1 დანართით  დამტკიცებული „სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესის“ საფუძველზე.

4. სტიპენდიის მოპოვების მსურველმა ბაკალავრიატის სტუდენტებმა კომისიის  სახელზე წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) სტუდენტის განცხადება, წინამდებარე ბრძანების N1 დანართის შესაბამისად; 
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) წინა სემესტრის განმავლობაში კონფერენციაში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი  დოკუმენტ(ებ)ი (დათარიღებული სერტიფიკატი ან ცნობა);
დ) წინა სემესტრის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომ(ებ)ის ასლი;
ე) ევროკომისიის მიერ დაფინანსებული  ერაზმუს მუნდუსის პროექტების, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებისა, თსუ-სა  და უცხო  ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას  შორის გაფორმებული მემორანდუმის  საფუძველზე,  უცხო  ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი  დოკუმენტი;
ვ) საქართველოს ბანკიდან სტუდენტის საბანკო ანგარიშის ნომრის ამონაწერი.

5. სტიპენდიის მიღების მსურველის სტუდენტების საბუთების მიღება მოხდეს 2022 წლის 26 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის  ჩათვლით.

6. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება განხორციელდეს ფაკულტეტის  სასწავლო პროცესის  მართვის  სამსახურის სტუდენტთა  მომსახურების ცენტრში,  ელექტრონული ფოსტის გზავნილით, მისამართზე: nana.chargeishvili@tsu.ge; teona.gamkhuashvili@tsu.ge (საკონტაქტო პირი: თეონა გამხუაშვილი ტელ: 2250484(9801)

7. სტიპენდიანტების შერჩევის თაობაზე  რექტორის 2020 წლის 14 აგვისტოს  №:154/01-01 ბრძანებით  დამტკიცებული კომისიის  დასკვნა  მომზადდეს არაუგვიანეს  2022 წლის 10 ოქტომბრისა.

8. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.

9. ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ    ვებგვერდზე     განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

10. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 278/01-01        

სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის    ივანე ჯავახიშვილის   სახელობის ისტორიისა  და  ეთნოლოგიის   ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის,უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“  საქართველოს კანონის   22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, ,,საჯარო   სამართლის  იურიდიული  პირის   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9   პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი  ერთეულის  სამეცნიერო  პერსონალის სამსახურში  მიღების  ერთიანი წესისა  და  სამეცნიერო  თანამდებობების  დაკავების დამატებითი  პირობების დამტკიცების შესახებ”  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი,   მე-2   და   მე-3   პუნქტების,ივანე ჯავახიშვილის სახელობის   ისტორიისა    და ეთნოლოგიის  ინსტიტუტის  დებულების მე-10 მუხლის  პირველი პუნქტისა და  ინსტიტუტის დირექტორის გიორგი ჭეიშვილის 2022 წლის 19 სექტემბრის N23083/10 წერილის  (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2022 წლის 15 სექტემბრის   სხდომის ოქმი N5) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  სსიპ  –  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის  ივანე ჯავახიშვილის  სახელობის ისტორიისა  და ეთნოლოგიის  ინსტიტუტში    მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების  შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ოთარ ჯანელიძე  -  საქართველოს ეროვნული  მუზეუმის   ეთნოლოგიისა და  თანამედროვე ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, პროფესორი;

ბ) უჩა ბლუაშვილი - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;

გ) გულიკო  კვანტიძე - საქართველოს ეროვნული მუზეუმის  უფროსი კურატორი,  ისტორიის დოქტორი;
დ) პაატა სურგულაძე  - საქართველოს მეცნიერებათა   ეროვნული აკადემიის  ი. აბაშიძის სახელობის ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის პასუხისმგებელი მდივნის მოადგილე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

2.  დამტკიცდეს  საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ  ოთარ ჯანელიძე,  საკონკურსო კომისიის  თავმჯდომარის  მოადგილედ უჩა  ბლუაშვილი,  საკონკურსო კომისიის მდივნად გულიკო კვანტიძე, კომისიის წევრად პაატა სურგულაძე.
3. დაევალოს კომისიას   უზრუნველყოს კონკურსის  ჩატარება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას  დასამტკიცებლად  წარუდგინოს  თსუ  რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2022 წლის 20 ოქტომბრისა.
5.  წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით        გადაეცეს დაინტრესებულ   პირს  და  შესაბამის  სტრუქტურულ  ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის  სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,  ივანე     ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგის ინსტიტუტი).
6. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.   ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 274/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის  ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის „მედიცინა (ინგლისურენოვანი)“  და „სტომატოლოგია (ინგლისურენოვანი)“  სტუდენტებისათვის 2022-2023 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული კოდექსის  52-ე  მუხლის   პირველი  და  მე-2 ნაწილების,  53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის,  54-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით   დამტკიცებული  საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის  –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა, მე-9 და მე-11 პუნქტებისა და მედიცინის ფაკულტეტის  დეკანის  2022 წლის 15 სექტემბრის  N22856/32 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.   განისაზღვროს   სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის   თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის      ფაკულტეტის        ერთსაფეხურიანი       საგანმანათლებლო პროგრამის „მედიცინა (ინგლისურენოვანი)“   და  „სტომატოლოგია (ინგლისურენოვანი)“ სტუდენტებისათვის  2022-2023  სასწავლო წლის  სასწავლო პროცესის  ვადები   შემდეგი სახით:

1.1) 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული  სტუდენტებისათვის
(1 სემესტრი):

ა) შემოდგომის სემესტრი:

ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 სექტემბერი- 24 ოქტომბერი; 
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 3-24 ოქტომბერი;
ა.გ) სააუდიტორიო  მეცადინეობები (კურაციული სისტემით) - 24 ოქტომბერი - 24 დეკემბერი, 3 იანვარი - 10 მარტი;
ა.დ) საგამოცდო პერიოდი (კურაციული სისტემით) - დასკვნითი  გამოცდები - 10 ნოემბერი - 10 მარტი, დამატებითი გამოცდები - 11- 18 მარტი;
ა.ე) არდადეგები - 26 დეკემბერი - 2 იანვარი. 

ბ) გაზაფხულის სემესტრი:

ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია 1-18 მარტი; 
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 14-20 მარტი;
ბ.გ) სააუდიტორიო  მეცადინეობები (კურაციული სისტემით) - 20 მარტი – 28 ივლისი;
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი (კურაციული სისტემით) - დასკვნითი  გამოცდები - 4 აპრილი – 28 ივლისი, დამატებითი გამოცდები - 31 ივლისი - 5 აგვისტო;
ბ.ე) არდადეგები - 6 აგვისტო - 18 სექტემბერი.

1.2. მე-2 და შემდგომი სემესტრის სტუდენტებისათვის: 

ა) შემოდგომის სემესტრი:
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 სექტემბერი- 3 ოქტომბერი;
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 19 სექტემბერი - 3 ოქტომბერი;
ა.გ) სააუდიტორიო  მეცადინეობები (კურაციული სისტემით) - 3 ოქტომბერი - 24 დეკემბერი, 3 იანვარი - 20 თებერვალი;
ა.დ) საგამოცდო პერიოდი (კურაციული სისტემით) - დასკვნითი  გამოცდები - 17 ოქტომბერი - 20 თებერვალი, დამატებითი გამოცდები - 20-25 თებერვალი;
ა.ე) არდადეგები - 26 დეკემბერი - 2 იანვარი, 25 თებერვალი- 5 მარტი.

ბ) გაზაფხულის სემესტრი:

ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 22 თებერვალი - 5 მარტი; 
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 27 თებერვალი - 6 მარტი;
ბ.გ) სააუდიტორიო  მეცადინეობები (კურაციული სისტემით) – 6 მარტი – 15 ივლისი;
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი (კურაციული სისტემით) - დასკვნითი  გამოცდები - 21 მარტი - 15 ივლისი, დამატებითი გამოცდები 17-22 ივლისი;
ბ.ე) არდადეგები - 24 ივლისი - 18 სექტემბერი.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.  დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 273/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი  საბაკალავრო პროგრამების 2022-2023 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი  განათლების  შესახებ"   საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის   პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის  პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,   საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების   მინისტრის  2013  წლის  11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე- 14  მუხლის   პირველი  პუნქტის, მე-8  პუნქტის „ა“,  „ბ“,  „ო“ და  „პ“  ქვეპუნქტების,   მე-9 პუნქტის, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს დეკანის 2022 წლის 8 სექტემბრის N15469/28 მიმართვის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს  სსიპ  – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო   უნივერსიტეტის    ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების  2022-2023  სასწავლო წლის  სასწავლო პროცესის  ვადები შემდეგი სახით:

2022-2023 წლის შემოდგომის სემესტრი:

ა) აკადემიური რეგისტრაცია - 26 აგვისტო;
ბ) სალექციო პერიოდი - 29 აგვისტო - 10 დეკემბერი;
გ) საგამოცდო პერიოდი - 12 დეკემბერი - 17 დეკემბერი.

2022-2023 წლის გაზაფხულის სემესტრი:

ა) აკადემიური რეგისტრაცია - 10 იანვარი - 13 იანვარი 
ბ) სალექციო პერიოდი - 16 იანვარი - 6 მაისი
გ) საგამოცდო პერიოდი - 8 მაისი - 16 მაისი

2022-2023 წლის ზაფხულის სემესტრი:

ა) აკადემიური რეგისტრაცია - 11 მაისი - 14 მაისი; 
ბ) სალექციო პერიოდი - 18 მაისი - 15 აგვისტო;
გ) საგამოცდო პერიოდი - 21 აგვისტო - 27 აგვისტო.


2.       ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ    ვებგვერდზე     განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 272/01-01  

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვანი  საბაკალავრო პროგრამისა და ქიმიის  ინგლისურენოვანი  პროგრამის პირველი სემესტრის სტუდენტებისათვის 2022-2023 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი  განათლების  შესახებ"   საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის   პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის  პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე  მუხლის,   საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების   მინისტრის  2013  წლის  11სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე- 11 პუნქტების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის   დეკანის 2022 წლის 13 სექტემბრის N22520/28 და 19 სექტემბრის N23248/28 წარდგინებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს    ზუსტ   და    საბუნებისმეტყველო    მეცნიერებათა    ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერების  ინგლისურენოვანი  საბაკალავრო პროგრამისა და ქიმიის ინგლისურენოვანი   პროგრამის პირველი  სემესტრის   სტუდენტებისათვის  2022-2023 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

ა) შემოდგომის სემესტრი:

ა.ა) უცხო  ქვეყნის მოქალაქეებისათვის დოკუმენტაციის მიღება - 1 სექტემბერი;
ა.ბ) ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება - 26 სექტემბერი - 3 ოქტომბერი;
ა.გ) აკადემიური რეგისტრაცია - 26 სექტემბერი - 3 ოქტომბერი;
ა.დდ) სააუდიტორიო  მეცადინეობები - 3 ოქტომბერი - 31 დეკემბერი, 9-21 იანვარი;
ა.ე) საგამოცდო პერიოდი - 23 იანვარი - 10 თებერვალი 
(დასკვნითი გამოცდები);  14 – 18 თებერვალი (დამატებითი გამოცდები).

ბ) გაზაფხულის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 6 თებერვალი -6 მარტი; 
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 27 თებერვალი – 6 მარტი;
ბ.გ) სააუდიტორიო  მეცადინეობები - 6 მარტი – 17 ივნისი;
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი - 19 ივნისი- 15 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 21 - 27 ივლისი
(დამატებითი გამოცდები);
ბ.ე\ არდადეგები - 28 ივლისი - 17 სექტემბერი.

2.     ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ    ვებგვერდზე     განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 271/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2022 წლის 4 აგვისტოს N230/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 და მე-11 პუნქტების საფუძველზე,


 ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2022 წლის 4 აგვისტოს N230/01-01 ბრძანების  „1.1.“ პუნქტის  „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 8 აგვისტო -25 სექტემბერი; 
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 12-25 სექტემბერი.“


2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება  გადასცეს  შესაბამის  სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი       ნინო ოკრიბელაშვილი
 

სრულად

ბრძანების N: 269/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზ. გაიპარაშვილის 2022  წლის 19 სექტემბრის N23178/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი  ბიბლიოთეკარის (უფროსი  სპეციალისტი) შესარჩევად (1 ვაკანსია).

2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1000 (ათასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით, სამუშაო საათები-09:00 სთ-დან 18:00სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

3. აპლიკანტს მოეთხოვება:

ა) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი /პროფესიული განათლება;
ბ) ერთ-ერთი   უცხოენის   ცოდნა   (უპირატესობა   მიენიჭება   ძველი   ქართული   ენის (ასომთავრული, ნუსხური) მცოდნე კონკურსანტს );
გ) არანაკლებ ერთი წლის სამუშაო გამოცდილება;
დ) თსუ-ში მოქმედი რეგულაციების ცოდნა პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე: საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“; საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“; საქართველოს კანონი საბიბლიოთეკო საქმის შესახებ, უნივერსიტეტის წესდება, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულება;

4. აპლიკანსტს უნდა ჰქონდეს:

ა) კომპიუტერული უნარები;
ბ) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
დ) ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
ე) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ვ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;

5. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის  იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში უფროსი  ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) პოზიციაზე  დასაქმებულ    პირს  მოეთხოვება  შემდეგი  ფუნქციების შესრულება:
ა) ძველ კოლექციებში არსებული ქართული და უცხოენოვანი საბიბლიოთეკო ერთეულების ბარათული კატალოგის შემოწმება, განახლება, აღდგენა და ელექტრონულ კატალოგში შეტანა (ევერგრინი);
ბ) ეთნ. ფონდის საბიბლიოთეკო წესით აღწერა (დამუშავება), ბარათული და ელექტრონულ კატალოგში შეტანა (ევერგრინი);
გ)    განყოფილების   საცავებში   არსებული   ძველნაბეჭდი   ქართული   გამოცემების ბიბლიოგრაფიული შედარება „ქართულ წიგნთან,“ იდენტობისა და გამოცემის თარიღის დადგენა;
დ) საბიბლიოთეკო კატალოგების მეშვეობით ბიბლიოთეკის საცავებში ძველი, იშვიათი გამოცემების მოძიება, გადმოტანა განყოფილების წიგნად ფონდში და „იშ“ სტატუსის მინიჭება;
ე) ბიბლიოთეკის საგამოფენო ღონისძიებებში მონაწილეობა;

ვ) მკითხველთა მომსახურება
6. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტის ასლები;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ’’;
ვ) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში
(ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ცნობა სამსახურიდან და სხვ.);

7. კონკურსში მონაწილეობის    მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდბა სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან 
გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;

8. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილების (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი   სპეციალისტი)     შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);

9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2022 წლის 26 სექტემბრიდან   2022 წლის 2 სექტემბრის ჩათვლით 15:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს ბიბლიოთეკის   იშვიათ გამოცემათა  განყოფილების  (შტატგარეშე  პოზიციაზე)  უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი  სპეციალისტი).

10. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი  ბიბლიოთეკარის (უფროსი  სპეციალისტი)  შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზe და ინტერნეტ სივრცეში;

11. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს  არაუგვიანეს  2022  წლის  13  ოქტომბრისა.

12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

 


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი         ლაშა საღინაძე
 

სრულად

ბრძანების N: 176/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ცენტრი-ბიბლიოთეკის განყოფილებაში (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზ. გაიპარაშვილის 2022  წლის 19 სექტემბრის N23180/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ცენტრი- ბიბლიოთეკის განყოფილებაში   (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი   ბიბლიოთეკარის (უფროსი  სპეციალისტი) შესარჩევად (1 ვაკანსია).

2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1000 (ათასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით, სამუშაო საათები-09:00 სთ-დან 18:00სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

3. აპლიკანტს მოეთხოვება:

ა) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი /პროფესიული განათლება;
ბ) ერთ-ერთი უცხოენის ცოდნა ;
გ) არანაკლებ ერთი წლის სამუშაო გამოცდილება
დ))  თსუ-ში  მოქმედი  რეგულაციების  ცოდნა  პოზიციის  სპეციფიკიდან  გამომდინარე:
საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“; საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“; საქართველოს კანონი საბიბლიოთეკო საქმის შესახებ, უნივერსიტეტის წესდება, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულება;

4. აპლიკანსტს უნდა ჰქონდეს:
ა) კომპიუტერული უნარები;
ბ) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
დ) ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
ე) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ვ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;

5. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ცენტრი-ბიბლიოთეკის განყოფილებაში    უფროსი   ბიბლიოთეკარის    (უფროსი სპეციალისტი)    პოზიციაზე დასაქმებულ  პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:
ა) საქართველოს   დემოკრატიული   რესპუბლიკის   არსებობის   პერიოდში   შექმნილი საბიბლიოთეკო–საარქივო დოკუმენტების  შესწავლა და დამუშავება;
ბ) საქართველოს      დემოკრატიული      რესპუბლიკის      შესახებ      პუბლიკაციების, საგანმანათლებლო–სამეცნიერო მასალების  დამუშავება და შენახვა;
გ) საბიბლიოთეკო  –  საარქივო  ფონდების  აღწერა,  შესწავლა  და  სამეცნიერო  კვლევის ხელშეწყობა;
დ) განყოფილების     გამგესთან  და  თანამშრომლებთან  ერთად  გამოფენების, პუბლიკაციებისა და გამოცემების მომზადება;
ე) განყოფილების  გამგესთან  და  თანამშრომლებთან  ერთად     სტუდენტური კონფერენციების მომზადება და გამართვა;
ვ) საქართველოს   დემოკრატიული  რესპუბლიკასთან  დაკავშირებით     არსებული არაქართულენოვანი     ლიტერატურის     თარგმნა     და     საგამომცემლოდ     მომზადება, საჭიროების შემთხვევაში 
ქართულენოვანი ტექსტების უცხო ენაზე თარგმნა. ელექტრონულ კატალოგში საბიბლიოთეკო დოკუმენტების მონაცემების შეტანა.
6.  კონკურსში  მონაწილეობის  მსურველ  აპლიკანტს  მოეთხოვება  შემდეგი  საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტის ასლები;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში   უნდა წარმოადგინოს   ცნობა   ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ’;
ვ) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში
(ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ცნობა სამსახურიდან და სხვ.); 
7. კონკურსში მონაწილეობის    მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდბა სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
8. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ცენტრი-ბიბლიოთეკის განყოფილებაში (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი)   შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2022 წლის 26 სექტემბრიდან   2022 წლის 2 სექტემბრის ჩათვლით 15:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ცენტრი-ბიბლიოთეკის განყოფილებაში (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი).
10. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ცენტრი- ბიბლიოთეკის განყოფილებაში (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი   სპეციალისტი)     შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზe და ინტერნეტ სივრცეში;
11. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს  არაუგვიანეს  2022  წლის  13  ოქტომბრისა.
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი           ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 177/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული აკადემიური კრებულის მომზადების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და    თსუ-სა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის 2021 წ. 18 ნოემბერს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.     ივანე  ჯავახიშვილის  თხზულებათა  სრული  აკადემიური  კრებულის მოსამზადებლად    შეიქმნას „ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული აკადემიური კრებულის სარედაქციო საბჭო“ (შემდეგში - „სარედაქციო საბჭო“) შემდეგი შემადგენლობით:
ა) გიორგი შარვაშიძე, რექტორი, სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე;
ბ) ზაალ აბაშიძე, სსიპ - კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
გ) დავით სართანია, თსუ მუზეუმის დირექტორის მოადგილე, სწავლული მდივანი; 
დ) სარედაქციო საბჭოს წევრები:
დ. ა)  როინ  მეტრეველი,  საქართველოს  მეცნიერებათა  ეროვნული  აკადემიის  ვიცე- პრეზიდენტი;
დ. ბ) მზექალა შანიძე, აკადემიკოსი;
დ.დ) დავით ლორთქიფანიძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ- კორესპოდენტი;
დ.ე) თეონა იაშვილი, საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი;
დ.ვ) ჯაბა სამუშია, აკადემიკოსი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი;
დ.ზ)   ვახტანგ   ლიჩელი,   თსუ   არქეოლოგიის   სასწავლო-სამეცნიერო   ინსტიტუტის ხელმძღვანელი;
დ.თ)    მალხაზ    მაცაბერიძე,    თსუ    პოლიტიკის    მეცნიერებათა    დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
დ.ი) ზაზა სხირტლაძე, თსუ კულტურის ისტორიისა და თეორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი;
დ.კ) თეა შურღაია, თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ირანისტიკის კათედრის ხელმძღვანელი;
დ.ლ)   მერაბ   ჩუხუა,   თსუ   კავკასიოლოგიის   სასწავლო-სამეცნიერო   ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ჩერქეზული კულტურის ცენტრის დირექტორი;
დ.მ) ნუგზარ ანთელავა, ჩერქეზული კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე; 
დ. ნ) ლევან გორდეზიანი, თსუ პროფესორი;
დ.ო) თეიმურაზ გვიმრაძე, თსუ ასოცირებული პროფესორი;
დ.პ) გონელი არახამია, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მეცნიერების განყოფილების გამგე;
დ.ჟ) ოთარ ჯანელიძე, გორის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი; 
დ. რ) მაია გურაბანიძე, თსუ მუზეუმის დირექტორი;
დ.ს)  შალვა  გლოველი,  კორნელი  კეკელიძის  სახელობის  საქართველოს  ეროვნული ცენტრის სამეცნიერო-ანალიტიკური და საგამომცემლო განყოფილების ხელმძღვანელი;
დ.ტ)   გიორგი   ჭეიშვილი,   თსუ   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   ისტორიისა   და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი;
დ.უ) ვალერი ვაშაკიძე, თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე;
დ.ფ)   ნანა   მაჭავარიანი,   თსუ   არნოლდ   ჩიქობავას   სახელობის   ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი;
დ.ქ)   ნანა   ბოლაშვილი,   თსუ   ვახუშტი   ბაგრატიონის   გეოგრაფიის   ინსტიტუტის დირექტორი;
დ.ღ)   გიორგი   სანიკიძე,   ილიას   სახელმწიფო   უნივერსიტეტის   გიორგი   წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი;
დ.ყ)  რამაზ  აბესაძე,  თსუ  პაატა  გუგუშვილის  სახელობის  ეკონომიკის  ინსტიტუტის დირექტორი;
დ.შ)   ლაშა   ბრეგვაძე,   თსუ   თინათინ   წერეთლის   სახელმწიფოსა   და   სამართლის ინსტიტუტის დირექტორი;
დ.ჩ)  ირმა  რატიანი,  თსუ  შოთა  რუსთაველის  სახელობის  ქართული  ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი. 
კომისიის მდივანს.
3.დამტკიცდეს სარედაქციო საბჭოს რეგლამენტი (დანართი N1);
4.ივანე  ჯავახიშვილის  თხზულებათა  სრული  აკადემიური  კრებულის მოსამზადებლად თსუ მუზეუმში   შეიქმნას ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული აკადემიური კრებულის ტექსტოლოგიური კომისია (შემდეგში - „ტექსტოლოგიური კომისია“) შემდეგი შემადგენლობით:
ა)  დავით  სართანია,  თსუ  მუზეუმის  დირექტორის  მოადგილე,  ისტორიის  დოქტორი, ტექსტოლოგიური კომისიის ხელმძღვანელი;
ბ) გია ჩხიკვიშვილი, ისტორიის დოქტორი, ტექსტოლოგიური კომისიის ხელმძღვანელის მოადგილე;
გ)  მაია  ციცვიძე,  თსუ  დოქტორანტი,  ისტორიკოს-კავკასიოლოგი,  ტექსტოლოგიური კომისიის მდივანი;
დ) ტექსტოლოგიური კომისიის წევრები:
დ. ა) მიხეილ ქართველიშვილი, ისტორიის დოქტორი;
დ. ბ) დალი ნიკოლაიშვილი, გეოგრაფიის დოქტორი, თსუ პროფესორი; დ. გ)  ავთანდილ უჯმაჯურიძე, ისტორიკოსი;
5.დამტკიცდეს „ტექსტოლოგიური კომისიის სამუშაო ინსტრუქცია“ (დანართი N2);
6.დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული აკადემიური კრებულის ტომეულების რედაქტორთა სამუშაო ინსტრუქცია (დანართი N3);
7.დაევალოს თსუ სტრუქტურულ ერთეულებს (მუზეუმი, ბიბლიოთეკა, არქივი, ისტორიის, გეოგრაფიის, ეკონომიკის, სახელმწიფოსა და სამართლის, ლიტერატურისა და ენათმეცნიერების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები) ხელი შეუწყონ ტექსტოლოგიური კომისიის მუშაობას, რათა ტექსტოლოგიური კომისიის წევრებისათვის ადგილზე სამუშაოდ ხელმისაწვდომი გახადონ მათთან დაცული ხელნაწერი, ფოტო და ნაბეჭდი მასალები, ოპერატიულად მოახდინონ   ან მისცენ ტექსტოლოგიური კომისიის წევრებს საშუალება თავად გააკეთონ საჭირო მასალების დიგიტალიზაცია და ნაბეჭდი ტექსტების ციფრულ ფორმატში გადაყვანა;
8.ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში „თბილისის უნივერსიტეტი“;
9.ბრძანების უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, თსუ მუზეუმი, თსუ ბიბლიოთეკა, თსუ არქივი, ისტორიის, გეოგრაფიის, ეკონომიკის, ლიტერატურისა და ენათმეცნიერების სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტები, გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი“, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);
11.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 


რექტორი         გიორგი შარვაშიძე
 

სრულად

ბრძანების N: 270/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრირებული აპლიკანტ(ებ)ის შერჩევის თარიღების დადგენის, შესარჩევი და სააპელაციო კომისიების შემადგენლობის განსაზღვრის და აპლიკანტ(ებ)ის შერჩევის წესის და პირობების განისაზღვრის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი მე-2 და მე-3 ნაწილების, 54- ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის N42/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები“-ის 23-ე მუხლის მეორე პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2022 წლის 13 სექტემბრის MES 0 22 0001063281 წერილის და თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2022 წლის 16 სექტემბრის N23043/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დადგინდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე   ქ.  თბილისში რეგისტრირებული საქართველოში თანამემამულის სტატუსის მქონე აპლიკანტ(ებ)ის შერჩევის თარიღები (დანართთი N1).
2. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქ. თბილისში უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრირებული საქართველოში თანამემამულის სტატუსის მქნონე აპლიკანტ(ებ)ის შესარჩევი კომისია (დანართი N2).
3. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებული აპლიკანტ(ებ)ის წესი და პირობები (დანართი N3).
4. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებული აპლიკანტ(ებ)ის სააპელაციო კომისია (დანართი N4).
5. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6.    ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი       გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 265/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წელს მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში მისაღები გამოცდებისთვის დამატებითი ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტარაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 94-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. მაგისტრანტობის/დოქტორანტობის კანდიდატებს, რომლებიც სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2022 წლის
4 აგვისტოს N232/01-01 და N233/01-01 ბრძანებებით დადგენილ ვადებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადნენ შესაბამის გამოცდაზე, განესაზღვროთ დამატებითი საგამოცდო ვადები:
ა) გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) - 16 სექტემბერი (14:00 სთ);
ბ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 19 სექტემბერი (12:00 სთ-მდე); გ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 19 სექტემბერი (14:00 სთ-მდე); დ) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 19 სექტემბერი;
ე) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 19 სექტემბერი (14:00 სთ);
ვ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 20 სექტემბერი (12:00 სთ- მდე);
ზ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება – 20 სექტემბერი  (14:00 სთ- მდე);
თ) აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 20 სეტემბერი.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი     გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 266/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წელს ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ტესტების და ოსური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანებით დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის 39-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის მე-12 მუხლის    მე-2    პუნქტის,    „რანჟირების    დოკუმენტის    დამტკიცების    შესახებ,    იმ აბიტურიენტთათვის, რომლებმაც 2022 წელს მოიპოვეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება, მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ტესტების და ოსური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე“ სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2022 წლის 30 აგვისტოს N120/22 ბრძანების, „სსიპ-ივანე      ჯავახიშვილის      სახელობის      თბილისის      სახელმწიფო უნივერსიტეტის    ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01- 01 ბრძანებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2022 წლის 16 სექტემბრის N23008//27 წარდგინების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1.ჩაირიცხონ   სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წელს ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ტესტების და ოსური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე შემდეგი სტუდენტები წინამდებარე ბრძანების N1 დანართის შესაბამისად (დანართი №1);
2.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


რექტორი     გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 759/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანებით დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის 39-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებისა, მე12 მუხლის მე-2 პუნქტის, „კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის დამტკიცების შესახებ, იმ აბიტურიენტთათვის, რომლებმაც 2022 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოიპოვეს ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება“ სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2022 წლის 33 აგვისტოს N119/22 ბრძანების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-სრექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-01 ბრძანებისა და უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ჩაირიცხონ 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტში   ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით შემდეგი სტუდენტები:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1); 
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3)
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);

ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7)

2.ბრძანების უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის    საინფორმაციო  ტექნოლოგიების დეპარტამენტს  პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3.დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა    მაიდენტიფიცირებელი    მონაცემების    გარეშე    და    გადასცეს    შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


რექტორი       გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 760/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ემუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  56-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ ,,ო“ და ,,პ “ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტორნული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:


1. დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის, 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ფაკულტეტების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:
ა) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი№1);
ბ) ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი№2);

2. წარმოების განხორციელება დაევალოს შესაბამის ფაკულტეტებს, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტსა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. წარმოების დასრულების ვადა განისაზღვროს არაუგვიანეს 12 ოქტომბრისა.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
5. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
7. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის    საქალაქო     სასამართლოს     ადმინისტრაციულ     საქმეთა     კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64)


რექტორი    გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 724/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022- 2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საგანმანათლებლო ერთეულიდან/პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო ერთეულზე/პროგრამაზე სტუდენტების გადასვლის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის N77/2011 დადგენილებით დამტკიცებული "სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის" მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2022 წლის 09 სექტემბრის N22185/30, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2022 წლის 2022 წლის 09 სექტემბრის N22187/26, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2022 წლის 2022 წლის 09 სექტემბრის N22260/28, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2022 წლის 2022 წლის 09 სექტემბრის N22243/27, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2022 წლის 09 სექტემბრის N22193/29 მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2022 წლის 12 სექტემბრის N 22329/32 წარდგინებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გადაყვანილ იქნენ 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სემესტრში შიდა მობილობის წესით შემდეგი სტუდენტები საგანმანათლებლო ერთეულების/პროგრამების შესაბამისად:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);
ე) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი N5);
ვ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N6).

2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის    საინფორმაციო  ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

რექტორი      გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 725/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის 2022-2023 სასწავლო წლიდან ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლების მინიჭების შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებზე, რომლებმაც დაასრულეს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (60 კრედიტი) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 473  -ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გაიცა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ზემოაღნიშნულმა სტუდენტებმა სწავლის გაგრძელების მოთხოვნით მომართეს უნივერსიტეტს და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 473  -ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ხსენებულიდან გამომდინარე და „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 473  -ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული    საჯარო    სამართლის    იურიდიული    პირის–ივანე    ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, რექტორის 2022 წლის    31    აგვისტროს    № 682/01-04    ბრძანებისა    და    სტუდენტების    განცხადებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. მიეცეთ 2022-2023 სასწავლო წლიდან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი№1); 
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი№2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი№3); 
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი№4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი№ 5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი№6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი№7);

2. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 740/01-04