საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
"სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის N364 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. შევიდეს ცვლილება "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში და ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1 ჩამოყალიბდეს წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული (დანართი N1) სახით.
2.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი         ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 200/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე- 16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის N364 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის ძირითადი დებულებებისა და უნივერსიტეტის საინვენტარიზაციო კომისიის აპარატის თავმჯდომარის მურმან ცარციძის 2022 წლის 28 სექტემბრის N24320/10   მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში "თსუ”) ბალანსზე რიცხული ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ორგანიზებულად და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად ჩატარების მიზნით, დაევალოს „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  მუდმივმოქმედი  საინვენტარიზაციო  კომისიის  შექმნის შესახებ”   ადმინისტრაციის   ხელმძღვანელის   2014   წლის   17   ოქტომბრის   №143/02-01 ბრძანების საფუძველზე შექმნილ საინვენტარიზაციო  კომისიას 2022 საბიუჯეტო წლის ბოლოს, 03 ოქტომბრიდან 10 დეკემბრამდე უზრუნველყოს ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების სრული ინვენტარიზაცია 01 ოქტომბრის მდგომარეობით და ინვენტარიზაციის აქტის, შესაბამის დოკუმენტებთან ერთად, წარმოდგენა ზემოაღნიშნული კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზებულად და მოქმედ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, დაევალოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის N364 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად დადგენილი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა საინვენტარიზაციო ქვეკომისიების დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.
3.დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანება განათავსოს  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
4.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი         ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 201/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022- 2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა პროგრამებზე მიღებისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-7 და მე-15 მუხლების, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 91-101 მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით    დამტკიცებული    საჯარო    სამართლის    იურიდიული    პირის    –    ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის   №135/ნ   ბრძანების   ,,რეზიდენტურის   ალტერნატიულ   დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა  და  იმ  სამედიცინო  დაწესებულებების  ან/და  სასწავლებლების  აკრედიტაციის კრიტერიუმების     და     წესის     დამტკიცების     შესახებ,     რომლებშიც     შესაძლებელია დიპლომისშემდგომი  განათლების  (პროფესიული  მზადების)  კურსის  გავლა“,  ,,სსიპ  _ ივანე      ჯავახიშვილის      სახელობის      თბილისის      სახელმწიფო      უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის  დამტკიცების  შესახებ“  თსუ  რექტორის  2010  წლის  13  სექტემბრის  №83/01-01 ბრძანების,,,ა(ა)იპ-ივანე   ჯავახიშვილის      სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის  ალტერნატიული დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო        პროგრამების (პროფესიული        მზადების) სპეციალობის მაძიებელთა/უმცროს ექიმთა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“   თსუ-ს   აკადემიური   საბჭოს   2013   წლის   15   ივლისის       №84/2013   წლის დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-სა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2022 წლის 03 ოქტომბრის № 24871/32 წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს მიღება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული    დიპლომისშემდგომი     განათლების     (პროფესიული     მზადების) სპეციალობის მაძიებელთა პროგრამებზე:

1.1.  ლაბორატორიული მედიცინა - 5 რეზიდენტი
1.2.  თერაპიული სტომატოლოგია - 3 რეზიდენტი
1.3.  ორთოპედიული სტომატოლოგია - 1 რეზიდენტი
1.4.  ენდოკრინოლოგია - 1 რეზიდენტი
1.5.  უროლოგია - 1 რეზიდენტი
1.6.  ინფექციური დაავადებები - 1 რეზიდენტი.

2. რეზიდენტურის  ალტერნატიული  დიპლომისშემდგომი  განათლების  (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა    პროგრამებზე მიღებასთან დაკავშირებით განისაზღვროს შემდეგი ვადები:

2.1. საბუთების მიღება – 10-14 ოქტომბერი;
2.2. გასაუბრება – 17 ოქტომბერი;
2.3. შედეგების გამოცხადება –18 ოქტომბერი.

3. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე.

 

რექტორი       გიორგი შარვაშიძე
 

სრულად

ბრძანების N: 294/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2022- 2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ


სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით თსუ რექტორის N707/01-04, 07.09.2022 და N724/01-04, 13.09.2022 ბრძანებებით დაიწყო წარმოება თსუ-ს სტუდენტებისათვის ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთიდა იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღება წარმოადგენს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველს. წარმოების შედეგად დადგინდა, რომ თსუ-ს რექტორის 2022 წლის 07 სექტემბრის N707/01-04 და  13 სექტემბრის N724/01-04 ბრძანებებში მითითებულ სტუდენტთა ნაწილს, რომელთა მიმართაც მიმდინარეობდა წარმოება, ნამდვილად აქვს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, ხოლო სტუდენტთა ნაწილს არ უნდა შეუწყდეს სტუდენტის სტატუსი. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ემუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე  ნაწილების,  54-ე  მუხლის  პირველი  ნაწილის,   55-ე  მუხლის  პირველი  და    მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული "უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების" მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის,   ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-01 ბრძანების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N25244/28; 05.10.2022; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N23314/27, 20.09.2022; სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N25249/30, 05.10.2022; ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის N23981/29, 26.09.2022; იურიდიული ფაკულტეტის დეკანის N25439/31-01, 05.10.2022; ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N24439/26, 28.09.2022 და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის N23904/32, 23.09.2022 წარდგინებების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეუწყდეთ თსუ-ს სტუდენტის სტატუსი 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის    სტუდენტებს,   2021-2022   სასწავლო   წლის   გაზაფხულის   სემესტრის ჩათვლით, ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, ფაკულტეტების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
1.2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);
1.3. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);
1.4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);
1.5. იურიდიული ფაკულტეტი (დანართი  N5);
1.6. მედიცინის ფაკულტეტი (დანართი N6);
1.7. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N7)

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს და განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ     ადგილზე     მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
4. ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე. 
5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის    საქალაქო     სასამართლოს     ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).


რექტორი          გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 855/01-04

„ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვრის მიერ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების დაფინანსების მიზნით კანდიდატთა შერჩევისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2022 წლის 29 სექტემბრის N283/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 და მე-11 პუნქტების საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. შევიდეს ცვლილება „ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვრის მიერ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების დაფინანსების მიზნით კანდიდატთა შერჩევისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2022 წლის 29 სექტემბრის N283/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ „ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვრის მიერ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების დაფინანსების მიზნით კანდიდატთა შერჩევისა და წარდგენის წესის“ (დანართი N1)  მე-4 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კანდიდატმა განაცხადი უნდა წარადგინოს 29 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით, რომელსაც უნდა დაერთოს ამ წესის მე-3 პუნქტში მითითებული ცნობა მისი სოციალური მდგომარეობის   შესახებ,   ასევე   გაცხადებული იყოს კანდიდატის   თანხმობა   მისი მონაცემების   მე-3   პირისთვის   გადაცემასთან   დაკავშირებით   (განაცხადის   წარდგენა შესაძლებელია უნივერსიტეტის კანცელარიაში (I კორპუსი, ოთახი N114).“


2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი         ნინო გვენეტაძე
 

სრულად

ბრძანების N: 292/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2022 წელს ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა  და წარდგენის ვადების განსაღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის,   56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების,  57-ე მუხლის,  პირველი ნაწილის,   საქართველოს განათლებისა   და   მეცნიერების    მინისტრის   2013   წლის   11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2021 წლის 02 ივლისის  №42/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიულ   საგანმანათლებლო პროგრამაზე   ჩარიცხვის წესი         და      პირობები“  21-ე  მუხლის   მე-4  პუნქტის „გ“  ქვეპუნქტის,    სსიპ  -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2021 წლის 29 ივლისის N64/2021 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის  მარეგულირებელი  წესი“  -ის  მე-13 მუხლის  მე-4 პუნქტის და თსუ  პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2022 წლის 30 სექტემბრის N24741/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო  პროგრამებზე 2022 წელს ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) პირადობის დამადასტურებელი  მოწმობის ასლი;
ბ) ფოტოსურათის (3X4) ელექტრონული ვერსია CD დისკზე ჩაწერილი;
გ) მიღებული  წინარე განათლების დამადასტურებელი  ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული  ასლი;
გ.ა.)  სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის, პროფესიული განათლების   მე-4   ან/და   მე-5   დონის   დამადასტურებელი    დიპლომის   ან  უმაღლესი განათლების  დამადასტურებელი   დიპლომის  ნოტარიულად  დამოწმებული ასლი (საფინანსო სერვისების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე საბაზო განათლების დამადასტურებელი  დოკუმენტის/პროფესიული განათლების მე-4 ან/და მე-5 დონის დამადასტურებელი  დიპლომის/სრული ზოგადი  განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი  დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული  ასლი);
გ.ბ.) თსუ-ს  კურსდამთავრებულის შემთხვევაში   უმაღლესი   განათლების დამადასტურებელი  დიპლომის ასლი თსუ-ს შესაბამისი  ფაკულტეტის  ბეჭდით დამოწმებული;
დ) სამხედრო აღრიცხვაზე  ყოფნის დამადასტურებელი  დოკუმენტი (მმამრობითი სქესის აპლიკანტებისთვის).

2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული  დოკუმენტების წარმოდგენის ვადად განისაზღვროს 2022 წლის 01-06 ოქტომბერი.
3. ამ ბრძანების მეორე პუნქტით განსაზღვრულ  ვადაში  შესაბამისი  დოკუმენტების წარმოუდგენლობა აპლიკანტისთვის არის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი;
4. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული  დოკუმენტების წარმოდგენა და ხელშეკრულების  (საგანმანათლებლო მომსახურების  შესახებ)  გაფორმება ქ.  თბილისში რეგისტრირებულმა  აპლიკანტებმა უნდა  მოახდინონ   შემდეგ  მისამართზე:  ქ. თბილისი უნივერსიტეტის ქ. N2, მე-10 სასწავლო (მაღლივი) კორპუსი  თსუ  პროფესიული განათლების ცენტრი.
5. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული  დოკუმენტების წარმოდგენა და ხელშეკრულების   (საგანმანათლებლო მომსახურების  შესახებ)  გაფორმება ქ.  ქუთაისში რეგისტრირებულმა  აპლიკანტებმა უნდა  მოახდინონ   შემდეგ  მისამართზე  - ქ. ქუთაისი ნიკეას მე-2 შესახვევი N8 თსუ  პროფესიული განათლების ცენტრი.
5. ბრძანების  ყველასათვის ხელმისაწვდომ  ადგილზე  განთავსების  უზრუნველყოფა   და შესაბამის  სტრუქტურულ  ერთეულებისთვის მიწოდება  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6. ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ    ვებგვერდზე     განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 287/01-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საგამოცდო, მხატვრული, სანახაობრივი, სპორტული ღონისძიების ორგანიზების პროცედურის განსაზღვრისა და მომსახურეობის სახეობების განსაზღვრის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 30 მარტის №31/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტისა და დამოუკიდებელი შემფასებლის შპს ,,კკ ჯგუფი“-ს 2022 წლის 23 სექტემბრის შეფასების ანგარიშების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საგამოცდო, მხატვრული, სანახაობრივი, სპორტული ღონისძიების ორგანიზების პროცედურის განსაზღვრისა და მომსახურეობის სახეობების განსაზღვრის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 30 მარტის №31/02-01 ბრძანებაში და ბრძანებით დამტკიცებული დანართი N4 ჩამოყალიბდეს წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული სახით (დანართი N4).
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს
საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 194/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

 „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22 -ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე - 2 პუნქტების, 35 -ე მუხლის მე -2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე -14 მუხლის პირველი პუნქტის, მე8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, მე-11 პუნქტის, 28 - ე მუხლის, 29 - ე მუხლის მე - 2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N 118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10; 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 28 სექტემბრისს N20/04 ერთობლივი ბრძანების და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თამარ გაგოშიძის 2022 წლის 29 სექტემბრის N24597/26წერილის საფუძველზე, 


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად; 

2. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2022 წლის 5 ოქტომბერს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 7 ნოემბრიდან 2022 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით, საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2022 წლის 2 დეკემბრისა
4. კონკურსი გამოცხადდეს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
ფსიქოლოგიის მეცნიერებათა სასწავლო - სამეცნიერო დეპარტამენტი
განათლების ფსიქოლოგიის სასწავლო - სამეცნიერო ინსტიტუტი
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ“);
5. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ)კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი; 
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი,ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ)სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
6. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1- ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;
7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2022 წლის 7 ნოემბრიდან 2022 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით 10.00 სთ-დან 16.00 სთ-მდე, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N11 (მე-3 კორპუსი) ოთახი N 108;
8. ბრძანება განთავსდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის" ელექტრონულ გვერდზე.
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი);
11. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 288/01-01

2022/2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ლიმერიკის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ 

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე¬14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 -21-ე პუნქტების და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ტემპუსის და ერაზმუს პლიუსის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის და ინსტიტუციონალური განვითარების პროექტების ინსტიტუციონალური კოორდინატორის წერილის (N 24869/10; 03/10/2022) საფუძველზე. 


ვბრძანებ: 

1.     ჩატარდეს კონკურსი 2022/2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ლიმერიკის უნივერსიტეტის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატის შესარჩევად. 
2.     კონკურსი ჩატარდეს 2022 წლის 5 ოქტომბერს. 

3.     დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ხათუნა მარწყვიშვილი, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ნინო ქიმერიძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე; 
გ) მანანა რუსიეშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი; 
1    დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე. 
2    კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 და 22 დეკემბრის 33/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე. 
3    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
4    წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი). 
5    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

რექტორი გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 289/01-01  

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022- 2023 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2022 წლის 4 აგვისტოს N230/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2022 წლის 4 აგვისტოს N230/01-01 ბრძანების „1.2.“ პუნქტის „ე.ა“ და „ე.ბ“ ქვეპუნქტებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 8 აგვისტო -9 ოქტომბერი;
ე.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 12 სექტემბერი - 9 ოქტომბერი.“


2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 290/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022 წელს საბაზო და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეიტინგული სიის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 02 ივლისის №42/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები“ მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-7 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 29 ივლისის N64/2021 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი“ -ის მე-5 მუხლის მე-12 პუნქტის და თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2022წლის 03 ოქტომბრის N24929/10 წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ 2022 წელს შედგენილი აპლიკანტების რეიტინგული სია საბაზო და საშუალო პროფესიულ
საგანმანათლებლო პროგრამებზე:

ა) საფინანსო სერვისები - თბილისი (დანართი N1);
ბ) საოფისე საქმე - თბილისი (დანართი N2);
გ) ღონისძიების ორგანიზება - თბილისი (დანართი N3);
დ) საბიბლიოთეკო საქმე - თბილისი (დანართი N4);
ე) საფინანსო სერვისები - ქუთაისი (დანართი N5);
ვ) საოფისე საქმე - ქუთაისი (დანართი N6);
ზ) ღონისძიების ორგანიზება - ქუთაისი (დანართი N7);
თ) საბიბლიოთეკო საქმე - ქუთაისი (დანართი N8);
ე) სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა - ქუთაისი (დანართი N9).

2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა (პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე) და შესაბამის სტრუქტურულ
ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი
მონაცემების გარეშე.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე
 

სრულად

ბრძანების N: 291/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის  იურიდიული ფაკულტეტის   ბიბლიოთეკაში   უფროსი ბიბლიოთეკარების (უფროსი სპეციალისტები)  შესარჩევად კონკურსის  გამოცხადების  შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის  პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-15  მუხლის   პირველი  პუნქტის,  მე-16  მუხლის   პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, "სსიპ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ  რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 22 სექტემბრის N19/04 ერთობლივი  ბრძანების, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზ. გაიპარაშვილის 2022 წლის 23 სექტემბრის  N23872/10 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის  იურიდიული ფაკულტეტის    ბიბლიოთეკაში     უფროსი ბიბლიოთეკარების (უფროსი  სპეციალისტები)  შესარჩევად (2 ვაკანსია).

2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიებისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება  თვეში  1000 (ათასი)  ლარის ოდენობით  (საშემოსავლო გადასახადისა  და საპენსიო ანარიცხის  ჩათვლით, სამუშაო საათები-09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

3. აპლიკანტებს  მოეთხოვებათ:

ა) პროფესიული  განათლება;
ბ) თსუ-ში  მოქმედი   რეგულაციების   ცოდნა  პოზიციის   სპეციფიკიდან გამომდინარე: 
საქართველოს კანონი საბიბლიოთეკო საქმის შესახებ, უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკებითა
და  სამკითხველო  დარბაზებით    სარგებლობის წესი;    უნივერსიტეტის    ბიბლიოთეკის
დებულება;

4. აპლიკანსტებს  უნდა   ჰქონდეთ:

ა) კომპიუტერული უნარები;
ბ) გუნდური მუშაობისა  და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
გ) ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
დ) ერთდროულად სხვადასხვა  ამოცანებზე  დამოუკიდებლად და ეფექტურად  მუშაობის უნარი;
ე) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;

5. სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის  იურიდიული ფაკულტეტის   ბიბლიოთეკაში   უფროსი ბიბლიოთეკარების (უფროსი   სპეციალისტები) პოზიციაზე   დასაქმებულ     პირებს   მოეთხოვებათ   შემდეგი ფუნქციების შესრულება:
ა)  ლიტერატურის  მოძიება შემოსული მოთხოვის მიხედვით; 
ბ)  ლიტერატურის  გაცემა ადგილზე სარგებლობისთვის;
გ) მკითხველისათვის სასურველი ლიტერატურის  ასლის გადაღება; 
დ)  მკითხველის კონსულტირება;
ე) მკითხველთა ელექტრონული სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოება;
ვ)  დაზიანებული საბიბლიოთეკო დოკუმენტის გადარჩევა და აღრიცხვა;
ზ) მკითხველთა კონტროლი, რათა არ მოხდეს  წიგნის  დაზიანება ან მისი  დარბაზიდან გატანა;
თ)  ბიბლიოთეკაში სამუშაო პირობების დაცვა;
ი)  წიგნებისა  და პერიოდული გამოცემების დადგენილი წესით თაროებზე განლაგება; 
კ) ბიბლიოთეკის გამგის  სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება;


6. კონკურსში  მონაწილეობის მსურველ აპლიკანტებს მოეთხოვებათ შემდეგი  საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად; 
გ) განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტის ასლები;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) კონკურსით გამოცხადებული  ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში  აპლიკანტებმა პერსონალის მართვის  დეპარტამენტში      უნდა   წარმოადგინოს    ცნობა     ,,სქესობრივი თავისუფლებისა  და ხელშეუხებლობის     წინააღმდეგ    მიმართული     დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ’;
ვ) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ცნობა სამსახურიდან და სხვ.);

7. კონკურსში  მონაწილეობის    მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდბა სააპლიკაციო პაკეტის  განხილვის  საფუძველზე  საკონკურსო კომისიის  მიერ. არასრული საბუთების   გამოგზავნის    შემთხვევაში,    საკონკურსო   კომისიის    მიერ   აპლიკანტების საბუთები არ განიხილება. აპლიკანტები,  ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს,  წინასწარი  შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების  შედეგები  აპლიკანტს  ეცნობება   პირადად; 
8. სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის იურიდიული ფაკულტეტის   ბიბლიოთეკაში    უფროსი ბიბლიოთეკარების (უფროსი  სპეციალისტები)  შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი  (დანართი 1);

9. ბრძანებით  მოთხოვნილი  დოკუმენტები აპლიკანტების  მიერ  გადმოგზავნილი  უნდა იქნეს  2022   წლის 31 ოქტომბრიდან   2022 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით 15:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე:  vacancy@tsu.ge სათაურის  ველში უნდა  მიეთითოს ბიბლიოთეკის    იურიდიული ფაკულტეტის    ბიბლიოთეკა   უფროსი ბიბლიოთეკარი (უფროსი  სპეციალისტი).

10.  ბრძანება  სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის იურიდიული ფაკულტეტის    ბიბლიოთეკაში უფროსი ბიბლიოთეკარების  (უფროსი    სპეციალისტები)   შესარჩევად კონკურსის  გამოცხადების შესახებ ინფორმაცია განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge- ზე და ინტერნეტ სივრცეში;

11. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი თსუ  ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს  არაუგვიანეს  2022  წლის  22  ნოემბრისა.

12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ლაშა საღინაძე  ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

სრულად

ბრძანების N: 191/02-01      

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე დოქტორანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი  განათლების  შესახებ"   საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის   პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის  პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული    საჯარო     სამართლის    იურიდიული    პირის–ივანე     ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების   მინისტრის  2011  წლის  22  ივლისის  №127/ნ  ბრძანებით დამტკიცებული "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის“ მე-12 მუხლის  მე-2 პუნქტის, სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 27 დეკმებრის N245/2018 დადგენილებით დამტკიცეული ,,დოქტორანტრის მინიმალური სტანდარტის’’ მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის 2022 წლის 27 სექტემბრის N124174/28, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის 2022 წლის 23 სექტემბრის  N 23897/30, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  დეკანის 2022 წლის 26 სექტემბრის  N24055/29, მედიცინის ფაკულტეტის   დეკანის  2022 წლის 26 სექტემბრის   N24015/32,  ფსიქოლოგიისა  და  განათლების  მეცნიერებათა   ფაკულტეტის დეკანის   2022  წლის  27  სექტემბრის   N24083/26,  ევროპული  კვლევების  ინსტიტუტის დირექტორის   2022   წლის   27   სექტემბრის    N24196/10;   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის 2022 წლის 26 სექტემბრის N24048/27 წარდგინებების  საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩაირიცხონ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში    2022-2023     სასწავლო    წლის     შემოდგომის     სემესტრიდან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად შემდეგი დოქტორანტობის კანდიდატები:

1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №1);
1.2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №2);
1.3. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №3);
1.4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი   (დანართი №4);
1.5. მედიცინის ფაკულტეტი   (დანართი №5)
1.6. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი   (დანართი №6);

2.  ჩაითვალონ ჩარიცხულად  სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო    უნივერსიტეტში     2022-2023     სასწავლო    წლის     შემოდგომის სემესტრიდან,  ორი თვის  ვადაში შესაბამისი  დოკუმენტაციის (სსიპ - განათლების ხარისხის     განვითარების    ეროვნული    ცენტრის    მიერ    გაცემული    უმაღლესი განათლების     დამადასტურებელი        დოკუმენტის        აღიარება/დადასტურება) წარმოდგენის შემთხვევაში  წინამდებარე ბრძანების N7 დანართის შესაბამისად (დანართი N7);
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის    საინფორმაციო     ტექნოლოგიების      დეპარტამენტს      პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე  პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების  გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 818/01-04    

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის თაობაზე

„უმაღლესი  განათლების  შესახებ“  საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის   პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  პირველი, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის,  56-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების  მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 31 იანვრის N9/2022 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის 2022-2023 სასწავლო წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების ანკეტა-კითხვარის  დამტკიცების შესახებ“, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-01 ბრძანების, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის 2022 წლის 28 სექტემბრის N24440/26 წერილისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  ჩაირიცხონ  2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან  სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით  შემდეგი მაგისტრანტობის კანდიდატები:

1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №1);
1.2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №2);
1.3. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №3);
1.4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი  (დანართი №4);
1.5. იურიდიული ფაკულტეტი  (დანართი №5);
1.6. მედიცინის ფაკულტეტი  (დანართი №6);
1.7. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №7).

2.   ჩაითვალოს ჩარიცხულად 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სსიპ - ივანე     ჯავახიშვილის    სახელობის     თბილისის      სახელმწიფო    უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და  განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტის   მაგისტრატურაში  10 ნოემბრამდე შესაბამისი  დოკუმენტაციის (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის აღიარება/დადასტურება)  წარმოდგენის  შემთხვევაში   მაგისტრანტობის შემდეგი კანდიდატი:

სახელი გვარი პირადი № საიდენტი ფიკაციო კოდი

მაგისტრატურის საგანმანათლე ბლო

პროგრამა
მიმართულება 60 კრედ. ღირებულება (ლარი) საკონკუ რსო ქულა
1 ნათია ღვედაშვილი  

 

გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია

სოციალური მეცნიერებები (გარდა ეკონომიკისა) 2250 62.4

 

 

3.  ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე   განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის    საინფორმაციო       ტექნოლოგიების       დეპარტამენტს        პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
4.   დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5.   ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 819/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2022-2023 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი  განათლების  შესახებ“   საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის   პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით   დამტკიცებული  საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის  –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის   პირველი  პუნქტის, მე-8  პუნქტის „ა“, „ბ“,  „ო“ და  „პ“  ქვეპუნქტებისა და  მე-9 პუნქტისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის  დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 27 სექტემბრის N24180/26 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს  სსიპ  – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2022-2023 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

ა) შემოდგომის სემესტრი:

ა. ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 4-7 ოქტომბერი; 
ა. ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 4-7 ოქტომბერი;
ა. გ) სააუდიტორიო  მეცადინეობები - 10 ოქტომბერი - 31 დეკემბერი; 3-24 იანვარი;
ა. დ) საგამოცდო პერიოდი - 25 იანვარი - 14 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები), 15-23 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
ა. ე) არდადეგები - 24 თებერვალი - 5 მარტი.

ბ) გაზაფხულის სემესტრი:
ბ. ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 6 თებერვალი -6 მარტი ბ. ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 27 თებერვალი – 6 მარტი;
ბ. გ) სააუდიტორიო  მეცადინეობები - 6 მარტი - 17 ივნისი;
ბ. დ) საგამოცდო პერიოდი - 19 ივნისი- 15 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 21 - 27 ივლისი (დამატებითი გამოცდები);

2.  ბრძანების     უნივერსიტეტის    ოფიციალურ     ვებგვერდზე     განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.  დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 285/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან სტუდენტების მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი   განათლების  შესახებ"   საქართველოს კანონის   22-ე  მუხლის    პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  53-ე მუხლის  მესამე ნაწილის,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,  მე-100 მუხლის  პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო  სამართლის იურიდიული  პირის–ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“,  „ბ“   „ო“  და   „პ“   ქვეპუნქტების,  მე-9   პუნქტის,  საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის  დამტკიცების შესახებ“  №10/ნ ბრძანების N1 დანართის მე-9 მუხლის  მე-3 პუნქტის, ზუსტ  და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის 2022 წლის 21  სექტემბრის   N 23499/28,  სოციალურ  და  პოლიტიკურ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის დეკანის  2022 წლის 21 სექტემბრის  N23514/30, ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის დეკანის  2022 წლის 21 სექტემბრის  N23489//29, მედიცინის ფაკულტეტის   დეკანის  2022 წლის 21 სექტემბრის  N23548/32/32, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის 2022 წლის 21 სექტემბრის N23501/26 წარდგინებებისა და უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში სსიპ-განათლების  მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ასახული დასკვნის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    ჩაირიცხონ მობილობის წესით  2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სხვა  უმაღლესი  საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან  სსიპ   -  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში შემდეგი  სტუდენტები საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად:

1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №1);
1.2.  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №2);
1.3. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი   (დანართი №3);
1.4. მედიცინის ფაკულტეტი  (დანართი №4);
1.5. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი   (დანართი №5);

2. თსუ-ს   რექტორის   ბრძანება   გამოცემიდან    აისახოს   სსიპ-განათლების    მართვის საინფორმაციო სისტემის უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.
3. ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ    ვებგვერდზე     განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის    საინფორმაციო        ტექნოლოგიების         დეპარტამენტს  პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების  გარეშე და გადასცეს შესაბამის  სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 820/01-04    

ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვრის მიერ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების დაფინანსების მიზნით კანდიდატთა შერჩევისა და წარდგენის წესის  დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი   ადმინისტარაციული კოდექსის  52-ე მუხლის   პირველი და მე-2 ნაწილების,  53-ე  მუხლის   პირველი,  მე-2  და  მე-3  ნაწილების,  54-ე  მუხლის   პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე  მუხლის,   საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების   მინისტრის  2013  წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. დამტკიცდეს „ათონის წმინდა  მთის  ვატოპედის  მონასტრის წინამძღვრის მიერ სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების დაფინანსების მიზნით კანდიდატთა შერჩევისა და წარდგენის წესი“ დანართი N1.
2. ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ    ვებგვერდზე     განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე                   


 

სრულად

ბრძანების N: 283/01-01  

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 23 სექტემბრის MES 5 22 0001150757 ბრძანებით ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების უფლებამინიჭებული პირებისათვის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წელს მიღების ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის  მე-53 პუნქტის, 522 -ე მუხლის  პირველი და მე-2 პუნტებისა, საქართველოს
ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის  პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის
პირველინაწილის,  56–ე მუხლის   მე-2 და  მე-3 ნაწილების,  57-ე მუხლის,   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით
დამტკიცებული   საჯარო   სამართლის   იურიდიული   პირის    –   ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა, „საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის,    პირადობის   (ბინადრობის)   მოწმობისა   და   საქართველოს მოქალაქის პასპორტის      გაცემის      წესის      შესახებ“      საქართველოს    კანონის      20      მუხლით გათვალისწინებული პირების, რომლებიც 13 ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი  განათლების დამადასტურებელი  დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების    შესახებ“   საქართველოს  კანონით   გათვალისწინებულ    ოკუპირებულ ტერიტორიაზე   არსებულ   ზოგადსაგანმანათლებლო  დაწესებულებაში   და   რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს    მიერ   დადგენილი    წესით,    აგრეთვე,   „საქართველოს  მოქალაქეთა  და საქართველოში   მცხოვრებ    უცხოელთა     რეგისტრაციის,     პირადობის    (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20 მუხლით 13 გათვალისწინებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების, რომლებსაც ოკუპირებულ  ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და  საგანმანათლებლო პროგრამების არარსებობის გამო არ ჰქონდათ  სრული  ზოგადი განათლების      მიღების       შესაძლებლობა     და       სრული       ზოგადი        განათლების დამადასტურებელი     დოკუმენტი    მიიღეს     საქართველოში   (გარდა    ოკუპირებული ტერიტორიისა)      მოქმედ     სკოლაში,    საქართველოს    უმაღლეს     საგანმანათლებლო დაწესებულებაში  ერთიანი   ეროვნული   გამოცდების   გავლის  გარეშე  ჩარიცხვისა   და დაფინანსების  წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 7 ივლისის N77/ნ ბრძანებით დამტკიცებული  წესისა   და  პირობების,   საქართველოს განათლებისა  და  მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 23 სექტემბრის MES 5 22 0001150757  ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2022 წლის 23 სექტემბრის  MES 5 22 0001150757 ბრძანებით  ერთიანი  ეროვნული გამოცდების  გავლის გარეშე ჩარიცხვისა  და დაფინანსების  უფლებამინიჭებული  პირებისათვის სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წელს მიღების ვადად 28 სექტემბერი-5 ოქტომბერი (17 საათამდე);

2. განისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს  მიერ დადგენილი  წესით აღიარებული ოკუპირებულ  ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი  განათლების დამადასტურებელი  დოკუმენტი;
ბ) პირადობის დამადასტურებელი  მოწმობის/პასპორტის ასლი (დედნის  წარმოდგენით); გ) ორი ცალი ფოტოსურათი (3X4), ელექტრონულივერსია CD-ზე;
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);

4.    ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ    ვებგვერდზე     განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
5. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
6. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 284/01-01    

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის,  წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების  შესახებ

,,უმაღლესი  განათლების  შესახებ”   საქართველოს კანონის  მე–16  მუხლის   პირველი პუნქტის ,,ე“  ქვეპუნქტის, მე–20  მუხლის   პირველი  და  მე-4  პუნქტების, საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის   პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის,  56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-6 მუხლის  პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-3 პუნქტის, მე-4 პუნქტის, მე-5 და მე-8 პუნქტების, მე–14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 25-ე მუხლის  პირველი და მე-2 პუნქტების,  ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 30 სექტემბრის №96 დადგენილებისა და სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის აპარატისა და აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსის 2022 წლის 23 სექტემბრის  N23886/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში ფაკულტეტისა  და დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევითი   ერთეულის   წარმომადგენელთა ვაკანსიების   შევსების   მიზნით,  დაინიშნოს აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები 2022 წლის  24 ოქტომბერს:
ა) იურიდიული ფაკულტეტი  - 1  წევრი (4 წლის ვადით);
ბ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი  - 2  წევრი (1 წევრი- 4 წლის ვადით; 1 წევრი 3 წლის ვადით - 2025 წლის 11 ოქტომბრამდე);
გ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი  - 1  წევრი (4 წლის ვადით);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი  - 1  წევრი(4 წლის ვადით);
ე) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი  - 1  წევრი (4 წლის ვადით);
ვ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  -2 წევრი (4 წლის ვადით);
ზ) მედიცინის ფაკულტეტი  - 2 წევრი (4 წლის ვადით);
თ)დამოუკიდებელი  სამეცნიერო-კვლევითი  ერთეული  -   ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის   მინერალური  ნედლეულის  კავკასიის  ინსტიტუტი - 1 წევრი (2024 წლის 2 ივლისამდე).

2. აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნას საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ვასილ ბარამიძე - უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის  უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი;
ბ) მაია არჩუაძე - უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასისტენტ - პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)  თინათინ   ჩოლოყაშვილი -  უნივერსიტეტის       ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტის  სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი  (I კატეგორია), კომისიის წევრი;
დ) დავით მახვილაძე - უნივერსიტეტის   ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კონსულტანტი, კომისიის წევრი;
ე)    მირანდა მიქაძე  - უნივერსიტეტის სოციალურ  და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის  ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი სპეციალისტი  (I კატეგორია), კომისიის წევრი ;
ვ) სალომე ჩიტიშვილი - უნივერსიტეტის  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის თანაშემწე, კომისიის წევრი;
ზ) ზურა გოგშელიძე - უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის მთავარი სპეციალისტი (I კატეგორია),  კომისიის წევრი;
თ)  შორენა დარჩიაშვილი  -  თსუ-ს  მედიცინის  ფაკულტეტის   კანცელარიის  უფროსი, კომისიის წევრი;
ი)  ვიოლეტა  კირაკოსიანი  -  ალექსანდრე თვალჭრელიძის  სახელობის     მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, კომისიის წევრი;
კ) მერი კაპანაძე - უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის  წამყვანი სპეციალისტი, კომისიის წევრი.

3.  დაევალოს   საარჩევნო კომისიას სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 24 ოქტომბრის არჩევნების დადგენილ ვადებში,  მოქმედ კანონმდებლობასა და უნივერსიტეტის სათანადო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში ჩატარება.
4. არჩევნების საორგანიზაციო (ტექნიკური) ხარჯების ანაზღაურება (საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე)  განხორციელდეს კანონით დადგენილი წესით.
5. აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს 2022 წლის 3 ოქტომბერს 10:00  საათზე   და  დასრულდეს   2022  წლის 12 ოქტომბერს 18:00  საათზე  (8 სამუშაო დღე). 
6. აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატებს  ევალებათ სარეგისტრაციო განცხადებაში დაადასტურონ, რომ სხვა სამეცნიერო ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ უკავიათ აკადემიური, ადმინისტრაციული  ან სამეცნიერო  თანამდებობა.
7. კანდიდატთა  რეგისტრაციის  მიზნით, განაცხადები  წარმოდგენილი უნდა  იქნას უნივერსიტეტის   კანცელარიაში,   შემდეგ    მისამართზე:  ქ. თბილისი,  ილია ჭავჭავაძის გამზირი  N1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი,   ოთახი  N114.
8. წინამდებარე          ბრძანების  ყველასათვის  ხელმისაწვდომ  ადგილზე   განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
9. ბრძანების   უნივერსიტეტის  ოფიციალურ   ვებგვერდზე    განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
10. ბრძანების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
11. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით,  გამოქვეყნებისთანავე.
12.  კონტროლი ბრძანების  შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.
13. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში  ქ. თბილისის   საქალაქო სასამართლოში (მისამართი:  ქ.  თბილისი,   დავით   აღმაშენებლის ხეივანი, №64).

 რექტორი  გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 281/01-01

2022/2023 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული  ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ჯაივასკაილას უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების  შესახებ

,,უმაღლესი  განათლების შესახებ"  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე- 14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების,  მე-9  პუნქტის და  თსუ   საგარეო ურთიერთობის   დეპარტამენტის უფროსის წერილის (23973/10; 26/09/2022) საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩატარდეს კონკურსი  2022/2023 სასწავლო წლისთვის  ევროკომისიის  მიერ დაფინანსებული     ერაზმუს+       საერთაშორისო      კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი  ჯაივასკაილას  უნივერსიტეტის   მიერ თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის  აკადემიური პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატების შესარჩევად.
2. კონკურსი    ჩატარდეს   2022   წლის   28   სექტემბერს   Zoom   პლატფორმის საშუალებით.
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნინო    ოკრიბელაშვილი,    თსუ     რექტორის    მოადგილე,    კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ნინო   ქიმერიძე,    თსუ    ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა    ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) თეონა  მატარაძე,  თსუ    სოციალურ   და   პოლიტიკურ    მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს   კომისიის    მდივნად    თსუ    საგარეო  ურთიერთობათა დეპარტამენტის  მთავარი სპეციალისტი  - ნათია კალანდაძე.
5. ბრძანების     უნივერსიტეტის    ოფიციალურ     ვებ-გვერდზე      განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. დამტკიცდეს   კონკურსის    ჩატარებისა   და   კანდიდატთა    შერჩევის   წესი (დანართი №1).
7. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი   წესით   გადაეცეს დაინტერესებულ    პირებს    და    შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულებს (საგარეო    ურთიერთობათა         დეპარტამენტი,         შიდა         აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 282/01-01