საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ4 ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე  მუხლის  პირველი  ნაწილის,  55-ე  მუხლის,  56-ე  მუხლის  მე-2  და  მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ო“  და  ,,პ“  ქვეპუნქტების,  მე-9  და  მე-12  პუნქტების,  სსიპ   – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  2023 წლის  10 ნოემბრის  N33987/10 კორესპონდენციის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.შეიქმნას სსიპ  - ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული  განვითარების  მუდმივმოქმედი  საბჭო  (შემდგომში  -,,საბჭო“) თავმჯდომარისა და ორი წევრის შემადგენლობით:

ა) საბჭოს თავმჯდომარე - ნინო ოკრიბელაშვილი;
ბ)საბჭოს ორი  წევრი  განისაზღვრება  საბჭოს  თავმჯდომარის  მიერ,  უნივერსიტეტის რექტორთან შეთანხმებით.

2.  საბჭო წარმოადგენს    რექტორის    მუდმივმოქმედ    საკონსულტაციო    ორგანოს, რომელიც უნივერსიტეტის  სამომავლო  განვითარების  მიზნებისათვის  სიღრმისეულად აფასებს უნივერსიტეტის    საქმიანობის    თითოეულ    სტრატეგიულად    მნიშვნელოვან მიმართულებას. ხსენებული შეფასების ფარგლებში საბჭო შეიმუშავებს ზემოხსენებული ხედვის პრაქტიკაში დანერგვისა და იმპლემენტაციის გზებს, აანალიზებს სტრატეგიული განვითარების სუსტ  და  ძლიერ  მხარეებს,  მართავს    სტრატეგიული  მიმართულებების პროგრესის განხილვის თემატურ შეხვედრებს დაინტერესებულ მხარეებთან და სხვ.

3.       საბჭოს ანგარიშვალდებულების ფორმა და მის საქმიანობასთან დაკავშირებული დამატებითი საკითხები რეგულირდება საბჭოს    საქმიანობის წესის შესაბამისად, რომელსაც წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში რექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს საბჭოს თავმჯდომარე.
4.       საბჭოს თავის საქმიანობის შედეგებს ასახავს წერილობით რეკომენდაციებში.
5.      უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ეთხოვოს განიხილოს   საბჭოს თავმჯდომარის ანაზღაურების განსაზღვრისა და უნივერსიტეტის საშტატო განრიგში საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობის ასახვის საკითხი.   საბჭოს   წევრის თანამდებობა შესაძლებელია არსებობდეს როგორც საშტატო ერთეულის, ისე კანონმდებლობით დადგენილი წესით, მხოლოდ შესაბამისი შრომითი ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე.
6.       ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.      ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
8.      წინამდებარე ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
9.      წინამდებარე ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში, მისამართზე ქ. თბილისის, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64.


რექტორი ჯაბა სამუშია