,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-15 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე- 18 - 21-ე პუნქტების და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ტემპუსის და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის (N 28673/10; 01/11/2022) საფუძველზე.
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.ჩატარდეს კონკურსი 2022/2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატის შესარჩევად.
2.კონკურსი ჩატარდეს 2022 წლის 2, 3 და 4 ნოემბერს.
3.დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
2 ნოემბერი:
•გიორგი დგებუაძე, ასოცირებული პროფესორი, თსუ იურიდიული ფაკულტეტი, კომისიის თავმჯდომარე (10:00-16:30 საათი);
•ნათია სვანიძე, ასისტენტ პროფესორი, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი (10:00-16:30 საათი);
•ეკატერინე ფირცხალავა, ასოცირებული პროფესორი, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი (10:00-16:30 საათი);
•ეკა ლეკაშვილი, ასოცირებული პროფესორი, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, კომისიის წევრი (10:00-16:30 საათი);
•ნინო კვირიკაშვილი, მთავარი სპეციალისტი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის სამსახური, კომისიის წევრი (10:00- 16:30 საათი); 3 ნოემბერი:
•დავით მაცაბერიძე, ასოცირებული პროფესორი, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის თავმჯდომარე (10:00- 16:30 საათი);
•თამაზ ზუბიაშვილი, ასოცირებული პროფესორი, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, კომისიის წევრი (10:00-16:30 საათი);
•ირაკლი კახიძე, ასოცირებული პროფესორი, თსუ იურიდიული ფაკულტეტი, კომისიის წევრი (10:00-16:30 საათი);
•რუსუდან დოლიძე, ასოცირებული პროფესორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი (10:00-16:30 საათი);
•ილია თავხელიძე, ასოცირებული პროფესორი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი 10:00- 16:30 საათი); 4 ნოემბერი:
•ნინო ქიმერიძე, ასოცირებული პროფესორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის თავმჯდომარე (11:00-14:00 საათი);
•ივანე მინდაძე, ასოცირებული პროფესორი, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი (11:00-14:00 საათი);
•გიორგი რუსიაშვილი, ასოცირებული პროფესორი, იურიდიული ფაკულტეტი, კომისიის წევრი (11:00-14:00 საათი);
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5.კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მომქედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.
6.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი - მ.შ. ნინო გვენეტაძე