საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 02 ივლისის №42/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები“ მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-7 პუნქტის, 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 29 ივლისის N64/2021 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი“ -ის მე-5 მუხლის მე-12 პუნქტის, მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის და თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2023 წლის 13 ნოემბრის N34202/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ 2023 წელს შედგენილი აპლიკანტების რეიტინგული სია საბაზო და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

1.1 საფინანსო სერვისები - თბილისი (დანართი N1);

1.2 საოფისე საქმე - თბილისი (დანართი N2);

1.3 საბიბლიოთეკო საქმე - თბილისი (დანართი N3);

1.4 საოფისე საქმე - ქუთაისი (დანართი N4);

1.5 საბიბლიოთეკო საქმე - ქუთაისი (დანართი N5).

2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა (პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე) და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს (პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე).

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია