საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის  „ა,“  „ზ”  და  „ი“  ქვეპუნქტების,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ  - ივანე   ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15  მუხლის  პირველი  პუნქტის,  მე-16  მუხლის  პირველი პუნქტის „ა,“  „ვ,“  ,,ნ’ ’ და  ,,პ”  ქვეპუნქტების,  „სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის 2015 წლის 24 თებერვლის N08/04 ერთობლივი ბრძანების, „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 14 დეკემბრის  N30/04 ერთობლივი ბრძანებისა და ენების შემსწავლელი ცენტრის უფროსის რუსუდან დოლიძის 2023 წლის 18 დეკემბრის  N 38452/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს    კონკურსი      სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის  საშტატო განრიგით განსაზღვრულ მასწავლებლების თანამდებობაზე.
2.კონკურსი    ჩატარდეს მასწავლებლების შესარჩევად 4 საშტატო ერთეულზე ,
მათ შორის:
ინგლისური ენა - ორი  საშტატო ერთეული თურქული ენა - ერთი  საშტატო ერთეული
ქართული, როგორც უცხო ენა - ერთი  საშტატო ერთეული

3.კონკურსში    მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) აქვს შესაბამისი უმაღლესი განათლება (მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, „ფილოლოგი–ანგლისტი ან შესაბამისი „უცხო ენის მასწავლებლი“);
ბ) აქვს უმაღლეს სასწავლებელში სულ მცირე სამწლიანი (დოკუმენტურად დადასტურებული)  სამუშაო  გამოცდილება;
გ) ფლობს რომელიმე  დარგობრივ ენას (ევროპული ენებისათვის);
დ) აქვს გუნდური მუშაობისა და პროფესიული კომუნიკაციის უნარი;
ე)  ფლობს  საოფისე პროგრამებს;

4.   ევროპული ენების მასწავლებელთა შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭება ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის (დონე C1 ან C2, შეფასება არანაკლებ B)  მფლობელ კანდიდატს.

5.   აპლიკანტებს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

ა) განცხადება კომისიის სახელზე (დანართი 1);
ბ) ავტობიოგრაფია (CV) ქართულ ენაზე (დანართი 2);
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
დ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული);
ე) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის  დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ევროპული ენების მასწავლებლებისათვის ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი (დონე - C1ან C2, შეფასება არანაკლებ  B) საერთაშორისო სერტიფიკატის/სერტიფიკატების ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) პროფესიული (მეთოდური, დარგობრივი ენის)  განვითარების დამადასტურებელი სერტიფიკატის/სერტიფიკატების ასლები (ბოლო 4 წელი);
თ) გამოქვეყნებული სტატიების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში - ბოლო 4 წელი);
ი) სახელმძღვანელოების/ლექსიკონების თავფურცლის ასლი (ავტორობის ან თანაავტორობის შემთხვევაში);
კ) ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მოხსენებით მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები - ბოლო 4 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ლ) უცხოეთში სტაჟირების (ენის სწავლების  მეთოდიკა, ლინგვისტიკა) დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების  ასლები -  ბოლო 4 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
მ)  ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“.


6. კონკურსის შედეგად შერჩეულ მასწავლებელთა მინიმალური სავალდებულო კვირეული სააუდიტორიო დატვირთვა და შრომის ანაზღაურება განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით;
7. კონკურსის შედეგად შერჩეული მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობა განისაზღვრება 50 თვით;
8.  სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა კონკურსის ჩატარების მიზნით შეიქმნას კომისია არაუგვიანეს 2023 წლის 29 დეკემბრისა. 
9.   საბუთების მიღება იწარმოებს 2024 წლის 8 იანვრიდან 12 იანვრის ჩათვლით 10 საათიდან 17 საათამდე, მისამართზე ი. ჭავჭავაძის გამზ. N36 თსუ V კორპუსი, ოთახი N231;
10. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საიფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
11. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საიფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ენების შემსწავლელი ცენტრი).
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე