საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

 ,,უმაღლესი განათლების  შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე  მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო  სამართლის იურიდიული  პირის  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“ და  ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების  შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის  პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, თსუ დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ალექსანდრე ნათიშვილის   მორფოლოგიის ინსტიტუტის   დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის დ. კორძაიას 2023 წლის 27 დეკემბრის N39782/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის (ვადიანი, უვადო) თანამდებობებზე კანდიდატების შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ლიანა კიკალიშვილი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური ანატომიის და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტის  ხელმძღვანელი.
ბ) ლეილა ჯანდიერი - მედიცინის  დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური ანატომიის და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.
გ) ლიკა სვანაძე - სამედიცინო ინფორმატიკის დოქტორი, თსუ მორფოლოგიის ინსტიტუტის ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების სამედიცინო ინფორმატიკის მთავარი სპეციალისტი.
დ) დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ  - ლიანა კიკალიშვილი, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ - ლეილა ჯანდიერი და საკონკურსო კომისიის მდივნად - ლიკა სვანაძე;

2. დაევალოს საკონკურსო კომისიას  კონკურსანტთა  განცხადებებისა  და   თანდართული დოკუმენტაციის მიღება და წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის  შემოწმება სსიპ – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2017  წლის  31  მაისის  N63/2017  დადგენილებით  დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
3. დაევალოს საკონკურსო კომისიას  დასამტკიცებლად  წარუდგინოს  თსუ   რექტორს შემაჯამებელი  ოქმი არაუგვიანეს 2024 წლის 19 თებერვლისა.
4.   ბრძანების   დაინტერესებულ   პირთათვის    კანონმდებლობით   დადგენილი    წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია