საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ"  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების   მინისტრის    2013 წლის    11 სექტემბრის   #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   საჯარო   სამართლის  იურიდიული  პირის   ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების მე14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო   გაცვლით  და მობილობის პროგრამებში  მონაწილეობისათვის   შერჩევის   წესის   დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის  რექტორის 2021 წლის   31 მაისის  N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო   გაცვლით   და  მობილობის    პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა   შერჩევის  წესის   მე-4  მუხლის   მე-18    - 21-ე პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტის  უფროსის  წერილის  (N 34914/10; 25.12.2024) საფუძველზე.


ბრძანებ:

1.ჩატარდეს    კონკურსი  2024/2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ  დაფინანსებული  ერაზმუს+   საერთაშორისო კრედიტ- მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი  ალექსანდრუ  იოან  კუზას სახელობის იაშის  უნივერსიტეტის მიერ  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.
2.   კონკურსი ჩატარდეს 2024 წლის 26 დეკემბერს.
3.   დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)  დარეჯან გარდავაძე, თსუ-ს  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)  რუსუდან  დოლიძე,  თსუ-ს  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)  ეკატერინე ფირცხალავა,   თსუ-ს   ფსიქოლოგიისა   და    განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი.
4.   დამტკიცდეს  კომისიის  მდივნად       თსუ      საგარეო     ურთიერთობათა დეპარტამენტის  მთავარი სპეციალისტი ირინა გამყრელიძე.
5.   კომისიას  დაევალოს  თავისი        საქმიანობა       წარმართოს      მოქმედი კანონმდებლობისა  და  ,,სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის   სტუდენტთა   საერთაშორისო  გაცვლით   და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების
შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის 15/04, 22 დეკემბრის 33/04,  2023  წლის  9  იანვრის  N  1/04  და  10  მარტის  N  9/04  ბრძანებებით დამტკიცებული    სსიპ -  ივანე ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის   საერთაშორისო  გაცვლით   და   მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე. 
6.   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.   წინამდებარე    ბრძანება   კანონმდებლობით   დადგენილი    წესით    გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის  სტრუქტურულ  ერთეულებს (საგარეო
ურთიერთობათა  დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის  სამსახური,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.   ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით

რექტორი ჯაბა სამუშია