საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2018 წლის 25 იანვრის №1299/29 კორესპონდენციაში დასმული საკითხის შესწავლის მიზნით კომისიის შექმნის თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2018 წლის 25 იანვრის  №1299/29 კორესპონდენციაში დასმული საკითხის შესწავლის მიზნით კომისიის შექმნის თაობაზე

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის,  54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის   11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-9  და მე-12 პუნქტების საფუძველზე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ირინე დარჩიას 2018 წლის 14 თებერვლის #2729/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2018 წლის 25 იანვრის #1299/29 კორესპონდენციაში დასმული საკითხის შესწავლის მიზნით  შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ირინე დარჩია - უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ვასილ ბარამიძე - უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე -კომისიის წევრი;
გ) ჯამლეთ ბაჟუნაიშვილი - უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი- კომისიის წევრი:
დ) მარიამ ნაცვლიშვილი - უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი    -   კომისიის წევრი;
ე) ეთერ ხარაიშვილი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი  - კომისიის წევრი;
ვ) ირმა მშვენიერაძე  - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი - კომისიის წევრი.
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი       გიორგი  შარვაშიძე


სრულად

ბრძანების N: 51/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,მედიცინა” (ინგლისურენოვანი) ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე ესტერ აბიმბოლა ალაბის ჩარიცხვის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,მედიცინა” (ინგლისურენოვანი) ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე ესტერ აბიმბოლა ალაბის  ჩარიცხვის შესახებ
            
   ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,  52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის,   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის N224/ნ ბრძანების ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,აბიტურიენტებისათვის/მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2018 წლის პირველი თებერვლის N85 ბრძანებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 12 თებერვლის N2409/32 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    ჩაირიცხოს 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,მედიცინა’’ (ინგლისურენოვანი)  ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე ესტერ აბიმბოლა ალაბი (საქართველოს დროებითი ბინადრობის მოწმობა).
2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი                      გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 179/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,მედიცინა” (ინგლისურენოვანი) ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე ბეთსი ბასილის ჩარიცხვის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,მედიცინა” (ინგლისურენოვანი) ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე ბეთსი ბასილის ჩარიცხვის შესახებ
            
     ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის,   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის N224/ნ ბრძანების ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,აბიტურიენტებისათვის/მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის 11 სექტემბრის N791 ბრძანებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 07 მარტის N4420/32 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    ჩაირიცხოს 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,მედიცინა’’ (ინგლისურენოვანი)  ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე ბეთსი ბასილ (პასპორტის N).
2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 რექტორი                   გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 180/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე 

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით   ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო  2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე" თსუ რექტორის 2018 წლის 14 თებერვლის N87/01-04 ბრძანებით დაიწყო წარმოება თსუ-ს სტუდენტებისათვის ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე. 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის   N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   41-ე მუხლის მე-5 პუნქტის "დ" ქვეპუნქტის თანახმად, ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღება წარმოადგენს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველს.
წარმოების შედეგად დადგინდა, რომ თსუ-ს რექტორის 2018 წლის 14 თებერვლის  N87/01-04 ბრძანებაში მითითებულ სტუდენტთა ნაწილს, რომელთა მიმართაც მიმდინარეობდა წარმოება, ნამდვილად აქვს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, ხოლო სტუდენტთა ნაწილს არ უნდა შეუწყდეს სტუდენტის სტატუსი.
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის   2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის" მე-12 მუხლის  მე-2  პუნქტის, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-01 ბრძანების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო   მეცნიერებათა   ფაკულტეტის   დეკანის   2018 წლის   12 მარტის N4740/28;  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2018 წლის 12 მარტის N4667/27 და დეკანის 13 მარტის N4825/27; სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 7 მარტის N4511/30; ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2018 წლის 12 მარტის N4730/29 და 13 მარტის N4769/29; 13 მარტის N4808/29; იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 13 მარტის N4752/31-01; 13 მარტის 4845/31-01; ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის12 მარტის N4702/26 და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 13 მარტის    N4757/32 წერილების საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეუწყდეთ თსუ-ს სტუდენტის სტატუსი 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით, ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, ფაკულტეტების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:
  
1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1); 
1.2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);
1.3. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);
1.4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი  N4);
1.5. იურიდიული ფაკულტეტი (დანართი  N5); 
1.6. მედიცინის ფაკულტეტი (დანართი N6);
1.7. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N7

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს და განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე. 
4. ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე.
5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, N6)



რექტორი                                                          გიორგი შარვაშიძე




სრულად

ბრძანების N: 194/01-04

2018-2019 სასწავლო წლის ივ. ჯავახიშილის სახ. თსუ-ს ინგლისურენოვანი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების მიმღებთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
2018-2019 სასწავლო წლის ივ. ჯავახიშილის სახ. თსუ-ს ინგლისურენოვანი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების მიმღებთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


     ,,უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ბ”, ,,ო”, და ,,პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის   თეა გერგედავას წერილის (N4377/10, 06/03/2018) საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2018-2019 სასწავლო წლისათვის თსუ-ს ინგლისურენოვანი ერთ სემესტრიანი საბაკალავრო და სამაგისტრო სტიპენდიების მიმღებთა (სტიპენდიატი) შესარჩევად; 
2. კონკურსი ჩატარდეს 2018 წლის 13-14 მარტს (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N3, თსუ-ს მეორე კორპუსი, ოთახი N202); 
3. დამტკიცდეს სტიპენდიატთა შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) კომისიის თავმჯდომარე - დემეტრე ეგნატაშვილი (თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატის უფროსი, ასისტენტი); 
ბ) კომისიის წევრი - თამარ ჭელიძე (თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი); 
გ) კომისიის წევრი - ჩარიტა ჯაში (თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
დ) კომისიის წევრი - თამაზ ზუბიაშვილი (თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
ე) კომისიის წევრი - ტრევორ ჯორჯ კარტლეჯი (თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული პედაგოგი); 
ვ) კომისიის წევრი - ნუნუ მიცკევიჩი (თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);    
ზ) კომისიის წევრი - მანანა რუსიეშვილი (თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის პროფესორი);
თ) კომისიის წევრი - ეკატერინე ფირცხალავა (თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების  მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
ი) კომისიის წევრი - ხათუნა მარწყვიშვილი (თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
კ)  კომისიის წევრი – მოწვეული პროფესორი ჯეფრი რენცი (მონტანას უნივერსიტეტი, აშშ);
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ-ს საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინატორი - ლელა კაცაძე;
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1);
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნა (დოკუმენტში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა) დაევალოს თსუ-ს კანცელარიას;
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

     
        
რექტორი                                                                               გიორგი შარვაშიძე     


სრულად

ბრძანების N: 50/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტებისათვის სემესტრულ გადასახადზე შეღავათის განსაზღვრის თაობაზე
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტებისათვის  
სემესტრულ გადასახადზე შეღავათის განსაზღვრის  თაობაზე

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის რ.ხომერიკის 05.03.2018წ.N4239/02 განცხადების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს 03.03.2018 წლის სხდომის ოქმი N5-ის და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის დ. კანდელაკის 06.03.2018წ. N4336/10 წერილის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განესაზღვროთ, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათ ფაკულტეტის  დოქტორანტებს  2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სწავლის სემესტრული საფასური შემდეგი თანაფარდობით:
ა) ანა ნუსხელაძეს) – 150 ლარი;
ბ) ლაშა ბარამიძეს) – 150 ლარი;
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები დოქტორანტების მონაცემთა ბაზაში.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული  სტრუქტურული ერთეულებისათვის.
5.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                   ნ. ოვსიანიკოვა
   

სრულად

ბრძანების N: 178/02-04

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბჭოში არსებული ვაკანტური ადგილის შევსების მიზნით არჩევნების გამოცხადებისა და არჩევნების ჩატარების თარიღის განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული  ფაკულტეტის საბჭოში არსებული ვაკანტური ადგილის შევსების მიზნით არჩევნების გამოცხადებისა და არჩევნების ჩატარების თარიღის განსაზღვრის შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის   11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,პ" ქვეპუნქტის, მე-9, მე-11 პუნქტებისა და იურიდიული  ფაკულტეტის დეკანის  2018 წლის 07 მარტის №4463/31-05 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბჭოში არსებული ვაკანტური ადგილის შევსების უზრუნველსაყოფად კერძო სამართლის მიმართულებაზე გამოცხადდეს ფაკულტეტის საბჭოს  წევრის არჩევნები, არჩევნები ჩატარდეს – 2018 წლის 19 მარტს.
2.სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კერძო სამართლის მიმართულების პროფესორთა კრებამ უზრუნველყოს  ფაკულტეტის საბჭოს წევრობის კანდიდატის არჩევა უნივერსიტეტში მოქმედი რეგულაციების შესაბამისად. 
3.კერძო სამართლის მიმართულებაზე არჩევნების შედეგების წარმოდგენა იურიდიული ფაკულტეტის დეკანატში განხორციელდეს მიმართულების პროფესორთა სხდომის                        ოქმიდან ამონაწერის სახით არაუგვიანეს 2018 წლის 23 მარტისა.
4.დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და იურიდიული ფაკულტეტისათვის გადაცემა.
5.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო  ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
6. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,   მე-12 კილომეტრი, №6).
7.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                                                      ალექსანდრე ცისკარიძე

სრულად

ბრძანების N: 48/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეთა და მეცნიერთა ღვაწლის უკვდავსაყოფად და ისტორიულ–კულტურული ფასეულობების დაცვა–აღორძინების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ“ რექტორის 2013 წლის 15 ნოემბრის N144/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეთა და მეცნიერთა ღვაწლის უკვდავსაყოფად და   ისტორიულ–კულტურული ფასეულობების დაცვა–აღორძინების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ“ რექტორის 2013 წლის 15 ნოემბრის N144/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


      ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის, 63-ე მუხლის,  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის 2018 წლის 01 მარტის N4043/10 საფუძველზე,

                                                                   ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო      უნივერსიტეტში გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეთა და მეცნიერთა ღვაწლის უკვდავ - საყოფად და ისტორიულ–კულტურული ფასეულობების  დაცვა–აღორძინების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ“ რექტორის 2013 წლის 15 ნოემბრის N144/01-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით (დანართი 1).
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი                                                       გიორგი  შარვაშიძე



სრულად

ბრძანების N: 46/01-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების სარეკომენდაციო ფორმის დამტკიცების შესახებ
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების  სარეკომენდაციო ფორმის დამტკიცების შესახებ

   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის  და 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და   მე-7 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ამავე მუხლის მე-7 პუნქტის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017 წლის წარმომადგენლობითი საბჭოს  23 ოქტომბრის №4 სხდომის ოქმით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების  მე-2 მუხლის  პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტების, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი’’  ქვეპუნქტის და მე-6  მუხლის ,,პ’’ ქვეპუნქტის   საფუძველზე, 

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების  სარეკომენდაციო ფორმა  (დანართი №1).
2. წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლამდე ძალადაკარგულად გამოცხადდეს  უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2011 წლის  12 აგვისტოს №01/03, 02/03,  03/03  და  2015 წლის  7 დეკემბრის №03/03 ბრძანებები.
3. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. წინამდებარე ბრძანება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


უნივერსიტეტის ხარისხის
უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი                                                                            ირინე დარჩია



სრულად

ბრძანების N: 02/03

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის სტუდენტების, პერსონალის, კურსდამთავრებულთა და დამსაქმებელთა გამოკითხვის კითხვარების დამტკიცების შესახებ
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის სტუდენტების, პერსონალის, კურსდამთავრებულთა და დამსაქმებელთა გამოკითხვის კითხვარების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის და 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ამავე მუხლის მე-7 პუნქტის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017 წლის წარმომადგენლობითი საბჭოს 23 ოქტომბრის #4 სხდომის ოქმით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტების, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი’’ ქვეპუნქტის და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,რ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ,,სტუდენტთა მომსახურებით კმაყოფილების კითხვარი’’(დანართი1);
2.დამტკიცდეს ,,აკადემიური, სამეცნიერო და მოწვეული პერსონალის კითხვარი’’(დანართი 2);
3. დამტკიცდეს ,,კურსდამთავრებულთა გამოკითხვის კითხვარი’’ (დანართი 3);
4. დამტკიცდეს ,,დამსაქმებელთა კმაყოფილების კითხვარი’’ (დანართი 4).
5. წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2014 წლის 12 ნოემბრის, 2013 წლის 13 მაისის და 2012 წლის 11 დეკემბრის 01/03 ბრძანებები.
6. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
7. წინამდებარე ბრძანება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
8. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის
სამსახურის უფროსი ირინე დარჩია

სრულად

ბრძანების N: 03/03

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სილაბუსის შეფასების სარეკომენდაციო ფორმის დამტკიცების შესახებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სილაბუსის  შეფასების სარეკომენდაციო ფორმის დამტკიცების შესახებ

      საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის და  57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის   11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ამავე მუხლის მე-7 პუნქტის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017 წლის წარმომადგენლობითი საბჭოს 23 ოქტომბრის №4 სხდომის ოქმით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების  მე-2 მუხლის  პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტების, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი’’  ქვეპუნქტის  და მე-6  მუხლის ,,პ’’ ქვეპუნქტის  საფუძველზე, 

ვბრძანებ:

1.დამტკიცდეს უნივერსიტეტის სილაბუსის შეფასების სარეკომენდაციო ფორმა   (დანართი №1).
2.ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე ბრძანება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


უნივერსიტეტის ხარისხის
უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი                                                                            ირინე დარჩია            

სრულად

ბრძანების N: 04/03

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის რაოდენობის დაგეგმვის სარეკომენდაციო მეთოდოლოგია“ დამტკიცების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის რაოდენობის დაგეგმვის სარეკომენდაციო მეთოდოლოგია“ დამტკიცების შესახებ

   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ამავე მუხლის მე-7 პუნქტის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017 წლის წარმომადგენლობითი საბჭოს 23 ოქტომბრის #4 სხდომის ოქმით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების მე-2 მუხლის  პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტების და მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი’’  ქვეპუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    დამტკიცდეს ,,უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის რაოდენობის დაგეგმვის სარეკომენდაციო მეთოდოლოგია’’ (დანართი N1).
2.    ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3.    წინამდებარე ბრძანება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
4.    ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


უნივერსიტეტის ხარისხის
უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი     ირინე დარჩ
ია           
სრულად

ბრძანების N: 05/03

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის N173/02-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის N173/02-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის     11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურის უფროსის ო. თაბორიძის 2018 წლის 05 მარტის N423/28 კორესპონდენციის  საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს შემდეგი  ცვლილება და დამატება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის N173/02-01 ბრძანებაში:
ა) ბრძანების დანართი N1-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. მათემატიკის დეპარტამენტი ( ბიოლოგების მე-11 სასწავლო კორპუსი)
ა) ქეთევან შავგულიძე - ასოცირებული პროფესორი - N319 და N322 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
ბ) თინათინ დავითაშვილი - ასისტენტ-პროფესორი - N329, N362 და N369 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
გ) თენგიზ კოპალიანი - ასოცირებული პროფესორი -N364, N333, N332 და N221 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
დ) თამაზ თადუმაძე - პროფესორი - N330 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
ე) პეტრე ბაბილუა - ასისტენტ-პროფესორი N334, N335, N336 და N366 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
ვ) ვლადიმერ ოდიშარია - ასისტენტ-პროფესორი - N359, N360 და 361ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
ზ) ნატალია ჩინჩალაძე - ასოცირებული პროფესორი - N363 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
თ) რუსლან სურმანიძე - ასისტენტ-პროფესორი - კორპუსის სარდაფში დასაწყობებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
ი) უშანგი გოგინავა - პროექტის ხელმძღვანელი - ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტი (ხელშეკრულება NN385, 171);
კ) როლანდ ომანაძე - პროექტის ხელმძღვანელი - ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტი (ხელშეკრულება NN178, 391);
ლ) თამაზ თადუმაძე - პროექტის ხელმძღვანელი - ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტი (ხელშეკრულება N399);
მ) თეიმურაზ ახობაძე - პროექტის ხელმძღვანელი - ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტი (ხელშეკრულება N393);
ნ) რამაზ ბოჭორიშვილი - პროექტის ხელმძღვანელი, საერთაშორისო საგრანტო პროექტი NIB7420-111041;
ო) ბაკურ გულუა - ლაბორანტი - უწყვეტ გარემოთა მექანიკის მათემატიკური პრობლემებისა და ანალიზის მონათესავე საკითხების, მათემატიკური მოდელირებისა და გამოთვლითი მათემატიკის და გამოყენებითი ლოგიკისა და პროგრამირების ლაბორატორიებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, ოთახები -NN219, 228, 235)“.
ბ) ბრძანების დანართი N1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტი
ა) მაკა ოდილაძე - უფროსი ინჟინერი (აპარატურული და ტექნიკური უზრუნველყოფის ლაბორატორია);
ბ) ირმა ასლანიშვილი - უფროსი ინჟინერი - მე-11 სასწავლო კორპუსში მდებარე N412-419 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
გ) გია სირბილაძე - პროექტის ხელმძღვანელი, ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტი (ხელშეკრულება N361)“.
გ) ბრძანების დანართი N1-ის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე ,,ფ“ პუნქტი:
,,ფ) აკაკი კალატოზიშვილი - ორგანული ქიმიის ლაბორანტი - ლაბორატორიაში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი“. 
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.  ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.





ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                                           ნუნუ ოვსიანიკოვა


სრულად

ბრძანების N: 50/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის N173/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის N173/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის     11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული   პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანი გაფრინდაშვილის 2018 წლის   20 თებერვლის N3169/27 კორესპონდენციის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს  ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის N173/02-01 ბრძანებაში და ბრძანების დანართი N1-ის პირველი მუხლის 41-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,41. თინათინ დოლიძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი ინსტიტუტში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი“.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                                                  ნუნუ ოვსიანიკოვა

სრულად

ბრძანების N: 47/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალური ვებგვერდის ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე

სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალური ვებგვერდის ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე 


    ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ” და ,,ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის  ,,ა’’, ,,ნ’’  და ,,პ” ქვეპუნქტების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს ,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალური ვებგვერდის ადმინისტრირების წესი’’ (დანართი №1).

2.   დამტკიცდეს ,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსებაზე და ინფორმაციის მოწოდებაზე პასუხისმგებელი  სტუქტურული ერთეულების სია’’  (დანართი №2)

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერისტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

6. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი N6.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                                          ნუნუ ოვსიანიკოვა

სრულად

ბრძანების N: 48/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სხვა   უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების,  56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების     მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის      სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორის 2010 წლის   13 სექტემბრის N83/01-01 ბრძანების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის შესახებ"                      N1 დანართის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტისა და სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრის მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შეუწყდეთ თსუ-ს სტუდენტის სტატუსი 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის გამო ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად, თანდართული სიის მიხედვით შემდეგ სტუდენტებს:
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7).

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


რექტორი                              გიორგი შარვაშიძე



სრულად

ბრძანების N: 159/01-04

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ
სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან   მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის    29 ივლისის №187 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ", "ო", და "პ" ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტის,  "საექიმო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 და მე-15 მუხლების, "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 96-102 მუხლების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანების "რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია  დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა",   "ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა/უმცროს ექიმთა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2013 წლის 15 ივლისის №84/2013 წლის დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-სა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 23 თებერვლის №3545/32 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩაირიცხონ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამაზე შემდეგი კონკურსანტები:

საგანმანათლებლო პროგრამა – უროლოგია

1. ცერცვაძე ვახტანგი (, 161 ქულა)
2. ბერაძე კახა (, 157 ქულა)

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს;
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს; 
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი                                                      გიორგი შარვაშიძე



სრულად

ბრძანების N: 160/01-04

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ


    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,  თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2013 წლის   27 დეკემბრი №139/2013 დადგენილებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2018 წლის 02 მარტის №4181/29  წერილის საფუძველზე 

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ (საგნობრივ) საგანმანათლებლო პროგრამებზე 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

ა) პროფესიული რეგისტრაცია  - 5 - 12 მარტი

ბ) სააუდიტორიო მეცადინეობები – 12 მარტი  – 23 ივნისი;

გ) საგამოცდო პერიოდი – 25 ივნისი - 13 ივლისი (ძირითადი გამოცდები), 

                                                16 - 24 ივლისი  (დამატებითი გამოცდები);


2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი                                                                             გიორგი შარვაშიძე




სრულად

ბრძანების N: 43/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო ინგლისურენოვან პროგრამაზე - "ევროპისმცოდნეობა” 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მიღების გამოცხადებისა და მისაღებ კონკურსანტებთან გასაუბრების დარგობრივი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო ინგლისურენოვან პროგრამაზე - "ევროპისმცოდნეობა” 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მიღების გამოცხადებისა და მისაღებ კონკურსანტებთან გასაუბრების დარგობრივი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ", "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანებისა და ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის 2018 წლის 27 თებერვლის №3796/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს მიღება აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამაზე;
2. განისაზღვროს სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე  "ევროპისმცოდნეობა” - 3 ვაკანტური ადგილი;
3. განისაზღვროს მიღების ვადები:

ა) საბუთების მიღება – 9-13 მარტი;
ბ) გამოცდა ინგლისურ ენაში (B2  დონე) – 14 მარტი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 16 მარტი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 19-20 მარტი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 21 მარტი;
ვ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 23 მარტი;
ზ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან – 
   26-27 მარტი;
თ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება – 30 მარტი.

4.  განისაზღვროს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა: 
ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
ბ) კვლევითი პროექტი ინგლისურ ენაზე (მაქსიმუმ 3000 სიტყვა), რომელიც მოიცავს: ბ.ა.) დისერტაციის სათაურს;
ბ.ბ.) კვლევის მიზნებს;
ბ.გ.) კვლევით კითხვას/კითხვებს;
ბ.დ.) კვლევის მეთოდოლოგიას;
ბ.ე.) გამოსაყენებელი ლიტერატურის მიმოხილვას.
გ) სამოტივაციო წერილი;
დ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში პასპორტის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;
ვ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
ზ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად  დამოწმებული ასლი; 2018 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
თ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
ი) ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ლ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

5. დამტკიცდეს დოქტორანტურაში მისაღებ კონკურსანტებთან გასაუბრების დარგობრივი კომისიის შემადგენლობა:

კომისიის თავმჯდომარე:

1. აკად. პროფ. ლევან ალექსიძე 

კომისიის წევრები:

1. პროფ. ქეთევან ხუციშვილი 
2. პროფ. ვასილ კაჭარავა
3. პროფ. თამაზ ზუბიაშვილი
4. პროფ. ნათია ლაპიაშვილი 
5. პროფ. მერაბ აბდალაძე
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი    გიორგი შარვაშიძე
           

სრულად

ბრძანების N: 40/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამებზე მიღებისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)  პროგრამებზე მიღებისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-7 და მე-15 მუხლების, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის   91-101 მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანების ,,რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია  დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“, ,,სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის 2010 წლის  13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების, ,,ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა/უმცროს ექიმთა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2013 წლის 15 ივლისის  №84/2013 წლის დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-სა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 28 თებერვლის №3975/32 წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს მიღება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამებზე:


1.1. პალიატიური მედიცინა (სუბსპეციალობა) – 4 მაძიებელი   

2. რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სუბსპეციალობის პროგრამებზე მიღებასთან დაკავშირებით განისაზღვროს შემდეგი ვადები:
 
2.1. საბუთების მიღება – 01-06 მარტი;
2.2. გასაუბრება – 07 მარტი;
2.3. შედეგების გამოცხადება – 09 მარტი.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე.



რექტორი                                                       გიორგი შარვაშიძე
სრულად

ბრძანების N: 41/01-01