სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ქოუჩინგი მენეჯმენტში“ ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ქოუჩინგი მენეჯმენტში“ დამტკიცების შესახებ რექტორის 2018 წლის 21 დეკემბრის N319/01-01 ბრძანების, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2018 წლის 12 დეკემბრის N25567/10 წერილისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 24 დეკემბრის N26609/10 წერილების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ქოუჩინგი მენეჯმენტში“ ერთი კურსის მოცულობა განისაზღვროს 24 საათით; კურსის ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს 350 ლარის ოდენობით;
2.
სასერტიფიკატო კურსის ღირებულების გადახდისას დადგინდეს შეღავათები თსუ სტუდენტებისა და თანამშრომლებისათვის, კურსის ღირებულება განისაზღვროს თვეში 300 ლარით;
3.
მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი – 50 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით);
4.
დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
5.
დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
6.
ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა