საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9  პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების,  მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის                           მიხეილ ნიორაძის 2018 წლის 16 აპრილის N7374/10 წერილის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლების, უფროსი მეცნიერი თანამშრომლების  და  მეცნიერი  თანამშრომლების  თანამდებობებზე შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით: 
ა) მერაბ ელიაშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
ბ) სულხან ნანობაშვილი - ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
გ) სიმონ წერეთელი - თსუ ემერიტუსი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  ფიზიკის მიმართულებით მოწვეული სპეციალისტი (პედაგოგი);   
დ) ალექსანდრე კვინიხიძე  - ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ე) ზაზა მეტრეველი - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიური სკოლის დეკანი, პროფესორი. 

2. დამტკიცდეს მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლების, უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლების საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ  მერაბ ელიაშვილი, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ სულხან ნანობაშვილი, საკონკურსო კომისიის  მდივნად სიმონ წერეთელი;
3. დაევალოს საკონკურსო კომისიას კონკურსანტთა განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის მიღება და წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება                            სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის #63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში. 
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2018 წლის 25 მაისისა.
5. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
7. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.
      
რექტორი                                                     გიორგი  შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 91/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9  პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების,  მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ნუგზარ ღლონტის 2018 წლის 20 აპრილის N8000/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2018 წლის 19 აპრილის   სხდომის ოქმი N3) საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლების, უფროსი მეცნიერი თანამშრომლების  და  მეცნიერი  თანამშრომლების  თანამდებობებზე შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით: 
ა) ნანა ხუნდაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორი.
ბ) ზურაბ ხვედელიძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი.
გ) გიორგი  მეტრეველი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო         უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  გამოყენებითი ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი.
დ) ევგენი საყვარელიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო         უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  გეოფიზიკისა და იონოსფეროს ლაბორატორიის გამგე.
ე) ელიზბარ ელიზბარაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის კლიმატოლოგიისა და აგრომეტეოროლოგიის განყოფილების გამგე.
ვ) გურამ ქუთელია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო         უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი. 
ზ) მამუკა ჯახუტაშვილი - ანდრია პირველწოდებულის  სახელობის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი.
2. დამტკიცდეს მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლების, უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლების საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ  ნანა ხუნდაძე, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ გურამ ქუთელია,  საკონკურსო კომისიის  მდივნად მამუკა ჯახუტაშვილი;
3. დაევალოს საკონკურსო კომისიას კონკურსანტთა განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის მიღება და წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება                              სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში. 
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2018 წლის 15 მაისისა.
5. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
7. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.

რექტორი                                                  გიორგი  შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 92/01-01

2018-2019 სასწავლო წლისათვის ივ. ჯავახიშილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის ბრატისლავას კომენიუსის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების მიმღებთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ~ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა ” , ,,ბ”, ,,ო”, და ,,პ ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის    თეა გერგედავას წერილის (7770/10; 19/04/2018) საფუძველზე

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ბრატისლავას კომენიუსის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი ერთსემესტრიანი საბაკალავრო და სამაგისტრო სტიპენდიების მიმღებთა (სტიპენდიატი) შესარჩევად; 
2. კონკურსი ჩატარდეს 2018 წლის 23 აპრილს (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი  N3, თსუ-ს მეორე კორპუსი, ოთახი N202); 
3.  დამტკიცდეს სტიპენდიატთა შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) კომისიის თავმჯდომარე - ანა ხარაიშვილი (თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ინგლისურენოვანი მოწვეული ლექტორი, იურიდიული კლინიკების დირექტორი); 
ბ) კომისიის წევრი - თამაზ ზუბიაშვილი (თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
გ) კომისიის წევრი - ირინა გველესიანი (თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
დ) კომისიის წევრი - ნინო ჩახუნაშვილი (თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების  მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი);
ე) კომისიის წევრი - ზვიად აბაშიძე (თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი);
4.დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ-ს საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინატორი - ლელა კაცაძე;
5.დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1);
6.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
7.ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნა (დოკუმენტში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა) დაევალოს თსუ-ს კანცელარიას;
8.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი                                                               გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 84/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  იურიდიულ ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

       ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი  პუნქტის,      34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8  პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ” (დამტკიცებული თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმი N10 29.12.2014წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 17 აპრილის N16/04 ერთობლივი ბრძანებისა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თამარ ზარანდიას 2018 წლის 17 აპრილის N7516/31-05 წერილის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2018 წლის 23 აპრილს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 24 მაისიდან 2018 წლის 29 მაისის  ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2018 წლის                         24 ივლისისა;
4. კონკურსი გამოცხადდეს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: 

ა) სისხლის სამართლის მიმართულებით:

      ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული, „ა“ კატეგორია;

 ბ) სამართლის ისტორიის მიმართულებით:

 ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული, „ბ“ კატეგორია;

 გ) საერთაშორისო სამართლის მიმართულებით

 ასოცირებული პროფესორი – 2 საშტატო ერთეული, „ბ“ კატეგორია;

5. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა         წარმოადგინოს:
ა)  განცხადება  საკონკურსო  კომისიის  სახელზე  (დადგენილი   ფორმის მიხედვით); 
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით   (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);              
გ)  პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი  (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების  ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების  კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ვ)სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი  დოკუმენტი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;

6. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი  კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური   საბჭოს N64/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს,  წერილობით  გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2018 წლის 24 მაისიდან 2018 წლის  29 მაისის ჩათვლით, იურიდიული ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში – თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №3 (თსუ II კორპუსი) პირველი სართული (იურიდიული ფაკულტეტის კანცელარია), ოთახი №117;
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი                                                             გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 85/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში –თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,   372 მუხლის პირველი პუნქტის, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების        მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,    322 მუხლის პირველი,   მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 12 ივლისის N12/04 ერთობლივი ბრძანების, თინათინ წერეთლის  სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ლ ბრეგვაძის 2018 წლის 16 აპრილის N 7436/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის  ინსტიტუტში  უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;
2. უფროსი  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  7  წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს  დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ   2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

3.  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ                                         1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
4. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი                             სამეცნიერო- კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით                       (თსუ აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1) განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით.
 კონკურსანტს ასევე მოეთხოვება (ვაკანსიის პროფილის მიხედვით):
ა) უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობა;
ბ) მეცნიერი თანამშრომელი - სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობა;

5. კონკურსი გამოცხადდეს 2018 წლის  23 აპრილს.  საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 23 მაისიდან 2018 წლის 28 მაისის  ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს     2018 წლის პირველი ივნისისა.
6. კონკურსი გამოცხადდეს თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: 
  
ა) სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის განყოფილება:
    უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 4  საშტატო ერთეული.
ბ) კერძო სამართლის განყოფილება:
    უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 3  საშტატო ერთეული.
გ) სამართლის ისტორიისა და თეორიის  განყოფილება:
         უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 2   საშტატო ერთეული, 
         უფროსი მეცნიერი თანამშრომელი  - 0,.5 საშტატო ერთეული (ორი).

7. კონკურსი გამოცხადდეს თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:
 ა) სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის განყოფილება:
    მეცნიერი თანამშრომელი - 1  საშტატო ერთეული.
ბ) კერძო სამართლის განყოფილება:
    მეცნიერი თანამშრომელი - 2  საშტატო ერთეული.
გ) სამართლის ისტორიისა და თეორიის  განყოფილება:
         მეცნიერი თანამშრომელი - 2   საშტატო ერთეული. 
         
8. სამეცნიერო თანამდებობაზე (უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით  (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N 2); 
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა); 
გ)  ავტობიოგრაფია (CV); 
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)  სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ); 
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);

9. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2018 წლის 23 მაისიდან 2018 წლის  28 მაისის   ჩათვლით 11:00-დან 18:00 საათამდე, თსუ თინათინ წერეთლის სახელობის საწელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში. მისამართი: ქ. თბილისი. გერონტი ქიქოძის ქ. N3,   მე - 2 სართული, კანცელარია. ტელეფონი: (+955 32) 298 32 45.
10. კონკურსი გამოცხადებულია თსუ წესდების 232 მუხლით დადგენილი წესით დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულის - თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნის მიზნებისათვის და მისი შედეგები ძალაში შედის თინათინ წერეთლის სახელობის საწელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნისთანავე;  
11. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
12. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
13. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი                                                          გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 86/01-01

2018/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში ტრომსოს უნივერსიტეტის (ნორვეგია) მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის  11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული   პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების                მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ-ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (7341/10; 16.04.18) საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2018/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში ტრომსოს უნივერსიტეტის  მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად. 
2. კონკურსი ჩატარდეს 2018 წლის 24 აპრილს 17 საათზე თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №121 (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1). 
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)ნინო ჩიხლაძე, მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)ნატა ყაზახაშვილი, მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)ლაშა ლორია, მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი.
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი ჭელიშვილი. 
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1)
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ  კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი                                      გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 87/01-01

„2018/2019 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ“ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის ა/წ 11 აპრილის №71/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის,  53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის  11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული  პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ-ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (8045/10; 20.04.18) საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. „2018/2019 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ“   სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის   2018 წლის ა/წ 11 აპრილის №71/01-01 ბრძანების მე-3 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ)თამარ ქარაია, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასისტენტ-პროფესორი, კომისიის წევრი;“

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ  კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი                                                        გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 88/01-01

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებითა და სამკითხველო დარბაზებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 29 მარტის №46/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

   „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23–ე მუხლის პირველი პუნქტის,  24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი  ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი  ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის,   მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტებისა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის 2018 წლის 18 აპრილის №7650/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს დამატება ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებითა და სამკითხველო დარბაზებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 29 მარტის №46/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი მუხლის მეოთხე პუნქტს  დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე ,,ი“ ქვეპუნქტი:

„ ი) ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტით (ბშა) შემოსული საბიბლიოთეკო დოკუმენტებით სარგებლობა დასაშვებია მხოლოდ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზებში.“

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                                               ნუნუ ოვსიანიკოვა

სრულად

ბრძანების N: 95/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მედიცინის  ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,   34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8  პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენლების - "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ"  (დამტკიცებული თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმი N10 29.12.2014წ) "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 17 აპრილის N16/04 ერთობლივი ბრძანებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის დიმიტრი კორძაიას 2018 წლის 17 აპრილის N7488/32 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის პროფესორად 10 (ათი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და მნიშვნელოვანი პუბლიკაციები;
3.კონკურსი გამოცხადდეს 2018 წლის 19 აპრილს, საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 21 მაისიდან  2018 წლის 30 მაისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2018 წლის  15 ივნისისა. კლინიკურ კათედრაზე პროფესორად 10 (ათი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, ბოლო 9 წლის კლინიკური გამოცდილება და მნიშვნელოვანი პუბლიკაციები, ასევე კლინიკური დისციპლინის შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.
4.კონკურსი გამოცხადდეს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: 

კლინიკური ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრა 
პროფესორი – 1 საშტატო ერთეული 

გადაუდებელი და კრიტიკული მედიცინის კათედრა
პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (გადაუდებელი ქირურგიის მიმართულებით)

დერმატოვენეროლოგიის კათედრა
პროფესორი – 1 საშტატო ერთეული 

შინაგან დაავადებათა პროპედევტიკისა და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის კათედრა
პროფესორი – 1  საშტატო ერთეული (თერაპიული პროფილის რომელიმე სპეციალობის მიმართულებით)

შინაგან დაავადებათა კათედრა
პროფესორი – 1  საშტატო ერთეული (თერაპიული პროფილის რომელიმე სპეციალობის მიმართულებით)

ინფექციურ დაავადებათა კათედრა
პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (ინფექციურ დაავადებათა მიმართულებით)

მეანობა-გინეკოლოგიის და რეპროდუქტოლოგიის კათედრა
პროფესორი – 1 საშტატო ერთეული 

ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის კათედრა 
პროფესორი – 1 საშტატო ერთეული 

პათოლოგიისა და სასამართლო მედიცინის კათედრა
პროფესორი – 1 საშტატო ერთეული 

პედიატრიის კათედრა 
პროფესორი – 1 საშტატო ერთეული 

ფარმაკოლოგიის კათედრა 
პროფესორი – 1 საშტატო ერთეული 

ფსიქიატრიისა და სამედიცინო ფსიქოლოგიის კათედრა 
პროფესორი – 1 საშტატო ერთეული 

ზოგადი ქირურგიის კათედრა 
პროფესორი – 1 საშტატო ერთეული 

კლინიკური ქირურგიის კათედრა
პროფესორი – 1 საშტატო ერთეული 

უროლოგიის  კათედრა 
პროფესორი – 1 საშტატო ერთეული 

ოფთალმოლოგიის  კათედრა  
პროფესორი – 1 საშტატო ერთეული 

კლინიკური და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების კათედრა 
პროფესორი – 1 საშტატო ერთეული 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ეპიდემიოლოგიის კათედრა
პროფესორი – 2 საშტატო ერთეული 

სამედიცინოს ეთიკის  და ჯანმრთელობის სოციოლოგიის კათედრა
პროფესორი – 1 საშტატო ერთეული  
თერაპიული სტომატოლოგიის კათედრა
პროფესორი – 1 საშტატო ერთეული 

ბავშვთა სტომატოლოგიის კათედრა
პროფესორი – 1 საშტატო ერთეული 

ყბა-სახის ქირურგიის კათედრა
პროფესორი – 1 საშტატო ერთეული 

ორთოპედიული სტომატოლოგიის და იმპლანტოლოგიის კათედრა
პროფესორი – 1 საშტატო ერთეული 

5. პროფესორის თანამდებობაზე   ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა   წარმოადგინოს: 
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე  (დადგენილი  ფორმის მიხედვით); 
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი –  Word და PDF ფაილების სახით);      
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და კლინიკური მიმართულების კათედრებისათვის - შესაბამისი საექიმო სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი;
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/ შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ვ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; თუ კონკურსში მონაწილეობს პირი, რომელსაც ამჟამად უკავია თსუ აკადემიური თანამდებობა, მისი მონაცემები სრულად უნდა იყოს ასახული თსუ სამეცნიერო პორტალზე http://rp.tsu.ge/;
ზ) შესაბამისი დისციპლინის/დისციპლინების, სილაბუსის/სილაბუსების ქართულ და ინგლისურ ენებზე,  შევსებული თსუ-ის  სარეკომენდაციო ფორმის შესაბამისად - დარგობრივ მახასიათებლებთან, მედიცინის ფაკულტეტზე მიმდინარე პროგრამებისა და ცხრილის მოთხოვნებთან შესაბამისობაში. სილაბუსს უნდა ერთვოდეს ცნობა თსუ მედიცინის ფაკულტეტის ბიბლიოთეკიდან, რომ სილაბუსში გამოყენებული ლიტერატურა სრულად შეესაბამება თსუ ბიბლიოთეკის რესურსებს. შესაბამისი რესურსის  არარსებობის შემთხვევაში, კონკურსანტმა უნდა უზრუნველყოს ამ რესურსის მობილიზაცია და ბიბლიოთეკისთვის გადაცემა;
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი.
ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია
კ) ინფორმაცია  კლინიკური ბაზის შესახებ, რომელიც შეიცავს:

   კ.ა. თანხმობის წერილს იმ  ბაზის/ბაზების ხელმძღვანელისაგან, სადაც უნდა 
   განხორციელდეს აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი პროცესი;
   კ.ბ. კლინიკური ბაზის/ბაზების ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს;
   კ.გ. კლინიკურ ბაზაზე/ბაზებზე არსებული სასწავლო პროცესისათვის
   განკუთვნილი სივრცის აღწერილობას და სასწავლო პროცესისათვის 
   გამოყოფილი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალს;
   კ.დ.დადასტურების წერილს, რომ ბაზაზე სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომია
   თსუ ელექტრონული რესურსები;

6. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2018 წლის 21 მაისიდან 2018 წლის 30 მაისის ჩათვლით 1100-დან 1700 საათამდე მედიცინის ფაკულტეტის საკონკურსო  დოკუმენტაციის  მიმღებ  აპარატში. მისამართი: ქ. თბილისი, ბელიაშვილის N78, თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი,   II სართული,   ოთახი N27-28;
7. პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი  კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით,   ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N64/2018 დადგენილების 
დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს,  წერილობით  გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი                                       გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 80/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის  ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის   გამოცხადების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8  პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ” (დამტკიცებული თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმი N10 29.12.2014წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 17 აპრილის N16/04 ერთობლივი ბრძანებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის დიმიტრი კორძაიას 2018 წლის 17 აპრილის N7488/32 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7  (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება; კლინიკურ კათედრაზე ასოცირებულ პროფესორად 7  (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, ბოლო 5 წლის კლინიკური გამოცდილება. კლინიკური დისციპლინის შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.
3. .კონკურსი გამოცხადდეს 2018 წლის 19 აპრილს, საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 21 მაისიდან  2018 წლის 30 მაისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2018 წლის 15 ივნისისა. 
4.კონკურსი გამოცხადდეს მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: 

კლინიკური ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრა 
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული 

დერმატოვენეროლოგიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

შინაგან დაავადებათა პროპედევტიკისა და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის კათედრა
ასოცირებული პროფესორი – 2 საშტატო ერთეული (1 - ოჯახის ექიმის ან ზოგადი თერაპიის მიმართულებით, 1 - ლაბორატორიული მედიცინის მიმართულებით)

შინაგან დაავადებათა კათედრა
ასოცირებული პროფესორი – 3 საშტატო ერთეული (2 - თერაპიული პროფილის რომელიმე სპეციალობის მიმართულებით, 1 - ენდოკრინოლოგიის მიმართულებით)

ინფექციურ დაავადებათა კათედრა
ასოცირებული პროფესორი – 2 საშტატო ერთეული (1 - ინფექციურ დაავადებათა მიმართულებით; 1- ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის მიმართულებით) 

მეანობა-გინეკოლოგიის და რეპროდუქტოლოგიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი – 4 საშტატო ერთეული 

ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი – 4 საშტატო ერთეული 

პათოლოგიისა და სასამართლო მედიცინის კათედრა
ასოცირებული პროფესორი – 3 საშტატო ერთეული 

პედიატრიის კათედრა 
ასოცირებული პროფესორი – 2 საშტატო ერთეული 

სამედიცინო რადიოლოგიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული 

ფარმაკოლოგიის კათედრა 
ასოცირებული პროფესორი – 2 საშტატო ერთეული 

ფსიქიატრიისა და სამედიცინო ფსიქოლოგიის კათედრა 
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული 

ზოგადი ქირურგიის კათედრა 
ასოცირებული პროფესორი – 2 საშტატო ერთეული 

კლინიკური ქირურგიის კათედრა

ასოცირებული პროფესორი – 4 საშტატო ერთეული (1 - ოტო-რინო-ლარინგოლოგიის მიმართულებით)

უროლოგიის  კათედრა 
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული 

ოფთალმოლოგიის  კათედრა  
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული 

კლინიკური და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების კათედრა 
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ეპიდემიოლოგიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი – 4 საშტატო ერთეული
 
სამედიცინოს  ეთიკისა და ჯანმრთელობის სოციოლოგიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული 

თერაპიული სტომატოლოგიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული 

ბავშვთა სტომატოლოგიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული 

ყბა-სახის ქირურგიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული 

ორთოპედიული სტომატოლოგიის და იმპლანტოლოგიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული 
   
5. ასოცირებული  პროფესორის თანამდებობაზე   ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა   წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე  (დადგენილი  ფორმის მიხედვით); 
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი –                     Word და PDF ფაილების სახით);         
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და კლინიკური მიმართულების კათედრებისათვის - შესაბამისი საექიმო სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი;
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/ შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ვ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; თუ კონკურსში მონაწილეობს პირი, რომელსაც ამჟამად უკავია თსუ აკადემიური თანამდებობა, მისი მონაცემები სრულად უნდა იყოს ასახული თსუ სამეცნიერო პორტალზე http://rp.tsu.ge/;
ზ) შესაბამისი დისციპლინის/დისციპლინების, სილაბუსის/სილაბუსების ქართულ და ინგლისურ ენებზე,  შევსებული თსუ-ის  სარეკომენდაციო ფორმის შესაბამისად - დარგობრივ მახასიათებლებთან,   მედიცინის    ფაკულტეტზე    მიმდინარე     პროგრამებისა    და    ცხრილის მოთხოვნებთან შესაბამისობაში. სილაბუსს უნდა ერთვოდეს ცნობა თსუ მედიცინის ფაკულტეტის ბიბლიოთეკიდან, რომ სილაბუსში გამოყენებული ლიტერატურა სრულად შეესაბამება თსუ ბიბლიოთეკის რესურსებს. შესაბამისი რესურსის  არარსებობის შემთხვევაში, კონკურსანტმა უნდა უზრუნველყოს ამ რესურსის მობილიზაცია და ბიბლიოთეკისთვის გადაცემა;

თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი.
ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია
კ) ინფორმაცია  კლინიკური ბაზის შესახებ, რომელიც შეიცავს:

   კ.ა. თანხმობის წერილს იმ  ბაზის/ბაზების ხელმძღვანელისაგან, სადაც უნდა 
   განხორციელდეს აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი პროცესი;
   კ.ბ. კლინიკური ბაზის/ბაზების ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს;
   კ.გ. კლინიკურ ბაზაზე/ბაზებზე არსებული სასწავლო პროცესისათვის
   განკუთვნილი სივრცის აღწერილობას და სასწავლო პროცესისათვის 
   გამოყოფილი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალს;
   კ.დ.დადასტურების წერილს, რომ ბაზაზე სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომია
   თსუ ელექტრონული რესურსები;

6. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2018 წლის 21 მაისიდან 2018 წლის 30 მაისის ჩათვლით 1100-დან  1700 საათამდე მედიცინის ფაკულტეტის საკონკურსო  დოკუმენტაციის  მიმღებ  აპარატში. მისამართი: ქ. თბილისი, ბელიაშვილის N78, თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი,   II სართული,   ოთახი N27-28;
7. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N64/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს,  წერილობით  გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი                                                  გიორგი შარვაშიძე
  
სრულად

ბრძანების N: 81/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მედიცინის  ფაკულტეტზე  ასისტენტ პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8  პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის #118 დადგენილების - ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ” (დამტკიცებული თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმი #10 29.12.2014წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის    17 აპრილის N16/04 ერთობლივი ბრძანებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის      დიმიტრი კორძაიას 2018 წლის 17 აპრილის  N7488/32 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორად 4  (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება; კლინიკურ კათედრაზე ასისტენტ პროფესორად 4  (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური და კლინიკური მუშაობის გამოცდილება, ასევე კლინიკური დისციპლინის შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.
3. კონკურსი გამოცხადდეს 2018 წლის 19 აპრილს, საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 21 მაისიდან  2018 წლის 30 მაისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2018 წლის    15 ივნისისა. 
4.კონკურსი გამოცხადდეს მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: 

გადაუდებელი და კრიტიკული მედიცინის კათედრა
 ასისტენტ პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კლინიკური ტოქსიკოლოგიის  მიმართულებით)

კლინიკური და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების კათედრა 
ასისტენტ პროფესორი - 3  საშტატო ერთეული

5. ასისტენტ  პროფესორის თანამდებობაზე   ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა   წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე  (დადგენილი  ფორმის მიხედვით); 
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი –                    Word და PDF ფაილების სახით);         
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და კლინიკური მიმართულების კათედრებისათვის - შესაბამისი საექიმო სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი;
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/ შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ვ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; თუ კონკურსში მონაწილეობს პირი, რომელსაც ამჟამად უკავია თსუ აკადემიური თანამდებობა, მისი მონაცემები სრულად უნდა იყოს ასახული თსუ სამეცნიერო პორტალზე http://rp.tsu.ge/;
ზ) შესაბამისი დისციპლინის/დისციპლინების, სილაბუსის/სილაბუსების ქართულ და ინგლისურ ენებზე, შევსებული თსუ-ის სარეკომენდაციო ფორმის შესაბამისად - დარგობრივ მახასიათებლებთან, მედიცინის ფაკულტეტზე მიმდინარე პროგრამებისა და ცხრილის მოთხოვნებთან შესაბამისობაში. სილაბუსს უნდა ერთვოდეს ცნობა თსუ მედიცინის ფაკულტეტის ბიბლიოთეკიდან, რომ სილაბუსში გამოყენებული ლიტერატურა სრულად შეესაბამება თსუ ბიბლიოთეკის რესურსებს. შესაბამისი რესურსის  არარსებობის შემთხვევაში, კონკურსანტმა უნდა უზრუნველყოს ამ რესურსის მობილიზაცია და ბიბლიოთეკისთვის გადაცემა;
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი.
ი) სამოტივაციო  წერილი;
კ) ინფორმაცია  კლინიკური ბაზის შესახებ, რომელიც შეიცავს:
  
   კ.ა. თანხმობის წერილს იმ  ბაზის/ბაზების ხელმძღვანელსაგან, სადაც უნდა 
   განხორციელდეს აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი პროცესი;
   კ.ბ. კლინიკური ბაზის/ბაზების ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს;
   კ.გ. კლინიკურ ბაზაზე/ბაზებზე არსებული სასწავლო პროცესისათვის
   განკუთვნილი სივრცის აღწერილობას და სასწავლო პროცესისათვის 
   გამოყოფილი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალს;
   კ.დ.დადასტურების წერილს, რომ ბაზაზე სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომია
   თსუ ელექტრონული რესურსები;

6. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2018 წლის 21 მაისიდან 2018 წლის 30 მაისის ჩათვლით 1100-დან 1700 საათამდე მედიცინის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის  მიმღებ  აპარატში. მისამართი: ქ. თბილისი, ბელიაშვილის N78, თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი, II სართული,  ოთახი N27-28;
7.ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი  კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N64/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს,  წერილობით  გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი                                   გიორგი შარვაშიძე
  
სრულად

ბრძანების N: 82/01-01

,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ “ რექტორის 2018 წლის 31 იანვრის N23/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

     საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის  თამარ დოლბაიას 2018 წლის 12 აპრილის  N7147/26  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“რექტორის 2018  წლის 31 იანვრის N23/01-01 ბრძანების მე-3 პუნქტში  და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 
„3.    კონკურსი გამოცხადდეს 2018 წლის პირველ თებერვალს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 2 მარტიდან 2018 წლის 13 მარტამდე. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2018 წლის   13 მაისისა;"
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული  სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი                                          გიორგი შარვაშიძე
                                                            
სრულად

ბრძანების N: 83/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის N187 დადგენილების პირველი მუხლის  მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ", "ო", და "პ" ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტის,  "საექიმო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 და მე-15 მუხლების, "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 96-102 მუხლების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანების "რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია  დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა", "ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა/უმცროს ექიმთა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2013 წლის 15 ივლისის №84/2013 წლის დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-სა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 10 აპრილის N6923/32 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩაირიცხონ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამაზე შემდეგი კონკურსანტები:

საგანმანათლებლო პროგრამა – ენდოკრინოლოგია

1. გულო პაპიაშვილი 179 ქულა)
2. თამთა შარაძე 172 ქულა)
3. ნესტანი ბოსტოღანაშვილი, სპეციალობის მაძიებელი)

საგანმანათლებლო პროგრამა – ლაბორატორიული მედიცინა
1. მადონა მღვდელაძე 189 ქულა)
2. ნინო ბუაჩიძე 184 ქულა).

საგანმანათლებლო პროგრამა – დერმატო-ვენეროლოგია

1. ანა აზრუმელაშვილი 180 ქულა)
2. თამარ ბერაძე 165 ქულა)
3. ქრისტინა ტყეშელაშვილი 163 ქულა)
4. თეონა ჯამბურია 162 ქულა)
5. რუსუდან აბზიანიძე სპეციალობის მაძიებელი)
6. ეკა მესხი სპეციალობის მაძიებელი)

საგანმანათლებლო პროგრამა – ინფექციური სნეულებები

1. სოფიო ბაჩილავა 170 ქულა)
2. დიმიტრი კოჩაძე 159 ქულა)
3. მზია ზირაქიშვილი 153 ქულა)

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს;
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს; 
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი                                                 გიორგი შარვშიძე

სრულად

ბრძანების N: 371/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის,   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული                      პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის   29 დეკემბრის N224/ნ ბრძანების ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის,  ,,აბიტურიენტებისათვის /მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის / სტუდენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2018 წლის 22 მარტის N278, 2018 წლის 4 აპრილის  N331 ბრძანებების, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 26 მარტის  N5951/32 და  11 აპრილის  N7005/32 წერილების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩაირიცხონ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტები №1 დანართის შესაბამისად (დანართი №1);
2.     ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე. 
3. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი                                                       გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 384/01-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის, თსუ აკადემიური საბჭოს                     2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილების - "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია  თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №10 29.12.2014წ), თსუ აკადემიური   საბჭოს  2018 წლის 19 თებერვლის  №64 დადგენილების - „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №2 23.02.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 5 აპრილის №14/04 ერთობლივი ბრძანების და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის   თამარ დოლბაიას 2018 წლის 29 მარტის N6308/30 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის პროფესორად 10 (ათი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;

3. კონკურსი გამოცხადდეს 2018 წლის 16 აპრილს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 17 მაისიდან 2018 წლის 4 ივნისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2018 წლის   10 ივლისისა;
4. კონკურსი გამოცხადდეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: 
ინტერდისციპლინური  მიმართულება
   პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება
   პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
5. პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა   წარმოადგინოს:
ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით); 
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);              
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს   2018 წლის 17 მაისიდან 2018 წლის 4 ივნისის  ჩათვლით 930-დან 1800 საათამდე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ.  N8 (VI კორპუსი) ოთახი N203-ა;
6. პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი  კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით,   ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N64/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს,  წერილობით  გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
7. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი                                                                         გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 76/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტების, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8  პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის    N118 დადგენილების - " სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ"  (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს   2018 წლის 19 თებერვლის  №64 დადგენილების - „სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური  პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №2 23.02.2018წ),  „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 5 აპრილის №14/04 ერთობლივი ბრძანების და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თამარ დოლბაიას 2018 წლის 29 მარტის N6308/30 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2018 წლის 16 აპრილს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 17 მაისიდან 2018 წლის 4 ივნისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2018 წლის   10 ივლისისა;

4. კონკურსი გამოცხადდეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: 

      ჟურნალისტიკისა და  მასობრივი  კომუნიკაციის  მიმართულება
 ასოცირებული პროფესორი – 2 საშტატო ერთეული

სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება
     ასოცირებული პროფესორი – 1  საშტატო ერთეული

5. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა     წარმოადგინოს:
ა)  განცხადება  საკონკურსო  კომისიის  სახელზე  (დადგენილი   ფორმის მიხედვით); 
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);             
გ)  პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი  (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების  ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების  კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ვ)სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი  დოკუმენტი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;

6. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი  კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N64/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს,  წერილობით  გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2018 წლის 17 მაისიდან 2018 წლის  4 ივნისის ჩათვლით 930-დან 1800 საათამდე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის   გამზ. N 8 (VI კორპუსი) ოთახი N203-ა;
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი                                                       გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 77/01-01

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საექსპერტო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 25 თებერვლის 25/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

     „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23–ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი  ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი  ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის,  მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტებისა და უნივერსიტეტის კანცელარიის უფროსის 2018 წლის 10 აპრილის  №6974/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საექსპერტო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 25 თებერვლის 25/02-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

,,დ) თამარ ვეფხვაძე -  კანცელარიის უფროსი;“

2.   დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
4.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                                               ნუნუ ოვსიანიკოვა

სრულად

ბრძანების N: 87/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,   372 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის, მე-5 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტების,   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №03; 23.06.2017წ), "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 12 ივლისის №12/04 ერთობლივი ბრძანების, თსუ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის-არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის ნ. მაჭავარიანის 2018 წლის 12 აპრილის №7159/10  წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების  ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის (უვადოდ) სამსახურში მისაღებად;
2. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე უვადოდ აირჩევა პირი, რომელსაც აქვს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით დოქტორის  ან  მასთან  გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ   შორის  არანაკლებ  4 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი
პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით, ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული ეროვნულ ან/და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით 2 პროექტში მაინც ან გამოქვეყნებული აქვს 2 სტატია იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში ან აქვს ERIH-ში ინდექსირებული  2 სტატია;
3. კონკურსის მიმდინარეობისას კონკურსანტთა შორის თანაბარი მონაცემების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სამსახურებრივი შეთავსების არმქონე კონკურსანტს;
4. კონკურსი გამოცხადდეს 2018 წლის 13 აპრილს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 14 მაისიდან 2018 წლის 23 მაისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს  2018 წლის 24 ივნისისა;
5. კონკურსი გამოცხადდეს თსუ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის -არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომლის  სამეცნიერო  თანამდებობის დასაკავებლად - 1 საშტატო ერთეული (უვადოდ);
6. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის (უვადოდ) სამეცნიერო თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით  (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილება, დანართი №2 );
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ)  ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)  სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
7. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2018 წლის 14  მაისიდან 2018  წლის 23 მაისის ჩათვლით. 1000-დან 1700 საათამდე, თსუ თსუ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულში - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. მისამართი:  თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №8, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, III სართული, ოთახი №306;
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9.  დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი        გიორგი შარვაშიძე                                        
სრულად

ბრძანების N: 74/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/ერთსაფეხურიანი სამედიცინო) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/ერთსაფეხურიანი სამედიცინო) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის შესახებ

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა’’, ,,ბ”, ,,ო” ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტისა  და ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი / მაგისტრატურა / ერთსაფეხურიანი სამედიცინო) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატების შერჩევის  წესის დამტკიცების შესახებ” სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის    07 თებერვლის №28/01-01 ბრძანების მე-3 პუნქტისა და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 11 აპრილის  №6997/02 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის საუნივერსიტეტო დაფინანსების საერთო ოდენობა განისაზღვროს 300 000 ლარით.
2. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ბაკალავრიატის/ მაგისტრატურის და ერთსაფეხურიანი სამედიცინო სტუდენტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხები გადანაწილდეს შემდეგნაირად:
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – 47 349 ლარი;
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 50 585 ლარი;
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 36 260 ლარი;
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი – 67 682 ლარი;
ე) იურიდიული ფაკულტეტი – 57 610 ლარი;
ვ) მედიცინის ფაკულტეტი – 22 676 ლარი;
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი – 17 838 ლარი;
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება.
5.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

რექტორი      გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 75/01-01

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის “სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 თებერვლის N3-11 დადგენილების ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულების დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 თებერვლის N3-11 დადგენილების დანართი N1-ის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპოგრამის „სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესების“ ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულება (დანართი N1);
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს რექტორის 2017 წლის 5 ოქტომბრის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2017 წლის 24 თებერვლის №3-11 დადგენილების ფარგლებში  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულების დამტკიცების შესახებ N194/01-01 ბრძანება.
3. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი                 გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 72/01-01