საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2  მუხლის „ჰ4“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის   51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის   მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლისპირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის, „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით კონკურსის გამოცხადების შესახებ“ სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2018 წლის 2 აპრილის N96/2018 დადგენილების მე-3 პუნქტის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 

1. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) მაია ჭელიძე - კომისიის  თავმჯდომარე, პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
ბ) მაია მეტრეველი - კომისიის წევრი, თსუ კანცელარიის საქმის წარმოების განყოფილების უფროსი;
გ) ლიკა კილაძე - კომისიის წევრი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი.
2. დაევალოს კომისიას მიიღოს თსუ-ს კანცელარიის წესით შემოსული პრეტენდენტების განცხადებები და თანდართული დოკუმენტაცია, უზრუნველყოს წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 2 აპრილის N96/2018 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან მიმართებაში და შემოწმებული დოკუმენტაცია წარუდგინოს აკადემიურ საბჭოს არაუგვიანეს 2018 წლის 23 აპრილის 10 საათისა.
3. ბრძანების დაინტერესებული პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა  დაევალოს თსუ კანცელარიას.
4. წინამდებარე ბრძანების თსუ ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.

  
რექტორი                       გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 73/01-01

2018/2019 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
2018/2019 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის   დამტკიცების შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის,  53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ¬ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (6877/10; 05.04.18) საფუძველზე

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2018/2019 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად. 
2. კონკურსი ჩატარდეს 2018 წლის 24 და 25 აპრილს თბილისის სახელმწიფო  უნივერსი¬ტე¬ტის პირველ კორპუსში, ოთახი №115, ოთახი №101 და ოთახი №202  (მისამართი: თბილისი,  ილია ჭავჭავაძის გამზირი №1). 
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)მანანა გელაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
ბ)გიორგი ყუფარაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
გ)ირინა გველესიანი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
დ)დავით მაზიაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
ე)რუსუდან დოლიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
ვ)ნინო ქიმერიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
ზ)გიორგი მახარობლიშვილი, იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
თ)ანა ხარაიშვილი, იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი, კომისიის წევრი
ი)დემეტრე ეგნატაშვილი, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატის უფროსი, ასისტენტი, კომისიის წევრი
კ)გიორგი რუსიაშვილი, იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, კომისიის წევრი
ლ)ნანა შათაშვილი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი
მ)ბესიკ კალანდაძე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
ნ)მაია მესტვირიშვილი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
ო)ლილი ხეჩუაშვილი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
პ)ხათუნა მარწყვიშვილი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
ჟ)ქეთევან მოსაშვილი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის       ასისტენტ-პროფესორი, კომისიის წევრი
რ)თამარ აბაშიძე, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
ს)თამაზ ზუბიაშვილი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
ტ)ჩარიტა ჯაში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
უ)სიმონ გელაშვილი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი
ფ)თეონა მატარაძე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
ქ)ფიქრია ასანიშვილი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი ჭელიშვილი და თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინატორი ნათია კალანდაძე.  
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1)
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ  კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი                         გიორგი შარვაშიძე 
სრულად

ბრძანების N: 71/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში მაღალი ენერგიების ფიზიკის  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - სამსახურში მისაღებად კონკურსის  გამოცხადების შესახებ

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,  372 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების,                      ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2018 წლის 19 მარტის N12/04 ერთობლივი ბრძანების, მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის    მიხეილ ნიორაძის 2018 წლის 4 აპრილის N6729/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის  მთავარი მეცნიერი თანამშრომლების, უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად;
ა) მთავარი  მეცნიერი თანამშრომლის  თანამდებობაზე 10 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი,                            სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო  10  წლის  განმავლობაში  გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 3 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია   მაინც   სამეცნიერო - კვლევითი  პროდუქციის  კლასიფიკაციის  და საკონკურსოდ 



გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით. ასევე მოეთხოვებათ სამეცნიერო - კვლევით პროექტებში მონაწილეობა;
ბ) უფროსი  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  7  წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და  უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით. ასევე მოეთხოვება სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობა;
გ)  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  4 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;           
2.  მთავარი  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა ( ვადიანი), უფროსი  მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით. 
 კონკურსანტს ასევე მოეთხოვება (ვაკანსიის პროფილის მიხედვით):
ა) მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (10 წლის ვადით) - სამეცნიერო - კვლევით პროექტებში მონაწილეობა;
ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - სამეცნიერო - კვლევით პროექტში მონაწილეობა.
3. კონკურსი გამოცხადდეს 2018 წლის 10 აპრილს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 11 მაისიდან  2018 წლის 18 მაისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად  წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს      2018 წლის 25 მაისისა.
4. კონკურსი გამოცხადდეს  მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: 

      ექსპერიმენტული ფიზიკის განყოფილება:
 მთავარი მეცნიერ თანამშრომელი –  3,5  საშტატო ერთეული (10 წლის ვადით), მიმართულება:    სტანდარტული მოდელის მიღმა ფიზიკის ძიება ექსპერიმენტები: ATLAS, JEDI,  KOMET, KM3NeT.
      
      თეორიული ფიზიკის განყოფილება:
მთავარი მეცნიერ თანამშრომელი –  0,5  საშტატო ერთეული (10 წლის ვადით) - მიმართულება: სპინის ფიზიკა, კვარკული მოდელები.

  
5. კონკურსი გამოცხადდეს მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში   უფროსი მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: 
     
      ექსპერიმენტული ფიზიკის განყოფილება:
 უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 3 საშტატო ერთეული, მიმართულება:- რელატივისტური ბირთვული ფიზიკა. 
        
        თეორიული ფიზიკის განყოფილება:
   უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1,5 საშტატო ერთეული - მიმართულება:  სპინის ფიზიკა, კვარკული მოდელები.

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1  საშტატო ერთეული-მიმართულება: ფიზიკა სტანდარტული მოდელის მიღმა.
    
6. კონკურსი გამოცხადდეს მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში    მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: 

      ექსპერიმენტული ფიზიკის განყოფილება:

 მეცნიერი თანამშრომელი - 3  საშტატო ერთეული,  მიმართულება:    სტანდარტული მოდელის  მიღმა   ფიზიკის ძიება ექსპერიმენტები:ATLAS, JEDI,  KOMET, KM3NeT.

მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული - მიმართულება: რელატივისტური ბირთვული ფიზიკა. 

7. სამეცნიერო თანამდებობაზე (მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია (შეივსება ადგილზე):
ა)    განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით  (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2 ); 
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა); 
გ)  ავტობიოგრაფია (CV);  (ავტობიოგრაფია წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, ფაილის ფორმატი - Word და PDF ფაილის სახით).
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)  სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ); 
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ორი ცალი ფოტოსურათი (3X4).
8. კონკურსში მონაწილეობის შესახებ ვადის დარღვევით (განცხადების მიღების ვადის გასვლის შემდგომ) წარდგენილი განცხადება (დოკუმენტაცია) მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.
9. საკონკურსო კომისია ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობას. საკონკურსო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, კონკურსში მონაწილეობის მსურველს ეძლევა განაცხადის განმეორებით წარმოდგენის ვადა, მაგრამ არაუმეტეს საკონკურსო განცხადებით გათვალისწინებული  საკონკურსო განცხადებების /დოკუმენტაციის/ მიღების ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო დღისა. 
10. კონკურსში მონაწილეობის მსურველის მიერ ამავე ბრძანების მე-9 პუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში საკონკურსო განცხადება მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.
11. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2018 წლის 11 მაისიდან  2018 წლის 18 მაისის ჩათვლით. 1000-დან 1700 საათამდე, თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში.მისამართი:  თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N9, ოთახი N448.
12.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
13. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
14. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


 
რექტორი                                                   გიორგი შარვაშიძე                                         
სრულად

ბრძანების N: 68/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

    „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9  პუნქტის,  თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2013 წლის 27 დეკემბრის №139/2013 დადგენილებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 07 აპრილის №6895/01-04 და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 05 აპრილის №6882/29 წერილების საფუძველზე 

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ (საგნობრივ) საგანმანათლებლო პროგრამებზე 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის    2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

 ა) პროფესიული რეგისტრაცია  - 10-16 აპრილი;
 ბ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 16 აპრილი - 27 ივლისი;
 გ) საგამოცდო პერიოდი - 30 ივლისი - 11 აგვისტო (ძირითადი გამოცდები)
21 აგვისტო - 25 აგვისტო (დამატებითი გამოცდები).

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი                                                გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 69/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 13 მარტის №4777/10 კორესპონდენციაში დასმული საკითხის შესწავლის მიზნით კომისიის შექმნის თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 13 მარტის  4777/10 კორესპონდენციაში დასმული საკითხის შესწავლის მიზნით კომისიის შექმნის თაობაზე

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-9, მე-11 და მე-12 პუნქტების საფუძველზე, უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის დალი კანდელაკის 2018 წლის 13 მარტის №4777/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის  2018 წლის 13 მარტის #4777/10   კორესპონდენციაში დასმული საკითხის შესწავლის მიზნით  შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა)  ეკა ენუქიძე - სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების უფროსი    -   კომისიის წევრი;
ბ) ზვიად მურადაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი - კომისიის წევრი;
გ) გიორგი კიკალიშვილი - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი - კომისიის წევრი;
დ) თეა ზარნაძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი-კომისიის წევრი;
ე)   შოთა ჭანტურიძე  -  შიდა აუდიტის სამსახურის  უფროსი  -  კომისიის წევრი;
ვ)    არჩილ კუკულავა  -   იურიდიული დეპარტამენტის    უფროსი   -  კომისიის წევრი.
2. დაევალოს კომისიას კომისიის სხდომის თავმჯდომარისა და  მდივნის არჩევა, კომისიის პირველ სხდომაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,                                                    
რექტორის მოადგილე                                                                                     ალექსანდრე ცისკარიძე                                                 

სრულად

ბრძანების N: 67/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის,   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული                      პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და         მე-11 პუნქტების,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის   29 დეკემბრის N224/ნ ბრძანების ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის,  ,,აბიტურიენტებისათვის /მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის/სტუდენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2018 წლის 04 აპრილის  N331 ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩაირიცხონ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტები №1 დანართის შესაბამისად (დანართი №1);
2. ბრძანების     უნივერსიტეტის      ოფიციალურ       ვებგვერდზე    განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე. 
3. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,                                      
 რექტორის მოადგილე                                                                                     ალექსანდრე ცისკარიძე                                                                                                                                         

სრულად

ბრძანების N: 337/01-04

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის საბაკალავრო/სამაგისტრო/ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში   2018-2019 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის საბაკალავრო/სამაგისტრო/ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 02 მარტის N4184/28, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 02 მარტის N4125/29,  07 მარტის 4532/32, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 13 მარტის N4746/32, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 31 მარტის N6515/32, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 13 მარტის N4847/30, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის  13  მარტის N4746/26, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 29 მარტის N6261/31-03  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 30 მარტის N6374/27 და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს დეკანის 2018 წლის 29 მარტის   SDSU 56-03-2018  წარდგინებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის საბაკალავრო/სამაგისტრო/ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილები წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული დანართების შესაბამისად:
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართიN2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3)
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართიN4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართიN5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართიN6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართიN7);
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. ბრძანების  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი                                                                 გიორგი შარვაშიძე


სრულად

ბრძანების N: 336/01-04

2018/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
2018/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული  პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების      მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ-ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის  (6219/10; 28.03.18) საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2018/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში ლუნდის უნივერსიტეტის  მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად. 
2. კონკურსი ჩატარდეს 2018 წლის 3 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №121 (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1). 
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)ალექსანდრე ცისკარიძე, თსუ რექტორის მოადგილე, მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)დიმიტრი კორძაია, თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)ზაალ კოკაია, ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი, კომისიის წევრი.
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი ჭელიშვილი. 
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1)
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი                                                                გიორგი შარვაშიძე 
სრულად

ბრძანების N: 62/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით ონლაინ რეგისტრაციის გამოცხადების თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით ონლაინ რეგისტრაციის გამოცხადების თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ და "ო" ქვეპუნქტების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის მე-4 მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტების და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სტუდქალაქის მმართველის ზაზა წაქაძის 2018 წლის 29 მარტის  N6317/10  კორესპონდენციის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის    საერთო    საცხოვრებელში     სარგებლობის     უფლების     მოპოვების     მიზნით
გამოცხადდეს ონლაინ რეგისტრაცია.
2.   ონლაინ რეგისტრაცია ხორციელდება სტუდენტის პორტალზე 2018 წლის 05 აპრილის 10:00 საათიდან 13 აპრილის  23:00 საათის ჩათვლით.
3. ონლაინ რეგისტრაცია გავლილი პირების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის ვადა განისაზღვროს ათი (10) სამუშაო დღით.
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ონლაინ რეგისტრაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.
5. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
6.   დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანება განათავსოს  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
7.   ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი      ნუნუ ოვსიანიკოვა


სრულად

ბრძანების N: 71/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი  მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,   372 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის "ა" და "ბ" ქვეპუნქტების, მე-3, მე-4 და   მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2018 წლის  18 იანვრის N03/04 ერთობლივი ბრძანების, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ნუგზარ ღლონტის 2018 წლის   30 მარტის N6447/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლების, უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად;
2. მთავარი    მეცნიერი  თანამშრომლის  თანამდებობაზე  უვადოდ აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის  ან  მასთან  გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე    მუშაობას,   არამედ    გამოქვეყნებულ   სამეცნიერო  პუბლიკაციებსაც),  ბოლო                      


10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 4 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით, ასევე მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული ეროვნულ ან/და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით 2 პროექტში მაინც ან გააჩნდეს 2 სტატია იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში ან 2 სტატია, რომელიც ინდექსირებული  ERIH-ში;
3. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის  თანამდებობაზე 10 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს  დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო   10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 3 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
4. უფროსი  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  7  წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და  უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
5. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  4 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;           
6.  მთავარი  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა (უვადო და ვადიანი), უფროსი  მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით. 
7. კონკურსი გამოცხადდეს 2018 წლის 2 აპრილს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 3 მაისიდან  2018 წლის 8 მაისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად  წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს   2018 წლის 15 მაისისა;
8. კონკურსი გამოცხადდეს  მიხეილ ნოდიას  სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: 

     გამოყენებითი და ექსპერიმენტალური გეოფიზიკის სექტორი:
     მთავარი მეცნიერ თანამშრომელი –  1 საშტატო ერთეული  (უვადო)
     მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  - 2 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით)
     მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით)

  დედამიწის ფიზიკისა და გეომაგნეტიზმის სექტორი:
  მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული  (უვადო)

  სეისმოლოგიის, სეისმური საშიშროებისა და კატასტროფების რისკის სექტორი:
  მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (უვადო), მიმართულება -
  სეისმოლოგია.
  მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული  (უვადო),  მიმართულება -
  ფიზიკა.
  მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით),  
  მიმართულება - საინჟინრო სამშენებლო.  

  ატმოსფეროს ფიზიკის სექტორი:
  მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  - 2 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით)
   
  კოსმოსური კვლევის ცენტრი:
  მთავარი მეცნიერი თანამშრომელი -  –  1 საშტატო ერთეული  (უვადო)
  მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  - 2 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით)

9. კონკურსი გამოცხადდეს მიხეილ ნოდიას  სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში  უფროსი მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: 

 გამოყენებითი და ექსპერიმენტალური გეოფიზიკის სექტორი:
 უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 4 საშტატო ერთეული 

 დედამიწის ფიზიკისა და გეომაგნეტიზმის სექტორი:
 უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 2  საშტატო ერთეული

 სეისმოლოგიის, სეისმური საშიშროებისა და კატასტროფების რისკის სექტორი:
 უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული, მიმართულება - ფიზიკა.
 უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული, მიმართულება - 
 ფიზიკა- მათემატიკა.
 უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული,  მიმართულება -
 საინჟინრო  - გეოლოგია.
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული, მიმართულება -
საინჟინრო  - ეკონომიკა.

ატმოსფეროს ფიზიკის სექტორი:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 4 საშტატო ერთეული 
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (ორი)

ზღვისა და ატმოსფეროს გეოფიზიკური პროცესების მათემატიკური 
მოდელირების სექტორი:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული 
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული 

კოსმოსური კვლევის ცენტრი:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

ჰიდროგეოფიზიკისა და გეოთერმიის კვლევითი ცენტრი:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

10. კონკურსი გამოცხადდეს მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: 

გამოყენებითი და ექსპერიმენტალური გეოფიზიკის სექტორი:
მეცნიერი თანამშრომელი - 3 საშტატო ერთეული
მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული

გეოფიზიკური ველების დინამიკისა და გამოთვლითი გეოფიზიკის სექტორი:
მეცნიერი თანამშრომელი - 3 საშტატო ერთეული

დედამიწის ფიზიკისა და გეომაგნეტიზმის სექტორი:
მეცნიერი თანამშრომელი - 3 საშტატო ერთეული

 სეისმოლოგიის, სეისმური საშიშროებისა და კატასტროფების რისკის სექტორი:
 მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული, მიმართულება -
 საძიებო გეოფიზიკა.
 მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული, მიმართულება  - ფიზიკა.

ატმოსფეროს ფიზიკის სექტორი:
მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (ორი)

 ზღვისა და ატმოსფეროს გეოფიზიკური პროცესების მათემატიკური 
 მოდელირების სექტორი:
 მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

 კოსმოსური კვლევის ცენტრი:
 მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

 ჰიდროგეოფიზიკისა და გეოთერმიის კვლევითი ცენტრი:
 მეცნიერი თანამშრომელი - 4 საშტატო ერთეული

 დუშეთის გეოფიზიკური ობსერვატორია:
 მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

11. სამეცნიერო თანამდებობაზე (მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით  (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2 ); 
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა); 
გ)  ავტობიოგრაფია (CV); 
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)  სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ); 
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);

12. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2018 წლის 3 მაისიდან  2018 წლის 8 მაისის ჩათვლით. 1000-დან 1700 საათამდე, თსუ მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში.   მისამართი:  თბილისი,  მ. ალექსიძის ქ N1  მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი, II სართული.
13. კონკურსი გამოცხადებულია თსუ წესდების 232 მუხლით დადგენილი წესით დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულის – მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის   კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნის მიზნებისათვის და მისი შედეგები ძალაში შედის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნისთანავე;  
14. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
15. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
16. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.



  რექტორი                                                              გიორგი შარვაშიძე                                         
            
                        

სრულად

ბრძანების N: 63/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის  კავკასიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი,  მეცნიერი თანამშრომელი - სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის "ა" და "ბ" ქვეპუნქტების, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის, 322 მუხლის პირველი,   მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 12 ივლისის N12/04 ერთობლივი ბრძანების, ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის რ. კვატაშიძის 2018 წლის 22 მარტის N 5644/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის  კავკასიის ინსტიტუტში  უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;
2. უფროსი  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  7  წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს  დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ  2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

3.  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ   1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
4. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით
 კონკურსანტს ასევე მოეთხოვება (ვაკანსიის პროფილის მიხედვით):
ა) უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობა;
ბ) მეცნიერი თანამშრომელი - სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობა;
5. კონკურსი გამოცხადდეს 2018 წლის  2 აპრილს  საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 3 მაისიდან 2018 წლის 8 მაისის  ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს                    2018 წლის 15 მაისისა;
6. კონკურსი გამოცხადდეს ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის  კავკასიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: 
  
სილიკატებისა და საშენი მასალების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი
განყოფილება
 უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1  საშტატო ერთეული.

7. კონკურსი გამოცხადდეს ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის  კავკასიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
 
მყარი  სასარგებლო  წიაღისეულის  სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
მეცნიერი  თანამშრომელი  -  1 საშტატო ერთეული 

8. სამეცნიერო თანამდებობაზე (უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით  (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N 2); 
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა); 
გ)  ავტობიოგრაფია (CV); 
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;

ე)  სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ); 
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);

11. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2018 წლის 3 მაისიდან 2018 წლის 8 მაისის   ჩათვლით 1000-დან 1700 საათამდე, თსუ ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში. მისამართი: ქ. თბილისი. მინდელის ქ. 11,   მე - 4 სართული, ოთახი N 408;
12. კონკურსი გამოცხადებულია თსუ წესდების 232 მუხლით დადგენილი წესით დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულის - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის  კავკასიის ინსტიტუტის კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნის მიზნებისათვის და მისი შედეგები ძალაში შედის ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის  კავკასიის ინსტიტუტის კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნისთანავე;  
13. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
14. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
15. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი                                                                გიორგი შარვაშიძე
 


სრულად

ბრძანების N: 64/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის N173/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის N173/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

        ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და თსუ  საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსის ს. სანაძის 2018 წლის 23 მარტის N5779/10 კორესპონდენციის  საფუძველზე,


ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის N173/02-01 ბრძანებაში და ბრძანების მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

,,3. ნიკო ხუციშვილი - საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების სპეციალისტი - შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადით განყოფილებაში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი“.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                          ნუნუ ოვსიანიკოვა

სრულად

ბრძანების N: 65/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტების შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტების  შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, "სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 7 მარტის N10/04 ერთობლივი ბრძანებისა და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის ირაკლი საღარეიშვილის 2018 წლის 14 მარტის N4877/10 წერილის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილებაში მთავარი სპეციალისტების  – 2  საშტატო ერთეული შესარჩევად.
2. საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება თვეში 1070 (ათას სამოცდაათი) ლარით. 
3. გამოსაცდელი ვადა 3 თვე, გამოსაცდელ ვადაში ხელფასი განისაზღვრება თვეში 500 (ხუთასი) ლარით.
4. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

 ა)   ჰქონდეს უმაღლესი განათლება - (ეკონომიკური ან იურიდიული);
 ბ) ჰქონდეს მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვების          
     მიმართულებით; 
 გ)  იცნობდეს საქართველოს კონსტიტუციას;
 დ) შეეძლოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის გამოყენება;
 ე)  იცოდეს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე შემდეგი რეგულაციები:
 ე.ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1595–1599 მუხლები;
 ე.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1951 მუხლი;
 ე.გ)  საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
ე.დ)  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“;
ე.ე)  საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის №439 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკა“ დამტკიცების თაობაზე“;
ე.ვ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს    №13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმები და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესი“; 
ე.ზ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
ე.თ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის  №7 ბრძანება „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“;
ე.ი) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის  №19 ბრძანება „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
ე.კ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის    №2 ბრძანება „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
ე.ლ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანება „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
ე.მ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის   №2 ბრძანება „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“;
ე.ნ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 დეკემბრის    №27 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგია“;
ე.ო) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის   №11 ბრძანება „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;

5. უნარები
 ა) კომპიუტერული უნარების ქონა;
 ბ) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
 გ) ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი; 
 დ) მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი;
 ე) პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის გზების მოძიების უნარი; 
 ვ)  სასურველია ინგლისური ენის ცოდნა. 

6. აპლიკანტს მოეთხოვება  საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტის შემდეგი ფუნქციების შესრულება: 

ა) ელექტრონული ტენდერის პროცედურების განხორციელება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში. 
ბ) ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის, სატენდერო განცხადების, სატენდერო კომისიის სხდომების ოქმების პროექტების, პროცედურასთან დაკავშირებული კორესპონდენციის და სხვა მასალების მომზადება/გაგზავნა/განთავსება; სატენდერო ხელშეკრულებების     პროექტების     მომზადება,    შესაბამის     სტრუქტურულ    ერთეულებთან 


შეთანხმება და ხელმოწერის ორგანიზება. გაფორმებული სატენდერო ხელშეკრულებების და მასთან დაკავშირებული მასალების განთავსება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
გ) პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციისა და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების სატენდერო ან/და საკონკურსო პირობებთან შესაბამისობის შემოწმება და სატენდერო კომისიისთვის ინფორმაციის წარდგენა;
დ) შესყიდვის ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, საჭიროებისამებრ, სახელმწიფო შესყიდვების წინამოსამზადებელ ეტაპზე, სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ბაზრის კვლევის ჩატარება;
ე) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და გაგზავნის პროცესის ხელშეწყობა;
ვ) შესყიდვის მონაწილე მხარეებთან ურთიერთობა, მოლაპარაკებების წარმოება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
თ) განყოფილების უფროსის (მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი), დეპარტამენტის უფროსის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი), (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე) ცალკეული მითითებებისა და დავალებების შესრულება.
 7. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტებს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად; 
გ) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან, ცნობა სამსახურიდან და სხვ.)
ვ)  უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში); 
ზ) უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა;
თ) სამოტივაციო წერილი; 
ი) სასერთიფიკატო ტრენინგ კურსის - ,,სახელმწიფო შესყიდვების კურსი’’ - გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
კ) სხვა სასერთიფიკატო ტრენინგ კურსის/კურსების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
8. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდეს სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ.
აპლიკანტები, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან  გასაუბრებას, (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად;
9. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 
საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტების შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი  (დანართი N1);
10. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ  უნდა იქნეს 2018 წლის 10 აპრილიდან 2018 წლის 17 აპრილის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge  სათაურის ველში უნდა მიეთითოს "საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;"
11. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტების შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზe და ასევე ინტერნეტ სივრცეში.
12. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2018 წლის 15 მაისისა;
13. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
   
   
   ადმინისტრაციის ხელძღვანელი                                                                           ნუნუ ოვსიანიკოვა
   
 

სრულად

ბრძანების N: 70/02-01

2018/2019 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში გრონინგენის უნივერსიტეტის (ნიდერლანდების სამეფო), ლიმერიკის უნივერსიტეტისა (ირლანდია) და ტურკუს უნივერსიტეტის (ფინეთი) მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
2018/2019 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში გრონინგენის უნივერსიტეტის (ნიდერლანდების სამეფო), ლიმერიკის უნივერსიტეტისა (ირლანდია) და ტურკუს უნივერსიტეტის (ფინეთი) მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ¬ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (6336/10; 29.03.18) საფუძველზე

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2018/2019 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში გრონინგენის უნივერსიტეტის, ლიმერიკის უნივერსიტეტისა და ტურკუს უნივერსიტეტის  მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად. 
2. კონკურსი ჩატარდეს 2018 წლის 2 აპრილს თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №115 (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1). 
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)თინათინ დავითაშვილი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი,  კომისიის თავმჯდომარე;
ბ)ლელა ჯამაგიძე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)სალომე დუნდუა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
დ)დავით მაზიაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ე)ხათუნა მარწყვიშვილი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ვ)დემეტრე ეგნატაშვილი, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატის უფროსი, ასისტენტი, კომისიის წევრი.
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი ჭელიშვილი. 
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1)
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.



რექტორი                                გიორგი შარვაშიძე 






სრულად

ბრძანების N: 61/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების თაობაზე
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის
 შეჩერების თაობაზე
   „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის   2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის" მე-12 მუხლის მე-2 პუნქტების, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-01 ბრძანების საფუძველზე, სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით სადოქტორო პროგრამის შემდეგ სტუდენტებს:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი N5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი N6)
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N7);

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში   ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, N6). 



რექტორი    გიორგი შარვაშიძე



სრულად

ბრძანების N: 313/01-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის (პროფესიული განათლების მასწავლებელი) შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის (პროფესიული განათლების მასწავლებელი) შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ4  პუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,პროფესიული განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-121 მუხლის, ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2010 წლის 1 ოქტომბრის #99/ნ ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული   ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების’’ მე-8 მუხლის ,,გ’’ პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  ამავე მუხლის მე-8 პუნქტის  ,,ა’’ და ,,ო” ქვეპუნქტების და    ამავე მუხლის  მე-9  პუნქტის საფუძველზე,  

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს  სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის (პროფესიული განათლების მასწავლებელი) შერჩევის წესი (დანართი N1).
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის  კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე ბრძანება შესაძლებელია გასაჩივრდეს ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისამართზე ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, N6.


რექტორი                                            გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 60/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან სტუდენტების რიგგარეშე მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან სტუდენტების რიგგარეშე მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის,                  52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების,   54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,                      მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ №10/ნ ბრძანების N1 დანართის მე-9 მუხლის                    მე-3 პუნქტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 20 მარტის №5436/27, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 19 მარტის №5354/29, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 20 მარტის №5437/32 წარდგინებებისა და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 28 მარტის MES 1 18 00350465 წერილით მოწოდებული N18/რ-30001/1 დასკვნის (თსუ კანცელარიაში რეგისტრაციის N7724/10-02, 29.03.2018) საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩაირიცხონ რიგგარეშე მობილობის წესით 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან   სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემდეგი სტუდენტები საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად: 

1.1. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1); 
1.2.  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №2);
1.3. მედიცინის ფაკულტეტი  (დანართი №3).

2. თსუ-ს რექტორის ბრძანება გამოცემიდან 2 სამუშაო დღის ვადაში აისახოს სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში, ხოლო 3 სამუშაო დღის ვადაში გაიგზავნოს სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი      გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 294/01-04

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების თაობაზე
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების თაობაზე
     „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და  მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის" მე-12 მუხლის მე-2 პუნქტების, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-01 ბრძანების საფუძველზე, სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგ სტუდენტებს:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი N5);
ვ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N6);

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, N6). 



რექტორი    გიორგი შარვაშიძე


სრულად

ბრძანების N: 293/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ


    „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების,   54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის    2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის" მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-01 ბრძანების საფუძველზე, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტიდან მოწოდებული 2018 წლის 21 მარტის N5507/10 ინფორმაციის  საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამების შემდეგ სტუდენტებს, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1)
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2)
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3)
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4)
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი N5)
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი N6)
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N7)

2. წინამდებარე ბრძანების დანართებში მითითებულ სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ ადმინისტრაციული რეგისტრაცია, მათ მიერ გადახდილი სწავლის საფასური ჩათვლილ იქნეს მომდევნო ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისას სწავლის საფასურად; 
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
6. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, N6). 


რექტორი      გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 289/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

     „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და  მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის"  მე-12 მუხლის მე-2 პუნქტების, "სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-01 ბრძანების საფუძველზე, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტიდან მოწოდებული 2018 წლის 21 მარტის N5507/10 ინფორმაციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამების შემდეგ სტუდენტებს, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1)
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2)
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3)
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4)
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი N5)
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი N6)
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N7)
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, N6). 



რექტორი                         გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 290/01-04