1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული და ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის სრულ პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
4. კონკურსი გამოცხადდეს 2013 წლის 26 ივლისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2013 წლის 27 აგვისტოდან 2013 წლის 7 სექტემბრამდე. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2013 წლის 16 სექტემბრისა.
5. კონკურსი გამოცხადდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად შემდეგი მიმართულებებით:
1. არქეოლოგია
სრული პროფესორი - 1
2. თურქეთის ისტორია
სრული პროფესორი - 1
3. თურქოლოგია
ასოცირებული პროფესორი - 1
6. სრული და ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით (ფაილის ფორმატი - Word da PDF);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
7. საკონკურსო დოკუმენტები მიიღება 2013 წლის 27 აგვისტოდან 2013 წლის 7 სექტემბრამდე 9:30-დან 18:00 საათამდე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში. მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, II სართული, ოთახი N 207;
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ინფრომაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
9. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში"
10. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე კვიტაშვილი