საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019- 2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე - „მედიაფსიქოლოგია და კომუნიკაციები“ და „პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაცია: პოლიტიკა, ეკონომიკა, საზოგადოება“ მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანების მე-12 მუხლის მე-2 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 04 აპრილის N42/2019 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის - ქიმია (ინგლისურენოვანი), სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების - მედიაფსიქოლოგია და კომუნიკაციები (ინგლისურენოვანი), პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაცია:  პოლიტიკა,  ეკონომიკა,  საზოგადოება  (ინგლისურენოვანი)  - დამტკიცების შესახებ“, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01- 01 ბრძანებისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 26 სექტემბრის N18222/30 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩაირიცხონ 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა    ფაკულტეტის  მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე - „მედიაფსიქოლოგია და კომუნიკაციები“ და „პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაცია: პოლიტიკა, ეკონომიკა, საზოგადოება“  მაგისტრანტობის კანდიდატები N1 დანართის შესაბამისად (დანართი N1);
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო       ტექნოლოგიების       დეპარტამენტს       პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი       ნინო ოკრიბელაშვილი

სრულად

ბრძანების N: 872/01-04

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი  განათლების  შესახებ’’  საქართველოს  კანონის  23-ე  მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების და თსუ ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილის თამარ გიორგაძის 2019 წლის 25 სექტემბრის N18103/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს დამატება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის 28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარის მქონე 46-ე პუნქტი:

,,46. შალვა ჯანგავაძე – თსუ ბიბლიოთეკის უფროსი სპეციალისტი, თსუ ბიბლიოთეკის შოთა რუსთაველის სახელობის სამკითხველო დარბაზში (ი. ჭავჭავაძის გამზ. №1) ასლგადამღებ აპარატებსა და N:DY00100760 საკონტროლო - სალარო აპარატზე  მატერიალურად პასუხისმგებელი პირი.“.

2. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი          ნუნუ ოვსიანიკოვა 

სრულად

ბრძანების N: 204/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი  განათლების  შესახებ’’  საქართველოს  კანონის  23-ე  მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების და თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთკის დირექტორის ირაკლი ღარიბაშვილის 2019 წლის 16 სექტემბრის N17450/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

,,29. ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა

ა) ირაკლი ღარიბაშვილი - დირექტორი №206 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი);
ბ) ნინო პავლიაშვილი - დირექტორის მოადგილე №205 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი);
გ) თამარ ჩიხლაძე - დირექტორის თანაშემწე №204 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი);
დ) მარინა ფრუიძე - გარემოსა და მომსახურების ხარისხის განვითარების დეპარტამენტის უფროსი №410 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი);
ე) ნანა ღუდუშაური - დაკომპლექტების განყოფილების მთავარი სპეციალისტი № 105, 106, 019 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი);
ვ) დიანა გელაშვილი - მომხმარებელთა მომსახურების დეპარტამენტის უფროსი -
№200 (IV დარბაზი), №201 (V დარბაზი), აბონემენტის ჰოლი, №301, №305 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი);
ზ) მარიკა ჟორჟოლიანი - სამეცნიერო და საცნობარო სერვისების განყოფილების უფროსი №407,     408     ოთახებში     არსებულ     მატერიალურ     რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი);
თ) მაია ბართაია - დიგიტიზაციის ჯგუფის უფროსი №108, 412 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი);
ი) მარიამ ჩხეიძე - მომხმარებელთა მოზიდვისა და სერვისების განვითარების დეპარტამენტის უფროსი №209, 210, 303, 411 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი(I კორპუსი);
კ) მედეია ყიფიანი - კატალოგების მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი - №107, 302 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი);
ლ) მაია მსხილაძე - წიგნსაცავის განყოფილების მთავარი სპეციალისტი - №014 - I საცავი, №104 – III საცავი, IV საცავი და №300, 304 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი);
მ)   გიორგი მიკუჩაძე – ადმინისტრაციის პროგრამისტი N 311 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი);
ნ) თამარ ფირყულაშვილი - ხარისხის მართვის მენეჯერი - N208 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი);
ო) ეკატერინე ხევსურიანი - ჰიგიენისა და რესტავრაციის ჯგუფის უფროსი სპეციალისტი - N308 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი);
პ) ნოდარ გრიგორაშვილი - გრიშაშვილის ბიბლიოთეკა - მუზეუმის მთავარი სპეცილისტი, ბიბლიოთეკა-მუზეუმში    არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (III კორპუსი);
ჟ) ზურაბ მაკარიძე - საწყობის გამგე - N004, N309 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი);
რ) მიხეილ ვარაზაშვილი - კომენდანტი - (005, 007, 009, 013, 016, 020, 021, 022, 023,
100 (სააქტო დარბაზი), 101, 102, 103, 109, 203, 207, 306, 312, 310, 400 (I დარბაზი), 401 (II დარბაზი), 402 (III დარბაზი), 404, 405, 406, 409, 413, საქვაბე, I პირველი სართულის ფოიე, I სართულის ჰოლი, II სართულის ფოიე, III სართულის ფოიე, IV სართულის ფოიე, IV სართულის ჰოლში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი); 
ს) ალექსანდრა  სეროვა  - მკინძავი  N010, 011 ოთახებში  არსებულ  მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი);
ტ) ვარლამ თეთრაძე - მუშა - N001, 012, 015 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი);
უ) იაგო თოიძე - ელექტრიკოსი - N006 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი);
ფ) მამია ქველაძე - კომენდანტი - ტექნიკური ბიბლიოთეკის შენობაში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (II კორპუსი).
ქ)    ელგუჯა    გოგიჩაიშვილი    -    მთავარი    ინჟინერი    -N307ოთახში    არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი).“.

2.  ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი        ნუნუ ოვსიანიკოვა 
სრულად

ბრძანების N: 206/02-01

2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი დიუსელდორფის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53- ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ტემპუსის და ერაზმუს პლიუსის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის და ინსტიტუციონალური  განვითარების  პროექტების  ინსტიტუციონალური კოორდინატორის წერილის (18005/10; 24.09.19) საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩატარდეს  კონკურსი  2019/2020  სასწავლო  წლის  შემოდგომის  სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ- მობილობის პროგრამის ფარგლებში დიუსელდორფის უნივერსიტეტის მიერ თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  ბაკალავრიატის  საფეხურის სტუდენტებისათის გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატის შესარჩევად.
2. კონკურსი  ჩატარდეს   2019 წლის 30 სექტემბერს,   09:30 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №121 (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1).
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)ნინო ქიმერიძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)სოფიო მუჯირი,თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)სიბილე შონბორნი, დიუსელდორფის უნივერსიტეტის პროფესორი, კომისიის წევრი.
4. დამტკიცდეს  კომისიის  მდივნად  თსუ  საგარეო  ურთიერთობის  დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი თვალთვაძე.
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი      ნინო ოკრიბელაშვილი

სრულად

ბრძანების N: 232/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში აპლიკანტთა ჩარიცხვის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში აპლიკანტთა ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის „პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ N111/ნ ბრძანების მე-7 მუხლის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-01 ბრძანებისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 20 სექტემბრის N17839/26 წარდგინების, თსუ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 20 სექტემბრის N17859/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩაირიცხონ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მასწავლებლის  მომზადების  საგანმანათლებლო  პროგრამაზე  2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან წინამდებარე ბრძანების N1 დანართში მითითებული აპლიკანტები (დანართი N1);
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი    მონაცემების    გარეშე    და    გადასცეს    შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი          ნინო ოკრიბელაშვილი

სრულად

ბრძანების N: 850/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-01 ბრძანებისა და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შეუჩერდეთ    სტუდენტის    სტატუსი    2019-2020    სასწავლო    წლის    შემოდგომის სემესტრიდან  ადმინისტრაციული/აკადემიური  რეგისტრაციის  გაუვლელობის გამო ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგ სტუდენტებს, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

ა)  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი N5);
ვ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი N6);

2. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო  ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, N6).

რექტორი      გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 815/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019- 2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე დოქტორანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 27 დეკემბრის N245/2018 დადგენილებით დამტკიცეული „დოქტორანტრის მინიმალური სტანდარტის“ მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის, „სსიპ_ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-01 ბრძანების, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 19 სექტემბრის N17687/31-02, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 19 სექტემბრის N17694/26, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 16 სექტემბრის N17362/27, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 19 სექტემბრის N17693/32 და 20 სექტემბრის N17862/32, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 19 სექტემბრის N17666/29, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 20 სექტემბრის N17835/30, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2019 წლის 19 სექტემბრის N17733/28 წარდგინებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩაირიცხონ  სსიპ  _  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად შემდეგი დოქტორანტობის კანდიდატები:

1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
1.2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
1.3. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);
1.4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულეტი (დანართი №4);
1.5. იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);
1.6. მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6);
1.7. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7);

2. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს, მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3.  დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს, მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
4.  ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

რექტორი        გიორგი შარვაშიძე 
სრულად

ბრძანების N: 820/01-04

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“  ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის   სახელობის ფიზიკის   ინსტიტუტის დებულების, მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-11 მუხლისა და ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის  ინსტიტუტის დირექტორის გელა გელაშვილის 2019 წლის 19 სექტემბრის N17682/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2019 წლის 17 სექტემბრის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   ელეფთერ ანდრონიკაშვილის     სახელობის ფიზიკის   ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი)   და განისაზღვრონ არჩეულად ქვემოთ ჩამოთვლილი პირები:

პლაზმის  ფიზიკის    განყოფილება
ა) კალაძე თამაზ - უფროსი  მეცნიერი თანამშრომელი 0,5 საშტატო ერთეული

ბიოლოგიური  სისტემების  ფიზიკის  განყოფილება
ბ)  ბარბაქაძე შოთა  -   უფროსი  მეცნიერი თანამშრომელი 0,5 საშტატო ერთეული გ) ტუღუში  ლელა -   მეცნიერი თანამშრომელი 1,0 საშტატო ერთეული

2.დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება სამეცნიერო პერსონალთან.
3.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ელეფთერ ანდრონიკაშვილის    სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);

5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი     გიორგი შარვაშიძე 
სრულად

ბრძანების N: 230/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი  განათლების  შესახებ’’  საქართველოს  კანონის  23-ე  მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების და თსუ პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორის ქეთევან ებრალიძის 2019 წლის 09 სექტემბრის N16925/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის 52-ე მუხლის მე-13 პუნქტის ,,ა.ბ“ და ,,ზ.ა“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

ა) ,,ა.ბ) ვახტანგ გაბუნია - ფიზიკურ-ქიმიური პროცესების კვლევის ლაბორატორიის  მეცნიერი თანამშრომელი - ხელსაწყო დრონზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი;“
ბ) ,,ზ.ა)  მურთაზ გურგენაძე  - უფროსი ინჟინერი.“.

2.  ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი        ნუნუ ოვსიანიკოვა 
სრულად

ბრძანების N: 201/02-01

"სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი   განათლების   შესახებ’’   საქართველოს   კანონის   23-ე   მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და საფინანსო დეპარტამენტის ექსპერტის, საინვენტარიზაციო კომისიის აპარატის თავმჯდომარის მურმან ცარციძის 2019 წლის 12 სექტემბრის N17187/10  კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში და ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1 ჩამოყალიბდეს წინამდებარე ბრძანებზე თანდართული საკით (დანართი N1).
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.   ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი            ნუნუ ოვსიანიკოვა 
სრულად

ბრძანების N: 199/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე- 16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის N605 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ ძირითადი დებულებებისა და უნივერსიტეტის საინვენტარიზაციო კომისიის აპარატის თავმჯდომარის მურმან ცარციძის 2019 წლის 12 სექტემბრის N17187/10   მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში "თსუ”) ბალანსზე რიცხული ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ორგანიზებულად და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად ჩატარების მიზნით, დაევალოს „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანების საფუძველზე შექმნილ საინვენტარიზაციო  კომისიას 2019 საბიუჯეტო წლის ბოლოს, 01 ოქტომბრიდან 10 დეკემბრამდე უზრუნველყოს ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების სრული ინვენტარიზაცია 01 ოქტომბრის მდგომარეობით და ინვენტარიზაციის აქტის, შესაბამის დოკუმენტებთან ერთად, წარმოდგენა ზემოაღნიშნული კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზებულად და მოქმედ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, დაევალოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესაბამისად დადგენილი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა საინვენტარიზაციო ქვეკომისიების დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.
3. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანება განათავსოს     ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
4. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი        ნუნუ ოვსიანიკოვა

სრულად

ბრძანების N: 200/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019- 2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანების მე-12 მუხლის მე-2 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 31 იანვრის N11/2019 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2019-2020 სასწავლო წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების ანკეტა-კითხვარის დამტკიცების შესახებ", „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-01 ბრძანებისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩაირიცხონ 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით შემდეგი მაგისტრანტობის კანდიდატები:

1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
1.2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
1.3. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);
1.4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
1.5. იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);
 1.6. მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6);
1.7. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7).

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი       ნინო ოკრიბელაშვილი
სრულად

ბრძანების N: 804/01-04

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2019 წლის 17 ივნისის N147/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 16 სექტემბრის N17455/27, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 16 სექტემბრის N17438/30 და 18 სექტემბრის N17664/30, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 16 სექტემბრის N17447/26, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 18 სექტემბრის N17560/31-02 წარდგინებების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე   ვაკანტური   ადგილების   განსაზღვრის   შესახებ“ რექტორის 2019   წლის   17   ივნისის   N147/01-01   ბრძანების   პირველი   პუნქტით დამტკიცებულ შემდეგ დანართებში:

ა) ბრძანების N2 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი N2)

N

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დასახელება

ვაკანტური ადგილების რაოდენობა

1.

ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამა

41 ადგილი

1.1.

ქართველური ენათმეცნიერება

6

1.2.

ქართული ლიტერატურის ისტორია

6

1.3.

ლიტერატურული ურთიერთობები

1

1.4.

ფოლკლორისტიკა

2

1.5.

კლასიკური ფილოლოგია, ძველაღმოსავლური ფილოლოგია

4

1.6.

ბიზანტიური და ახალბერძნული ფილოლოგია

1

1.7.

ინგლისური ფილოლოგია

9

1.8.

გერმანული ფილოლოგია

1

1.9.

რომანული ფილოლოგია (ფრანგული, ესპანური, იტალიური)

2

1.10.

სლავური ფილოლოგია

3

1.11.

სკანდინავიური ფილოლოგია

1

1.12.

ირანული ფილოლოგია

1

1.13.

ებრაულ-არამეული ფილოლოგია

1

1.14.

თეორიული და შედარებითი ენათმეცნიერება

2

1.15.

ლექსიკოგრაფია

1

2.

ისტორიის სადოქტორო პროგრამა

17 ადგილი

2.1.

მახლობელი აღმოსავლეთის ისტორია

2

2.2.

ძველი მსოფლიოს ისტორია

2

2.3.

საქართველოს ისტორია

6

2.4.

ახალი და უახლესი ისტორია

5

2.5.

საქართველოს ისტორია და წყაროთმცოდნეობა

1

2.6.

შუა საუკუნეების ისტორია

1

3.

ამერიკისმცოდნეობბის სადოქტორო პროგრამა

4

4.

რუსეთისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამა

1

5.

ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა

4

6.

კულტურის კვლევების სადოქტორო პროგრამა

2

7.

ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამა

2

8.

ევროპული ლიტერატურის (ერთობლივი საერთაშორისო პროგრამა) სადოქტორო პროგრამა

1

ბ) ბრძანების N3 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1.3. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ( დანართი N3);

N

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დასახელება

ვაკანტური ადგილების რაოდენობა

1.

დემოგრაფია

2

2.

მასობრივი კომუნიკაცია

1

3.

პოლიტიკის მეცნიერება

3

4.

საზოგადოებრივი გეოგრაფია

1

5.

სოციოლოგია

1

6.

სოციალური მუშაობა

1

7.

ურბანისტიკა

2

8.

საერთაშორისო ურთიერთობები

5

9.

ორგანიზაციული  და პერსონალური განვითარება

2

გ) ბრძანების N5 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1.5. იურიდიული ფაკულტეტი ( დანართი N5);

N

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დასახელება

ვაკანტური ადგილების რაოდენობა

1.

სამართალი

55

2.

საერთაშორისო სამართალი

5

დ) ბრძანების N7 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1.7. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი ( დანართი N7)

N

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დასახელება

ვაკანტური ადგილების რაოდენობა

1.

განათლების მეცნიერებები

1

2.

შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია

2

3.

გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია

3

4.

კლინიკური ნეიროფსიქოლოგია

1

5.

განათლების ფსიქოლოგია

4

2. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ბრძანების  ყველასათვის  ხელმისაწვდომ  ადგილზე  განთავსების  და  შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის   გადაცემის    უზრუნველყოფა    დაევალოს  უნივერსიტეტის 

კანცელარიას.

4.  ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი          ნინო ოკრიბელაშვილი

სრულად

ბრძანების N: 227/01-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო   უნივერსიტეტის   დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ  წარმომადგენლობითი საბჭოს  მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის     თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2019 წლის 22 ივლისის N13/04 ერთობლივი ბრძანების, ვახუშტი ბაგრატიონის   სახელობის გეოგრაფიის    ინსტიტუტის   ინსტიტუტის დირექტორის  ნანა ბოლაშვილის  2019 წლი 18 სექტემბრის  N17611/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის  ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების  სამსახურში მისაღებად;
2.   მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო- კვლევითი საქმიანობის გამოცდილება ( რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ   გამოქვეყნებულ   სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და უნდა    ჰქონდეს    გამოქვეყნებული    ან    გამოსაქვეყნებლად    მიღებული    სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2019 წლის 23   სექტემბერს, საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის  ვადა  განისაზღვროს  2019 წლის 25 ოქტომბრიდან 2019  წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით.  საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2019 წლის 15 ნოემბრისა;
5.  კონკურსი  გამოცხადდეს  ვახუშტი  ბაგრატიონის  სახელობის  გეოგრაფიის ინსტიტუტში  მეცნიერი თანამშრომლის  სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი –1,0 საშტატო ერთეული

გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის განყოფილება
მეცნიერი თანამშრომელი –1,0 საშტატო ერთეული

კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის ლაბორატორია მეცნიერი თანამშრომელი –1,0 საშტატო ერთეული მეცნიერი თანამშრომელი –0,5 საშტატო ერთეული

6. სამეცნიერო თანამდებობაზე ( მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება   საკონკურსო   კომისიის   სახელზე   დადგენილი   ფორმის   მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2019 წლის 25 ოქტომბრიდან 2019 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით 11:00-დან 17:00  საათამდე (შაბათ-კვირის გარდა) თსუ ვახუშტი ბაგრატიონის    სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში.    მისამართი:    თბილისი, თამარაშვილის ქ.N6. ოთახი N10.
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში ,,თბილისის უნივერსიტეტი’’.
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს    (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის  გეოგრაფიის    ინსტიტუტი,    გაზეთი    ,,თბილისის    უნივერსიტტი‘‘,    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი         ნინო ოკრიბელაშვილი
სრულად

ბრძანების N: 228/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2019-2020 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2019-2020 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 6 სექტემბრის N16785/26 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2019-2020 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

ა) შემოდგომის სემესტრი:

ა.ა) სააუდიტორიო მეცადინეობები - 23 სექტემბერი - 11 იანვარი;
ა.ბ) საგამოცდო პერიოდი - 13 იანვარი - 5 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები),  11-17 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
ა.გ) არდადეგები - 29 დეკემბერი – 5 იანვარი, 18 თებერვალი - 1 მარტი.

ბ) გაზაფხულის სემესტრი:
ბ.ა) სააუდიტორიო მეცადინეობები -  2 მარტი – 13 ივნისი;
ბ.ბ) საგამოცდო პერიოდი - 15 ივნისი- 10 ივლისი (დასკვნითი გამოცდები),  17 - 25 ივლისი (დამატებითი გამოცდები);
ბ.გ) არდადეგები - 26 ივლისი - 13 სექტემბერი.

2.  ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.  დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი          ნინო ოკრიბელაშვილი
სრულად

ბრძანების N: 229/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით ონლაინ რეგისტრაციის გამოცხადების თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით ონლაინ რეგისტრაციის გამოცხადების თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის,
56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ და "ო" ქვეპუნქტების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის მე-4 მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტების და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის გიორგი ტალახაძის 2019 წლის 12 სექტემბრის N17249/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით გამოცხადდეს ონლაინ რეგისტრაცია ბაგების საერთო საცხოვრებელში 80 (ოთხმოცი) და ლისის საერთო საცხოვრებელში 70 (სამოცდაათი) ადგილზე.
2. ონლაინ   რეგისტრაცია   ხორციელდება   სტუდენტის   პორტალზე   2019   წლის   23 სექტემბრის   10:00 საათიდან  2019 წლის 24 სექტემბრის 18:00 საათამდე.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ონლაინ რეგისტრაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.
4. დაევალოს  საინფორმაციო  ტექნოლოგიების  დეპარტამენტს  წინამდებარე  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
5. დაევალოს    კანცელარიას    წინამდებარე    ბრძანება    განათავსოს     ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
6. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი            ნუნუ ოვსიანიკოვა 

სრულად

ბრძანების N: 196/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019- 2020 სასწავლო წელს მაგისტრატურაში სპეციალობის მისაღები საგამოცდო კომისიისა და საპრეტენზიო საბჭოს დამტკიცების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019- 2020 სასწავლო წელს მაგისტრატურაში სპეციალობის მისაღები საგამოცდო კომისიისა და საპრეტენზიო საბჭოს დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა”, „ბ”, „ო” და „პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 13 სექტემბრის N17331/30 წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს   სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წელს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე: „პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაცია: პოლიტიკა, ეკონომიკა,  საზოგადოება (ინგლისურენოვანი)“ და „მედიაფსიქოლოგია     და კომუნიკაციები (ინგლისურენოვანი)“ სპეციალობის     მისაღები     გამოცდის     და საპრეტენზიო საბჭოს შემადგენლობა დანართი N1 შესაბამისად (დანართი N1);
2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორი         გიორგი შარვაშიძე 
სრულად

ბრძანების N: 221/01-01

„ სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ “ რექტორის 2019 წლის 5 ივლისის N167/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის, „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მე-9 მუხლების, სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის  თამარ დოლბაიას 2019 წლის 13 სექტემბრის  N17284/30  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  შევიდეს ცვლილება „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორის  სამსახურში  მისაღებად  კონკურსის  გამოცხადების  შესახებ“  რექტორის
2019 წლის   5   ივლისის   N167/01-01    ბრძანების   მე-3 პუნქტში   და    ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კონკურსი   გამოცხადდეს   2019   წლის   8   ივლისს   საკონკურსო   დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2019 წლის 9 აგვისტოდან 2019 წლის 22 აგვისტომდე. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2019 წლის პირვველი ნოემბრისა.“
2. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს   კანცელარიას   ბრძანების   დაგზავნის   ფურცელში   მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
4.   ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი      გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 222/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტარაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების,
57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის - ქიმია (ინგლისურენოვანი), სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების - მედიაფსიქოლოგია და კომუნიკაციები (ინგლისურენოვანი), პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაცია:  პოლიტიკა,  ეკონომიკა,  საზოგადოება  (ინგლისურენოვანი)  - დამტკიცების შესახებ“ თსუ აკადემიური საბჭოს 2019 წლის 04 აპრილის N42/2019 დადგენილების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.         გამოცხადდეს   მიღება   სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წელს თსუ აკადემიური საბჭოს 2019 წლის 04 აპრილის N42/2019 დადგენილებით დამტკიცებულ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე:

ა) „პოსტსაბჭოთა       ტრანსფორმაცია:       პოლიტიკა,       ეკონომიკა,       საზოგადოება (ინგლისურენოვანი)“ (10 –ადგილი);
ბ) „მედიაფსიქოლოგია და კომუნიკაციები (ინგლისურენოვანი)“ (15 – ადგილი).

2.         განისაზღვროს  სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო
უნივერსიტეტში 2019-2020     სასწავლო წლისათვის სამაგისტრო პროგრამებზე:
„პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაცია: პოლიტიკა, ეკონომიკა, საზოგადოება

(ინგლისურენოვანი)“  და  „მედიაფსიქოლოგია  და  კომუნიკაციები  (ინგლისურენოვანი)“ მიღების ვადები:

ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) – 17 სექტემბერი - 18 სექტემბერი;
ბ) გამოცდა    უცხო    ენაში    (იმ    საგანმანათლებლო    პროგრამების    მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) - 19 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 20 სექტემბერი; დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 20 სექტემბერი; 
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 23 სექტემბერი;
ვ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 23 სექტემბერი;
ზ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 24 სექტემბერი;
თ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 24 სექტემბერი;
ი) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 25 სექტემბერი;
კ) გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) – 25 სექტემბერი;
ლ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან  -  26 სექტემბერი;
მ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ  სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 27 სექტემბერი;
ნ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 27 სექტემბერი;

3. განისაზღვროს    თსუ-ს    ფაკულტეტების    მიმღებ    კომისიებში    წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) განცხადება თსუ რექტორის სახელზე;
ბ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/
შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად  დამოწმებული ასლი; 2019 წლის კურსდამთავრებულთათვის  - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ი)  სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.

4.    ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
5.    დაევალოს   კანცელარიას,   ბრძანება   განათავსოს   ყველასათვის   ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
6.     ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი            გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 224/01-01