საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი,  მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების  (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ზ“ და ,,პ’’ ქვეპუნქტებისა, მე-9  და მე-11 პუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-10 მუხლისა   და მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის ნუგზარ ღლონტის 2019 წლის 6 მარტის N3998/10 წერილის   (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2019 წლის 5 მარტის  სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) სექტორების მიხედვით და განისაზღვრონ არჩეულად ქვემოჩამოთვლილი პირები შემდეგი შემადგენლობით:

გამოყენებითი და ექსპერიმენტალური გეოფიზიკის სექტორი:
1.  ლაზარაშვილი ლიანა -  უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული.

გეოფიზიკური ველების დინამიკისა და გამოთვლითი გეოფიზიკის სექტორი:
1.   დავითაშვილი ირმა -  უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული.

დედამიწის ფიზიკისა და გეომაგნეტიზმის სექტორი:
1.  გვენცაძე ალექსანდრე - მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული.

ატმოსფეროს ფიზიკის სექტორი:
1. კერესელიძე ზურაბი -   მთავარი მეცნიერი თანამშრომელი   - 1 საშტატო ერთეული (უვადო).

ზღვისა და ატმოსფეროს დინამიკის მოდელირების სექტორი:
1.   სურმავა  ალექსანდრე - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით).
2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის    სამეცნიერო პერსონალთან.
3.  წინამდებარე  ბრძანების   უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





რექტორის მოვალეობის შემსრულებელი                 ალექსანდრე ცისკარიძე

სრულად

ბრძანების N: 66/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურისა და მართვის პროცესების განვითარების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურისა და მართვის პროცესების განვითარების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ4 ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53- ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ო” და ,,პ” ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11   პუნქტების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - ,,უნივერსიტეტი“) სტრუქტურისა და მართვის პროცესების განვითარების მიზნით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

ა) ნინო ოკრიბელაშვილი - აკადემიური საბჭოს წევრი - სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი;
ბ) ირაკლი ბურდული - იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე;
გ) თამარ სანიკიძე - ა(ა)იპ - განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტი - სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე;
დ) ირმა გრძელიძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ე) ვლადიმერ მარგველაშვილი - თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

ვ) ლაშა საღინაძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე - სამუშაო ჯგუფის წევრი; ზ) ნანა გაფრინდაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო
ჯგუფის წევრი;

თ) რამაზ ხომერიკი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი -
სამუშაო ჯგუფის წევრი;

ი) გიორგი ღაღანიძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

კ) თამარ ზარანდია - იურიდიული ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

ლ) თამარ დოლბაია - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი -
სამუშაო ჯგუფის წევრი;

მ) თამარ გაგოშიძე - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი -
სამუშაო ჯგუფის წევრი;

ნ) დიმიტრი კორძაია - მედიცინის ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

ო) იამზე კუტალაძე - ფსიქოლოგიისა და   განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

პ) უნივერსიტეტის სტუდენტური ომბუდსმენი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

ჟ) შოთა კეჟერაშვილი - სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

რ) მაია კობახიძე - ა(ა)იპ - საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი - სამუშაო ჯგუფის წევრი.



2. დაევალოს სამუშაო ჯგუფს 2018 წელს უნივერსიტეტის ავტორიზაციის პროცესის შედეგად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაში ასახული რეკომენდაციებისა და უნივერსიტეტის „ადმინისტრაციული მართვის ოპტიმიზაციის     პროექტის     განხორციელების     მიზნით”     კომპანიასთან
„ფრაისვოთერჰაუსკუპერსი ცენტრალური აზია და კავკასია ბი.ვი.-ს ფილიალი საქართველოში“ გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ფარგლებში წარმოდგენილ ანგარიშში ასახული რეკომენდაციების საფუძველზე, 2019 წლის 5 აპრილამდე, შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა უნივერსიტეტის სტრუქტურისა და მართვის პროცესების განვითარების მიზნით გასატარებელი კონკრეტული ღონისძიებებისა და ვადების მითითებით. 
3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტში მითითებული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები ორიენტირებული უნდა იყოს უნივერსიტეტის სტრატეგიული მიზნების მისაღწევად მართვის    მეტ    ეფექტიანობასა    და    მაღალ    ეფექტურობაზე,    მცირე ბიუროკრატიითა და ხარჯების შემცირებით.
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფინანსებული, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ადმინისტრაციული მართვის ოპტიმიზაციის პროექტის განხორციელების მიზნით” კომპანიასთან „ფრაისვოთერჰაუსკუპერსი ცენტრალური აზია და კავკასია ბი.ვი.- ს ფილიალი საქართველოში“ გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ფარგლებში წარმოდგენილ ანგარიშში ასახული რეკომენდაციების გათვალისწინებისა და განხორციელებისათვის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ რექტორის 2017 წლის 7 სექტემბრის №172/01- 01 ბრძანება.
5. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას დაინტერესებული პირებისათვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ ბრძანების გაცნობის უზრუნველყოფა.
6. დაევალოს   უნივერსიტეტის   საინფორმაციო   ტექნოლოგიების   დეპარტამენტს   ამ ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
7. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე- 12 კმ., №6) კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის ვადაში.






რექტორის მოვალეობის შემსრულებელი        ალექსანდრე ცისკარიძე
სრულად

ბრძანების N: 67/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ “ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 24 თებერვლის N08/04 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ “ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 24 თებერვლის N08/04 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის,  57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო”  და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის,  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ნ“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და ენების ცენტრის დირექტორის 2019 წლის  11  მარტის №6115/10-02 საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  შევიდეს დამატება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო- საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 24 თებერვლის N08/04 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო- საატესტაციო კომისიის დებულებაში და დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  მე-3 პუნქტი:
,,3. წინამდებარე დებულებით განსაზღვრული წესით ენების შემსწავლელი ცენტრის საშტატო განრიგით განსაზღვრულ მასწავლებლის ვაკანტურ თანამდებობაზე პირი მიიღება 50 თვის ვადით“.

2. წინამდებარე ბრძანების მოქმედება ვრცელდება 2019 წლის 09 მარტის მდგომარეობით ენების შემსწავლელი ცენტრის საშტატო განრიგით განსაზღვრულ მასწავლებლის თანამდებობაზე მოქმედი შრომითი ხელშეკრულების მქონე თანამშრომლებზეც.

3. დაევალოს    საინფორმაციო  ტექნოლოგიების    დეპარტმენტს  წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსება.

4.  ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.





რექტორი                                                       გიორგი შარვაშიძე

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი            ნუნუ ოვსიანიკოვა

სრულად

ბრძანების N: 3/04

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე




,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის,  57-ე  მუხლის  და  63-ე  მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მიხეილ ნიორაძის 2019 წლის 05 მარტის N3942/10 კორესპონდენციის  საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების დანართი N1-ის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

,,ა) გელა დევიძე - მეცნიერი თანამშრომელი, მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო- კვლევით ინსტიტუტში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი.“.

2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.




ადმინისტრაციის ხელმძღვანელი       ნუნუ ოვსიანიკოვა 

სრულად

ბრძანების N: 49/02-01

,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 17.01.2017წ. N56/02-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული  ფაკულტეტის სტუდენტებისათვის 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 17.01.2017წ. N56/02-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ „ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, სსიპ –ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 7 თებერვლის    №28/01-01    და    ადმინისტრაციის    ხელმძღვანელის, ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირის ნუნუ ოვსიანიკოვას 2018 წლის 8 ნოემბრის №279/01-01 ბრძანებების, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილის თ. ზარანდიას 28.02.2019წ. №3492/31-01 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილება ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 17.01.2017წ. N56/02-04 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. მაღალი აკადემიური შედეგების საფუძველზე, უნივერსიტეტის მიერ, 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, დაფინანსდნენ 57478 ლარით, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით,      იურიდიული      ფაკულტეტის      სტუდენტები      შემდეგი თანაფარდობით:

1 ივანიაშვილი ელენე 55.11
2 ქობლიანიძე თამარ 703.13
3 ჭიკაძე მარიამი 703.13
4 ნადირაძე ნანა 421.88
5 შარია თამთა 421.88
6 ქავთარაძე თამთა 421.88
7 გიორგაძე მანო 703.88
8 ბასილაშვილი მარი 421.88
9 ლეონიძე ირაკლი 703.13
10 გოგეშვილი მარიამ 421.88
11 ჭიღლაძე ქეთი 421.88
12 ჯავახიშვილი მარიამ 421.88
13 თოჩხუა თამთა 421.88
14 დარბაიძე გიორგი 1406.25
15 ხარაბაძე მარადი 703.13
16 დარასელია სალომე 421.88
17 მინდიაშვილი ბადრი 421.88
18 მაღლაკელიძე ნატა 703.13
19 კრემერ დიმიტრი 703.13
20 იშხნელიძე საბა 421.88
21 ედიგაროვი ლილი 421.88
22 ენუქიძე ნინო 48.16
23 მინასიან ანდრანიკ 1406.25
24 რუხაძე ეთო 1406.25
25 დუმბაძე მარიკა 1406.25
26 ჩიღოშვილი გელა 1406.25
27 თოიძე რუსუდან 1406.25
28 ჭუმბაძე თინათინ 1406.25
29 გოგინავა თამარ 1406.25
30 ხარანაული თამუნა 1406.25
31 თოდუა თეონა 1406.25
32 გამხიტაშვილი გიორგი 1406.25
33 კიკნაძე თამარი 1406.25
34 ჩუბინიძე ვალერიან 1406.25
35 კორძახია თამარი 1406.25
36 ხუციშვილი ანა 1406.25
37 ბერიძე ნატო 1406.25
38 კაკაშვილი თამუნა 488.9
39 ცინცაბაძე ლია 488.9
40 ძნელაშვილი თამარ 1408.25
41 ონიანი მარიანა 1027.9
42 სარია ხათუნა 1027.9
43 ქანთარია დავით 1027.9
44 ხუბულია ლიკა 1027.9
45 გოგიშვილი გიორი 1149.56
46 ჯღარკავა ბაჩანა 1149.56
47 ზედგინიძე ზეზვა 459.82
48 ფაღავა ანანო 1406.25
49 სამხარაძე თამარი 433.05
50 კოჩაძე თამარ 689.74
51 ლაბაძე მაგდა 689.74
52 იჩქითი გვანცა 1379.47
53 სახოკია ანა 1379.47
54 გელაშვილი სოფიო 1379.47
55 მეგრელაძე ანა 1379.47
56 ბაიძე გიორგი 1406.25
57 ცქიფურიშვილი ანა 1406.25
58 პირველი ლილე 1352.69
59 შამათავა თამთა 1352.69
60 მთივლიშვილი ომარ 1378.47


2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები სტუდენტების
მონაცემთა ბაზაში;
3.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ–გვერდზე    განთავსება,    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, სასწავლო პროცესის მართვის   დეპარტამენტი,   საინფორმაციო   ტექნოლოგიების   დეპარტამენტი, იურიდიული  ფაკულტეტი);
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



 ადმინისტრაციის ხელმძღვანელი     ნუნუ ოვსიანიკოვა
სრულად

ბრძანების N: 384/02-04

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამაზე ანა გაბრიაძის ჩარიცხვის შესახებ
სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამაზე ანა გაბრიაძის ჩარიცხვის შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57- ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის N187 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ", "ო", და "პ" ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტის,  "საექიმო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 და მე-15 მუხლების, "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 96-102 მუხლების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანების "რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია  დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა", "ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა/უმცროს ექიმთა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2013 წლის 15 ივლისის №84/2013 წლის დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-სა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 27 თებერვლის N3353/32 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :


1. ჩაირიცხოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან მედიცინის ფაკულტეტის  რეზიდენტურის  ალტერნატიულ  დიპლომისშემდგომ  (პროფესიული მზადება)  საგანმანათლებლო  პროგრამაზე  -  ენდოკრინოლოგია,  ანა  გაბრიაძე  (პ/ნ
60001140701, 170 ქულა).
2.   ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს;
3.   დაევალოს    კანცელარიას,    ბრძანება    განათავსოს    ყველასათვის    ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





რექტორი            გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 168/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აუდიტორიებისათვის სახელის მინიჭების თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აუდიტორიებისათვის სახელის მინიჭების თაობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57–ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის ,,ა“ ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის 2019 წლის 19 თებერვლის #2767/10 კორესპონდენციის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ სასწავლო კორპუსში 310-ე აუდიტორიას მიენიჭოს ცნობილი ქართველი მეცნიერის ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელი.
2. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში N1 აუდიტორიას მიენიჭოს ცნობილი ქართველი მეცნიერის გიორგი მელიქიშვილის სახელი.
3. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტებს აუდიტორის მოწყობისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
5.    დაევალოს    საინფორმაციო    ტექნოლოგიების    დეპარტამენტს    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
6.   ბრძანება   ძალაში   შედის   კანონმდებლობით   დადგენილი   წესით   საჯაროდ გამოცხადებისთანავე.






რექტორი          გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 64/01-01

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო ფონდების აღრიცხვის, შეფასების, გადაფასების, საბიბლიოთეკო ფონდიდან საბიბლიოთეკო დოკუმენტის გარიცხვისა და ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 04 ივლისის №97/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო  ფონდების აღრიცხვის, შეფასების, გადაფასების, საბიბლიოთეკო  ფონდიდან საბიბლიოთეკო  დოკუმენტის გარიცხვისა და ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 04 ივლისის №97/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის 2019 წლის 26 თებერვლის N3335/10 კორესპონდენციის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.   შევიდეს  შემდეგი ცვლილებები „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    ბიბლიოთეკის    საბიბლიოთეკო         ფონდების აღრიცხვის, შეფასების, გადაფასების, საბიბლიოთეკო  ფონდიდან საბიბლიოთეკო დოკუმენტის გარიცხვისა და     ჩამოწერის     წესის     დამტკიცების     შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 04 ივლისის №97/02-01 ბრძანებით დამტკიცებულ საბიბლიოთეკო   ფონდების აღრიცხვის, შეფასების, გადაფასების, საბიბლიოთეკო ფონდიდან საბიბლიოთეკო დოკუმენტის   გარიცხვისა   და ჩამოწერის წესში:


ა) წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წლიური ჯამური აღრიცხვის წიგნის ნაწილი 1 (დანართი №4) სავალდებულო წესით უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) რეგისტრაციის რიგითი N;
ბ) რეგისტრაციის თარიღი;
გ) შემოსული საბუთის ნომერი და თარიღი; 
დ) შემოსვლის წყარო;
ე) შემოსული კომპლექტის დასახელება, რაოდენობა, ღირებულება; 
ვ) საბიბლიოთეკო დოკუმენტის დასახელება;
ზ) ეგზემპლარი ფასი; 
თ) რაოდენობა;
ი) თანხა;
კ) შტრიხკოდი;
ლ) სახელმძღვანელო;
მ) განაწილება ფონდების მიხედვით;
ნ) განაწილება ფაკულტეტებისა და ინსტიტუტების მიხედვით; 
ო) განაწილება გამოცემის სახეების მიხედვით;
პ) განაწილება ენების მიხედვით;“.

ბ) სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო   ფონდების აღრიცხვის, შეფასების, გადაფასების, საბიბლიოთეკო    ფონდიდან საბიბლიოთეკო    დოკუმენტის გარიცხვისა და ჩამოწერის წესის დანართი №4  ჩამოყალიბდეს წინამდებარე ბრძანებაზე დართული სახით (დანართი №4).


2.   ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


 
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი           ნუნუ ოვსიანიკოვა 
სრულად

ბრძანების N: 47/02-01

ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტისა და მასარიკის უნივერსიტეტის მიერ საზაფხულო სკოლებში მონაწილეობისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა სააპლიკაციო დოკუმენტაციის განხილვა/შეფასების ეტაპის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტისა და მასარიკის უნივერსიტეტის მიერ საზაფხულო სკოლებში მონაწილეობისთვის გამოყოფილი  სტიპენდიების კანდიდატთა სააპლიკაციო დოკუმენტაციის განხილვა/შეფასების ეტაპის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ



,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53- ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9  პუნქტის და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ტემპუსის და ერაზმუს პლიუსის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის და ინსტიტუციონალური განვითარების  პროექტების  ინსტიტუციონალური  კოორდინატორის  წერილის  (3924/10;
05.03.19) საფუძველზე



ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩატარდეს კანდიდატთა სააპლიკაციო დოკუმენტაციის განხილვა/შეფასების ეტაპი ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტისა და მასარიკის უნივერსიტეტის მიერ საზაფხულო სკოლებში     მონაწილეობისთვის     გამოყოფილი     სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.
2. სააპლიკაციო დოკუმენტაციის განხილვა/შეფასების ეტაპი ჩატარდეს 2019 წლის 14 მარტს 11 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №121  (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1).
3.    დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)მანანა    რუსიეშვილი,    თსუ    ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა    ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)ხათუნა  მარწყვიშვილი,  თსუ  ფსიქოლოგიისა  და  განათლების  მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ბ)სალომე  დუნდუა,  სოციალურ  და  პოლიტიკურ  მეცნირებათა  ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი.
4. დამტკიცდეს  კომისიის  მდივნად  თსუ  საგარეო  ურთიერთობის  დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი ჭელიშვილი.
5.    დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე     ბრძანება     კანონმდებლობით     დადგენილი     წესით     გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი,   შიდა   აუდიტის   სამსახური,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.






რექტორი                       გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 62/01-01

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის საბაკალავრო/სამაგისტრო/ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ’’ უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 3 აპრილის №336/01-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის საბაკალავრო/სამაგისტრო/ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ’’ უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 3 აპრილის №336/01-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა”, "ბ”, "ო” და "პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 05 მარტის N3901/32   წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.  შევიდეს ცვლილება ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019      სასწავლო      წლისათვის      ერთიანი      ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის    საბაკალავრო/სამაგისტრო/ერთსაფეხურიან    საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური    ადგილების    განსაზღვრის    შესახებ’’    უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 3 აპრილის №336/01-04 ბრძანების პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ N6 დანართის პირველ ნომერში და აღნიშნული ნომერი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,, 1.              მედიცინა (ინგლისურენოვანი)             200,,


2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების   ყველასათვის   ხელმისაწვდომ   ადგილზე   განთავსების   და   შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის     გადაცემის     უზრუნველყოფა     დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





რექტორი                გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 158/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო     უნივერსიტეტის     ინდივიდუალური     ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-01 ბრძანების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2010  წლის  4  თებერვლის  N10/ნ  ბრძანებით  დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის შესახებ" N1 დანართის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტისა და სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრის მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.შეუწყდეთ  თსუ-ს  სტუდენტის  სტატუსი  2018-2019  სასწავლო  წლის  გაზაფხულის სემესტრიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის გამო ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად, თანდართული სიის მიხედვით შემდეგ სტუდენტებს:
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7)

2.ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების   დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3.დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი    მონაცემების    გარეშე    და    გადასცეს    შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.





რექტორი                      გიორგი შარვაშიძე 
სრულად

ბრძანების N: 167/01-04

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის 2018-2019 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2018 წლის 5 სექტემბრის N206/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის 2018-2019 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2018 წლის 5 სექტემბრის N206/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების,
57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და
„პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე, 

ვბრძანებ:

1.  შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  იურიდიული  ფაკულტეტის  სტუდენტებისთვის  2018- 2019 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2018 წლის 5 სექტემბრის N206/01-01 ბრძანების პირველ პუნქტში:

ა) ბრძანების პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ე) არდადეგები - 30 დეკემბერი – 7 იანვარი; 11-20 იანვარი; 3-17 მარტი“.

ბ) ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გაზაფხულის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 4 თებერვალი - 17 მარტი; 
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 13–17 მარტი;
ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები -  18 მარტი – 29 ივნისი;
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი - 1-26 ივლისი (დასკვნითი გამოცდები),  1-7 აგვისტო (დამატებითი გამოცდები);
ბ.ე) არდადეგები - 8 აგვისტო - 15 სექტემბერი.“

გ) ბრძანების პირველი პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ე) არდადეგები - 30 დეკემბერი – 7 იანვარი, 11-20 იანვარი, 3-17 მარტი.“

დ) ბრძანების პირველი პუნქტის „დ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) გაზაფხულის სემესტრი:
დ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 4 თებერვალი - 17 მარტი; 
დ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 12–17 მარტი;
დ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები -  18 მარტი – 29 ივნისი;
დ.დ) საგამოცდო პერიოდი - 1- 26 ივლისი (დასკვნითი გამოცდები),  1-7 აგვისტო (დამატებითი გამოცდები);
დ.ე) არდადეგები - 8 აგვისტო - 15 სექტემბერი.“

2.  ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.  დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.




  
 რექტორი                       გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 61/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2018 წლის 2 ივლისის N158/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2018 წლის 2 ივლისის N158/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,



ვბრძანებ:

1.  შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2018 წლის 2 ივლისის N158/01-01 ბრძანების პირველ პუნქტში:

ა) ბრძანების პირველი პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ე) არდადეგები - 30 დეკემბერი – 8 იანვარი; 11-20 იანვარი; 3-17 მარტი“.

ბ) ბრძანების პირველი პუნქტის „გ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) გაზაფხულის სემესტრი:
გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 4 თებერვალი - 17 მარტი; 
გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 11-17 მარტი;
გ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები -  18 მარტი – 29 ივნისი;
გ.დ) საგამოცდო პერიოდი - 1- 26 ივლისი (დასკვნითი გამოცდები),  1 - 7 აგვისტო (დამატებითი გამოცდები);
გ.ე) არდადეგები - 8 აგვისტო - 15 სექტემბერი.“

გ) ბრძანების პირველი პუნქტის „ე.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.ე) არდადეგები - 30 დეკემბერი – 7 იანვარი, 3-17 მარტი.“


დ) ბრძანების პირველი პუნქტის „ვ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) გაზაფხულის სემესტრი:
ვ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 4 თებერვალი - 17 მარტი; ვ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 12–17 მარტი;
ვ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები -  18 მარტი – 29 ივნისი;
ვ.დ) საგამოცდო პერიოდი - 1- 26 ივლისი (დასკვნითი გამოცდები),  1- 7 აგვისტო (დამატებითი გამოცდები);
ვ.ე) არდადეგები - 8 აგვისტო - 15 სექტემბერი. “

2.  ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.  დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.




რექტორი              გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 60/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 26 თებერვლის №51/01-01 ბრძანებაში ,, 2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ’’ ცვლილების შეტანის თაობაზე
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 26 თებერვლის №51/01-01 ბრძანებაში ,, 2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ’’ ცვლილების შეტანის თაობაზე



,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (3661/10/10; 01.03.19) საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 26 თებერვლის №51/01-01 ბრძანებაში - ,,2019/2020   სასწავლო   წლის   შემოდგომის   სემესტრისათვის ორმხრივი თანამშრომლობის    ხელშეკრულების    ფარგლებში    პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარების და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ’’ და ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ეკატერინე ფირცხალავა, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) დემეტრე ეგნატაშვილი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტი, კომისიის წევრი;
გ) თამაზ    ზუბიაშვილი,    თსუ    ეკონომიკისა    და    ბიზნესის    ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
დ) ნანა   შათაშვილი,   თსუ   ზუსტ   და   საბუნებისმეტყველო   მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
ე)    დავით    მაცაბერიძე,    თსუ    სოციალურ    და    პოლიტიკურ    მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, კომისიის წევრი;
ვ)   მანანა   რუსიეშვილი,   თსუ   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
ზ) რუსუდან   დოლიძე,   თსუ   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი’’.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი,   შიდა   აუდიტის   სამსახური,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
4.  ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.





რექტორის მოადგილე                    ალექსანდრე ცისკარიძე 

სრულად

ბრძანების N: 59/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო ფონდიდან გარიცხული დოკუმენტების ინდექსაციის მეთოდით გადაფასების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო ფონდიდან გარიცხული დოკუმენტების ინდექსაციის მეთოდით გადაფასების შესახებ


საქართველოს   ზოგადი   ადმინისტრაციული   კოდექსის   51-ე   მუხლის   პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუქნტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების, „საქართველოს ეროვნული მეურნეობების ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 ივნისის N295 ბრძანებულების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცმიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის 2014 წლის 27 თებრვლის N7010/02 კორესპონდენციის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 15 ნოემბრის N 23880/10 კორესპონდენციის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული საბიბლიოთეკო დოკუმენტების გადაფასების კომისიის შექმნის შესახებ “ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 18 ივნისის N169/02-01   ბრძანების საფუძველზე შექმნილ კომისიას 2018 წლის 20 დეკემბრის ოქმისა და დასკვნის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1.უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის 2014 წლის 27 თებრვლის N7010/02 კორესპონდენციაში მითითებული 1685 ერთეული საბიბლიოთეკო დოკუმენტის ღირებულებამ ინდექსაციის მეთოდით გადაფასების შედეგად შეადგინოს 7848,06 ლარი. დანართი N1–ს შესაბამისად;
2.დაევალოს    უნივერსიტეტის    ბიბლიოთეკას,    საფინანსო    დეპარტამენტსა    და ადმინისტრაციის   ხელმძღვანელის   2012   წლის   13   თებერვლის   N17/02-01   ბრძანების საფუძველზე შექმნილ კომისიას განახორციელონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედებები;
3.დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება;
4.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი               ნუნუ ოვსიანიკოვა 

სრულად

ბრძანების N: 42/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანებაში  ცვლილებების შეტანის შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სტუდქალაქის მმართველის ზაზა წაქაძის   2019 წლის 20 თებერვლის   N2799/10 კორესპონდენციის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანწესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ     -     ივანე     ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესში“:


ა) შინაგანაწესის მე-2 მუხლის  ბ1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,ბ1)  სტუმარი - უნივერსიტეტში მობილობის ან გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მყოფი სტუდენტი, უნივერსიტეტის მიერ გაფორმებული შესაბამისი მემორანდუმის, ხელშეკრულებისა თუ სხვა სამართლებრივი აქტის ფარგლებში უნივერსიტეტში დროებით

სტუმრად მყოფი პირი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს, ან საზღვარგარეთის ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო    დაწესებულების    სტუდენტს,    ან    პერსონალს,    ასევე უნივერსიტეტის სახელით   გასამართ   ღონისძიებაზე   (რომლის   ორგანიზატორი,   ან თანაორგანიზატორია უნივერსიტეტი) მოწვეული, ან ამ ღონისძიებაში მონაწილე პირი, ასევე უწყვეტი განათლების ცენტრის კურსის მსმენელი.“;


ბ) შინაგანაწესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,4. მობინადრის ხელშეკრულების მოქმედების მაქსიმალური ვადა განისაზღვრება შესაბამისი სასწავლო პროგრამით განსაზღვრული ვადის ფარგლებში (ხელშეკრულების ვადის გაგრძელება დასაშვებია ერთი დამატებითი სემეტრით, მობინადრის განცხადების საფუძველზე, ასევე დამატებით კიდევ ერთი სემეტრის ვადით, მხოლოდ იმ მობინადრეებისთვის (სტუდენტებისთვის), რომელთაც შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების მიზნით საგანმანანთლებლო პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებისათვის დამამთავრებელ ეტაპზე ესაჭიროებათ არაუმეტეს ერთი დამატებითი სემესტრისა).

2.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.




ადმინისტრაციის ხელმძღვანელი              ნუნუ ოვსიანიკოვა 

სრულად

ბრძანების N: 41/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018- 2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საგანმანათლებლო ერთეულიდან/პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო ერთეულზე/პროგრამაზე სტუდენტების გადასვლის თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018- 2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საგანმანათლებლო ერთეულიდან/პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო ერთეულზე/პროგრამაზე სტუდენტების გადასვლის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანების მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის N77/2011 დადგენილებით დამტკიცებული "სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის" მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 1 მარტის N3694/28, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 1 მარტის N3707/27, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 1 მარტის N3689/30, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2019 წლის 1 მარტის N3688/29, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 1 მარტის N3699/26, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 1 მარტის   N3698/32 წარდგინებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.  გადაყვანილ იქნენ 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობის წესით შემდეგი სტუდენტები საგანმანათლებლო ერთეულების/პროგრამების შესაბამისად:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);
ე) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი N5);
ვ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N6);


2. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტს  პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3.  დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე  და  გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.





რექტორის მოვალეობის შემსრულებელი                            ალექსანდრე ცისკარიძე
სრულად

ბრძანების N: 144/01-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2019 წლის პირველი იანვრიდან – 2019 წლის 28 თებერვლის ჩათვლით) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2019 წლის პირველი იანვრიდან – 2019 წლის 28 თებერვლის ჩათვლით) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 21 თებერვლის N189 და სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, რექტორის მოადგილის 2018 წლის 12 დეკემბრის N307/01-01 ბრძანებების, მედიცინის   ფაკულტეტის დეკანის დ. კორძაიას 19.12.2018წ. #26193/30 წერილის  და  სასწავლო  პროცესის  მართვის  დეპარტამენტის  უფროსის  ვ.  გობრონიძის 20.12.2018წ. #26333/10 დასკვნის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაენიშნოთ სტიპენდია, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს 2018-
2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2019 წლის პირველი იანვრიდან – 2019 წლის
28 თებერვლის ჩათვლით), სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში თითოეულს თვეში 150 ლარი დანართი #1 – ის მიხედვით;
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, გასცეს თვეში 6000 ლარი, უნივერსიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით, ,,სახელმწიფო სტიპენდია სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში, სხვა ხარჯების მუხლში გათვალისწინებული სახაზინო თანხებიდან;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე      ბრძანება      კანონმდებლობით      დადგენილი      წესით      გადაეცეს დაინტერესებულ პირს    და შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულებს    (საფინანსო დეპარტამენტი, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი, მედიცინის ფაკულტეტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი             ნუნუ ოვსიანიკოვა 

სრულად

ბრძანების N: 362/02-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2019 წლის პირველი იანვრიდან – 2019 წლის 28 თებერვლის ჩათვლით) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2019 წლის პირველი იანვრიდან – 2019 წლის 28 თებერვლის ჩათვლით) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 21 თებერვლის N189 და სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, რექტორის მოადგილის 2018 წლის 12 დეკემბრის N307/01-01 ბრძანებების,   სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თ. დოლბაიას 18.12.2018წ. N26089/30 წერილის და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის ვ. გობრონიძის 20.12.2018წ.N26274/10 დასკვნის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაენიშნოთ სტიპენდია, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ   მეცნიერებათა  ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის   სტუდენტებს   2018-2019   სასწავლო   წლის   შემოდგომის სემესტრში (2019 წლის პირველი იანვრიდან – 2019 წლის 28 თებერვლის ჩათვლით), სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში თითოეულს თვეში 150 ლარი დანართი N1 – ის მიხედვით;
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, გასცეს თვეში 11250 ლარი, უნივერსიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით, ,,სახელმწიფო სტიპენდია სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში, სხვა ხარჯების მუხლში გათვალისწინებული სახაზინო თანხებიდან;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                ნუნუ ოვსიანიკოვა 

სრულად

ბრძანების N: 361/02-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის ამაღლებასთან დაკავშირებული მარეგულირებელი დოკუმენტების მოდიფიცირების მიზნით სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის ამაღლებასთან დაკავშირებული მარეგულირებელი დოკუმენტების  მოდიფიცირების მიზნით  სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი  განათლების  შესახებ’’  საქართველოს  კანონის  22-ე  მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის,   54-ე   მუხლის   პირველი   ნაწილის,      57-ე   მუხლის,      ,,საჯარო   სამართლის იურიდიული   პირის   −   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის   წესდების   დამტკიცების   თაობაზე’’   საქართველოს   განათლებისა   და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების  მე-14  მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-9 და   მე-12 პუნქტების, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2019 წლის 12 თებერვლის  №2946/10 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის ამაღლებასთან დაკავშირებული მარეგულირებელი დოკუმენტების   მოდიფიცირების მიზნით  დამტკიცდეს სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:


ა) ირმა გრძელიძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე;
ბ) ნინო ქიმერიძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის აკრედიტაციის, კვლევებისა და შეფასების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
გ) დარეჯან გარდავაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის   სამსახურის   უფროსი,   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
დ)   მაგდა ალანია -ზუსტ   და   საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ე) გიული შაბაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი - სამუშაო ჯგუფის წევრი; 
ვ) ირმა ხარშილაძე - იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, აკადემიური საბჭოს წევრი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ზ) ირაკლი ღარიბაშვილი - ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
თ) გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ი)   ქეთევან   ხუციშვილი   -   საუნივერსიტეტო   სადისერტაციო   საბჭოს   თავმჯდომარე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
კ)  ვალერიან  გობრონიძე  -  სასწავლო  პროცესის  მართვის  დეპარტამენტის  უფროსი  - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ლ) არჩილ კუკულავა  - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
მ) მარიამ გაიდამაშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ნ) ქრისტინე ჩიხლაძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარის სპეციალისტი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ო) იზა კასრაძე  - იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი - სამუშაო ჯგუფის წევრი.

2.დაევალოს    უნივერსიტეტის    კანცელარიას    წინამდებარე    ბრძანების    გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
3.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.ბრძანება ძალაში შედის  გამოცემისთანავე.




რექტორი           გიორგი შარვაშიძე



სრულად

ბრძანების N: 58/01-01