საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტების 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტების 2018-2019
სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, სსიპ –ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2015 წლის 29 ივლისის N126/01-01 ბრძანების, დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატების შესარჩევი კომისიის სხდომის 2019 წლის 23 მაისის N1 ოქმის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თ. გაგოშიძის 04.06.2019წ. N10404/26 წერილის და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის ვ. გობრონიძის 05.06.2019წ. N10457/10 დასკვნის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაფინანსდნენ, 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, საუნივერსიტეტო დაფინანსების მოპოვების გამო, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტები 6000 ლარით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) შემდეგი თანაფარდობით:
ა) მარიამი გოგიჩაიშვილი (პ/ნ) 1406.25 ლარით;
ბ) ნინო აბულაძე (პ/ნ ) 1406.25 ლარით;
გ) ლელა კვინიკაძე (პ/ნ ) 375 ლარით;
დ) თამარი გველესიანი (პ/ნ ) 1406.25 ლარით;
ე) მეგი ესებუა (პ/ნ) 1406.25 ლარით.

2.    დაევალოს     საფინანსო     დეპარტამენტს     შეიტანოს     შესაბამისი     ცვლილებები დოქტორანტების მონაცემთა ბაზაში;
3.    ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ–გვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.    წინამდებარე      ბრძანება      კანონმდებლობით      დადგენილი      წესით      გადაეცეს დაინტერესებულ    პირებს    და    შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულებს    (საფინანსო დეპარტამენტი,   სასწავლო   პროცესის   მართვის   დეპარტამენტი,   ფსიქოლოგიისა   და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა

სრულად

ბრძანების N: 633/02-04

2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში ლოძის უნივერსიტეტში მობილობისთვის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ორმხრივი თანამშრომლობის
ხელშეკრულების ფარგლებში ლოძის უნივერსიტეტში მობილობისთვის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ



,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53- ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ტემპუსის და ერაზმუს პლიუსის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის და ინსტიტუციონალური განვითარების პროექტების ინსტიტუციონალური კოორდინატორის წერილის  (10368/10;
04.06.19) საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    ჩატარდეს კონკურსი 2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში ლოძის უნივერსიტეტში მობილობისთვის კანდიდატების შესარჩევად.
2.    კონკურსი ჩატარდეს 2019 წლის 12 ივნისს, 11:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №121 (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1).
3.    დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) თეონა მატარაძე, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ირინა გველესიანი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) ია ნაცვლიშვილი, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;

4.    დამტკიცდეს  კომისიის  მდივნად  თსუ  საგარეო  ურთიერთობის  დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი ჭელიშვილი.
5.    დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6.    ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.    წინამდებარე     ბრძანება     კანონმდებლობით     დადგენილი     წესით     გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის    დეპარტამენტი,   შიდა   აუდიტის   სამსახური,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.



რექტორი  გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 134/01-01

2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ოსლოს უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ოსლოს უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (10139/10; 31.05.19) საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    ჩატარდეს  კონკურსი  2019/2020  სასწავლო  წლის  შემოდგომის  სემესტრისთვის ევროკომისიის        მიერ     დაფინანსებული     ერაზმუს+     პროგრამის     ფარგლებში პარტნიორი ოსლოს უნივერსიტეტის მიერ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის    პერსონალისთვის     გამოყოფილი     სტიპენდიის     კანდიდატის შესარჩევად.
2.    კონკურსი ჩატარდეს 2019 წლის 12 ივნისს, 17:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №121 (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1).
3.    დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)ფროდ    ჰერმუდსგარდი,    ოსლოს    უნივერსიტეტის    ემერიტუსი,    კომისიის თავმჯდომარე;
ბ)კახაბერ ლორია, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)ნინო წერეთელი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი,კომისიის წევრი.
4.    დამტკიცდეს  კომისიის  მდივნად  თსუ  საგარეო  ურთიერთობის  დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი ჭელიშვილი.
5.    დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6.    ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.    წინამდებარე     ბრძანება     კანონმდებლობით დადგენილი  წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის    დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 135/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორანტის (კონდენსირებული გარემოს ფიზიკის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია) თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორანტის (კონდენსირებული გარემოს ფიზიკის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია) თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტის, ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების  შესახებ”  თსუ  რექტორისა  და  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის 2019 წლის 29 მარტის N6/04 ერთობლივი    ბრძანებისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რ. ხომერიკის 2019 წლის 29 მაისის  N9935/28 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.    გამოცხადდეს კონკურსი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორანტის (კონდენსირებული გარემოს ფიზიკის სასწავლო-სამეცნიერო    ლაბორატორია), ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად;
2.    კონკურსი გამოცხადდეს 2019 წლის 3 ივნისს, დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2019 წლის 10 ივნისიდან 2019 წლის 14 ივნისის  ჩათვლით;
3.    კონკურსი ჩატარდეს საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ 1 თვის ვადაში.
4.    კონკურსი ცხადდება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორანტის (კონდენსირებული გარემოს ფიზიკის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია) - 1 საშტატო ერთეულზე.
5.    ლაბორანტის (კონდენსირებული გარემოს ფიზიკის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია) თანამდებობაზე ხელფასი განისაზღვრება თვეში 480 (ოთხას ოთხმოცი) ლარით.
6.    ლაბორანტის (კონდენსირებული გარემოს ფიზიკის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია) თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:

ა)  განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ; ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ)  პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
დ)  უმაღლესი განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
ე)  სამოტივაციო წერილი;
ვ)  სამუშაო გამოცდილება პროფილის შესაბამისად.

7.    ვაკანტურ   თანამდებობაზე   შერჩეულ   პირს   ეზღუდება   პარალელურად მუშაობდეს სხვა ორგანიზაციაში;
8.    დამტკიცდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორანტის (კონდენსირებული გარემოს ფიზიკის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია) თანამდებობაზე შესარჩევი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ალექსანდრე შენგელაია - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორი – კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ამირან ბიბილაშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - მდივანი;
გ) დიმიტრი   დარასელია   - ზუსტ   და   საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიის გამგე - წევრი;
დ) გრიგორ მამნიაშვილი   - ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის კონდენსირებული გარემოს ფიზიკის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - წევრი;


9.   დამტკიცდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორანტის (კონდენსირებული გარემოს ფიზიკის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია) თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი კომისიის მუშაობის წესი (დანართი N1 );
10.  საბუთების მიღება იწარმოებს 2019 წლის 10 ივნისიდან 2019 წლის 14 ივნისის ჩათვლით 1000-დან    1700  საათამდე, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიაში. მისამართი თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N3,   თსუ II კორპუსი, ოთახი N110;
11. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე   განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
12. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, საფინანსო დეპარტამენტი,    პერსონალის მართვის    დეპარტამენტი,   შიდა   აუდიტის   სამსახური,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
13.  ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ნუნუ ოვსიანიკოვა

სრულად

ბრძანების N: 123/02-01

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელი განყოფილების აბიტურიენტებისათვის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელი განყოფილების აბიტურიენტებისათვის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 25 აპრილის N551 ბრძანების, უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის გია მამულაშვილის 29.05.2019წ. N9932/10 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაენიშნოთ სტიპენდია, 2019 წლის 18 აპრილიდან 19 ივლისამდე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელი განყოფილების აბიტურიენტებს, თითოეულს თვეში 150 ლარი დანართი N1 – ის მიხედვით.
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, გასცეს თვეში 10500 ლარი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებიდან.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი, უწყვეტი განათლების ცენტრი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ნუნუ ოვსიანიკოვა


სრულად

ბრძანების N: 617/02-04

2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ფრედერიკის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ
დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ფრედერიკის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53- ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (9914/10; 29.05.19) საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    ჩატარდეს კონკურსი  2019/2020 სასწავლო  წლის  შემოდგომის  სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ    დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში ფრედერიკის უნივერსიტეტის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.
2.    კონკურსი ჩატარდეს 2019 წლის 6 ივნისს, 11:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №121 (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1).
3.    დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)ანა ჩიქოვანი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)სოფიო შამანიდი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)მაკა ქამუშაძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი.
4.    დამტკიცდეს  კომისიის  მდივნად  თსუ  საგარეო  ურთიერთობის  დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი ჭელიშვილი.
5.    დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6.    ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.    წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ოკრიბელაშვილი
სრულად

ბრძანების N: 133/01-01

„სატენდერო კომისიის, სატენდერო კომისიის აპარატის შექმნისა და „სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 14 ნოემბრის N200/02-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 25 აგვისტოს N114/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
„სატენდერო კომისიის, სატენდერო კომისიის აპარატის შექმნისა  და „სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 14 ნოემბრის N200/02-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 25 აგვისტოს N114/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე



,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ანეტა მერკვილიშვილის 2019 წლის 28 მაისის N9841/10 კორესპონდენციის საფუძველზე,



ვბრძანებ:

1. შევიდეს დამატება   „სატენდერო კომისიის, სატენდერო კომისიის აპარატის შექმნისა და „სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 14 ნოემბრის N200/02-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის   2014 წლის 25 აგვისტოს N114/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე ,,ი“ ქვეპუნქტი:

,,ი) ოთარ ბერაძე - საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების სპეციალისტი.”.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების  ყველასათვის  ხელმისაწვდომ  ადგილზე  განთავსების  უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა

სრულად

ბრძანების N: 121/02-01

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ
სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ



,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57- ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის N187 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ", "ო", და "პ" ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტის,  "საექიმო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 და მე-15 მუხლების, "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 96-102 მუხლების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანების "რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია  დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა", "ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა/უმცროს ექიმთა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2013 წლის 15 ივლისის №84/2013 წლის დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-სა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 24 მაისის N9613/32 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :




1. ჩაირიცხონ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამებზე შემდეგი კონკურსანტები:

საგანმანათლებლო პროგრამა –  ოფთალმოლოგია

1.   თეკლე მელაძე (პ/ნ, 185 ქულა)
2.   რატი მიქაუტაძე (პ/ნ , 182 ქულა)
3.   თინა ქვარიანი (პ/ნ ,174 ქულა)

საგანმანათლებლო პროგრამა – ლაბორატორიული მედიცინა

1.   მარინა ბერია (პ/ნ , მაძიებელი)
2.   ნანა სხილაძე (პ/ნ , 158 ქულა)

საგანმანათლებლო პროგრამა – ენდოკრინოლოგია
1.   მანანა მენაბდიშვილი (პ/ნ , 180 ქულა)

საგანმანათლებლო პროგრამა – თერაპიული სტომატოლოგია
1.   ნინო ბრეგვაძე (პ/ნ , 184 ქულა)

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს;
3. დაევალოს  კანცელარიას,  ბრძანება  განათავსოს  ყველასათვის  ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი   ნინო ოკრიბელაშვილი

სრულად

ბრძანების N: 486/01-04

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში  ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, თსუ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის გიორგი ტალახაძის 2019 წლის 24 მაისის N9625/10 და თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რამაზ ხომერიკის 2019 წლის 24 მაისის N9590/28 კორესპონდენციების საფუძველზე, 

ვბრძანებ:

1. შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში:

ა) ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის 31-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

,,8. დავით ჩეკურიშვილი - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების სპეციალისტი - მე-11 სასწავლო კორპუსში    არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი, ამავე კორპუსის ადმინისტრატორის ზაზა თავზარაშვილის შვებულებაში ყოფნის განმავლობაში.“.

ბ) ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალონდეს შემდეგი სახით:

,,ზ) ნინო რობაქიძე - ლაბორატორიის გამგე -  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ზოგადი და არაორგანული ქიმიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიაში (NN346-348, N350 და N352 ოთახები) არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი.“.

2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.




ადმინისტრაციის ხელმძღვანელი              ნუნუ ოვსიანიკოვა 

სრულად

ბრძანების N: 119/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტების, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,   მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის  N118 დადგენილების - " სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს   2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ   – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის   (პროფესორი,   ასოცირებული   პროფესორი,   ასისტენტ- პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია  თსუ  წარმომადგენლობითი  საბჭოს  მიერ,  ოქმი  №4,  14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი     საშტატო     განრიგის     დამტკიცების     შესახებ“ თსუ     რექტორის     და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2019 წლის 15 მაისის N10/04 ერთობლივი ბრძანების და ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა  ფაკულტეტის     დეკანის  რამაზ ხომერიკის 2019 წლის 24 მაისის  N9588/28 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2.  უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2019 წლის 28 მაისს,   საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2019 წლის პირველი ივლისიდან 2019 წლის 5 ივლისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2019 წლის 15 სექტემბრისა;
4. კონკურსი  გამოცხადდეს  ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული      პროფესორის      აკადემიური      თანამდებობის დასაკავებლად:
ბიოლოგიის დეპარტამენტი

ადამიანისა  და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრა

ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია ,,გ’’)

5. ასოცირებული    პროფესორის    თანამდებობაზე    ასარჩევმა    კანდიდატმა    უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება    საკონკურსო    კომისიის    სახელზე    (დადგენილი      ფორმის მიხედვით); 
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);          
გ)  პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)   ასლი   (უცხო   ქვეყანაში   მიღებული განათლების   ან/და სამეცნიერო   ხარისხის   აღიარების   კანონმდებლობით   დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე)  სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა); ვ)სამეცნიერო  -  პედაგოგიური  მუშაობის  გამოცდილების  დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
6.  ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი   კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს  თანხმობა  მხოლოდ  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა 
მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
7.   საკონკურსო   დოკუმენტების მიღება იწარმოებს   2019 წლის პირველი ივლისიდან
2019 წლის  5  ივლისის     ჩათვლით     9:30-დან     18:00       საათამდე,     ზუსტ     და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N3 თსუ II კორპუსი, ოთახი N158;
8.   ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს    (ზუსტ    და    საბუნებისმეტყველო    მეცნიერებათა ფაკულტეტი, საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის   სამსახური,   საინფორმაციო   ტექნოლოგიების   დეპარტამენტი,   გაზეთი
,,თბილისის უნივერსიტეტი’’).
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.





რექტორის მოვალეობის შემსრულებელი                ნინო ოკრიბელაშვილი

სრულად

ბრძანების N: 128/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტების, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,   მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის  N118 დადგენილების - " სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29.12.2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს   2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ   – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის   (პროფესორი,   ასოცირებული   პროფესორი,   ასისტენტ- პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია  თსუ  წარმომადგენლობითი  საბჭოს  მიერ,  ოქმი  №4,  14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი     საშტატო     განრიგის     დამტკიცების     შესახებ“ თსუ     რექტორის     და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2019 წლის 15 მაისის N10/04 ერთობლივი ბრძანების და ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა  ფაკულტეტის     დეკანის  რამაზ ხომერიკის 2019 წლის 24 მაისის  N9588/28 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის  ასისტენტ  -  პროფესორად  4  (ოთხი)  წლის  ვადით  შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2019 წლის 28 მაისს, საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2019 წლის პირველი ივლისიდან 2019 წლის 5 ივლისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2019 წლის 15 სექტემბრისა;
4. კონკურსი გამოცხადდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ - პროფესორების აკადემიური     თანამდებობის დასაკავებლად:

ბიოლოგიის დეპარტამენტი ბიომრავალფეროვნების კათედრა
ასისტენტ - პროფესორი - 2 საშტატო ერთეული  (კატეგორია ,,გ’’)

მორფოლოგიის კათედრა
ასისტენტ - პროფესორი - 1 საშტატო ერთეული   (კატეგორია ,,გ’’)

5. ასისტენტ  -  პროფესორის  თანამდებობაზე  ასარჩევმა  კანდიდატმა  უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება    საკონკურსო    კომისიის    სახელზე    (დადგენილი      ფორმის მიხედვით); 
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);          
გ)  პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)   ასლი   (უცხო   ქვეყანაში   მიღებული განათლების   ან/და სამეცნიერო   ხარისხის   აღიარების   კანონმდებლობით   დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე)  სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ვ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
ზ) სამოტივაციო წერილი; 
6. ასისტენტ - პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი    კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს  თანხმობა  მხოლოდ  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ     შესაბამისი     აკადემიური     თანამდებობის     დაკავებისთანავე)     და დაადასტუროს    ინფორმაცია   იმის   შესახებ,   რომ   არ   გააჩნია   ძალაში   მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
7.   საკონკურსო   დოკუმენტების მიღება იწარმოებს   2019 წლის პირველი ივლისიდან
2019 წლის     5     ივლისის     ჩათვლით     9:30-დან     18:00       საათამდე,     ზუსტ     და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N3 თსუ II კორპუსი,  ოთახი N158;
8.   ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს    (ზუსტ    და    საბუნებისმეტყველო    მეცნიერებათა ფაკულტეტი, საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის   სამსახური,   საინფორმაციო   ტექნოლოგიების   დეპარტამენტი,   გაზეთი
,,თბილისის უნივერსიტეტი’’).
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.





რექტორის მოვალეობის შემსრულებელი             ნინო ოკრიბელაშვილი

სრულად

ბრძანების N: 129/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი,  მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის  შედეგების  (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“,  და ,,პ’’ ქვეპუნქტებისა,  მე-9  და მე-11 პუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის ნუგზარ ღლონტის 2019 წლის 21 მაისის N9302/10  წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2019 წლის 20 მაისის  სხდომის შემაჯამებელი ოქმი N2) საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი,    მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) სექტორების მიხედვით და განისაზღვრონ არჩეულად ქვემოჩამოთვლილი პირები შემდეგი შემადგენლობით:

გეოფიზიკური ველების დინამიკისა და გამოთვლითი გეოფიზიკის სექტორი:
1.  ალექსანდრე  სბორშჩიკოვი  -    უფროსი  მეცნიერი  თანამშრომელი    -  1    საშტატო ერთეული

სეისმოლოგიის, სეისმური საშიშროებისა და კატასტროფების  რისკის სექტორი:
1.  დავით სვანაძე -    უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

დედამიწის ფიზიკისა და გეომაგნეტიზმის სექტორი:
1.  ნინო  ყვავაძე -    მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის    სამეცნიერო პერსონალთან.

3.  წინამდებარე  ბრძანების   უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი).

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





რექტორის მოვალეობის შემსრულებელი           ნინო ოკრიბელაშვილი

სრულად

ბრძანების N: 130/01-01

ბრატისლავას კომენიუსის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
ბრატისლავას კომენიუსის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ  საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის გამოყოფილი  სტიპენდიების  კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53- ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (6774/10; 28.05.19) საფუძველზე



ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩატარდეს   კანდიდატთა   შესარჩევი   კონკურსი   2019   წლის   ზაფხულისთვის ბრატისლავას კომენიუსის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის თსუ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურისა საფეხურის სტუდენტებისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.
2. კონკურსი  ჩატარდეს  2019  წლის  29  მაისს  11  საათზე  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №121   (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1).
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით: 
ა)რუსუდან დოლიძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)გურამ ქუთელია,    თსუ    ზუსტ    და    საბუნებისმეტყველო    მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ბ)სოფია აუგუშტა დე კაშტრუ ოლივეირა და კრუში, პორტუგალიური ენისა და
კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი.

4. დამტკიცდეს  კომისიის  მდივნად  თსუ  საგარეო  ურთიერთობის  დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი ჭელიშვილი.
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი,   შიდა   აუდიტის   სამსახური,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.





რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში            ნინო ოკრიბელაშვილი
სრულად

ბრძანების N: 131/01-01

2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში ზაარლანდის უნივერსიტეტის (გერმანია) მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში ზაარლანდის უნივერსიტეტის (გერმანია) მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ



,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53- ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11  პუნქტების და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (9695/10; 27.05.19) საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩატარდეს  კონკურსი  2019/2020  სასწავლო  წლის  შემოდგომის  სემესტრისთვის ორმხრივი თანამშრომლობის     ხელშეკრულების     ფარგლებში     ზაარლანდის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2019 წლის 30 მაისს, 11:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №121 (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1).
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)ნინო ქიმერიძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)ბესიკ კალანდაძე,    თსუ    ზუსტ    და    საბუნებისმეტყველო    მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)სიმონ გელაშვილი, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს  კომისიის  მდივნად  თსუ  საგარეო  ურთიერთობის  დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი ჭელიშვილი.
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე     ბრძანება     კანონმდებლობით     დადგენილი     წესით     გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი,   შიდა   აუდიტის   სამსახური,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.










რექტორის მოვალეობის შემსრულებელი                ნინო ოკრიბელაშვილი

სრულად

ბრძანების N: 132/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში სტაჟიორთა შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში სტაჟიორთა შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და   24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’,  ,,პ” ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის    2011    წლის    16    მაისის    N80/02-01    ბრძანებით დამტკიცებული სტაჟირების გავლის წესის და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ი. გრძელიძის 2019 წლის 14 მაისის N8713/10  განცხადების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  გამოცხადდეს კონკურსი სტაჟიორთა შერჩევის მიზნით სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში.
2. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც  აქვს  უნივერსიტეტის    ხარისხის    უზრუნველყოფის    სამსახურის მოსამსახურისათვის დადგენილი   საკვალიფიკაციო   მოთხოვნების   შესაბამისი უმაღლესი განათლება ან არის შესაბამისი სპეციალობის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (დამამთავრებელ კურსად ჩაითვლება სწავლების ბოლო წელი).
3. სტაჟიორთა     კონკურსში     პრიორიტეტი     მიენიჭებათ     უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს.
4. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდეს შემდეგი მიმართულებებით:

ა ) საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით - 2 (ორი) სტაჟიორი; სტაჟირების   მიზანია   ხარისხის   უზრუნველყოფის   პროცესების   მხარდაჭერა შემდეგი მიმართულებებით:

•  საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების პროცესში მონაწილეობა;
•  საგანმანათლებლო პროგრამების ბაზის მართვაში მონაწილეობა;
•  სამსახურის    მანდატის    ფარგლებში    სემინარებისა    და    ტრენინგების დაგეგმვაში მონაწილეობა;
•  სამაგიდო კვლევების წარმოებაში მონაწილეობა.

კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) საქართველოსა და თსუ-ის  განათლების ხარისხის მარეგულირებელი კანონდებლობის ცოდნა;
ბ) ინგლისური ენის ფლობა (B2);
გ) კომპიუტერული უნარების ქონა;
დ)  მონაცემების  შეგროვების,  ანალიზისა  და  არგუმენტირებული  მსჯელობის უნარი;
ე) გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა (სასურველია).
ვ)  სასურველია  თსუ-ის  სტუდენტის    სტატუსი  (სამაგისტრო  ან  სადოქტორო საფეხური).
ბ) რეგულაციების მიმართულებით - 1 (ერთი) სტაჟიორი.

სტაჟირების   მიზანია   ხარისხის   უზრუნველყოფის   პროცესების   მხარდაჭერა შემდეგი მიმართულებებით:

• ხარისხის შიდა უზრუნველყოფის რეგულაციების ანალიზში მონაწილეობა;
• ხარისხის   შიდა   უზრუნველყოფის   რეგულაციების   ტექსტების   მომზადებაში მონაწილეობა;
• მანდატის ფარგლებში სემინარებისა და ტრენინგების ორგანიზებაში მონაწილეობა;
• სამაგიდო კვლევების წარმოებაში მონაწილეობა.

კონკურსში    მონაწილე    პირი   უნდა    აკმაყოფილებდეს    შემდეგ    საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) რეგულაციების შემუშავების თეორიული საფუძვლების ცოდნა. სასურველია ასევე რეგულაციების შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება;
ბ) საქართველოსა და თსუ-ის განათლების ხარისხის მარეგულირებელი კანონდებლობის ცოდნა;
გ) ინგლისური ენის ფლობა (B2);
დ) კომპიუტერული უნარების ქონა;
ე) მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი.
ვ) სასურველია თსუ-ის სტუდენტის სტატუსი (სამაგისტრო ან სადოქტორო საფეხური სამართლის  მიმართულებით);
გ) ელექტრონული  ბაზების მართვის მიმართულებით - 1 (ერთი) სტაჟიორი:

სტაჟირების მიზანია თსუ ხარისხის უზრუნველყოფის პროცესების მხარდაჭერა შემდეგი მიმართულებებით:

•  ხარისხის     შიდა     უზრუნველყოფის     ელექტრონული     მართვის     სისტემის განვითარება;
•   მანდატის ფარგლებში სემინარებისა და ტრენინგების ორგანიზებაში მონაწილეობა;
•   სამაგიდო კვლევების წარმოებაში მონაწილეობა. 

კონკურსში   მონაწილე   პირი   უნდა   აკმაყოფილებდეს   შემდეგ   საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) პროგრამირება  (სასურველია პრაქტიკული გამოცდილება); ბ) ინგლისური ენის ფლობა (B2);
გ) კომპიუტერული უნარების ქონა;
დ) მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი.
ვ)  სასურველია  თსუ-ის  სტუდენტის    სტატუსი  (სამაგისტრო  ან  სადოქტორო საფეხური).
დ) სისტემური  და საჭიროებაზე  დაფუძნებული  კვლევების  მიმართულებით  - 2 (ორი) სტაჟიორი.

სტაჟირების მიზანია თსუ ხარისხის უზრუნველყოფის პროცესების მხარდაჭერა შემდეგი მიმართულებებით:

•  ხარისხის   შიდა   უზრუნველყოფის   ფარგლებში   განხორციელებული კვლევების დაგეგმვასა      და      განხორციელებაში      მონაწილეობა; კითხვარების შემუშავება, მონაცემების შეგროვება, ინტერვიუების განხორციელება, მონაცემების გასუფთავება და დამუშავება, ანგარიშის მომზადება.
•  მანდატის  ფარგლებში  სემინარებისა  და  ტრენინგების  ორგანიზებაში მონაწილეობა;
•  კაბინეტური კვლევების წარმოება;
•  მანდატის    ფარგლებში    კორესპოდენციაზე    პასუხის    პროექტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდების ცოდნა; ბ) რაოდენობრივი და/ან თვისებრივი კვლევის განხორციელების პრაქტიკული გამოცდილება;
გ) STRATA ან SPSS-ში მუშაობის გამოცდილება;
დ) ინგლისური ენის ფლობა (B2);
ე) კომპიუტერული უნარების ქონა;
ვ) მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი.
ზ)  სასურველია  თსუ-ის  სტუდენტის    სტატუსი  (სამაგისტრო  ან  სადოქტორო საფეხური).

5. სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა კომისიის სამდივნოში უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
1.   წერილობითი განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი 1);
2.   მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
3.   დიპლომის ასლი, თუ კანდიდატს აქვს უმაღლესი განათლება, ხოლო უმაღლესი განათლების არმქონე კანდიდატმა - ცნობა შესაბამისი უმაღლესი საგანათლებლო დაწესებულებიდან.
4.   რეკომენდაცია;
5.   ორი ფოტოსურათი (3X4);
6.   უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ((B2); 
7.   ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების გავლის შესახებ;

6. კონკურსი გამოცხადდეს 2019 წლის 21 მაისიდან დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2019 წლის  27 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით.
7. კონკურსში მონაწლეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე (სტაჟიორთა კონკურსში პრიორიტეტი მიენიჭებათ უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს). ინდენტიფიცირებული კანდიდატები გაივლიან შესარჩევ ზეპირ გასაუბრებას.
8. სტაჟირების ხანგრძლივობაა  4 (ოთხი) თვე (ანაზღაურების გარეშე).
9. სააპლიკაციო პაკეტების საფუძველზე შერჩეული კანდიდატების ზეპირი გასაუბრება შედგება 2019 წლის ივნისის თვეში და იდენტიფიცირებულ კანდიდატებს ეცნობებათ ელ- ფოსტით.
10. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა სრულყოფილი სააპლიკაციო პაკეტი უნდა წარმოადგინოს კომისიის სამდივნოში, არაუგვიანეს, 2019  წლის   27  მაისიდან  30 მაისის ჩათვლით. 10:00-დან 18:00-მდე საათის ჩათვლით მისამართი ქ. თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ.N1, თსუ- პირველი კორპუსი, ოთახი 117, ან დასკანერებული ვერსია გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge
11. ინფორმაცია ,, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში სტაჟიორთა შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ" განცხადება განთავსდეს - www.jobs.ge
12. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის       დეპარტამენტი, შიდა  აუდიტის   სამსახური,  საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტი, საფინანსო  დეპარტამენტი,  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური).
13. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.







ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                ნუნუ ოვსიანიკოვა
სრულად

ბრძანების N: 109/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში სტაჟიორთა შესარჩევად კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში სტაჟიორთა შესარჩევად კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ



"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’,  ,,პ” ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011    წლის    16    მაისის    N80/02-01    ბრძანებით დამტკიცებული სტაჟირების გავლის წესის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში სტაჟიორთა შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

1. ირმა გრძელიძე - საკონკურსი კომისიის თავმჯდომარე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
2.  ნინო ქიმერიძე - საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის აკრედიტაციის, კვლევებისა და შეფასების განყოფილების უფროსი;
3. თეა  სიფრაშვილი  -  საკონკურსო  კომისიის  წევრი  -  ხარისხის უზრუნველყოფის ინსტიტუციური განვითარებისა და ავტორიზაციის განყოფილების უფროსი;
4.   მანანა მელიქიშვილი - საკონკურსო კომისიის წევრი - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
5.   თეა წითლანაძე - საკონკურსო კომისიის წევრი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
6.   რუსუდან   სეთურიძე   -   საკონკურსო   კომისიის   წევრი   -   სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი.
7.   ნინო  მარუაშვილი  -  საკონკურსო  კომისიის  მდივანი  -  პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.

2.  დაევალოს საკონკურსო კომისიას აპლიკანტების შერჩევა  სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე და ინდენტიფიცირებულ კანდიდატებთან შესარჩევი ზეპირი გასაუბრება.
3.  დაევალოს საკონკურსო კომისიას, დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2019 წლის 16 ივნისისა.
4.  წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო  ტექნოლოგიების დეპარტამენტი,     ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, ფსიქოლოგიისა და განათლების      მეცნიერებათა ფაკულტეტი, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი, იურიდიულ დეპარტამენტი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი).
5. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი             ნუნუ ოვსიანიკოვა 

სრულად

ბრძანების N: 110/02-01

"სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
"სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ



,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და უნივერსიტეტის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის ირაკლი ღარიბაშვილის 2019 წლის 17 მაისის N9115/10 კორესპონდენციის საფუძველზე,



ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში და ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1 -ის ,,გ“ თავის მე-14 მუხლი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,14. თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა

14.1. თამარ დოჭვირი- დიგიტიზაციის ჯგუფის რედაქტორი, კომისის თავმჯდომარე;
14.2. ნინო ჩაჩუა - წიგნსაცავის განყოფილების უფროსი -კომისიის წევრი;
14.3. მაია მაისურაძე - დიგიტიზაციის ჯგუფის უფროსი სპეციალისტი -კომისიის წვრი;
14.4. ეკატერინე რუხაძე - დაკომპლექტების განყოფილების უფროსი -კომისიის წევრი;
14.5.  მანანა  ცომაია  -  ტექნოლოგიების   კომერციალიზაციის   ჯგუფის  სპეციალისტი  - კომისიის წევრი;
14.6. დიანა ფაციაშვილი - ბუღალტერი - კომისიის წევრი;
14.7.  თამარ    შენგელია    -    თსუ-ს    საფინანსო    დეპარტამენტის    საგეგმო-საფინანსო განყოფილების უფროსი სპეციალისტი -კომისიის წევრი.“.

2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                   ნუნუ ოვსიანიკოვა 

სრულად

ბრძანების N: 111/02-01

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ’’, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 2 მაისის N100/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი  - შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ’’, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   რექტორის 2019 წლის 2 მაისის N100/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“  და ,,პ“  ქვეპუნქტებისა და მე-9  პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის    ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, ივანე წერეთელის 2019 წლის 21 მაისის N10658/10-02 განცხადების და ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტის დირექტორის ნინო ფარცვანიას 2019 წლის 22 მაისის N9428/10 წერილის   (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2019 წლის  22 მაისის ოქმი N4) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის      დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი,  მეცნიერი თანამშრომელი  - შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ’’, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის    რექტორის  2019  წლის  2  მაისის  N100/01-01 ბრძანებაში;

ა) ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვებუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) მამუკა ჯიბლაძე - ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის    ინსტიტუტის მათემატიკური ლოგიკის     განყოფილების      ხელმძღვანელი,      მთავარი      მეცნიერი თანამშრომელი’’.

ბ) ბრძანების  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ მამუკა ჯიბლაძე,   საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ გიორგი ხიმშიაშვილი, საკონკურსო კომისიის მდივანად ალექსანდრე გამყრელიძე’’.

2. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
3. წინამდებარე ბრძანება უნივერსიტეტის ოფიციალურ    ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.






 რექტორი      გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 127/01-01

დოქტორანტის ხელმძღვანელის ცალკეულ ვალდებულებათა განსაზღვრის შესახებ“ სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 23 აპრილის N58/01-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოქტორანტის ხელმძღვანელის ცალკეულ ვალდებულებათა განსაზღვრის შესახებ“  სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  რექტორის 2014 წლის 23 აპრილის N58/01-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა,“ „ბ,“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის  მე-9 პუნქტისა და თსუ აკადემიური საბჭოს 2016 წლის 31 ოქტომბრის N124/2016 დადგენილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  წინამდებარე   ბრძანების   ძალაში   შესვლის   დღიდან   ძალადაკარგულად   გამოცხადდეს
„დოქტორანტის ხელმძღვანელის ცალკეულ ვალდებულებათა განსაზღვრის შესახებ“ სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 23 აპრილის N58/01-01 ბრძანება.
2. ბრძანების  უნივერსიტეტის   ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საიფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს    (პერსონალის    მართვის    დეპარტამენტი,    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, მედიცინის ფაკულტეტი).
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





რექტორი      გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 126/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის მე-9 პუნქტის, "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 24 თებერვლის N08/04 ერთობლივი ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტისა და ენების შემსწავლელი ცენტრის უფროსის რუსუდან დოლიძის 2019 წლის   20 მაისის  N9129/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) დარეჯან გარდავაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი -კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ინა ბარათაშვილი - ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელი - კომისიის მდივანი;
გ) იზაბელა პეტრიაშვილი -   ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი - კომისიის წევრი;
დ) ნინო აბრალავა - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი - კომისიის წევრი;
ე) კონსტანტინე ბრეგაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - კომისიის წევრი;
ზ) ნატალია    ბასილაია    -    ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა    ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - კომისიის წევრი;
თ)   ტატიანა   ჭეიშვილი   -   ენების   შემსწავლელი   ცენტრის   მასწავლებელი   -კომისიის წევრი;
ი)   ქეთევან   ლორთქიფანიძე   -   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - კომისიის წევრი;
კ)  ნანა  ტონია  -    ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  პროფესორი  - კომისიის წევრი;
ლ) ირინე დარჩია - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - კომისიის წევრი;
მ)   იამზე გაგუა -   ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - კომისიის წევრი;
ნ) მანანა ფხაკაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - კომისიის წევრი;

2. ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო კომისიის მუშაობის ვადა განისაზღვროს 2019 წლის 23 მაისიდან  2019 წლის  31  მაისის ჩათვლით.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,  ენების შემსწავლელი ცენტრი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.






რექტორი         გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 122/01-01