საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტებისა და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგ სტუდენტებს, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი N5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი N6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N7);



 
2. წინამდებარე ბრძანების დანართებში მითითებულ სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ ადმინისტრაციული რეგისტრაცია, მათ მიერ გადახდილი სწავლის საფასური ჩათვლილ იქნეს მომდევნო ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისას სწავლის საფასურად;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
6. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, N6).





რექტორი გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 248/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფულის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფულის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტებისა და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:


1. შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგ სტუდენტებს, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი N5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი N6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N7);


 
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა საიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, N6).





რექტორი გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 252/01-04

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საგამოცდო, მხატვრული, სანახაობრივი, სპორტული ღონისძიების ორგანიზების პროცედურის განსაზღვრისა და მომსახურეობის სახეობების განსაზღვრის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 30 მარტის №31/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საგამოცდო, მხატვრული, სანახაობრივი, სპორტული ღონისძიების ორგანიზების პროცედურის განსაზღვრისა და მომსახურეობის სახეობების განსაზღვრის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 30 მარტის №31/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის, ცოდნის  გადაცემისა  და  ინოვაციების  ცენტრის  ხელმძღვანელის  2020 წლის  06 მარტის N4071/10 კორესპონდენციისა და დამოუკიდებელი შემფასებლის 2020 წლის 12 მარტის დასკვნის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შევიდეს  ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საგამოცდო,   მხატვრული, სანახაობრივი, სპორტული  ღონისძიების ორგანიზების პროცედურის განსაზღვრისა და მომსახურეობის სახეობების განსაზღვრის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 30 მარტის №31/02-01 ბრძანებაში და ბრძანებით დამტკიცებული დანართი №4 ჩამოყალიბდეს წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული სახით (დანართი N4).
2.   ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.   ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე


სრულად

ბრძანების N: 70/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე


„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე“ თსუ რექტორის 2020 წლის 2 მარტის N157/01-04 ბრძანებით დაიწყო წარმოება თსუ-ს სტუდენტებისათვის ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთიდა იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღება წარმოადგენს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველს.წარმოების შედეგად დადგინდა, რომ თსუ-ს რექტორის 2020 წლის 2 მარტის N157/01-04 ბრძანებაში მითითებულ სტუდენტთა ნაწილს, რომელთა მიმართაც მიმდინარეობდა წარმოება, ნამდვილად აქვს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, ხოლო სტუდენტთა ნაწილს არ უნდა შეუწყდეს სტუდენტის სტატუსი. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ემუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-01 ბრძანების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N5026/28, 26.03.2020; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N5022/27, 26.03.2020; სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N4974/30, 25.03.2020; ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის N4973/29, 25.03.2020; იურიდიული ფაკულტეტის დეკანის N5042/31-05, 27.03.2020; ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N4976/26, 25.03.2020 და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის N5009/32, 26.03.2020 წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:




1. შეუწყდეთ თსუ-ს სტუდენტის სტატუსი 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს, 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით, ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, ფაკულტეტების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
1.2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);
1.3. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);
1.4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);
1.5. იურიდიული ფაკულტეტი (დანართი N5);
1.6. მედიცინის ფაკულტეტი (დანართი N6);
1.7. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N7)

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს და განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
4. ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე.
 
5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, N6)





რექტორი გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 241/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56- ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. აღუდგეთ სტუდენტის სტატუსი 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების შემდეგ სტუდენტებს:


ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7).

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.




რექტორი გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 243/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანებისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული ბაზის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. აღუდგეთ სტუდენტის სტატუსი 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამების შემდეგ სტუდენტებს:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7).

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 245/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და   მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის
– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო   დაწესებულებაში   გადასვლის   წესისა   და   საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   აღუდგეთ სტუდენტის სტატუსი 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ძირითადი საგანმანათლებლო  ერთეულების    შესაბამისად    თანდართული    სიის მიხედვით მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების შემდეგ სტუდენტებს:

ა)  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
ბ)  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №2);
გ)  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
ე)  იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);
ვ)  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №6).

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო  ტექნოლოგიების დეპარტმენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





რექტორი    გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 223/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ელექტრონული სწავლების ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ელექტრონული სწავლების ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ


ახალი კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პრემიერ- მინისტრის ხელძღვანელობით შექმნილი მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება სასწავლო პროცესების მართვის მიზნით შეიმუშაოს ელექტრონული სწავლების ადმინისტრირების წესი. ყოველივე ზემხსენებულიდან და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1.დამტკიცდეს    სსიპ-ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტში ელექტრონული სწავლების ადმინისტრირების წესი (დანართი №1).
2.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.დაევალოს    კანცელარიას,    ბრძანება    განათავსოს    ყველასათვის ხელმისაწვდომ
ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





რექტორი   გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 67/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019- 2020 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2019 წლის 5 ივლისის N168/01-01 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019- 2020 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2019
წლის 5 ივლისის N168/01-01 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ემუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ემუხლის მე-3 ნაწილის, 54-ემუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტს N181 დადგენილების საფუძველზე,


ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილებები და დამატება „სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2019 წლის 5 ივლისის N168/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის „გ“ და „ვ“ქვეპუნქტებში:

ა) ბრძანების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.დ1 “ ქვეპუნქტი:

„გ.დ1) ელექტრონული სწავლების კომპონენტის გამოყენება ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა „მედიცინა“ (ინგლისურენოვანი) და მედიცინა დამამთავრებელი სემესტრების სტუდენტებისათვის – 17 მარტი;“


ბ) ბრძანების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ გ.ე) სააუდიტორიო მეცადინეობები - 21 აპრილი-27 ივნისი; “


გ) ბრძანების პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის „ვ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ვ.ე) სააუდიტორიო მეცადინეობები - 21 აპრილი-27 ივნისი;“


2.  ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.  დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.




რექტორი     გიორგი შარვაშიძე 
სრულად

ბრძანების N: 68/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის     თბილისის     სახელმწიფო     უნივერსიტეტის     წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, და ,,პ’’ ქვეპუნქტებისა, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის   სამეცნიერო   პერსონალის   სამსახურში   მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, ილია ვეკუას სახელობის   გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი  ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორის მოვალეობის    შემსრულებლის   და  ადმინისტრაციის     ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 25 დეკემბრის N23/04 ერთობლივი ბრძანებისა და ილია ვეკუას     სახელობის     გამოყენებითი     მათემატიკის     სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მერაბ სვანაძის 2020 წლის 18 მარტის N7140/10-02 სამსახურებრივი ბარათის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2020 წლის 18 მარტის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვრონ არჩეულად:

დრეკადობის და გარსთა თეორიის განყოფილება:
1. ლამარა ბიწაძე - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
2. ნათელა  ზირაქაშვილი  -  უფროსი  მეცნიერი  თანამშრომელი  -  1  საშტატო ერთეული

საინჟინრო და ფიზიკური ამოცანების განყოფილება:
1. დავით კალაძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

უწყვეტ გარემოთა მექანიკის მათემატიკური პრობლემების და ანალიზის მონათესავე საკითხების ლაბორატორია:
1. ივანე ცაგარელი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

მათემატიკური მოდელირების და გამოთვლითი მათემატიკის ლაბორატორია:
1. გიორგი გელაძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

გამოყენებითი ლოგიკისა და პროგრამირების ლაბორატორია:
1. ხიმური რუხაია - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
2. ლალი ტიბუა - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული


2.დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალთან.
3.წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი  ინსტიტუტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი     გიორგი შარვაშიძე 
სრულად

ბრძანების N: 66/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეღავათიანი სამუშაო რეჟიმით სარგებლობის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 12 მარტის N57/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეღავათიანი სამუშაო რეჟიმით სარგებლობის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 12 მარტის N57/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, როგორც უნივერისტეტის პერსონალთან შრომითი ხელშეკრულების დადების უფლებამოსილების მქონე მართვის ორგანო, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15  მუხლის პირველი პუნქტის, მე- 16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“, და ,,პ” ქვეპუნქტებისა და ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანაწესი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები“-ს მე-19 მუხლის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.შევიდეს ცვლილება ,,სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეღავათიანი სამუშაო რეჟიმით სარგებლობის თაობაზე“ ადმინისტრაციის   ხელმძღვანელის   2020   წლის   12   მარტის   N57/02-01   ბრძანებაში   და ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. წინამდებარე ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დასაქმებულების გარდა,   სხვა   დასაქმებულებს   უფლება   მიეცეთ   სამუშაო   კვირის განმავლობაში არანაკლებ 2 სამუშაო დღე თავისი უფლებამოვალეობები და ფუნქციები შეასრულონ სრულად    დისტანციურად,    შესაბამისი    სტრუქტურული    ერთეულის

ხელმძღვანელის მიერ შემუშავებული სამუშაო გრაფიკის და ამ გრაფიკით გათვალისწინებული რიგითობის მიხედვით.“

2.წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3.წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებისათვის დაგზავნა და ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი     ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 67/02-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2018 წლის შემოდგომისა და 2019 წლის შემოდგომის მიღებაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის და რექტორის 2018 წლის 29 ნოემბრის N296/01-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2019 წლის 2დეკემბრის N300/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2018 წლის შემოდგომისა და
2019 წლის შემოდგომის მიღებაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის და რექტორის 2018 წლის 29 ნოემბრის N296/01-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2019 წლის 2დეკემბრის N300/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9პუნქტისა და პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2020 წლის 16 მარტის N4660/10 წერილის  საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.  შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2018 წლის შემოდგომისა და 2019 წლის შემოდგომის მიღებაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის და რექტორის 2018 წლის 29 ნოემბრის N296/01-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2019 წლის 2 დეკემბრის N300/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N1 დანართში და აღნიშნული დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


                                                                                                                                                                                                                                                                                                          დანართი N1

2018 წლის შემოდგომის მიღებაზე ჩარიცხული პროფესილი სტუდენტების სასწავლო პროცესის ვადები.

 

ა)

მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი (2018 წლის შემოდგომის მიღება)

 

ა.ა)

სასწავლო პროცესის დაწყება და დამთავრების თარიღები

 

03.12.2018 -03.10.2020

 

 

 

ა.ბ)

 

 

 

არდადეგები

29.12.2018 - 07.01.2019

22.07.2019 - 06.09.2019

30.12.2019 - 06.01.2020

02.03.2020 – 14.03.2020

16.03.2020 – 31.03.2020

24.08.2020 – 05.09.2020

 

ბ)

მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

ბიბლიოთეკარი  (2018 წლის შემოდგომის მიღება)

 

ბ.ა)

სასწავლო პროცესის დაწყება და დამთავრების თარიღები

 

03.12.2018 - 25.05.2020

 

 

 

ბ.ბ)

 

 

 

არდადეგები

29.12.2018 - 07.01.2019

22.07.2019 - 06.09.2019

30.12.2019 - 06.01.2020

02.03.2020 – 14.03.2020

16.03.2020 – 31.03.2020

 

გ)

მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

საბაჟოსაქმე  (2018 წლის შემოდგომის მიღება)

 

გ.ა)

სასწავლო პროცესის დაწყება და დამთავრების თარიღები

 

03.12.2018 - 20.06.2020

 

 

 

გ.ბ)

 

 

 

არდადეგები

29.12.2018 - 07.01.2019

22.07.2019 - 06.09.2019

30.12.2019 - 06.01.2020

02.03.2020 – 14.03.2020

16.03.2020 – 31.03.2020

 

დ)

მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა (2018 წლის შემოდგომის მიღება)

 

დ.ა)

სასწავლო პროცესის დაწყება და დამთავრების თარიღები

 

03.12.2018 -29.02.2020

 

დ.ბ )

 

არდადეგები

29.12.2018 - 07.01.2019

22.07.2019 - 06.09.2019

30.12.2019 - 06.01.2020

 

ე)

მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

საოფისესაქმე (2018 წლის შემოდგომის მიღება)

 

ე.ა)

სასწავლო პროცესის დაწყება და დამთავრების თარიღები

 

03.12.2018 -07.12.2019

 

ე.ბ)

 

არდადეგები

29.12.2018 - 07.01.2019

22.07.2019 - 06.09.2019

 

ვ)

მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

ტუროპერატორი (2018 წლის შემოდგომის მიღება)

 

ვ.ა)

სასწავლო პროცესის დაწყება და დამთავრების თარიღები

 

03.12.2018 -31.10.2020

 

 

 

ვ.ბ)

 

 

 

არდადეგები

29.12.2018 - 07.01.2019

22.07.2019 - 06.09.2019

30.12.2019 - 06.01.2020

02.03.2020 – 14.03.2020

16.03.2020 – 31.03.2020

24.08.2020 – 05.09.2020

 

ზ)

მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი (2018 წლის შემოდგომის მიღება)

 

ზ.ა)

სასწავლო პროცესის დაწყება და დამთავრების თარიღები

 

03.12.2018 -31.10.2020

 

 

 

ზ.ბ)

 

 

 

არდადეგები

29.12.2018 - 07.01.2019

22.07.2019 - 06.09.2019

30.12.2019 - 06.01.2020

02.03.2020 – 14.03.2020

16.03.2020 – 31.03.2020

24.08.2020 – 05.09.2020

 

თ)

მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

შემფასებელი (2018 წლის შემოდგომის მიღება)

 

თ.ა)

სასწავლო პროცესის დაწყება და დამთავრების თარიღები

 

03.12.2018 -28.11.2020

 

 

 

თ.ბ)

 

 

 

არდადეგები

29.12.2018 - 07.01.2019

22.07.2019 - 06.09.2019

30.12.2019 - 06.01.2020

02.03.2020 – 14.03.2020

16.03.2020 – 31.03.2020

24.08.2020 – 05.09.2020

 

ა.ა)

სასწავლო პროცესის დაწყება და დამთავრების თარიღები

 

02.12.2019 - 25.09.2021

 

 

 

 

 

ა.ბ)

 

 

 

 

 

არდადეგები

01.01.2020 - 07.01.2020

02.03.2020 – 14.03.2020

16.03.2020 – 31.03.2020

16.04.2020 - 22.04.2020

24.08.2020 – 05.09.2020

01.01.2021 - 07.01.2021

29.04.2021 - 05.05.2021

26.07.2021 - 04.09.2021

 

ბ)

მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

ბიბლიოთეკარი  (2019 წლის შემოდგომის მიღება)

 

ბ.ა)

სასწავლო პროცესის დაწყება და დამთავრების თარიღები

 

02.12.2019 - 25.09.2021

 

 

 

 

 

ბ.ბ)

 

 

 

 

 

არდადეგები

01.01.2020 - 07.01.2020

02.03.2020 – 14.03.2020

16.03.2020 – 31.03.2020

16.04.2020 - 22.04.2020

24.08.2020 – 05.09.2020

01.01.2021 - 07.01.2021

29.04.2021 - 05.05.2021

26.07.2021 - 04.09.2021

 

გ)

მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

საბაჟოსაქმე  (2019 წლის შემოდგომის მიღება)

 

გ.ა)

სასწავლო პროცესის დაწყება და დამთავრების თარიღები

 

02.12.2019 - 22.05.2021

 

 

 

 

გ.ბ)

 

 

 

 

არდადეგები

01.01.2020 - 07.01.2020

02.03.2020 – 14.03.2020

16.03.2020 – 31.03.2020

16.04.2020 - 22.04.2020

24.08.2020 – 05.09.2020

01.01.2021 - 07.01.2021

29.04.2021 - 05.05.2021

 

დ)

მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

სატვირთოგადაზიდვებისლოგისტიკა (2019 წლის შემოდგომის მიღება)

 

დ.ა)

სასწავლო პროცესის დაწყება და დამთავრების თარიღები

 

02.12.2019 - 30.01.2021

 

 

 

დ.ბ )

 

 

 

არდადეგები

01.01.2020 - 07.01.2020

02.03.2020 – 14.03.2020

16.03.2020 – 31.03.2020

16.04.2020 - 22.04.2020

24.08.2020 – 05.09.2020

01.01.2021 - 07.01.2021

ე)

მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

 

საოფისესაქმე (2019 წლის შემოდგომის მიღება)

 

ე.ა)

სასწავლო პროცესის დაწყება და დამთავრების თარიღები

 

02.12.2019 - 21.11.2020

 

 

 

ე.ბ)

 

 

 

არდადეგები

01.01.2020 - 07.01.2020

02.03.2020 – 14.03.2020

16.03.2020 – 31.03.2020

16.04.2020 - 22.04.2020

24.08.2020 – 05.09.2020

 

ვ)

მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

ტუროპერატორი (2019 წლის შემოდგომის მიღება)

 

ვ.ა)

სასწავლო პროცესის დაწყება და დამთავრების თარიღები

 

02.12.2019 - 16.10.2021

 

 

 

 

 

ვ.ბ)

 

 

 

 

 

არდადეგები

01.01.2020 - 07.01.2020

02.03.2020 – 14.03.2020

16.03.2020 – 31.03.2020

16.04.2020 - 22.04.2020

24.08.2020 – 05.09.2020

01.01.2021 - 07.01.2021

29.04.2021 - 05.05.2021

26.07.2021 - 04.09.2021

 

ზ)

მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

საქართველოსკულტურულიმემკვიდრეობისგიდი (2019 წლის შემოდგომის მიღება)

 

ზ.ა)

სასწავლო პროცესის დაწყება და დამთავრების თარიღები

 

02.12.2019 - 30.10.2021

 

 

 

 

 

ზ.ბ)

 

 

 

 

 

არდადეგები

01.01.2020 - 07.01.2020

02.03.2020 – 14.03.2020

16.03.2020 – 31.03.2020

16.04.2020 - 22.04.2020

24.08.2020 – 05.09.2020

01.01.2021 - 07.01.2021

29.04.2021 - 05.05.2021

26.07.2021 - 04.09.2021

 

თ)

მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

შემფასებელი (2019 წლის შემოდგომის მიღება)

 

თ.ა)

სასწავლო პროცესის დაწყება და დამთავრების თარიღები

 

02.12.2019 - 27.11.2021

 

 

 

 

 

თ.ბ)

 

 

 

 

 

არდადეგები

01.01.2020 - 07.01.2020

02.03.2020 – 14.03.2020

16.03.2020 – 31.03.2020

16.04.2020 - 22.04.2020

24.08.2020 – 05.09.2020

01.01.2021 - 07.01.2021

29.04.2021 - 05.05.2021

26.07.2021 - 04.09.2021




2.  ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.  დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.  ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი     გიორგი შარვაშიძე 
სრულად

ბრძანების N: 64/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019- 2020 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2019 წლის 5 ივლისის N168/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019- 2020 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2019
წლის 5 ივლისის N168/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ემუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ემუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ემუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების,
57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე, 

ვბრძანებ:

1.  შევიდეს ცვლილებები „სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2019 წლის 5 ივლისის N168/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის „გ“ და „ვ“ქვეპუნქტებში:

ა) ბრძანების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) გაზაფხულის სემესტრი:

გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 3 თებერვალი - 1 მარტი; გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 24 თებერვალი –  2 მარტი;
გ.გ)   ელექტრონული  სწავლების  კომპონენტის  გამოყენება  (თსუ  ფაკულტეტები)-23 მარტიდან;
გ.დ) ელექტრონული სწავლების კომპონენტის გამოყენება - (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET)) - 16 მარტიდან;
გ.ე) სააუდიტორიო მეცადინეობები - 1აპრილი-27 ივნისი;
გ.ვ) საგამოცდო პერიოდი - 29 ივნისი-23 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 29 ივლისი- 5 აგვისტო (დამატებითი გამოცდები);
გ.ზ) არდადეგები - 6 აგვისტო - 13 სექტემბერი. “


ბ) ბრძანების პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) გაზაფხულის სემესტრი:

ვ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 3 თებერვალი - 1მარტი; ვ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 24თებერვალი –  2 მარტი;
ვ.გ) ელექტრონული სწავლების კომპონენტის გამოყენება (თსუ ფაკულტეტები)-23 მარტიდან;
ვ.დ) ელექტრონული სწავლების კომპონენტის გამოყენება - (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET)) - 16 მარტიდან;
ვ.ე) სააუდიტორიო მეცადინეობები - 1აპრილი-27 ივნისი;
ვ.ვ) საგამოცდო პერიოდი - 29 ივნისი-23 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 29 ივლისი- 5 აგვისტო (დამატებითი გამოცდები);
ვ. ზ) არდადეგები - 6 აგვისტო - 13 სექტემბერი. “

2.  ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.  დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.




 რექტორი         გიორგი შარვაშიძე
სრულად

ბრძანების N: 65/01-01

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2020 წლის 20 იანვრის N15/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2020 წლის 20 იანვრის N15/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე, თსუ აკადემიური საბჭოს 2020 წლის 3 თებერვლის N3/2020 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო   კომისიის თავმჯდომარის თედო დუნდუას 2020 წლის 12 მარტის N6929/10-02 წერილის   (ფაკულტეტის დეკანის თანხმობით) საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს  ცვლილება  „სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2020 წლის 20 იანვრის N15/01-01 ბრძანებაში და მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„3.კონკურსი გამოცხადდეს 2020 წლის 23 იანვარს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2020 წლის 24 თებერვლიდან 2020 წლის 28 თებერვლის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2020 წლის 31 მარტისა.“
2.ბრძანების უნივერსიტეტის     ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საიფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ  ერთეულებს  (საფინანსო  დეპარტამენტი,  პერსონალის  მართვის დეპარტამენტი,    შიდა    აუდიტის    სამსახური,    ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა ფაკულტეტი).
4.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი     გიორგი შარვაშიძე 
სრულად

ბრძანების N: 62/01-01

2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში ევროპულ უნივერსიტეტებში მობილობისთვის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში ევროპულ უნივერსიტეტებში მობილობისთვის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ



,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთბათა დეპარტამენტის უფოროსის წერილის (4676/10; 17.03.20) საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩატარდეს  კონკურსი  2020/2021  სასწავლო  წლის  შემოდგომის  სემესტრისთვის ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების  ფარგლებში ევროპულ უნივერსიტეტებში მობილობისთვის კანდიდატების შესარჩევად.
2. კონკურსი/გასაუბრება ჩატარდეს 2020 წლის 18 მარტის, 10:00 საათზე ელექტრონულ ფორმატში (Skype-ის გამოყენებით).
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ა)დემეტრე  ეგნატაშვილი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)თეონა მატარაძე, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ბ)ნათელა ნემსაძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)თამაზ ზუბიაშვილი, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის    ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ე)სალომე დუნდუა, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ვ)ლელა   ალხაზიშვილი,   თსუ   ზუსტ   და   საბუნებისმეტყველო   მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი,
ზ)ვლადიმერ გამსახურდია, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი.

4.დამტკიცდეს  კომისიის  მდივნად  თსუ  საგარეო  ურთიერთობის  დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი თვალთვაძე.
5.დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6.ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით  დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.



რექტორი    გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 63/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების განყოფილებაში შტატგარეშე პოზიციაზე უფროსი სპეციალისტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების განყოფილებაში შტატგარეშე პოზიციაზე უფროსი სპეციალისტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის    ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის  პირველი  პუნქტის  ,,ა’’,  ,,ვ’’,  ,,ზ’’,  ,,ნ’’ და  ,,პ”  ქვეპუნქტების,  ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზ. გაიპარაშვილის   2020   წლის   9 მარტის   N4208/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების განყოფილებაში შტატგარეშე პოზიციაზე  უფროსი სპეციალისტის (1 ვაკანსია)  შესარჩევად.
2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 900 (ცხრაასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლოს ჩათვლით) (სამუშაო საათები-09:00 სთ-დან 18:00სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა).
3. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: 
ა) ჰქონდეს  საშუალო - პროფესიული განათლება;
ბ) იცოდეს  კომპიუტერის ტექნიკური მხარეები;
გ)  იცოდეს  ძირითადი გამოყენებითი პროგრამები;
დ ) იცოდეს   პროგრამების  ინსტალაცია ;
ე)   იცოდეს  პერიფერიულ  მოწყობილებებთან  მუშაობა;
ვ) იცოდეს და გამართოს კომპიუტერული ქსელები, ინტერნეტი და  საკაბელო სისტემების მოწყობილობები;
ზ) იცოდეს თსუ-ში მოქმედი რეგულაციები პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე;
თ) ჰქონდეს მუშაობის არანაკლებ ერთ წლიანი გამოცდილება;
4.  უნარები
ა) კომპიუტერული უნარების ფლობა;
ბ) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
გ) ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
დ)  ერთდროულად   სხვადასხვა   ამოცანებზე   დამოუკიდებლად   და   ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე) პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის გზების მოძიების უნარი;
ვ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის უნარი და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
5. ბიბლიოთეკის  ელექტრონული რესურსების განყოფილების უფროსი სპეციალისტის ფუნქციებია:
ა)  საბიბლიოთეკო დოკუმენტების დიგიტალიზაცია;
ბ)  დასკანერებული  საბიბლიოთეკო  დოკუმენტაციის  გვერდების  დამუშავება, PDF ან/და Flash ფორმატში გადაყვანა;
გ)  საბიბლიოთეკო     დოკუმენტების     ელექტრონული  ვერსიების     საიტზე განსათავსებლად მომზადება;
დ) ელექტრონულ   კატალოგში   და    ბიბლიოთეკის   სხვა   ვებ-რესურსებზე საბიბლიოთეკო დოკუმენტებისა და ბიბლიოგრაფიული აღწერილობების ელექტრონული
ვერსიების  განთავსება;
6.  კონკურსში  მონაწილეობის  მსურველ  აპლიკანტს  მოეთხოვება  შემდეგი  საბუთების წარმოდგენა:
ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე; 
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ)  განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტის ასლები;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ცნობა სამსახურიდან და სხვ.);
7. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდბა სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის   გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
8. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების განყოფილებაში შტატგარეშე პოზიციაზე (შრომითი ხელშეკრულება) უფროსი სპეციალისტის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
9.  ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი  უნდა იქნეს 2020 წლის 20 მარტიდან   2020 წლის 31 მარტის   ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების განყოფილების უფროსი სპეციალისტი.
10. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების განყოფილებაში შტატგარეშე პოზიციაზე (შრომითი ხელშეკრულება) უფროსი სპეციალისტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზe და ინტერნეტ სივრცეში; 
11.  საკონკურსო  კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი  თსუ  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2020 წლის 17 აპრილისა.
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე;




ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე
სრულად

ბრძანების N: 60/02-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019- 2020 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2019 წლის 5 ივლისის N168/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019- 2020 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2019 წლის 5 ივლისის N168/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ



„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების,
57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე, 

ვბრძანებ:

1.  შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2019 წლის 5 ივლისის N168/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის „გ.გ“ და „ვ.გ“ ქვეპუნქტებში:

ა) ბრძანების პირველი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 1 აპრილი - 27 ივნისი“

ბ) ბრძანების პირველი პუნქტის „ვ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 1 აპრილი - 27 ივნისი“

2. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.  დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





რექტორი       გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 61/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში შეღავათიანი სამუშაო რეჟიმით სარგებლობის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 12 მარტის N57/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში შეღავათიანი სამუშაო რეჟიმით სარგებლობის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 12 მარტის N57/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის     პირველი ნაწილის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, როგორც უნივერისტეტის პერსონალთან შრომითი ხელშეკრულების დადების უფლებამოსილების მქონე მართვის ორგანო, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“, და ,,პ” ქვეპუნქტებისა და ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანაწესი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები“-ს მე-19 მუხლის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.შევიდეს   ცვლილება   ,,სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერისიტეტში შეღავათიანი სამუშაო რეჟიმით სარგებლობის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 12 მარტის N57/02-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. უნივერსიტეტში დასაქმებული ორსული, ქრონიკული დაავადებების (გულ- სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებები, დიაბეტი, ონკოლოგიური დაავადებები) მქონე ან/და 60 წელზე მეტი ასაკის დასაქმებულები გადავიდნენ დისტანციური   მუშაობის   რეჟიმზე,   გარდა   იმ   პერსონალისა,   რომელთა   შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება შეუძლებელია დისტანციურად - სამუშაო ადგილზე გამოცხადების გარეშე. აღნიშნულ პირებს მიეცეთ უფლება, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით, განსაზღვრონ სამუშაო რეჟიმის შეღავათიანი გრაფიკი

2.წინამდებარე ბრძანების უნივერისტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებისათვის დაგზავნა და ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.




ადმინისტრაციის ხელმძღვანელი      ლაშა საღინაძე
სრულად

ბრძანების N: 61/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეღავათიანი სამუშაო რეჟიმით სარგებლობის თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეღავათიანი სამუშაო რეჟიმით სარგებლობის თაობაზე

მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში არსებული კორონავირუსის ინფექციის (Covid – 19) გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში -  ,,უნივერსიტეტი“) ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება დასაქმებულთა ნაწილობრივ დისტანციურ მუშაობაზე გადაყვანისა და შეღავათიანი სამუშაო რეჟიმით სარგებლობის თოაბაზე.
უნივერსიტეტმა იხელმძღვანელა, რა ,,საქართველოს კონსტიტუციის“ მე-5 მუხლის, მე-4 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებით, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, როგორც უნივერსიტეტის პერსონალთან შრომითი ხელშეკრულების დადების უფლებამოსილების მქონე მართვის ორგანო, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“, და ,,პ” ქვეპუნქტებისა და ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანაწესი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები“-ს მე-19 მუხლის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. უნივერსიტეტში დასაქმებულ ორსულ, ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებები, დიაბეტი, ონკოლოგიური დაავადებები) მქონე ან/და 60 წელზე მეტი ასაკის დასაქმებულებს, მიეცეთ უფლება, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით, განსაზღვრონ სამუშაო რეჟიმის შეღავათიანი გრაფიკი და ნაწილობრივ გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გრაფიკის შესაბამისად.
2. დასაქმებულებს, რომელთაც ჰყავთ სკოლამდელი ან სასკოლო (დაწყებითი საფეხურის) ასაკის შვილები, სააღმზრდელო და სასკოლო დაწესებულებებში არდადეგების დასრულებამდე მიეცეთ უფლება, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით, განსაზღვრონ სამუშაო რეჟიმის შეღავათიანი გრაფიკი და ნაწილობრივ გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გრაფიკის შესაბამისად.
3. წინამდებარე ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დასაქმებულების გარდა, სხვა დასაქმებულებს უფლება მიეცეთ სამუშაო კვირის განმავლობაში 1 სამუშაო დღე თავისი უფლებამოვალეობები და ფუნქციები შეასრულონ სრულად დისტანციურად, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ შემუშავებული სამუშაო გრაფიკის და ამ გრაფიკით გათვალისწინებული რიგითობის მიხედვით.
4. წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დასაქმებულთა სია, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დისტანციური მუშაობის გრაფიკი (შესაბამის დასაქმებულთა სიასთან ერთად) გაეგზავნოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს არაუგვიანეს 2020 წლის 13 მარტისა.
5. წინამდებარე ბრძანების მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციაში ცვლილებები, დამატებები და შესწორებები განხორციელდეს საჭიროებისამებრ, პერიოდულად და გაეგზავნოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ცვლილებების საჭიროების დადგომიდან არაუგვიანეს 2 დღის ვადაში.
6. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
7. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებისათვის დაგზავნა და ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას. 
8. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე და მოქმედებს 2020 წლის 1 აპრილამდე.
9. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი N6.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი     ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 57/02-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2019 წლის 03 ოქტომბრის N215/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 02 მარტის N50/02-01 ბრძანების საფუძველში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2019 წლის 03 ოქტომბრის  N215/02-01   ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 02 მარტის  N50/02-01  ბრძანების საფუძველში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი      ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 59-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013  წლის  11  სექტემბრის   N135/ნ  ბრძანებით  დამტკიცებული ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე- 8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2020 წლის 05 მარტის  N3975/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. დაშვებული ტექნიკური შეცდომის (ბრძანების შესავალ ნაწილში ნაცვლად უწყვეტი განათლების ცენტრის  უფროსის  2020 წლის  27 თებერვლის N3614/10 წერილისა,  შეცდომით    მითითებული იქნა უწყვეტი განათლების   ცენტრის   უფროსის მოვალეობის  შემსრულებლის 2020 წლის 27 თებერვლის N3614/10 წერილი) გასწორების   მიზნით, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის    სახელობის თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის   ადმინისტრაციის    ხელმძღვანელის  2019 წლის  03 ოქტომბრის N215/02-01       ბრძანებაში  ცვლილების    შეტანის  შესახებ“    ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2020 წლის 02 მარტის  N50/02-01 ბრძანებაში შესავალი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით -

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების,57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული    სსიპ - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების  მე-15  მუხლის პირველი  პუნქტის,  მე-16  მუხლის  პირველი  პუნქტის  „ა“  და  ,,ნ’’  ქვეპუნქტებისა  და  უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2020 წლის 27 თებერვლის N3614/10 წერილის საფუძველზე,“.

2. დაევალოს  უნივერსიტეტის  კანცელარიას  წინამდებარე  ბრძანების  განთავსება  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 55/02-01