საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და “ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 14 აგვისტოს 250/02-01 ბრძანების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესი, შრომის ანაზღაურების ოდენობა და პირობები’’ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N7; 26.12.2023წ), „სსიპ
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 23 ივლისის N11/04 ერთობლივი ბრძანების საფუძველზე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის თამარ რუხაძის 2025 18 აგვისტოს N
20395/32 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე.

2.ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო თვეში განისაზღვრება 1180 (ათასასოთხმოცი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები კვირაში არანაკლებ 40 საათისა 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. შერჩეული კანდიდატი დასაქმდება სამთვიანი გამოსაცდელი ვადით, შრომითი ურთიერთობის გაგრძელების პერსპექტივით.

3. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება - მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) მუშაობის 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის სასწავლო ან სამეცნიერო სფეროში 1 წლისნი გამოცდილება;
გ) სახელმწიფო ენაზე გამართული წერის, კითხვის და მეტყველების უნარი;
დ) ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს (Microsoft Office, Internet Browser ).

4. აპლიკანტი უნდა იცნობდეს:
ა) საქართველოს კანონს “უმაღლესი განათლების შესახებ”;
ბ) თსუ-ში მოქმედ რეგულაციებს პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე.

5. აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
ა) კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
გ) ოპერატიულობა;
დ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
ვ) დასაბუთების უნარი;
ზ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
ი) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

6. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის წამყვან სპეციალისტის პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების (ძირითადი მოვალეობები) შესრულება:
1. ფაკულტეტის სამეცნიერო საქმიანობის სხვადასხვა სახის საორგანიზაციო საკითხების ორგანიზება და ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის სამეცნიერო მხარდაჭერა;
2. ფაკულტეტის პერსონალისათვის საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველყოფა სამეცნიერო ფონდების მოძიების, პატენტების შექმნისა და საავტორო უფლებების დაცვის მიზნით;
3. ქართული და უცხოური უნივერსიტეტების შესაბამის სამსახურებთან, არასაუნივერსიტეტო სამეცნიერო ცენტრებთან განვითარებული სამეცნიერო- კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა და კოორდინაცია;
4. საუნივერსიტეტო სამსახურებიდან სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გამოთხოვა;
5. აკადემიური პერსონალის თვითშეფასების კითხვარის შევსების ორგანიზება შესაბამის ვადებში;
6. შევსებული კითხვარების შესწორება, ტექნიკური და შინაარსობრივი ხარვეზების გასწორება; შევსებული კითხვარების დამუშავება. ფაკულტეტის ყველა მიმართულების დეპარტამენტის სამეცნიერო აქტივობის მაჩვენებლების გამოვლენა. მათი შედარებითი ანალიზი. ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა; 
7. შევსებული კითხვარების დამუშავების შედეგების საფუძველზე ფაკულტეტის წლიური სამეცნიერო ანგარიშის წარდგენა თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტში;
8. ლოკალური, რეგიონული და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, სამეცნიერო გამოცემების, სასწავლო და სამეცნიერო საგრანტო კონკურსების, თსუ აკადემიური პერსონალისთვის გამოცხადებული გაცვლითი პროგრამების და სტიპენდიების შესახებ ინფორმაციის მოძიება და სისტემატური მიწოდება აკადემიური პერსონალისათვის;
9. სადოქტორო სწავლების მართვადა მონიტორინგი;
10. დოქტორანტთა სემინარების და კოლოქვიუმების ორგანიზება;
11. დოქტორანტთა სასწავლო და კვლევითი გეგმების შესრულების მონიტორინგი;
12. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული და მოწოდებული სხვადასხვა სახის სტიპენდიების, საგრანტო კონკურსებისა და არსებული სასწავლო პროგრამების შესახებ დოქტორანტებისთვის რეგულარულად ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
13. თითოეული დოქტორანტისთვის, სასწავლო და კვლევითი კომპონენტის დროული განხორციელებისათვის, ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციების გაწევა;
14. ყოველდღიური კორესპონდენცია დოქტორანტებთან;
15. დოქტორანტურის ბაზაზე მუშაობა; ახალ ბაზაში სასწავლო პროგრამების აგება და გამართვა; დოქტორანტების შესახებ პირადი ინფორმაციის შეყვანა და საგნებზე რეგისტრაციის უზრუნველყოფა;
16. სადოქტორო ნაშრომების დაცვის პროცედურული საკითხების ორგანიზება;
17. დოქტორანტურასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შესახებ წერილების მომზადება და შემოსულ წერილებზე პასუხის გაცემა;
18. დოქტორანტების შესახებ რეესტრისათვის ან საქსტატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება.
19. კურსდამთავრებული დოქტორანტების დიპლომის დანართების გამზადება და გადაცემა სასწავლო პროცესის მართვის სამსახურისთვის;
20. სასწავლო პროცესის სწორი წარმართვისათვის რეგულარული თანამშრომლობა სასწავლო პროცესის და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან.

7. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”. 
8. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2025 წლის 25 აგვისოდან 2025 წლის პირველი სექტემბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს - “ მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტის პოზიცია”.
10. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
11. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ
განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge -ზე და ინტერნეტ სივრცეში. 
12. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
13. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2025 წლის სექტემბრის თვისა.
14. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შესყიდვების განყოფილება, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, მედიცინის ფაკულტეტი).
15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მანონი ჯოჯუა