საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
დოქტორანტ ელისაბედ ბუსხრიკიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი წარმოგიდგენთ

დოქტორანტ ელისაბედ ბუსხრიკიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვას

 

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა:  „განათლების მეცნიერებები“;

თარიღი,  დრო, ადგილი: თსუ, 5 მარტი, 17.00 საათი;

დისერტაციის დაცვა ჩატარდება  ონლაინ რეჟიმში.

ნაშრომის სათაური: „ინტეგრირებული სწავლების პრობლემები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში“;

სამეცნიერო ხელმძღვანელი: თსუ ემერიტუს პროფესორი თამაზ კარანაძე, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი;  

 

დისერტაციის დაცვაზე დასწრების მსურველთა საყურადღებოდ!

საკონტაქტო პირი - ასოც. პროფესორი რუსუდან სანაძე - rusudan.sanadze@tsu.ge; სურვილის შემთხვევაში დაუკავშირდით და ელ.ფოსტაზე მიიღებთ ელ. პლათფორმა ZOOM - ის რეკვიზიტებს.

სრულად

ბრძანების N:

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება ფაკულტეტის სასწავლო - სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების -  მიმართულებათა  ხელმძღვანელების არჩევისა და დანიშვნის შესახებ

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის

დეკანის ბრძანება

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო - სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების -  მიმართულებათა  ხელმძღვანელების არჩევისა და დანიშვნის შესახებ

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების, დამტკიცებული თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს 2018 წლის 3 დეკემბრის სხდომის # 8 ოქმით, 26-ე მუხლის საფუძველზე

ვბრძანებ:

 

  1. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სასწავლო - სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების -  მიმართულებათა  ხელმძღვანელების  არჩევნები  ჩატარდეს 2021 წლის 24 თებერვლიდან 15 მარტის ჩათვლით, ონლაინ ფორმატში, „ZOOM“ პლატფორმის  გამოყენებით;
  2. სასწავლო - სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - მიმართულების  ხელმძღვანელს, მიმართულების სხდომაზე ირჩევს მიმართულების აკადემიური პერსონალი სიით შემადგენლობის უმრავლესობით;
  3. მიმართულების ხელმძღვანელად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ფაკულტეტის პროფესორი, ან ასოცირებული პროფესორი (მუხლი 26.1.);
  4. არჩევნების შედეგების მიხედვით, მიმართულებაზე შედგება ოქმი, რომელიც გადაეგზავნება ფაკულტეტის დეკანს;
  5. სასწავლო - სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - მიმართულების  ხელმძღვანელის შერჩეულ კანდიდატურას, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ფაკულტეტის დეკანი (მუხლი 26.3.);
  6. ბრძანების ფაკულტეტის ვებ გვერდზე, ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს დეკანის სამდივნოს;
  7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თამარ დოლბაია

სრულად

ბრძანების N: 3/30

სახელმწიფო სტაჟირების პროგრამის გაზაფხულის ნაკადზე სტაჟიორობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება!

სახელმწიფო სტაჟირების პროგრამის გაზაფხულის ნაკადზე სტაჟიორობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება!

აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სტაჟიორობის კანდიდატმა, 2021 წლის 23 თებერვლიდან 23 მარტის ჩათვლით, მიმართოს შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას და განაცხადოს თანხმობა სტაჟირების აღნიშნულ ნაკადში მონაწილეობის მისაღებად. (იგულისხმება თანხმობის ფორმის შევსება)

გაცნობებთ, რომ სტაჟირებაზე რეგისტრაცია დაიწყება 2021 წლის 23 აპრილს.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი ან სწავლობს სამაგისტრო, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0 შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ის გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%); აგრეთვე პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა და საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი.

გაცნობებთ, რომ მონაწილეობის მსურველება 23 თებერვლიდან -23 მარტის ჩათვლით სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის სურვილი უნდა დააფიქსირონ თანხმობის ფორმის შევსებით.
თანხმობის ფორმის შევსება შესაძლებელია, როგორც დისტანციურად ასევე სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრში მოსვლით.

დისტანციურად თანხმობის ფორმის შევსების შემთხვევაში უნდა შეავსოთ lms.tsu.ge-ზე გამოგზავნილი ფორმა (ჩამოტვირთეთ და შეიყვანეთ შემდეგი ინფორმაცია: უნივერსიტეტის დასახელება, პირადი ნომერი; სახელი; გვარი და ხელმოწერა) და გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე career@tsu.ge (შეტყობინების სათაურში მიუთითეთ ,,სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა". თანხმობის ფორმა შეიძლება შეავსოთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე რამოდენიმე მსურველმა)
(თუ თანხმობის ფორმის გადმოტვირთვისას შეგექნმათ ტექნიკური პრობლემა, მოგვწერეთ სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/careerTSU ან ელექტრონულ ფოსტაზე career@tsu.ge)
თანხმობის ფორმის შესავსებად 1 მარტიდან -23 მარტის ჩათვლით ყოველ სამუშაო დღეს 11:00 -დან 16:00 -მდე მობრძანდით სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრში. (ილ ჭავჭავაძის #1, თსუ I კოპრუსი უწყვეტი განათლების ცენტრის შენობა, უნივერსიტეტის ბაღი ,,ჩაის სახლის" მეორე სართული)

სტაჟირების სახელმწიფო სტაჟირების გაზაფხულის ნაკადში მონაწილეთათვის საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება პარასკევს 26 თებერვალს 13:00-სთ-ზე დისტანციურად zoom პლატფორმაზე 
Join Zoom Meeting
https://zoom.us/j/93997608934
Meeting ID: 939 9760 8934

დამათებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ:
www.facebook.com/careerTSU
lms.tsu.ge/შეტყობინებები -თსუ სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრი
career@tsu.ge

სრულად

ბრძანების N:

თსუ ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ - თანამშრომელი, ქეთი ცომაია

ცოცხალ ორგანიზმებში მიმდინარე ძირითადი სასიცოცხლო პროცესებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ორგანოთა რეგენერაციის უნარს უჭირავს. რეგენერაცია ერთ დროს მისტიციზმის საბურველში იყო გახვეული, დღეს კი მეცნიერების ინტენსიური კვლევის საგანია. თსუ ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტის  მეცნიერ-თანამშრომელი ქეთი ცომაია ღვიძლს და მის რეგენერაციულ თავისებურებებს იკვლევს.

ინსტიტუტის ლაბორატორიაში ახალგაზრდა მეცნიერი ღვიძლის რეგენერაციის მორფოლოგიურ ცვლილებებს აკვირდება. მისი თქმით, ახალმა აღმოჩენებმა შესაძლოა სხვადასხვა დაზიანებისა და დაავადების სამკურნალო გზები გვიჩვენოს.

„დღეს ყველაზე სწრაფად მზარდი მიმართულება სწორედ რეგენერაციული მედიცინაა. რეგენერაცია მკვდარი და დაზიანებული უჯრედების ქსოვილების, ორგანოებისა და სხეულის ნაწილების აღდგენის პროცესს წარმოადგენს. ყველა ცოცხალ ორგანიზმს რეგენერაციის გარკვეული შესაძლებლობები გააჩნია, მათ შორის, მცენარეებსაც, თუმცა ბუნებრივია, რომ ეს პროცესი განსხვავებულ ორგანიზმებში, განსხვავებულად მიმდინარეობს. მაგალითად, ყველასთვის ცნობილია,რომ ხვლიკი კუდის ან კიდურის დაკარგვის შემთხვევაში  სხეულის ამ ნაწილს სრულად აღიდგენს. ეს პროცესი მიმდინარეობს იქ არსებული უჯრედების გამრავლებისა და დიფერენციაციის ხარჯზე. უჯრედები დიფერენცირდებიან და ყალიბდება ძლოვანი და კუნთოვანი, ასევე ხრტილოვანი ქსოვილი,კანი და ამგვარად, ვიღებთ ფუნქციურად და ანატომიურად სრულფასოვან კიდურს. რეგენერაციის უნარი მედუზასაც გააჩნია, თუმცა, მედუზა არა უჯრედების გამრავლების ხარჯზე, არამედ, იქ არსებული უჯრედების გარდაქმნის - რემოდელირების ხარჯზე აღიდგენს თავისი სხეულის დაკარგულ ნაწილს,“- გვიამბობს ახალგაზრდა მეცნიერი.

 

ქეთი ცომაიას განმარტებით, ევოლუციურად უფრო განვითარებულ ცხოველებს,  ძუძუმწოვრებს რეგენერაციის უნარი უფრო შეზღუდული ფორმით აქვთ. ამის მაგალითია, თმის გაზრდა, დაზიანებულ ადგილას კანის ნაწიბურის წარმოქმნა, მიბჯენით მიტანის შემთხვევაში მოტეხილი ძლოვანი ფრაგმენტების ერთმანეთთან შერწყმა. თუმცა,ამ პროცესების ინტენსივობა დაბერებასთან ერთად უფრო ნაკლები ხდება.

 

„ძუძუმწოვრებში ყველაზე საინტერესო ორგანო რეგენერაციის თვალსაზრისით, არის ღვიძლი, ის არის ერთადერთი შინაგანი ორგანო, რომელსაც რეგენერაციის უნარი გააჩნია. მორფოლოგიის ინსტიტუტში ჩვენი კვლევა მიმართულია ღვიძლის რეგენერაციის მორფოლოგიური ცვლილებების შესწავლისკენ. ჩვენ გვაინტერესებს, ის თუ რა განსხვავებაა ნორმულ, რეგენირებულ და რე-რეგენირებულ ღვიძლს შორის.“

 

მედიცინის ამ მიმართულებით ცოდნა ექსპერიმენტებს ეყრდნობა. თსუ ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის მოფროლოგიის ინსტიტუტში ექსპერიმენტული კვლევები მცირე ზომის ლაბორატორიულ ცხოველებში მიმდინარეობს. უახლოესი ტექნოლოგიების საშუალებით ღვიძლის რეგენერაციის პროცესის უმცირესი ცვლილებებიც კი ფიქსირდება.


„ამ ცვლილებების შესამჩნევად და ღვიძლის მორფოლოგიის შესასწავლად, საჭიროა ღვიძლის სპეციალური ლაბორატორიული დამუშავება. თსუ მორფოლოგიის ინსტიტუტში ყველა ახალგაზრდა მეცნიერს მუდმივად ეძლევა შესაძლებლობა მიიღოს ფუნდამენტური მეცნიერული ცოდნა კონკრეტულ დარგებში უფროსი თაობის წარმომადგენლებთან ერთად. ამავე დროს, ვართ მუდმივად სიახლეების ეპიცენტრში, ჩვენი ინსტიტუტი ახალგაზრდა მკვლევარებს გვეხმარება  მონაწილეობა მივიღოთ საერთაშორისო კონფერენციებში და გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა და აღმოჩენები ერთმანეთს“.

სრულად

ბრძანების N:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2020 წლის 14 დეკემბრის №243/01-01 და 2020 წლის 24 დეკემბრის №251/01-01 და №253/01-01 ბრძანებების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 2020 წლის 24 დეკემბრის №121/2020 დადგენილება და აკადემიური საბჭოს 2021 წლის 18 იანვრის №4/2021 დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტები) გადაწყვეტილებებისა (წერილები: 18.02.2021, №2410/10-02; 19.02.2021, №2485/28; 19.02.2021, №2533/28) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 22 თებერვლის №4 სხდომის ოქმის საფუძველზე, 


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:


ა) მათემატიკის დეპარტამენტი:

 

ა.ა) მათემატიკური ანალიზის კათედრა:


ალექსანდრე აპლაკოვი - ასისტენტ-პროფესორი;


ა.ბ) ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის კათედრა:


ბესიკ ჩიქვინიძე - ასისტენტ-პროფესორი;


ბ) გეოგრაფიიის დეპარტამენტის გეომორფოლოგია და კარტოგრაფიის კათედრა:


დალი ნიკოლაიშვილი - პროფესორი;


გ) ფიზიკისა და ბიოლოგიის დეპარტამენტების ბიოფიზიკის კათედრა (ინტერდისციპლინური):


მარიამ ხვედელიძე - ასისტენტ-პროფესორი.


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
 


 
გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 23/2021

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2021 წლის 22 თებერვლის №2478/10, №2479/10 და №2480/10 წერილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 22 თებერვლის №4 სხდომის ოქმის საფუძველზე, 


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


ა) I ნაწილის „ა“ პუნქტის პირველი ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერება“ (დანართი 1);
ბ) I ნაწილის „ა“ პუნქტის 87 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა  „კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი)“ (დანართი 293);
გ) I ნაწილის „ა“ პუნქტის 88 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა  „ქიმია (ინგლისურენოვანი)“ (დანართი 294);
დ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-18  ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  „ბიოლოგია“ (დანართი 18);
ე) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 160-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  „ლიტერატურათმცოდნეობა, ტექსტოლოგია  და სარედაქციო-საგამომცემლო საქმე“ (დანართი 160);
ვ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 164-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  „რუსეთისმცოდნეობა“ (დანართი 164);
ზ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 173-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  „კულტურის კვლევები“ (დანართი 173);
თ) VII  ნაწილის „ა“ პუნქტის 191-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ფსიქოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 225);
ი) VII  ნაწილის „ა“ პუნქტის 1931 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ოკუპაციური თერაპია“ (დანართი 292);
კ) VII  ნაწილის „ბ“ პუნქტის 196-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „განათლების ფსიქოლოგია და კვლევა“ (დანართი 230);

ლ) VII  ნაწილის „ბ“ პუნქტის 203-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია“ (დანართი 237);
მ) VII  ნაწილის „ბ“ პუნქტის 205-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „განათლების მეცნიერებები“ (დანართი 239);
ნ) VII  ნაწილის „დ“ პუნქტის 216-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული დამატებითი სპეციალობის პროგრამა „პედაგოგიკა“ (დანართი 250).
ო) VII  ნაწილის „ვ“ პუნქტის 218-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა „მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა „მასწავლებელი““ (დანართი 270).
პ) VII  ნაწილის „ბ“ პუნქტის 2061 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „იურიდიული ფსიქოლოგია“ (დანართი 278);
ჟ) VII  ნაწილის „გ“ პუნქტის 2151 ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „განათლების ფსიქოლოგია“ (დანართი 260);
რ) VII  ნაწილის „ზ“ პუნქტის 220-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა „დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა“ (დანართი 288);
ს) VII  ნაწილის „ზ“ პუნქტის 221-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა „მულტილინგვური განათლება - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო  პროგრამა“ (დანართი 299).


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 24/2021

სტუდენტთა საყურადღებოდ!

დღეს 16:00 საათზე ფაკულტეტზე  ადგილები დაემატება იმ  საგანებს, სადაც პოლიტიკის მეცნიერების სპეციალობის სტუდენტებმა ვერ მოახერხეს დარეგისტრირება, ასევე ადგილები დაემატება ფაკულტეტზე არსებულ ზოგიერთ საგანს.

 გისურვებთ წარმატებას

სრულად

ბრძანების N:

აკადემიკოს აკაკი შანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საჯარო სხდომა

2021 წლის 26 თებერვალს

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის  სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი მართავს

 

აკადემიკოს

 

ა კ ა კ ი   შ ა ნ ი ძ ი ს

 

ხსოვნისადმი მიძღვნილ საჯარო სხდომას

 

 

დასაწყისი 11:00 საათზე

სხოდმა ჩატარდება ზუმის პლატფორმაზე

 

https://zoom.us/j/8316265029?pwd=Z3R6dWRseUdGYzBsbWRGV0krL1UzQT09

Meeting ID: 831 626 5029

Passcode: 1234

 

დამატებითი ინფორმაცია იხ. მოსაწვევსა და თეზისებში.

 

სრულად

ბრძანების N:

სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სამაგისტრო ნაშრომების დაცვის თარიღი

სამაგისტრო ნაშრომების დაცვა ჩატარდება ZOOM-ის საშუალებით
(ლინკი გადმოგეგზავნებათ მეილზე)
სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სამაგისტრო ნაშრომების დაცვის თარიღი 

 

სისხლის სამართლის მიმართულება
25 თებერვალი (პროცესი), 11:00სთ

 

1. აბუაშვილი გიორგი
2. გახარია თამთა
3. დოლაკიძე გიორგი
4. იჭვაიძე თამარ
5. მაისურაძე ქრისტინე
6. მენთეშაშვილი ნიკა
7. ტაბატაძე გვანცა
8. შველიძე მთვარისა

 

26 თებერვალი (მატერიალური), 11:00სთ

 

1. გაბინაშვილი მარიამ
2. ფორჩხიძე ანი
3. ქასრაშვილი ნიკა


    კერძო სამართლის მიმართულება
26 თებერვალი,  11:00სთ

 

1. გუგეშაშვილი ნიკა
2. იმერლიშვილი მარიანა
3. მჭედლიძე გიორგი
4. ნიშნიანიძე ოთარ
5. უძილაური სალომე
6. ფარულავა არჩილ
7. ქაშიბაძე ნათია
8. ჭიპაშვილი გიორგი
9. ხუროშვილი ანანო
10. ხუხია თამარ
11. ჯანჯღავა გიორგი
12. ჯოხაძე ნინო


    საჯარო სამართლის მიმართულება
ადმინისტრაციული - 25 თებერვალი, 12:00სთ


1. არდაზიშვილი    ელენე
2. გულორდავა    ირაკლი
3. კალანდარიშვილი     მარიამ
4. კუბლაშვილი    სალომე
5. ნონიაშვილი    ნათია

სრულად

ბრძანების N:

კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტის დარგობრივი სემინარი

განახლდა დარგობრივი სემინარი კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტის დოქტორანტებისა და აკადემიური პერსონალის მონაწილეობით.

ორ კვირაში ერთხელ, ოთხშაბათს, 20 საათზე  ზუმის პლატფორმის მისამართზე :ID: 527 014 2786

პირველი სემინარი ჩატარდება ხვალ, ოთხშაბათს, 24 თებერვალს, 20 საათზე.

მომხსენებელი: სადოქტორო პროგრამის " კომპიუტერული მეცნიერება" დოქტორანტი ლევან ცინაძე.

მოხსნების თემა:"თვითმასწავლებიანი რეპრეზენტაციული სწავლების თანამედროვე მეთოდები (self-supervised learning)". ნაწ. პირველი"

სრულად

ბრძანების N:

სტუდენტური კონფერენცია - „ყალბი ამბები და დეზინფორმაცია: საფრთხეები, ბრძოლის გზები, ეთიკური და სამართლებრივი ასპექტები“

24 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მულტიმედია ცენტრისა და ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ორგანიზებით სტუდენტური კონფერენცია ყალბი ამბები და დეზინფორმაცია: საფრთხეები, ბრძოლის გზები, ეთიკური და სამართლებრივი ასპექტები“გაიხსნა.

კონფერენცია სამ ძირითად საკითხს მოიცავდა: ყალბ ამბებთან ბრძოლის სტრატეგია, პროპაგანდისტული საფრთხეები და პრობლემის სამართლებრივი და ეთიკური ასპექტები.

კონფერენციის მონაწილეებს თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თამარ დოლბაია, ჩიკაგოს ლოიოლას უნივერსიტეტის „ციფრული მედიისა და სთორითელინგის“ სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი რიშელ როჯერსი მიესალმნენ.

კონფერენცია საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის მცირე გრანტების პროგრამის დაფინანსებული პროექტის „მედიაწიგნიერების გაუმჯობესება, როგორც დემოკრატიის განვითარების ფასილიტატორი საქართველოში“ ფარგლებში მომზადდა. კონფერენციის ორგანიზატორები თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მულტიმედიაცენტრი, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტი გახლდნენ.


 

 

სრულად

ბრძანების N:

BeHero - მათემატიკის ოლიმპიადა

ინოვაციური პლატფორმა behero.ge გიწვევთ ონლაინ მათემატიკის ოლიმპიადაზე სტუდენტებისთვის. რა გამოგვარჩევს სხვა ოლიმპიადებისგან? 

 

1. ტესტი იქნება შედგენილი ეროვნულ სასწავლო გეგმის შესაბამისად და იგი იქნება  ეროვნული გამოცდების მსგავსი 

2. ოლიმპიადის დასრულებისთანავე შეგეძლებათ ნახოთ თქვენი ქულა და ტესტი, იმის გასაგებად თუ სად დაუშვით შეცდომა. 

3. ოლიმპიადის დასრულევისთანავე თქვენ მოხვდებით ჩვენს რეიტინგში და ნახავთ მერამდენე ადგილზე გახვედით 

4. ოლიმპიადის დასრულებისთანავე მიიღებთ მონაწილეობის ელექტრონულ სერტიფიკატს. 

5. გამარჯვებულებს, ნაბეჭდი სახით, ფოსტა მიართმევს შესაბამის სერტიფიკატს. ისინი, ასევე დაჯილდოვდებიან წამახალისებელი პრიზებით.

იხილეთ დანართი:

სრულად

ბრძანების N:

სტუდენტთა საყურადღებოდ!

23 თებერვალს, 12:00 საათზე ფაკულტეტზე არსებული საგნები გაიხსნება არასპეციალობის სტუდენტთათვის, ასევე, ადგილები დაემატება იმ  საგანებს, სადაც სპეციალობის სტუდენტებმა ვერ მოახერხეს საგნის არჩევა (პრიორიტეტი იქნება სპეციალობის სტუდენტები)


 გისურვებთ წარმატებებს!

სრულად

ბრძანების N:

პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის სასტიპენდიო პროგრამა "PASIFIC" საერთაშორისო მკვლევარებისათვის

აპლიკანტთა განაცხადების მიღება დაიწყება 2021 წლის 15 მარტიდან.

 

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ პროგრამის ვებ-გვერდს, ასევე იხილეთ დანართი 1.

სრულად

ბრძანების N:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2020 წლის 17 დეკემბრის №248/01-01 ბრძანების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2021 წლის 18 იანვრის №5/2021 დადგენილების მე-2 პუნქტი) გადაწყვეტილებისა (წერილი: 18.02.2021, №2374/10-02) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 22 თებერვლის №4 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ასისტენტ-პროფესორის  აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ იქნეს თამარ ბელქანია.


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
 

 

გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 22/2021

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2020 წლის 7 დეკემბრის №239/01-01 ბრძანების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2021 წლის 25 იანვრის №10/2021 დადგენილება) გადაწყვეტილებისა (წერილი: 10.02.2021, №1514/26) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 22 თებერვლის №4 სხდომის ოქმის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტის პედაგოგიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ იქნეს ნინო ჩახუნაშვილი.


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


გიორგი შარვაშიძე 
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 21/2021

პლაგიატთან ბრძოლის საერთაშორისო დღე თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 19 თებერვალს პლაგიატთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. პლაგიატის პრევენციის დღესთან დაკავშირებით, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივით ერაზმუსის ინსტიტუციური განვითარების პროგრამის პროექტის „აკადემიური  კეთილსინდისიერება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხარისხიანი სწავლებისა და სწავლისთვის“ (INTEGRITY) ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა რიგი აქტივობები:

1) ბაზელის უნივერსიტეტის (შვეიცარია) პროფესორის, ევროპული კვლევების პრეზიდენტის, EUA CDE საბჭოს წევრის, ექსპერტის, ედვინ კონსტაბლის მიერ მომზადდა 3 ვიდეო-ლექცია კვლევის კეთილსინიდისიერების, დიდ  მონაცემთა დამუშავებისა და აკადემიური გადაცდომის სახეების (ფაბრიკაცია, ფალსიფიკაცია, პლაგიატი) შესახებ. ვიდეო-ლექციები აიტვირთა თსუ-ს YouTube გვერდზე და lms-ით მიეწოდათ სტუდენტებს;

2) ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკასთან ერთად დაიგეგმა და ჩატარდა ონლაინ  ტრენინგი აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვისა და პლაგიატისგან თავის არიდების თემებზე. ასევე, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილის ნინო პავლიაშვილის ონლაინ საჯარო მოხსენება გაიმართა,  რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია საბიბლიოთეკო წიგნადი ფონდის, ელექტორნული რესურსებისა და აკადემიური მხარდაჭერის სერვისების შესახებ. აღნიშნულ ღონისძიებაზე 160 სტუდენტი დარეგისტრირდა. 

3) თსუ-ს ყველა სტუდენტს, LMS-ის საშუალებით დაეგზავნათ პროექტ INTEGRITY-ის ფარგლებში შემუშავებული სასწავლო რესურები (გაიდლაინები, ვიდეო-ლექციები, ვიდეო ტუტორიალები და სხვ.).

სრულად

ბრძანების N:

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „დიდგორის ბრძოლა – 900“

2021 წლის 12 აგვისტოს 900 წელი სრულდება საქართველოს ისტორიაში მომხდარი საეტაპო მოვლენიდან, რომელიც დიდგორის ბრძოლის სახელითაა ცნობილი. დიდგორის ბრძოლა გახდა საქართველოს ერთიანობის სიმტკიცის საწინდარი, ქართულ-დასავლეთევროპული სამხედრო ურთიერთობის საწყისი და ქართული სამხედრო ხელოვნების სანიმუშო გამოვლენა.

თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი, ამ თარიღის აღნიშვნის მიზნით, აწყობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას სახელწოდებით „დიდგორის ბრძოლა – 900“.

 

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის თემატიკა ასეთია:

  • დავით აღმაშენებლის ეპოქა
  • ისტორიული აზროვნება XI-XII საუკუნეების საქართველოში
  • დავით აღმაშენებლის ეპოქის ამსახველი უცხოური საისტორიო წყაროები
  • სოციალურ-ეკონომიკური რეალობა XI-XII საუკუნეების საქართველოში
  • ფული დავით აღმაშენებლის ეპოქაში
  • საქართველოს კულტურულ-პოლიტიკური ვითარება XI-XII საუკუნეებში
  • ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობა XI-XII საუკუნეების საქართველოში
  • ეკლესია დავით აღმაშენებლის საქართველოში
  • სამხედრო საქმე XI-XII საუკუნეების საქართველოში
  • ქართულ-ევროპული ურთიერთობები XI-XII საუკუნეებში

 

კონფერენცია ჩატარდება 2021 წლის 12 აგვისტოს ზუმის პლატფორმის საშუალებით.

კონფერენციის ენა – ქართული და ინგლისური.

ზუმის მისამართი გამოქვეყნდება კონფერენციის პროგრამასთან ერთად.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მიზნით უნდა დაუკავშირდეთ თსუ-ის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტს. მსურველებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:

 

სახელი, გვარი

აფილირებული სამეცნიერო ინსტიტუციის სრული დასახელება

სამეცნიერო ხარისხი

აკადემიური/სამეცნიერო თანამდებობა

მოხსენების სათაური ქართულ და ინგლისურ ენებზე.

 

განაცხადი კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ უნდა გამოაგზავნოთ ქვემოთ მითითებულ თსუ-ის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ელექტრონულ ფოსტაზე, ხოლო სათაურის ველში უნდა მიუთითოთ „დიდგორის ბრძოლა – 900“.

ელექტრონულ ფოსტის მისამართი – geohistory@tsu.ge

კონფერენციაში მონაწილეობის განაცხადის ბოლო ვადა – 1 ივლისი, 2021

კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას თსუ-ის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ელექტრონული ფოსტის საშუალებით  2021 წლის 10 ივლისამდე.

სრულად

ბრძანების N:

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ინფორმაციული კვლევის განყოფილებაში შტატგარეშე პოზიციაზე უფროსი სპეციალისტის (უფროსი ბიბლიოთეკარი) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის    ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის  პირველი  პუნქტის  ,,ა’’,  ,,ვ’’,  ,,ზ’’,  ,,ნ’’ და  ,,პ”  ქვეპუნქტების,  ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზ. გაიპარაშვილის   2021   წლის   12 თებერვლის   N1769/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის   ინფორმაციული კვლევის განყოფილებაში შტატგარეშე პოზიციაზე  უფროსი სპეციალისტის (უფროსი ბიბლიოთეკარი) შესარჩევად (1 ვაკანსია) .
2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1000 (ათასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით,   სამუშაო საათები-0900  სთ-დან 1800სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.
3. აპლიკანტს მოეთხოვება:
ა) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 
ბ) ინგლისური ენის ცოდნა.
გ) მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება.
დ) თსუ-ში მოქმედი რეგულაციების ცოდნა პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე: საქართველოს კანონი საბიბლიოთეკო საქმის შესახებ, უნივერსიტეტის წესდება, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულება.
4. ალიკანსტს უნდა ჰქონდეს: 
ა) კომპიუტერული უნარები;
ბ) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
დ) ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
ე)   ერთდროულად   სხვადასხვა   ამოცანებზე   დამოუკიდებლად   და   ეფექტურად მუშაობის უნარი;
ვ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
5. ბიბლიოთეკის ინფორმაციული კვლევის  განყოფილებაში  უფროსი სპეციალისტის (უფროსი ბიბლიოთეკარი) პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:
ა)  უნივერსიტეტის  საგანმანათლებლო  პროგრამების,  სამეცნიერო  კვლევენისა  და აკადემიური პერსონალის მუშაობისთვის საჭირო ლიტერატურის მოძიება;
ბ) თანამედროვე ლიტერატურის შესახებ ინფორმაციის მოძიება ფონდების შევსების მიზნით;
გ)  კატალოგის სრულფასოვნად შევსებასა და წესების დაცვაზე მონიტორინგი; 
დ) კოლექციებისა და ფონდების ანალიზი და მათი პოპულარიზაცია;
6. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ)  CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ)  განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტის ასლები; 
დ)  პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ცნობა სამსახურიდან და სხვ.);
7. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდბა სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის   გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
8. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ინფორმაციული კვლევის   განყოფილებაში შტატგარეშე პოზიციაზე უფროსი სპეციალისტის (უფროსი ბიბლიოთეკარი) შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
9.  ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი  უნდა იქნეს 2021 წლის პირველი   მარტიდან   2021 წლის 7 მარტის   ჩათვლით 16:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს ბიბლიოთეკის ინფორმაციული კვლევის განყოფილება შტატგარეშე პოზიცია (შრომითი ხელშეკრულება)   უფროსი სპეციალისტი (უფროსი ბიბლიოთეკარი).
10. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ინფორმაციული კვლევის   განყოფილებაში შტატგარეშე პოზიციაზე   უფროსი სპეციალისტის (უფროსი ბიბლიოთეკარი) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზe და ინტერნეტ სივრცეში;
11. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2021  წლის  17 მარტისა.
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე; 

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი   ლაშა საღინაძე
 

სრულად

ბრძანების N: 18/02-01