საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეთა და მეცნიერთა ღვაწლის უკვდავსაყოფად და ისტორიულ–კულტურული ფასეულობების დაცვა– აღორძინების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ“ რექტორის 2013 წლის 15 ნოემბრის N144/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის,  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის 2021 წლის 12 თებერვლის N1768/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეთა და მეცნიერთა ღვაწლის უკვდავ- საყოფად და ისტორიულ–კულტურული ფასეულობების დაცვა–აღორძინების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ“ რექტორის 2013 წლის 15 ნოემბრის N144/01- 01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით (დანართი N1).
2. დაევალოს  კანცელარიას  ბრძანების  ყველასათვის  ხელმისაწვდომ  ადგილზე განთავსება.
3. დაევალოს    საინფორმაციო    ტექნოლოგიების    დეპარტამენტს    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 14/01-01

“სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 26 თებერვლის №84/2018 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, 31–ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 10 თებერვლის №1506/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 22 თებერვლის №4 სხდომის ოქმის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:


1. ამოღებულ იქნეს “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 26 თებერვლის №84/2018 დადგენილების 1.3. პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.


2.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


გიორგი შარვაშიძე 
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 18/2021

“სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2019 წლის 22 ივლისის №86/2019 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, 31–ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 16 თებერვლის №2047/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 22 თებერვლის №4 სხდომის ოქმის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. ამოღებულ იქნეს “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2019 წლის 22 ივლისის №86/2019 დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.


2.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


გიორგი შარვაშიძე 
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 19/2021

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის  ფაკულტეტზე პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2020 წლის 7 დეკემბრის №240/01-01 და  №241/01-01 ბრძანებების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის  (აკადემიური საბჭოს 2021 წლის 25 იანვრის №9/2021 დადგენილება) გადაწყვეტილებისა (წერილი: 08.02.2021, №1364/32) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 22 თებერვლის №4 სხდომის ოქმის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:

 

ა) ფსიქიატრიისა და სამედიცინო ფსიქოლოგიის კათედრა:

 

დავით ზურაბაშვილი - პროფესორი;

 

ბ) კლინიკური ქირურგიის კათედრა:

 

ოთარ კეპულაძე - ასისტენტ-პროფესორი.

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.

4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).

5.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

გიორგი შარვაშიძე

რექტორი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 20/2021

განახლებული ინფორმაცია აკადემიურ რეგისტრაციასთან დაკავშირებით!

ბაკალავრიატის სტუდენტთა საყურადღებოდ!

 

იურიდიული ფაკულტეტის სალექციო მეცადინეობების ცხრილი ფაკულტეტის ვებ. გვერდზე განთავსდა  19 თებერვალს 17:00 საათზე. სალექციო ნაკადების არჩევას იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები შეძლებენ 23 თებერვალს 17:00 საათიდან. ბაზაში ყველა სალექციო დისციპლინა გაიხსნება ერთდროულად.

 

საგნებზე ადგილების დამატება მოხდება 24 თებერვალს 15:00 საათზე ანბანური თანმიმდევრობით.

 

არცერთი სტუდენტი არ დარჩება სავალდებულო საგანზე ან სასემინარო ჯგუფში რეგისტრაციის გარეშე.

 

გახსოვდეთ, რომ სასწავლო დისციპლინაზე რეგისტრაცია ბოლონიელ გლოსატორთა პრინციპით ხორციელდება „primo in tempore, potior in iure" (დროში პირველი, უფლებაში უპირატესი).სავალდებულო საგნებზე ადგილები დაემატება მოთხოვნის შესაბამისად. თუკი ვერ დარეგისტრირდით რომელიმე სავალდებულო ან არჩევით დისციპლინაზე, გთხოვთ, მოგვწეროთ  Lms.tsu.ge-დან. ამისათვის საგნის გასწვრივ მონიშნეთ ღილაკი „მოთხოვნები საგანზე" და გამოაგზავნეთ განცხადება.

 

იურიდიული ფაკულტეტი ტრადიციულად მოგმართავთ თხოვნით გადაამოწმოთ ბაზაში თქვენი საკონტაქტო მონაცემების (უპირატესად ტელეფონის ნომრის) სისწორე, რათა შეძლოთ ფაკულტეტისგან მოწოდებული ინფორმაციის დროული მიღება.

სტუდენტებს, რომელთაც სურთ ხელმეორედ დარეგისტრირდნენ დისციპლინაზე  ქულის გაუმჯობესების მიზნით, შეუძლიათ მოგვმართონ ამის თაობაზე  Lms.tsu.ge-დან მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, თქვენს ინდივიდუალურ ცხრილში დატოვოთ შესაბამისი ადგილი და განცხადებაში მიუთითოთ სასურველი პროფესორი. თქვენი განცხადებები დამუშავდება და დისციპლინა ინდივიდუალურ ცხრილში აისახება არაუგვიანეს 24 თებერვლისა. 

 

დამატებით სემესტრთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოგვმართოთ lms.tsu.ge-ს შესაბამისი გრაფიდან (დამატებით სემესტრზე რეგისტრაცია). რადგან აკადემიური რეგისტრაციები იურიდიულ ფაკულტეტზე იწყება 23 თებერვალს, სასურველია განცხადება დამატებით სემესტრთან დაკავშირებით დროულად შემოვიდეს ფაკულტეტზე, რათა ამ პროცესში შეუფერხებლად ჩაერთოთ. დამატებით სემესტრთან დაკავშირებით, გთხოვთ, მოგვწეროთ 1 მარტის ჩათვლით.

 

განმარტება სასემინარო განრიგთან დაკავშირებით

 

როგორც მოგეხსენებათ, იურიდიული ფაკულტეტი ძირითადად გთავაზობთ სავალდებულო საგნებზე პროფესორის არჩევის შესაძლებლობას. რადგან ფაკულტეტი უზრუნველყოფს ლექტორის არჩევითობას, ხშირ შემთხვევაში მოთხოვნის არსებობისას ხდება ნაკადებზე ადგილების დამატება, ამ მიზეზით სასემინარო ცხრილის ზუსტი დაგეგმვა სალექციო ცხრილთან ერთად შეუძლებელია. ამდენად, სასემინარო მეცადინეობის ცხრილი ფაკულტეტის ვებ. გვერდზე განთავსდება მას მერე, რაც სალექციო ნაკადები ძირითადად ფორმირდება, კერძოდ, 1 მარტს 17:00 საათზე. ამასთან, უცხო ენების ცენტრთან არსებული შეთანხმებით, დამთხვევების თავიდან ასაცილებლად, უცხო ენებზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება სემინარების არჩევის პარალელურად, შესაბამისად, უცხო ენათა ცენტრი, ასევე უზრუნველყოფს უცხო ენათა ცხრილების შეთავაზებას სასემინარო განრიგთან ერთად. სემინარებზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 4 მარტის 17:00 საათიდან.

 

განმარტებები სამართლის საბაკალავრო პროგრამასთან დაკავშირებით

 

მიმდინარე სასწავლო სემესტრში იურიდიული ფაკულტეტის მიერ შეთავაზებულია სამართლის საბაკალავრო პროგრამა, რომელიც დამტკიცებულია იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს 2020 წლის 24 ივლისის სხდომაზე (სხდომის ოქმი #5). სტუდენტებს, რომლებიც სწავლას აგრძელებენ ძველი პროგრამებით მათივე ინტერესის გათვალისწინებით, მიმდინარე სემესტრიდან შეთავაზებული ექნებათ სასწავლო დისციპლინები როგორც მათი, ასევე ახალი პროგრამიდან 2020 წლის პროგრამის კრედიტების მოცულობით (რაც ნიშნავს იმას, რომ სტუდენტებს არ შეექმნება პრობლემა სემესტრული დატვირთვის შესრულების კუთხით, რადგან ახალი პროგრამით ყველა შეთავაზებული დისციპლინა არის 5 კრედიტის მოცულობის). ამასთან, ახალი პროგრამის მოთხოვნები სრულად გავრცელდება მხოლოდ იმ სტუდენტებზე, რომლებიც ჩაირიცხნენ აღნიშნულ პროგრამაზე. 

 

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 2017 წლის სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტები თავისუფლდებიან სხვადასხვა მოდულებიდან სავალდებულო 10 კრედიტის დაგროვებისგან. მათ შეუძლიათ თავისი ინტერესების შესაბამისად ნებისმიერი მიმართულებიდან აირჩიონ სპეციალიზაციის საგნები. ამასთან 2020 წელს მიღებულ იქნა სამართლის ახალი დარგობრივი მახასიათებელი. ამდენად, 2017 წლის პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის სავალდებულო დარჩა მოდულიდან „პრაქტიკული უნარები“ 10 კრედიტის დაგროვების მოთხოვნა. ამ 10 კრედიტის დაგროვება შესაძლებელია შემდეგი პრაქტიკული დისციპლინების გავლის შემთხვევაში: ხელშეკრულების შედგენის მეთოდიკა კერძო სამართალში, კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა კერძო/სისხლის/კონსტიტუციურ სამართალში, საჯარო/კერძო/სისხლის სამართლის პრაქტიკული კურსები. ამასთან, საჯარო/კერძო/სისხლის სამართლის პრაქტიკული კურსები ჩაანაცვლებენ 2017 წლის „პრაქტიკული უნარების“ მოდულში შემოთავაზებული იმიტირებული სასამართლო პროცესების დისციპლინებს. სტუდენტებს შეუძლიათ ზემოაღნიშნული კურსებიდან 10 კრედიტის დაგროვების ნაცვლად გაიარონ ფაკულტეტის მიერ შემოთავაზებული დისციპლინა - „იურდიულ პროფესიათა სამართლებრივი საფუძვლები“. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტებს ჩაბარებული ექნებათ „იურიდიულ პროფესიათა სამართლებრივი საფუძვლები“ და ასევე, ზემოაღნიშნული მოდულის საგნებიც, ეს პრაქტიკული სასწავლო კურსები ჩაეთვლებათ სპეციალიზაციის საგნებად. 

 

2018 წელს მიღებული სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტები თავისუფლდებიან სხვადასხვა მოდულებიდან სავალდებულო 10 კრედიტის დაგროვებისგან. მათ შეუძლიათ თავისი ინტერესების შესაბამისად ნებისმიერი მიმართულებიდან აირჩიონ სპეციალიზაციის საგნები. 

 

თუმცა, 2018 წლის პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის სავალდებულოა „საჯარო სამართლის პრაქტიკული კურსი“, „კერძო სამართლის პრაქტიკული კურსი“ და „სისხლის სამართლის პრაქტიკული კურსი“, ან, როგორც ალტერნატივა, ამ სამივე დისციპლინის ნაცვლად  შეუძლიათ აირჩიონ ფაკულტეტის მიერ შემოთავაზებული დისციპლინა - „იურიდიულ პროფესიათა სამართლებრივი საფუძვლები“. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტებს ჩაბარებული ექნებათ „იურიდიულ პროფესიათა სამართლებრივი საფუძვლები“ და საჯარო, კერძო ან სისხლის სამართლის პრაქტიკული კურსებიც, დასახელებული პრაქტიკული სასწავლო კურსები ჩაეთვლებათ სპეციალიზაციის საგნებად.


სხვა ფაკულტეტის სტუდენტების საყურადღებოდ!


სხვა ფაკულტეტის სტუდენტები იურიდიული ფაკულტეტის დისციპლინებზე რეგისტრაციას შეძლებენ 24 თებერვალს 15:00 საათზე.

 


მაგისტრატურის სტუდენტთა საყურადღებოდ!

 

 

მაგისტრატურის ცხრილი იურიდიული ფაკულტეტის ვებ. გვერდზე განთავსდება 19 თებერვალს 18:00 საათზე. აკადემიური რეგისტრაცია დისციპლინებზე დაიწყება 24 თებერვალს 17:00 საათზე. კლინიკებზე რეგისტრაცია იწარმოებს დისციპლინებზე რეგისტრაციამდე.  აღნიშნულის შესახებ დამატებით ინფორმაცია მოგეწოდებათ ფაკულტეტის ვებ.გვერდის მეშვეობით.

 


სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების საყურადღებოდ!

 

სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, რომელთა ჩარიცხვა პროგრამაზე განხორციელდა 2019 წელს, შეთავაზებული იქნება 
„აკადემიური წერა იურისტებისათვის“ (10 კრედიტი). 

ასევე, 5 კრედიტიანი დისციპლინები მიმართულებების მიხედვით

კერძო სამართლის მიმართულებით:
1. სახელშეკრულებო დავების გადაწყვეტის სასამართლო პრაქტიკა;
2. სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილის პრობლემები;
3. შედარებითი საბანკო სამართალი;
4. შედარებითი სადაზღვევო სამართალი.

სისხლის სამართლის მიმართულებით:
1. სისხლის სამართლის საქმის სასამართლოში განხილვის პრობლემები;
2. დაცვის ხელოვნება.

 საჯარო სამართლის მიმართულებით:
1. ადმინისტრაციული განსჯადობა;
2. ლობიზმის რეგულირების სამართლებრივი ასპექტები;
3. სარჩელის დასაშვებობა.

სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის, რომელთა ჩარიცხვა პროგრამაზე განხორციელდა 2020 წელს, სტუდენტთა ინტერესების გათვალისწინებით ახალ პროგრამას დაემატა და  შეთავაზებული იქნება სამი 5 კრედიტიანი დისციპლინა  მიმართულებების მიხედვით: 

კერძო სამართლის მიმართულებით:
1. კერძო სამართალი სტრასბურგის სასამართლოს სამოსამართლო სამართალში.

სისხლის სამართლის მიმართულებით:
1. ფარული საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის პროცესში.

საჯარო სამართლის მიმართულებით:
1. საჯარო მმართველობა და ადამიანის უფლებები.

სამაგისტრო პროგრამასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ მაგისტრატურის კოორდიანტორს: მაია გვილავა 577170755.

 


ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადები:  1 – 28 თებერვალი
თანხის ჩარიცხვის შემდეგ, შეგიძლიათ  lms-ის ბაზაში გადაამოწმოთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა და თქვენი სტატუსი. თუ თქვენ საჭირო რაოდენობის თანხა გაქვთ ჩარიცხული, ფინანსურ მდგომარეობაში მითითებული იქნება, რომ გავლილი გაქვთ ადმინისტრაციული რეგისტრაცია. შესაბამისად, საგნების ასარჩევად აკადემიური რეგისტრაციის დროს ბაზა გაგეხსნებათ. თუ სტატუსში მითითებულია, რომ ადმინისტრაციული რეგისტრაცია არ გაქვთ გავლილი, შესაბამისად, არ გაქვთ საკმარისი თანხა ჩარიცხული აკადემიური რეგისტრაციისას ბაზის გასახსნელად. 
თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში უნდა მიმართოთ საფინანსო დეპარტამენტს ცხელ ხაზის ნომერზე - 2 250484, შიდა ნომერი - 1115. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ საფინანსო დეპარტამენტის თანამშრომელს, მაია კობახიძეს - 599 89 98 83.
 

სრულად

ბრძანების N:

გასაუბრებები კლინიკებში

 

სამშაბათს 23 თებერვალს, 12:00 საათზე შედგება იურიდიული ფირმა „მარგველაშვილი

რეალ ქონსალტინგის“ საადვოკატო კლინიკის გასაუბრება, მისამართზე სტანისლავსკის

5/წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი დიდუბე პლაზა, მე–3 სართული, ოფისი #306;

სრულად

ბრძანების N:

საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია - „კლასიკური ენების სწავლება XXI საუკუნეში - Vitae Discimus“

2021 წლის 24-27 თებერვალს თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი ატარებს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას „კლასიკური ენების სწავლება XXI საუკუნეში - Vitae Discimus“. კონფერენციაში მონაწილეობს 30-ზე მეტი მომხსენებელი მსოფლიოს 10 ქვეყნიდან და ოთხი კონტინენტიდან (საქართველო, გერმანია, ინგლისი, იტალია, ბელგია, ნიდერლანდები, უკრაინა, აშშ, კოლუმბია, იაპონია). კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს რვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

 

კონფერენციის გახსნა დაგეგმილია 2021 წლის 24 თებერვალს, ოთხშაბათს, 13.00 საათზე. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართავენ თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მახარაშვილი, თსუ ენების ცენტრის დირექტორი რუსუდან დოლიძე, თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორი თინათინ დოლიძე.

 

 კონფერენციის ზუმლინკი:

 

Join Zoom Meeting

https://us02web.zoom.us/j/89716064383?pwd=YVJUL1c3OEEzeTl3WWxvb3ZQSVlVUT09

Meeting ID: 897 1606 4383

Passcode: 663375 

 

იხ. პროგრამა და პრესრელიზი

 

სრულად

ბრძანების N:

საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია - „კლასიკური ენების სწავლება XXI საუკუნეში - Vitae Discimus“

2021 წლის 24-27 თებერვალს თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი ატარებს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას „კლასიკური ენების სწავლება XXI საუკუნეში - Vitae Discimus“. კონფერენციაში მონაწილეობს 30-ზე მეტი მომხსენებელი მსოფლიოს 10 ქვეყნიდან და ოთხი კონტინენტიდან (საქართველო, გერმანია, ინგლისი, იტალია, ბელგია, ნიდერლანდები, უკრაინა, აშშ, კოლუმბია, იაპონია). კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს რვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

 

კონფერენციის გახსნა დაგეგმილია 2021 წლის 24 თებერვალს, ოთხშაბათს, 13.00 საათზე. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართავენ თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მახარაშვილი, თსუ ენების ცენტრის დირექტორი რუსუდან დოლიძე, თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორი თინათინ დოლიძე.

 

 კონფერენციის ზუმლინკი:

 

Join Zoom Meeting

https://us02web.zoom.us/j/89716064383?pwd=YVJUL1c3OEEzeTl3WWxvb3ZQSVlVUT09

Meeting ID: 897 1606 4383

Passcode: 663375 

 

იხ. პროგრამა და პრესრელიზი

 

სრულად

ბრძანების N:

საგრანტო პროექტის – „ანთიმოზ ივერიელი-ევროპული სააზროვნო სივრცის ნაწილი“ – პრეზენტაცია

 25 თებერვალს, 16 საათზე, ზუმის პლატფორმაზე ჩატარდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ  ფუნდამენტურ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის: „ანთიმოზ ივერიელი-ევროპული სააზროვნო სივრცის  ნაწილი“ ( # FR-19-7625) პირველი საანგარიშო პერიოდის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს შედეგების პრეზენტაცია.

მისამართი: PMI (ID) 656 061 4073

Passcode- 855 845

 

სრულად

ბრძანების N:

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტთა საყურადღებოდ!

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური რეგისტრაცია დაიწყება  22 თებერვალს შემდეგი თანმიმდევრობით:

 

ბაკალავრიატის სწავლების  საფეხური
22 თებერვალს 12:00 საათიდან გაიხსნება საფაკულტეტო  I დონის საგნები (როგორც სავალდებულო, ისე არჩევითი), ამასთან ერთად გაიხსნება სპეციალობის სასწავლო კურსები (მაგ: სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამის საგნების არჩევას შეძლებენ მხოლოდ სოციოლოგიის სპეციალობის სტუდენტები).
 23 თებერვალს 12:00 საათიდან გაიხსნება ფაკულტეტზე არსებული საგნები არასპეციალობის სტუდენტთათვის (მაგ: საზოგადოებრივი გეოგრაფიის საბაკალავრო პროგრამის  საგნების არჩევას შეძლებენ ასევე არასპეციალობის სტუდენტები, მაგალითისთვის პოლიტიკის მეცნიერების სტუდენტები).
24 თებერვალს 13:00 საათიდან სტუდენტებს შესაძლებლობა  ექნებთ აირჩიონ სხვა ფაკულტეტებზე არსებული საგნები (მაგ: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი შეძლებს აირჩიოს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ან სხვა ფაკულტეტზე არსებული საგნები).

 

მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სწავლების საფეხური
22 თებერვალს 12:00 საათიდან საგნების არჩევა შესაძლებელი იქნება, როგორც სამაგისტრო, ასევე სადოქტორო პროგრამების სტუდენტთათვის.

 

გისურვებთ წარმატებას
ფაკულტეტის ადმინისტრაცია
 

სრულად

ბრძანების N:

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ინფორმაციული კვლევის განყოფილებაში შტატგარეშე პოზიციაზე უფროსი სპეციალისტის (უფროსი ბიბლიოთეკარი) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის    ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის  პირველი  პუნქტის  ,,ა’’,  ,,ვ’’,  ,,ზ’’,  ,,ნ’’ და  ,,პ”  ქვეპუნქტების,  ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზ. გაიპარაშვილის   2021   წლის   12 თებერვლის   N1769/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის   ინფორმაციული კვლევის განყოფილებაში შტატგარეშე პოზიციაზე  უფროსი სპეციალისტის (უფროსი ბიბლიოთეკარი) შესარჩევად (1 ვაკანსია) .
2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1000 (ათასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით,   სამუშაო საათები-0900  სთ-დან 1800სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა

3. აპლიკანტს მოეთხოვება:
ა) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 
ბ))ინგლისური ენის ცოდნა.
გ) მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება.
დ)თსუ-ში მოქმედი რეგულაციების ცოდნა პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე: საქართველოს კანონი საბიბლიოთეკო საქმის შესახებ, უნივერსიტეტის წესდება, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულება.

4. ალიკანსტს უნდა ჰქონდეს: 
ა) კომპიუტერული უნარები;
ბ) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
დ) ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
ე) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ვ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;

5. ბიბლიოთეკის ინფორმაციული კვლევის  განყოფილებაში  უფროსი სპეციალისტის (უფროსი ბიბლიოთეკარი) პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:
ა) უნივერსიტეტის  საგანმანათლებლო  პროგრამების,  სამეცნიერო  კვლევენისა  და აკადემიური პერსონალის მუშაობისთვის საჭირო ლიტერატურის მოძიება;
ბ) თანამედროვე ლიტერატურის შესახებ ინფორმაციის მოძიება ფონდების შევსების მიზნით;
გ) კატალოგის სრულფასოვნად შევსებასა და წესების დაცვაზე მონიტორინგი;
დ) კოლექციებისა და ფონდების ანალიზი და მათი პოპულარიზაცია;

6. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტის ასლები;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ცნობა სამსახურიდან და სხვ.);

7. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდბა სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის   გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
8. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ინფორმაციული კვლევის   განყოფილებაში შტატგარეშე პოზიციაზე უფროსი სპეციალისტის (უფროსი ბიბლიოთეკარი) შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
9.  ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი  უნდა იქნეს 2021 წლის პირველი   მარტიდან   2021 წლის 7 მარტის   ჩათვლით 16:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს ბიბლიოთეკის ინფორმაციული კვლევის განყოფილება შტატგარეშე პოზიცია (შრომითი ხელშეკრულება)   უფროსი სპეციალისტი (უფროსი ბიბლიოთეკარი).
10. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ინფორმაციული კვლევის   განყოფილებაში შტატგარეშე პოზიციაზე   უფროსი სპეციალისტის (უფროსი ბიბლიოთეკარი) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზe და ინტერნეტ სივრცეში;
11. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2021  წლის  17 მარტისა.
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე; 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

 

სრულად

ბრძანების N: 18/02-01

სტუდენტების საყურადღებოდ_!

 

2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური  რეგისტრაცია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე  იწყება

ბაკალავრიატი-22 თებერვალი-10 :00 საათზე

მაგისტრატურა, დოქტორანტურა-23 თებერვალი-10 :00 საათზე

 

2020-2021 სასწავლოს წლის გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესი იწყება ონლაინ. სემესტრის განმავლობაში დეპარტამენტების გადაწყვეტილებით მოხდება პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობების აუდიტორიებში განახლდება ვითარებისდა მიხედვით. 

 

 დაგვირეკეთ პროგრამების მიხედვით:

577-401590 (რუსუდან დანელია) ფიზიკა, ქიმია, ელექტრული ინჟინერია

595-625418 (ცირა ოქრიაშვილი) ბიოლოგია, ბიოტექნოლოგია, გეოლოგია

599-157420 (გიორგი ბრეგვაძე) გეოგრაფია, ეკოლოგია

593 923547( ეკა ჭარელი)   გეოგრაფია, ეკოლოგია

577-737387 (თამარ თათრიშვილი) კომპიუტერული მეცნიერებები, კომპიუტერული მეცნიერებები (ინგლისურენოვანი)

577-249933 (არჩილ ელიზბარაშვილი) ქართ.-ფრანგ. კომპ. მეცნიერებები

577-244511 (ომარ ფურთუხია) მათემატიკა

551-239823 (ნაირა ნარიმანიძე) -მაგისტრატურა

 

ყველა საკითხზე მოგვწერეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე:  science@tsu.ge

ან დაგვირეკეთ:

577-233838 (მაგული კვერნაძე)

595-418167 (თამარ ჭელიძე)

599-386030 (ვაჟა ტრაპაიძე)

577-244142 (შორენა ჩუბინიძე) e.mail: shorena.chubinidze@tsu.ge

577-213048 (ნინო ტყეშელაშვილი)

 

რამაზ ხომერიკი (დეკანი): 595-397216  

ramaz.khomeriki@tsu.ge 

სრულად

ბრძანების N:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ და უცხოენოვან სამაგისტრო პროგრამებზე თავისუფალი მსმენელის სტატუსით ჩარიცხვის წესების შესახებ

1. დაინტერესებულ პირებს უფლება მიეცეთ, მაგისტრატურის მისაღები გამოცდების ჩაბარების გარეშე ჩაირიცხონ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე თავისუფალ მსმენელად.
2. თავისუფალ მსმენელს უფლება აქვს, მოისმინოს სამაგისტრო პროგრამით დადგენილი მისთვის სასურველი საგნები და მიიღოს საგნების მოსმენისა და გამოცდების წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი სერთიფიკატი არაუმეტეს სემესტრული 30 კრედიტის მოცულობით.
3. თავისუფალი მსმენელის მიერ სამაგისტრო პროგრამის სრულად გავლა არ ანიჭებს მას შესაბამის დარგში მაგისტრის ხარისხის მინიჭების მოთხოვნის უფლებას. მაგისტრის ხარისხის მოპოვების აუცილებელი წინაპირობაა მაგისტრატურის გამოცდის დადგენილი წესით ჩაბარება და თსუ მაგისტრატურაში ჩარიცხვა.
4. მაგისტრატურაში ჩარიცხულ პირს შეუძლია მოითხოვოს მის მიერ თავისუფალი მსმენელის სტატუსით მოსმენილი და ჩაბარებული გამოცდების აღიარება და მაგისტრატურის პროგრამით დადგენილი წინაპირობების შესრულების შემთხვევაში - მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭება.
5. თავისუფალი მსმენელის სტატუსით საგნების მოსმენის ღირებულება განისაზღვროს კრედიტების ოდენობის შესაბამისად. ერთი კრედიტის ღირებულებად დადგინდეს
ა) ქართულენოვან სამაგისტრო პროგრამაზე 50 ლარი.
ბ) უცხოენოვან სამაგისტრო პროგრამაზე 70 ლარი.
6. თავისუფალ მსმენელად დარეგისტრირების ვადებს, მისაღებ კონტიგენტს და წარმოსადგენ დოკუმეტთა ნუსხას ადგენს შესაბამისი სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი და ცხადდება საჯაროდ.
7. თავისუფალი მსმენელის სტატუსის მაძიებელი განცხადებით მიმართავს თსუ სასწავლო დეპარტამენტს და თანხმობის მიღების შემთხვევაში გადის ადმინისტრაციულ რეგისტრაციას ბანკში გადასახადის გადახდით.
8. თავისუფალ მსმენელად დარეგისტრირების მსურველებმა თსუ სასწავლო დეპარტამენტში უნდა წარმოადგინონ:
- პირადობის მოწმობის დედანი და ასლი;
- უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი;
- 3 ფოტოსურათი 3X4
- სამაგისტრო პროგრამით დადგენილი უცხო ენის დამადასტურებელი საბუთი.

 


გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი

სრულად

ბრძანების N: 56

პოცდამის უნივერსიტეტის პროფესორ დიტერ უმბახისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთნ აქტიური თანამშრომლობის, ახალგაზრღა სპეციალისტების აღზრდის, ქართული კანონმდებლობის და სამართლის სისტემის სრულყოფის და ქართული სამართლის მეცნიერების განვითრებაში შეტანილი წვლილისათვის პროფესორ დიტერ უმბახს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

 

საფუძველი: იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება
 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თვმჯდომარე, რექტორი

სრულად

ბრძანების N: 57

გამოჩენილი კავკასიოლოგისათვის, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორ მუჰადინ აბუბექირის ძე კულახოვისათვის ისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ


მნიშვნელოვანი მეცნიერული კვლევებისათვის კავკასიოლოგიაში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისათვის ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორ მუჰადინ აბუბექირის ძე კუმახოვს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება

 

საფუძველი: ჰუმანიტარული ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება
 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თვმჯდომარე, რექტორი

სრულად

ბრძანების N: 53

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №100/2011 დადგენილებით

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად,  დამტკიცდეს იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების ახალი რედაქცია (დანართი №1).

 

საფუძველი: იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

 

დანართი 1.


იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულება

 

თავი I. ზოგადი დებულებები


1. დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭება
სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებას ახორციელებს იურიდიული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო. შესაძლებელია, პარტნიორ უნივერსიტეტთან შეთანხმება ითვალისწინებდეს აკადემიური ხარისხის ერთობლივ მინიჭებას.


2. დოქტორანტურის კომპონენტები
1) დოქტორანტურა, ანუ უმაღლესი განათლების მესამე საფეხური, სასწავლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს სამეცნიერო კადრის მომზადებას და მთავრდება დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებით, მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ა) დოქტორანტურის სემინარს იმ დარგში, რომელშიც დოქტორანტი წერს სადისერტაციო ნაშრომს. დოქტორანტურისათვის სავალდებულო სემინარის არჩევა და ჩაბარება უნდა მოხდეს თემის ხელმძღვანელთან შეთანხმებით სადისერტაციო ნაშრომის დაცვამდე ნებისმიერ დროს, დოქტორანტის თავისუფალი არჩევანის მიხედვით; ასევე სხვა სასწავლო კომპონენტს, რომელიც მიზნად ისახავს დოქტორანტის დარგობრივ და მეთოდოლოგიურ დახელოვნებას და შესაძლებელია აერთიანებდეს: 1. სპეციფიკური დარგობრივი კურსებისგან შემდგარ მოდულს/მოდულებს, 2. ძირითადი მეცნიერული უნარების განმავითარებელ მოდულს ან ცალკეულ კურსს (კვლევის მეთოდები და ხერხები), 3. სწავლების თანამედროვე მეთოდების კურსს;
ბ. კვლევით კომპონენტს, რომელიც გულისხმობს: დისერტაციის ანუ სამეცნიერო ნაშრომის შესრულებას, რომელსაც დოქტორანტი წერს დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, და რომელიც უნდა ასახავდეს თეორიული ან/და ექსპერიმენტული კვლევის დასაბუთებულ შედეგებს და წვლილი შეჰქონდეს მეცნიერების განვითარებაში. დისერტაციის შესრულების პროცესში სავალდებულოა ხელმძღვანელი პროფესორისა და დოქტორანტის თანამშრომლობა ხორციელდებოდეს კოლოკვიუმის ფორმით წელიწადში, მინიმუმ, ორჯერ. კოლოკვიუმზე ხდება კვლევის შედეგების პრეზენტაცია, დისკუსია, ახალი სამეცნიერო ლიტერატურის, მიღწევებისა და პრობლემების განხილვა;
გ) დისერტაციის დაცვას (დისპუტაციას) ანუ თემის საჯარო პრეზენტაციას, რომელსაც მოსდევს სამეცნიერო შეკითხვა-კამათი.
2) დოქტორანტურა მოიცავს 180 კრედიტს: კვლევითი კომპონენტი (სადისერტაციო თემის შესრულება და დაცვა) 120 კრედიტით ფასდება, სასწავლო კომპონენტი _ 60 კრედიტით.

 

თავი II. სადისერტაციო საბჭო


3. სადისერტაციო საბჭო
1) სადისერტაციო საბჭო შედგება ფაკულტეტის ყველა პროფესორისა და ასოცირებული პროფესორისაგან.
2) სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე სხვა პირები.
3) სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო 2 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. თავმჯდომარის არჩევამდე პირველ სხდომას უძღვება ფაკულტეტის დეკანი.
4) სადისერტაციო საბჭოს მდივანს თავმჯდომარის წარდგინებითა და დამსწრეთა უმრავლესობით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭო.


4. სადისერტაციო საბჭოს სხდომები და ფუნქციები
1) სადისერტაციო საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს საბჭოს სხდომებზე. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. გადაწყვეტილება მიღებულია, თუ მას ხმას მისცემს დამსწრეთა არანაკლებ 2/3-ისა.
2) სადისერტაციო საბჭოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.
3) სადისერტაციო საბჭო განსაზღვრავს სადისერტაციო თემის მოცულობას, ფორმატს, შრიფტის ზომასა და სხვა ტექნიკურ მონაცემებს.
4) სადისერტაციო საბჭო ერთ-ერთი წევრის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას დოქტორანტურაში ჩარიცხვის, თემისა და ხელმძღვანელის დამტკიცების შესახებ.
5) სადისერტაციო საბჭო ყოველი აკადემიური წლის დასაწყისში ადგენს სადოქტორო პროგრამების სასწავლო გეგმას და დასამტკიცებლად წარუდგენს თსუ-ის აკადემიურ საბჭოს.
6) სადისერტაციო საბჭო ამტკიცებს დოქტორანტთა მუშაობის ინდი-ვიდუალურ გეგმებს.


5. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილება
სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე ფაკულტეტის დეკანთან შეთანხმებით:
ა) იწვევს საბჭოს სხდომებს წელიწადში ორჯერ მაინც;
ბ) წყვეტს შემფასებლების დანიშვნის საკითხს, ასევე თემის დაცვის თარიღს;
გ) საბჭოს შემადგენლობიდან ნიშნავს სადისერტაციო კომისიას;
დ) უზრუნველყოფს დოქტორანტებისათვის სავალდებულო თემა-ტური სემინარების ორგანიზებას;
ე) წყვეტს დოქტორანტთა სასწავლო და კვლევით პროგრამებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.


6. სადისერტაციო საბჭოს მდივანი
სადისერტაციო საბჭოს მდივანი უზრუნველყოფს საბჭოს ორგანიზაციულ საქმიანობას.

 

თავი III. დოქტორანტურაში ჩარიცხვა


7. დოქტორანტურაში ჩარიცხვის წინაპირობები


1) დოქტორანტურაში ჩარიცხვის უფლება აქვს სამართლის მაგისტრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს;
2) ჩარიცხვისათვის სავალდებულოა ხელმძღვანელი პროფესორის შუამდგომლობა, რომელშიც დასაბუთებული უნდა იყოს შერჩეული თემის აქტუალობა და მნიშვნელობა. დისერტაციის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს სადისერტაციო საბჭოს წევრი პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, რომელსაც აქვს დოქტორანტის სადისერტაციო თემასთან დაკავშირებულ სამეცნიერო სფეროში კვლევის გამოცდილება და პუბლიკაციები;
3) დოქტორანტობის კანდიდატს მოეთხოვება ერთ-ერთი ევროპული ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) არანაკლებ `ბ2~ დონეზე ცოდნა.


8. განაცხადი

დოქტორანტობის კანდიდატმა სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის სახელზე უნდა წარადგინოს განაცხადი იმ დარგის მითითებით, რომელსაც შეეხება სადისერტაციო თემა. განაცხადი ასევე უნდა შეიცავდეს შერჩეული თემის ზოგად დახასიათებას. განაცხადს თანAუნდა ერთვოდეს:
ა) განმცხადებლის ავტობიოგრაფია;
ბ) ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა;
გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის დამოწმებული ასლი;
დ) განმცხადებლის ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ იგი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში, ან უარი არ ეთქვა მას სხვა უმაღლესი სასწავლებლის დოქტორანტურაში მიღებასა და/ან მის მიერ შერჩეული თემის დამუშავებაზე.

 

9. დოქტორანტურაში ჩარიცხვის წესი
1) დოქტორანტობის კანდიდატი გასაუბრებაზე გადის იურიდიული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოში. დოქტორანტის ანკეტურ მონაცემებს საბჭოს მოახსენებს სადისერტაციო საბჭოს მდივანი, ხოლო შუამდგომლობას დოქტორანტურაში ჩარიცხვის თაობაზე _ დოქტორანტის სავარაუდო ხელმძღვანელი. შუამდგომლობაში დასაბუთებული უნდა იყოს შერჩეული სადისერტაციო თემის აქტუალობა და მნიშვნელობა.
2) პირი დოქტორანტურაში ჩარიცხულად ჩაითვლება, თუ კენჭისყრისას მას მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე სადისერტაციო საბჭოს წევრთა უმრავლესობამ.
3) დოქტორანტურაში ჩარიცხვის შემთხვევაში უნივერსიტეტი, დოქტორანტი და სამეცნიერო ხელმძღვანელი არა უგვიანეს 2 თვისა ხელს აწერენ ხელშეკრულებას, რომელიც განსაზღვრავს ყველა მხარის ვალდებულებებსა და უფლებებს. ხელშეკრულების ნაწილია დოქტორანტის ინდივიდუალური გეგმა.

 

10. დოქტორანტურაში სწავლის ხანგრძლივობა
იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაში სწავლა არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს.

 

თავი IV. სადისერტაციო საქმის წარმოება

 

11. დოქტორანტის ინდივიდუალური გეგმა
1) დოქტორანტის ინდივიდუალურ გეგმას ადგენს დოქტორანტის ხელმძღვანელი დოქტორანტთან შეთანხმებით.
2) ინდივიდუალური გეგმა იქმნება კონკრეტული კვლევითი პროექტის განსახორციელებლად და დარგში მიღებული ცოდნის გასაღრმავებლად. მასში მოცემული უნდა იყოს კვლევის მიზანი, სადისერტაციო თემის მოკლე აღწერა, სასწავლო კომპონენტის შესრულებისა და კვლევის სავარაუდო გრაფიკი.


12. დოქტორანტურის სასემინარო ნაშრომი
1) დასკვნითი პროცედურის დაწყების წინაპირობაა დოქტორანტის მიერ სასემინარო ნაშრომის მომზადება და აუდიტორიის წინაშე დაცვა.
2) სასემინარო ნაშრომის თემა არ უნდა შეადგენდეს დისერტაციის ნაწილს.
3) სემინარის მიმართ წაყენებულ ტექნიკურ მოთხოვნებს განსაზღვრავს სადისერტაციო საბჭო.


13. დისერტაცია
1) დისერტაცია უნდა წარმოადგენდეს დოქტორანტის დამოუკიდებელი სამეცნიერო მუშაობის შედეგს, ახასიათებდეს სიახლე და წვლილი შეჰქონდეს შესაბამისი სამეცნიერო დარგის განვითარებაში.
2) დისერტაცია უნდა შესრულდეს ქართულ ენაზე. სადისერტაციო საბჭოს ნებართვით დასაშვებია მისი სხვა ენაზე შესრულება.


14. დისერტაციის წარდგენა
1) დისერტაცია სადისერტაციო საბჭოს გადაეცემა 4 აკინძულ და 1 ელექტრონულ ეგზემპლარად, ფაკულტეტის ვებგვერდზე განსათავსებლად.
2) დისერტაციას თან ერთვის დოქტორანტის ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ თემა მის მიერაა შესრულებული და ნაშრომში გამოყენებული ყველა წყარო სათანადოდაა მითითებული.

 

15. დისერტაციის დაცვაზე დაშვების წინაპირობები
დისერტაციის დაცვაზე დასაშვებად:
ა. დისერტანტმა უნდა წარადგინოს ცნობა სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო კომპონენტის შესრულების თაობაზე;
ბ. დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა სადისერტაციო საბჭოს უნდა წარუდგინოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ იგი გაეცნო დისერტაციას და ნაშრომი მზად არის საჯარო განხილვაზე დასაშვებად;
გ. დისერტანტმა უნდა წარუდგინოს სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს ცნობა იმის თაობაზე, რომ სადისერტაციო თემის სფეროში გამოქვეყნებული (ან გამოსაქვეყნებლად მიღებული) აქვს, მინიმუმ, სამი სამეცნიერო პუბლიკაცია რეცენზირებად ჟურნალში. მათგან ორს გავლილი უნდა ჰქონდეს საერთაშორისო რეცენზირება.


16. წერილობითი დასკვნა დისერტაციის შესახებ
1) დისერტაციის წარდგენის შემდეგ წერილობით დასკვნას ადგენს ორი შემფასებელი.
2) შემფასებლებმა თავიანთი წერილობითი დასკვნა უნდა წარმოადგინონ დისერტაციის წარდგენიდან არა უგვიანეს 3 თვისა.
3) დასკვნაში მითითებული უნდა იყოს გადაწყვეტილება დისერტაციის დაცვაზე დაშვების, მისი შესწორების მიზნით დოქტორანტისათვის უკან დაბრუნების ან დაცვაზე უარის თქმის შესახებ. უმნიშვნელო შენიშვნების შემთხვევაში დისერტაციის მიღება ხდება ხარვეზების გამოსწორების დათქმით.
4) შესწორების მიზნით დოქტორანტისათვის უკან დაბრუნების შემთხვევაში, დისერტაცია ხელახლა უნდა იქნეს წარდგენილი 1 წლის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში პირი დაცვაზე აღარ დაიშვება.
5) თუკი წერილობითი დასკვნები ორი შეფასებით განსხვავდება ერთმანეთისაგან, ინიშნება მესამე შემფასებელი სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მიერ. მესამე შემფასებელს თემის შეფასებისათვის ეძლევა 1 თვე.
6) სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარემ დოქტორანტს წერილობით უნდა აცნობოს შემფასებლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. დაცვაზე დაშვების შემთხვევაში, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს დაცვის თარიღიც. შეტყობინებიდან დაცვის თარიღამდე დოქტორანტს უნდა მიეცეს, მინიმუმ, 1 თვე დაცვისათვის მოსამზადებლად. დოქტორანტს ეძლევა უფლება, გაეცნოს შემფასებლების დასკვნებს.
7) დაცვაზე დაშვების უარის შემთხვევაში, უარყოფილი დისერტაცია და შემფასებლების წერილობითი დასკვნები შეინახება სადისერტაციო საბჭოს არქივში. დოქტორანტი უფლებამოსილია, გაეცნოს ამ დოკუმენტებს.


17. სადისერტაციო კომისია
1) დისერტაციის დაცვაზე დაშვების შემთხვევაში სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე ქმნის სადისერტაციო კომისიას.
2) სადისერტაციო კომისია შედგება ხმის უფლების მქონე, მინიმუმ, სამი წევრისგან. დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელს და შემფასებლებს აქვთ სათათბირო ხმით მონაწილეობის უფლება. სადისერტაციო კომისიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე სხვა პირი.
3) თავმჯდომარე უნდა იყოს უნივერსიტეტის მოქმედი ან საპატიო პროფესორი, რომელიც არ არის ხელმძღვანელი ან შემფასებელი.
4) თუკი სადისერტაციო ნაშრომი მომზადებულია სამართლის იმ დარგში, რომლის წარმომადგენელიც არის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, იგი ავტომატურად შედის საგამოცდო კომისიის შემადგენლობაში.


18. დაცვა
1) დაცვა არის საჯარო. მის მსვლელობასა და შედეგზე უნდა შედგეს საბოლოო ოქმი. დაცვა ითვალისწინებს დოქტორანტის მიერ 30-წუთიანი მოხსენებით თემის წარმოდგენას - პრეზენტაციას.
2) მოხსენებას მოსდევს სამეცნიერო შეკითხვა-კამათი. დაცვა არ უნდა აღემატებოდეს 120 წუთს.
3) ერთი კომისიის წინაშე ერთ დღეს შეიძლება დაინიშნოს. რამდენიმე დისერტაციის დაცვა.


19. შეფასება
1) დისერტაციის შეფასება განისაზღვრება შემფასებელთა დასკვნების საფუძველზე.
2) დაცვა ფასდება სადისერტაციო კომისიის მიერ დახურულ სხდომაზე დაცვის დასრულებისთანავე.
3) შეფასებისათვის გამოიყენება შეფასების შემდეგი სისტემა:
ა) ფრიადი (სუმმა ცუმ ლაუდე) - შესანიშნავი ნაშრომი;
ბ) ძალიან კარგი (მაგნა ცუმ ლაუდე) - შედეგი, რომელიც
წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აღემატება;
გ) კარგი (ცუმ ლაუდე) - შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს აღემატება;
დ) საშუალო (ბენე) - შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს
ყოველმხრივ აკმაყოფილებს;
ე) დამაკმაყოფილებელი (რიტე) - შედეგი, რომელიც, ხარვეზების მიუხედავად, წაყენებულ მოთხოვნებს მაინც აკმაყოფილებს;
ვ) არადამაკმაყოფილებელი (ინსუფფიციენტერ) - შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო ვერ აკმაყოფილებს;
ზ) სრულიად არადამაკმაყოფილებელი (სუბ ომნი ცანონე) - შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს სრულიად ვერ აკმაყოფილებს.
4) დისერტაცია არ ითვლება დაცულად, თუკი მას საგამოცდო კომისიის უმრავლესობა „არადამაკმაყოფილებლით“ აფასებს. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სადისერტაციო კომისიის თავმჯდომარის ხმას.
5) დისერტაციისა და დაცვის შეფასებების საფუძველზე სადისერტაციო კომისია განსაზღვრავს საბოლოო შეფასებას. საბოლოო შეფასებაში დისერტაციის შეფასება აისახება 2/3, ხოლო დაცვის - 1/3 თანაფარდობით.
6) სადისერტაციო კომისიის თავმჯდომარე საგამოცდო კომისიის დასაბუთებულ გადაწყვეტილებას დოქტორანტს აცნობს ზეპირად და მიუთითებს დისერტაციის გამოქვეყნების პირობებზე.
7) თუ დისერტაცია არ იქნა დაცული, დაცვის გამეორება შესაძლებელია მომდევნო 6 თვის განმავლობაში. დოქტორანტის განცხადება განმეორებითი დაცვის მოთხოვნის შესახებ სადისერტაციო საბჭოს უნდა წარედგინოს შედეგის გამოცხადებიდან 1 თვის განმავლობაში.


20. გამოქვეყნება
1) ნაშრომი უნდა გამოქვეყნდეს თსუ-ის გამომცემლობაში დაცვიდან 1 წლის განმავლობაში.
2) დოქტორანტი გამოქვეყნებული ნაშრომის 30 ეგზემპლარს გადასცემს იურიდიულ ფაკულტეტს.


21. დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი მოწმობა
1) დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდეგ პირი უფლებამოსილია, იწოდებოდეს სამართლის დოქტორად.
2) მოწმობა გაიცემა გამოქვეყნებული დისერტაციის სავალდებულო ეგზემპლარების ფაკულტეტისათვის გადაცემის შემდეგ.
3) სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარემ პირს შეიძლება მიანიჭოს დოქტორის ხარისხით სარგებლობის უფლება სადოქტორო მოწმობის გაცემამდე, დისერტაციის გამოქვეყნების შესახებ თსუ-ის გამომცემლობასთან დადებული ხელშეკრულების ასლის წარდგენის საფუძველზე.
4) მოწმობა შეიცავს დისერტაციის სახელწოდებას, დაცვის თარიღსა და საერთო შეფასებას. მოწმობას ხელს აწერს უნივერსიტეტის რექტორი, ფაკულტეტის დეკანი, სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე და მოწმდება უნივერსიტეტის ბეჭდით. მოწმობის ასლი ინახება უნივერსიტეტის არქივში.


22. ბათილობა
სადისერტაციო საქმის წარმოებისას არასწორი მონაცემების წარდგენა არის დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი მოწმობის გაცემაზე უარის თქმის ან მოწმობის ჩამორთმევის საფუძველი. შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს სადისერტაციო საბჭო.

 

თავი V. დოქტორანტურა პარტნიორი უნივერსიტეტის მონაწილეობით


23. შეთანხმება სადოქტორო პროგრამების განხორციელებაზე
სადოქტორო პროგრამის განხორციელება პარტნიორი უნივერსიტეტის მონაწილეობით წესრიგდება ამ უნივერსიტეტთან დადებული შეთანხმებით თანამშრომლობისა და ერთობლივი დოქტორანტურის შესახებ.


24. განცხადება დოქტორანტურაში დაშვების შესახებ
1) პარტნიორი უნივერსიტეტის მონაწილეობის შემთხვევაში დოქტორანტურაში ჩარიცხვის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ორივე უნივერსიტეტის დოქტრონატურაში მიღების წინაპირობებს.
2) განცხადებას ამ დებულებით გათვალისწინებულ საბუთებთან ერთად უნდა დაერთოს პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი პროფესორის თანხმობა თემის თანახელმძღვანელობაზე.


25. დისერტაციის ხელმძღვანელი
1) პარტნიორი უნივერსიტეტის მონაწილეობის შემთხვევაში დისარტაციას ერთობლივად უნდა უხელმძღვანელონ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პარტნიორი უნივერსიტეტის პროფესორებმა. დაცვას უნდა ესწრებოდეს ერთი ხელმძღვანელი მაინც.
2) პარტნიორი უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც თემის ხელმძღვანელობაზე თანხმობას განაცხადებს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წარუდგენს თავის შეფასებას.
3) თუ სადისერტაციო საქმის წარმოება უპირატესად პარტნიორ უნივერსიტეტში მიმდინარეობს, გამოიყენება პარტნიორი უნივერსიტეტის დოქტორანტურის დებულების პირობები.


26. დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი მოწმობა
1) დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელ მოწმობას გასცემს ის უნივერსიტეტი, სადაც განხორციელდა დისერტაციის დაცვა.
2) მოწმობა უნდა შეიცავდეს მითითებას, რომ დისერტაცია დაცულია პარტნიორი უნივერსიტეტების მონაწილეობით.


27. გამოქვეყნება
გადაწყვეტილება დისერტაციის გამოქვეყნების შესახებ მიიღება ამ დებულების ან პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი დებულების მოთხოვნათა შესაბამისად. დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი მოწმობის გაცემამდე დოქტორანტმა დისერტაციის 30 ეგზემპლარი უნდა წარუდგინოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს.


28. დისერტაციისა და დაცვის ენა
დისერტაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულად ან პარტნიორი უნივერსიტეტის სამუშაო ენაზე. იგივე წესი ვრცელდება დაცვასთან დაკავშირებით.

 

თავი VI. საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების პროცედურა


25. საპატიო დოქტორის წოდება
1) სამართალმცოდნეობის სფეროში განსაკუთრებული სამეცნიერო დამსახურების მქონე პირს შეიძლება მიენიჭოს სამართლის საპატიო დოქტორის - დოცტორ იურის ჰონორის ცაუსა (Dრ.იურ.ჰ.ც.) - აკადემიური ხარისხი.
2) საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილებას ფაკულტეტის წარდგინების საფუძველზე იღებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.

 

VII. დასკვნითი დებულებები


26. გარდამავალი დებულებები
1) ამ დებულებით გათვალისწინებული სასწავლო კომპონენტის კრედიტების დაგროვებისაგან თავისუფლდება ყოფილი ასპირანტი და მაძიებელი, რომელსაც ე.წ. საკანდიდატო მინიმუმის ყველა საგანი აქვს ჩაბარებული. იგი ვალდებულია დაიცვას სასემინარო ნაშრომი და წარმოადგინოს სადისერტაციო ნაშრომი ამ დებულებით გათვალისწინებული წესით დასაცავად.
2) დოქტორანტი, რომელსაც დისერტაცია წარდგენილი აქვს დასაცავად 2007 წლის 1 ივნისამდე, წარმოადგენს გამოქვეყნებულ ან გამოსაქვეყნებელ სტატიას საერთაშორისო რეცენზირებისათვის. დისერტაციის დაცვა შედგება სარეცენზიო სტატიაზე დადებითი რეცენზიის მიღების შემდეგ. რეცენზირება ხორციელდება სტატიის წარმოდგენიდან სამი თვის ვადაში.
3) დოქტორანტი თავისუფლდება სემესტრული რეგისტრაციისა და სწავლის ქირის გადასახადისაგან სადისერტაციო საბჭოში სადისერტაციო ნაშრომთან ერთად ხელმძღვანელის დადებითი დასკვნის წარდგენის მომენტიდან.


27. ძალაში შესვლა
ეს დებულება ძალაში შედის 2006 წლის 1 იანვრიდან.

სრულად

ბრძანების N: 54

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2007 წლის პრემიების მინიჭების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, განსაზღვრულ იქნეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ჭავჭავაძის, ივანე ჯავახიშვილის, პეტრე მელიქიშვილისა და აკაკი შანიძის სახელობის პრემიების მინიჭების წესი:

 

1. ილია ჭავჭავაძის სახელობის ერთი სამეცნიერო პრემია მიენიჭება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუკეთესო მონოგრაფიის, ნაშრომთა კრებულისა და სახელმძღვანელოსათვის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში. პრემიის ოდენობა განისაზღვრება 3000 ლარით.

 

2. ივანე ჯავახიშვილის სახელობის ერთი სამეცნიერო პრემია მიენიჭება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუკეთესო მონოგრაფიის, ნაშრომთა კრებულისა და სახელმძღვანელოსათვის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში. პრემიის ოდენობა განისაზღვრება 3000 ლარით.

 

3. პეტრე მელიქიშვილის სახელობის ერთი სამეცნიერო პრემია მიენიჭება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუკეთესო მონოგრაფიის, ნაშრომთა კრებულისა და სახელმძღვანელოსათვის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგში. პრემიის ოდენობა განისაზღვრება 2000 ლარით.

 

4. აკაკი შანიძის სახელობის ერთი სამეცნიერო პრემია მიენიჭება ქართული ფილოლოგიის დარგში შესრულებული მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს ან ავტორთა კოლექტივს. პრემიის ოდენობა განისაზღვრება 2000 ლარით.

 

- 2007 წლის პრემიები მიენიჭებათ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში სტამბური წესით გამოქვეყნებული ნაშრომისათვის.
- ნაშრომის წარმოდგენა შეუძლია ავტორთა კოლექტივს. ავტორთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხუთს.
- წარმოდგენილ ნაშრომს არ უნდა ჰქონდეს მინიჭებული სხვა სახელობითი პრემია.
- საკონკურსო ნაშრომები წარმოდგენილ უნდა იქნეს სამ ცალად და თან უნდა ერთვოდეს არა ნაკლებ ორი რეცენზიისა.
- საკონკურსო მასალები წარედგინება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სამდივნოს 2007 წლის 1 დეკემბრამდე.

 

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 55

ინდივიდუალური (გარდამავალი პერიოდის) სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
17.12.2012, №128/2012 დადგენილებით

                         

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს ინდივიდუალური სადოქტორო პროგრამები შემდეგ ფაკულტეტებზე:

 

I. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

1. ფსიქოლოგია
2. პოლიტიკური მეცნიერება
პროგრამის ხელმძღვანელი - პროფესორი მალხაზ მაცაბერიძე
3. საერთაშორისო ურთიერთობები
პროგრამის ხელმძღვანელი - პროფ. ზურაბ დავითაშვილი
4. სოციოლოგია
პროგრამის ხელმძღვანელი - პროფ. იაგო კაჭკაჭიშვილი
5. საზოგადოებრივი გეოგრაფია
პროგრამის ხელმძღვანელი - პროფ. გიორგი გოგსაძე


II. ჰუმანიტარული ფაკულტეტი
1. ბერძნულ-რომაული ფილოლოგია
პროგრამის ხელმძღვანელი - პროფ. რისმაგ გორდეზიანი
2. რუსული და სლავური ენები
პროგრამის ხელმძღვანელი - პროფ. ნათელა ჭოხონელიძე
3. რუსული და სლავური ლიტერატურები
პროგრამის ხელმძღვანელი - პროფ. მარიამ ფილინა
4. ლიტერატურის თეორია. ზოგადი და კომპარატივისტული კვლევები
პროგრამის ხელმძღვანელი - პროფ. ირმა რატიანი
5. ორიენტალისტიკა
პროგრამის ხელმძღვანელი - პროფ. აპოლონ სილაგაძე
6. ქართველური ენათმეცნიერება
პროგრამის ხელმძღვანელი - პროფ. დამანა მელიქიშვილი
7. იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება
პროგრამის ხელმძღვანელები - პროფ. ცირა ბარამიძე, პროფ. თერიმურაზ გვანცელაძე
8.ქართული ლიტერატურიოს ისტორია (ძველი, ახალი და უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორია)
პროგრამის ხელმძღვანელი - პროფ. ელგუჯა ხინთიბიძე
9. ინგლისური ფილოლოგია
პროგრამის ხელმძღვანელი - პროფ. რუსუდან ენუქიძე
10. გერმანული ფილოლოგია
პროგრამის ხელმძღვანელი - პროფ. ლალი ქეცბა-ხუნდაძე
11. რომანული ენები და ლიტერატურა
პროგრამის ხელმძღვანელი - პროფ. ია ფხაკაძე
12. ლოგიკა და ენის ფილოსოფია
პროგრამის ხელმძღვანელი - ასოც. პროფ. ლერი მჭედლიშვილი
13. ეთნოლოგია
პროგრამის ხელმძღვანელი - პროფ. ქეთევან ხუციშვილი
14. ძველი მსოფლიოს ისტორია
პროგრამის ხელმძღვანელი - პროფ. ეკა ავალიანი
15. ხელოვნების ისტორია და თეორია
პროგრამის ხელმძღვანელი - პროფ. ზაზა სხირტლაძე
16. თარგმანთმცოდნეობა (ქართული კლასიკური ლიტერატურის უცხოენოვანი თარგმანების ანალიზი)
პროგრამის ხელმძღვანელი - ასოც. პროფ. ოთარ ბაქანიძე
17. საქარველოს ისტორია
პროგრამის ხელმძღვანელი - პროფ. ვაჟა კიკნაძე
18. კულტურის მეცნიერებები
პროგრამის ხელმძღვანელი - პროფ. ნინო ჩიქოვანი
19. შუა საუკუნეების ისტორი
პროგრამის ხელმძღვანელი (დასავლეთ ევროპის შუა საუკუნეები და ადრეული ახალი პერიოდი, ბიზანტიის ისტორია, შუა საუკუნეების ეკლესიის ისტორია)
პროგრამის ხელმძღვანელი - პროფ. ბეჟან ჯავახია
20. ქართული ბიბლიის ფილოლოგია
პროგრამის ხელმძღვანელი - ასოც. პრფ. ანა ხარანაული
21. განათლების მეცნიერებები
პროგრამის ხელმძღვანელი - პროფ. ქეთევან ჭკუასელი


საფუძველი: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ჰუმანიტარული ფაკულტეტის საბჭოების წარდგინებები

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 50

სამაგისტრო პროგრამების ამოქმედების შესახებ

1. სამაგისტრო პროგრამა ამოქმედდეს ამ პროგრამაზე 5 სტუდენტის ჩარიცხვის შემთხვევაში. გამონაკლისი დაიშვება იმ პროგრამების მიმართ, სადაც გამსვლელი ქულა დააგროვა 5-ზე ნაკლებმა კონკურსანტმა, თუ ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით პროგრამის ამოქმედება არ არის დაკავშირებული დამატებით დაფინანსებასთან და მიმართულების პროფესურა თანახმაა პროგრამით გათვალისწინებული სალექციო კურსის წაკითხვა არ ჩაეთვალოს მინიმალურ საათობრივ დატვირთვაში.


2. იმ სამაგისტრო პროგრამების კონკურსანტებს, რომლებმაც დააგროვეს გამსვლელი ქულა და პროგრამა არ იხსნება, საგამოცდო ქულები შეუნარჩუნდეთ 2007-2008 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ან მიეცეთ მომიჯნავე სამაგისტრო პროგრამაზე გადასვლის უფლება. 
 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
პროფესორი გიორგი ხუბუა

სრულად

ბრძანების N: 51

”მაგისტრატურაში მიღების წესების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2007 წლის 17 ივლისის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №100/2011 დადგენილებით


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, ” მაგისტრატურაში მიღების წესების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2007 წლის 17 ივლისის №38 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

1. “კონკურსანტები, რომლებიც სპეციალობაში მიიღებენ 51 ქულაზე ნაკლებს, მოიხსნებიან კონკურსიდან და არ ჩაირიცხებიან მაგისტრატურაში”.

 

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 52