საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2021 წლის 15 ივლისის „2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადასვლის (მობილობის) პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ“ N1.1/56 ბრძანების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 29 ივნისის N11833/28, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 26 ივნისის N11511/29, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის დირექტორის 2021 წლის 24 ივნისის N11485/29, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 28 ივნისის N11624/32, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 29 ივნისის N11794/30 და 02 ივლისის N12190/32, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 30 ივნისისა N11871/26 და 5 ივლისის N12329/26 წერილების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    საგანმანათლებლო    პროგრამებზე    2021-2022    სასწავლო    წლის შემოდგომის    სემესტრში   მობილობისათვის   ვაკანტური   ადგილები   წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული დანართების შესაბამისად:

1.1.   ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
1.2.   სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი   (დანართი N2);
1.3.   ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი   (დანართი N3);
1.4.   მედიცინის ფაკულტეტი    (დანართი N4);
1.5.   ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი   (დანართი N5).


2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. ბრძანების   ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული    ერთეულებისათვის     გადაცემის     უზრუნველყოფა     დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი   ნინო გვენეტაძე