საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ემუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ემუხლის მე-3 ნაწილის, 54-ემუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა, მე-9 და მე-11 პუნქტებისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 28 დეკემბრის N28253/26 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2021-2022 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის
10 სექტემბრის N159/01-01 ბრძანების პირველი პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2021-2022 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

ა) შემოდგომის სემესტრი:
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 4 ოქტომბერი - 6 ოქტომბერი 
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 4 ოქტომბერი - 6 ოქტომბერი;
ა.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 4 ოქტომბერი - 25 დეკემბერი; 10-29 იანვარი;
ა.დ) საგამოცდო პერიოდი - 31 იანვარი - 16 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები), 22-28 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
ა.ე) არდადეგები - 26 დეკემბერი – 9 იანვარი; 1 - 6 მარტი.

ბ) გაზაფხულის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 8 თებერვალი - 6 მარტი; 
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 28 თებერვალი – 7 მარტი;
ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 7 მარტი – 18 ივნისი;
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი - 20 ივნისი - 13 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 19-26 ივლისი (დამატებითი გამოცდები);      “

2.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი    ნინო ოკრიბელაშვილი