საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373  მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების   მე-14  მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“,   და ,,პ’’ ქვეპუნქტებისა,   მე-9 პუნქტის,   ,,სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების  დამატებითი  პირობების  დამტკიცების  შესახებ”  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე- 20 პუნქტების, თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართის ინსტიტუტის დებულების მე-8 მუხლის პირველი, მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის და მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 16 მარტის N11/04 ერთობლივი ბრძანების     და თ. წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორის ლ. ბრეგვაძის 2023 წლის 16 მარტის N 6947/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2023  წლის 16 მარტის  სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში         სამეცნიერო    პერსონალის    -         მეცნიერი    თანამშრომლის თანამდებობაზე  გამოცხადებული  კონკურსის  შედეგი  (შემაჯამებელი  ოქმი)  და განისაზღვროს არჩეულად:

კერძო სამართლის განყოფილება

1. დავით მაისურაძე - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით).
2. კონკურსის შედეგი ძალაში შევიდეს 2023 წლის 22 მარტიდან.
3. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება დავით მაისურაძესთან.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე    ბრძანება    კანონმდებლობით    დადგენილი    წესით    გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი).
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი   ჯაბა სამუშია