,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა,“ "ზ” და „ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრის ასისტენტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 6 მარტის N49/02-01 ბრძანების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრის ასისტენტის საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) მარინე კობეშავიძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - კომისიის თავმჯდომარე;
ბ) გიორგი შამათავა - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე -
კომისიის წევრი;
გ) მარია ლუიზა ნორტონ პინტუ ტეიშეირა - პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი - კომისიის წევრი;
დ) დარეჯან გარადავაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი - კომისიის წევრი;
ე) რუსუდან დოლიძე - ენების შემსწავლელი ცენტრის უფროსი, ასოცირებულიპროფესორი; - კომისიის წევრი;
ვ) მარიამ რაზმაძე - საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ჯგუფის ლიდერი,- კომისიის წევრი;
ზ) მაია ჭელიძე - პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი- კომისიის მდივანი;
2. დამტკიცდეს დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრის ასისტენტის შესარჩევი კომისიის მუშაობის წესი (დანართი1);
3. დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრის ასისტენტის საკონკურსო კომისიის მუშაობის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 21 მარტიდან 2023 წლის 28 მარტის ჩათვლით.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრი);
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე