საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
2023/2024 სასწავლო წლისთვის თსუ-ს ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულებისა და ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამების ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, რექტორის ბრძანების (N 87/01-01; 26/04/2023), ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის (N 30159/10; 12.10.2023) საფუძველზე.

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2023/2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის თსუს ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულებისა და ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.

2. კონკურსი ჩატარდეს 2023 წლის 13 ოქტომბერს. 3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) თამარ ჭელიძე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;

ბ) რუსუდან დოლიძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;

გ) მედეა ბადაშვილი, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;

4. ნათია კალანდაძე, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი;

5. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის 15/04, 22 დეკემბრის 33/04, 2023 წლის 9 იანვრის N 1/04 და 10 მარტის N 9/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.

6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).

8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 244/01-01

„სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დროებით სარგებლობაში გაცემისა და საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების გასხვისების საკითხების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2013 წლის 18 იანვრის №03/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის 2023 წლის 11 ოქტომბრის N30100/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დროებით სარგებლობაში გაცემისა და საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების გასხვისების საკითხების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2013 წლის 18 იანვრის №03/02-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეიქმნას სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დროებით სარგებლობაში გაცემისა და საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების გასხვისების საკითხების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ლაშა საღინაძე - კომისიის თავმჯდომარე (ადმინისტრაციის ხელმძღვანელი);

ბ) გიორგი შამათავა - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე (ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე);

გ) იოსებ სოფრომაძე - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე (მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი);

დ) მანონი ჯოჯუა - კომისიის წევრი (საფინანსო დეპარტამენტის უფროსი);

ე) არჩილ კუკულავა - კომისიის წევრი (იურიდიული დეპარტამენტის უფროსი);

ვ) მურმან ცარციძე - კომისიის წევრი (საფინანსო დეპარტამენტის ექსპერტი);

ზ) ლიანა ღვალაძე - კომისიის წევრი (საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვაანგარიშგების განყოფილების უფროსი);

თ) რუსუდან ნასარიძე - კომისიის წევრი (საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვაანგარიშგების განყოფილების უფროსის მოადგილე);

ი) ზვიად სოფრომაძე - კომისიის წევრი (მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტი).

კ) ლიანა მჭედლიშვილი - კომისიის წევრი (მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების მთავარი სპეციალისტი);

ლ) ნინო კუტალაძე - კომისიის მდივანი (იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 293/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, მულტილინგვური განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავროსამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2023- 2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, მულტილინგვური განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავროსამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2023- 2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე“ თსუ რექტორის 2023 წლის 01 სექტემბრის N723/01-04 ბრძანებით დაიწყო წარმოება თსუ-ს სტუდენტებისათვის ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე. 

                    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღება წარმოადგენს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველს.

           წარმოების შედეგად დადგინდა, რომ თსუ-ს რექტორის 2023 წლის 01 სექტემბრის N723/01-04 ბრძანებაში მითითებულ სტუდენტთა ნაწილს, რომელთა მიმართაც მიმდინარეობდა წარმოება, ნამდვილად აქვს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, ხოლო სტუდენტთა ნაწილს არ უნდა შეუწყდეს სტუდენტის სტატუსი.

                  ასევე, წარმოებისას დადგენილი იქნა თსუ-ს სტუდენტთა გარკვეული რაოდენობა, რომელთა მონაცემები არ იყო ზემოხსენებულ ბრძანებაში მითითებული და თუმცა მათ 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსი მესამედ ჰქონდათ არჩეული და კრედიტი არ ჰქონდათ მიღებული. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღება წარმოადგენს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველს და წარმოების პროცესში დადგენილ სტუდენტებს უნდა შეუწყდეთ სტუდენტის სტატუსი 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემეტრიდან.

         ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ემუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული "უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების" მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-01 ბრძანების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N 29808/28; 10.10.2023; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N26572/27, 15.09.2023; N27767/27, 25.09.2023; სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N30143/30, 12.10.2023; ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის N28477/29, 29.09.2023; N30193/29, 12.10.2023; იურიდიული ფაკულტეტის დეკანის N26592/31-05, 15.09.2023; N 27751/31-01, 25.09.2023; ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N6447/26, 13.03.2023 და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის N25055/32, 06.09.2023 წარდგინებების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეუწყდეთ თსუ-ს სტუდენტის სტატუსი 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, მულტილინგვური განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს, 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით, ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, ფაკულტეტების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);

1.2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);

1.3. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);

1.4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4); 1.5. იურიდიული ფაკულტეტი (დანართი N5);

1.6. მედიცინის ფაკულტეტი (დანართი N6);

1.7. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N7);

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.

3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს და განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.

4. ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე.

5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

 

სრულად

ბრძანების N: 959/01-04

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში -  მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 37-   2 -ე  მუხლის   პირველი,  მე-4  და  მე-5  პუნქტების,  საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე- 14 მუხლის   პირველი პუნქტის, მე-8  პუნქტის „ა" და  „პ"  ქვეპუნქტების, მე-9  და  მე-11 პუნქტების,  32-  2 მუხლის   პირველი , მე-5  და  მე-6  პუნქტების,  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს  2017 წლის  31 მაისის   N63/2017 დადგენილების   ,,სსიპ    - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი  სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის   სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების  დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ  წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი  N03; 23.06.2017წ), თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 12 ივლისის N18/04 ერთობლივი ბრძანების და ინსტიტუტის დირექტორის  თამარ წუწუნავას  2023 წლის  6 ოქტომბრის N 29392/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს    კონკურსი     სსიპ-ივანე      ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   ალექსანდრე  ჯანელიძის   სახელობის   გეოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;
2.მეცნიერი     თანამშრომლის თანამდებობაზე    4 წლის  ვადით  შეიძლება  აირჩეს  პირი, რომელსაც აქვს   მაგისტრის    ან   მასთან   გათანაბრებული    აკადემიური    ხარისხი, სამეცნიერო   - კვლევითი    საქმიანობის    გამოცდილება   და   გამოქვეყნებული    ან გამოსაქვეყნებლად მიღებული  სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო  პუბლიკაცია მაინც  სამეცნიერო-კვლევითი  პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3.მეცნიერი     თანამშრომლის  თანამდებობა   შეიძლება   დაიკავოს   პირმა,   რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო -კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის  სამსახურში   მიღების   ერთიანი   წესითა   და  სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული  ვაკანსიის პროფილის მიხედვით;
4.   კონკურსი  გამოცხადდეს  2023  წლის  16  ოქტომბერს. საკონკურსო  დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 17 ნოემბრიდან 2023 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით. კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი თსუ რექტორს გადაეცეს არაუგვიანეს  2023 წლის 12 დეკემბრისა.
5.   კონკურსი      გამოცხადდეს     ალექსანდრე    ჯანელიძის     სახელობის     გეოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: გარემოს დაცვის განყოფილება
მეცნიერი თანამშრომლი - 0.5 საშტატო ერთეული;
6.   მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი  ვალდებულია  განსაზღვრული  პირობებისა  და  ვადების  დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
7.  ა) განცხადება  საკონკურსო კომისიის  სახელზე  დადგენილი  ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის № 63/2017 დადგენილება, დანართი 2);
ბ) პირადობის დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ)  შესაბამისი   აკადემიური  ხარისხის  დამადასტურებელი  დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში  მიღებული  განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი  პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.); 
ზ) ცნობა - სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის  ნასამართლობის შესახებ;
8.   საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2023 წლის 17 ნოემბრიდან 2023 წლის 22  ნოემბრის  ჩათვლით  11:00-დან  16:00  საათამდე,  თსუ  ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში. მისამართი:  თბილისი,  ა. პოლიტკოვსკაიას ქ. №31, ოთახი №101;
9.   ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის’’ ელექტრონულ გვერდზე.
10. ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ    ვებ-გვერდზე   განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
11. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი   წესით   გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,  პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედიის  ცენტრი,  ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი) 


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე
 

სრულად

ბრძანების N: 243/01-01        

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე - 15 მუხლის პირველი პუნქტის, მე - 16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, „ნ“ და ,,ო’’ ქვეპუნქტების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანებით დამტკიცებული ,,საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ’’ ინსტრუქციის და უნივერსიტეტის საინვენტარიზაციო კომისიის აპარატის თავმჯდომარის მურმან ცარციძის 2023 წლის 04 ოქტომბრის №28903/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ორგანიზებულად და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, დადგენილ ვადებში ჩატარების მიზნით, შესასრულებელი სამუშაოს სირთულისა და მოცულობის გათვალისწინებით, შეიქმნას მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისია წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული დანართი №1-ის სახით (დანართი №1).

2. წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ნოემბრის №143/02-01 ბრძანება, ამ ბრძანებაში შესული (გათვალისწინებული) ცვლილებებითა და დამატებებით.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება (პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე) დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 290/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის N364 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის ძირითადი დებულებებისა და უნივერსიტეტის საინვენტარიზაციო კომისიის აპარატის თავმჯდომარის მურმან ცარციძის 2023 წლის 04 ოქტომბრის N28903/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - ,,თსუ”) ბალანსზე რიცხული ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ორგანიზებულად და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად ჩატარების მიზნით, დაევალოს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 09 ოქტომბრის N290/02-01 ბრძანების საფუძველზე შექმნილ საინვენტარიზაციო კომისიებს 2023 საბიუჯეტო წლის ბოლოს, 09 ოქტომბრიდან 09 დეკემბრამდე უზრუნველყოს ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების სრული ინვენტარიზაცია 01 ოქტომბრის მდგომარეობით და ინვენტარიზაციის აქტის, შესაბამის დოკუმენტებთან ერთად, წარმოდგენა ზემოაღნიშნული კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზებულად და მოქმედ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, დაევალოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის N364 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად დადგენილი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა საინვენტარიზაციო ქვეკომისიების დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.

3. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 291/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის N364 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის ძირითადი დებულებებისა და უნივერსიტეტის საინვენტარიზაციო კომისიის აპარატის თავმჯდომარის მურმან ცარციძის 2023 წლის 04 ოქტომბრის N28903/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - ,,თსუ”) ბალანსზე რიცხული ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ორგანიზებულად და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად ჩატარების მიზნით, დაევალოს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 09 ოქტომბრის N290/02-01 ბრძანების საფუძველზე შექმნილ საინვენტარიზაციო კომისიებს 2023 საბიუჯეტო წლის ბოლოს, 09 ოქტომბრიდან 09 დეკემბრამდე უზრუნველყოს ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების სრული ინვენტარიზაცია 01 ოქტომბრის მდგომარეობით და ინვენტარიზაციის აქტის, შესაბამის დოკუმენტებთან ერთად, წარმოდგენა ზემოაღნიშნული კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზებულად და მოქმედ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, დაევალოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის N364 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად დადგენილი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა საინვენტარიზაციო ქვეკომისიების დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.

3. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 291/02-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 და მე-11 პუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დებულების მე10 მუხლის პირველი პუნქტისა და პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორის ქეთევან ებრალიძის 2023 წლის 9 ოქტომბრის N29615/10 მოხსენებითი ბარათის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2023 წლის 9 ოქტომბრის სხდომის ოქმი N21) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) მზია ციცაგი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ორგანულ ნაერთთა ქიმიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი.

ბ) თეიმურაზ კორძახია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ფიზიკურ-ქიმიური პროცესების კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი.

დ) მანანა ბურჯანაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის სწავლული მდივანი.

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ მზია ციცაგი, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ თეიმურაზ კორძახია, საკონკურსო კომისიის მდივნად მანანა ბურჯანაძე. 3.დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

4.დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2023 წლის 30 ნოემბრისა.

5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი).

6.წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი  ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 240/01-01

2022/2023 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული  ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ნიკოლაუს კოპერნიკუსის სახელობის ტორუნის  უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ"  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების   მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის   #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების,  რექტორის  ბრძანების (N 87/01-01; 26/04/2023) და საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტის  უფროსის  წერილის  (N 29802/10; 10.10.2023) საფუძველზე.

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2023/2024 სასწავლო წლისთვის  ევროკომისიის  მიერ დაფინანსებული  ერაზმუს+  საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი  კადირ  ჰასის  უნივერსიტეტის   მიერ თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2023 წლის 11 ოქტომბერს.
ა) ნინო ქიმერიძე,  თსუ ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) თეა გერგედავა, თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის  უფროსი, კომისიის წევრი;
გ) ეკატერინე  ფირცხალავა, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;


3. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
4. ბრძანების უნივერსიტეტის  ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. დამტკიცდეს კონკურსის  ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის   წესი (დანართი №1).
6. წინამდებარე ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი წესით   გადაეცეს დაინტერესებულ  პირებს  და  შესაბამის  სტრუქტურულ  ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
7. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი  ნინო გვენეტაძე
 

სრულად

ბრძანების N: 241/01-01    

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის შესახებ“ N1 დანართის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახული მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შეუწყდეთ თსუ-ს სტუდენტის სტატუსი 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის გამო წინამდებარე ბრძანების N1 დანართში მითითებულ შემდეგ სტუდენტებს (დანართი №1).

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.

3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 890/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში, სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით, ონლაინ რეგისტრაციის გამოცხადების თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ "ო" და ,,პ“ ქვეპუნქტების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის მე-4 მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტების და თსუ სტუდქალაქის სტუდენტური სერვისების განყოფილების უფროსის ზაზა წაქაძის 2023 წლის 06 ოქტომბრის N29370/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით, გამოცხადდეს ონლაინ რეგისტრაცია ბაგების საერთო საცხოვრებლის 35 (ოცდათხუთმეტი) ადგილზე და ლისის საერთო საცხოვრებლის 30 (ოცდაათი) ადგილზე.

2. ონლაინ რეგისტრაცია განხორციელდეს სტუდენტის პორტალზე 2023 წლის 09 ოქტომბერს 11:00 საათიდან, 2023 წლის 09 ოქტომბრის 18:00 საათამდე.

3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ონლაინ რეგისტრაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.

4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.

5. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.

6. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 285/02-01

სს საქართველოს ბანკის მიერ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით კანდიდატთა შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტარაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „სს საქართველოს ბანკის მიერ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით კანდიდატთა შერჩევის წესი“ - დანართი N1.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება და სტუდენტებისთვის მოკლეტექსტური შეტყობინების გაგზავნა დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 238/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2023 წელს ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა და წარდგენის ვადების განსაღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 02 ივლისის №42/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები“ 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 29 ივლისის N64/2021 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი“ -ის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის და თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2023 წლის 06 ოქტომბრის N29374/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2023 წელს ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (დედნის წარმოდგენით);

ბ) ფოტოსურათის (3X4) ელექტრონული ვერსია CD დისკზე ჩაწერილი;

გ) მიღებული წინარე განათლების დამადასტურებელი ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთერთი დოკუმენტის ასლი (დედნის წარმოდგენით); გ.ა.) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის, პროფესიული განათლების მე-4 ან/და მე-5 დონის დამადასტურებელი დიპლომის ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი (საფინანსო სერვისების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე საბაზო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/პროფესიული განათლების მე-4 ან/და მე-5 დონის დამადასტურებელი დიპლომის/სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი);

გ.ბ.) თსუ-ს კურსდამთავრებულის შემთხვევაში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი თსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის ბეჭდით დამოწმებული;

დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მმამრობითი სქესის აპლიკანტებისთვის).

2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენის ვადად განისაზღვროს 2023 წლის 20,21,23,24 ოქტომბერი.

3. ამ ბრძანების მეორე პუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი დოკუმენტების წარმოუდგენლობა აპლიკანტისთვის არის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი;

4. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენა და ხელშეკრულების (საგანმანათლებლო მომსახურების შესახებ) გაფორმება ქ. თბილისში რეგისტრირებულმა აპლიკანტებმა უნდა მოახდინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი უნივერსიტეტის ქ. N2, მე-10 სასწავლო (მაღლივი) კორპუსი თსუ პროფესიული განათლების ცენტრი.

5. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენა და ხელშეკრულების (საგანმანათლებლო მომსახურების შესახებ) გაფორმება ქ. ქუთაისში რეგისტრირებულმა აპლიკანტებმა უნდა მოახდინონ შემდეგ მისამართზე - ქ. ქუთაისი ნიკეას მე-2 შესახვევი N8 თსუ პროფესიული განათლების ცენტრი. 5. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 239/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის გავლის მიზნით დამატებითი ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომელთაც რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 22 სექტემბრის N21/04 ერთობლივი ბრძანების საფუძველზე ჩამოეწერათ სწავლის საფასურის დავალიანება, 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემეტრისთვის ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის გავლის მიზნით განესაზღვროთ დამატებითი ვადა - 2023 წლის 9 ოქტომბრამდე.

2. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებულ პირობას, უფლებამოსილია დამატებით ვადებში ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის გავლის მოთხოვნით ინდივიდუალური განაცხადის საშუალებით მიმართოს უნივერსიტეტს.

3. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი აკმაყოფილების ამავე ბრძანების პირველ პუნქტში მითითებულ პირობებს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტმა უზრუნველყოს მისი გადაგზავნა შესაბამისი ფაკულტეტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მართვის დეპარტამენტისთვის ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის დაუბრკოლებლად გავლის მიზნით.

4. უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს დაევალოს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება და სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემით გაგზავნა.

5. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 234/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2023-2024 სასწავლო წელს აპლიკანტთა ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის „პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ N111/ნ ბრძანების მე-7 მუხლის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-01 ბრძანებისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 27 სექტემბრის N28132/26 წარდგინების, თსუ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 29 სექტემბრის N28425/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩაირიცხონ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2023- 2024 სასწავლო წელს წინამდებარე ბრძანების N1 დანართში მითითებული აპლიკანტები (დანართი N1);

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;

3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს; 4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 864/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან მობილობის წესით ჩარიცხული სტუდენტებისათვის ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან მობილობის წესით ჩარიცხული სტუდენტებისათვის ადმინისტარციული/აკადემიური რეგისტრაციის ვადად 2- 8 ოქტომბერი;

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 231/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან მობილობის წესით ჩარიცხული სტუდენტებისათვის ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან მობილობის წესით ჩარიცხული სტუდენტებისათვის ადმინისტარციული/აკადემიური რეგისტრაციის ვადად 2- 8 ოქტომბერი;

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 231/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდოს მოპოვების მიზნით კომისიის შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტის, მე-9 პუნქტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა გაფრინდაშვილის 2023 წლის 21 სექტემბრის №27239/27 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდოს მოპოვების მიზნით დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ნანა ტონია – სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);

ბ) ინესა მერაბიშვილი - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის წევრი);

გ) ირინა გველესიანი – სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის წევრი); დ) ირინე დემეტრაძე – სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის წევრი); ე) მანანა ფხაკაძე – სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის წევრი);

ვ) ქეთევან ნადარეიშვილი – სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის წევრი);

ზ) მარინა ალექსიძე - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის წევრი); თ) ნატალია ბასილაია - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის წევრი);

ი) ეკატერინე ნავროზაშვილი - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);

კ) ანა კოპალიანი – ფილოლოგიის დოქტორი (კომისიის წევრი).

2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.

3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 229/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და ინსტიტუტის დირექტორის გრიგორ ტატიშვილის 2023 წლის 28 სექტემბრის N28234/10 (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2023 წლის 25 სექტემბრის სხდომის ოქმი ) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით: ა) ქეთევან ებრალიძე - პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი; ბ) მარინე დონაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; გ) ნათელა ანანიაშვილი - რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის სწავლული მდივანი, მთავარი მეცნიერი თანაშრომელი;

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ ქეთევან ებრალიძე, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ მარინე დონაძე, საკონკურსო კომისიის მდივნად ნათელა ანანიაშვილი;;

3.დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2023 წლის 3 ნოემბრისა.

5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი).

6. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 227/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და ილია ვეკუას სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის გ. ჯაიანის 2023 წლის 27 სექტემბრის N28140/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2023 წლის 27 სექტემბრის სხდომის ოქმი N10) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ოთარ ჯოხაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

ბ) გიორგი მაქაცარია - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის მათემატიკური კიბერნეტიკის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.

გ) ნინო მანჯავიძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიების და განათლების ფაკულტეტის მათემატიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორი.

დ) გრიგორ გიორგაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კომპლექსური ანალიზის და გამოყენებების განყოფილების ხელმძღვანელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

ე) რომან ჯანჯღავა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უწყვეტ გარემოთა მექანიკის მათემატიკური პრობლემების და ანალიზის მონათესავე საკითხების ლაბორატორიის ხელმძრვანელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ - ოთარ ჯოხაძე, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ - გიორგი მაქაცარია და საკონკურსო კომისიის მდივნად - ნინო მანჯავიძე.

3.დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2023 წლის 4 ნოემბრისა.

5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი).

6. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 228/01-01