საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ქართული ენა დამწყებთათვის“ მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ქართული ენა დამწყებთათვის“ დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2023 წლის 21 სექტემბრის N213/01-01 ბრძანებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2023 წლის 21 სექტემბრის N27360/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ქართული ენა დამწყებთათვის“ მოცულობა განისაზღვროს 180 საათით;

2. სასერტიფიკატო კურსის პოპულარიზაციის მიზნით კურსი განხორციელდეს ერთჯერადად, მსმენელთა მიერ საფასურის გადახდის გარეშე (არაუმეტეს 30 მსმენელი), ხოლო ტრენერის ანაზღაურება განისაზღვრება თსუ-სა და ტრენერს შორის დადებული ხელშეკრულებით;

3. ტრენერის ანაზღაურება განისაზღვრება (ხელშეკრულების შესაბამისად) 1 საათი - 30 ლარი (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით);

4. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;

5. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

6. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 264/02-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023- 2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2023 წლის 04 აგვისტოს N182/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N27328/30, 21.09.2023 წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2023 წლის 04 აგვისტოს N182/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N1 დანართში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანამანათლებლო პროგრამების ვაკანტური ადგილების სიაში და სიის მე-2 და მე-3 ნომრები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

N სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა ვაკანტური ადგილების რაოდენობა
2 პოლიტიკის მეცნიერება 5
3 3 სოციოლოგია 5 5

 “

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს; 4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 219/01-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023- 2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2023 წლის 04 აგვისტოს N182/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტისა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის N27217/31-02 , 20.09.2023 წარდგინებისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N27225/26, 21.09.2023 წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2023 წლის 04 აგვისტოს N182/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N1 დანართში იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანამანათლებლო პროგრამის ვაკანტურ ადგილებში და იგი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

N სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა ვაკანტური ადგილების რაოდენობა
1 სამართალი 45

 

2. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2023 წლის 04 აგვისტოს N182/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N1 დანართში ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანამანათლებლო პროგრამების ვაკანტურ ადგილებში და იგი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

N

სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა

ვაკანტური ადგილების რაოდენობა

1 განათლების ფსიქოლოგია 4
2 ფსიქოლოგია 17
3 კულტურული პერსონოლოგია,ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია და მიგრაციის კვლევები 1
4 პროფესიული განათლება (ინგლისურენოვანი) 6
5 განათლების მეცნიერებები (ერთობლივი)

11 (თსუ-9; აწსუ-2)

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;

5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

 

სრულად

ბრძანების N: 216/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ფინანსური დავალიანების ჩამოწერის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის   პირველი პუნქტის და  24-ე მუხლის   პირველი პუნქტის „ზ“  ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   სსიპ - ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16  მუხლის   პირველი  პუნქტის  ,,ე’’  და  „ნ“  ქვეპუნქტების,   2023 წლის   18 სექტემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსშეჩერებულ    საქართველოს    მოქალაქეობის    ან     პირადობის ნეიტრალური მოწმობის   ან/და   ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის,    დოქტორანტურის, მასწავლებლის    მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტო,  დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის პროგრამის  იმ   სტუდენტებს,  რომლებსაც 2023 წლის  1 აგვისტოს მდგომარეობით შეჩერებული  ჰქონდათ სტუდენტის სტატუსი (იმ შემთხვევაში თუ  სტატუსის შეჩერებიდან გასული  არ არის 5 წელი) და ამ ბრძანების ძალაში შესვლის მომენტისათვის უნივერსიტეტის   წინაშე   გააჩნიათ  ფინანსური   დავალიანება  სწავლის საფასურის სახით,  ჩამოეწეროთ აღნიშნული   დავალიანება  და  მიეცეთ   შესაძლებლობა კანონმდებლობითა და   უნივერისტეტის  შიდასამართლებრივი   აქტებით   დადგენილი წესით 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემეტრიდან გაიარონ ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია.
2.შესაბამისი  სტუდენტების მიერ ამ ბრძანების პირველ პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული    და    აკადემიური   რეგისტრაციის     გავლის უზრუნველსაყოფად, 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრის ადმინისტრაციული და აკადმიური რეგისტრაციის ვადები განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 25-29 სექტემბერი;
ბ) აკადემიური  რეგისტრაცია - 25-29 სექტემბერი.

3.  ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება,  წინამდებარე ბრძანების და შესაბამისი ინფორმაცის სტუდენტებისთვის მიწოდება (ელ. ფოსტით, მოკლე ტექსტური  შეტყობინებით,  სასწავლო პროცესის  მართვის  ელექტრონული  სისტემით) დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.  ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5.  წინამდებარე ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
6.  წინამდებარე  ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს  მისი  ძალაში შესვლიდან  1 თვის ვადაში   ქ.  თბილისის   საქალაქო სასამართლოში,  მისამართზე  ქ.  თბილისის,   დავით აღმაშენებლის ხეივანი N64.


რექტორი ჯაბა სამუშია

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 21/04  

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა დამ ეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფოუ ნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“ ,,პ“ ქვეპუნქტების, 2023 წლის 13 სექტემბრის N244/02-01 ბრძანებისა და თსუ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიისი ისტიტუტის 2023 წლის 13 სექტემბრის N26064/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ”ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02- 01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის 52-ე მუხლის მე13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: ,,13. პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი (ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას ქ. N31) 1. ხაჩიძე მირანდა - ორგანულ ნაერთთა ქიმიის ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი -ინსტიტუტის ლაბორატორიული კორპუსის მე-4 სართულზე მდებარე 403 და 404 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე და 405 ოთახში არსებულ ძვირფას ლითონებზე მატერიალურიად პასუხისმგებელი;

2. ქავთარაძე ნინო - ქიმიური ეკოლოგიის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - ინსტიტუტის ლაბორატორიული კორპუსის მე-4 სართულზე მდებარე 401, 402, 406-417ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე და 416 ოთახში არსებულ ძვირფას ლითონებზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი;

3. მოლოდინაშვილი ზაზა - ნავთობის ქიმიის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - ინსტიტუტის ლაბორატორიული კორპუსის მე-5 სართულზე მდებარე 505-515 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხსიმგებელი პირი;

4. წინწკალაძე გიორგი - ფიზიკურ-ქიმიური პროცესების კვლევის ლაბორატორიის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - ინსტიტუტის ლაბორატორიული კორპუსის მე-3 სართულზე მდებარე 309-315 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;

5. კლარჯეიშვილი ნაზი - აგრარული ქიმიის ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი - ინსტიტუტის ლაბორატორიული კორპუსის მე-3 სართულზე მდებარე NN:301, 302, 303, 305, 306, 307, 317 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე და ამავე სართულზე მდებარე 304 ოთახში არსებულ ძვირფას ლითონებზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი;

6. ჩუბინიშვილი ზურაბი - მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი - ინსტიტუტის ლაბორატორიული კორპუსის მე-5 სართულზე მდებარე 501-504 და 517 ოთახებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირი;

7. ბალხამიშვილი გოდერძი - მომმარაგებელი - ინსიტუტის განკარგულებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი;

8. გურგენაძე მურთაზი – უფროსი ინჟინერი - ინსტიტუტის ადმინისტრაციული კორპუსის მე-2 სართლზე მდებარე ბუღალტერიის ოთახში არსებულ ძვირფას ლითონებზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი;

9. გაბუნია ვახტანგი - ფიზიკურ-ქიმიური კვლევის ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი - ინსტიტუტის რენდგენის ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;

10. დოლაბერიძე ნანული - ფიზიკურ-ქიმიური კვლევის ლაბორატორის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - ინსტიტუტის ლაბორატორიული კორპუსის მე-3 სართულზე მდებარე 309 ოთახში არსებულ ძვირფას ლითონებზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი;

11. მჭედლიშვილი ირინა - ნავთობის ქიმიის ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი-ინსტიტუტის ლაბორატორიული კორპუსის მე-5 სართულზე მდებარე 507 ოთახში არსებულ ძვირფას ლითონებზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი; 12. ხოტენაშვილი ნანული - მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის ლაბორატორიის მეცნიერ თანამშრომელი - ინსტიტუტის ლაბორატორიული კორპუსის მე-5 სართულზე მდებარე 501 ოთახში არსებულ ძვირფას ლითონებზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი.“.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მანონი ჯოჯუა

სრულად

ბრძანების N: 262/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალური ვებგვერდის ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ” და ,,ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლისა და 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ნ’’ და ,,პ“ ქვეპუნქტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 13 სექტემბრის N244/02-01 ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 

1. დამტკიცდეს ,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალური ვებგვერდის ადმინისტრირების წესი’’ (დანართი N1).

2. დატკიცდეს ,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსებაზე და ინფორმაციის მოწოდებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულების სია’’ (დანართი N2).

3. წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალური ვებგვერდის ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 06 მარტის N48/02-01 ბრძანება.

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერისტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს (პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე).

5. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას (პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე).

6. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მანონი ჯოჯუა

სრულად

ბრძანების N: 261/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ქართული ენა დამწყებთათვის“ დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2023 წლის 19 სექტემბრის N26973/10 წერილისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2023 წლის 19 სექტემბრის N27055/10 და 2023 წლის 20 სექტემბრის N27121/10 წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსი „ქართული ენა დამწყებთათვის“;

2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;

3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;

4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 213/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში-არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, "სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 12 ივლისის N18/04 ერთობლივი ბრძანების, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებისა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის ნ. მაჭავარიანის 2023 წლის 13 სექტემბრის N26027/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2023 წლის 8 სექტემბრის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად:

ა) ლინდა გიორგაძე - თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე - 0,5 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით);

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება ლინდა გიორგაძესთან.

3. წინამდებარე ბრძანების განთავსება ოფიციალურ ვებგვერდზე დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

 

სრულად

ბრძანების N: 214/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023- 2024 სასწავლო წელს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე „შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია“ მიღების გამოცხადების, წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის და ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტარაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს მიღება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წელს თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე -„შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია“ (ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 3);

2. განისაზღვროს ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებულ პროგრამაზე 2023-2024 სასწავლო წლისთვის მიღების ვადები:

ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა დოკუმენტაციის მიღება (რეგისტრაცია - მატერიალური ფორმით) – 22 სექტემბერი;

ბ) გამოცდა უცხო ენაში – 25 სექტემბერი (10:00 სთ.);

გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 25 სექტემბერი;

დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 26 სექტემბერი (12:00 სთ.-მდე);

ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 26 სექტემბერი;

ვ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 27 სექტემბერი (10:00 სთ.);

ზ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 27 სექტემბერი;

თ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება – 28 სექტემბერი (12:00 სთ.- მდე);

ი) აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 28 სექტემბერი;

კ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან - 29 სექტემბერი (13:00 სთ.-მდე);

ლ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 29 სექტემბერი.

3.განისაზღვროს თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მიმღებ კომისიაში მატერიალურად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) განცხადება თსუ რექტორის სახელზე;

ბ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;

გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2023 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);

დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;

ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ი) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

5. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 215/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დაკომპლექტება-დამუშავების განყოფილებაში (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზ,გაიპარაშვილის 2023 წლის 14 სექტემბრის N26294/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დაკომპლექტება-დამუშავების განყოფილებაში (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) შესარჩევად (1 ვაკანსია).

2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1000 (ათასიი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით, სამუშაო საათები-09:00 სთ-დან 18:00სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

3. აპლიკანტს მოეთხოვება:

ა) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი /პროფესიული განათლება;

ბ) თსუ-ში მოქმედი რეგულაციების ცოდნა პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე: საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“, საქართველოს კანონი საბიბლიოთეკო საქმის შესახებ, უნივერსიტეტის წესდება, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულება;

4. ალიკანსტს უნდა ჰქონდეს:

ა) კომპიუტერული უნარები;

ბ) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

დ) ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი;

ე) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;

5. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დაკომპლექტება-დამუშავების განყოფილებაში უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:

ა) უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში შემოსული საბიბლიოთეკო დოკუმენტების აღრიცხვა და რეგისტრაცია ჯამობრივი და ინდივიდუალური აღრიცხვის ჟურნალებში;

ბ) საბიბლიოთეკო დოკუმენტების ტექნიკურად დამუშავება;

გ) საბიბლიოთეკო დოკუმენტების ბიბლიოგრაფიული აღწერილობის შედგენა;

დ) საბიბლიოთეკო დოკუმენტების კლასიფიცირება;

ე) ელექტრონულ კატალოგში საბიბლიოთეკო დოკუმენტების მონაცემების შეტანა;

ვ). ელექტრონული კატალოგის რედაქტირება-კორექტირება უზრუნველყოფა;

6. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტებს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;

ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;

გ) განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტის ასლები;

დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;

ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ’;

ვ) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ცნობა სამსახურიდან და სხვ.);

7. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდბა სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;

8. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დაკომპლექტება-დამუშავების განყოფილებაში (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);

9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2023 წლის 2 ოქტომბრიდან 2023 წლის 6 ოქტომბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს ბიბლიოთეკის დაკომპლექტება-დამუშავების განყოფილების (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი ბიბლიოთეკარი (უფროსი სპეციალისტი).

10. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დაკომპლექტება-დამუშავების განყოფილებაში (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი ბიბლიოთეკარი (უფროსი სპეციალისტი) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზe და ინტერნეტ სივრცეში;

11. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2023 წლის 17 ოქტომბრისა.

12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 254/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების განყოფილებაში (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი სპეციალისტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზ,გაიპარაშვილის 2023 წლის 14 სექტემბრის N26294/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების განყოფილებაში (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი სპეციალისტის შესარჩევად (1 ვაკანსია).

2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1000 (ათასიი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით, სამუშაო საათები-09:00 სთ-დან 18:00სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

3. აპლიკანტს მოეთხოვება:

ა) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი /პროფესიული განათლება;

ბ) თსუ-ში მოქმედი რეგულაციების ცოდნა პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე:

4. ალიკანსტს უნდა ჰქონდეს:

ა) კომპიუტერული უნარები;

ბ) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

დ) ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი;

ე) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;

5. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების განყოფილებაში უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:

ა)საბიბლიოთეკო დოკუმენტების დიგიტალიზაცია;

ბ) დასკანერებული საბიბლიოთეკო დოკუმენტაციის გვერდების დამუშავება, PDF ან/და Flash ფორმატში გადაყვანა;

გ) საბიბლიოთეკო დოკუმენტების ელექტრონული ვერსიების საიტზე განსათავსებლად მომზადება;

დ) ელექტრონულ კატალოგში და ბიბლიოთეკის ვებ. გვერდზე საბიბლიოთეკო დოკუმენტების ელექტრონული ვერსიების განთავსება;

ე) არსებული ელექტრო-მექანიკური და ავტომატიზაციის მოწყობილობის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა

6. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტებს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;

ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;

გ) განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტის ასლები;

დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;

ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ’;

ვ) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ცნობა სამსახურიდან და სხვ.);

7. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდბა სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;

8. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების განყოფილებაში (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი სპეციალისტის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);

9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2023 წლის 2 ოქტომბრიდან 2023 წლის 6 ოქტომბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების განყოფილების (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი სპეციალისტი.

10. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების განყოფილებაში (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი სპეციალისტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზe და ინტერნეტ სივრცეში;

11. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2023 წლის 17 ოქტომბრისა.

12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 257/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ინფორმაციული კვლევის განყოფილებაში (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

მაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზ,გაიპარაშვილის 2023 წლის 14 სექტემბრის N26294/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ინფორმაციული კვლევის განყოფილებაში (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) შესარჩევად (1 ვაკანსია).

2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1000 (ათასიი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით, სამუშაო საათები-09:00 სთ-დან 18:00სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

3. აპლიკანტს მოეთხოვება:

ა) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი /პროფესიული განათლება;

ბ) თსუ-ში მოქმედი რეგულაციების ცოდნა პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე: საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“, საქართველოს კანონი საბიბლიოთეკო საქმის შესახებ, უნივერსიტეტის წესდება, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულება;

4. ალიკანსტს უნდა ჰქონდეს:

ა) კომპიუტერული უნარები;

ბ) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

დ) ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი;

ე) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;

5. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ინფორმაციული კვლევის განყოფილებაში უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:

ა) უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების, სამეცნიერო კვლევენისა და აკადემიური პერსონალის მუშაობისთვის საჭირო ლიტერატურის მოძიება;

ბ) თანამედროვე ლიტერატურის შესახებ ინფორმაციის მოძიება ფონდების შევსების მიზნით;

გ) კატალოგის სრულფასოვნად შევსებასა და წესების დაცვაზე მონიტორინგი;

დ) კოლექციებისა და ფონდების ანალიზი და მათი პოპულარიზაცია;

6. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტებს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;

ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;

გ) განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტის ასლები;

დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;

ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ’;

ვ) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ცნობა სამსახურიდან და სხვ.);

7. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდბა სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;

8. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ინფორმაციული კვლევის განყოფილების (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);

9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2023 წლის 2 ოქტომბრიდან 2023 წლის 6 ოქტომბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს ბიბლიოთეკის ინფორმაციული კვლევის განყოფილების (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი). 10. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ინფორმაციული კვლევის განყოფილებაში (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზe და ინტერნეტ სივრცეში;

11. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2023 წლის 17 ოქტომბრისა.
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N:

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და უახლესი ისტორიის პერიოდის არქივების შემსწავლელ განყოფილებაში (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზ. გაიპარაშვილის 2023 წლის 14 სექტემბრის N26294/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და უახლესი ისტორიის პერიოდის არქივების შემსწავლელი განყოფილებაში (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) შესარჩევად (1 ვაკანსია).

2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1000 (ათასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით, სამუშაო საათები-09:00 სთ-დან 18:00სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

3. აპლიკანტს მოეთხოვება:

ა) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი /პროფესიული განათლება;

ბ) თსუ-ში მოქმედი რეგულაციების ცოდნა პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე: საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“; საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“; საქართველოს კანონი საბიბლიოთეკო საქმის შესახებ, უნივერსიტეტის წესდება, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულება;

4. აპლიკანსტს უნდა ჰქონდეს:

ა) კომპიუტერული უნარები;

ბ) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

დ) ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი;

ე) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;

ვ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;

5. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და უახლესი ისტორიის პერიოდის არქივების შემსწავლელი განყოფილებაში (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:

ა) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში შექმნილი საბიბლიოთეკო–საარქივო დოკუმენტების შესწავლა და დამუშავება;

ბ) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ პუბლიკაციების, საგანმანათლებლო–სამეცნიერო მასალების დამუშავება და შენახვა;

გ) საბიბლიოთეკო – საარქივო ფონდების აღწერა, შესწავლა და სამეცნიერო კვლევის ხელშეწყობა;

დ) განყოფილების გამგესთან და თანამშრომლებთან ერთად გამოფენების, პუბლიკაციებისა და გამოცემების მომზადება;

ე) განყოფილების გამგესთან და თანამშრომლებთან ერთად სტუდენტური კონფერენციების მომზადება და გამართვა;

ვ) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკასთან დაკავშირებით არსებული არაქართულენოვანი ლიტერატურის თარგმნა და საგამომცემლოდ მომზადება, საჭიროების შემთხვევაში ქართულენოვანი ტექსტების უცხო ენაზე თარგმნა.

ზ) ელექტრონულ კატალოგში საბიბლიოთეკო დოკუმენტების მონაცემების შეტანა.

6. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;

ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;

გ) განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტის ასლები;

დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;

ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ’;

ვ) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ცნობა სამსახურიდან და სხვ.);

7. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდბა სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;

8. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და უახლესი ისტორიის პერიოდის არქივების შემსწავლელი განყოფილებაში (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);

9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2023 წლის 2 ოქტომბრიდან 2023 წლის 6 ოქტომბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და უახლესი ისტორიის პერიოდის არქივების შემსწავლელი განყოფილების (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი).

10. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და უახლესი ისტორიის პერიოდის არქივების შემსწავლელი განყოფილებაში (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზe და ინტერნეტ სივრცეში;

11. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2023 წლის 17 ოქტომბრისა.

12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 256/02-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2023 წლის მიღებაზე ქ. თბილისში და ქ. ქუთაისში რეგისტრირებულ აპლიკანტთა შერჩევის თარიღების დადგენის, შესარჩევი და სააპელაციო კომისიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ 2023 წლის 13 სექტემბრის N204/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 2023 წლის 19 სექტემბრის თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის N26914/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2023 წლის მიღებაზე ქ. თბილისში და ქ. ქუთაისში რეგისტრირებულ აპლიკანტთა შერჩევის თარიღების დადგენის, შესარჩევი და სააპელაციო კომისიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ 2023 წლის 13 სექტემბრის N204/01-01 ბრძანებაში და ბრძანების მე-2 პუნქტის დანართი N2 ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით (დანართი N2).

2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას. 3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 212/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანებით დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის 39-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, „კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის დამტკიცების შესახებ, იმ აბიტურიენტთათვის, რომლებმაც 2023 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოიპოვეს ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება“ სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2023 წლის 01 სექტემბრის N142/23 ბრძანების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-სრექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-01 ბრძანებისა და უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ჩაირიცხონ 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით შემდეგი სტუდენტები:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);

ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);

გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);

დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);

ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);

ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6);

ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7)

2. ჩაითვალონ პირობით ჩარიცხულად ამ პუნქტით გათვალისწინებული დანართში მითითებული პირები სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან, ორი თვის ვადაში სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლის წარმოდგენის შემთხვევაში წინამდებარე ბრძანების N8 დანართის შესაბამისად (დანართი N8);

3. ამ ბრძანების მეორე პუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ დადგენილ ვადაში დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში წინამდებარე ბრძანება მათ მიმართ ჩაითვალოს ძალადაკარგულად მისი ძალაში შესვლის დღიდან. აღნიშნულ პირებს უფლება აქვთ მომართონ უნივერსიტეტს მომდევნო წლის 1 ივლისამდე.

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;

5. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;

6. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 769/01-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა ატესტაციის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტის, "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 24 თებერვლის N08/04 ერთობლივი ბრძანების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 13 სექტემბრის N244/02-01 ბრძანებისა და ენების შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელის რუსუდან დოლიძის 2023 წლის 14 სექტემბრის N26296/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ თანამდებობებზე დასაქმებული ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა ატესტაცია 2 საშტატო ერთეულზე, მათ შორის: ინგლისური ენა - ერთი საშტატო ერთეული ქართული ენა - ერთი საშტატო ერთეული 2. ატესტაციას ექვემდებარება ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა ის ნაწილი, ვისაც წარმატებით აქვს გავლილი სულ მცირე

2 კონკურსი;

3. ატესტაცია ჩატარდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის მოთხოვნების საფუძველზე _ "დოკუმენტაციის განხილვა/შეფასება, რომელიც ადასტურებს ბოლო ოთხი წლის მანძილზე მასწავლებლის/მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას და ჩატარებულ სამეცნიერო-მეთოდურ საქმიანობას."

4. ატესტაციაში მონაწილეობის მსურველ მასწავლებლებს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

ა) განცხადება კომისიის სახელზე (დანართი 1);

ბ) ავტობიოგრაფია (CV) ქართულ ენაზე (დანართი 2);

გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;

დ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული);

ე) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) ევროპული ენების მასწავლებლებისათვის ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი (დონე - C1ან C2, შეფასება არანაკლებ B) საერთაშორისო სერტიფიკატის/სერტიფიკატების ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) პროფესიული (მეთოდური, დარგობრივი ენის) განვითარების დამადასტურებელი სერტიფიკატის/სერტიფიკატების ასლები (ბოლო 4 წელი);

თ) გამოქვეყნებული სტატიების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში - ბოლო 4 წელი);

ი) სახელმძღვანელოების/ლექსიკონების თავფურცლის ასლი (ავტორობის ან თანაავტორობის შემთხვევაში);

კ) ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მოხსენებით მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში - ბოლო 4 წელი);

ლ) უცხოეთში სტაჟირების (ენის სწავლების მეთოდიკა, ლინგვისტიკა) დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში - ბოლო 4 წელი);

მ) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ.

5. ატესტაციის შედეგად შერჩეულ მასწავლებელთა მინიმალური სავალდებულო კვირეული სააუდიტორიო დატვირთვა და შრომის ანაზღაურება განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით;

6. ატესტაციის შედეგად შერჩეული მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობა განისაზღვრება 50 თვით;

7. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა ატესტაციის ჩატარების მიზნით შეიქმნას კომისია არაუგვიანეს 2023 წლის 22 სექტემბრისა.

8. საბუთების მიღება იწარმოებს 2023 წლის 19 სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით 10 საათიდან 17 საათამდე, მისამართზე ი. ჭავჭავაძის გამზ. N36 თსუ V კორპუსი, ოთახი N231;

9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ენების შემსწავლელი ცენტრი).

11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მანონი ჯოჯუა

სრულად

ბრძანების N: 251/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა,“ "ზ” და „ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა,“ „ვ,“ ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 24 თებერვლის N08/04 ერთობლივი ბრძანების, "სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 15 ივნისის N16/04 ერთობლივი ბრძანების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 13 სექტემბრის N244/02-01 ბრძანებისა და ენების შემსწავლელი ცენტრის უფროსის რუსუდან დოლიძის 2023 წლის 14 სექტემბრის N26300/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის საშტატო განრიგით განსაზღვრულ მასწავლებელის თანამდებობაზე.

2. კონკურსი ჩატარდეს მასწავლებლების შესარჩევად სამ საშტატო ერთეულზე, მათ შორის: ინგლისური ენა - ორი საშტატო ერთეული არაბული ენა - ერთი საშტატო ერთეული

3. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) აქვს შესაბამისი უმაღლესი განათლება (მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, „ფილოლოგი–ანგლისტი ან შესაბამისი „უცხო ენის მასწავლებლი“);

ბ) აქვს უმაღლეს სასწავლებელში სულ მცირე სამწლიანი (დოკუმენტურად დადასტურებული) სამუშაო გამოცდილება;

გ)ფლობს რომელიმე დარგობრივ ენას (ევროპული ენებისათვის);

დ)აქვს გუნდური მუშაობისა და პროფესიული კომუნიკაციის უნარი;

ე) ფლობს საოფისე პროგრამებს;

4. ევროპული ენების მასწავლებელთა შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭება ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის (დონე C1 ან C2, შეფასება არანაკლებ B) მფლობელ კანდიდატს.

5. აპლიკანტებს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

ა) განცხადება კომისიის სახელზე (დანართი 1);

ბ) ავტობიოგრაფია (CV) ქართულ ენაზე (დანართი 2);

გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;

დ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული);

ე) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) ევროპული ენების მასწავლებლებისათვის ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი (დონე - C1ან C2, შეფასება არანაკლებ B) საერთაშორისო სერტიფიკატის/სერტიფიკატების ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) პროფესიული (მეთოდური, დარგობრივი ენის) განვითარების დამადასტურებელი სერტიფიკატის/სერტიფიკატების ასლები (ბოლო 4 წელი);

თ) გამოქვეყნებული სტატიების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში - ბოლო 4 წელი);

ი) სახელმძღვანელოების/ლექსიკონების თავფურცლის ასლი (ავტორობის ან თანაავტორობის შემთხვევაში);

კ) ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მოხსენებით მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები - ბოლო 4 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ლ) უცხოეთში სტაჟირების (ენის სწავლების მეთოდიკა, ლინგვისტიკა) დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები - ბოლო 4 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

მ) „ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“.

6. კონკურსის შედეგად შერჩეულ მასწავლებელთა მინიმალური სავალდებულო კვირეული სააუდიტორიო დატვირთვა და შრომის ანაზღაურება განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით;

7. კონკურსის შედეგად შერჩეული მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობა განისაზღვრება 50 თვით;

8. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა კონკურსის ჩატარების მიზნით შეიქმნას კომისია არაუგვიანეს 2023 წლის 22 სექტემბრისა.

9. საბუთების მიღება იწარმოებს 2023 წლის 19 სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით 10 საათიდან 17 საათამდე, მისამართზე ი. ჭავჭავაძის გამზ. N36 თსუ V კორპუსი, ოთახი N231;

10. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საიფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

11. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საიფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ენების შემსწავლელი ცენტრი).

12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მანონი ჯოჯუა

სრულად

ბრძანების N: 252/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 12 ივლისის N18/04 ერთობლივი ბრძანებისა და ინსტიტუტის დირექტორის გ. ჯაიანის 2023 წლის 12 სექტემბრის N25731/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიეროკვლევით ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;

2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არამხოლოდ სამეცნიერო - კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

3. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დასაკავებლად აკადემიური საბჭოს 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტში მოთხოვნილი პუბლიკაციები უნდა იყოს შესაბამისი პროფილით.

4. კონკურსი გამოცხადდეს 2023 წლის 18 სექტემბერს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 19 ოქტომბრიდან 2023 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2023 წლის 4 ნოემბრისა;

5. კონკურსი გამოცხადდეს ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: კომპლექსური ანალიზისა და გამოყენებების განყოფილება მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული

6. სამეცნიერო თანამდებობაზე (მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2), კონკურსში მონაწილეობის შესახებ (კონკურსში მონაწილეობის მსურველის მხრიდან დაუშვებელია წარდგენილი იქნას ერთზე მეტი განცხადება ერთზე მეტ საკონკურსო თანამდებობაზე);

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);

გ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“;

დ) ავტობიოგრაფია (CV) სამეცნიერო პუბლიკაციების ნუსხითურთ, შედგენილი კონკურსანტისათვის მისაღები ფორმით მისი მოღვაწეობის სრულად ასასახავად (ავტობიოგრაფია წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, ფაილის ფორმატი - Word და PDF ფაილების სახით);

ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;

ვ) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);

ზ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);

თ) კონკურსის გამოცხადების ბრძანებით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია (ასეთი სარსებობის შემთხვევაში).

7. კონკურსში მონაწილეობის შესახებ ვადის დარღვევით (განცხადებების მიღების ვადის გასვლის შემდგომ) წარდგენილი განცხადება (დოკუმენტაცია) მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.

8. საკონკურსო კომისია ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობას. საკონკურსო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, კონკურსში მონაწილეობის მსურველს ეძლევა განაცხადის განმეორებით წარმოდგენის ვადა, მაგრამ არაუმეტეს საკონკურსო განცხადებით გათვალისწინებული საკონკურსო განცხადებების /დოკუმენტაციის/ მიღების ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო დღისა.

9. კონკურსში მონაწილეობის მსურველის მიერ ამავე ბრძანების მე-9 პუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში საკონკურსო განცხადება მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.

10. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2023 წლის 19 ოქტომბრიდან 2023 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), 1100-დან 1700 საათამდე, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის შენობაში. მისამართი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N11, ოთახი N202.

11. ბრძანება განთავსდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის’’ ელექტრონულ გვერდზე.

12. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

13. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი).

14. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

 

სრულად

ბრძანების N: 210/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაზო და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2023 წლის მიღებაზე ქ. თბილისში და ქ. ქუთაისში რეგისტრირებულ აპლიკანტთა შერჩევის თარიღების დადგენის, შესარჩევი და სააპელაციო კომისიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი მე-2 და მე-3 ნაწილების, 54- ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის N42/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები“-ის მე-8 მუხლის მეორე პუნქტის, მე-10 მუხლის მეორე პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-5 მუხლის მე-9 პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, და თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2023 წლის 13 სექტემბრის N25972/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დადგინდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაზო და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ქ. თბილისში და ქ. ქუთაისში რეგისტრირებული აპლიკანტების შერჩევის თარიღები (დანართი N1).

2. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქ. თბილისში საბაზო და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებული აპლიკანტების შესარჩევი კომისია (დანართი N2).

3. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქ. ქუთაისში საბაზო და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებული აპლიკანტების შესარჩევი კომისია (დანართი N3).

4. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქ. თბილისში და ქ. ქუთაისში საბაზო და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებული აპლიკანტების სააპელაციო კომისია (დანართი N4).

5. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი  ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 204/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023- 2024 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2023 წლის 20 ივლისის N163/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილებები „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2023 წლის 20 ივლისის N163/01-01 ბრძანებაში და

1.1 პუნქტის „ა.ა“ და „ბ.ა“ ქვეპუნქტებში და ისინი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა ) ხელშეკრულების გაფორმება - 4-12 სექტემბერი; ადმინისტრაციული რეგისტრაცია 4- 22 სექტემბერი;”

,,ბ.ა) ადმინისტრაცილი რეგისტრაცია 7-22 სექტემბერი.“

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 203/01-01