საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების  შესახებ" საქართველოს კანონის   23-ე   მუხლის    პირველი პუნქტის და  24-ე მუხლის პირველი პუნქტის  ,,ა’’,  ,,ზ’’  და  “ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15   მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’  და ,,პ” ქვეპუნქტების  და ამავე მუხლის  მე-2 პუნქტის, ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების   წესი, შრომის ანაზღაურების ოდენობა და პირობები’’  (დამტკიცებულია თსუ  წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N7; 26.12.2023წ), საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტმამენტის უფროსის ნინო უგრეხელიძის 2025 წლის 27 აგვისტოს N 21134/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში წამყვანი სპეციალისტის (შტატგარეშე) პოზიციაზე.
2.ბრძანების პირველი პუნქტით  განსაზღვრულ პოზიციაზე ხელფასი თვეში განისაზღვრება 1600 (ათასექვსასი) ლარის ოდენობით  (საშემოსავლო   გადასახადისა და   საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები კვირაში არანაკლებ 40 საათისა
09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, შესვენება 13:14 საათამდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.
3.აპლიკანტი   უნდა  აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი  განათლება  - ბაკალავრი (სოციალური  მეცნიერებები/ჰუმანიტარული მეცნიერებების  სფეროში)
ბ) მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საზოგადოებასთან ურთიერთობის/მედიის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

4.აპლიკანტს    უნდა ფლობდეს პოზიციისათვის დამახასიათებელ სპეციფიურ ცოდნას:

ა) ეფექტურ წერით და ზეპირ კომუნიკაციას; 
ბ) სოციალური მედიის  ტექნოლოგიებს;
გ) ფოტო გადაღება-დამუშავებას; 
დ) არქივის წარმოებას;
ე)  მედიის  კონტენტ-ანალიზს;
დ) საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს (Microsoft Office, Internet Browser ).

5. აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
ა) დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; 
ბ) გუნდური მუშაობის უნარი;
გ) შემოქმედებითი  აზროვნება;
დ) საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; 
ე) ეფექტური წერითი კომუნიკაციის უნარი;
ვ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ზ) ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი; 
თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;

6. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტის (შტატგარეშე) პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების (ძირითადი  მოვალეობები) შესრულება:
ა)  თსუ   სოციალური   ქსელების  (Facebook,  Youtube,  TikTok,  instagram,  Linkedin,  X) მართვა;
ბ) პრესრელიზების მომზადება;
გ) მედია მონიტორინგის წარმოება;
დ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის  აქტივობებში  მონაწილეობა;
7. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების  წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის  სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე)  კონკურსით   გამოცხადებული   ვაკანსიის   დაკავების   შემთხვევაში   აპლიკანტმა პერსონალის მართვის  დეპარტამენტში   უნდა   წარმოადგინოს ცნობა  ,,სქესობრივი
თავისუფლებისა   და   ხელშეუხებლობის   წინააღმდეგ   მიმართული   დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.

8. კონკურსში     მონაწილეობის    მსურველი    აპლიკანტის    შერჩევა   განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის  მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში,  საკონკურსო კომისიის  მიერ აპლიკანტის  დოკუმენტები  არ განიხილება.  აპლიკანტი,  ვის  მიერ  წარმოდგენილი დოკუმენტებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე  შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
9. ბრძანებით  მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების  მიერ გადმოგზავნილი  უნდა იქნეს 2025 წლის 10 სექტემბრიდან 2025 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით 17:00 საათამდე  ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის  ველში უნდა მიეთითოს  - “საზოგადოებასთან  ურთიერთობის   დეპარტამენტის   წამყვანი  სპეციალისტის პოზიცია”.
10. სსიპ-ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო  უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტის (შტატგარეშე) შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს კომისიის  მუშაობის წესი (დანართი 1);
11. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის     სახელობის      თბილისის       სახელმწიფო უნივერსიტეტის     საზოგადოებასთან     ურთიერთობის     დეპარტამენტის      წამყვანი სპეციალისტის (შტატგარეშე) პოზიციაზე შესარჩევად კონკურსის  გამოცხადების შესახებ  განთავსდეს  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  -  www.tsu.ge -ზე  და ინტერნეტ სივრცეში.
12. ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
13. საკონკურსო  კომისიის   შემაჯამებელი   ოქმი  თსუ  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2025 წლის ოქტომბრის თვისა.
14. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი   წესით   გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,  შესყიდვების განყოფილება, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,  საზოგადოებასთან ურთიერთობის  დეპარტამენტი).
15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი შამათავა