საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018- 2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა პროგრამებზე მიღებისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018- 2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სპეციალობის  მაძიებელთა პროგრამებზე მიღებისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-7 და მე-15 მუხლების, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 91-101 მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე  მუხლის,  საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის  2013  წლის  11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანების ,,რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია  დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“, ,,სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების, ,,ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა/უმცროს ექიმთა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2013 წლის 15 ივლისის    №84/2013 წლის დადგენილებით  დამტკიცებული  დანართი  №1,  თსუ  რექტორის  2019  წლის  6  მაისის №102/01-01  ბრძანებისა  და მედიცინის  ფაკულტეტის  დეკანის  2019  წლის  07  მაისის №8309/32 წარდგინების საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. გამოცხადდეს მიღება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019      სასწავლო      წლის      გაზაფხულის      სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა პროგრამებზე:

1.1.  ოფთალმოლოგია - 3 რეზიდენტი
1.2.  ენდოკრინოლოგია - 1 რეზიდენტი
1.3.  ლაბორატორიული მედიცინა - 8 რეზიდენტი
1.4.  ორთოპედიული სტომატოლოგია - 1 რეზიდენტი
1.5.  თერაპიული სტომატოლოგია - 3 რეზიდენტი.



2. რეზიდენტურის  ალტერნატიული  დიპლომისშემდგომი  განათლების  (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა    პროგრამებზე მიღებასთან დაკავშირებით განისაზღვროს შემდეგი ვადები:

2.1. საბუთების მიღება – 10-17 მაისი;
2.2. გასაუბრება – 20 მაისი;
2.3. შედეგების გამოცხადება – 21 მაისი.

3. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე.





ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                   ნუნუ ოვსიანიკოვა 

სრულად

ბრძანების N: 103/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტებისათვის 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის   მაგისტრანტებისათვის 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’,,ო’’და ,,პ’’ ქვეპუნქტების, სსიპ –ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 7 თებერვლის №28/01-01 და 2019 წლის 16 აპრილის №91/01-01 ბრძანებების, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის ვ. გობრონიძის 30.04.2019წ.  №7805/10 დასკვნის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თ.დოლბაიას  25.04.2019წ.  №7725/30 წარდგინების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. მაღალი აკადემიური შედეგების საფუძველზე, უნივერსიტეტის მიერ, 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, დაფინანსდნენ 35765 ლარით, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტები დანართი №1-ის მიხედვით;
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები მაგისტრანტების მონაცემთა ბაზაში.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,  შიდა აუდიტის სამსახური, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი);
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                ნუნუ ოვსიანიკოვა

სრულად

ბრძანების N: 543/02-04

,,ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის დაწესების, მისი მინიჭების წესის და იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ქართველოლოგიის დარგში სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე’’ რექტორის 2015 წლის 20 აპრილის N61/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესით განსაზღვრული ჟიურის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
,,ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის დაწესების, მისი მინიჭების წესის და იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ქართველოლოგიის დარგში სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე’’ რექტორის 2015 წლის 20 აპრილის N61/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული  წესით განსაზღვრული ჟიურის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ



,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,   საქართველოს   ზოგადი   ადმინისტრაციული   კოდექსის   51-ე   მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველის ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების    მე-14 მუხლის პირველი  პუნქტის,  მე-8  პუნქტის  ,,ა“,  ,,ო“  და  ,,პ“  ქვეპუნქტების,   მე-9  პუნქტის, ,,ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის დაწესების, მისი მინიჭების წესის და იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ქართველოლოგიის დარგში სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ რექტორის 2015 წლის 20 აპრილის N61/01/01 ბრძანების პირველი პუნქტით  დამტკიცებული წესის მე-2 მუხლისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 24 აპრილის  N7688/27, ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 30 აპრილის N7821/26, უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის 2019 წლის 25 აპრილის N7766/10, უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის 2019 წლის 25 აპრლის N7755/10 და უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის 2019 წლის 25 აპრილის N7710/10 კორესპონდენციების საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის მინიჭების მიზნით  დამტკიცდეს   ჟიური შემდეგი შემადგენლობით:
ა) თინათინ ბოლქვაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ჟიურის წევრი;
ბ) სალომე ომიაძე - ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი, ჟიურის წევრი;
გ) ივანე ამირხანაშვილი - შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ჟიურის წევრი;
დ) ნანა ფრუიძე - შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი  თანამშრომელი, ჟიურის წევრი;
ე) ავთანდილ არაბული - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ჟიურის წევრი;
ვ) გიორგი გოგოლაშვილი - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ჟიურის წევრი;
ზ) სალომე ოქრუაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ჟიურის წევრი;

2.   დაევალოს  ჟიურის   ქართველოლოგიის  დარგში  იაკობ  გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის მისანიჭებლად იხელმძღვანელოს  მოქმედი კანონმდებლობითა და ,,ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის დაწესების, მისი მინიჭების წესის და იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ქართველოლოგიის დარგში სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ რექტორის 2015 წლის 20 აპრილის N61/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით.

3. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების შესასრულებლად გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.

4. წინამდებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

5.  წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 

6.  ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.





რექტორი          გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 101/01-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს მიერ გამარჯვებულად გამოვლენილი პროექტების დაფინანსების შესახებ
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს  მიერ გამარჯვებულად გამოვლენილი პროექტების დაფინანსების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის  ,,ნ’’  ,,ო’’  და  ,,პ”  ქვეპუნქტების,  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 29.01.2018წ. N12/02-01 და 14.02.2019წ. N30/02-01 და N31/02-01 ბრძანებების, სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს თავმჯდომარის, პროფესორის თ. გაგოშიძის 02.05.2019წ. N9905/10-02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაფინანსდეს, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს მიერ გამარჯვებულად გამოვლენილი 36 პროექტი (დანართი N1).
2. დაევალოს  საფინანსო  დეპარტამენტს  თანხების  ხარჯვა  განახორციელოს გამარჯვებული პროექტების ბიუჯეტებიდან.
3.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს (საფინანსო დეპარტამენტი).
5.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





ადმინისტრაციის ხელმძღვანელი           ნუნუ ოვსიანიკოვა

სრულად

ბრძანების N: 538/02-04

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი  - შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“  და ,,პ“  ქვეპუნქტებისა და მე-9  პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის #63/2017 დადგენილების დანართი #1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის   დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ნ. ფარცვანიას 2019 წლის 25 აპრილის N7726/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2019 წლის 24 აპრილის ოქმი N3) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანდრია რაზმაძის    სახელობის    მათემატიკის        ინსტიტუტის,    უფროსი    მეცნიერი თანამშრომლის, მეცნიერი თანამშრომლების   თანამდებობებზე შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ივანე წერეთელი – ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ინფორმატიკის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;

ბ) გიორგი ხიმშიაშვილი - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუნდამენტური და ინტერდისციპლინარული მათემატიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი;

ბ) ალექსანდრე გამყრელიძე – კომპიუტერულ მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი.

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ ივანე წერეთელი,   საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ გიორგი ხიმშიაშვილი, საკონკურსო კომისიის მდივანად ალექსანდრე გამყრელიძე.

3. დაევალოს საკონკურსო კომისიას   უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს
2017 წლის 31 მაისის  N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2019 წლის  17 ივნისისა.

5. წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ანდრია რაზმაძის სახელობის მთემატიკის ინსტიტუტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);
6. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.






რექტორი           გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 100/01-01

იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ქართველოლოგიის დარგში სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზებულად და დადგენილი წესით ჩატარების უზრუნველსაყოფად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო კომიტეტის შექმნის შესახებ
იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ქართველოლოგიის დარგში სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზებულად და დადგენილი  წესით ჩატარების უზრუნველსაყოფად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო  კომიტეტის შექმნის შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,   საქართველოს   ზოგადი   ადმინისტრაციული   კოდექსის   51-ე   მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველის ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების    მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების,  მე-9, და მე-11 პუნქტების, ,,ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის დაწესების, მისი მინიჭების წესის და იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ქართველოლოგიის დარგში სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ რექტორის 2015 წლის 20 აპრილის N61/01/01 ბრძანების მეორე პუნქტის დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტისა და  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 24 აპრილის N7688/27, ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის   2019 წლის 30 აპრილის N7821/26, უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის 2019 წლის 25 აპრილის N7766/10 და უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის 2019 წლის 25 აპრლის N7755/10 კორესპონდენციების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ქართველოლოგიის დარგში სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზებულად       და       დადგენილი        წესით       ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით   შეიქმნას   სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო   უნივერსიტეტის   საორგანიზაციო    კომიტეტი   შემდეგი შემადგენლობით:
ა) ეკატერინე     ნავროზაშვილი     –    ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა    ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე;
ბ) ნათელა მუზაშვილი – თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი    მეცნიერი    თანამშრომელი,    საორგანიზაციო    კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ელდარ ბუბულაშვილი – თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
დ) ადა ნემსაძე – თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი,  საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ე) მერი ნიკოლაიშვილი – თსუ ემერიტუსი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ვ) მარინე ტურაშვილი – თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი,  საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ზ) ზაქარია ქიტიაშვილი – ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
თ) ქეთევან ჭკუასელი – ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ი) თეა ქამუშაძე – თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის    მეცნიერი თანამშრომელი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, კომიტეტის მდივანი.

2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.




რექტორი      გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 99/01-01

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2019 წლის 19 აპრილის N94/01-01 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე
„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2019 წლის 19 აპრილის N94/01-01 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე

საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 59-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   ტექნიკური შეცდომის გასწორების მიზნით „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო    უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“  რექტორის  2019  წლის  19  აპრილის  N94/01-01 ბრძანების    მე-4  პუნქტი (ნაცვლად ქართული      ლიტერატურის      ისტორიის      სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტისა არასწორედ იქნა მითითებული    ქართული ლიტერატურის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი და ნაცვლად უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრისა არასწორედ იქნა მითითებული უახლესი ქართული ლიტერატურის კათედრა) ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„4.  კონკურსი  გამოცხადდეს  ჰუმანიტარულ     მეცნიერებათა  ფაკულტეტზე პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

ქართული ლიტერატურის ისტორიის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრა

პროფესორი - 1 საშტატო ერთეული“.

2.  ბრძანების უნივერსიტეტის     ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საიფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.   წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ  ერთეულებს  (საფინანსო  დეპარტამენტი,  პერსონალის  მართვის დეპარტამენტი,   შიდა   აუდიტის   სამსახური,   საიფორმაციო   ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი).
4.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





რექტორი                        გიორგი შარვაშიძე 
სრულად

ბრძანების N: 98/01-01

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის საბაკალავრო/სამაგისტრო/ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ’’ უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 19 აპრილის №93/01-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის საბაკალავრო/სამაგისტრო/ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ’’ უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 19 აპრილის  №93/01-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა”, "ბ”, "ო” და "პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 19 აპრილის N7322/30 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.შევიდეს დამატება ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020      სასწავლო      წლისათვის      ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის   საბაკალავრო/სამაგისტრო/ერთსაფეხურიან   საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური    ადგილების    განსაზღვრის    შესახებ’’    უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 19 აპრილის №93/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ   N1    დანართში,    სოციალურ    და    პოლიტიკურ    მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის    საგანმანათლებლო    პროგრამების    ნაწილში    და დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 ნომერი:

„ 2.          საერთაშორისო ურთიერთობები                          5“

2.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3.ბრძანების   ყველასათვის   ხელმისაწვდომ   ადგილზე   განთავსების   და   შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის     გადაცემის     უზრუნველყოფა     დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





რექტორი                               გიორგი შარვაშიძე 
 
სრულად

ბრძანების N: 97/01-01

სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში-მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
სსიპ–ივანე     ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის     სახელმწიფო     უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში-მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში  სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - შესარჩევად  საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017  დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დებულების მე- 10 მუხლის პირველი პუნქტისა და მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის ნუგზარ ღლონტის 2019  წლის 22 აპრილის N7398/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2019 წლის 19 აპრილის სხდომის ოქმი N3) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომლის   და მეცნიერი  თანამშრომლის  შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) გურამ ქუთელია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.
ბ) ელიზბარ ელიზბარაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის კლიმატოლოგიისა და აგრომეტეოროლოგიის განყოფილების გამგე.
გ) ევგენი საყვარელიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  გეოფიზიკისა და იონოსფეროს ლაბორატორიის გამგე.
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ   გურამ ქუთელია, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ  ელიზბარ ელიზბარაშვილი, საკონკურსო კომისიის მდივნად ევგენი საყვარელიძე.
3. დაევალოს კომისიას   უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2019 წლის 10 ივნისისა.
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით  გადაეცეს  დაინტრესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის    სამსახური, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი).
6. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





რექტორი           გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 96/01-01

„სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე (ბალანსგარეშე ანგარიში) რიცხული მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის, ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის მიზნით წინადადებების შესამუშავებლად კომისიის შექმნისა და მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 16 ივნისის №70/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე (ბალანსგარეშე ანგარიში) რიცხული მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის, ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის მიზნით წინადადებების შესამუშავებლად კომისიის შექმნისა და მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 16 ივნისის №70/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, საფინანსო დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 19 აპრილის N7306/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე (ბალანსგარეშე ანგარიში) რიცხული მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის, ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის მიზნით წინადადებების შესამუშავებლად კომისიის შექმნისა და მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 16 ივნისის №70/02-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე (ბალანსგარეშე ანგარიში) რიცხული მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის და ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის მიზნით წინადადებების შესამუშავებლად შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) რომან ხარბედია – კომისიის თავმჯდომარე (საფინანსო დეპარტამენტის კონსულტანტი);
ბ) მურმან ცარციძე - კომისიის წევრი (საფინანსო დეპარტამენტისა და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტი);
გ) რუსუდან  ნასარიძე  –  კომისიის  წევრი  (საფინანსო  დეპარტამენტის  აღრიცხვა- ანგარიშგების განყოფილების უფროსის მოადგილე);
დ) ნანა   ლობჟანიძე   –   კომისიის   წევრი   (საფინანსო   დეპარტამენტის   აღრიცხვა- ანგარიშგების განყოფილების უფროსი სპეციალისტი);
ე) ერეკლე   კუპატაძე   -   კომისიის   წევრი   (მატერიალური   რესურსების   მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების უფროსი);
ვ) ვახტანგ   არსენაძე   –   კომისიის   წევრი   (მატერიალური   რესურსების   მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების უფროსი სპეციალისტი);
ზ) სერგო სანაძე - კომისიის წევრი (საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების მთავარი სპეციალისტი).“.

2. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი              ნუნუ ოვსიანიკოვა 

სრულად

ბრძანების N: 88/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტების მომზადების პროგრამით მომზადების სამთვენახევრიანი კურსის გასავლელად ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტების მომზადების პროგრამით მომზადების სამთვენახევრიანი კურსის გასავლელად ფასიანი მომსახურებისა და  მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი   პუნქტის  ,,ნ’’  ქვეპუნქტისა და  სსიპ  –  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2019 წლის   11 აპრილის N6576/10 წერილისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2019 წლის  5 აპრილის № MES 3 19 004403863  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის    აბიტურიენტთა    მოსამზადებელ    განყოფილებაში    საქართველოს ოკუპირებულ    ტერიტორიებზე    მცხოვრები    აბიტურიენტების    მომზადების    პროგრამით მომზადების სამთვენახევრიანი კურსის (სრული კურსის მოცულობა 70 საათი) მომზადების საფასური 2018-2019 სასწავლო წლისათვის განისაზღვროს შემდეგნაირად, კერძოდ:
ა) სავალდებულო მოდული - ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოსამზადებლად სრული კურსის მოცულობა  განისაზღვროს  70 საათით,   ერთი  აბიტურიენტისთვის  სრული კურსის მომზადების საფასური განისაზღროს 350 ლარით; ჯგუფში აბიტურიენტთა მინიმალური რაოდენობა განისაზღვროს  8 აბიტურიენტით, მაქსიმალური რაოდენობა 15 აბიტურიენტით;
ბ) არჩევითი მოდული - მათემატიკაში, ქიმიაში, ფიზიკაში, ბიოლოგიაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში მოსამზადებლად სრული კურსის მოცულობა განისაზღვროს 70 საათით,   ერთი აბიტურიენტისთვის სრული კურსის მომზადების საფასური განისაზღროს 350 ლარით; ჯგუფში აბიტურიენტთა მინიმალური რაოდენობა განისაზღვროს   8 აბიტურიენტით, მაქსიმალური რაოდენობა 15 აბიტურიენტით;
გ) სავალდებულო და არჩევითი მოდულებისთვის  ერთიდან შვიდი აბიტურიენტის ჩათვლით მიუხედავად ჯგუფში აბიტურიენტთა რაოდენობისა ერთი ჯგუფის სრული კურსის მომზადების საფასური განისაზღროს 2 205 ლარით (სრული კურსის მოცულობა 70 საათი);
2.   უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე    მცხოვრები    აბიტურიენტების    მომზადების    პროგრამით მომზადების სამთვენახევრიანი კურსის       მოსამზადებლად       მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი – 15   ლარის ოდენობით (საშემოსავლო   და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით); ერთი ჯგუფის სრული კურსის პედაგოგის ანაზღაურება განისაზღვროს 1050 ლარით (საშემოსავლო და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით);
3.   დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
4.   დაევალოს      საინფორმაციო      ტექნოლოგიების      დეპარტამენტს      ბრძანების      განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
5.   ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.






ადმინისტრაციის ხელმძღვანელი         ნუნუ ოვსიანიკოვა 

სრულად

ბრძანების N: 85/02-01

„ სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2019 წლის 19 აპრილის N82/02-01 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე
„ სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა შესარჩევად კონკურსის გამოცხადების  შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2019 წლის 19 აპრილის  N82/02-01 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტის და ენების შემსწავლელი ცენტრის უფროსის რუსუდან დოლიძის 2019 წლის 19 აპრილის N7317 წერილის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შესწორდეს ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა შესარჩევად კონკურსის გამოცხადების  შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2019 წლის 19 აპრილის   N82/02-01 ბრძანების მე-2 პუნქტში დაშვებული შეცდომა (ნაცვლად ინგლისური ენა - 20 საშტატო ერთეულისა, მითითებულ იქნეს ინგლისური ენა - 19 საშტატო ერთეული და ნაცვლად თურქული ენა - 3 საშტატო ერთეულისა, მითითებულ იქნეს თურქული ენა - 4 საშტატო ერთეული)   და ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. კონკურსი ჩატარდეს მასწავლებლების შესარჩევად 35 ვაკანტურ საშტატო ერთეულზე, მათ შორის: ინგლისური ენა - 19 საშტატო ერთეული, გერმანული ენა -
1 საშტატო ერთეული, რუსული ენა - 2   საშტატო ერთეული, არაბული ენა - 1 საშტატო ერთეული, თურქული ენა - 4 საშტატო ერთეული,   ლათინური ენა - 8 საშტატო ერთეული.’’
2.  ბრძანების უნივერსიტეტის     ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საიფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.   წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა   აუდიტის   სამსახური,   საიფორმაციო   ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ენების შემსწავლელი ცენტრი).
4.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                    ნუნუ ოვსიანიკოვა 

სრულად

ბრძანების N: 86/02-01

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის “სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 თებერვლის N3-11 დადგენილების ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულების დამტკიცების შესახებ
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის “სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 თებერვლის N3-11 დადგენილების ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულების დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 თებერვლის N3-11 დადგენილების დანართი N1-ის,   ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის    2019    წლის    18    აპრილის    N19-0119108559    (თსუ რეგისტრაციის N9326/10-02, 18.04.2019) წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს    „ქალაქ    თბილისის    მუნიციპალიტეტის    ბიუჯეტის    ქვეპოგრამის „სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესების“ ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულება (დანართი N1);
2.ძალადაკარგულად   გამოცხადდეს   რექტორის   2018   წლის   29   ოქტომბრის   „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სოციალურად დაუცველი   სტუდენტების   დაფინანსების   წესების   დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 თებერვლის №3-11 დადგენილების ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულების დამტკიცების შესახებ N261/01-01 ბრძანება.
3.ბრძანების      ყველასთვის      ხელმისაწვდომ      ადგილას      განთავსება      დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





რექტორი                  გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 95/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის ბაკალავრიატის/მაგისტრატურის/ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის ბაკალავრიატის/მაგისტრატურის/ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 22 მარტის N5129/28, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 21 მარტის N4981/29, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 17 აპრილის N7115/32, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 02 აპრილის N5860/30, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 25   მარტის N5201/26, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 04 აპრილის N6174/31-03, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 08 აპრილის N6380/27 და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს დეკანის 2019 წლის 03 აპრილის SDSU 149-04-2019  წარდგინებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.განისაზღვროს  სსიპ  –  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის საბაკალავრო/სამაგისტრო/ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილები წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი N1);
2.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.ბრძანების    ყველასათვის   ხელმისაწვდომ   ადგილზე განთავსებისა   და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.




რექტორი             გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 93/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის, თსუ აკადემიური საბჭოს   2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილების  - "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №10 29.12.2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს   2018 წლის 30 აპრილის
№113 დადგენილების - „სსიპ    – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური  პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2019 წლის 15 მარტის №4/04 ერთობლივი ბრძანების და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა გაფრინდაშვილის 2019 წლის 17 აპრილის  N7027/27 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა    ფაკულტეტზე    პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2.   უნივერსიტეტის  პროფესორად  10  (ათი)  წლის  ვადით  შეიძლება  არჩეულ  იქნეს
დოქტორის   ან   მასთან   გათანაბრებული   აკადემიური   ხარისხის   მქონე   პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6  (ექვსი)  წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3.  კონკურსი გამოცხადდეს 2019 წლის 22 აპრილს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2019 წლის 23 მაისიდან 2019 წლის 30 მაისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2019 წლის 20 ივნისისა.
4.   კონკურსი გამოცხადდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

ქართული ლიტერატურის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი უახლესი ქართული ლიტერატურის კათედრა

პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

5.   პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა   წარმოადგინოს:
ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით); 
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);          
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
6.   საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2019 წლის 23 მაისიდან 2019 წლის 30 მაისის ჩათვლით 930-დან 1800 საათამდე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ.  N1 (I კორპუსი) ოთახი N207;
7.   პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი   კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით,     ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი   1-ის   მე-3   მუხლის   მე-3   პუნქტის   მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს  თანხმობა  მხოლოდ  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ    შესაბამისი    აკადემიური    თანამდებობის    დაკავებისთანავე)    და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
8.   ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი;" 
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე     ბრძანება     კანონმდებლობით     დადგენილი     წესით     გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, გაზეთი "თბილისის უნივერსიტეტი," ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი).
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.




რექტორი         გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 94/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა შესარჩევად კონკურსის გამოცხადების  შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა,“ "ზ” და „ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა,“ „ვ,“ ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 24 თებერვლის N08/04 ერთობლივი ბრძანებისა და ენების შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელის რუსუდან დოლიძის 2019 წლის 10 აპრილის N6471/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის  საშტატო განრიგით განსაზღვრულ მასწავლებელთა თანამდებობებზე.
2. კონკურსი ჩატარდეს მასწავლებლების შესარჩევად 35 ვაკანტურ საშტატო ერთეულზე, მათ შორის: ინგლისური ენა - 20 საშტატო ერთეული, გერმანული ენა -
1 საშტატო ერთეული, რუსული ენა - 2 საშტატო ერთეული, არაბული ენა 1 საშტატო ერთეული, თურქული ენა - 3 საშტატო ერთეული,   ლათინური ენა - 8 საშტატო ერთეული.
3.   კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) აქვს შესაბამისი უმაღლესი განათლება (მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული  აკადემიური ხარისხი,  „ფილოლოგი- ანგლისტი/გერმანისტი/რუსისტი, არაბისტი, თურქოლოგი“ ან შესაბამისი  „უცხო ენის მასწავლებლი“);
ბ) აქვს უმაღლეს სასწავლებელში სულ მცირე სამწლიანი (დოკუმენტურად დადასტურებული) სამუშაო გამოცდილება;
გ) ფლობს რომელიმე დარგობრივ ენას (ევროპული ენებისათვის);
დ) აქვს გუნდური მუშაობისა და პროფესიული კომუნიკაციის უნარი; 
ე) ფლობს  საოფისე პროგრამებს;

4.   ევროპული ენების მასწავლებელთა შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭება ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის  (დონე C1 ან C2, შეფასება არანაკლებ B)  მფლობელ კანდიდატს.
5.   აპლიკანტებს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

ა) განცხადება კომისიის სახელზე (დანართი 1);
ბ) ავტობიოგრაფია (CV) ქართულ ენაზე (დანართი 2);
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
დ)  უმაღლესი  განათლების  დამადასტურებელი  დოკუმენტის  ასლი  (მაგისტრის  ან მაგისტრთან გათანაბრებული);
ე) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის  დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ევროპული      ენების      მასწავლებლებისათვის      ენობრივი      კომპეტენციის დამადასტურებელი   (დონე - C1 ან C2, შეფასება   არანაკლებ B)   საერთაშორისო სერტიფიკატის/სერტიფიკატების ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ზ)პროფესიული (მეთოდური, დარგობრივი ენის)  განვითარების დამადასტურებელი სერტიფიკატის/სერტიფიკატების ასლები (ბოლო 4 წელი);
თ) გამოქვეყნებული სტატიების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში - ბოლო 4 წელი);
ი)სახელმძღვანელოების/ლექსიკონების     თავფურცლის     ასლი     (ავტორობის     ან თანაავტორობის შემთხვევაში);
კ)ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მოხსენებით მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები - ბოლო 4 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ლ) უცხოეთში სტაჟირების (ენის სწავლების  მეთოდიკა, ლინგვისტიკა) დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების  ასლები -  ბოლო 4 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
6. კონკურსის შედეგად შერჩეულ მასწავლებელთა მინიმალური სავალდებულო კვირეული სააუდიტორიო დატვირთვა და შრომის ანაზღაურება განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით;
7. კონკურსის შედეგად შერჩეული მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობა განისაზღვრება 50 თვით;
8.  საბუთების მიღება იწარმოებს 2019 წლის 13 მაისიდან 17 მაისის ჩათვლით 10 საათიდან  17 საათამდე,  მისამართზე  ი. ჭავჭავაძის  გამზ. N36 თსუ V კორპუსი, ოთახი N231;
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საიფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ  ერთეულებს  (საფინანსო  დეპარტამენტი,  პერსონალის  მართვის 
დეპარტამენტი,   შიდა   აუდიტის   სამსახური,   საიფორმაციო   ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ენების შემსწავლელი ცენტრი).
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი          ნუნუ ოვსიანიკოვა 

სრულად

ბრძანების N: 82/02-01

"სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
"სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევითი ერთეულის-ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის თ. წუწუნავას 2019 წლის 02 აპრილის N5890/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:


1.შევიდეს ცვლილება "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის ,,გ” თავის მე-2 მუხლის 2.2. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2.2. გიორგი ბერიძე - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.“.

2.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.




ადმინისტრაციის ხელმძღვანელი           ნუნუ ოვსიანიკოვა

სრულად

ბრძანების N: 83/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის ცენტრალური საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარის მურმან ცარციძის 2019 წლის 16 აპრილის N6922/10 და უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის-ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის თ. წუწუნავას 2019 წლის 02 აპრილის N5890/10 კორესპონდენციების საფუძველზე,

ვბრძანებ:


1. შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში:
ა) ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,3. ვაჟა რაზმაძე - უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ინსპექტორი.“. 
ბ) ბრძანებით დამტკიცებული დანართი  N1-ის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,10. ვაჟა მარგიშვილი - უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ადმინისტრატორი.“.
გ) ბრძანების დანართი N1-ის 31-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე 27-ე პუნქტი:
,,27.  მურმან  ცარციძე  -  საფინანსო  დეპარტამენტისა  და  მატერიალური  რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტი - თსუ-ს პირველი სასწავლო კორპუსის N020 ოთახში განთავსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (გარდა ქოლ-ცენტრისა).“. 
დ) ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,ა) ვაჟა მარგიშვილი- ადმინისტრატორი.“.
ე) ბრძანების დანართი N1-ის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,3.     შოთა     გაბადაძე-     საფინანსო     დეპარტამენტის     შესყიდვების     განყოფილების სპეციალისტი.“.
ვ) ბრძანების დანართი N1-ის 52-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,დ.   ა)   ნინო   კობახიძე   -   პეტროლოგიის,   ვულკანოლოგიის,   მინერალოგიისა   და ლითოლოგიის განყოფილების უფროსი ლაბორანტი.“.

2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი         ნუნუ ოვსიანიკოვა 

სრულად

ბრძანების N: 84/02-01

„სატენდერო კომისიის, სატენდერო კომისიის აპარატის შექმნისა და „სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 14 ნოემბრის N200/02-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 25 აგვისტოს N114/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„სატენდერო კომისიის, სატენდერო კომისიის აპარატის შექმნისა  და „სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 14 ნოემბრის N200/02-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის   2014 წლის 25 აგვისტოს N114/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის ირაკლი საღარეიშვილის     2019     წლის     27     მარტის     N5488/10 და     15     აპრილის     N6812/10 კორესპონდენციების საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. შევიდეს ცვლილება „სატენდერო კომისიის, სატენდერო კომისიის აპარატის შექმნისა და „სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის  14 ნოემბრის N200/02-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2014 წლის 25 აგვისტოს N114/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების მე-2  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სატენდერო კომისიის ტექნიკური და ორგანიზაციული საქმიანობის ურუნველსაყოფად შეიქმნას სატენდერო კომისიის აპარატი შემდეგი შემადგენლობით:

ა)  ანეტა  მერკვილიშვილი  –  საფინანსო  დეპარტამენტის  შესყიდვების   განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
ბ) ლელა კოპალეიშვილი – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
გ) დინარა ტიკარაძე – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების  განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
დ) ლია ბაყაშვილი – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების  განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
ე) შოთა    გაბადაძე    –    საფინანსო    დეპარტამენტის    შესყიდვების     განყოფილების სპეციალისტი;
ვ) თინათინ ფაჩუაშვილი - საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების  განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
ზ) დაჩი ფერაძე - საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების  სპეციალისტი;
თ) თინათინ ქებაძე - საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების  განყოფილების სპეციალისტი;“


2.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3.ბრძანების  ყველასათვის  ხელმისაწვდომ  ადგილზე  განთავსების  უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4.   ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.




ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                     ნუნუ ოვსიანიკოვა 

სრულად

ბრძანების N: 80/02-01

შოთა რუსთაველის ფონდის მიერ გამოცხადებული ,,საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების’’ ერთობლივი კვლევითი პროგრამის ფარგლებში საკონკურსო პირობების შესაბამისად თსუ-ს ინსტიტუციური მხარდაჭერის წერილის მოსაპოვებლად კანდიდატთა შესარჩევი დამატებითი კონკურსი/გასაუბრებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
შოთა რუსთაველის ფონდის მიერ გამოცხადებული ,,საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების’’ ერთობლივი კვლევითი პროგრამის ფარგლებში საკონკურსო პირობების შესაბამისად თსუ-ს ინსტიტუციური მხარდაჭერის წერილის მოსაპოვებლად კანდიდატთა შესარჩევი დამატებითი კონკურსი/გასაუბრებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ



,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის წერილის (6903/10; 16.04.19) საფუძველზე

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კანდიდატთა შესარჩევად დამატებითი კონკურსი შოთა რუსთაველის ფონდის მიერ გამოცხადებული ,,საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების’’ ერთობლივი კვლევითი    პროგრამის    ფარგლებში    საკონკურსო    პირობების შესაბამისად თსუ-ს ინსტიტუციური მხარდაჭერის წერილის მოსაპოვებლად.
2. დამატებითი კონკურსი ჩატარდეს 2019 წლის 19 აპრილს, 10:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №121 (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1).
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით: 
ა)ალექსანდრე ცისკარიძე,თსუ რექტორის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე; 
ბ)ქეთევან ხუციშვილი,     თსუ     ჰუმანიტარულ     მეცნიერებათა     ფაკულეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)რამაზ ქურდაძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი.
4. დამტკიცდეს  კომისიის  მდივნად  თსუ  საგარეო  ურთიერთობის  დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი - მარიამ რაზმაძე.
5. დამტკიცდეს დამატებითი კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე     ბრძანება     კანონმდებლობით     დადგენილი     წესით     გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი,   შიდა   აუდიტის   სამსახური,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.






რექტორი        გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 92/01-01