საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - „კავკასიოლოგთა V საერთაშორისო კონგრესის“ ორგანიზებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - „კავკასიოლოგთა V საერთაშორისო კონგრესის“ ორგანიზებისათვის გასატარებელი ღონისძიებების  შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 პუნქტისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელის 2019 წლის 04 ოქტომბრის N 22259/10-02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. 2019  წლის  4-7  ნოემბერს  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტში  „კავკასიოლოგთა  V  საერთაშორისო  კონგრესის“ ჩატარების მიზნით, შეიქმნას საორგანიზაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ა) გიორგი შარვაშიძე - თსუ რექტორი  საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ნუნუ ოვსიანიკოვა  - თსუ ადმინისტრაციის  ხელმძღვანელი,  საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ცირა ბარამიძე - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
დ)  ლევან  მაღრაძე  -  საქართველოს  პარლამენტის  დიასპორისა  და  კავკასიის საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ე) ნანა გაფრინდაშვილი - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ვ)  თეა  გერგედავა  -  თსუ  საგარეო  ურთიერთობის  დეპარტამენტის  უფროსი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ზ) მაია გურაბანიძე - თსუ მუზეუმის დირექტორი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
თ) გიორგი გორაშვილი - თსუ დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ი) თამარ ებრალიძე - თსუ გამომცემლობის დირექტორი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
კ) თამარ ვეფხვაძე - თსუ კანცელარიის უფროსი, საორგანიზაციო კომისიის წევრი; 
ლ) ნინო კაკულია - თსუ გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
მ) არჩილ კუკულავა - თსუ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ნ) ნანა მამაგულიშვილი - თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ო) ირაკლი საღარეიშვილი - თსუ საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
პ) გიორგი ტალახაძე - თსუ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი,  საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ჟ) გიორგი ღვედაშვილი - თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი,  საორგანიზაციო კომისიის წევრი;
რ) ნატო ჩუბინიძე - თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ს) ირაკლი ხარჯავანიძე - თსუ კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ტ) ნინო რუხაძე - კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის მოწვეული პედაგოგი, ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  რესურსების  მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
უ) მაია    ციცვიძე    -    კავკასიოლოგიის    სასწავლო-სამეცნიერო    ინსტიტუტის სპეციალისტი, საორგანიზაციო კომისიის წევრი.
2. დაევალოს  საფინანსო  დეპარტამენტს  გახსნას  კონგრესის  მოსაკრებლისთვის (სარეგისტრაციო გადასახადი) სპეციალური ანგარიში.
3. კონგრესის ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან არაუმეტეს 3500 ლარის ოდენობით. ამას გარდა, გამოყენებულ იქნას სარეგისტრაციო გადასახადიდან შემოსული თანხები და კონგრესისათვის ფულადი   შემოწირულობა   (დანართი   N1). კონგრესთან   დაკავშირებული   სხვა ხარჯები გაწეულ იქნას სარეგისტრაციო გადასახადიდან და კონგრესისათვის ფულადი შემოწირულობიდან შემოსული თანხებიდან.
4. დაევალოს      საფინანსო      დეპარტამენტს      ხარჯთაღრიცხვის      შესაბამისად, დაგეგმილი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა.
5. დაევალოს     საინფორმაციო     ტექნოლოგიების     დეპარტამენტს.     კონგრესის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა და კონგრესის ვებ- გვერდის განახლება. 
6. დაევალოს  მატერიალური  რესურსების  მართვის  დეპარტამენტს   კონგრესის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
7. დაევალოს     თსუ     გამომცემლობას     კონგრესის     მასალების/პუბლიკაციების დაბეჭდვის უზრუნველყოფა.
8. დაევალოს  საზოგადოებასთან  ურთიერთობის  დეპარტამენტს  უზრუნველყოს კონგრესის  გაშუქება.
9. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
10. დაევალოს  კანცელარიას  ბრძანება  განათავსოს  ყველასათვის  ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი           გიორგი შარვაშიძე 
სრულად

ბრძანების N: 277/01-01

2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ლიმერიკის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიბის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ტემპუსის და ერაზმუს პლიუსის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის და ინსტიტუციონალური განვითარების პროექტების ინსტიტუციონალური კოორდინატორის წერილის (21584/10; 05.11.19) საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.ჩატარდეს  კონკურსი  2019/2020  სასწავლო  წლის  გაზაფხულის  სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ    დაფინანსებული    ერაზმუს+    საერთაშორისო    კრედიტ- მობილობის პროგრამის ფარგლებში ლიმერიკის უნივერსიტეტის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.
2.კონკურსი ჩატარდეს 2019 წლის 7 ნოემბერს, 15:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №121 (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1).
3.დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)მანანა    რუსიეშვილი,    თსუ    ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა    ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)ზვიად აბაშიძე, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)ანა თოხაძე, იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი, კომისიის წევრი;

4.დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი თვალთვაძე.
5.დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6.ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი                    გიორგი შარვაშიძე
სრულად

ბრძანების N: 278/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921წწ) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის“ განყოფილების გამგის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის    ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, "სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2019 წლის 6 ნოემბრის N19/04 ერთობლივი ბრძანების და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზ. გაიპარაშვილის 2019 წლის პირველი ნოემბრის N21424/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკის  „საქართველოს  დემოკრატიული  რესპუბლიკის  (1918-
1921წწ) შემსწავლელი   ცენტრი-ბიბლიოთეკის“ განყოფილების გამგის   (1 საშტატო ერთეული)   შესარჩევად.
2. ბიბლიოთეკის „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921წწ) შემსწავლელი  ცენტრი-ბიბლიოთეკის“ განყოფილების  გამგის  თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება თვეში 1070 (ათას სამოცდაათი) ლარით.
3. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ჰქონდეს  უმაღლესი განათლება - ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; ბ) იცოდეს საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“;
გ) იცოდეს საქართველოს კანონი „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“;
დ) იცოდეს საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“;
ე) იცნობდეს    სსიპ-ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის      წესდებას;
ვ) იცნობდეს   სსიპ   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულებას;
ზ) ჰქონდეს მუშაობის არანაკლებ ერთ წლიანი გამოცდილება საგანმანათლებლო/სამეცნიერო-კვლევით სფეროში, ჰუმანიტარული/პოლიტიკური მეცნიერებების  მიმართულებით;
4.  უნარები
ა) კომპიუტერული უნარების ფლობა;
ბ) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
გ) ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
დ)   ერთდროულად   სხვადასხვა   ამოცანებზე   დამოუკიდებლად   და   ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე) პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის გზების მოძიების უნარი;
ვ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის უნარი და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
5. „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921წწ) შემსწავლელი ცენტრი- ბიბლიოთეკის“   განყოფილების  გამგის   ფუნქციებია:
ა)  განყოფილების საქმიანობის ხელმძღვანელობა და წარმართვა;
ბ) მოვალეობების განაწილება განყოფილების თანამშრომლებს შორის, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად, მათი ფუნქციების განსაზღვრა და დავალებების მიცემა;
გ)  წლის განმავლობაში განყოფილებაში გაწეული ანალიტიკურ-კვლევითი საქმიანობის დეტალური ანგარიშის მომზადება, განყოფილების მომავალი წლის კვლევითი მუშაობის მიმართულებების შემუშავება და  ბიბლიოთეკის ხელმძღვანელისათვის წარდგენა;
დ) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის (1918-1921წწ) საარქივო მასალის დამუშავებაში უშუალოდ მონაწილეობის მიღება და ხელმძღვანელობა;
ე)  განყოფილებაში საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და  ხელის მოწერა; 
ვ)   განყოფილებისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულება;
ზ)  უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკის  ხელმძღვანელისათვის    ცალკეული  საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით წინადადებების წარდგენა;

6. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე; 
ბ)  CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;  
გ)   უმაღლესი  განათლების  დიპლომის  ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან, ცნობა სამსახურიდან და სხვ.);
ვ) სამოტივაციო  წერილი,  სამოქმედო გეგმასთან ერთად;
7. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდეს სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. აპლიკანტები, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან   გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად;
8. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921წწ) შემსწავლელი 
ცენტრი-ბიბლიოთეკის“  განყოფილების  გამგის  შერჩევის  მიზნით  შეიქმნას  კომისია  და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი   უნდა იქნეს 2019 წლის 11 ნოემბრიდან   2019 წლის 15 ნოემბერის   ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ    მისამართზე:    vacancy@tsu.ge    სათაურის    ველში    უნდა    მიეთითოს
„საქართველოს  დემოკრატიული  რესპუბლიკის  (1918-1921წწ)  შემსწავლელი     ცენტრი- ბიბლიოთეკის“ განყოფილების  გამგე;
10. ბრძანება     სსიპ-ივანე     ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკის  „საქართველოს  დემოკრატიული  რესპუბლიკის  (1918-
1921წწ)  შემსწავლელი    ცენტრი-ბიბლიოთეკის“  განყოფილების    გამგის      შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზe და ინტერნეტ სივრცეში;
11. საკონკურსო  კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი  თსუ  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2019 წლის 22 ნოემბრისა;
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე;

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი           ნუნუ ოვსიანიკოვა 
სრულად

ბრძანების N: 279/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - „კავკასიოლოგთა V საერთაშორისო კონგრესის“ ორგანიზებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - „კავკასიოლოგთა V საერთაშორისო კონგრესის“ ორგანიზებისათვის გასატარებელი ღონისძიებების  შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 პუნქტისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელის 2019 წლის 04 ოქტომბრის N 22259/10-02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. 2019  წლის  4-7  ნოემბერს  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტში  „კავკასიოლოგთა  V  საერთაშორისო  კონგრესის“ ჩატარების მიზნით, შეიქმნას საორგანიზაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით: 
ა) გიორგი შარვაშიძე - თსუ რექტორი  საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ნუნუ ოვსიანიკოვა  - თსუ ადმინისტრაციის  ხელმძღვანელი,  საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ცირა ბარამიძე - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
დ)  ლევან  მაღრაძე  -  საქართველოს  პარლამენტის  დიასპორისა  და  კავკასიის საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ე) ნანა გაფრინდაშვილი - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ვ)  თეა  გერგედავა  -  თსუ  საგარეო  ურთიერთობის  დეპარტამენტის  უფროსი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ზ) მაია გურაბანიძე - თსუ მუზეუმის დირექტორი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
თ) გიორგი გორაშვილი - თსუ დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ი) თამარ ებრალიძე - თსუ გამომცემლობის დირექტორი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
კ) თამარ ვეფხვაძე - თსუ კანცელარიის უფროსი, საორგანიზაციო კომისიის წევრი; 
ლ) ნინო კაკულია - თსუ გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
მ) არჩილ კუკულავა - თსუ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ნ) ნანა მამაგულიშვილი - თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ო) ირაკლი საღარეიშვილი - თსუ საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
პ) გიორგი ტალახაძე - თსუ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი,  საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ჟ) გიორგი ღვედაშვილი - თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი,  საორგანიზაციო კომისიის წევრი;
რ) ნატო ჩუბინიძე - თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ს) ირაკლი ხარჯავანიძე - თსუ კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ტ) ნინო რუხაძე - კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის მოწვეული პედაგოგი, ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  რესურსების  მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
უ) მაია ციცვიძე - კავკასიოლოგიის  სასწავლო-სამეცნიერო  ინსტიტუტის სპეციალისტი, საორგანიზაციო კომისიის წევრი.
2. დაევალოს  საფინანსო  დეპარტამენტს  გახსნას  კონგრესის  მოსაკრებლისთვის (სარეგისტრაციო გადასახადი) სპეციალური ანგარიში.
3. კონგრესის ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან არაუმეტეს 3500 ლარის ოდენობით. ამას გარდა, გამოყენებულ იქნას სარეგისტრაციო გადასახადიდან შემოსული თანხები და კონგრესისათვის ფულადი   შემოწირულობა (დანართი N1). კონგრესთან   დაკავშირებული   სხვა ხარჯები გაწეულ იქნას სარეგისტრაციო გადასახადიდან და კონგრესისათვის ფულადი შემოწირულობიდან შემოსული თანხებიდან.
4. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, დაგეგმილი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა.
5. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. კონგრესის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა და კონგრესის ვებ- გვერდის განახლება. 
6. დაევალოს  მატერიალური  რესურსების  მართვის  დეპარტამენტს   კონგრესის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
7. დაევალოს თსუ გამომცემლობას კონგრესის  მასალების/პუბლიკაციების დაბეჭდვის უზრუნველყოფა.
8. დაევალოს  საზოგადოებასთან  ურთიერთობის  დეპარტამენტს  უზრუნველყოს კონგრესის  გაშუქება.
9. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
10. დაევალოს  კანცელარიას  ბრძანება  განათავსოს  ყველასათვის  ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი            გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 277/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2019 წლის შემოდგომის მიღებაზე ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხისა და წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“ 27-ე მუხლის პირველი პუნქტისა და თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2019 წლის 30 ოქტომბრის N21129/10 წარდგინების საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  განისაზღვროს    2019    წლის    შემოდგომის    მიღებაზე    ჩასარიცხად    წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) ორი ფოტოსურათი 3X4 (ელექტრონული ვერსია CD დისკზე ჩაწერილი);
გ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 
დ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი თსუ შესაბამისი ფაკულტეტის ბეჭდით დამოწმებული;
ე)   სამხედრო   აღრიცხვაზე   ყოფნის   დამადასტურებელი   დოკუმენტი   (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2.  განისაზღვროს    2019    წლის    შემოდგომის    მიღებაზე    ჩასარიცხად    წარმოსადგენი დოკუმენტაციის წარდგენის ვადად 2019 წლის 11-20 ნოემბერი.

3.  ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი              გიორგი შარვაშიძე 
სრულად

ბრძანების N: 275/01-01

„სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო ერთეულიდან/პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო ერთეულზე/პროგრამაზე გადასვლის წესი“-ს დამტკიცების შესახებ თსუ რექტორის 2013 წლის 12 აგვისტოს N94/01-01 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა”, „ბ”, „ო” და „პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე,

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს დამატება „სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო ერთეულიდან/პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო ერთეულზე/პროგრამაზე გადასვლის წესი“-ს დამტკიცების შესახებ თსუ რექტორის 2013 წლის 12 აგვისტოს N94/01-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. თსუ უფლებამოსილია გამოაცხადოს რიგგარეშე შიდა მობილობა, მის მიერ დადგენილი წესით, საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში ან მის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გაუქმების შემთხვევაში.“

2.  შევიდეს ცვლილება „სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო ერთეულიდან/პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო ერთეულზე/პროგრამაზე გადასვლის წესი“-ს დამტკიცების შესახებ თსუ რექტორის 2013 წლის 12 აგვისტოს N94/01-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების მე-4 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიმდეს შემდეგი რედაქციით:

ა) „2. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი სემესტრის შემდეგ, გარდა რიგგარეშე შიდა მობილობაში მონაწილე სტუდენტებისა. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაში პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი.“

ბ) „4. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება ეზღუდება სტუდენტს, რომელმაც სწავლების ძირითად ვადებში ვერ შეძლო შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება, გარდა რიგგარეშე შიდა მობილობაში მონაწილე სტუდენტებისა.“

3. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. ბრძანების   ყველასათვის  ხელმისაწვდომ  ადგილზე  განთავსებისა  და  შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
5.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი           გიორგი შარვაშიძე 
სრულად

ბრძანების N: 274/01-01

2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ბუნებრივი რესურსებისა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტის (ავსტრია) მიერ გამოყოფილი სტიპენდიბის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთოის დეპარტამენტის უფროსის წერილის (20883/10; 28.10.19) საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.ჩატარდეს  კონკურსი  2019/2020  სასწავლო  წლის  გაზაფხულის  სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ    დაფინანსებული    ერაზმუს+    საერთაშორისო    კრედიტ- მობილობის პროგრამის ფარგლებში ბუნებრივი რესურსებისა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის  და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.
2.კონკურსი ჩატარდეს 2019 წლის 29 ნოემბერს, 16:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №121 (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1).
3.დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)თეონა  მატარაძე,  სოციალურ  და  პოლიტიკურ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)გიორგი  გოგსაძე,  სოციალურ  და  პოლიტიკურ  მეცნიერებათა  ფაკულტეტისპროფესორი, კომისიის წევრი;
გ)ვალერიან მელიქიძე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
დ)თინათინ   მარგალიტაძე,   თსუ   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი.
4.დამტკიცდეს  კომისიის  მდივნად  თსუ  საგარეო  ურთიერთობის  დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი თვალთვაძე.
5.დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი№1).
6.ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.წინამდებარე ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი        გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 270/01-01

2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის და 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთბათა დეპარტამენტის უფოროსის წერილის (20882/10; 28.10.19) საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.ჩატარდეს კონკურსი 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის და 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.
2.კონკურსი  ჩატარდეს  2019  წლის  30  და  31  ოქტომბერს  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №115 და ოთახი №101   (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1).
3.დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით: 
ა) ეკატერინე ფირცხალავა, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
ბ) ნანული დორეული, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი
გ) ლელა ალხაზიშვილი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
დ) ბესიკ კალანდაძე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
ე) ნანა შათაშვილი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი
ვ) მანანა რუსიეშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი
ზ) ირინა გველესიანი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
თ) ნათელა ნემსაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
ი) მაია გურგენიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ- პროფესორი, კომისიის წევრი
კ) ნინო ქიმერიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
ლ) მარინე კობეშავიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
მ) თეონა მატარაძე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
ნ) ფიქრია ასანიშვილი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
ო) დავით მაცაბერიძე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, კომისიის წევრი
პ) სალომე დუნდუა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
ჟ) თამარ აბაშიძე, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
რ) ია ნაცვლიშვილი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
ს) თამაზ ზუბიაშვილი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
ტ) სიმონ გელაშვილი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი
უ) ანა თოხაძე, იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი, კომისიის წევრი 
ფ) ანა ხარაიშვილი, იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი, კომისიის წევრი
ქ) მორის შალიკაშვილი, იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
ღ) აკაკი გაწერელია, იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, კომისიის წევრი
ყ) ლელა ჯანაშვილი, იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
შ) სოფიო შამანიდი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი
ჩ) ანა ჩიქოვანი,ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა    ფაკულტეტის    ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
ც) ნინო ჭრიკიშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ- პროფესორი
4. დამტკიცდეს  კომისიის  მდივნად  თსუ  საგარეო  ურთიერთობის  დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი თვალთვაძე და თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის კოორდინატორი ნათია კალანდაძე.
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1). 
6.ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი, შიდა  აუდიტის  სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი     გიორგი შარვაშიძე 
სრულად

ბრძანების N: 271/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე კანდიდატის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9  პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, თსუ დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულის-არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის ნ. მაჭავარიანის 2019 წლის 25 ოტომბრის  N20846/10  წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2019 წლის   25 ოქტომბრის   სხდომის ოქმი N10) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე კანდიდატის შესარჩევად დამტკიცდეს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) რუსუდან ზექალაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ბ) რევაზ აბაშია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
გ) მაია ლომია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
2.დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ - რუსუდან ზექალაშვილი, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ - რევაზ ბაშია და   საკონკურსო კომისიის მდივნად - მაია ლომია;
3.დაევალოს საკონკურსო კომისიას კონკურსანტთა განცხადებებისა და   თანდართული დოკუმენტაციის მიღება და წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
3.დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2019 წლის 23 დეკემბრისა.
4.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი).
16. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი       გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 272/01-01

2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში რენის გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის (საფრანგეთი) და ტულუზას გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტის (საფრანგეთი) მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის (20790/10; 25.10.19) საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.ჩატარდეს  კონკურსი  2019/2020  სასწავლო  წლის  გაზაფხულის  სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში რენის გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის და ტულუზას გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტი    მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.
2.კონკურსი ჩატარდეს 2019 წლის 4 ნოემბერს, 11:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №121 (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1).
3.დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
4.ა)მირეი  დიუკასე,  რენის  გამოყენებით  მეცნიერებათა  ეროვნული  ინსტიტუტის პროფესორი, საგარეო ოფისის ხელმძღვანელი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)ნინო ოკრიბელაშვილი, თსუ რექტორის მოადგილე, კომისიის წევრი;
გ)ირმა   გრძელიძე,   თსუ   ხარისხის   უზრუნველყოფის   სამსახურის   უფროსი, კომისიის წევრი.

5.დამტკიცდეს  კომისიის  მდივნად  თსუ  საგარეო  ურთიერთობის  დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი თვალთვაძე.
6.დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
7. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
8.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი,   შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
9. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი          გიორგი შარვაშიძე 
სრულად

ბრძანების N: 273/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და   მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9  და მე- 11  პუნქტების,  საქართველოს განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის  2011  წლის  22 ივლისის №127/ნ    ბრძანებით    დამტკიცებული    საგანმანათლებლო   დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტისა და სასწავლო პროცესის    მართვის    ელექტრონული    სისტემის    (lms.tsu.ge)    მონაცემების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   აღუდგეთ სტუდენტის სტატუსი 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ძირითადი საგანმანათლებლო    ერთეულების    შესაბამისად    თანდართული    სიის მიხედვით დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების შემდეგ სტუდენტებს:

ა)  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
ბ)  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №2);
გ)  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
ე)  იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);
ვ)  მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6)
ზ)  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7).

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს  პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი             ნინო ოკრიბელაშვილი
სრულად

ბრძანების N: 1047/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019- 2020 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცებისა და აღნიშნულ პროგრამებზე ადგილების განსაზღვრის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, „2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 21 აგვისტოს N175/ნ ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, თსუ აკადემიური საბჭოს 2017 წლის 8 დეკემბრის N152/2017 დადგენილებისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2019 წლის 22 ოქტომბრის MES 6 19 01428949 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე დასაფინანსებელი ადგილების რაოდენობა პროგრამული დაფინანსების ფარგლებში, სტუდენტების მიერ მოპოვებული სახელმწიფო  სასწავლო  გრანტის  ოდენობის    გათვალისწინებით, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი N1).
2. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს.
3. ბრძანების    ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი                 ნინო ოკრიბელაშვილი

სრულად

ბრძანების N: 268/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2019 წლის შემოდგომის მიღებაზე რეგისტრირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აპლიკანტებისთვის საგამოცდო კომისიის შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე- 2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“ მე-36 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 ოქტომბრის N1306 და N1308 ბრძანებებისა და თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2019 წლის 24 ოქტომბრის N20662/10 წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს 2019 წლის შემოდგომის მიღებაზე რეგისტრირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების  მქონე  აპლიკანტებისათვის ტესტირების უზრუნველსაყოფად  საგამოცდო კომისია N1 დანართის შესაბამისად.
2.  ბრძანების   ყველასათვის   ხელმისაწვდომ   ადგილზე   განთავსების   უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3.  ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი            ნინო ოკრიბელაშვილი
სრულად

ბრძანების N: 269/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტებისა და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან  ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგ სტუდენტებს, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი N5);
ვ) მედიცინის  ფაკულტეტი  (დანართი N6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N7);

2.წინამდებარე ბრძანების დანართებში მითითებულ სტუდენტებს, რომელთაც გავლილი
აქვთ ადმინისტრაციული რეგისტრაცია, მათ მიერ გადახდილი სწავლის საფასური ჩათვლილ იქნეს მომდევნო ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისას სწავლის საფასურად;
3.ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების   დეპარტამენტს  პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
4.დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
6.წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, N6).

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი               ნინო ოკრიბელაშვილი
 
სრულად

ბრძანების N: 1037/01-04

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს მიერ გამარჯვებულად გამოვლენილი პროექტების დაფინანსების შესახებ

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს  მიერ გამარჯვებულად გამოვლენილი პროექტების დაფინანსების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის  ,,ნ’’  ,,ო’’  და  ,,პ”  ქვეპუნქტების,  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის 29.01.2018წ. N12/02-01 და 14.02.2019წ. N30/02-01 და N31/02-01 ბრძანებების, სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს თავმჯდომარის, პროფესორის თ. გაგოშიძის 22.10.2019წ. N20451/10-02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაფინანსდეს, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს მიერ გამარჯვებულად გამოვლენილი 63 პროექტი (დანართი N1).
2. დაევალოს  საფინანსო  დეპარტამენტს  თანხების  ხარჯვა  განახორციელოს გამარჯვებული პროექტების ბიუჯეტებიდან.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს (საფინანსო დეპარტამენტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი             ნუნუ ოვსიანიკოვა

სრულად

ბრძანების N: 224/02-01

2019/2020 გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ოსლოს უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის (20415/10; 21.10.19) საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.ჩატარდეს კონკურსი 2019/2010 გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+  პროგრამის  ფარგლებში  პარტნიორი  ოსლოს უნივერსიტეტის მიერ თსუ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.
2.კონკურსი   ჩატარდეს   2019   წლის   23   ოქტომბერს,   11:00   საათზე   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №121 (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1).
3.დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)ფროდ ჰერმუდსგარდი, ოსლოს უნივერსიტეტის ემერიტუსი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)კახაბერ ლორია, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)რუსუდან დოლიძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი.

4.დამტკიცდეს  კომისიის  მდივნად  თსუ  საგარეო  ურთიერთობის  დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი თვალთვაძე.
5.დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6.ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.წინამდებარე     ბრძანება     კანონმდებლობით     დადგენილი     წესით     გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი,  შიდა   აუდიტის   სამსახური,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი              ნინო ოკრიბელაშვილი
სრულად

ბრძანების N: 266/01-01

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის “სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 თებერვლის N3-11 დადგენილების ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულების დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 თებერვლის N3-11 დადგენილების დანართი N1-ის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2019  წლის  18  აპრილის  N19-0119108559  (თსუ  რეგისტრაციის  N22595/10-02,  09.10.2019) წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპოგრამის „სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესების“ ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულება (დანართი N1);
2.ძალადაკარგულად გამოცხადდეს რექტორის 2019 წლის 22 აპრილის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის    ქვეპროგრამის    „სოციალურად    დაუცველი    და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული    სტუდენტების    წახალისებისა    და    სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის   მუნიციპალიტეტის   საკრებულოს    2017   წლის   24   თებერვლის   №3-11 დადგენილების ფარგლებში  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულების დამტკიცების შესახებ N95/01-01 ბრძანება.
3.ბრძანების      ყველასთვის      ხელმისაწვდომ      ადგილას      განთავსება      დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი         ნინო ოკრიბელაშვილი

სრულად

ბრძანების N: 1031/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით ონლაინ რეგისტრაციის გამოცხადების თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით ონლაინ რეგისტრაციის გამოცხადების თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ და "ო" ქვეპუნქტების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის მე-4 მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტების და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის გიორგი ტალახაძის 2019 წლის 22 ოქტომბრის N20466/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით გამოცხადდეს ონლაინ რეგისტრაცია ბაგების საერთო საცხოვრებლის 15 (თხუთმეტი) და ლისის საერთო საცხოვრებლის 4 (ოთხი) ადგილზე.
2. ონლაინ  რეგისტრაცია  განხორციელდეს  სტუდენტის  პორტალზე  2019  წლის  24 ოქტომბრის   10:00 საათიდან  2019 წლის 25 ოქტომბრის 17:00 საათამდე.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ონლაინ რეგისტრაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.
4.  დაევალოს  საინფორმაციო  ტექნოლოგიების  დეპარტამენტს  წინამდებარე  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
5. დაევალოს    კანცელარიას    წინამდებარე    ბრძანება    განათავსოს     ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
6. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი       ნუნუ ოვსიანიკოვა 
სრულად

ბრძანების N: 223/02-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის „არქეოლოგია-პალეოანთროპოლოგია“ დოქტორანტებისათვის 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე - „ისტორია“ და „პალეოანთროპოლოგია“ რიგგარეშე შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო  დაწესებულებიდან  სხვა  უმაღლეს  საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის“ N1 დანართის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის N77/2011 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე-7 მუხლისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 18 ოქტომბრის N20260/27 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტების მიერ შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო პროგრამების ვაკანტური ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 23 ოქტომბერი;
2.შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 24-25 ოქტომბერი;
3.შიდა მობილობის შედეგების ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნება - 28 ოქტომბერი;
4.საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება - 29 ოქტომბერი;
5.ხელშეკრულების გაფორმება საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებთან - 30 - 31  ოქტომბერი;
6.საგანმანათლებლო ერთეულის  მიერ სასწავლო  პროცესის  მართვის დეპარტამენტისათვის შიდა მობილობის წესით გადასული სტუდენტების სიის წარდგენა - 1 ნოემბერი;
7.შიდა  მობილობის  წესით  სტუდენტების  გადასვლის  შესახებ  რექტორის  ბრძანების პროექტის მომზადება - 1 ნოემბერი;
8.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
9.ბრძანების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
10.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი        ნინო ოკრიბელაშვილი
სრულად

ბრძანების N: 267/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი  განათლების  შესახებ“  საქართველოს  კანონის    22-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9  პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”     ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორის ქეთევან ებრალიძის 2019 წლის  18 ოქტომბრის N20315/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2019 წლის 18 ოქტომბრის სხდომის ოქმი N9) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლების შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ირმა ჯინიყაშვილი   -   თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო ქიმიის დეპარტამენტის ასისტენტ - პროფესორი.
ბ) ზურაბ ლომთათიძე - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიების და ფარმაციის ფაკულტეტის პროფესორი.
გ) გივი პაპავა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის ლაბორატორიის გამგე, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
დ) ირმა მიქაძე -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ქიმიური ეკოლოგიის ლაბორატორიის გამგე, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
ე) მანანა ბურჯანაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის სწავლული მდივანი.

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ   ირმა ჯინიყაშვილი,   საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ ზურაბ ლომთათიძე, საკონკურსო კომისიის  მდივნად მანანა ბურჯანაძე;

3.დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

4.დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2019 წლის 27 ნოემბრისა.

5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი,   შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი).

6.წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი          გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 262/01-01