საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების,
57-ე  მუხლის,  საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის  2013  წლის  11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის
– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.  განისაზღვროს   სსიპ   –   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

ბაკალავრიატი/დიპლომირებული მედიკოსი/სტომატოლოგი/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა

ა) პირველსემესტრელთა რეგისტრაცია:
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება - 2-9 სექტემბერი;
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 9-16 სექტემბერი.

ბ) შემოდგომის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 აგვისტო - 15 სექტემბერი; ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 9-16 სექტემბერი;
ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 16 სექტემბერი-28 დეკემბერი;
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი - 9 იანვარი - 5 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები); 11 – 17
თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
ბ.ე) არდადეგები - 29 დეკემბერი – 8 იანვარი; 18 თებერვალი - 1 მარტი.

გ) გაზაფხულის სემესტრი:
გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 3 თებერვალი - 1 მარტი; გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 24 თებერვალი  –  2 მარტი;
გ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები -  2 მარტი – 13 ივნისი;
გ.დ) საგამოცდო პერიოდი - 15 ივნისი- 10 ივლისი (დასკვნითი გამოცდები),  17 - 25 ივლისი (დამატებითი გამოცდები);
გ.ე) არდადეგები - 26 ივლისი - 13 სექტემბერი. 

მაგისტრატურის/დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა

დ) პირველსემესტრელ მაგისტრანტთა/დოქტორანტთა  რეგისტრაცია: 
დ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 20-23  სექტემბერი;
დ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 20-23  სექტემბერი.

ე) შემოდგომის სემესტრი:
ე.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 აგვისტო - 22 სექტემბერი; ე.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 16 - 23 სექტემბერი;
ე.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 23 სექტემბერი - 11 იანვარი;
ე.დ) საგამოცდო პერიოდი - 13 იანვარი - 5 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები),  11-17
თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
ე.ე) არდადეგები - 29 დეკემბერი – 5 იანვარი, 18 თებერვალი - 1 მარტი.

ვ) გაზაფხულის სემესტრი:
ვ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 3 თებერვალი - 1 მარტი; ვ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 24 თებერვალი  –  2 მარტი;
ვ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები -  2 მარტი – 13 ივნისი;
ვ.დ) საგამოცდო პერიოდი - 15 ივნისი- 10 ივლისი (დასკვნითი გამოცდები),  17 - 25 ივლისი (დამატებითი გამოცდები);
ვ.ე) არდადეგები - 26 ივლისი - 13 სექტემბერი.


2.  ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.  დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





რექტორი          გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 168/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,   მე-8   პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების მე-9 პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილების-„სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ   წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №10 29.12. 2014წ), თსუ აკადემიური   საბჭოს  2018   წლის   30   აპრილის   №113   დადგენილების   -„სსიპ   -   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო   უნივერსიტეტის   ერთიანი   საშტატო   განრიგის   დამტკიცების   შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2019 წლის 15 მაისის №10/04 ერთობლივი ბრძანების და სოციალურ და პოლიტიკურ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის დეკანის თამარ დოლბაიას  2019 წლის 25 ივნისის  N12021/30  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ   მეცნიერებათა ფაკულტეტზე   ასისტენტ პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2.   უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
3. კონკურსი  გამოცხადდეს  2019  წლის  8  ივლისს  საკონკურსო  დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2019 წლის 9 აგვისტოდან 2019 წლის 22 აგვისტომდე. საკონკურსო კომისიის   შემაჯამებელი   ოქმი   თსუ   აკადემიურ   საბჭოს   გადაეცეს არაუგვიანეს 2019 წლის 16 სექტემბრისა;

პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება
ასისტენტ პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“);
5. ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს: 
ა)  განცხადება  საკონკურსო  კომისიის  სახელზე  (დადგენილი   ფორმის მიხედვით); 
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);        
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი  (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ვ)  შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
ზ)  სამოტივაციო წერილი;
6. ასისტენტ  პროფესორის  თანამდებობაზე  ასარჩევი       კანდიდატი,  კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს   თანხმობა   მხოლოდ   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
7. საკონკურსო  დოკუმენტების  მიღება   იწარმოებს  2019 წლის 9 აგვისტოდან 2019 წლის
22 აგვისტომდე 930-დან 1800  საათამდე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  საკონკურსო  დოკუმენტაციის  მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N 8 (VI კორპუსი) ოთახი N203-ა;
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში „თბილისის უნივერსიტეტი";
9. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე   ბრძანება   კანონმდებლობით   დადგენილი   წესით   გადაეცეს   შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი", სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი);
11. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.





რექტორი        გიორგი შარვაშიძე 
სრულად

ბრძანების N: 167/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2019 წლის პირველი მარტიდან – 2019 წლის 31 ივლისის ჩათვლით)„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის
2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2019 წლის პირველი მარტიდან – 2019 წლის 31 ივლისის ჩათვლით)„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 3 ივნისის N734 და სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 7 ივნისის N137/01-01 ბრძანებების, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის გიორგი ღაღანიძის 28.06.2019წ. N12339/97 წერილის და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის ვ. გობრონიძის 01.07.2019წ. N12390/10 დასკვნის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დაენიშნოთ სტიპენდია, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2019 წლის პირველი მარტიდან – 2019 წლის 31 ივლისის ჩათვლით) სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში თითოეულს თვეში 150 ლარი დანართი N1 – ის მიხედვით.
2.დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, გასცეს თვეში 19650 ლარი, უნივერსიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით, „სახელმწიფო სტიპენდია სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში, სხვა ხარჯების მუხლში გათვალისწინებული სახაზინო თანხებიდან.
3.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
4.წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი   წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ  ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი).
5.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.




ადმინისტრაციის ხელმძღვანელი          ნუნუ ოვსიანიკოვა 
სრულად

ბრძანების N: 774/02-04

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2019 წლის 17 ივნისის N146/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„სსიპ-ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო    უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში    მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2019 წლის 17 ივნისის N146/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის, თსუ-ის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის-არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის ნ. მაჭავარიანის 2019 წლის 26 ივნისის №12065/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2019 წლის 17 ივნისის N146/01-01  ბრძანებაში:

ა) ბრძანების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4.    კონკურსი გამოცხადდეს 2019 წლის 19 ივნისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2019 წლის 29 ივლისიდან 2019 წლის 2 აგვისტოს ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად   წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2019 წლის 3 სექტემბრისა“;

ბ) ბრძანების მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2019 წლის 29 ივლისიდან 2019  წლის 2 აგვისტოს ჩათვლით. 1100-დან 1700 საათამდე, თსუ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. მისამართი: თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №8, III სართული, ოთახი №306“;

2. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში “თბილისის უნივერსიტეტი“.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ     ერთეულებს     (საფინანსო     დეპარტამენტი,     პერსონალის     მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის  სამსახური,  გაზეთი  „თბილისის  უნივერსიტეტი“  და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი).
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.







  რექტორი                    გიორგი შარვაშიძე
სრულად

ბრძანების N: 165/01-01

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019- 2020 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის საბაკალავრო/სამაგისტრო/ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ’’ უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 19 აპრილის №93/01-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019- 2020 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის საბაკალავრო/სამაგისტრო/ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ’’ უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 19 აპრილის №93/01-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა”, "ბ”, "ო” და "პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 28 ივნისის N12296/30 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.  შევიდეს დამატება ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის    საბაკალავრო/სამაგისტრო/ერთსაფეხურიან    საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური    ადგილების    განსაზღვრის    შესახებ’’    უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 19 აპრილის №93/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N1 დანართში,  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების ნაწილში და დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3.       პოლიტიკის მეცნიერება       3“

2.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.ბრძანების   ყველასათვის   ხელმისაწვდომ   ადგილზე   განთავსების   და   შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის     გადაცემის     უზრუნველყოფა     დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





რექტორი            გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 164/01-01

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019- 2020 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის საბაკალავრო/სამაგისტრო/ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ’’ უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 19 აპრილის №93/01-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019- 2020 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის საბაკალავრო/სამაგისტრო/ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ’’ უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 19 აპრილის №93/01-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა”, "ბ”, "ო” და "პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 26 ივნისის N12102/28 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.  შევიდეს დამატება ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის    საბაკალავრო/სამაგისტრო/ერთსაფეხურიან    საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური    ადგილების    განსაზღვრის    შესახებ’’    უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 19 აპრილის №93/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N1 დანართში, ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების ნაწილში და დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი:


„ 15.      კომპიუტერული მეცნიერება    (ინგლისურენოვანი)    30“


2.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.ბრძანების ყველასათვის   ხელმისაწვდომ   ადგილზე   განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.




რექტორი          გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 161/01-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 17 ივნისის N147/01-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 17 ივნისის N147/01-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-
14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 26 ივნისის N12128/30 წარდგინების საფუძველზე,


ვბრძანებ:

1. შევიდეს   დამატება   „სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში    2019-2020    სასწავლო    წლის    შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 17 ივნისის N147/01-01     ბრძანების     პირველი     პუნქტის     1.3.     ქვეპუნქტით დამტკიცებულ N3 დანართში და N3 დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9.  დოქტორანტურის  საგანმანათლებლო  პროგრამა  -  „ორგანიზაციული  და პერსონალური განვითარება“ – 2“.

2. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია დაინტერესებული პირისათვის გაცნობისთანავე.



რექტორი      გიორგი შარვაშიძე 
სრულად

ბრძანების N: 162/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის – ალექსანდრე რონდელის სახელობის სტიპენდიის დანიშვნისა და სტიპენდიის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2016 წლის 24 თებერვლის N24/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის – ალექსანდრე რონდელის სახელობის სტიპენდიის დანიშვნისა და სტიპენდიის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2016 წლის 24 თებერვლის N24/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის,  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების,  მე-9   პუნქტის და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 13 ივნისის N11188/30 კორესპონდენციის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის – ალექსანდრე რონდელის სახელობის სტიპენდიის დანიშვნისა და სტიპენდიის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2016 წლის 24 თებერვლის N24/01-01 ბრძანებაში:


ა)   აღნიშნული   ბრძანების   პირველი   პუნქტით   დამტკიცებული   დანართი   N1-ის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ტექსტში შემდგომ - ,,უნივერსიტეტი“ ან ,,დაწესებულება“) პროფესორ ალექსანდრე რონდელის სახელობის     სტიპენდია (შემდგომში - ,,სტიპენდია“) ინიშნება საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდსა (შემდგომში - ,,ფონდი“) და უნივერსიტეტს შორის 2018 წლის 06 ივნისს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის    N810/08    ხელშეკრულებით    დასახული    ამოცანების ფარგლებში.“;


ბ) აღნიშნული  ბრძანების  პირველი  პუნქტით  დამტკიცებული  დანართი  N1-ის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 4. ინფორმაცია სტიპენდიის მინიჭების შესახებ

1.ინფორმაცია  გამოვლენილი  სტიპენდიანტების  შესახებ  ეგზავნება  საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს.
2.გამოვლენილი სტიპენდიანტების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდგომ, ფონდიდან პირველი სემესტრის სტიპენდიისათვის განკუთვნილი თანხა სრულად ერიცხება უნივერსიტეტს, რათა უზრუნველყოფილ იქნას სტიპენდიანტებისათვის შესაბამისი ოდენობის სტიპენდიის ყოველთვიური ჩარიცხვა.
3.სტიპენდია    გაიცემა    ყოველსემესტრულად,    თვეში    200    ლარის    ოდენობით საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით.“.


2.დაევალოს  კანცელარიას  ბრძანების  ყველასათვის  ხელმისაწვდომ  ადგილზე განთავსება.
3.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი           გიორგი შარვაშიძე 
სრულად

ბრძანების N: 163/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის – ალექსანდრე რონდელის სახელობის სტიპენდიის დანიშვნისა და სტიპენდიის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2016 წლის 24 თებერვლის N24/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის – ალექსანდრე რონდელის სახელობის სტიპენდიის დანიშვნისა და სტიპენდიის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2016 წლის 24 თებერვლის N24/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის,  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების,  მე-9   და მე -11 პუნქტების და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 13 ივნისის N11188/30 კორესპონდენციის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის – ალექსანდრე რონდელის სახელობის სტიპენდიის დანიშვნისა და სტიპენდიის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2016 წლის 24 თებერვლის N24/01-01 ბრძანებაში:


ა) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი N1-ის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ტექსტში შემდგომ - ,,უნივერსიტეტი“ ან ,,დაწესებულება“) პროფესორ ალექსანდრე რონდელის სახელობის     სტიპენდია (შემდგომში - ,,სტიპენდია“) ინიშნება საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდსა (შემდგომში - ,,ფონდი“) და უნივერსიტეტს შორის 2018 წლის 06 ივნისს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის    N810/08    ხელშეკრულებით    დასახული    ამოცანების ფარგლებში.“;


ბ)  ბრძანების   პირველი   პუნქტით   დამტკიცებული   დანართი   N1-ის   მე-4   მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, მუხლი 4. ინფორმაცია სტიპენდიის მინიჭების შესახებ
1.  ინფორმაცია  გამოვლენილი  სტიპენდიანტების  შესახებ  ეგზავნება  საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს.
2. გამოვლენილი სტიპენდიანტების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდგომ, ფონდიდან პირველი სემესტრის სტიპენდიისათვის განკუთვნილი თანხა სრულად ერიცხება უნივერსიტეტს, რათა უზრუნველყოფილ იქნას სტიპენდიანტებისათვის შესაბამისი ოდენობის სტიპენდიის ყოველთვიური ჩარიცხვა.
3.    სტიპენდია    გაიცემა    ყოველსემესტრულად,    თვეში    200    ლარის    ოდენობით საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით.“.


2. დაევალოს  კანცელარიას  ბრძანების  ყველასათვის  ხელმისაწვდომ  ადგილზე განთავსება.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორის მოვალეობის შემსრულებელი             ნინო ოკრიბელაშვილი
სრულად

ბრძანების N: 160/01-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის „რეგულირების გავლენის შეფასება“-ს ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე
სსიპ  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის  „რეგულირების გავლენის შეფასება“-ს  ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის    „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის   „რეგულირების გავლენის შეფასება“-ს  დამტკიცების შესახებ რექტორის 2019 წლის 07 ივნისის N145/01-01 ბრძანების და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2019 წლის 12 ივნისის N11093/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. სსიპ   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის   უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის   „რეგულირების გავლენის შეფასება“-ს   ერთი კურსის მოცულობა განისაზღვროს 24 საათით; კურსის ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს 300 ლარის ოდენობით;
2. მასწავლებლის  ანაზღაურება    განისაზღვროს  1  საათი  – 60  ლარის  ოდენობით  (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით);
3. დაევალოს  უნივერსიტეტის  კანცელარიას  წინამდებარე  ბრძანების  გაცნობა  დაინტერესებული პირებისათვის;
4. დაევალოს      საინფორმაციო      ტექნოლოგიების      დეპარტამენტს      ბრძანების      განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი         ნუნუ ოვსიანიკოვა
სრულად

ბრძანების N: 143/02-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ



„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და  მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტებისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის N77/2011 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე-7 მუხლის საფუძველზე,

ვბრძანებ:


1. საგანმანათლებლო  ერთეულის  მიერ  შიდა  მობილობის  წესით  საგანმანათლებლო პროგრამების ვაკანტური ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 19-20 აგვისტო;
2. შიდა მობილობის წესით  საგანმანათლებლო  ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა  -   21- 26 აგვისტო;
3. შიდა მობილობის შედეგების ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნება - 27 აგვისტო
4. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება - 29 აგვისტო – 2 სექტემბერი;
5. ხელშეკრულების  გაფორმება    საგანმანათლებლო    ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებთან - 3 - 5 სექტემბერი;
6. საგანმანათლებლო ერთეულის  მიერ  სასწავლო  პროცესის  მართვის დეპარტამენტისათვის შიდა მობილობის წესით გადასული სტუდენტების სიის წარდგენა - 6 სექტემბერი;
7. შიდა  მობილობის  წესით  სტუდენტების  გადასვლის  შესახებ  რექტორის  ბრძანების პროექტის მომზადება - 6 სექტემბერი;
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
9. ბრძანების   ყველასათვის   ხელმისაწვდომ   ადგილზე   განთავსების   და   შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის     გადაცემის     უზრუნველყოფა     დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
10.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.




რექტორის მოვალეობის შემსრულებელი         ნინო ოკრიბელაშვილი

სრულად

ბრძანების N: 159/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის წინასწარი აკადემიური რეგისტრაციის ვადების განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის წინასწარი აკადემიური რეგისტრაციის ვადების განსაზღვრის შესახებ



,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და   მე-2 ნაწილების,   56–ე   მუხლის   მე-2   და   მე-3   ნაწილების,   57-ე   მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტებისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 24 ივნისის N11958/28 წერილის საფუძველზე

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს  სსიპ  –  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ    და    საბუნებისმეტყველო    მეცნიერებათა    ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის წინასწარი აკადემიური რეგისტრაციის ვადა 2019 წლის 08 ივლისიდან – 26 ივლისის ჩათვლით;
2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს
უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას,ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.





რექტორის მოვალეობის შემსრულებელი                ნინო ოკრიბელაშვილი
სრულად

ბრძანების N: 157/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2019 წლის პირველი მარტიდან – 2019 წლის 31 ივლისის ჩათვლით)„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2019 წლის პირველი მარტიდან – 2019 წლის 31 ივლისის ჩათვლით)„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 3 ივნისის N734 და სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 7 ივნისის N137/01-01 ბრძანებების, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თამარ ზარანდიას 19.06.2019წ. N11591/27 წერილის და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის ვ. გობრონიძის 19.06.2019წ. N11651/10 დასკვნის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაენიშნოთ სტიპენდია, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  იურიდიული  ფაკულტეტის  ბაკალავრიატის  საფეხურის  სტუდენტებს
2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2019 წლის პირველი მარტიდან – 2019 წლის 31 ივლისის ჩათვლით) სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში თითოეულს თვეში 150 ლარი დანართი N1 – ის მიხედვით.
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, გასცეს თვეში 16200 ლარი, უნივერსიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით, „სახელმწიფო სტიპენდია სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში, სხვა ხარჯების მუხლში გათვალისწინებული სახაზინო თანხებიდან.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.წინამდებარე      ბრძანება      კანონმდებლობით      დადგენილი      წესით      გადაეცეს დაინტერესებულ პირებს    და    შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულებს    (საფინანსო დეპარტამენტი, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი, იურიდიული ფაკულტეტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი            ნუნუ ოვსიანიკოვა 

სრულად

ბრძანების N: 683/02-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2019 წლის პირველი მარტიდან – 2019 წლის 31 ივლისის ჩათვლით) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში   (2019  წლის პირველი მარტიდან  – 2019 წლის 31 ივლისის ჩათვლით) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  მინისტრის 2019 წლის 3  ივნისის №734  და სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 7 ივნისის №137/01-01 ბრძანებების, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილის თ. მატარაძის 18.06.2019წ. №11569/30 წერილის და სასწავლო  პროცესის  მართვის  დეპარტამენტის  უფროსის  ვ.გობრონიძის 19.06.2019წ. №11649/10 დასკვნის საფუძველზე;

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დაენიშნოთ სტიპენდია, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2019  წლის პირველი მარტიდან – 2019 წლის 31 ივლისის ჩათვლით), სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში თითოეულს თვეში 150 ლარი დანართი №1 – ის მიხედვით;
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, გასცეს თვეში 10650 ლარი, უნივერსიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით, ,,სახელმწიფო სტიპენდია სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში, სხვა ხარჯების მუხლში გათვალისწინებული სახაზინო თანხებიდან;
3.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.წინამდებარე      ბრძანება      კანონმდებლობით      დადგენილი      წესით      გადაეცეს დაინტერესებულ პირებს    და    შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს    (საფინანსო დეპარტამენტი, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის).
5.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი             ნუნუ ოვსიანიკოვა 

სრულად

ბრძანების N: 685/02-04

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებული პროგრამა“-ს ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე
სსიპ  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   უწყვეტი განათლების  ცენტრის სასერტიფიკატო კურსის  „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებული პროგრამა“-ს  ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე



,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის   „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის   „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებული პროგრამა“-ს   დამტკიცების შესახებ რექტორის 2019 წლის 17 ივნისის N151/01-01 ბრძანების      და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2019 წლის 18 ივნისის  N11551/10 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებული პროგრამა“-ს   ერთი კურსის მოცულობა განისაზღვროს 130 საათით; კურსის ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს 850 ლარის ოდენობით;
2.მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი – 50 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით);
3.დაევალოს       უნივერსიტეტის       კანცელარიას       წინამდებარე       ბრძანების       გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
4.დაევალოს    საინფორმაციო    ტექნოლოგიების    დეპარტამენტს    ბრძანების    განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
5.ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.




ადმინისტრაციის ხელმძღვანელი            ნუნუ ოვსიანიკოვა 

სრულად

ბრძანების N: 138/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2019 წლის პირველი მარტიდან – 2019 წლის 31 ივლისის ჩათვლით)„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2019 წლის პირველი მარტიდან – 2019 წლის 31 ივლისის ჩათვლით)„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 3 ივნისის N734 და სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის
7 ივნისის N137/01-01 ბრძანებების, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა გაფრინდაშვილის 18.06.2019წ. N11568/27 წერილის და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის ვ. გობრონიძის 19.06.2019წ. N11648/10 დასკვნის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაენიშნოთ სტიპენდია, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2019 წლის პირველი მარტიდან – 2019 წლის 31 ივლისის ჩათვლით) სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში თითოეულს თვეში 150 ლარი დანართი N1 – ის მიხედვით.
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, გასცეს თვეში 15750 ლარი, უნივერსიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით, „სახელმწიფო სტიპენდია სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში, სხვა ხარჯების მუხლში გათვალისწინებული სახაზინო თანხებიდან.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე      ბრძანება      კანონმდებლობით      დადგენილი      წესით      გადაეცეს დაინტერესებულ   პირებს    და    შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულებს    (საფინანსო დეპარტამენტი, სასწავლო     პროცესის     მართვის     დეპარტამენტი,     ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                 ნუნუ ოვსიანიკოვა 
სრულად

ბრძანების N: 674/02-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2019 წლის პირველი მარტიდან – 2019 წლის 31 ივლისის ჩათვლით) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში   (2019  წლის პირველი მარტიდან  – 2019 წლის 31 ივლისის ჩათვლით) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  მინისტრის 2019 წლის 3  ივნისის #734  და სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 7 ივნისის #137/01-01 ბრძანებების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რ.ხომერიკის 18.06.2019წ. #11557/28 წერილის და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის ვ.გობრონიძის   19.06.2019წ. #11650/10 დასკვნის საფუძველზე;

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაენიშნოთ სტიპენდია, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ     და     საბუნებისმეტყველო     მეცნიერებათა     ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2019   წლის პირველი მარტიდან   – 2019 წლის 31 ივლისის ჩათვლით), სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში თითოეულს თვეში 150 ლარი დანართი #1 – ის მიხედვით;
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, გასცეს თვეში 15600 ლარი, უნივერსიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით, ,,სახელმწიფო სტიპენდია სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში, სხვა ხარჯების მუხლში გათვალისწინებული სახაზინო თანხებიდან;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე      ბრძანება      კანონმდებლობით      დადგენილი      წესით      გადაეცეს დაინტერესებულ პირებს    და    შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს    (საფინანსო დეპარტამენტი, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი         ნუნუ ოვსიანიკოვა 

სრულად

ბრძანების N: 675/02-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი   განათლების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   22-ე   მუხლის   პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ" თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილების საფუძველზე,



ვბრძანებ:


1.  გამოცხადდეს მიღება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თსუ-ს აკადემიური საბჭოს  2011     წლის     29     ივნისის     N57/2011     დადგენილებით     დამტკიცებულ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე;

2. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020     სასწავლო     წლის     შემოდგომის     სემესტრისათვის დოქტორანტურაში მიღების ვადები:
ა) საბუთების მიღება - 24 ივნისი - 5 ივლისი და 26 აგვისტო - 2 სექტემბერი; ბ) გამოცდა უცხო ენაში - 4 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 6 სექტემბერი; დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 9 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 10 სექტემბერი;
ვ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი, იმ საგანმანათლებლო პროგრამების კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ სპეციალობის გამოცდის ჩაბარება) – 6 სექტემბერი;
ზ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 9 სექტემბერი; თ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 10 სექტემბერი; ი) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 11 სექტემბერი;
კ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 12 - 13 სექტემბერი;
ლ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 16 სექტემბერი;
მ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან  - 17 – 18 სექტემბერი
ნ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო  პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 19 სექტემბერი; ო) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 20 სექტემბერი.

3.  განისაზღვროს      თსუ-ს      ფაკულტეტების      მიმღებ      კომისიებში      წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე; ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად   დამოწმებული ასლი; 2019 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა; ზ) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;
თ)    უცხო    ენის    ცოდნის    დამადასტურებელი    საერთაშორისო    სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) ქართული   ენის   B   2   დონეზე   ცოდნის   დამადასტურებელი   სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ლ)  წვევამდელის  სამხედრო-სააღრიცხვო  მოწმობის  ასლი  (ან  სამხედრო  ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
მ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე; ნ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.


4.  ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 

5.  დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

6.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





რექტორი             გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 153/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ



,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტარაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილების საფუძველზე, 


ვბრძანებ:

1.გამოცხადდეს   მიღება   სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წელს თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ სამაგისტრო პროგრამებზე;

2. განისაზღვროს  სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლისათვის მაგისტრატურაში მიღების ვადები:
ა)  მაგისტრანტობის  კანდიდატთა  საბუთების  მიღება  (რეგისტრაცია)  –  26  აგვისტო  -  2 სექტემბერი;
ბ) გამოცდა ქართულ ენაში (მოეთხოვება მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული) - 3 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 4 სექტემბერი; დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 5 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 6 სექტემბერი;
ვ) გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) -  4 სექტემბერი;
ზ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 5 სექტემბერი; თ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება –  6 სექტემბერი; 
ი) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 9 სექტემბერი;
კ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 6 სექტემბერი;
ლ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 10 სექტემბერი;
მ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება – 11 სექტემბერი;
ნ) აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 12 სექტემბერი;
ო) გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) – 10 სექტემბერი;
პ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან  -  13-17 სექტემბერი;
ჟ) საგანმანათლებლო      ერთეულების      მიერ      სასწავლო      პროცესის      მართვის დეპარტამენტისათვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 18 სექტემბერი;
რ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 20 სექტემბერი;



3. განისაზღვროს    თსუ-ს    ფაკულტეტების    მიმღებ    კომისიებში    წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა) განცხადება თსუ რექტორის სახელზე;
ბ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/
შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად  დამოწმებული ასლი; 2019 წლის კურსდამთავრებულთათვის  - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ი)  სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.


4. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
5. დაევალოს   კანცელარიას,   ბრძანება   განათავსოს   ყველასათვის   ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





რექტორი         გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 152/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში  მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372  მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №03; 23.06.2017წ), „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2019 წლის 5 აპრილის N8/04 ერთობლივი ბრძანების, თსუ-ის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის-არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის ნ. მაჭავარიანის 2019 წლის 11 ივნისის №10961/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი    სამეცნიერო-კვლევითი    ერთეულის    -    არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების    ინსტიტუტში    მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;
2.მეცნიერი  თანამშრომლის  თანამდებობაზე  4  წლის  ვადით    შეიძლება  აირჩეს  პირი, რომელსაც აქვს    საკონკურსოდ    გამოცხადებული    ვაკანსიის    პროფილის    მიხედვით მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო    ან    სხვა    პროფილურ    დაწესებულებაში    სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1   რეიტინგული   სამეცნიერო   პუბლიკაცია   მაინც   სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3. კონკურსის მიმდინარეობისას კონკურსანტთა შორის თანაბარი მონაცემების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სამსახურებრივი შეთავსების არმქონე კონკურსანტს;
4. კონკურსი გამოცხადდეს 2019 წლის 19 ივნისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2019 წლის 22 ივლისიდან 2019 წლის 26 ივლისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2019 წლის 27 აგვისტოსი;
5. კონკურსი გამოცხადდეს თსუ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - არნოლდ ჩიქობავას      სახელობის      ენათმეცნიერების      ინსტიტუტის      თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო  თანამდებობის დასაკავებლად - 0,5 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით);
6. მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა)განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილება,  დანართი №2);
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი/პირადობის მოწმობა);
გ)  ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო   საქმიანობის   გამოცდილების   ამსახველი   ინფორმაცია   (მათ   შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
7. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2019 წლის 22 ივლისიდან 2019  წლის 26 ივლისის ჩათვლით. 11:00-დან 17:00 საათამდე, თსუ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. მისამართი: თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №8, III სართული, ოთახი №306;
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში “თბილისის უნივერსიტეტი“.
9.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქცია და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი).
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.






რექტორი       გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 146/01-01