საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2020 წლის პირველი იანვრიდან – 2020 წლის 29 თებერვლის ჩათვლით)„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2020 წლის პირველი იანვრიდან – 2020 წლის 29 თებერვლის ჩათვლით)„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 30 იანვრის N124 და სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 12 დეკემბრის N306/01-01 ბრძანებების, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თამარ დოლბაიას 19.12.2019წ. N24909/30 წერილის და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის ვ. გობრონიძის 20.12.2019წ. N25002/10 დასკვნის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაენიშნოთ სტიპენდია, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2020 წლის პირველი იანვრიდან – 2020 წლის 29 თებერვლის ჩათვლით) „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” პროგრამის  ფარგლებში თითოეულს თვეში 150 ლარი შემდეგი თანაფარდობით:


N

გვარი, სახელი

თანხა

 

1

 

ლოთიკაშვილი თეკლა

 

150

 

2

 

ჯანიაშვილი ეკატერინე

 

150

 

3

 

ლაჩაშვილი იაკობი

 

150

 

4

 

მელიქიშვილი სალომე

 

150

 

5

 

ხმიადაშვილი თამარ

 

150

 

6

 

წვერავა ცოტნე

 

150

 

7

 

ქაჩიბაია ნანუკა

 

150

 

8

 

რუხაძე მაგდა

 

150

 

9

 

ვანიშვილი ცოტნე

 

150

 

10

 

მუშკუდიანი ანანო

 

150

 

11

 

პატარკაცაშვილი ნატალია

 

150

 

12

 

ზაქაშვილი ელენე

 

150

 

13

 

დეკანოსიძე ანი

 

150

 

14

 

გოჩიაშვილი ბესიკ

 

150

 

15

 

ტალახაძე მარიამ

 

150

 

16

 

კრაწაშვილი ნიკა

 

150

 

17

 

ფრანგიშვილი მარიამი

 

150

 

18

 

მამულაშვილი მარიამ

 

150

 

19

 

გაბარაშვილი ნატო

 

150

 

20

 

ვარდია ხატია

 

150

 

21

 

ქეშიკაშვილი თამთა

 

150

 

22

 

ბალაძე მარიამ

 

150

 

42

 

საბაშვილი ანი

 

150

 

43

 

შანავა მედეა

 

150

 

44

 

კურტანიძე ირმა

 

150

 

45

 

ფსუტური ნინო

 

150

 

46

 

ფარსადანიშვილი ბექა

 

150

 

47

 

წულაია ნინო

 

150

 

48

 

უგულავა ნინო

 

150

 

49

 

ნოზაძე ელენე

 

150

 

50

 

პაპუაშვილი მაია

 

150

 

51

 

ცუცქირიძე ნინო

 

150

 

52

 

შენგელია მილორდი

 

150

 

53

 

ოთარაშვილი თეონა

 

150

 

54

 

კოშაძე ანნა

 

150

 

55

 

აბრამიშვილი სალომე

 

150

 

56

 

ჭრიკიშვილი ნინო

 

150

 

57

 

კობახიძე ლიკა

 

150

 

58

 

ბიჭოშვილი მარიამი

 

150

 

59

 

გოლიაძე ანა

 

150

 

60

 

კვირიკაშვილი ნინო

 

150

 

61

 

ჯიჯავაძე ლერი

 

150

 

62

 

გოგატიშვილი ნიკა

 

150

 

63

 

ღვამბერია ანა

 

150

 

64

 

ფერაძე ანი

 

150

 

65

 

ჯუღელი მაკა

 

150

 

66

 

მახარაძე ნანა

 

150

 

67

 

გურგენიძე ნუცა

 

150

 

68

 

ბეჟანიშვილი მარიამ

 

150

 

69

 

უზუნაშვილი თამარი

 

150

 

70

 

ჩხეიძე ირმა

 

150

 

71

 

პანაიოტი ლუკა

 

150

 

72

 

აფაქიძე ანა

 

150

 

73

 

ნეფარიძე მეგი

 

150

 

74

 

ალაგარდაშვილი აკაკი

 

150

 

75

 

ძიძიკაშვილი თამარი

 

150

 

76

 

ფოფხაძე დოდო

 

150

 

77

 

ლაცაბიძე ელენე

 

150

 

78

 

ყულოშვილი ელენე

 

150



2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, გასცეს თვეში 11700 ლარი, უნივერსიტეტის 2020
წლის ბიუჯეტით, „სახელმწიფო სტიპენდია სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში, სხვა ხარჯების მუხლში გათვალისწინებული სახაზინო თანხებიდან.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
4. წინამდებარე      ბრძანება      კანონმდებლობით      დადგენილი      წესით      გადაეცეს დაინტერესებულ პირებს    და    შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულებს    (საფინანსო 
დეპარტამენტი, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





ადმინისტრაციის ხელმძღვანელი       ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 112/02-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით გასაუბრების ჩატარების ვადის განსაზღვრის თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით გასაუბრების ჩატარების ვადის განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების   მიღების წესისა და უცხო ენის ცოდნის განმარტების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2014 წლის 9 ივნისის N49/2014 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული N1 დანართის მე-5 მუხლის 21 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020  სასწავლო  წლის  გაზაფხულის  სემესტრისათვის  ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე  აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით გასაუბრების ჩატარების ვადად 2020 წლის 10 თებერვალი, შემდეგი გრაფიკით:

ა) გასაუბრება ქართულ ენაში - 10:00 საათი;
ბ) გასაუბრება რუსულ ენაში -11:00 საათი.

2. აღნიშნული გასაუბრების ვიდეოჩანაწერის უზრუნველყოფა და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის გადაცემა დაევალოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანების  ყველასათვის  ხელმისაწვდომ  ადგილზე  განთავსების  და  შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი     გიორგი შარვაშიძე 
სრულად

ბრძანების N: 26/01-01

,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების - განყოფილების უფროსის, მთავარი სპეციალისტების და უფროსი სპეციალისტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 31 იანვრის N23/02-01 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური ხარვეზის გასწორების თაობაზე
,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების - განყოფილების უფროსის, მთავარი სპეციალისტების და უფროსი სპეციალისტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 31 იანვრის N23/02-01 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური ხარვეზის გასწორების თაობაზე

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის   ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’  და ,,პ” ქვეპუნქტების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ტექნიკური ხარვეზის გასწორების მიზნით ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების - განყოფილების უფროსის, მთავარი სპეციალისტების და უფროსი სპეციალისტის   შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’   ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 31 იანვრის N23/02-01  ბრძანების  დანართი  N1-ში  (ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის  თანამდებობა შეცდომით მითითებული იქნა როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა)   და   იგი   ჩამოყალიბდეს   ახალი,   წინამდებარე   ბრძანებაზე   თანდართული რედაქციით (დანართი N1).
2. წინამდებარე    ბრძანება    კანონმდებლობით    დადგენილი    წესით    გადაეცეს    შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.




ადმინისტრაციის ხელმძღვანელი      ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 26/02-01

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ



,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (N 1578/10; 31.01.2020) საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩატარდეს კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში ევროპული უნივერსიტეტების მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.
2. კონკურსი   ჩატარდეს 2020 წლის   4 თებერვალს, 10:00 საათზე   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1).
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნინო ოკრიბელაშვილი, თსუ რექტორის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ქეთევან   ხუციშვილი,   თსუ   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) მანანა   რუსიეშვილი,   თსუ   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
დ) უშანგი   გოგინავა,   თსუ   ზუსტ   და   საბუნებისმეტყველო   მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
ე) ირაკლი ბურდული, თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;

4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი თვალთვაძე.
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე     ბრძანება     კანონმდებლობით     დადგენილი     წესით     გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი,    შიდა    აუდიტის    სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.




რექტორი          გიორგი შარვაშიძე
სრულად

ბრძანების N: 24/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში დამატების  შეტანის თაობაზე


,,უმაღლესი  განათლების  შესახებ’’  საქართველოს  კანონის  23-ე  მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“ ,,პ“ ქვეპუნქტების და თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რამაზ ხომერიკის 2020 წლის 27 იანვრის N1195/28 კორესპონდენციის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. შევიდეს დამატება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში და აღინიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე ,,ჰ3“ ქვეპუნქტი:

,,ჰ3) სიმონ ჩხაიძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი - თსუ მე-2 სასწავლო კორპუსში მდებარე N225 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი.“.


2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 19/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტების, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,   მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის  N118 დადგენილების - " სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი  საბჭოს მიერ, ოქმი N10  29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს  2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო   განრიგის   დამტკიცების   შესახებ“ თსუ   რექტორის   და   ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 23 იანვრის №2/04 ერთობლივი ბრძანების და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის   დეკანის გიორგი ღაღანიძის   2020 წლის 24 იანვრის N1072/29  წერილის  საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა    და    ბიზნესის    ფაკულტეტზე    ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2020 წლის 3 თებერვალს.  საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2020 წლის 4 მარტიდან  2020  წლის  13 მარტის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2020 წლის  15 აპრილისა.
4. კონკურსი გამოცხადდეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

მაკროეკონომიკის კათედრა
ასოცირებული  პროფესორი  (მაკროეკონომიკის  პროფილით)  -  1  საშტატო  ერთეული კატეგორია „ბ“;
საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრა
ასოცირებული  პროფესორი  (ეკონომიკურ  მოძღვრებათა  ისტორიის  პროფილით)  -  1
საშტატო ერთეული  - კატეგორია „ა“;
ასოცირებული  პროფესორი  (გლობალური  ფინანსების  პროფილით)  -  1  საშტატო ერთეული  კატეგორია „ბ“;
გლობალურ გარემოში მენეჯმენტის კათედრა
ასოცირებული  პროფესორი  (ორგანიზაციული  ქცევა/კროსკულტურული  მენეჯმენტი გლობალურ გარემოში პროფილით) – 1 საშტატო ერთეული  კატეგორია „ბ“;

5. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს: 
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი  ფორმის მიხედვით);  
ბ)  კონკურსანტის  ანკეტა,  შევსებული  დადგენილი  ფორმის  მიხედვით  (ანკეტა წარმოდგენილი  უნდა  იყოს  როგორც  ნაბეჭდი,  ისე  ელექტრონული  (CD)  სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);           
გ)  პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)   ასლი   (უცხო   ქვეყანაში   მიღებული განათლების   ან/და სამეცნიერო   ხარისხის   აღიარების   კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი  გამოცდილების  ამსახველი  კანონმდებლობით  დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ვ)  სამეცნიერო - პედაგოგიური   მუშაობის   გამოცდილების   დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია; 
6.  ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი   კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს  თანხმობა  მხოლოდ  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური  თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ   გააჩნია   ძალაში   მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;
7.   საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2020 წლის 4 მარტიდან  2020 წლის 13 მარტის ჩათვლით 930-დან 1730 საათამდე, შესვენება 1300-დან 1400 საათამდე (შაბათ- კვირის გარდა), ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი უნივერსიტეტის ქ. N2 თსუ X კორპუსი, IV სართული, ოთახი N403;
8.   ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს   შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საფინანსო დეპარტამენტი, შიდა    აუდიტის    სამსახური,    საინფორმაციო    ტექნოლოგიების დეპარტამენტი, გაზეთი "თბილისის უნივერსიტეტი", ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი);
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 23/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების - განყოფილების უფროსის, მთავარი სპეციალისტების და უფროსი სპეციალისტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების - განყოფილების უფროსის, მთავარი სპეციალისტების და უფროსი სპეციალისტის  შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის  2013  წლის  11  სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, "სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 23 იანვრის N2/04 ერთობლივი ბრძანებისა და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის ირაკლი საღარეიშვილის 2020 წლის 30 იანვრის    N1460/10 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილებაში - განყოფილების უფროსის - 1 საშტატო ერთეული, მთავარი სპეციალისტის   – 2 საშტატო ერთეული და უფროსი სპეციალისტის 1 საშტატო ერთეული - შესარჩევად.
2.საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება თვეში 2000 (ორი ათასი) ლარით.
3.   საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება თვეში 1070 (ათას სამოცდაათი) ლარით.
4.   საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება თვეში 950 (ცხრაას ორმოცდაათი) ლარით.
5.   აპლიკანტი (შესყიდვების განყოფილების უფროსი) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ჰქონდეს უმაღლესი განათლება - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ;
ბ)   ჰქონდეს   საფინანსო/ეკონომიკური/იურიდიული   მიმართულებით   მუშაობის   3
წლიანი გამოცდილება, სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება, ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება (სახელმწიფო შესყიდვების სფეროში);
გ)  ფლობდეს კომპიუტერულ პროგრამებს - Microsoft Office;
დ)  იცნობდეს საქართველოს კონსტიტუციას;
ე)  იცოდეს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე შემდეგი რეგულაციები: ე.ა) იცოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ე.ბ)    საქართველოს    ადმინისტრაციულ    სამართალდარღვევათა    კოდექსის    1595–1599 მუხლები;
ე.გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1951 მუხლი;
ე.დ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
ე.ე) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“;
ე.ვ)     საქართველოს  მთავრობის  2017  წლის  26  სექტემბრის  №439  დადგენილება
„ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკა“ დამტკიცების თაობაზე“;
ე.ზ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული     „გამარტივებული     შესყიდვის     კრიტერიუმები     და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესი“;
ე.თ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12
ბრძანება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
ე.ი) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანება „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“;
ე.კ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის
№19 ბრძანება „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
ე.ლ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის
№2 ბრძანება „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
ე.მ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015  წლის 22  მაისის №7 ბრძანება „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
ე.ნ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2
ბრძანება „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“;
ე.ო) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015  წლის 25  დეკემბრის
№27 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგია“;
ე.პ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანება „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;

6.   უნარები
ა) კრეატიულობა;
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; 
გ) ოპერატიულობა;
დ) პროფესიონალიზმი;
ე)  გუნდურობა და კომუნიკაბელურობა; 
ვ) დასაბუთების უნარი;
თ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა; 
ი) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
კ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის უნარი და სიახლეების სწრაფად ათვისების შესაძლებლობა.

7.   აპლიკანტს მოეთხოვება საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსის  შემდეგი ფუნქციების შესრულება:
ა) კოორდინაცია გაუწიოს შესყიდვების განყოფილების საქმიანობას, გაანაწილოს მოვალეობები    განყოფილების თანამშრომლებს შორის, მისცეს მითითებები და დავალებები, დაგეგმოს ელექტრონული შესყიდვების პროცესები და კანონმდებლობასთან და წესებთან შესაბამისად აწარმოოს მონიტორინგი;
ბ) დაფინანსების წყაროების მიხედვით ორგანიზება გაუწიოს თსუ შესყიდვების გეგმის შედგენას და კორექტირების პროცესს,    განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზება გაუწიოს შესყიდვის წინამოსამზადებელი სამუშაოების წარმართვას, მონეტარული ზღვრების დადგენას, შესყიდვის ობიექტის ერთგვაროვნების დადგენას და შესყიდვის მეთოდის შერჩევას;
გ) ორგანიზება გაუწიოს კვარტალური და ხელშეკრულებების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების     მომზადება - წარდგენის პროცესს, უზრუნველყოს     სატენდერო პროცედურების წარმართვა და კონტროლის გაწევა, დაადგინოს მომზადებული და წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა;
დ) უზრუნველყოს საკონკურსო პროცედურების წარმართვის და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მომზადება, შემოსული წერილების საფუძველზე გამარტივებული საშუალებით შესყიდვის განხორციელების შესახებ ხელშეკრულებების მომზადება;
ე) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით  მონაწილეობა მიიღოს მიმწოდებლების შერჩევაში, უზრუნველყოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტის მომზადება, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან და სხვა ზემდგომ უწყებებთან საქმიანი მიმოწერა, განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობა გაუწიოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებას;
ვ) ითანამშრომლოს  თსუ      პროფილურ      დეპარტამენტებთან,       სამსახურებთან, ფაკულტეტებთან და ინსპექტირების ჯგუფთან,   პერიოდულად, საჭიროების მიხედვით, უზრუნველყოს შიდა პროფილური სამსახურების და მიმწოდებელთა წარმომადგენელების შეხვედრების ორგანიზება;
ზ) უზრუნველყოს შესყიდვების პრობლემურ საკითხებზე სამუშაო ინსტრუქციების შემუშავება, დაგზავნა და თსუ ვებგვერდზე განთავსება, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადებთან დაკავშირებით, “დამატებითი შეთანხმებების” მომზადება;
თ) კოორდინაცია გაუწიოს თანხების ავანსად-წინასწარ გადარიცხვის შემთხვევაში საგარანტიო წერილების წარმოდგენას, მრავალწლიანი და გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეულ შესყიდვებზე წერილობითი ნებართვების მოპოვებას, ორგანიზება გაუწიოს 
მიმწოდებელთა ბაზრის კვლევას და მონაწილეობა მიიღოს სატენდერო და უნივერსიტეტის სხვა კომისიების მუშაობაში;

8. კონკურსში   მონაწილეობის   მსურველ   აპლიკანტს   (შესყიდვების   განყოფილების უფროსი)  მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;  
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან, ცნობა სამსახურიდან და სხვ.)
ვ) უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა;
ზ) ორი რეკომენდატორის სახელი და გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია;
თ) ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების გავლის შესახებ (ცნობის    წარმოდგენა თანამდებობის დაკავების შემთხვევაში);
ი) ცნობა ნასამართლეობის შესახებ (ცნობის წარმოდგენა თანამდებობის დაკავების შემთხვევაში);
კ) სამოტივაციო წერილი;

9. აპლიკანტი (მთავარი სპეციალისტი) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა)  ჰქონდეს უმაღლესი განათლება - ბაკალავრი (ეკონომიკა/ბიზნესის ადმინისტრირება/სამართალი);
ბ)  ჰქონდეს  მუშაობის  არანაკლებ  3  წლის  გამოცდილება,  სახელმწიფო  შესყიდვების მიმართულებით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
გ)  ინგლისური ენის ცოდნა A2;
დ)  იცოდეს კომპიუტერული პროგრამები - Microsoft Office;
ე)  იცოდეს საქართველოს კონსტიტუცია;
ვ)  იცოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ზ)  იცოდეს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე შემდეგი რეგულაციები:
ზ.ა) საქართველოს    ადმინისტრაციულ    სამართალდარღვევათა    კოდექსის    1595– 1599 მუხლები;
ზ.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1951 მუხლი;
ზ.გ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
ზ.დ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“;
ზ.ე) საქართველოს  მთავრობის  2017   წლის  26   სექტემბრის  №439   დადგენილება
„ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკა“ დამტკიცების თაობაზე“;
ზ.ვ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმები და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესი“;
ზ.ზ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12
ბრძანება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
ზ.თ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანება „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“; 
ზ.ი) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის
№19 ბრძანება „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
ზ.კ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2
ბრძანება „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
ზ.ლ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანება „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
ზ.მ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2
ბრძანება „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“;
ზ.ნ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 დეკემბრის №27 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგია“;
ზ.ო) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანება „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
10. უნარები
ა) კრეატიულობა;
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; 
გ) ოპერატიულობა;
დ) პროფესიონალიზმი;
ე) ერთდროულად   სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად  და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ვ) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა; 
ზ) დასაბუთების უნარი;
თ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა; 
ი) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
კ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის უნარი და სიახლეების სწრაფად ათვისების შესაძლებლობა.

11. აპლიკანტს მოეთხოვება  საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტის შემდეგი ფუნქციების შესრულება:
ა) დაფინანსების წყაროების მიხედვით, სტრუქტურული ერთეულების, საგრანტო პროექტების, სამეცნიერო კველევითი ინსტიტუტების ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა.
ბ) შესყიდვის მოთხოვნის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობის მიღება ტექნიკური დავალებებისა და სპეციფიკების შემუშავებაში პროფილურ დეპარტამენტებთან ერთად,  კონსულტირება და ინფორმაციის შეგროვება;
გ) შესყიდვის წინამოსამზადებელი სამუშაოების უზრუნველყოფა, მონეტარული ზღვრების დადგენა, შესყიდვის საშუალების შერჩევა. ტექნიკური დავალებებისა და სპეციფიკაციების სისრულის და ლოგიკურობის გადამოწმება. ტენდერის ჩატარების შესახებ სატენდერო დოკუმენტაციისა და სხვა მასალების მომზადების ორგანიზება. სატენდერო დოკუმენტაციების    შედგენა,    ერთობლივი    მუშაობა    პროფილურ, იურიდიულ და ფინანსურ დეპარტამენტებთან;
დ) სატენდერო პროცედურების მიმდინარეობისას სატენდერო წინადადებების განხილვა და შეფასება, საკვალიფიკაციო მოთხოვნების, შეფასების წესებისა და კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით. პრეტენდენტების შერჩევა– შეფასების პროცესის წარმართვა, გამარჯვებულის გამოვლენის გადაწყვეტილებისათვის წინამოსამზადებელი სამუშაოების წარმართვა, შესაბამისი ოქმების   და   შეტყობინებების   მომზადება.      სახელმწიფო   შესყიდვების   კანონით 
გათვალისწინებულ შემთხვევებში მოლაპარაკებების წარმოება მიმწოდებლებთან. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმება გამარჯვებულ კომპანიასთან;
ე)  სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი და ზედამხედველობა. საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულებაში ცვლილების ორგანიზება, განხორციელება და შენახვა. თითოეულ მიმდინარე ხელშეკრულების ინსპექტირებაზე გასაგზავნი დოკუმენტაციის მომზადება, შუალედური და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება, მიმწოდებლებთან ანგარიშსწორებისთვის დოკუმენტაციის პაკეტის მომზადება და საფინანსო დეპარტამენტში გაგზავნა;
ვ) შესყიდვების წესებთან დაკავშირებით სხვა დეპარტამენტების კონსულტირება; გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად ფინანსური ვალდებულებების დადგენა; გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან/და ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების ან ამ ხელშეკრულების ცვლილების (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის) ამსახველი დოკუმენტის, მიღება-ჩაბარების აქტების    სააგენტოსათვის წარდგენა/ატვირთვა ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის ველში. ხელშეკრულებებისათვის შესაბამისი სტატუსების მინიჭება;
ზ) სახელმწიფო შესყიდვების სატენდერო და საკონკურსო კომისიებთან თანამშრომლობა აპარატის წევრის კომპეტენციის ფარგლებში. ხელშეკრულებების პირობებთან, დავებთან და ჩივილებთან დაკავშირებული კონსულტაციები და საჭიროებისამებრ ჩართულობა მოლაპარაკებებში როგორც საკონტაქტო პირის;
თ) საქმიანი მიმოწერა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების  სააგენტოს’’-თან;
ე) მარეგულირებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ტიპის შესყიდვების   განხორციელება დაფინანსების ყველა წყაროდან.


12. აპლიკანტი (უფროსი სპეციალისტი) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა)  ჰქონდეს უმაღლესი განათლება - ბაკალავრი (ეკონომიკა/ბიზნესის ადმინისტრირება/სამართალი);
ბ)  ჰქონდეს   სახელმწიფო   შესყიდვების   მიმართულებით   მუშაობის   1   წლიანი გამოცდილება;
გ)  იცოდეს კომპიუტერული პროგრამები - Microsoft Office;
დ)  იცოდეს საქართველოს კონსტიტუცია;
ე)  იცოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ვ)  იცოდეს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე შემდეგი რეგულაციები:
ვ.ა) საქართველოს  ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა კოდექსის 1595–1599 მუხლები;
ვ.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1951 მუხლი;
ვ.გ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
ვ.დ)  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“; 
ვ.ე)     საქართველოს  მთავრობის  2017  წლის  26  სექტემბრის  №439  დადგენილება
„ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკა“ დამტკიცების თაობაზე“;
ვ.ვ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმები და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესი“;
ვ.ზ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12
ბრძანება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
ვ.თ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის
№7 ბრძანება „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“;
ვ.ი) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის
№19 ბრძანება „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
ვ.კ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2
ბრძანება „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
ვ.ლ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანება „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
ვ.მ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“; 
ვ.ნ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 დეკემბრის №27 ბრძანებით    დამტკიცებული    „სახელმწიფო    შესყიდვის    ხელოვნურად    დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგია“;
ვ.ო) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანება „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;

13. უნარები
ა) კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; 
გ) ოპერატიულობა;
დ)ერთდროულად   სხვადასხვა   ამოცანებზე   დამოუკიდებლად   და   ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა; 
ვ)  დასაბუთების უნარი;
ზ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა; 
თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
ი) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის უნარი და სიახლეების სწრაფად ათვისების შესაძლებლობა.

14. აპლიკანტს მოეთხოვება  საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსი  სპეციალისტის შემდეგი ფუნქციების შესრულება:
ა)  შესყიდვის მოთხოვნის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობის მიღება ტექნიკური დავალებებისა და სპეციფიკების შემუშავებაში პროფილურ დეპარტამენტებთან ერთად,  კონსულტირება და ინფორმაციის შეგროვება;
ბ) შესყიდვის წინამოსამზადებელი სამუშაოების უზრუნველყოფა, მონეტარული ზღვრების დადგენა, შესყიდვის საშუალების შერჩევა. ტექნიკური დავალებებისა და სპეციფიკაციების სისრულის და ლოგიკურობის გადამოწმება. ტენდერის ჩატარების შესახებ სატენდერო დოკუმენტაციისა და     სხვა     მასალების     მომზადების     ორგანიზება.     სატენდერო 
დოკუმენტაციების შედგენა, ერთობლივი მუშაობა პროფილურ, იურიდიულ და ფინანსურ დეპარტამენტებთან;
გ) სატენდერო პროცედურების მიმდინარეობისას სატენდერო წინადადებების განხილვა და შეფასება, საკვალიფიკაციო მოთხოვნების, შეფასების წესებისა და კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით. პრეტენდენტების შერჩევა–შეფასების პროცესის წარმართვა, გამარჯვებულის გამოვლენის გადაწყვეტილებისათვის წინამოსამზადებელი სამუშაოების წარმართვა, შესაბამისი ოქმების და შეტყობინებების მომზადება. სახელმწიფო შესყიდვების კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოლაპარაკებების წარმოება მიმწოდებლებთან.  სახელმწიფო  შესყიდვების  ხელშეკრულებების  გაფორმება გამარჯვებულ კომპანიასთან;
დ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი და ზედამხედველობა. საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულებაში ცვლილების  ორგანიზება, განხორციელება და შენახვა. თითოეულ მიმდინარე ხელშეკრულების ინსპექტირებაზე გასაგზავნი დოკუმენტაციის მომზადება, შუალედური და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება, მიმწოდებლებთან ანგარიშსწორებისთვის  დოკუმენტაციის  პაკეტის მომზადება და საფინანსო დეპარტამენტში გაგზავნა;
ე) შესყიდვების    წესებთან    დაკავშირებით    სხვა   დეპარტამენტების    კონსულტირება; გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად ფინანსური ვალდებულებების დადგენა;
ვ) გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან/და ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების ან ამ ხელშეკრულების ცვლილების (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის) ამსახველი დოკუმენტის, მიღება-ჩაბარების აქტების   სააგენტოსათვის წარდგენა/ატვირთვა ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის ველში. ხელშეკრულებებისათვის შესაბამისი სტატუსების მინიჭება;
ზ) სახელმწიფო შესყიდვების სატენდერო და საკონკურსო კომისიებთან თანამშრომლობა აპარატის წევრის კომპეტენციის ფარგლებში. ხელშეკრულებების პირობებთან, დავებთან და ჩივილებთან დაკავშირებული    კონსულტაციები    და    საჭიროებისამებრ    ჩართულობა მოლაპარაკებებში როგორც საკონტაქტო პირის;
თ) საქმიანი მიმოწერა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან,  საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  სამინისტროსთან,  სსიპ
,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების  სააგენტოს’’-თან;
ი)  მარეგულირებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ტიპის შესყიდვების განხორციელება დაფინანსების ყველა წყაროდან.
15. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტებს (მთავარი სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი) მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე; 
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე)   პროფესიული   გამოცდილების   ამსახველი   დოკუმენტი   (ამონაწერი   შრომის წიგნაკიდან, ცნობა სამსახურიდან და სხვ.)
ვ)  უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
ზ) უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა;
თ) სამოტივაციო წერილი; 
ი) სასერთიფიკატო ტრენინგ კურსის - ,,სახელმწიფო შესყიდვების კურსი’’ - გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
კ) სხვა   სასერთიფიკატო ტრენინგ   კურსის/კურსების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

15. კონკურსში   მონაწილეობის   მსურველი   აპლიკანტის   შერჩევა   განხორციელდეს სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. აპლიკანტები, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი    შეტყობინების    საფუძველზე    შესარჩევ    კომისიასთან გაივლიან გასაუბრებას,  (კონკრეტული  თარიღი  და  დრო  ეცნობებათ  წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად;
16. სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების - განყოფილების უფროსის, მთავარი სპეციალისტების და უფროსი სპეციალისტის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი  (დანართი N1);
17. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ უნდა იქნეს 2020 წლის 5 თებერვლიდან 2020 წლის 12 თებერვლის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge   სათაურის ველში უნდა მიეთითოს "საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსი, მთავარი სპეციალისტი და უფროსი სპეციალისტი;"
18. ბრძანება    სსიპ-ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო   დეპარტამენტის   შესყიდვების   განყოფილების   - განყოფილების უფროსის, მთავარი სპეციალისტის და უფროსი სპეციალისტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზe და ასევე ინტერნეტ სივრცეში.
19. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2020 წლის 29 თებერვლისა;
20. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





ადმინისტრაციის ხელმძღვანელი      ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 23/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი  განათლების  შესახებ”  საქართველოს  კანონის  მე-2  მუხლის  ,,ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ”,
,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე- 3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,ო“ და ,,პ” ქვეპუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს შექმნისა და სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის შემუშავების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 23 დეკემბრის N18/04 ერთობლივი ბრძანების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. დამტკიცდეს  ,,სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესი“ (დანართი N1), ,,სსიპ
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური  პროექტის სამეცნიერო/საგანმანათლებლო/სპორტული/ კულტურული განაცხადის   წარმოდგენის   ფორმა“ (დანართი   N2),   ,,სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური    პროექტის სამოქმედო გეგმის ფორმა“ (დანართი  N3), ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტის ბიუჯეტის ფორმა“ (დანართი N4), ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტის განაცხადის შეფასების ფორმა“ (დანართი N 5).
2. წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 29 იანვრის N12/02-01 ბრძანება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესი“ მასში შესული ცვლილებებითა და დამატებებით.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერისტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანების  ყველასათვის    ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
6. წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს  მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი N6.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი     ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 24/02-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო- კვლევით ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო- კვლევით ინსტიტუტში  მთავარი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9  პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის   დირექტორის მ. ნიორაძის 2020 წლის 28 იანვრის N1239/10   წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2020 წლის 24 იანვარი სხდომის ოქმი N23-01/20 საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით  ერთეულში  -  მაღალი  ენერგიების  ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომლის და მეცნიერ თანამშრომლის  თანამდებობებზე შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) მერაბ ელიაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი.
ბ) ალექსანდრე კვინიხიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
გ) სიმონ წერეთელი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი.

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ   მერაბ ელიაშვილი,   საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ ალექსანდრე კვინიხიძე და   საკონკურსო კომისიის მდივნად  სიმონ წერეთელი.

3.დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2020 წლის 21 თებერვლისა.

5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, მაღალი ენერგიები ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი).

6. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 20/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აუდიტორიებისათვის სახელის მინიჭების თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
აუდიტორიებისათვის სახელის მინიჭების თაობაზე



,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის  ,,ა“ ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის 2020 წლის 24 იანვრის N1087/10 კორესპონდენციის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-11 სასწავლო კორპუსში 313-ე აუდიტორიას მიენიჭოს ცნობილი ქართველი მეცნიერის ალექსანდრე როიტბაკის სახელი.
2. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-11 სასწავლო კორპუსში 318-ე აუდიტორიას მიენიჭოს ცნობილი ქართველი მეცნიერის ნიკოლოზ ვახანიას სახელი.
3. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტებს აუდიტორის მოწყობისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა.
4. დაევალოს  კანცელარიას ბრძანების ყველასათვის  ხელმისაწვდომ  ადგილზე განთავსება.
5.  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
6. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.




რექტორი გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 21/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის ბიოტექნოლოგიურ სამეცნიერო-კვლევით განყოფილებაში - უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის  ბიოტექნოლოგიურ სამეცნიერო-კვლევით განყოფილებაში - უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373  მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების და მე-9  მე-11 პუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 25 დეკემბრის N23/04 ერთობლივი ბრძანების, თსუ ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის დებულების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის და ინსტიტუტის დირექტორის რევაზ კვატაშიძის 2020 წლის 22 იანვრის N880/10 წერილის (თან ერთვის საკონკურსო კომისიის 2020   წლის 21 იანვრის სხდომის შემაჯამებელი ოქმი N2) საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.დამტკიცდეს   სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო - კვლევითი ერთეულის ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის ბიოტექნოლოგიური სამეცნიერო კვლევითი განყოფილების - უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის  შედეგი (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად:

ა) ნუნუ ლომიძე - ბიოტექნოლოგიური სამეცნიერო კვლევითი განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  - 1  საშტატო ერთეული.

2.დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს უზრუნველყოს ნუნუ ლომიძესთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება.
3.წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ - გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.წინამდებარე     ბრძანება     კანონმდებლობით     დადგენილი     წესით     გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ  ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);
5.ბრძანება ძალაშია  გამოცემისთანავე.




რექტორი        გიორგი შარვაშიძე 
სრულად

ბრძანების N: 19/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის თეა გერგედავასათვის ცალკეული უფლებამოსილებების მინიჭების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის თეა გერგედავასათვის ცალკეული უფლებამოსილებების მინიჭების შესახებ



,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  დამტკიცების  თაობაზე“ საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის თეა გერგედავას 2020 წლის 14 იანვრის N363/10 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსს თეა გერგედავას მიენიჭოს:
ა) უნივერსიტეტის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის და ინსტიტუციონალური განვითარების პროექტების ინსტიტუციონალური კოორდინატორის სტატუსი;
ბ) ერაზმუს პლიუსის საერთაშორისო კრედიტმობილობის პროგრამის (ICM) ფარგლებში  გასაფორმებელ  ხელშეკრულებებზე/დოკუმენტაციაზე უნივერსიტეტის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება.


3.დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
4.დაევალოს   საინფორმაციო   ტექნოლოგიების   დეპარტამენტს   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
5.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი      გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 17/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის -  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე  გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების,    ,,სსიპ    ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი   საშტატო   განრიგის   დამტკიცების   შესახებ"      რექტორისა   და ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის  მოვალეობის  შემსრულებლის  2019  წლის  25  დეკემბრის N23/04 ერთობლივი ბრძანების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1- ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის   ინსტიტუტის დებულების, მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-11 მუხლისა და ელეფთერ ანდრონიკაშვილის     სახელობის ფიზიკის     ინსტიტუტის   დირექტორის   გელა გელაშვილის 2020 წლის 24 იანვრის  N1059/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის  2020 წლის 20 იანვრის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელეფთერ ანდრონიკაშვილის    სახელობის ფიზიკის   ინსტიტუტის   სამეცნიერო პერსონალის -

მეცნიერი თანამშრომელი თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი)  და განისაზღვრონ არჩეულად ქვემოთ ჩამოთვლილი პირები:
კონდენსირებული  გარემოს  ფიზიკის    განყოფილება


ა)კერესელიძე დავით -   მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული 
ბ) ბერაძე ბაჩანა     -  მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული


2.დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება სამეცნიერო პერსონალთან.
3.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა   აუდიტის სამსახური, ელეფთერ ანდრონიკაშვილის    სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე






 რექტორი     გიორგი შარვაშიძე
სრულად

ბრძანების N: 18/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილებაში უფროსი სპეციალისტის (2 საშტატო ერთეული) და პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილებაში შტატგარეშე პოზიციაზე (შრომითი ხელშეკრულება) პროგრამისტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილებაში უფროსი სპეციალისტის (2 საშტატო ერთეული) და პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილებაში შტატგარეშე პოზიციაზე (შრომითი ხელშეკრულება) პროგრამისტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

 "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის   ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების,     საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის ნატო ჩუბინიძის 2020 წლის 21 იანვრის N773/10   წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური მხარდაჭერის   განყოფილებაში   უფროსი   სპეციალისტის    (2   საშტატო   ერთეული)   და პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილებაში   (შრომითი ხელშეკრულება) შტატგარეშე პოზიციაზე  პროგრამისტის შესარჩევად.
2.პირველი პუნქტით განსაზღვრული უფროსი სპეციალისტის ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება   თვეში   950   (ცხრაას   ორმოცდაათი)   ლარით,   ხოლო პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილებაში (შრომითი ხელშეკრულება) შტატგარეშე პოზიციაზე პროგრამისტის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში - 2000 (ორი ათასი ) ლარით.
3.ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების ბაკალავრის საფეხურის მე-6 სემესტრის სტუდენტი;
ბ) მუშაობის  არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება;
გ) იცოდეს საქართველოს კანონი უმაღლეს განათლების შესახებ;
დ) იცოდეს თსუ-ში მოქმედი რეგულაციები პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე; 
ე)  იცოდეს:
ე.ა)  Microsoft Windows Platforms;
ე.ბ)  Microsoft Office Applications;
ე. გ) Microsoft Exshange Server Basics;
ე.დ) Computer Hardware and Software Basics;
ე.ე) Peripheral Devices Basics;
ე.ვ) Network Equipment’s Basics;
ე.ზ) კომპიუტერის არქიტექტურა, კომპიუტერული ინჟინერიის საფუძვლები;
ე.თ) სისტემებისა და მონაცემების სარეზერვო ასლების შექმნის/ აღდგენის მეთოდები და ტექნოლოგიები;
ე.ი) ოპერაციული სისტემები;
ე.კ) დამხმარე და სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფა; ე.ლ) უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები;
ე.მ)   პერიფერიული   მოწყობილობების   აგებულება,   დანიშნულება,   მათი   და   მათთან მუშაობის პრინციპები, თავსებადობა.
ე.ნ) ინგლისური ენის ცოდნა (წერა, კითხვა, მეტყველება); ე.ო) რუსული ენის ცოდნა (წერა, კითხვა, მეტყველება);


უნარები:

ა) კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; 
გ) ოპერატიულობა;
დ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა; 
ვ)  დასაბუთების უნარი;
ზ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა; 
თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა; 
ი) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის უნარი და სიახლეების სწრაფად ათვისების შესაძლებლობა.

4. აპლიკანტს მოეთხოვება  შემდეგი ფუნქციების შესრულება:

ა) უზრუნველყოს კლიენტური აპარატული მოწყობილობების (კომპიუტერული ტექნიკის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა) (პერსონალური კომპიუტერები, ლეპტოპები, ნეთბუქტები და პლანშეტები) მხარდაჭერა და   რემონტი, ქსელური და სატელეფონო საკაბელო ინფრასტრუქტურის ინსტალაცია, რემონტი და მხარდაჭერა, კლიენტური საოპერაციო სისტემების     მხარდაჭერა, საოფისე პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა.
ბ) უზრუნველყოს კომპიუტერული ქსელისა და სხვა საკაბელო ინფრასტრუქტურის ინსტალაცია-მონტაჟი.
გ) უზრუნველყოს უნივერსიტეტის პერიფერიული მოწყობილობების მხარდაჭერა (საბეჭდი, ასლგადამღები და სკანირების მოწყობილობების) და მათი სახარჯი მასალების მიწოდება/ინსტალაციის უზრუნველყოფა.
დ) უზრუნველყოს უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის ტექნიკური კონსულტაცია ტელეფონის საშუალებით ან დისტანციურად დახმარების აღმოჩენა.
ე) აპარატურული და პროგრამული უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ვ) შეასრულოს განყოფილების ხელმძღვანელის სხვა მიმდინარე დავალებები.


5.  პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილების (შრომითი ხელშეკრულება) შტატგარეშე პოზიციაზე პროგრამისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების ბაკალავრის საფეხურის მე-6 სემესტრის სტუდენტი;
ბ) მუშაობის  არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
გ)  იცოდეს საქართველოს კანონი უმაღლეს განათლების შესახებ;
დ)   იცოდეს თსუ-ში მოქმედი რეგულაციები პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე;
ე)  იცოდეს: PHP, SQL,  MySQL, JavaScript, Jquery, XML,  HTML, C# , C++, C+,  Visual basic, Laravel, Microsoft .NET Java, MSSQL,
ვ) ინგლისური ენის ცოდნა (წერა, კითხვა, მეტყველება); 
ზ)  რუსული ენის ცოდნა (წერა, კითხვა, მეტყველება);


უნარები:

ა) კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; 
გ) ოპერატიულობა; 
დ)   ერთდროულად   სხვადასხვა   ამოცანებზე   დამოუკიდებლად   და   ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა; 
ვ)  დასაბუთების უნარი;
ზ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა; 
თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
ი) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის უნარი და სიახლეების სწრაფად ათვისების შესაძლებლობა.


6.   აპლიკანტს მოეთხოვება  შემდეგი ფუნქციების შესრულება:

ა) უნივერსიტეტის სასწავლო პროცესისა და სამეცნიერო საქმიანობის თანამედროვე დონეზე განხორციელებისათვის საჭირო ავტომატიზებული სისტემებისა და პროექტების შემუშავება;
ბ)   უნივერსიტეტის   ვებ   -   და   ინტრანეტპორტალებზე   ინფორმაციული   რესურსების განთავსება და ადმინისტრირება;
გ)    მართვის    ავტომატიზებული    სისტემების    დანერგვა    და    მათი    განვითარების უზრუნველყოფა;
დ) უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერიო –კვლევითი საქმიანობისა და ადმინისრტაციის მიზნებისათვის გამოყენებული საინფორმაციო სისტემების საჭიროების შესწავლა, დაგეგმვა, ფუნქციონალის სპეციფიკაცია, დანერგვა და უკვე არსებული სისტემების მხარდაჭერა/ოპტიმიზაცია (აღნიშნული მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება სტუდენტთა სწავლების მართვის სისტემებით (სპმს), ფინანსური და ადმინისტრაციული მართვის სისტემებით (Oris Manager, ERP), კორპორაციული კონტენტის მართვის/დოკუმენტბრუნვის სისტემებით და ა.შ.).
ე) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით, დამსაქმებლის ადმინისტრაციული აქტებით  გათვალისწინებული ვალდებულებები.
ვ) ჯეროვნად, დროულად, ხარისხიანად, კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობით შეასრულოს მისთვის მინდობილი სამუშაო.

7.   კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტებს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე; 
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ)  ცნობა  სტუდენტის  სტატუსის  შესახებ/უმაღლესი  განათლების  დიპლომის  ასლი  (არსებობის შემთხვევაში);
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან, ცნობა სამსახურიდან და სხვ.)
ვ) უცხოენოვანი  საბუთის  შემთხვევაში  საჭიროა  მისი  ნოტარიულად  დამოწმებული თარგმანი; 


8.კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდეს სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. აპლიკანტები, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან გასაუბრებას, (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად;

9. სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილებაში უფროსი სპეციალისტის (2 საშტატო ერთეული) და პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილებაში შტატგარეშე პოზიციაზე (შრომითი ხელშეკრულება) პროგრამისტის  შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი  (დანართი N1);
10. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ   უნდა იქნეს
2020 წლის 27 იანვრიდან 2020 წლის 3 თებერვლის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს "საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების უფროსი სპეციალისტი’’ და ,,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილება შტატგარეშე პოზიცია (შრომითი ხელშეკრულება) პროგრამისტი";
11. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტის ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილებაში უფროსი სპეციალისტის (2 საშტატო ერთეული) და პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილებაში შტატგარეშე პოზიციაზე (შრომითი ხელშეკრულება) პროგრამისტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზe და ასევე ინტერნეტ სივრცეში.
12. საკონკურსო   კომისიის   შემაჯამებელი   ოქმი   თსუ   ადმინისტრაციის   ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2020 წლის 24 თებერვლისა.
13. წინამდებარე   ბრძანება   კანონმდებლობით   დადგენილი   წესით   გადაეცეს   შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა  აუდიტის სამსახური).
14. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 
 





ადმინისტრაციის ხელმძღვანელი      ლაშა საღინაძე
სრულად

ბრძანების N: 14/02-01

2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ



,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (780/10; 21.01.20) საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩატარდეს  კონკურსი  2019/2020  სასწავლო  წლის  გაზაფხულის  სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ  დაფინანსებული  ერაზმუს+  საერთაშორისო კრედიტ- მობილობის პროგრამის ფარგლებში    ევროპული უნივერსიტეტების    მიერ თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2020 წლის 27 იანვარს, 10:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №121 (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1).
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნინო ოკრიბელაშვილი, თსუ რექტორის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე; 
ბ) ლაშა საღინაძე, თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;
გ) ქეთევან ხუციშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი პროფესორი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი თვალთვაძე.
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე     ბრძანება     კანონმდებლობით     დადგენილი     წესით     გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი,    შიდა    აუდიტის    სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.




რექტორი       გიორგი შარვაშიძე 
 
სრულად

ბრძანების N: 16/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის „მასწავლებელთა განათლება“ სტუდენტებისათვის 2019- 2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში რიგგარეშე შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2020 წლის 10/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის „მასწავლებელთა განათლება“ სტუდენტებისათვის 2019- 2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში რიგგარეშე შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2020 წლის 10/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის“ N1 დანართის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის N77/2011 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე-7 მუხლისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 20 იანვრის N691/26 წერილის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიისა  და  განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის „მასწავლებელთა განათლება“ სტუდენტებისათვის 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში რიგგარეშე შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2020 წლის 10/01-01 ბრძანების 1-ელ-7 პუნქტებში, მობილობისთვის განსაზღვრული ვადების ნაწილში:

ა) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო პროგრამების ვაკანტური ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 28 იანვარი; “

ბ) ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 29- 30 იანვარი “

გ) ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. შიდა მობილობის შედეგების ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნება - 31 იანვარი; “

დ) ბრძანების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება - 3თებერვალი“

ე) ბრძანების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ხელშეკრულების    გაფორმება    საგანმანათლებლო    ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებთან - 4-5 თებერვალი“.

ვ) ბრძანების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6.საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სასწავლო პროცესის  მართვის დეპარტამენტისათვის შიდა მობილობის წესით გადასული სტუდენტების სიის წარდგენა- 6 თებერვალი“.

ზ) ბრძანების მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„  7.  შიდა  მობილობის  წესით  სტუდენტების  გადასვლის  შესახებ  რექტორის  ბრძანების პროექტის მომზადება - 7 თებერვალი“.

2.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.




რექტორი         გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 13/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის  2010  წლის  4  თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ №10/ნ ბრძანების №1 დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტების, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2020 წლის 6 იანვრის „2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადასვლის (მობილობის) პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ“ N1.1/1 ბრძანების  საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.განისაზღვროს 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადები:

ა) პროცედურული ვადები:
ა.ა) დოკუმენტაციის მიღება – 10-12 თებერვალი;
ა.ბ) უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების  აღიარება – 13-14 თებერვალი;
ა.გ) სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა/უარი)–17-18 თებერვალი;
ა.დ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა – 19 თებერვალი;
ა.ე)  ჩასარიცხ  პირთა  შესახებ  ბრძანების  პროექტის  მომზადება  და  წარდგენა  სსიპ  -  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში - 20 თებერვალი.

ბ) საგამოცდო ვადები (უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველი მაგისტრანტებისათვის): 
ბ.ა) უცხო ენის გამოცდა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) – 13 თებერვალი (10 საათი); 
ბ.ბ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 13 თებერვალი (17 საათი);
ბ.გ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 14 თებერვალი; 
ბ.დ) აპელაციის შედეგების გამოცხადება -  14 თებერვალი;
ბ.ე) გამოცდა სპეციალობაში - 14 თებერვალი;
ბ.ვ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 17 თებერვალი; 
ბ.ზ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 18 თებერვალი; 
ბ.თ) აპელაციის შედეგების გამოცხადება -18 თებერვალი.

2.განისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):

ა) განცხადება;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი; 
ვ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - „CERTUS“-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

3.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





რექტორი       გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 14/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2   პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,   მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების _ "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29.12.2014წ.), თსუ აკადემიური საბჭოს  2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის      დამტკიცების      შესახებ“ თსუ      რექტორის      მოვალეობის შემსრულებლისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2019   წლის   25   დეკემბრის   №23/04   ერთობლივი   ბრძანებისა   და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა გაფრინდაშვილის 2020 წლის 15 იანვრის N381/27 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2.უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი,   რომელსაც   აქვს   არანაკლებ 3 (სამი)  წლის   სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3.კონკურსი გამოცხადდეს 2020 წლის 23 იანვარს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2020 წლის 24 თებერვლიდან 2020 წლის 28 თებერვლის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2020 წლის 16 მარტისა.
4.კონკურსი    გამოცხადდეს    ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა    ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

საქართველოს ისტორიის  სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“)

5.აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით); 
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);       
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის  აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
6.  საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2020 წლის 24 თებერვლიდან 2020 წლის 28თებერვლის ჩათვლით, 9:30-დან 18:00 საათამდე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ.  N1 (I კორპუსი) ოთახი N207;
7.  ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი   კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს  თანხმობა  მხოლოდ  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
8.  ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს; 
10. წინამდებარე     ბრძანება     კანონმდებლობით     დადგენილი     წესით     გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი,    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, გაზეთი "თბილისის უნივერსიტეტი").
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





რექტორი          გიორგი შარვაშიძე 
სრულად

ბრძანების N: 15/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2020 წლის 6 იანვრის „2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, უმაღლესი    საგანმანათლებლო    დაწესებულების სტუდენტების ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადასვლის (მობილობის) პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ“ N1.1/1 ბრძანების, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 16 იანვრის N519/27, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 16 იანვრის N521/29, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 16 იანვრის N514/32, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 16 იანვრის N546/30, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 16 იანვრის N508/26 წერილების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო    პროგრამებზე    2019-2020    სასწავლო    წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილები წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული დანართების შესაბამისად:

1.1.ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი N1);
1.2.სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი N2);
1.3.ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი  (დანართი N3);
1.4.მედიცინის ფაკულტეტი   (დანართი N4);
1.5.ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი N5).

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. ბრძანების   ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4.  ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.



რექტორი     გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 7/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და  მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტებისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის N77/2011 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე-7 მუხლის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.საგანმანათლებლო  ერთეულის  მიერ  შიდა  მობილობის  წესით  საგანმანათლებლო პროგრამების ვაკანტური ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 10 - 11 თებერვალი;
2.შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 12- 16 თებერვალი;
3.შიდა მობილობის შედეგების ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნება - 17თებერვალი;
4.საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება - 18-21 თებერვალი;
5.ხელშეკრულების გაფორმება საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებთან - 24-25 თებერვალი;
6.საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის შიდა მობილობის წესით გადასული სტუდენტების სიის წარდგენა - 26 თებერვალი;
7.შიდა  მობილობის  წესით  სტუდენტების  გადასვლის  შესახებ  რექტორის  ბრძანების პროექტის მომზადება - 26 თებერვალი;
8.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
9.ბრძანების   ყველასათვის   ხელმისაწვდომ   ადგილზე   განთავსების   და   შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
10.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 
რექტორი    გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 8/01-01