საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოსკანონის 22- ემუხლისპირველიპუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ემუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   სსიპ - ივანეჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის"ა", "ბ"და"პ"ქვეპუნქტების, 28-ემუხლის, 29-ემუხლის პირველი პუნქტის, თსუ აკადემიური საბჭოს   2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილების-"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა კადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი№10 29.12.2014 წ), თსუ აკადემიური საბჭოს   2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ   – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა კადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“(დამტკიცებულია    თსუ    წარმომადგენლობითი    საბჭოს    მიერ,    ოქმი№4 14.05.2018 წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020წლის 7 პარილის №8/04 ერთობლივი ბრძანების  და ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  დეკანის რამაზ ხომერიკის 2020 წლის პირველი ივლისის N8426/28 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.   გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2.  უნივერსიტეტის პროფესორად 10 (ათი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული   აკადემიური   ხარისხის   მქონე   პირი, რომელსაც  აქვს არანაკლებ 6  (ექვსი)  წლის  სამეცნიერო-პედაგოგიური  მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2020 წლის 6 ივლისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2020 წლის 7 აგვისტოდან 2020 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2020წლის 21 სექტემბრისა.
4. კონკურსი  გამოცხადდეს  ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

კომპიუტერულიმეცნიერებების დეპარტამენტი კათედრა: ტექნიკური ინფორმატიკა
პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია ,,ა’’)


პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით); 
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი –Word და PDFფაილების სახით);      
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს   „სქესობრივი   თავისუფლებისა   და   ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და  ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც  იმავე  კანონის საფუძველზე სასამართლომ    ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის  აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; 
თ)შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.

5.   საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2020 წლის 7 აგვისტოდან 2020 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით 1000-დან 1700 საათამდე (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით), ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისიი. ჭავჭავაძის გამზ. N3 (IIკორპუსი) ოთახი N158;
6.   პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი   კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით,   ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი   1-ის   მე-3   მუხლის   მე-3   პუნქტის   მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს  თანხმობა  მხოლოდ  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ    შესაბამისი    აკადემიური    თანამდებობის    დაკავებისთანავე)    და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
7.   ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში"თბილისის უნივერსიტეტი;"
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, გაზეთი "თბილისის უნივერსიტეტი").
10. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 123/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020- 2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შპს „თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის“ სტუდენტების რიგგარეშე მობილობისათვის ვაკანტური ადგილების, ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020- 2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შპს „თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის“ სტუდენტების რიგგარეშე მობილობისათვის ვაკანტური ადგილების, ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის  2010  წლის  4  თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ №10/ნ ბრძანების  №1 დანართის მე-5 მუხლის 11  პუნქტის და მე-51  მუხლის მე-3 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტების,   სსიპ -  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2020 წლის 26 ივნისის N1.1/64 ბრძანების, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 29 ივნისის N8249/29, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2020 წლის 30 ივნისის N8340/32, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 1 ივლისის N8381/31-01 წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს შპს „თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის“ სტუდენტების რიგგარეშე მობილობისათვის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ვაკანტური ადგილები:


 

N

 

საფეხური

საგანმანათლებლო ერთეული

 

საგანმანათლებლო პროგრამა

ადგილების რაოდენობა

1.

ბაკალავრიატი

ეკონომიკისა და ბიზნესის

ბიზნესის ადმინისტრირება

30

2.

მაგისტრატურა

იურიდიული

სამართალი

4

3.

ერთსაფეხურიანი სამედიცინო

 

მედიცინა

 

სტომატოლოგია

 

30















2.   განისაზღვროს   2020-2021   სასწავლო   წლის   შემოდგომის   სემესტრის   რიგგარეშე მობილობის ვადები:

ა) დოკუმენტაციის მიღება - 6-10 ივლისი;
ბ) უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების  აღიარება - 13-15 ივლისი;
გ) სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება - 16-17 ივლისი;
დ) საგანმანათლებლო      ერთეულების      მიერ      სასწავლო      პროცესის      მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა - 20 ივლისი;
ე)  ჩასარიცხ  პირთა  შესახებ  ბრძანების  პროექტის  მომზადება  და  წარდგენა   სსიპ  - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში - 21 ივლისი.

3.  განისაზღვროს  წარმოსადგენი  დოკუმენტების  ნუსხა  (უმაღლესი  საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):

ა) განცხადება;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი; 
ვ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
ზ)უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

4. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი          გიორგი შარვაშიძე 


სრულად

ბრძანების N: 122/01-01

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 9 ივნისის N413/02-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 9 ივნისის N413/02-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ



„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და   24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, სსიპ –ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2020 წლის 22 აპრილის N75/01-01 ბრძანების, იურიდიული ფაკულეტეტის დეკანის თამარ ზარანდიას 26.06.2020წ. N8077/31-05 წერილის და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის შოთა ფოთოლაშვილის 30.06.2020წ. N8302/10 დასკვნის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 9 ივნისის N413/02-04 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მაღალი აკადემიური შედეგების საფუძველზე, უნივერსიტეტის მიერ, 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დაფინანსდნენ 53730 ლარით, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტები შემდეგი თანაფარდობით:


N

გვარი

სახელი

თანხა (ლარებში)

1

ტყებუჩავა

გიორგი

1406.25

2

ჯიბლაძე

ლაზარე

1406.25

3

გაფრინდაშვილი

ნინო

1406.25

4

ჯიქია

ანა

1406.25

5

ბაციკაძე

ლიკა

1406.25

6

ლეკიშვილი

ლევან

1406.25

7

ხაჭვანი

გიორგი

1406.25

8

შამუგია

თამთა

1406.25

9

ტაბატაძე

სოფიო

1406.25

10

ძაძამია

ელენე

1406.25

11

თათაშვილი

მარიამ

1406.25

12

ჯიქურაშვილი

ნათია

1406.25

13

შენგელია

ელსაბედი

1406.25

14

კუტალაძე

მარიამი

1406.25

15

ჩაჩანიძე

მზია

1406.25

16

ჩხიკვაძე

თამთა

1406.25

17

თინაშვილი

თამთა

1406.25

18

ქავთარაძე

მარიამ

1406.25

19

კალმახელიძე

ვანო

477.90

20

მთივლიშვილი

ომარ

1406.25

21

ისმაილოვი

ალი

1406.25

22

შაკიაშვილი

ანზორ

1406.25

23

მჭედლიშვილი

ვასილ

1406.25

24

მახარაშვილი

ქეთევან

822.60

25

ჯაჯანიძე

ქრისტინე

1406.25

26

რობაქიძე

ელენე

371.48

27

ვარდოსანიძე

ანა

371.48

28

გამიაშვილი

გიორგი

1406.25

29

კატანი

თიმურ

742.95

30

ხატიაშვილი

ნინო

1289.52

31

კოჩაძე

თამარ

1289.52

32

ონაშვილი

ანა

1289.52

33

ლაბაძე

მაგდა

1289.52

34

არაბული

ანა

644.76

35

ჯავახიშვილი

მარი

644.76

36

ცინცაძე

ნოდარ

421.88

37

ქობლიანიძე

თამარ

703.13

38

ჯავახიშვილი

თამარი

703.13

39

ხვიტია

დიანა

703.13

40

ბასილაშვილი

მარი

421.88

41

აკოფაშვილი

ანი

421.88

42

მჭედლიშვილი

თათია

421.88

43

თოფურია

ნანა

703.13

44

მახათაძე

სალომე

703.13

45

სამსიანი

ანი

421.88

46

მენთეშაშვილი

ნინო

421.88

47

რუხაძე

მარიამი

421.88

48

პაკაცოშვილი

თორნიკე

421.88

49

გაბაშვილი

მარიამ

703.13

50

ალფენიძე

გიორგი

421.88

51

ყველაშვილი

მაარიამი

421.88

52

ჭიკაძე

მარიამი

159.30

53

ჩირგაძე

მარიამ

421.88

54

გობეჯიშვილი

თამარ

421.88

55

ვარდიაშვილი

თამარ

421.88

56

გარსიაშვილი

დავით

421.88

57

ენუქიძე

ნინო

421.88

58

იშხნელიძე

საბა

39.83



2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტების მონაცემთა ბაზაში.
3. ბრძანების ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი, იურიდიული ფაკულტეტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი      ლაშა საღინაძე
სრულად

ბრძანების N: 485/02-04

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამკიცების შესახებ“ რექტორის 2020 წლის 1 ივნისის N91/01-01 (01/06/2020) ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახ
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამკიცების შესახებ“ რექტორის  2020 წლის 1 ივნისის N91/01-01 (01/06/2020) ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახ


„უმაღლესი  განათლების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  22-ე  მუხლის  პირველი პუნქტის,   საქართველოს   ზოგადი   ადმინისტრაციული   კოდექსის   51-ე   მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013  წლის  11  სექტემბრის  №135/ნ  ბრძანებით  დამტკიცებული  საჯარო სამართლის  იურიდიული  პირის  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების  მე-14  მუხლის  პირველი  პუნქტის,  მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე     ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის     სახელმწიფო     უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის პროფესიული განათლების ცენტრის დებულების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 2020 წლის 29 ივნისის თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის N8256/10 წარდგინების საფუძველზე,



ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამკიცების შესახებ“ რექტორის   2020 წლის 1 ივნისის N91/01-01 (01/06/2020) ბრძანებაში და ბრძანების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „სკოლამდელი აღზრდა“ პროფესიული სტუდენტების ჩარიცხვა განხორციელდეს მას შემდეგ, როცა დამთავრდება სასწავლო პროცესი „ბაგა- ბაღის აღმზრდელი-პედაგოგი“  V საფეხურის პროფესიული სტუდენტებისთვის, რომლებიც ჩაირიცხნენ რექტორის 2018 წლის N 1240/01-04 (2018-12-03) ბრძანებით“.
2.  ბრძანებას  დაემატოს  შემდეგი  რედაქციის   მე-6  პუნქტი  „6.  ბრძანება  ძალაშია გამოცემისთანავე“.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი    გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 120/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის, მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის   ინსტიტუტში  უფროსი  მეცნიერი თანამშრომლის, მეცნიერი თანამშრომლის  თანამდებობებზე  შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის   ინსტიტუტის დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის გელა გელაშვილის 2020 წლის 26 ივნისის  N9146/10-02 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს  2020 წლის 26 ივნისის  სხდომის ოქმი) საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის        ინსტიტუტში    უფროსი მეცნიერი თანამშრომლის, მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ამირან ბიბილაშვილი - ფიზიკა-მათემატიკის  მეცნიერებათა  დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი.
ბ) დიმიტრი დარასელია - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტატის ასოცირებული პროფესორი.
გ) დავით ჯაფარიძე - ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის უფროსი ინჟინერი.

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ ამირან ბიბილაშვილი,   საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ დიმტრი დარასელია, საკონკურსო კომისიის   მდივნად დავით ჯაფარიძე;
3. დაევალოს კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2020 წლის 10 აგვისტოს. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით   გადაეცეს   დაინტრესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი).
6. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.  ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.





რექტორი    გიორგი შარვაშიძე 
სრულად

ბრძანების N: 119/01-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების „ღონისძიების ორგანიზება“ და „საოფისე საქმე“ პრაქტიკული ნაწილის უზრუნველყოფის თაობაზე
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების „ღონისძიების ორგანიზება“ და „საოფისე საქმე“ პრაქტიკული ნაწილის უზრუნველყოფის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე3 ნაწილების, 57-ე მუხლის,   ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, „სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამკიცების შესახებ“ რექტორის 2020 წლის 1 ივნისის N91/01-01 ბრძანების და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის N789/10 (23.06.2020) წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „ღონისძიების ორგანიზება“  პრაქტიკული ნაწილის უზრუნველყოფა დაევალოს თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს.
2.პროფესიული  საგანმანათლებლო  პროგრამის  „საოფისე  საქმე“  პრაქტიკული  ნაწილის უზრუნველყოფა დაევალოს თსუ კანცელარიას.
3.უნივერსიტეტის კანცელარიას დაევალოს წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის.
4.საინფორმაციო   ტექნოლოგიების   დეპარტამენტს   დაევალოს   ბრძანების   განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
5.ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი               ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 98/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 02 ივნისის N62/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის  02 ივნისის N62/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ



,,უმაღლესი  განათლების  შესახებ’’  საქართველოს  კანონის  23-ე  მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ემუხლის მე-3 ნაწილის, 54-ემუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57- ემუხლის, 63-ე მუხლის, ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის, მე-16 მუხლის ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“, ,,მ“, ,,ნ“, ,,პ’’, ,,ჟ“, ,,რ“, ,,ს“ პუნქტების,მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“ ,,პ“ ქვეპუნქტების და თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანის დიმიტრი კორძაიას 2020 წლის 25 ივნისის N7978/32 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:


1.შევიდეს დამატება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის  02 ივნისის N62/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ს  დაემატოს შემდეგი შინაარსიის მქონე მე-7 ნომერი:
,,7. ლალი წიქრიძე - თსუ მედიცინის ფაკულტეტის თერაპევტი სტომატოლოგი - თსუ მედიცინის ფაკულტეტის რენდგენოდიაგნოსტიკურ განყოფილებაში არსებული  N3261554  დოზიმეტრის  რადიაციულ  უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი.“.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.






ადმინისტრაციის ხელმძღვანელი   ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 97/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო/მაგისტრატურის/დოქტორანტურის/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო/მაგისტრატურის/დოქტორანტურის/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის“ N1 დანართის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2020 წლის 22 ივნისის MES 9 20 0000501565 წერილისა და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.შეუწყდეთ სტუდენტის სტატუსი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი      სამედიცინო
/მაგისტრატურის/დოქტორანტურის/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს, სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი N5);
ვ) მედიცინის  ფაკულტეტი  (დანართი N6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N7).

2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტს    პირთა    მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე  და  გადასცეს    შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, N6).


რექტორი     გიორგი შარვაშიძე 
სრულად

ბრძანების N: 403/01-04

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ რექტორის 2020 წლის 9 ივნისის N102/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ რექტორის 2020 წლის 9 ივნისის N102/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე  მუხლის  პირველი  და  მე-3  ნაწილების,  53-ე მუხლის  მე-3  ნაწილის,  54-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე–14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის აპარატისა და აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსის 2020 წლის 22 ივნისის N7777/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ რექტორის 2020 წლის 9 ივნისის N102/01-01 ბრძანებაში შევიდეს ცვლილება და ბრძანების  პირველი პუნქტის ,,ჟ’’ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას.
2.  წინამდებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს  უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით,  გამოქვეყნებისთანავე.
6.  კონტროლი  ბრძანების  შესრულებაზე  დაევალოს  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელს.
7. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს, კანონმდებლობით  დადგენილი  წესით,  ძალაში  შესვლის  დღიდან  1  თვის  ვადაში ქ. თბილისის      საქალაქო   სასამართლოს   ადმინისტრაციულ   საქმეთა  კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).



 რექტორი   გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 115/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული აღრიცხვა, კონტროლი, აუდიტის სპეციალობის 3 წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის, აღრიცხვა, კონტროლი, აუდიტის სპეციალობის 5 წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის იდენტურად ჩათვლის თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული აღრიცხვა, კონტროლი, აუდიტის სპეციალობის 3 წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის, აღრიცხვა, კონტროლი, აუდიტის სპეციალობის 5 წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის იდენტურად ჩათვლის თაობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა’’, ,,ბ”, ,,ო” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კურსდამთავრებულის 2019 წლის 13 დეკემბრის №25632/10-02 კორესპონდენციაში დასმული საკითხის შესწავლის მიზნით თსუ რექტორის 2020 წლის 16 ივნისის №110/01-01 ბრძანებით შექმნილი კომისიის    2020 წლის 18 ივნისის სხდომის ოქმით გაწეული რეკომენდაციის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. სსიპ -ივანე ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი სპეციალობის მიღების შემდგომ მეორე სპეციალობის მისაღებად განხორციელებული, აღრიცხვა, კონტროლი, აუდიტის სპეციალობის 3 წლიანი საგანმანათლებლო პროგრამა ჩაითვალოს ამავე დასახელების 5 წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის იდენტურად.
2. წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული აღრიცხვა, კონტროლი, აუდიტის სპეციალობის 3 წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულთა დიპლომებში საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობად დაფიქსირდეს 5 წელი.
3. კურსდამთავრებულთა   დიპლომებში   ცვლილება   განხორციელდეს ინდივიდუალურად ოფიციალური მომართვის შემთხვევაში.
4. ბრძანების  დაინტერესებულ  პირთათვის  გადაცემა  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანების     უნივერისტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე   განთავსება დაევალოს უნივერისტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
7. ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შესაძლებელია გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა   კოლეგიაში,   მისამართზე   ქ.   თბილისი,   დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი N6.



რექტორი      გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 116/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი  განათლების  შესახებ“  საქართველოს  კანონის    22-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9  პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”     ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორის ქეთევან ებრალიძის 2020 წლის 17 ივნისის N7513/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის სხდომის ოქმი N3) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლის შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა)ნათელა   ანანიაშვილი   -    ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
ბ) ნათელა ხეცურიანი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ნავთობის ქიმიის ლაბორატორიის გამგე, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
გ) მანანა ბურჯანაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის სწავლული მდივანი.

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ   ნათელა ანანიაშვილი,   საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ ნათელა ხეცურიანი, საკონკურსო კომისიის   მდივნად მანანა ბურჯანაძე;
3.დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4.დაევალოს    საკონკურსო    კომისიას    დასამტკიცებლად    წარუდგინოს    თსუ    რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2020 წლის 14 აგვისტომდე.
5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი,   შიდა   აუდიტის   სამსახური,   საინფორმაციო   ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი).
6. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.






რექტორი    გიორგი შარვაშიძე 
სრულად

ბრძანების N: 117/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე–20 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-3 პუნქტის, მე-4 პუნქტის, მე-5 და მე-8 პუნქტების, მე–14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების,   ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 30 სექტემბრის №96 დადგენილებისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის აპარატისა და აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსის 2020 წლის 22 ივნისის N7777/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენელთა ვაკანსიის შევსების მიზნით, დაინიშნოს აკადემიური საბჭოს წევრის არჩევნები 2020 წლის  14 ივლისს:
ა) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის  ფიზიკის ინსტიტუტი - 1  წევრი.
2. აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნას საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ცისანა გავაშელი - ზუსტ    და    საბუნებისმეტყველო    მეცნიერებათა    ფაკულტეტის ასისტენტ - პროფესორი,  სამეცნიერო   კვლევებისა   და   განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი,  კომისიის წევრი;
ბ) ანა თოხაძე - იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტი, კომისიის წევრი;
გ) თამარ ლეკაშვილი - მედიცინის ფაკულტეტის  ასისტენტ - პროფესორი,   მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახური უფროსი, კომისიის წევრი;
დ) დავით მახვილაძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, კომისიის წევრი:
ე) მირანდა   მიქაძე -სოციალურ   და   პოლიტიკურ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი სპეციალისტი, კომისიის წევრი;
ვ) ზვიად მურადაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;
ზ) გიორგი ოქიტაშვილი  - იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატის უფროსი სპეციალისტი, კომისიის წევრი;
თ) თამარ ტატანაშვილი - იურიდიული ფაკულტეტის კერძო სამართლის მიმართულების მოწვეული პედაგოგი,(„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“-ს წარმომადგენელი), კომისიის წევრი;
ი) სალომე ჩიტიშვილი - ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე, კომისიის წევრი.
3.   დაევალოს საარჩევნო კომისიას სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის   14 ივლისის არჩევნების დადგენილ ვადებში, მოქმედ კანონმდებლობასა და უნივერსიტეტის სათანადო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში ჩატარება.
4. არჩევნების საორგანიზაციო (ტექნიკური) ხარჯების ანაზღაურება (საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე) განხორციელდეს კანონით დადგენილი წესით.
5. აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს 2020 წლის 29 ივნისს
10:00  საათზე  და  დასრულდეს  2020  წლის  3  ივლისს  18:00  საათზე  (5  სამუშაო  დღე).
6. დაევალოთ აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატებს სარეგისტრაციო განცხადებაში დაადასტურონ, რომ სხვა სამეცნიერო ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ უკავიათ       აკადემიური,       ადმინისტრაციული       ან       სამეცნიერო       თანამდებობა.
7. კანდიდატთა რეგისტრაციის მიზნით, განაცხადები წარმოდგენილი უნდა იქნას უნივერსიტეტის  კანცელარიაში,  შემდეგ  მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი,   ოთახი  N114 (იმ შემთხვევაში თუ ადგილი ექნება ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს
2014 წლის 30 სექტემბრის №96 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესის 101 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გარემოებებს, კანდიდატთა რეგისტრაცია განხორციელდება საარჩევნო კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმატით, რის თაობაზეც ინფორმაციას რეგისტრაციის დაწყებამდე არაუგვიანეს 26 ივნისისა საარჩევნო კომისია განათავსებს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე).
8.  წინამდებარე      ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს  უნივერსიტეტის კანცელარიას. 
9.  ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებგვერდზე     განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის  საინფორმაციო  ტექნოლოგიების  დეპარტამენტს.
10. ბრძანების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
11. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით,  გამოქვეყნებისთანავე.
12.  კონტროლი  ბრძანების  შესრულებაზე  დაევალოს  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელს.
13. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში  ქ. თბილისის    საქალაქო    სასამართლოს    ადმინისტრაციულ    საქმეთა  კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).




რექტორი      გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 118/01-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „გასტრონომიული ტურიზმი“-ს ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე
სსიპ  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის   „გასტრონომიული ტურიზმი“-ს ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის  თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი   ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის  „გასტრონომიული ტურიზმი“- ს დამტკიცების შესახებ რექტორის 2020 წლის 22 ივნისის  N113/01-01 ბრძანების და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2020 წლის 23 ივნისის N7825/10 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო   კურსის   „გასტრონომიული   ტურიზმი“-ს   ერთი   კურსის   მოცულობა განისაზღვროს 14 საათით; კურსის ღირებულება თითოეული მსმენელისათვის     განისაზღვროს 180 ლარის ოდენობით;
2.  ტრენერის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი - 65 ლარით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით);
3. დაევალოს  უნივერსიტეტის  კანცელარიას  წინამდებარე  ბრძანების  გაცნობა  დაინტერესებული პირებისათვის;
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
5.  ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.




ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 95/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისთვის საჭირო რეკომენდაციები სურსათის ბიზნესოპერატორებისთვის“ ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე
სსიპ  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   უწყვეტი განათლების  ცენტრის ტრენინგკურსის  „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისთვის საჭირო რეკომენდაციები სურსათის ბიზნესოპერატორებისთვის“ ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის  თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი   ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის   „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისთვის საჭირო რეკომენდაციები სურსათის ბიზნესოპერატორებისთვის“ დამტკიცების შესახებ რექტორის 2020 წლის 22 ივნისის  N114/01-01 ბრძანების და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2020 წლის 23 ივნისის N7824/10 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის  „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისთვის საჭირო რეკომენდაციები სურსათის ბიზნესოპერატორებისთვის“ ერთი კურსის მოცულობა განისაზღვროს 8 საათით; კურსის ღირებულება თითოეული მსმენელისათვის   განისაზღვროს 150  ლარის ოდენობით; კორპორატიული შეკვეთის შემთხვევაში კურსის ღირებულება განისაზღვროს ხელშეკრულების საფუძველზე;
2. ტრენერის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი - 100 ლარით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით);
3. დაევალოს  უნივერსიტეტის  კანცელარიას  წინამდებარე  ბრძანების  გაცნობა  დაინტერესებული პირებისათვის;
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.




ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 96/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ გასტრონომიული ტურიზმი“-ს დამტკიცების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ გასტრონომიული ტურიზმი“-ს დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2020 წლის
18 ივნისის N7574/10 და თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2020 წლის 19 ივნისის N7696/10  წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსი „გასტრონომიული ტურიზმი“ (დანართი 1);
2. დაევალოს  უნივერსიტეტის  კანცელარიას  წინამდებარე  ბრძანების  განთავსება  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.




რექტორი   გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 113/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისთვის საჭირო რეკომენდაციები სურსათის ბიზნესოპერატორებისთვის“ დამტკიცების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისთვის საჭირო რეკომენდაციები სურსათის ბიზნესოპერატორებისთვის“ დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2020 წლის 17 ივნისის N7550/10 და  თსუ  უწყვეტი  განათლების  ცენტრის   უფროსის  2020 წლის 19 ივნისის N7695/10  წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსი „ახალი კორონავირუსის   (COVID-19) გავრცელების პრევენციისთვის   საჭირო    რეკომენდაციები  სურსათის ბიზნესოპერატორებისთვის“  (დანართი 1);
2. დაევალოს  უნივერსიტეტის  კანცელარიას  წინამდებარე  ბრძანების  განთავსება  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3. დაევალოს    საინფორმაციო    ტექნოლოგიების   დეპარტამენტს    ბრძანების    განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.





რექტორი   გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 114/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32- ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,   მე-8   პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N 118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ  წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10;   29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს   2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 7 აპრილის № 8/04 ერთობლივი ბრძანების და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის    დეკანის    თამარ  გაგოშიძის  2020 წლის 15 ივნისის N 7440/26 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე  ასისტენტ პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის  ასისტენტ  პროფესორად  4  (ოთხი)  წლის  ვადით  შეიძლება  არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2020 წლის 23 ივნისს.  საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის  ვადა   განისაზღვროს 2020 წლის 24 ივლისიდან  2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2020 წლის 10 სექტემბრისა;
4. კონკურსი გამოცხადდეს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:


ფსიქოლოგიის  მეცნიერებათა დეპარტამენტი
კოგნიტური და ნეიროფსიქოლოგიის სასწავლო - სამეცნიერო ინსტიტუტი 
ასისტენტ პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ “);


განათლების ფსიქოლოგიის სასწავლო - სამეცნიერო ინსტიტუტი 
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ “);


პიროვნების, შეფასებისა და კონსულტირების სასწავლო - სამეცნიერო ინსტიტუტი 
ასისტენტ პროფესორი – 2 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ “);


შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სასწავლო - სამეცნიერო ინსტიტუტი 
ასისტენტ პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ “);


განათლების  მეცნიერებათა დეპარტამენტი პედაგოგიკის სასწავლო - სამეცნიერო ინსტიტუტი
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა “);


5. ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება  საკონკურსო  კომისიის  სახელზე  (დადგენილი ფორმის მიხედვით);  
ბ) კონკურსანტის ანკეტა,შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);            
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება); 
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი; 
თ) სამოტივაციო წერილი;
6. ასისტენტ  პროფესორის  თანამდებობაზე  ასარჩევი    კანდიდატი,  კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს   თანხმობა   მხოლოდ   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;
7. საკონკურსო  დოკუმენტების  მიღება  იწარმოებს 2020 წლის 23 ივლისიდან  2020 წლის
31 ივლისის  ჩათვლით  11.00-16.00  სთ-მდე, ფსიქოლოგიისა  და განათლების მეცნიერებათა    ფაკულტეტის    საკონკურსო    დოკუმენტაციის    მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. 11, თსუ მე - 3 კორპუსი, ოთახი N108;
8. ბრძანება  გამოქვეყნდეს  გაზეთში „თბილისის უნივერსიტეტი“;
9. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10.წინამდებარე   ბრძანება   კანონმდებლობით   დადგენილი   წესით   გადაეცეს   შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი“);
11.ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე





რექტორი        გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 111/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის
,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე- 2 და მე-3 პუნქტების, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და ილია ვეკუას სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის გ. ჯაიანის 2020 წლის 15 ივნისის N7394/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2020 წლის 10 ივნისის სხდომის ოქმი N6 (დისტანციური სხდომის ოქმიN2)) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ  –  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე    შესარჩევად    დამტკიცდეს    კომისია    შემდეგი შემადგენლობით:
ა) თემურ ჩილაჩავა - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
ბ) ოთარ   ჯოხაძე - ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. თსუ ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
გ) მარინე მენთეშაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ თემურ ჩილაჩავა, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ ოთარ ჯოხაძე და საკონკურსო კომისიის მდივნად მარინე მენთეშაშვილი.
3.დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2020 წლის 18 ივლისისა.
5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი).
6. წინამდებარე  ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.




რექტორი       გიორგი შარვაშიძე 
სრულად

ბრძანების N: 112/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის პერსონალის (ინსპექტორი) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის  პერსონალის (ინსპექტორი) შესარჩევად  კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტებისა და დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გიორგი გორაშვილის 2020 წლის 16 ივნისის N7484/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი (გასაუბრება) სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   დაცვისა   და   უსაფრთხოების   სამსახურის   პერსონალის (ინსპექტორი) შესარჩევად - 30 ვაკანსია.
2. დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ინსპექტორს მოეთხოვება:
ა) განუწყვეტლივ იმყოფებოდეს დასაცავ ობიექტზე, ყურადღებით აკონტროლოს დასაცავი ობიექტი, ელექტროდამცავი და სახანძრო სიგნალიზაციის მუშაობა. დაიცვას მასზე მიმაგრებული ობიექტის ქონება დაზიანებისაგან, გაძარცვისაგან, ხანძრისაგან ან/და სხვაგვარი ავარიისაგან. პერიოდულად გააკეთოს შემოვლები ობიექტზე და ობიექტის ირგვლივ, განსაკუთრებით ღამის საათებში;
ბ)სამსახურში ყოფნისას დაიცვას შინაგანაწესი, ეთიკის ნორმების შესაბამისად მოიქცეს უნივერსიტეტის თანამშრომლებთან, სტუდენტებთან და უნივერსიტეტში სტუმრად მოსულ პირებთან ურთიერთობაში;
გ) უნივერსიტეტში შინაგანაწესის შესაბამისად, აღკვეთოს ნებისმიერი დარღვევა, მათ შორის, დასაცავ ობიექტზე ალკოჰოლური სასმელების შემოტანა, თამბაქოს მოწევა, აზარტული თამაშები, არ დაუშვას ობიექტზე რაიმე ინვენტარის ან ნივთის შემოტანა–გატანა ხელმძღვანელობის ნებართვის გარეშე;
დ) მკაცრად დაიცვას და სხვასაც მოსთხოვოს დაიცვან სახანძრო უსაფრთხოების წესები;
ე)სამუშაო   საათების   დასრულების   შემდეგ,   ობიექტის   ადმინისტრატორთან   ერთად შეამოწმოს ობიექტი, სიგნალიზაციის გამართული მუშაობა და ჩააბაროს კორპუსი;
ვ)  შეასრულოს ხელმძღვანელის/ხელმძღვანელების მითითებები;
ზ) საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს აღმოუჩინოს გადაუდებელი პირველადი დახმარება;
თ)დანაშაულებრივი ფაქტების აღმოჩენის, კონფლიქტური სიტუაციების ან სხვა გართულებების   შემთხვევაში   მყისიერად   აცნობოს   ოპერატიული   მართვის   ცენტრს   ან დარეკოს  ნომერზე 112.
3. უნარები:
ა) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; 
ბ) ოპერატიულობა;
გ) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
დ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა; 
ე) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
ვ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის უნარი და სიახლეების სწრაფად ათვისების შესაძლებლობა.
4. დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ინსპექტორის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 400 - 475 ლარის ფარგლებში (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
5.  დაცვისა  და  უსაფრთხოების  სამსახურის  ინსპექტორის  სამუშაო  დრო  განისაზღვრება  24
საათიანი ცვლის რეჟიმით. სამუშაო ცვლებს შორის დასვენება შეადგენს 72 საათს.
6.  აპლიკანტმა გასაუბრებაზე უნდა წარმოადგინოს: 
ა) ავტობიოგრაფია;
ბ) პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
გ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
დ) CV;
ე) ფოტოსურათი 3X4 (3 ც.) ასევე ფოტოსურათი CD დისკზე;
ვ) დიპლომის, სერთიფიკატის ასლები (არსებობის შემთხვევაში);
7.  გასაუბრების  წარმატებით  გავლის  შემთხვევაში  აპლიკანტმა  7  კალენდარული  დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) ცნობა ნარკოლოგიური აღრიცხვის თაობაზე;
ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
8. გასაუბრება ჩატარდება ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს 11 საათზე ბრძანების გამოცემიდან ერთი თვის განმავლობაში. მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, ოთახი 013;
9. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის პერსონალის (ინსპექტორი) შესარჩევად  კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge- ზე და ასევე ინტერნეტ სივრცეში.
10. წინამდებარე   ბრძანება   კანონმდებლობით   დადგენილი   წესით   გადაეცეს   შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი და დაცვისა და უსაფრთხოების სამსახური).
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი           ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 93/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში - მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში - მეცნიერი თანამშრომლის  სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,  32 მუხლის მე-2 პუნქტის, 372  მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ   ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის, 322  მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში    მიღების    ერთიანი    წესისა და სამეცნიერო თანამდებობების  დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო  განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 13 მაისის N09/04 ერთობლივი ბრძანების და პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორის ქეთევან ებრალიძის 2020 წლის 11 ივნისის N7258/10 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   პეტრე   მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;
2. მეცნიერი თანამშრომლის  თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო  ან  სხვა პროფილურ  დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად    მიღებული    სამეცნიერო    პუბლიკაციები,    მათ    შორის    არანაკლებ    1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2020 წლის 17 ივნისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2020 წლის 20 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა). საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2020 წლის 14 აგვისტომდე.
4. კონკურსი გამოცხადდეს პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

ა) ნავთობის ქიმიის  ლაბორატორია:
მეცნიერი  თანამშრომელი (4 წლის ვადით) – 1,0  საშტატო ერთეული

5. სამეცნიერო   თანამდებობაზე   (მეცნიერი   თანამშრომელი)   გამოცხადებულ   კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით  (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2 );
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ)  ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ ("უმაღლესი განათლების შესახებ"  32 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ   მიმართულ დანაშაულთა ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართავა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
6.   საკონკურსო   დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2020 წლის 20 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) 1000-დან 1700 საათამდე,    თსუ პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის   მისამართზე:   თბილისი,   ა. პოლიტკოვსკაიას N31, მე-2 სართული, კანცელარია;
7.  ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში ,,თბილისის უნივერსიტეტი’’.
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9.   წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, გაზეთი ,,თბილისის უნივერსიტეტი’’, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი).
10.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 




რექტორი გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 108/01-01