საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „1921 - საქართველოს ოკუპაცია 100 წლის პერსპექტივიდან“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი მართავს სტუდემტურ სამეცნიერო კონფერენციას „1921 - საქართველოს ოკუპაცია 100 წლის პერსპექტივიდან“. კონფრენცია ჩატარდება 2021 წლის 29 მაისს.

1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) ძალისმიერი დამხობის შემდეგ ქვეყანაში საბჭოთა რეჟიმი დამყარდა, რომელმაც ტოტალიტარული სახელმწიფოს, საბჭოთა კავშირის, შემადგენლობაში შეიყვანა ქვეყანა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეეწირნენ თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტებიც. კომუნისტური ტირანიის დამყარებას მოჰყვა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ემიგრაცია ევროპაში, საქართველოში კი წინააღმდეგობის კერების წარმოშობა, ქართველ ინტელექტუალთა, პატრიოტ მოქალაქეთა პროტესტი, მათი რეპრესიები და მასობრივი ტერორი.

1921 წელი მრავალმხრივ მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოს ისტორიისთვის. ამ პერიოდის მოვლენებმა ასახვა პოვა ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ეს არის ტრაგიკული წელი, რომელმაც მნიშვნელოვნად განაპირობა საქართველოს ისტორიაში სხვა მოვლენებიც. 1921 წელი საქართველოსთვის არის საბჭოთა ეპოქის დასაწყისი. ეპოქისა, რომელსაც სჭირდება ახლებური გააზრება თანამედროვე გადასახედიდან და თანამედროვე ინტერდისციპლინური ანალიზი. აღნიშნული განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ამ ტრაგიკული მოვლენიდან 100 წლის შემდეგ როგორც ეპოქის, ისე მისი ცალკეული ასპექტების შეფასების პერსპექტივისათვის.

კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტურ კვლევებს 1921 წლის ისტორიული, ლიტერატურული, კულტურული, ეთნოლოგიური და სხვა ასპექტების მიხედვით.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ასევე სხვა ფაკულტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურების სტუდენტებს.

სავალდებულოა პროფესორის, სტუდენტის ხელმძღვანელის/რეკომენდატორის, წერილობითი  დასკვნა, რომ თეზისები აკმაყოფილებს კონფერენციის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა ყოველწლიურ კონფერენციაში.

კონფერენცია ჩატარდება დისტანციურ ფორმატში

მნიშვნელოვანი თარიღები:
თეზისების მიღება 30. 01. 2021 – 30. 04. 2021
ინფორმაცია მონაწილეობის შესახებ - 10. 05. 2021

თეზისების გაფორმების წესი:
ფონტი: Sylfaen
ზომა:    12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი  ( 250  სიტყვა) 

განაცხადები მიიღება ელექტრონულ ფოსტაზე: 1921studentconference@tsu.ge

საკონტაქტო პირი:
ნინო პოპიაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტი

სრულად

ბრძანების N:

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „1921 - საქართველოს გასაბჭოება 100 წლის პერსპექტივიდან“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი მართავს სტუდემტურ სამეცნიერო კონფერენციას „1921 - საქართველოს გასაბჭოება 100 წლის პერსპექტივიდან“. კონფრენცია ჩატარდება 2021 წლის 29 მაისს. იხილეთ კონფერენციის საინფორმაციო  წერილი.

სრულად

ბრძანების N:

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „1921 წლის ისტორიულ-კულტურული მოვლენები - საქართველოს ოკუპაცია 100 წლის პერსპექტივიდან“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი მართავს სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას „1921 წლის ისტორიულ-კულტურული მოვლენები - საქართველოს ოკუპაცია 100 წლის პერსპექტივიდან“. კონფრენცია ჩატარდება 2021 წლის 29 მაისს.

1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) ძალისმიერი დამხობის შემდეგ ქვეყანაში საბჭოთა რეჟიმი დამყარდა, რომელმაც ტოტალიტარული სახელმწიფოს, საბჭოთა კავშირის, შემადგენლობაში შეიყვანა ქვეყანა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეეწირნენ თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტებიც. კომუნისტური ტირანიის დამყარებას მოჰყვა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ემიგრაცია ევროპაში, საქართველოში კი წინააღმდეგობის კერების წარმოშობა, ქართველ ინტელექტუალთა, პატრიოტ მოქალაქეთა პროტესტი, მათი რეპრესიები და მასობრივი ტერორი.

1921 წელი მრავალმხრივ მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოს ისტორიისთვის. ამ პერიოდის მოვლენებმა ასახვა პოვა ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ეს არის ტრაგიკული წელი, რომელმაც მნიშვნელოვნად განაპირობა საქართველოს ისტორიაში სხვა მოვლენებიც. 1921 წელი საქართველოსთვის არის საბჭოთა ეპოქის დასაწყისი. ეპოქისა, რომელსაც სჭირდება ახლებური გააზრება თანამედროვე გადასახედიდან და თანამედროვე ინტერდისციპლინური ანალიზი. აღნიშნული განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ამ ტრაგიკული მოვლენიდან 100 წლის შემდეგ როგორც ეპოქის, ისე მისი ცალკეული ასპექტების შეფასების პერსპექტივისათვის.

კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტურ კვლევებს 1921 წლის ისტორიული, ლიტერატურული, კულტურული, ეთნოლოგიური და სხვა ასპექტების მიხედვით.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ასევე სხვა ფაკულტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურების სტუდენტებს.

სავალდებულოა პროფესორის,  სტუდენტის ხელმძღვანელის/რეკომენდატორის, წერილობითი  დასკვნა, რომ თეზისები აკმაყოფილებს კონფერენციის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა ყოველწლიურ კონფერენციაში.

 

კონფერენცია ჩატარდება დისტანციურ ფორმატში

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

თეზისების მიღება 07. 05. 2021 – 30. 04. 2021

ინფორმაცია მონაწილეობის შესახებ - 10. 05. 2021

 

თეზისების გაფორმების წესი:

ფონტი: Sylfaen

ზომა:    12

ინტერვალი: 1,5

მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი  ( 250  სიტყვა) 

 

განაცხადები მიიღება ელექტრონულ ფოსტაზე: 1921studentconference@tsu.ge

 

საკონტაქტო პირი:

ნინო პოპიაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტი

სრულად

ბრძანების N:

იმედა რუბაშვილი: „ბევრი პარადოქსი, ბევრი კანონზომიერება, ბევრი თავგადასავალი ჩემ პროფესიას აქცევს უდაოდ ძალიან საინტერესოდ...“

თსუ პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომელი იმედა რუბაშვილი ქიმიით, როგორც თვითონ ამბობს, პირველად სკოლის ასაკში დაინტერესდა. ამაში იგი ქიმიის მასწავლებლის დიდ დამსახურებას აღნიშნავს, რადგან ის ახერხებდა, რომ ეს რთული საგანი ბავშვებისთვის მარტივად აეხსნა. სკოლაში სწავლის პერიოდში უკვე იცოდა, რომ ეს იქნებოდა მისი შემდგომი პროფესია. სწორედ ამიტომ აირჩია ქიმია უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე და აქტიურად აგრძელებს ამ სფეროში სამეცნიერო მოღვაწეობას.

იმედას თქმით, ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა ისეთი პერიოდი, როცა იგი ამ მიმართულებით არ მუშაობდა. “არ მინდოდა მეცნიერებაში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება მხოლოდ სამეცნიერო მუშაობის დროს გამომეყენებინა და შეზღუდული ვყოფილიყავი. გადავწყვიტე ამის გარდა პრაქტიული საქმიანობაც შემეთავსებინა და ვფიქრობ წარმატებულად გამომივიდა. უკვე 10 წელზე მეტია ფარმაინდუსტრიაში ვარ დასაქმებული და ეს ის მიმართულებაა, სადაც ქიმიის ცოდნა ყველაზე მეტად დამეხმარა”-ამბობს იმედა.

ახალგაზრდა მეცნიერის აზრით, მისი პროფესია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა. იგი ფიქრობს, რომ პროფესია არ უნდა იყოს ორიენტირებული მხოლოდ გარკვეულ შედეგებსა და წარმატებაზე, ამის გარდა საქმიანობა უნდა იყოს სასიამოვნოც. ეს ყველაფერი იმედამ ქიმიაში აღმოაჩინა, კერძოდ კი, ფიზიკური ქიმიის მიმართულებაში. მისთვის მნიშვნელოვანია ქიმიის შესწავლა და გააზრება იმ ფუნდამენტური კანონების საფუძველზე, რომლებიც არსებობს როგორც ქიმიაში, ასევე ფიზიკაში. ასევე, დაგროვილი სამეცნიერო ცოდნის საფუძველზე ახალი ტექნოლოგიების შექმნა და შესაბამისი კვლევების განხორციელება.

“ძალიან დიდი პროფესიული წინსვლა იყო ჩემი საზღვარგარეთ გამგზავრება და სადოქტორო პროგრამის შემდგომი სტაჟირების პროგრამის გავლა ბელგიის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში, სადაც ვმუშაობდი ახალი ორგანული ნივთიერებების კვლევის მიმართულებით. აქ იცდებოდა ახალი სინთეზური ნივთიერებები, მათი ბიოლოგიური აქტივობა, ფარმაკოლოგიური კვლევები და ის ანალიზური პრობლემები, რომელიც დაკავშირებული იყო ახალი სამკურნალო საშუალების შექმნასთან და შემდეგ უკვე - დანერგვასთან.”

იმედა ფიქრობს, რომ კარგია სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობა, თუმცა მისი განცალკევება ინდუსტრიისა და პრაქტიკული გამოყენებისაგან არასწორია. ყველაზე კარგი გამოყენება დაგროვილ ცოდნას მეცნიერმა ფარმაკოლოგიაში უპოვა. სამკურნალო საშუალების ანალიზი, გამოცდა, შექმნა, მთელი ეს ციკლი, რასაც სამკურნალო საშუალება გადის პაციენტამდე, დაკავშირებულია ქიმიასთან, ანალიზურ კვლვებთან და ამ მიმართულებით მუშობა კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ქიმიკოსის პროფესიას.

თვლის, რომ თავად ჯერ კიდევ გამოცდილების დაგროვების პროცესშია. თუმცა დაგროვილ ცოდნას უკვე აქტიურად უზიარებს მომავალ თაობას. “მაქვს პერიოდულად სალექციო კურსები და გადავცემ ცოდნას, ვფიქრობ, რომ მთავარი ამოცანაა ახალგაზრდების, სკოლის მოსწავლეების მაქსიმალურად დაინტერესება  ფუნდამენტური მეცნიერების მიმართულებით.”

სადოქტორო პროგრამის დასრულების შემდეგ არა ერთ პროგრამაში მიუღია მონაწილეობა, რომელიც ეხებოდა სხვადასხვა ბუნებრივი ნივთიერებების მიღებას ბუნერივი ნედლეულიდან, შემდეგ მათ გასუფთავებას, გამოყოფას, ექსტრაქციასა და დამუშავებას. შემდეგ კი, ლაბორატორიული ტექნოლოგიების შექმნას. აქტიურად ესწრება საერთაშორისო კონფერენციებს, სხვადასხვა სამეცნიერო შეხვედრებსა და ვორქშოპებს. ეს საშუალებას აძლევს გაეცნოს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მისთვის საინტერესო მკვლევრებს, პროფესიონალებსა და პრაქტიკოს ქიმიკოსებს. ამას იმედა პროფესიული ზრდისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ინსტრუმენტად მიიჩნევს.

“ქიმიის სწავლა არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან ეს არის მეცნიერება, რომელიც ყველაზე მეტად დაგეხმარება შეიცნო ის პროცესები, რომელსაც ხედავ ყველგან. ეს იქნება ყოფა-ცხოვრებაში, გარემოში, ცოცხალ ორგანიზმში მიმდინარე ის პროცესები, რომელსაც ეფუძნება სიცოცხლე, ცოცხალი ორგანიზმები. არც ერთი მეცნიერება ისეთი საინტერესო არ არის, როგორც ქიმია. ბევრი პარადოქსი, ბევრი კანონზომიერება, ბევრი თავგადასავალი ამ პროფესიას აქცევს უდაოდ ძალიან საინტერესოდ და პრაქტიკაში მაქსიმალურად გამოყენების პერსპექტვას იძლევა.”

სრულად

ბრძანების N:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ

 „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის N77/2011 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე-7 მუხლის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. საგანმანათლებლო  ერთეულის  მიერ  შიდა  მობილობის  წესით  საგანმანათლებლო პროგრამების ვაკანტური ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 8 - 9 თებერვალი;
2. შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 10-15 თებერვალი;
3. შიდა მობილობის შედეგების ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნება - 16 თებერვალი;
4. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება - 17-19 თებერვალი;
5. ხელშეკრულების გაფორმება საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებთან - 22-23 თებერვალი;
6. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის შიდა მობილობის წესით გადასული სტუდენტების სიის წარდგენა - 24 თებერვალი;
7. შიდა მობილობის წესით სტუდენტების გადასვლის შესახებ რექტორის  ბრძანების პროექტის მომზადება - 24 თებერვალი;
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
9. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
10. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 6/01-01      

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტების საყურადღებოდ!

ცხადდება სტატიების მიღება სტუდენტთა სამეცნიერო ჟურნალის „სტუდენტური წელიწდეული - ჰუმანიტარული კვლევები“ მეხუთე ნომრისათვის.

ჟურნალის   მიზანია,  ხელი შეუწყოს ჰუმანიტარული მეცნიერებებით სტუდენტების დაინტერესებასა და მათი მიღწევების პოპულარიზებას. ჟურნალი  გამოდის  წელიწადში  ერთხელ.  მასში   წარმოდგენილია  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ყველა დარგი. 

სტატიის მიღების წინაპირობაა:

ავტორი უნდა იყოს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი (ბაკალავრი ან მაგისტრანტი);

პროფესორის,  სტუდენტის ხელმძღვანელის/რეკომენდატორის, წერილობითი  დასკვნა, რომ სტატია აკმაყოფილებს ჟურნალის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და წარმოდგენილი სახით  შეიძლება დაიბეჭდოს.

განაცხადის  მიღების  ბოლო  ვადაა   2021 წლის 30 აპრილი.

ინფორმაცია სტატიის გაფორმების წესის შესახებ იხილეთ ელექტრონული ჟურნალის ვებგვერდზე:

http://asj.tsu.ge/cat=avtor&leng=ge&adgi=20&title=%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98

გთხოვთ მასალები გამოაგზავნოთ  შემდეგ მისამართზე: asj@tsu.ge

საკონტაქტო პირი:  თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტი, ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი

ჟურნალის    სარედაქციო საბჭო  გისურვებთ  შემოქმედებით  წარმატებებსა და  მადლობას  მოგახსენებთ თანამშრომლობისათვის! 

სრულად

ბრძანების N:

თსუ მედიცინის ფაკულტეტი აცხადებს მიღებას სტომატოლოგიის სასწავლო პროგრამაზე 2020/2021 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის

თსუ მედიცინის ფაკულტეტი აცხადებს მიღებას სტომატოლოგიის სასწავლო პროგრამაზე 2020/2021 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის. სრული ტექსტი იხილეთ ინგლისურ ენაზე.

სრულად

ბრძანების N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორანტის (ბირთვული ფიზიკის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია) თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტის, ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ” თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 21 იანვრის N1/04 ერთობლივი ბრძანებისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რ. ხომერიკის 2021 წლის 25 იანვრის N597/28 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორანტის (ბირთვული ფიზიკის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია), ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად;

2. კონკურსი გამოცხადდეს 2021 წლის პირველ თებერვალს, დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2021 წლის 15 თებერვლიდან 2021 წლის 19 თებერვლის ჩათვლით;

3. კონკურსი ჩატარდეს საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ 1 თვის ვადაში;

4. კონკურსი ცხადდება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორანტის (ბირთვული ფიზიკის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია) - 1 საშტატო ერთეულზე;

5. ლაბორანტის (ბირთვული ფიზიკის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია) თანამდებობაზე ხელფასი განისაზღვრება თვეში 630 (ექვსას ოცდაათი) ლარით;

6. ლაბორანტის (ბირთვული ფიზიკის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია) თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:

ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ) პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
დ) უმაღლესი განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
ე) სამოტივაციო წერილი;
ვ) ცნობა ნასამართლობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ 32-ე მუხლის    მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
ზ) სამუშაო გამოცდილება პროფილის შესაბამისად;

7. ვაკანტურ თანამდებობაზე შერჩეულ პირს ეზღუდება პარალელურად მუშაობდეს სხვა ორგანიზაციაში;

8. დამტკიცდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორანტის (ბირთვული ფიზიკის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია) თანამდებობაზე შესარჩევი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) სიმონ წერეთელი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი – კომისიის თავმჯდომარე;

ბ) მალხაზ გოჩიტაშვილი – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ - პროფესორი - წევრი;

გ) ნუგზარ გუბაძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიის გამგე - მდივანი;

9. დამტკიცდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორანტის (ბირთვული ფიზიკის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია) თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი კომისიის მუშაობის წესი (დანართი N1 );

10.   საკონკურსო   დოკუმენტების მიღება იწარმოებს   2021 წლის 15 თებერვლიდან 2021 წლის 19 თებერვლის ჩათვლით 1100-დან 1500  საათამდე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიაში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N3 (II კორპუსი) ოთახი N110; 
11. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

12. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);

13. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 7/02-01          

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) ბიზნესის ანალიტიკისა და ფინასების მიმართულების სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მსურველთათვის!

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (CEU) აცხადებს კონკურსს სასწავლო სტპენდიების მოსაპოვებლად შემდეგ პროგრამებზე:

  1. WOMEN IN TECHNOLOGY SCHOLARSHIP PROGRAM
  2. FUTURE OF BIG DATA SCHOLARSHIP & TRAINING
  3. MORGAN STANLEY INTERNSHIP PROGRAM


განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 1 თებერვლი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ვებგვერდს, ასევე იხილოთ დანართი 1

სრულად

ბრძანების N:

პედაგოგიკა მაინორ პროგრამის სტუდენტთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ პედაგოგიკის მაინორ პროგრამას აკრედიტაციის ვადა ეწურება 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებამდე. აღნიშნული საკითხი გაწერილია საქართველოს კანონში - განათლების ხარისხის განვითარების შესახებ (მუხლი 322) - „2011-2012 და 2014-2015 წლებში აკრედიტებული მასწავლებლის მომზადების ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები (ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი ნაწილია) აკრედიტებულად ჩაითვალოს 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებამდე“.

ამ ეტაპზე პროგრამით გათვალისწინებული საგნები წესისამებრ ცხადდება და პროცესი მაქსიმალურად იქნება სტუდენტზე ორიენტირებული, რომ უნივერსიტეტის მიერ პროგრამით ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად შესრულდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პედაგოგიკის დამატებითი პროგრამის მესამე და მეოთხეკურსელი სტუდენტები დაასრულებენ აკრედიტირებულ პროგრამას ( სრული 60 კრედიტის მოგროვების შემთხვევაში) დიპლომში შესაბამისი ჩანაწერის მითითებით. ხოლო პირველ და მეორეკურსელებს, რადგანაც ამჟამად არსებული საკანონმდებლო რეგულაციებით არ მოუწევთ აკრედიტებულ რეჟიმში პროგრამის დასრულება, გავლილი კრედიტები ჩაეთვლებათ თავისუფალ კრედიტებად დიპლომის დანართში შესაბამისი მითითების გარეშე.

აქვე აღვნიშნავთ, რომ თსუ-ის განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროგრამის ხელმძღვანელი და საქართველოს სხვა უნივერსიტეტების განათლების მიმართულებების პასუხისმგებელი პირები მჭიდროდ თანამშრომლობენ  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, რათა პედაგოგიკის დამატებით პროგრამა, როგორც მასწავლებლის მომზადების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, კვლავ დარეგულირდეს კანონით. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში (თუკი საქართველოს კანონში უმაღლესი განათლების შესახებ გაჩნდა ჩანაწერი პედაგოგიკის დამატებითი პროგრამით მასწავლებლის მომზადების შესაძლებლობის შესახებ), პირველი და მეორეკურსელებისათვის განსხვავებული პირობები იქნება, რაც ეცნობებათ კიდეც მათ დეპარტამენტის მიერ.

სრულად

ბრძანების N:

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2021/2022 აკადემიური სასწავლო წლისათვის

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობამ გამოყო სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისთვის 2021/2022 აკადემიური სასწავლო წლისათვის.

 

მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ან შემდეგ ბმულზე, ატვირთონ ყველა მოთხოვნილი საბუთი და დანართში მითითებული დოკუმენტაცია ასლის სახით წარმოადგინონ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (უზნაძის ქ.N52) 2021 წლის 22 თებერვლის ჩათვლით.

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართში.

 

სრულად

ბრძანების N:

შეხვედრა "თსუ დესპანებთან"

26 იანვარს, "თსუ დესპანებთან" zoom პლატფორმის საშუალებით შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე დაესწრო.

"თსუ დესპანი" საბავშვო უნივერსიტეტის პროექტია, რომლის  მიზანია ნებისმიერი საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტმა მშობლიური სკოლის მოსწავლეებს გააცნოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები და სტუდენტური ცხოვრება.

პროექტი 9 წელია ხორციელდება. მიმდინარე წელს პროექტის ისტორიაში პირველად შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე პროექტი ჰიბრიდული მეთოდით განხორციელდება. მოსწავლეები სკოლაში სტუმრობის ნაცვლად მშობლიურ სკოლებს დისტანციურად დაუბრუნდებიან და Microsoft Teams პროგრამის საშუალებით აბიტურიენტებს უნივერსიტეტსა და სტუდენტურ ცხოვრებას გააცნობენ. საბავშვო უნივერსიტეტთან ერთად პროექტის განხორციელებაში სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრი აქტიურად არის ჩართული. ამ თანამშრომლობის წყალობით მონაწილე დესპანებს წვდომა ექნებათ კარიერულ კურსზე, რომელიც მოიცავს CV-ის და სამოტივაციო წერილის შედგენას, გასაუბრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას, შრომის ბაზრის კვლევას და სხვ.

პანდემიური წლის მიუხედავად პროექტში 400-ზე მეტი სტუნდენტი ჩაერთო, რომლებიც ტრენინგების გავლის შემდეგ მარტის თვიდან  შეხვედრებს მშობლიურ სკოლებში განახორციელებენ.

სრულად

ბრძანების N:

2021 წლის გაზაფხულის სემესტრში თურქული ენის კურსები ონლაინ რეჟიმში ჩატარდება

2021 წლის გაზაფხულის სემესტრში თურქული ენის კურსები ონლაინ რეჟიმში ჩატარდება და 50%-იანი ფასდაკლება განხორციელდება.

რეგისტრაცია გაგრძელდება 5 თებერვლამდე, სწავლა 15 თებერვალს დაიწყება. დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ შეავსოთ ფორმა.

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი არის თურქეთის საელჩოსთან არსებული ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს 2012 წლიდან.

სრულად

ბრძანების N:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის „განათლების მეცნიერებები“ დოქტორანტებისათვის 2020- 2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში რიგგარეშე შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების,
57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის“ N1 დანართის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის N77/2011 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე-7 მუხლის, რექტორის 2019 წლის 31 ოქტომბრის N274/01-01 ბრძანების, 2021 წლის 21 იანვრის N2/01-01 ბრძანებისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 21 იანვრის N388/26 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო პროგრამების ვაკანტური ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 26 იანვარი;
2. შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 27-29 იანვარი;
3. გასაუბრება დარგობრივ კომისიასთან -1-5 თებერვალი;
4. შიდა მობილობის შედეგების ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნება - 11 თებერვალი;
5. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება - -15 თებერვალი;
6.    ხელშეკრულების    გაფორმება    საგანმანათლებლო    ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებთან - 16-17 თებერვალი;
7.    საგანმანათლებლო       ერთეულის       მიერ       სასწავლო       პროცესის       მართვის დეპარტამენტისათვის შიდა მობილობის წესით გადასული სტუდენტების სიის წარდგენა
- 18 თებერვალი;
8.  შიდა  მობილობის  წესით  სტუდენტების  გადასვლის  შესახებ  რექტორის  ბრძანების პროექტის მომზადება - 18 თებერვალი;
9.    ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
10. ბრძანების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 5/01-01      

„Transferring V4 expertise in knowledge/technology transfer“ გახსნითი ღონისძიება

2021 წლის 22 იანვარს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, Visegrad+ საგრანტო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „Transferring V4 expertise in knowledge/technology transfer“ გახსნითი ღონისძიება ჩატარდა.

შეხვედრის ფარგლებში, ქართული ბიზნეს სექტორის (მცირე და საშუალო ბიზნესის), კვლევითი ინსტიტუტების, აკადემიური წრეებისა და შესბამისი საჯარო სტრუქტურების წარმომადგენლებს წარედგინათ ინფორმაცია პროექტის მიზნების, შედეგების, ვადებისა და აქტივობების შესახებ. ასევე, გამომსვლელებმა განიხილეს, თუ რა მდგომარეობა და საჭიროებაა საქართველოში ტექნოლოგიების ტრანსფერისა და სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციის კუთხით და რა თანამშრომლობაა ჩამოყალიბებული ბიზესსა და სამეცნიერო სექტორს შორის.

 

* პროექტი თანადაფინანსებულია ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების მიერ ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ვიშეგრადის გრანტების საშუალებით. ფონდის მისიაა, ცენტრალური ევროპაში მდგრადი რეგიონალური თანამშრომლობის იდეების განვითარება.

სრულად

ბრძანების N:

დოქტორანტ ელენე ფიცხელაურის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2021  წლის 5 თებერვალს, 15:00 საათზე  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე შედგება ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ელენე ფიცხელაურის სადისერტაციო ნაშრომის: ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების თანამედროვე ტენდენციების სტატისტიკური კვლევა“,  საჯარო დაცვა დაცვა ტარდება პლატფორმა zoom-ის საშუალებით.

სამეცნიერო ხელმძღვანელი:   პროფესორი სიმონ გელაშვილი 

სადისერტაციო  ნაშრომის დაცვის  კომისიის წევრები:  აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე, პროფესორი ნუგზარ  თოდუა, პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი (თავმჯდომარე), პროფესორი დემურ სიჭინავა, პროფესორი ეთერ ხარაიშვილი (მოადგილე),  პროფესორი თემურ  შენგელია, პროფესორი მამუკა ნადარეიშვილი  (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), ასოცირებული  პროფესორი ნინო  აბესაძე (მდივანი),  ასოცირებული  პროფესორი  მარინე  მინდორაშვილი, ასოცირებული პროფესორი მანანა ლობჟანიძე, ასოცირებული პროფესორი რუსუდან ქინქლაძე  (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი).

სრულად

ბრძანების N:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე  მუხლის,  საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის  2013  წლის  11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის  2010  წლის  4  თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ №10/ნ ბრძანების №1 დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტების, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2020 წლის 10 ივლისის „2020 - 2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადასვლის (მობილობის) პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ“ სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა სისტემის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2020 წლის 24 დეკემბრის N1.1/141 ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადები:

ა) პროცედურული ვადები:

ა.ა) დოკუმენტაციის მიღება – 12 – 15 თებერვალი;
ა.ბ) უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება – 16 -17 თებერვალი;
ა.გ) სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა/უარი)– 18 თებერვალი;
ა.დ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა – 19 თებერვალი;
ა.ე) მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვა - 19 თებერვალი;


ბ)  საგამოცდო  ვადები  (უნივერსიტეტში  გადმოსვლის  მსურველი დოქტორანტებისთვის):

ბ.ა) უცხო ენის გამოცდა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) – 16 თებერვალი (1000 სთ);
ბ.ბ) გამოცდის შედეგების გამოცხადება –16 თებერვალი (1400 სთ);
ბ.გ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 17 თებერვალი (1100 -1300 სთ); ბ.დ) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 17 თებერვალი (1500 სთ); ბ.ე) გასაუბრება სპეციალობაში- 17 თებერვალი (1700 სთ);

2. განისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):

ა) განცხადება;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი; 
ვ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).
ი) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).
კ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული) (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).
ლ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 
მ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 4/01-01        

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სსიპ – ივანეჯავახიშვილისსახელობისთბილისისსახელმწიფოუნივერსიტეტისჰუმანიტარულმეცნიერებათაფაკულტეტზეკრედიტებისაღიარების მუდვიმოქმედი საფაკულტეტო კომისიის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის N111/2013 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი“-ს მე-3 და მე-7 მუხლების, ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 05 ნოემბრის №105/2012 დადგენილებით დამტკიცებული „უცხოეთში სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაგროვებული კრედიტების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“, ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №74/2012 დადგენილებით დამტკიცებული „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ N1 დანართის მე-2 პუნქტის საფუძველზე
ვბრძანებ:
1. შეიქმნას თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კრედიტების აღიარების მუდმივმოქმედი საფაკულტეტო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1.1. თეიმურაზ პაპასქირი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
1.2. დარეჯან გარდავაძე – ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
1.3. ზვიად მურადაშვილი – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი
1.4. ეკატერინე ბურდული - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი
1.5. სოფიო პაპიაშვილი - ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
1.6. ლაშა სილაგაძე – ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
1.7. ნინო სურმავა - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი
1.8. დემურ ჯალაღონია – ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
1.9. მერი ნიკოლეიშვილი – ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
1.10. თეა თათეშვილი – ხარისხის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი
1.10. ნინო კვირიკაშვილი–კომისიის მდივანი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი.
2. კრედიტების აღიარების საფაკულტეტო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობის დროებით შესრულება დაევალოს ხარისხის მართვის სამსახურის უფროსს, დარეჯან გარდავაძეს.
3. ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 2

ალექსანდრე მესხი: „არასდროს დამავიწყდება ის სიხარული, როდესაც ჩემ პროფესორთან ერთად, პირველი ხელშესახები შედეგი მივიღე მათემატიკაში...“

„საქართველოში არსებობს მათემატიკის ის დონე, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს სავსებით აკმაყოფილებს. ქართველი მათემატიკოსების მიერ მიღებული  შედეგები გამორჩეულ უცხოურ სამეცნიერო ჟურნალებში ქვეყნდება და საკმაოდ დიდ დაინტერესებას იწვევს,“ - თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერი ალექსანდრე მესხი ერთ-ერთია იმ ქართველ მათემატიკოსებს შორის, ვინც როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო აღიარება არაერთხელ მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ მათემატიკოსობა მისი ოცნება არ  ყოფილა, პროფესიული არჩევანის ფორმულა წარმატებით ამოხსნა და დღეს ციფრების გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმოუდგენია. სამეცნიერო მოღვაწეობის გზაზე მყოფი კი ამ ხნის მანძილზე დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას ახლა უკვე მომავალ მათემატიკოსებს უზიარებს.

სკოლის პერიოდში ალექსანდრე მათემატიკით გატაცებული ნამდვილად არ ყოფილა, არც სასკოლო მათემატიკურ ოლიმპიადებში მიუღია მონაწილეობა და შესაბამისად, არც ამ ოლიმპიადებში გამარჯვებებს განუსაზღვრავს მისი მომავალი პროფესია. ალექსანდრეს ინტერესის სფეროს უფრო ბიოლოგია და ქიმია წარმოადგენდა, თუმცა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ნელ-ნელა უმაღლეს მათემატიკას გაეცნო, მიხვდა, რომ სწორედ ეს იყო ის, რასაც სურდა ცხოვრებაში გაჰყოლოდა. ამ სურვილმა კი ნელ-ნელა შემდგომი წარმატებები მოუტანა და საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში საბოლოოდ დაარწმუნა. თუ სკოლაში სწავლის პერიოდში ოლიმპიადებში მონაწილეობითა და გამარჯვებებით ვერ იამაყებდა, განსხვავებული აღმოჩნდა სტუდენტობის პერიოდი. ჯერ იყო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენციაზე მათემატიკის მიმართულებით გამარჯვება, შემდეგ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში ჩაბარება, მოგვიანებით კი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციების დაცვა.

„არასდროს დამავიწყდება ის სიხარული, როდესაც ჩემს პროფესორ ვახტანგ კოკილაშვილთან ერთად, პირველი ხელშესახები შედეგი მივიღე მათემატიკაში, უფრო კონკრეტულად ეს ეხებოდა წილადური ინტეგრალების შემოსაზღვრულობას წონიან ფუნქციურ სივრცეებში. ამ შედეგმა განაპირობა სადოქტორო დისერტაციის დაცვა და ამ შედეგებზე დაყრდნობით საზღვარგარეთის წამყვან გამომცემლობებში რამდენიმე მონოგრაფია გამოიცა,“ - იხსნებს ალექსანდრე მესხი.

ახალგაზრდა მეცნიერის მიერ მიღებული შედეგების საერთაშორისო აღიარებას კი სხვადასხვა დროს ევროპის, აზიისა თუ ამერიკის უნივერსიტეტებში სამეცნიერო საქმიანობის გაგრძელება, უკვე მოგვიანებით არაერთი პრესტიჟული სამეცნიერო გრანტი თუ სხვადასხვა ჯილდო მოჰყვა. ყველა ამ წარმატების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მეცნიერი იმ მდიდარ ტრადიციებს მიიჩნევს, რომელიც საქართველოში მათემატიკის მიმართულებას აქვს.

„პოსტ-დოქტორანტის რანგში ვიმყოფებოდი იტალიის სამეცნიერო დაწესებულებაში. ასევე იტალიაში, მქონდა დროებითი პოზიცია პადუას უნივერსიტეტში, მოგვიანებით ხანგრძლივი ხელშეკრულებით ვიმყოფებოდი ლაჰორის მათემატიკურ მეცნიერებათა სკოლაში. ამის შემდეგ საქართველოში, კერძოდ კი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ ფილიალში ვასწავლიდი. მოპოვებული მაქვს 2000 წელს გერმანული მათემატიკური საზოგადოების მიერ დაარსებული ეილერის პრემია, ვარ ასევე ანდრია რაზმაძის პრემიის ლაურეატი და ამჟამად საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიანტი. ჩემი წარმატებები განპირობებულია ცნობილ ქართველ მათემატიკოსებთან სამეცნიერო ურთიერთობებით,“ - აღნიშნავს ახალგაზრდა მეცნიერი.

ალექსანდრე მესხი დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტშიც არის დასაქმებული და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი თავისი სამეცნიერო საქმიანობა საქართველოში გააგრძელოს, რადგან მიაჩნია, რომ აქ მეცნიერებს სამეცნიერო მოღვაწეობისთვის სხვადასხვა შესაძლებლობა აქვთ.

„საქართველოში ბევრი საშუალება არსებობს, რაც მეცნიერს საკუთარი საქმის კეთების შესაძლებლობას აძლევს,  რაც ადგილობრივ თუ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობასა და მოპოვებულ გრანტებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში პედაგოგიურ მოღვაწეობაში გამოიხატება. ამ მხრივ არც მე ვარ გამონაკლისი. მომავალშიც, ვფიქრობ, რომ ჩემი სამეცნიერო მოღვაწეობა ჩემს ქვეყანასთან იყოს დაკავშირებული,“ - ამბობს დასასრულს ახალგაზრდა მეცნიერი ალექსანდრე მესხი.

სრულად

ბრძანების N: