საუდის არაბეთის სამეფო აწესებს პრინც ფაიზალ ბინ ფადის პრიზს, მათემატიკის დარგში კვლევებისთვის.
აღნიშნული პრიზი ითვალისწინებს კვლევით გრანტებს 80 000-120 000 აშშ დოლარის ფარგლებში.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 15 თებერვალი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ვებგვერდს
ბრძანების N:
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
1921 წლის ისტორიულ-კულტურული მოვლენები:
ხედვა საუკუნის შემდეგ
კონფერენცია ეძღვნება
ჭაბუა ამირეჯიბის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს
27-29 მაისი, 2021
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მიზანია, ინტერდისციპლინურ კონტექსტში წარმოაჩინოს 1921 წლის მოვლენები, დამოუკიდებლობის დაკარგვისა და ოკუპაციის ისტორიული, ლიტერატურული, კულტურული, პოლიტიკური, ეთნოლოგიური და სხვა ასპექტები.
1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) ძალისმიერი დამხობის შემდეგ ქვეყანაში საბჭოთა რეჟიმი დამყარდა, რომელმაც ტოტალიტარული სახელმწიფოს, საბჭოთა კავშირის, შემადგენლობაში შეიყვანა ქვეყანა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეეწირნენ თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტებიც. კომუნისტური ტირანიის დამყარებას მოჰყვა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ემიგრაცია ევროპაში, საქართველოში კი წინააღმდეგობის კერების წარმოშობა, ქართველ ინტელექტუალთა, პატრიოტ მოქალაქეთა პროტესტი, მათი რეპრესიები და მასობრივი ტერორი.
1921 წელი მრავალმხრივ მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოს ისტორიისთვის. ამ პერიოდის მოვლენებმა ასახვა პოვა ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ეს არის ტრაგიკული წელი, რომელმაც მნიშვნელოვნად განაპირობა საქართველოს ისტორიაში სხვა მოვლენებიც. 1921 წელი საქართველოსთვის არის საბჭოთა ეპოქის დასაწყისი. ეპოქისა, რომელსაც სჭირდება ახლებური გააზრება თანამედროვე გადასახედიდან და თანამედროვე ინტერდისციპლინური ანალიზი. აღნიშნული განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ამ ტრაგიკული მოვლენიდან 100 წლის შემდეგ როგორც ეპოქის, ისე მისი ცალკეული ასპექტების შეფასების პერსპექტივისათვის.
კონფერენცია ეძღვნება ქართველი მწერლის, ჭაბუა ამირეჯიბის (1921-2013), დაბადებიდან 100 წლის იუბილეს. ჭაბუა ამირეჯიბის ცხოვრება და შემოქმედება დიდად არის განპირობებული მისი ანტისაბჭოთა მოღვაწეობითა და საბჭოთა იდეოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლით. 1943 წელს იგი დააპატიმრეს შეიარაღებული აჯანყების ბრალდებით. სხვადასხვა დროს მისჯილი ჰქონდა დახვრეტა, 25-წლიანი პატიმრობა, განაჩენის გამოტანას თვე-ნახევარი ელოდა სიკვდილმისჯილთა საკანში. პატიმრობის დროს სამჯერ გაიქცა და სასჯელი გაუორმაგეს, მონაწილეობდა პოლიტპატიმართა აჯანყებებში. 16-წლიანი პატიმრობისა და გადასახლების შემდეგ, 1960 წლიდან, ჭაბუა ამირეჯიბი ლიტერატურულ მოღვაწეობას იწყებს. 1972 წელს გამოქვეყნებულმა რომანმა „დათა თუთაშხია“ მწერალს საყოველთაო აღიარება მოუტანა. რომანი თარგმნილია მრავალ ენაზე, რუსული თარგმანი კი ავტორისეულია. გადაღებულია მრავალსერიანი ფილმი „დათა თუთაშხია“. ჭაბუა ამირეჯიბის მეორე რომანი „გორა მბორგალი“ (1995) აღწერს საბჭოთა ეპოქას, გულაგს, მისი მთავარი პერსონაჟი მიიჩნევა ავტორის ალტერ ეგოდ. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია მრგვალი მაგიდა თემაზე: „ჭაბუა ამირეჯიბი 100 - საბჭოთა ეპოქა ლიტერატურასა და კინოში“.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ჰუმანიტარული და მომიჯნავე დარგების წარმომადგენლებს: ისტორიკოსებს, ფილოლოგებს, პოლიტოლოგებს, სოციოლოგებს, კულტუროლოგებს, ეთნოლოგებს, ხელოვნებათმცოდნეებს და სხვ.
კონფერენციის ორგანიზატორია ივანე ჯავახიშვილის სახეობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.
კონფერენცია ჩატარდება დისტანციურ ფორმატში
კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური
მნიშვნელოვანი თარიღები:
თეზისების მიღება 20. 01. 2021 – 10. 04. 2021
მიღებული თეზისების რეცენზირება - 20. 03. 2021 – 15. 04. 2021
ინფორმაცია მონაწილეობის შესახებ - 20. 04. 2021
სტატიების გაგზავნა - 20. 08. 2021
განაცხადის ფორმა:
მომხსენებლის სახელი, გვარი;
ორგანიზაცია;
აკადემიური ხარისხი;
ტელეფონი (მობილური), ელექტრონული ფოსტის მისამართი
თეზისების გაფორმების წესი:
თეზისები მიიღება ქართველი ავტორებისთვის ქართულ და ინგლისურ ენებზე.
უცხოელი ავტორებისთვის - ინგლისურ ენაზე.
თეზისების მოცულობა 300-500 სიტყვა თითოეულ ენაზე.
ორივე ენაზე შრიფტი – Sylfaen. შრიფტის ზომა – 11, ინტერვალი – 1;
მოსაკრებელი
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.
განაცხადები მიიღება ელექტრონულ ფოსტაზე: 1921conference@tsu.ge
საკონტაქტო პირი:
ნინო პოპიაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტი
დაგეგმილა მოხსენებების კრებულის გამოცემა.
ბრძანების N:
იულიუს მაქსიმილიანის სახელობის ვიურცბურგის უნივერსიტეტის ბიზნესის მენეჯმენტისა და ეკონომიკის ფაკულტეტი იწვევს საერთაშორისო სტუდენტებს 2021 წლის საზაფხულო სკოლებში მონაწილეობის მისაღებად, რომელთა ჩატარებაც დაგეგმილია 2021 წლის 18 ივლისიდან 27 ივლისამდე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ვებგვერდს, ასევე იხილეთ: დანართი 1.
ბრძანების N:
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მიმდინარე წლის 29 იანვარს N39825 კორესპონდენციით შემოვიდა ინფორმაცია ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოს მიერ 2021-2022 სასწავლო წლისთვის საქართველოს მოქალაქე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის გამოცხადებული სტიპენდიების შესახებ.
სტიპენდიის მოსაპოვებლად აპლიკანტმა სააპლიკაციო განაცხადი უნდა გააგზავნოს ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოში ონლაინ ვებ-გვერდის საშუალებით მ/წ 1 თებერვლიდან 1 აპრილის ჩათვლით.
ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტო ასევე აცხადებს მიღებას საზაფხულო კურსზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია პირველი თებერვლიდან გამოქვეყნდება სააგენტოს ვებ-გვერდზე.
ბრძანების N:
ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტო აცხადებს კონკურსს საერთაშორისო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სამივე საფეხურის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ლატვიის მთავრობის მიერ 2021-2022 სასწავლო წლისათვის გამოყოფილი სასწავლო და კვლევითი სტიპენდიების მოსაპოვებლად.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 1 აპრილი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ვებგვერდს, ასევე იხილოთ დანართი 1.
ბრძანების N:
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ" თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 25 იანვრის N592/32 წარდგინების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე შემდეგი ვაკანტური ადგილები:
1.1 კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინა -12
1.2 საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია- 6
2. გამოცხადდეს მიღება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე;
3. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურაში მიღების ვადები:
ა) საბუთების მიღება- 3-8 თებერვალი;
ბ) გამოცდა უცხო ენაში -11 თებერვალი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება -15 თებერვალი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება -16 თებერვალი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება -17 თებერვალი;
ვ) გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ სპეციალობის გამოცდის ჩაბარება) –16 თებერვალი;
ზ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 17 თებერვალი; თ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 18 თებერვალი;
ი) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 19 თებერვალი;
კ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება-19-თებერვალი;
ლ)დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 22 თებერვალი;
მ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 23-24 თებერვალი;
ნ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 25 თებერვალი;
ო) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 25 თებერვალი;
4. განისაზღვროს თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2020 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
ზ) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;
თ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ლ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
მ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
ნ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე
ბრძანების N: 9/01-01
თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერის, გიორგი რუსიაშვილისთვის იურისტობა ბავშვობის ოცნება არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ სამართლის სფერო ოჯახური ტრადიცია იყო და მშობლებსაც ძალიან უნდოდათ იურისტი გამხდარიყო, მას ეს პროფესია არ იზიდავდა. ძირითადად ფილოსოფიითა და ლიტერატურით იყო გატაცებული. ყოველთვის უყვარდა კითხვა და ისეთი ტექსტები, რომლებიც შესაძლოა განსხვავებულად განიმარტოს და იქნეს გაგებული. “ტექსტის ინტერპრეტაცია მიზიდავდა, ერთი და იგივე რომ წერია და ორ სხვადასხვა ადამიანს ესმის განსხვავებულად,”-იხსენებს იგი.
ახალგაზრდა მეცნიერს ლოგიკა და ფილოსოფია ყოველთვის იზიდავდა. ამავდროულად, დაინტერესებული იყო ყოფითი პრობლემებითაც. სამართალში კი ამ ორის სინთეზი დაინახა. “რაღაც მომენტში გავაცნობიერე, რომ სამართალი არის სწორედ ასეთი ინტერპრეტატორული მუხტისა და შემოქმედებითი სააზროვნო სივრცის მომნიჭებელი. რეალურად, თუ კანონი სწორადაა დაწერილი და შედგენილი, თავისი აბტრაქტულობითა და სააზროვნო მუხტით შეიძლება არ ჩამოუვარდებოდეს რაიმე მათემატიკურ, ლოგიკურ ფორმულას,”-აღნიშნავს ის.
მისთვის საინტერესო აღმოჩნდა ის ფაქტი, თუ როგორ შეიძლება ერთი და იგივე ნორმა, მაგალითად ერთ პწკარიანი ნორმა ნასყიდობის შესახებ, ერთგვარად აწესრიგებდეს შემთხვევას, როდესაც გლეხმა ორი თხა მიჰყიდა მეზობელს და ასევე მრავალმილიონიანი საწარმოების შერწყმის პროცესს. “აქ დავინახე სამართლის მაგია და პირველი ზიარება და ინტერესის მომენტი ამან გამიღვიძა სამართლის მიმართ. ეს იყო ერთი შეხედვით სრულიად ამქვეყნიური მეცნიერება, დამიწებული მეცნიერება და მეორე მხრივ ფლობდა არანაკლები სიზუსტის, განყენებულობის და აბსტრაქტულობის ინსტრუმენტებს.”
სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე დაიწყო. შემდეგ სწავლობდა გერმანიაში, ზაარლანდის უნივერსიტეტში, როგორც გაცვლითი პროგრამის სტუდენტი. შემდგომ დისერტაციაც იქ დაიცვა. “ძალიან საინტერესო იყო სხვა სამართლის კულტურასთან ზიარება, განსაკუთრებით კი ისეთი სამართლისა, რომელიც არის ქართული სამართლის პირველწყარო.”-ამბობს გიორგი.
ახალგაზრდა იურისტის პირველი სპეციალობა რომის სამართალია. მიაჩნია, რომ როგორც ფილოსოფოსი ვერ იარსებებს არისტოტელესა და პლატონის სწავლების გარეშე, ასევე იურისტი არ შეიძლება არსებობდეს იმ პირველწყაროს შემეცნების გარეშე, საიდანაც წარმოიშვა სამართალი, კერძოდ-რომის სამართალი. “თანამედროვე სამართალი არა მარტო ჩაისახა და დაიწყო რომში, არამედ შორს არც წასულა იმ გაგებით, რომ მთელი ის ინტელექტუალური მონაგარი, რაც შექმნეს რომაელმა იურისტებმა, დღემდე ცოცხალია და ყოველდღიურად ვიყენებთ ისე, რომ შეიძლება ვერც ვაცნობიერებდეთ კიდევაც.”
პავიას უნივერსიტეტში იყო ასეთი სკოლა “ჩედანტე”, რომელიც ეხებოდა ანტიკურ კულტურასა და რომის სამართალს, კონკრეტულად კი იმპერატორის სამართლებრივ როლს რომაულ კულტურაში. ჩემი თემა იყო “ფინანსური მოწყობა საიმპერატორო ხაზინის რომის ადრეულ პერიოდში”, ე.წ ფისკუს ცეზარის ფინანსური რეჟიმი, რაც დაგვირგვინდა ბოლოს შესაბამისი პუბლიკაციით ჩედანტეს ყოვლწლიურ კრებულში.
თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ გააგრძელებდა მუშაობას სტუდენტებთან. “ცოდნის გადაცემისა და სხვაში იმპულსის გაღვიძების მომენტი ძალიან მაინტერესებდა. როგორც ამბობენ, ერთ-ერთი გზა, რომ რაიმე სიღრმისეულად შეისწავლო და შეიმეცნო, არის ის, რომ სხვას ასწავლო. ნებისმიერი სწავლება ორმხრივია,”-ამბობს ახალგაზრდა მეცნიერი.
“არ არსებობს არცერთი კულტურა სამართლის გარეშე. შეიძლება ეს არ იყო დახვეწილი სამართალი და თანამედროვე გაგებით სამართალი, თუმცა ყველგან, როგორც კი ორი ადამიანი შეიკრიბება, საჭირო ხდება სამართალი, რათა მოაწყონ თანაცხოვრება. თანამედროვე სამყაროში შეიძლება სამართალმა რაღაც ფორმები იცვალოს, სამართლის მატარებლები შეიცვალოს, ურთიერთობის გამოვლინება შეიცვალოს, მაგრამ ფუნდამენტური აუცილებლობა სამართლისა, რომ მოაწესრიგოს თანაცხოვრება, ეს პირიქით, არაფრით არ მცირდება.”
ბრძანების N:
თსუ მედიცინის ფაკულტეტის მიერ გამოცხადებული შიდა მობილობის პროცესის სრულფასოვნად წარმართვის ხელშეწყობის მიზნით და იმის გათვალისწინებით, რომ „მედიცინის“ ქართულენოვან პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველი შეიძლება აღმოჩნდეს „მედიცინის“ ინგლისურენოვანი ან თსუ სხვა უცხოენოვანი პროგრამის სტუდენტი, რომლის ქართული ენის ცოდნის დონის შესაბამისობა ნორმატიულ მოთხოვნებთან აუცილებელია, ვბრძანებ:
შეიქმნას კომისია, რომელიც უზრუნველყოფს შიდა მობილობის პროცესში უცხოენოვან სტუდენტთან გასაუბრებას ქართული ენის ცოდნის დონის შეფასების მიზნით, შემდეგი შემადგენლობით:
- მაია ბიწკინაშვილი (მედიცინის პროგრამის ხელმძღვანელი), ასოცირებული პროფესორი;
- ნინო ჩიხლაძე (ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი) პროფესორი;
- მაკა ჯორბენაძე (ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი) ასოცირებული პროფესორი;
- ქეთევან გოჩიტაშვილი (თსუ ენების ცენტრის ქართული ენის მასწავლებელი)
ბრძანების ფაკულტეტის ვებ გვერდზე, ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს კანცელარიას. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ხელმოწერა,
დიმიტრი კორძაია
დეკანი
ბრძანების N: 2
თსუ იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების სამაგისტრო თემის სათაურის (ხელმძღვანელის რეზოლუციით) და სავარაუდო სტრუქტურის რეგისტრაციის შესახებ განცხადების მიღება იწარმოებს იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიაში, 1 მარტიდან 5 მარტის ჩათვლით.
I კორპუსი, 118 ოთახი.
იხ. განცხადების ფორმა
ბრძანების N:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის ძალებით სამტომეული; „ანისი და საქართველო. ნარკვევები, მასალები“ გამოიცა. სამტომეულში თავმოყრილია ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის მიერ, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, 2016-2018 წლებში განხორციელებული პროექტის შედეგები, რომლის მიზანიც ანის-შირაკის, როგორც გამორჩეული მრავალკულტურული გარემოს მომცველობით წარმოჩენა გახლდათ. პროექტის ფარგლებში შესწავლილია ანის-შრაკის გარემოში არსებული სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობის შრეებთან ერთად, ქართული პოლიტიკური, აღმსარებლობითი და მხატვრული მემკვიდრეობის თანაარსებობასთან დაკავშირებული მხარეებიც.
პროექტის განხორციელების შედეგად გამოვლენილი მასალები მრავალმხრივ სრულყოფს ანისის, როგორც სხვადასხვა კულტურული წრის შეხვედრისა გარემოს სურათს, ამასთანავე ახალი კუთხით წარმოაჩენს სამხრეთ კავკასიის ვრცელ რეგიონში მიმდინარე ეთნოკონფესიურ თუ კულტურულ პროცესებს, როგორც საქართველოს სახელმწიფოს, ისე ეკლესიის მიმართებებს მათთან, საზოგადოდ - ქართული კულტურული მემკვიდრეობის ადგილსა და როლს ამ პროცესებში.
პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდნენ: ზაზა სხირტლაძე (პროექტის ხელმძღვანელი), გიორგი ჭეიშვილი, ენტონი ისტმონდი, ირინე გივიაშვილი, ირინე ელიზბარაშვილი, ნატალია ტურაბელიძე, ნანა სიხარულიძე, ვლადიმერ კეკელია, ირმა ხოსიტაშვილი, ნელი ჩაკვეტაძე, ჯიმშერ ჩხვიმიანი, ნინო ბაგრატიონი, ვიოლა ტუღუში, ზეინაბ გურჯიძე, თეო ჯალაღანია, მაია პატარიძე, ირაკლი ფაღავა და ირაკლი თეზელაშვილი.
სამტომეული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით დაიბეჭდა.
დამატებითი ინფორმაცია სამტომეულის შესახებ იხილეთ ბმულზე.
ბრძანების N:
განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:
ბაკალავრიატი/დიპლომირებული მედიკოსი/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამა
ა) პირველსემესტრელთა რეგისტრაცია:
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება - 3-9 სექტემბერი;
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 10-14 სექტემბერი.
ბ) შემოდგომის სემესტრი (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის გარდა):
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 7 აგვისტო - 20 სექტემბერი;
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 7-20 სექტემბერი;
ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 14 სექტემბერი - 18 ოქტომბერი (სრულად დისტანციურად), 19 ოქტომბერი - 27 ნოემბერი (პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები არადისტანციურ რეჟიმში, ხოლო სასაწავლო პროცესის სხვა კომპონენტები დისტანციურად)“; 28 ნოემბერი - 26 დეკემბერი (მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკული/ლაბორატორიული/კლინიკური კომპონენტები შესაძლებელია წარიმართოს არადისტანციურ რეჟიმში, სხვა შემთხვევაში სრულად დისტანციურად);
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი - 18 იანვარი - 10 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები); 16-22 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
ბ.ე) არდადეგები - 27 დეკემბერი – 17 იანვარი; 23 -28 თებერვალი.“
„ბ1 “ შემოდგომის სემესტრი (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი)
ბ1.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 7 აგვისტო - 20 სექტემბერი;
ბ1.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 7-20 სექტემბერი;
ბ1.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 21 სექტემბერი - 18 ოქტომბერი (სრულად დისტანციურად), 19 ოქტომბერი - 27 ნოემბერი (პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები არადისტანციურ რეჟიმში, ხოლო სასაწავლო პროცესის სხვა კომპონენტები დისტანციურად), 28 ნოემბერი - 2 იანვარი (სრულად დისტანციურად)“;
ბ1.დ) საგამოცდო პერიოდი - 18 იანვარი - 10 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები), 16-22 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
ბ1.ე) არდადეგები - 3 – 17 იანვარი; 23-28 თებერვალი.“
გ) გაზაფხულის სემესტრი:
გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1-28 თებერვალი;
გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 22 თებერვალი – 1 მარტი;
გ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 1 მარტი – 12 ივნისი;
გ.დ) საგამოცდო პერიოდი - 14 ივნისი- 8 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 15- 21 ივლისი (დამატებითი გამოცდები);
გ.ე) არდადეგები - 22 ივლისი - 12 სექტემბერი.
„გ1 ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა:
გ1.ა. პირველსემესტრელთა რეგისტრაცია:
გ1.ბ. ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება - 3-9 სექტემბერი;
გ1.გ. აკადემიური რეგისტრაცია - 10-14 სექტემბერი.
გ1.დ. შემოდგომის სემესტრი:
გ1.ე. ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 7 აგვისტო - 21 სექტემბერი;
გ1.ვ. აკადემიური რეგისტრაცია - 14 - 21 სექტემბერი;
გ1.ზ. სააუდიტორიო მეცადინეობები - 21 სექტემბერი - 18 ოქტომბერი (სრულად დისტანციურად), 19 ოქტომბერი - 27 ნოემბერი (პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები არადისტანციურ რეჟიმში, ხოლო სასაწავლო პროცესის სხვა კომპონენტები დისტანციურ რეჟიმში), 28 ნოემბერი - 2 იანვარი (სრულად დისტანციურად)“.
გ1.თ. საგამოცდო პერიოდი - 18 იანვარი - 10 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები), 16-22 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
გ1.ი. არდადეგები - 3 - 17 იანვარი; 23-28 თებერვალი.“
მაგისტრატურის/დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა
დ) პირველსემესტრელ მაგისტრანტთა/დოქტორანტთა რეგისტრაცია:
დ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 21-24 სექტემბერი;
დ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 21-24 სექტემბერი.
ე) შემოდგომის სემესტრი:
ე.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 7 აგვისტო - 21 სექტემბერი;
ე.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 14 - 21 სექტემბერი;
ე.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 21 სექტემბერი - 18 ოქტომბერი (სრულად
დისტანციურად), 19 ოქტომბერი - 27 ნოემბერი (პრაქტიკული და
ლაბორატორიული მეცადინეობები არადისტანციურ რეჟიმში, ხოლო სასაწავლო
პროცესის სხვა კომპონენტები დისტანციურ რეჟიმში), 28 ნოემბერი - 2 იანვარი
(მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის
პრაქტიკული/ლაბორატორიული/კლინიკური კომპონენტები შესაძლებელია
წარიმართოს არადისტანციურ რეჟიმში, სხვა შემთხვევაში სრულად
დისტანციურად)“.
ე.დ) საგამოცდო პერიოდი - 18 იანვარი - 10 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები),
16 - 22 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
ე.ე) არდადეგები - 3 - 17 იანვარი; 23-28 თებერვალი.
ვ) გაზაფხულის სემესტრი:
ვ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1-28 თებერვალი;
ვ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 22 თებერვალი – 1 მარტი;
ვ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 1 მარტი – 12 ივნისი;
ვ.დ) საგამოცდო პერიოდი - 14 ივნისი- 8 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 15-21 ივლისი (დამატებითი გამოცდები);
ვ.ე) არდადეგები - 22 ივლისი - 19 სექტემბერი.
ბრძანების N:
ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოს მიერ 2021-2022 სასწავლო წლისთვის საქართველოს მოქალაქე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის გამოცხადებულია სტიპენდიები.
სტიპენდიის მოსაპოვებლად აპლიკანტმა სააპლიკაციო განაცხადი უნდა გააგზავნოს ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოში ონლაინ ვებ-გვერდის საშუალებით http://www.viaa.gov.lv/scholarships
1 თებერვლიდან 1 აპრილის ჩათვლით.
განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტო ასევე აცხადებს მიღებას საზაფხულო კურსზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია პირველი თებერვლიდან გამოქვეყნდება სააგენტოს ვებ-გვერდზე.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულ ფაილებში.
ბრძანების N:
გაცნობებთ, რომ შესაძლებელია მონაწილეობის მიღება II საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკულ ინტერნეტ კონფერენციაში ”განათლების, მეცნიერების და ბიზნესის ინტეგრაცია თანამედროვე გარემოში: ზამთრის დებატები”, რომელიც ეძღვნება ქვეყნების განვითარების ახალი იდეების ძიებას საერთაშორისო, ეროვნულ და რეგიონალურ დონეზე.
კონფერნციის ვებ გვერდის მისამართის, თემატიკის და სხვა დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული
ბრძანების N:
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა’’, ,,ბ’’, ,, ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიღების წესისა და უცხო ენის ცოდნის განმარტების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2014 წლის 9 ივნისის N49/2014 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული N1 დანართის მე-5 მუხლის 21 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით გასაუბრების ჩატარების ვადად 2021 წლის 08 თებერვალი - გასაუბრება ქართულ ენაში;
2. აღნიშნული გასაუბრების ვიდეოჩანაწერის უზრუნველყოფა დაევალოს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე
ბრძანების N: 8/01-01
ლოძის სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა (IDS-MUL) აცხადებს მიღებას 2021 წლის სადოქტორო პროგრამაზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ვებგვერდს, ასევე იხილოთ დანართი 1, დანართი 2.
ბრძანების N:
ბერძნული ენის ცენტრი (ΚΕΓ) აცხადებს რეგისტრაციას ახალი ბერძნული ენის სასერტიფიკატო გამოცდებისთვის. გამოცდები ჩატარდება 2021 წლის 18-20 მაისს. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა ამა წლის 21 მარტი, 15:00 საათი
https://www.greek-language.gr/certification/application/index.html
დაინტერესებულმა პირებმა, რომელთაც გამოცდის ჩაბარება თბილისის საგამოცდო ცენტრში (თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი) სურთ, რეგისტრაციის გასავლელად უნდა მიმართონ საგამოცდო ცენტრს და დაფარონ გამოცდის საფასური (A1, A2, B1 დონეები - 65 ევრო; B2, Γ1, Γ2 - 73 ევრო).
ტელ.: 593 49 00 18
გამოცდები ჩატარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში.
მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი, #13. თსუ VIII კორპუსი, II სართული, 220-ე აუდიტორია.
ბრძანების N:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ქართველი ენათმეცნიერის მზექალა შანიძის 95 წლის იუბილე აღნიშნა. საიუბილეო ღონისძიება პანდემიის გავლენით დისტანციურ ფორმატში, ზუმის პლატფორმაზე გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კოტე ნაცვლიშვილი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, ქართველი და უცხოელი მეცნიერები ესწრებოდნენ.
თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ქართველ ენათმეცნიერს 95 წლის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ მზექალა შანიძის დაბადების დღე საერთაშორისო მასშტაბის დღესასწაულია, რომელიც მომავალში კონფერენციითა და კრებულის გამოცემით აღინიშნება. „ქალბატონმა მზექალამ არაერთი თაობა აღზარდა, ყოველთვის გამოირჩეოდა პრინციპულობით და დღესაც უზარმაზარი მაგალითია ახალგაზრდებისთვის. მისი ენთუზიაზმი და მომავლისადმი ხედვა წარმოუდგენლად დიდ სტიმულს აძლევს ყველას. მჯერა, კიდევ მრავალი წლის განმავლობაში შეძლებს თაობების აღზრდას, ასწავლის მათ მეცნიერებისა და სამშობლოს სიყვარულს და გაუზიარებს იმ ხედვებს, რაც ნებისმიერ მეცნიერში ნამდვილად დასაფასებელია,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა მეცნიერების განვითარებისა და ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის მზექალა შანიძეს მადლობა გადაუხადა. „მზექალა შანიძე ყველასთვის ლეგენდარული სახელი და გვარია, ის სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად და მისი იუბილე ამ ერთი დღით არ შემოიფარგლება, ის გაგრძელდება მომავალშიც. დღემდე მახსოვს გამოცდების პერიოდში მის მიერ დასმული შეკითხვები, რომლებიც მოაროლად დადიოდა ახალგაზრდებში და ცალკე ნუსხა იყო ამ შეკითხვების. ჩვენ ყველას უნდა გვქონდეს უნარი ვისწავლოთ მისგან როგორ ვიცხოვროთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ,“ - აღნიშნა ნუნუ მიცკევიჩმა.
განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის კოტე ნაცვლიშვილის თქმით, ქართველი ენათმეცნიერის 95 წლის იუბილეს საქართველოს პრეზიდენტის სახელით ცალკე ღონისძიებაც მიეძღვნება. „ქალბატონი მზექალას სამეცნიერო მოღვაწეობაზე მე ახალს ვერაფერს ვიტყვი, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის უზარმაზარი წვლილი, რაც მან UNESCO-ში ქართული ანბანის წარდგენისას გასწია. სწორედ მისი რედაქტირებით გაიგზავნა ტექსტი UNESCO-ში და მისივე დამსახურებაა, რომ დღეს საქართველოს ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა მსოფლიოს მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი,“ - აღნიშნა კოტე ნაცვლიშვილმა.
მზექალა შანიძეს ქართველ მეცნიერებთან ერთად 95 წლის იუბილე მიულოცეს უცხოელმა მეცნიერებმა და კოლეგებმა. როგორც გერმანელმა ენათმეცნიერმა, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორმა, თსუ საპატიო დოქტორმა იოსტ გიპერტმა განაცხადა, იბეჭდება ივერონის მონასტრის ქართულ ხელნაწერთა კატალოგი, რომელიც ქართველ ენათმეცნიერს საჩუქრად გადაეცემა.
თსუ პროფესორის დარეჯან თვალთვაძის თქმით, მზექალა შანიძის დაბადების დღე ყველასთვის გამორჩეულია, ვინაიდან თავად არის გამორჩეული სამეცნიერო თუ სამოქალაქო მოღვქაწეობით. “ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მას ახასიათებს, ეს არის მუდმივი ინტერესი სიახლისადმი, მუდმივი ინტერესი ცოდნის შეძენისადმი, რაც აძლევს კიდევაც მას საშუალებას, რომ ის მართლაც ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს ყველანაირად. თავისი საქმიანობითაც 95 წლის ასაკში ჰქონდეს ძალიან სერიოზული სამომავლო გეგმები, მეგობრობდეს ახალგაზრდებთან და უხაროდეს მათთან ურთიერთობა, რაც მთავარია, გამორჩეულ ოცნებას ატარებდეს - სანამ ცოცხალი ვარ კიდევ მინდა გამოვადგე ადამიანებს და საქმესო,“ - აღნიშნა დარეჯან თვალთვაძემ.
ღონისძიების დასასრულს ქართველმა ენათმეცნიერმა მზექალა შანიძემ ღონისძიების მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მეცნიერება აშენებულია იმ საფუძველზე, რომელსაც უნივერსიტეტის დამაარსებლებმა ჩაუყარეს საფუძველი და რომელთა შორის იყო აკაკი შანიძე. „მინახავს ხალხი რომელსაც სდევნიდნენ, აგინებდნენ ბურჟუაზიული მეცნიერების მიმდევრობისათვის, მაგრამ იმათ მაინც იცოდნენ რომ თავისი საქმე უნდა ეკეთებინათ. მეც ვცდილობდი რომ ეს სწორი გზა არ გამემრუდებინა და მივყოლოდი იმათ კვალს. ესაა რაც მე გამიკეთებია. ახლა, როდესაც 95 წლის გავხდი, ვფიქრობ რომ ის გზა რომელიც ჩემმა უფროსებმა და უფროსმა კოლეგებმა მაჩვენეს იყო სწორი გზა. ჩვენ ვცდილობდით რაღაცის გაკეთებას, იმისას, რასაც მოითხოვდა საქმე, გვიკარნახებდა სინდისი და ვცდილობდით არ ჩამოვრჩენოდით თანამედროვეობას. ამ წლების განმავლობაშ ბევრი რამ ვნახე ცუდიცა და კარგიც და მიხარია რომ ასე თუ ისე შევძელი რაღაცის გაკეთება, ისეთი მცირედისა, რომ ეს საჭირო ყოფილიყო საზოგადოებისათვის,“ - განაცხადა მზექალა შანიძემ.
მზექალა შანიძეს 1953 წლიდან დღემდე არ გაუწყვეტია აქტიური კავშირი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. იგი არის ავტორი 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, მისი კვლევის სფერო ფართოა, იგი ფუნდამენტურობით გამორჩეული, არაერთი ენის მცოდნე მრავალმხრივი მკვლევარია.
ბრძანების N:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის მიმართულების დოქტორანტებს საზღვარგარეთ საველე კვლევა სრულად დაუფინანსდებათ, პრაქტიკულ კურსს კი ბერგენის უნივერსიტეტში (ნორვეგია) გაივლიან. თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტსა და ბერგენის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის ინსტიტუტს შორის არსებული პროექტის NorGePart ფარგლებში სტუდენტთა მიღება სამ პროგრამაზე გამოცხადდა.
პირველი პროგრამისთვის შერჩეულ დოქტორანტებს საზღვარგარეთ სამთვიანი ეთონგრაფიული საველე სამუშაოები დაუფინანსდებათ, საველე სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ბერგენის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის ინსტიტუტს სამთვიანი კვლევითი ვიზიტით ეწვევიან. მეორე პროგრამისთვის შერჩეული დოქტორანტები, ასევე სამი თვის განმავლობაში ბერგენის უნივერსიტეტის სოციალური ანთროპოლოგიის დეპარტამენტს ეწვევიან, სადაც ინსტიტუტის აკადემიურ პერსონალთან ერთად საკუთარ სადოქტორო კვლევის საკითხებს განიხილავენ და კონსულტაციებს გაივლიან, მონაწილეობას მიიღებენ ბერგენის საზაფხულო სკოლაში, ისარგებლებენ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკითა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, დაესწრებიან და აქტიურად ჩაერთვებიან ინსტიტუტის აკადემიურ ღონისძიებებში. მესამე პროგრამა კი თსუ-სა და ბერგენის უნივერსიტეტის ერთობლივ საზაფხულო სკოლაში სტუდენტების მონაწილეობას ითვალისწინებს, სადაც ისინი ორი კვირის განმავლობაში ანთროპოლოგიური კვლევის ძირითად მეთოდებს გაეცნობიან და საველე კვლევის პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ.
პროექტის ხელმძღვანელის, თსუ პროფესორის ქეთევან ხუციშვილის თქმით, აღნიშნული პროგრამები პროფესიული განვითარების გზაზე სტუდენტებს უნიკალურ შესაძლებლობებს აძლევს. „სამივე პროგრამა სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა განსაკუთრებული სიახლეა ჩვენი სადოქტორო პროგრამის დოქტორანტებისთვის საველე კვლევის დაფინანსება. საზღვარგარეთ კვლევა მცირე თანხებთან არ არის დაკავშირებული, ამ პროექტმა კი სწორედ ეს უნიკალური შანსი გააჩინა. ჩვენი დოქტორანტები საკვლევი პროექტის წარდგენის საფუძველზე მიიღებენ სრულ დაფინანსებას და სამ თვეს მათთვის საინტერესო საკვლევ რეგიონში გაატარებენ, ამის შემდეგ კი სამი თვით ბერგენის უნივერსიტეტში იქნებიან, სადაც ჩვენი კოლეგების ხელმძღვანელობით მასალაზე იმუშავებენ და საერთაშორისო პუბლიკაციებს მოამზადებენ,“ - აღნიშნავს ქეთევან ხუციშვილი.
თსუ ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტისა და ბერგენის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი NorGePart საერთაშორისო თანამშრომლობისა და უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლების სააგენტოს (DIKU) მიერ ფინანსდება. პროექტის ფარგლებში გასულ წლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა უკვე განხორციელდა.
„პროექტის ფარგლებში ერთობლივი სამაგისტრო კურსი „პოსტ-სოციალისტური საზოგადოებების ანთროპოლოგია“ განვავითარეთ, 2019 წელს ჩავატარეთ პირველი ერთობლივი საზაფხულო სკოლა მეთოდოლოგიაზე, რომლის განმავლობაშიც ქართველმა და ნორვეგიელმა სტუდენტებმა 5 დღის განმავლობაში ერთობლივი საველე კვლევები განახორციელეს და ლექციები მოისმინეს. ასევე, 2019 წელს ჩვენი სადოქტორო პროგრამის ორმა დოქტორანტმა 3 თვის განმავლობაში ბერგენის უნივერსიტეტში სტაჟირების კურსი გაიარა,“ - აღნიშნავს თსუ პროფესორი.
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტისა და ბერგენის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის NorGePart მიზანია სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება, საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება და ამ მიმართულებით მეტი სტუდენტის დაინტერესება.
პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად დოკუმენტაციის მიღების ბოლო ვადაა 15 თებერვალი.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულებს:
საზღვარგარეთ სამთვიანი საველე სამუშაოები და ბერგენის უნივერსიტეტში სამთვიანი მობილობა
თსუ-სა და ბერგენის უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სამთვიანი მობილობა
ბრძანების N:
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის მიზნით საკონკურსო საბუთების ჩამონათვალი და წარმოდგენის ვადები
1.ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატებმა საკონკურსო საბუთები უნდა წარმოადგინონ 2021 წლის 23 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით.
2. საკონკურსო საბუთების მიღება განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: lali.chikviladze@tsu.ge
საბუთების ჩამონათვალი:
ა) განცხადება ფაკულტეტის დეკანის სახელზე (დანართი №1)
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) კონკურსანტის ავტობიოგრაფია (CV);
დ) დანართი №2 გათვალისწინებული დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
ე) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ და სტუდენტის სასწავლო ბარათი.
შენიშვნა:
საკონკურსო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, საბუთები მიღებას არ ექვემდებარება და განმცხადებელს ეძლევა 2 სამუშაო დღე ხარვეზის გამოსასწორებლად.
კონკურსანტის მიერ საბუთების მიღების ვადის გასვლის შემდგომ წარდგენილი განცხადება მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.
ბრძანების N:
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) გიწვევთ ონლაინ კონფერენციაზე - „საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა მასობრივი სამარხების აღმოჩენა: არქეოლოგიური და მეხსიერების კვლევები - საერთაშორისო გამოცდილება“.
2019 წლიდან, IDFI აქტიურად მუშაობს პირველი მასობრივი სამარხის საკითხზე, რომელიც საქართველოში, ბათუმთან ახლოს აღმოჩნდა. კონფერენცია მიზნად ისახავს ინფორმაციისა და ცოდნის დაგროვებას, საერთაშორისო გამოცდილების გულდასმით შესწავლას, აღნიშნული თემაზე მომუშავე უმაღლესი დონის პროფესიონალებისგან თანამედროვე მეთოდოლოგიისა და მიდგომების გაცნობას.
კონფერენცია გაიმართება 2021 წლის 3 თებერვალს, 16:00 საათზე (თბილისის დროით).
იხილეთ კონფერენციის დღის წესრიგი.
ბრძანების N: