საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 პუნქტების, 322   მუხლის პირველი,   მე-4 და მე-6 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო   უნივერსიტეტის დამოუკიდებელი  სამეცნიერო-კვლევითი  ერთეულის სამეცნიერო  პერსონალის  სამსახურში  მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ   წარმომადგენლობითი საბჭოს   მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 25 სექტემბრის   N16/04 ერთობლივი ბრძანების – შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის      ინსტიტუტის დირექტორის ირმა რატიანის   2020 წლის 7 ოქტომბრის N16723/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში -– შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის   ინსტიტუტში   უფროსი მეცნიერი თანამშრომლის  სამსახურში მისაღებად;

2.უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 7 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის   ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული
სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

4.კონკურსი გამოცხადდეს 2020 წლის  15 ოქტომბერს, საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2020 წლის 16 ნოემბრიდან   2020 წლის 20 ნოემბრის   ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად    წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2020 წლის 14 დეკემბრისა;

5. კონკურსი გამოცხადდეს თსუ დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში -შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის სამეცნიერო განყოფილების   უფროსი მეცნიერი თანამშრომლის   სამეცნიერო  თანამდებობის  დასაკავებლად  - 1.0 საშტატო  ერთეული (7 წლის ვადით);

6.სამეცნიერო თანამდებობაზე (უფროსი მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით   (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2);

ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);

გ)  ავტობიოგრაფია (CV);

დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;

ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში ამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);

ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);

ზ) ცნობა ნასამართლობის შესახებ ("უმაღლესი განათლების შესახებ"     32 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ   მიმართულ დანაშაულთა ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართავა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).

7. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2020  წლის  16  ნოემბრიდან 2020 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით 10 00-დან 1700 საათამდე   თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში  მისამართი:  თბილისი, მ. კოსტავას ქ.N5, მე-2 სართული, ტ:293 53 00; 298 26 76

8.ბრძანება  გამოქვეყნდეს გაზეთში ,,თბილისის უნივერსიტეტი’’.

9.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს   (საფინანსო   დეპარტამენტი,   პერსონალის   მართვის   დეპარტამენტი,   შიდა   აუდიტის 
სამსახური,   შოთა   რუსთაველის   სახელობის   ქართული   ლიტერატურის   ინსტიტუტის,   გაზეთი
,,თბილისის უნივერსიტტი‘‘, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);

11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი       გიორგი შარვაშიძე