საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი

ბრძანების N: sdfsdf

ჟურნალ „ქართული წყაროთმცოდნეობის“ XXII ტომის პრეზენტაცია

13 თებერვალს, 13:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი გიწვევთ ჟურნალ „ქართული წყაროთმცოდნეობის“ XXII ტომის პრეზენტაციაზე. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე წარდგინება გაიმართება ზუმის პლატფორმით.

ID:902 974 7859

Passcode:893698

სამეცნიერო საზოგადოებას ვთავაზობთ ჟურნალ „ქართული წყაროთმცოდნეობის“ XXII ტომს. ჟურნალში წარმოდგენილი მასალა განაწილებულია რამდენიმე განყოფილებაში. პირველია „ისტორიული-წყაროთმცოდნეობითი კვლევები“. მოცემული ცამეტი სტატია  წარმოადგენს ისტორიული, წყაროთმცოდნეობითი, ისტორიოგრაფიული ფოკუსის გამოკვლევებს და შეეხება ენობრივად თუ ტიპობრივად  განსხვავებულ წყაროებს. ქრონოლოგიურად ეს გამოკვლევები მოიცავს როგორც წინა მოდერნულ, ისე მოდერნულ ეპოქებს მომდევნო განყოფილებაა „თეორიული და ინტერდისციპლინური მიდგომები“. მოცემული ორი სტატიიდან ერთ-ერთი აქცენტირებულია ინტერდისციპლინური მიდგომის მნიშვნელობა ისტორიულ კვლევებში,  მეორე მათგანი ერის ფენომენის კვლევისათვის ერთ-ერთი დასავლური სოციალური თეორიის საზრისს და საქართველოს ისტორიის რეპრეზენტაციისათვის მისი გამოყენების მნიშვნელობას განმარტავს. შემდეგი განყოფილებებია „წყაროთა წარდგინება“,   „წიგნების მიმოხილვა“ „ქრონიკა“ „ხსოვნა“ . ჟურნალი სრულდება გზამკვლევით ავტორთათვის.

სტატიების ავტორები არიან პროფესიონალები: ისტორიკოსები, წყაროთმცოდნეები, ეთნოლოგები, არქეოლოგები, ფილოლოგები.

სრულად

ბრძანების N:

აშშ-ის საელჩოს წიგნის თარგმნის პროგრამა 2021

წიგნის თარგმნის პროგრამა 2021

აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება აცხადებს კონკურსს ამერიკელი ავტორების წიგნის თარგმნის პროგრამაზე. პროგრამის მიზანია ქართველი სტუდენტებისათვის, მკვლევარებისა და დაინტერესებული საზოგადოებისთვის  უახლეს კვლევებზე, სახელმძღვანელოებსა და თანამედროვე პოპულარულ ლიტერატურაზე ფინანსური და ფიზიკური ხელმისაწვდომობის გაზრდა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საგამომცემლო სახლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს. პროგრამის დაფინანსების შემთხვევაში, წიგნის თარგმნის პროექტის ფარგლებში გაიცემა გრანტები  სხვადასხვა  მიმართულებით.

საპროექტო განაცხადების ელექტრონულად მიიღების ვადებია:

29 მარტი, 2021

8 ივნისი, 2021

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.

სრულად

ბრძანების N:

სტუდენტთა საყურადღებოდ!

თქვენს მიერ არჩეულ საგნებში დამატებითი გამოცდების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე https://e-learning.tsu.ge/

სრულად

ბრძანების N:

რა თემებზეა აქცენტირებული 2020 წლის „ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალი“?

2020 წლის დე­კემ­ბერ­ში ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ფსი­ქო­ლო­გი­ისა და გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ოფ­იცი­ალ­ური, სა­ერ­თა­შო­რი­სო, რე­ფე­რი­რე­ბა­დი, ბი­ლინ­გვუ­რი „ქარ­თუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­ური ჟურ­ნა­ლის“ მე­ორე ნო­მე­რი გა­მო­იცა.

ჟურ­ნა­ლი ფსი­ქო­ლო­გი­ის სხვა­დას­ხვა სფე­როს აქ­ტუ­ალ­ურ სა­მეც­ნი­ერო პრობ­ლე­მებს ეძ­ღვნე­ბა. მას­ში თავ­მოყ­რი­ლია რო­გორც თე­ორი­ულ და მე­თო­დო­ლო­გი­ურ პრობ­ლე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ისე რა­ოდ­ენ­ობ­რივ, თვი­სებ­რივ და შე­რე­ულ მე­თო­დო­ლო­გი­აზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ემ­პი­რი­ულ-კვლე­ვი­თი ნაშ­რო­მე­ბი, აგ­რეთ­ვე სა­მეც­ნი­ერო მი­მო­ხილ­ვე­ბი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ „ქარ­თუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­ური ჟურ­ნა­ლი“ გა­მო­დის წე­ლი­წად­ში ერ­თხელ და აქ­ვეყ­ნებს ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნურ კვლე­ვით ნაშ­რო­მებს, რი­თაც ხელს უწყობს ფსი­ქო­ლო­გი­ური მეც­ნი­ერ­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბას უფ­რო ფარ­თო სა­მეც­ნი­ერო კონ­ტექ­სტში.

ფსი­ქო­ლო­გი­ისა და გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი, პრო­ფე­სო­რი თა­მარ გა­გო­ში­ძე ხაზს უს­ვამს იმ ფაქ­ტს, რომ სტა­ტი­ები ქვეყ­ნდე­ბა ქარ­თულ და ინ­გლი­სურ ენ­ებ­ზე, რაც მე­ტად უწყობს ხელს მათ პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას: „ჟურ­ნა­ლის და­არ­სე­ბის მი­ზა­ნია ჩვე­ნი ფა­კულ­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო სივ­რცეს­თან ინ­ტეგ­რი­რე­ბა. იგი ორ­ენ­ოვ­ანია, რაც სა­შუ­ალ­ებ­ას გვაძ­ლევს ჩვე­ნი პრო­ფე­სო­რე­ბის კვლე­ვე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო სა­ზო­გა­დო­ებ­ის­თვის ცნო­ბი­ლი გავ­ხა­დოთ. ას­ევე, მათ ექ­ნე­ბათ ცი­ტი­რე­ბის სა­შუ­ალ­ება, რი­თაც ჟურ­ნა­ლი თან­და­თა­ნო­ბით შე­იძ­ენს სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­არ­ებ­ას და, შე­სა­ბა­მი­სად, იმ­პაქტ-ფაქ­ტორ­საც. ამ­ავე დროს, ეს კარ­გი სა­შუ­ალ­ებაა დოქ­ტო­რან­ტე­ბის­თვის — გა­მო­აქ­ვეყ­ნონ თა­ვი­ან­თი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი. მინ­და გითხრათ, რომ ჟურ­ნა­ლი საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია და ორ­ივე ნო­მერ­ში და­იბ­ეჭ­და სა­ინ­ტე­რე­სო ემ­პი­რი­ული კვლე­ვე­ბი ფსი­ქო­ლო­გი­ის სხვა­დას­ხვა დარ­გში: სო­ცი­ალ­ურ ფსი­ქო­ლო­გი­აში, პი­როვ­ნე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­აში, ფსი­ქო­ლო­გი­ურ ან­თრო­პო­ლო­გი­აში, ნე­ირ­ოფ­სი­ქო­ლო­გი­აში“, – აღ­ნიშ­ნა ჩვენ­თან სა­უბ­არ­ში თა­მარ გა­გო­ში­ძემ.

ჟურ­ნა­ლის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი გახ­ლავთ თსუ-ის ფსი­ქო­ლო­გი­ისა და გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნის მო­ად­გი­ლე, პრო­ფე­სო­რი ლა­ლი სურ­მა­ნი­ძე, ხო­ლო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი მდი­ვა­ნი – დი­მიტ­რი ჩუ­ბი­ნი­ძე.

„ცხა­დია, ჟურ­ნა­ლის და­არ­სე­ბის მი­ზანს წარ­მო­ად­გენს მეც­ნი­ერ­ული ფსი­ქო­ლო­გი­ური ცოდ­ნის გავ­რცე­ლე­ბა, სა­მეც­ნი­ერო პუბ­ლი­კა­ცი­ის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რა, მსოფ­ლიო სა­მეც­ნი­ერო სივ­რცე­ში ქარ­თუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­ური მეც­ნი­ერ­ებ­ის ინ­ტეგ­რა­ცი­ის ხელ­შეწყო­ბა. ჟურ­ნა­ლი არ აქ­ვეყ­ნებს რე­ფე­რა­ტულ სტა­ტი­ებს — რო­გორც წე­სი, მას­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია ორ­იგ­ინ­ალ­ური მა­სა­ლე­ბი — ან­ალ­იტ­იკ­ური, ძი­რი­თა­დად ემ­პი­რი­ულ კვლე­ვა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ნაშ­რო­მე­ბი და, ამ­გვა­რად, ამ მა­სა­ლებს უკ­ვე თა­ვის­თა­ვად აქ­ვთ სა­მეც­ნი­ერო ღი­რე­ბუ­ლე­ბა“, – გა­ნაცხა­და ლა­ლი სურ­მა­ნი­ძემ.

ჟურ­ნა­ლი, ას­ევე, იმ­ითაა გა­მორ­ჩე­ული, რომ მას­ში სტა­ტი­ებ­ის შერ­ჩე­ვა ორი და­მო­უკ­იდ­ებ­ელი რე­ცენ­ზენ­ტის მი­ერ ხდე­ბა ე.წ. „ბრმა" მე­თო­დით, რაც ამ ჟურ­ნალს ე.წ. „peered-review" ჟურ­ნა­ლის სტა­ტუსს ან­იჭ­ებს. რო­გორც ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი თა­მარ გა­გო­ში­ძე აღ­ნიშ­ნავს, სა­რე­დაქ­ციო კო­ლე­გი­აში უცხო­ელი მეც­ნი­ერ­ებ­იც არი­ან, რა­საც დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქ­ვს მი­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რე­ზე წარ­მოდ­გე­ნა­ში. უნ­და ით­ქვას, რომ ფსი­ქო­ლო­გი­ური მეც­ნი­ერ­ებ­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქ­ვს სა­მეც­ნი­ერო კო­მუ­ნი­კა­ცი­ას ქარ­თულ ენ­აზე.

ამ­ჟა­მად ჟურ­ნა­ლის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი საბ­ჭოს წევ­რე­ბი არი­ან: და­ვით ჩარ­კვი­ანი, ირ­აკ­ლი იმ­ედ­აძე (სა­ქარ­თვე­ლო), ალი­ოშა ნო­იბაუერი (ავ­სტრია), ლია ყვა­ვი­ლაშ­ვი­ლი (დი­დი ბრი­ტა­ნე­თი) და ქე­თე­ვან ჭან­ტუ­რია (დი­დი ბრი­ტა­ნე­თი); ხო­ლო ჟურ­ნა­ლის სა­რე­დაქ­ციო კო­ლე­გია შემ­დე­გი პრო­ფე­სო­რე­ბი­სა­გან შედ­გე­ბა: ნა­თე­ლა იმ­ედ­აძე, და­ლი ფარ­ჯა­ნა­ძე, თა­მარ გა­გო­ში­ძე, მა­რი­ნე ჩი­ტაშ­ვი­ლი, ბო­ჟი­დარ კაც­ზმა­რე­კი, იამ­ზე კუ­ტა­ლა­ძე, ტა­რა მერ­ფი (დი­დი ბრი­ტა­ნე­თი), ნა­ნა სუმ­ბა­ძე, მზია წე­რე­თე­ლი, და­ნი­ელ სტარ­კი (დი­დი ბრი­ტა­ნე­თი), მე­დეა დეს­პო­ტაშ­ვი­ლი, ლუ­იზა არ­უთ­ინ­ოვი და მაია რო­ბა­ქი­ძე.

წელ­საც ჟურ­ნალ­ში თავ­მოყ­რი­ლია სტა­ტი­ები არა­ერ­თი აქ­ტუ­ალ­ური ფსი­ქო­ლო­გი­ური სა­კითხის შე­სა­ხებ: მათ შო­რის ხა­თუ­ნა მარ­წყვიშ­ვი­ლის, ნა­თია სორ­დი­ას და ალი­ოშა ნო­იბა­ურ­ის ნაშ­რო­მი სა­თა­ურ­ით „დი­დი ხუ­თე­ულ­ის საკ­ვლე­ვი კითხვა­რე­ბის ქარ­თულ ვერ­სი­ათა — ფსი­ქო­მეტ­რუ­ლი მა­ხა­სი­ათ­ებ­ლე­ბი“; ნა­ზი ფარ­სა­და­ნიშ­ვი­ლის და ან­ას­ტა­სია ქი­ტი­აშ­ვი­ლის — „აღ­ქმუ­ლი სტიგ­მის კონ­სტრუქ­ტის შეს­წავ­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი სო­ცი­ალ­ურ­ად და­უც­ვე­ლის სტა­ტუ­სის მქო­ნე ად­ამი­ან­ებ­ის მა­გა­ლით­ზე“; ირ­ინე დო­ღა­ძი­სა და თა­მარ გა­გო­ში­ძის — „ნორ­მა­ლუ­რად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ენ­ობ­რი­ვი უნ­არ­ისა და ენ­ის სპე­ცი­ფი­კუ­რი დარ­ღვე­ვის მქო­ნე 6-4 წლის ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი ბავ­შვე­ბის ენ­ობ­რი­ვი პრო­დუქ­ცი­ის ლინ­გვის­ტუ­რი და ნე­ირ­ოფ­სი­ქო­ლო­გი­ური ან­ალ­იზი“; ნა­ტა ას­ათი­ან­ის და მზია წე­რე­თე­ლის — „ბუ­ლინ­გის ფსი­ქო­ლო­გი­ური ბუ­ნე­ბა და გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი ფაქ­ტო­რე­ბი“; ვახ­ტანგ ნა­და­რე­იშ­ვი­ლის — „ფიქ­სი­რე­ბუ­ლი და სი­ტუ­აცი­ური დის­პო­ზი­ცი­ური ფსი­ქი­კუ­რი წარ­მო­ნაქ­მნე­ბის ურ­თი­ერ­თმი­მარ­თე­ბა“ და ირ­აკ­ლი იმ­ედ­აძ­ის — „თბი­ლი­სის არ­აც­ნო­ბი­ერ­ის სიმ­პო­ზი­უმი — მცი­რე რეტ­როს­პექ­ტი­ვა“.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ჟურ­ნა­ლის პირ­ვე­ლი ნო­მე­რი გა­მო­ვი­და 2019 წელს. რო­გორც ით­ქვა, „ქარ­თუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­ური ჟურ­ნა­ლი“ წე­ლი­წად­ში ერ­თხელ გა­მო­იც­ემა და, შე­სა­ბა­მი­სად, მზა­დე­ბა 2021 წლის ახ­ალი ნომ­რის­თვის უკ­ვე და­იწყო.

 

მო­ამ­ზა­და მაია ტო­რა­ძემ

სრულად

ბრძანების N:

პროფესორ ოთარ ბაქანიძისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია ლიტერატურათმცოდნეობა: ისტორია, პერსპექტივები და გამოწვევები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი, უკრაინისტიკის ცენტრი და ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ნაციონალური უნივერსიტეტის ფილოლოგიის ინსტიტუტი 31 მარტს გამართავენ პროფესორ ოთარ ბაქანიძისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას – ლიტერატურათმცოდნეობა: ისტორია, პერსპექტივები და გამოწვევები.

 

 

ოთარ ბაქანიძე იყო ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,  თსუ ეროვნულ ლიტერატურათა, ლიტერატურულ ურთიერთობათა და თარგმანის კათედრის დამაარსებელი, 2007 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა თსუ უკრაინისტიკის ინსტიტუტს, იყო ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ნაციონალური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, უკრაინის კულტურის დამსახურებული მოღვაწე, პავლო ტიჩინას სახელობის უკრაინის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, უკრაინის სახელმწიფო ოთხი ორდენის კავალერი, ავტორი 40 მონოგრაფიისა, დაჯილდოებული „ღირსების ორდენით“ და ივანე ჯავახიშვილის მედლით. იგი იკვლევდა უკრაინულ ლიტერატურას, ქართულ-უკრაინულ ლიტერატურულ,  კულტურულ და თეატრალურ ურთიერთობებს.

 

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული საფრთხეების გამო კონფერენცია გაიმართება ონლაინ ფორმატში (ZOOM-ის პლატფორმაზე ).

 

კონფერენციაში მონაწილეობის  მსურველებმა თეზისები 2021 წლის 12 მარტამდე უნდა  გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: ukrainistika@tsu.ge

კონფერენციის რეგლამენტი:

მოხსენება – 15 წუთი.

მსჯელობა – 5 წუთი.

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.

 

თეზისების გაფორმების წესი:

მომხსენებლის სახელი, გვარი;

ორგანიზაცია;

აკადემიური ხარისხი;

მისამართი, ტელეფონი (მობილური), ელექტრონული ფოსტის მისამართი.

 

თეზისები მიიღება ქართველი ავტორებისთვის ქართულ და ინგლისურ ენებზე.

უცხოელი ავტორებისთვის - ინგლისურ ენაზე.

თეზისების მოცულობა 200-400 სიტყვა თითოეულ ენაზე.

ორივე ენაზე შრიფტი – Sylfaen. შრიფტის ზომა – 11, ინტერვალი – 1,15.

 

საერთაშორისო  კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.

 

კონფერენციის სამუშაო ენები –  ქართული, ინგლისური, უკრაინული.

გამოიცემა კონფერენციის პროგრამა და თეზისები.

 

პლენარული სხდომის მომხსენებლები:

ნანა გაფრინდაშვილი – თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;

იგორ დოლგოვი - უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში;

ნიკოლა ჟულინსკი – უკრაინა, უკრაინის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ტარას შევჩენკოს სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი;

ლუდმილა გრიციკი – უკრაინა, ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ნაციონალური უნივერსიტეტის პროფესორი;

სვიატოსლავ პილიპჩუკი – უკრაინა, ივან ფრანკოს სახელობის ლვოვის ნაციონალური უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი;

ტატიანა დაგოვიჩი – გერმანია, მიუნსტერის უნივერსიტეტი, ფილოლოგიის დოქტორი;

ანა დუგანჩიჩი – ხორვატია, ზაგრების უნივერსიტეტი, ფილოლოგიის დოქტორი.

 

საკონტაქტო პირები:  თსუ უკრაინისტიკის ცენტრის უფროსი სპეციალისტი, ფილოლოგიის დოქტორი ნინო ნასყიდაშვილი, თსუ უკრაინისტიკის ცენტრის უფროსი სპეციალისტი, ფილოლოგიის დოქტორი სოფიო ჩხატარაშვილი, თსუ უკრაინისტიკის ცენტრის უფროსი სპეციალისტი, ფილოლოგიის დოქტორი ივანე მჭედელაძე.

თსუ, V კორპუსი, ოთახი 316

სრულად

ბრძანების N:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება - სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდენობის სასწავლო- სამეცნიერო ინსტიტუტში საბჭოს წევრის არჩევნების ჩასატარებლად საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების, საბჭოს წევრობის მსურველი აკადემიური პერსონალის განცხადებების მიღებისა და არჩევნების ვადების განსაზღვრის შესახებ

 

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                         

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის

დეკანის ბრძანება

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდენობის სასწავლო- სამეცნიერო ინსტიტუტში საბჭოს წევრის არჩევნების ჩასატარებლად საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების, საბჭოს წევრობის მსურველი აკადემიური პერსონალის განცხადებების მიღებისა და არჩევნების ვადების განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2020 წლის 25 დეკემბერს (ოქმი N 4) დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

 

1. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტში საბჭოს წევრის არჩევნების ჩასატარებლად დამტკიცდეს საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

1.1. ზვიად მურადაშვილი – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე;

1.2. ეკატერინე ნავროზაშვილი – ასოცირებული პროფესორი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

1.3. თინათინ ჩოლოყაშვილი – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი (Ι კატეგორია), კომისიის მდივანი

 

2. საბჭოს წევრობის მსურველი აკადემიური პერსონალი განცხადებას (დანართი №1) წარმოადგენს ფაკულტეტის კანცელარიაში 2021 წლის 8 თებერვლიდან 15 თებერვლის

ჩათვლით 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.

3. განცხადების წარმოდგენა შესაძლებელია დასკანერებული სახით ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: tamarmokverashvili@tsu.ge.

4. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი აირჩევა აღმოსავლეთმცოდენობის ს/ს ინსტიტუტის პროფესორთა კრებაზე ღია კენჭისყრით 22 თებერვლიდან 26 თებერვლის ჩათვლით.

5. ბრძანებისჰ უმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.

6. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის უფროსს ზვიად  მურადაშვილს.

7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ნანა გაფრინდაშვილი 

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი

დანართი 1

სრულად

ბრძანების N: 3

დაწყებითი განათლების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა საყურადღებოდ!

დაწყებითი განათლების საბაკალავრო პროგრამას 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებამდე ეწურება აკრედიტაციის ვადა. შესაბამისად ის სტუდენტები  რომლებიც ვერ ასწრებენ პროგრამის შესრულებას აღნიშნულ პერიდამდე უნდა გადავიდნენ შიდა მობილობის წესით დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე. შიდა მობილობა ცხადდება სემესტრის დაწყებამდე, ვადები განისაზღვრება რექტორის ბრძანებით. 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობით გადმომსვლელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 15 თებერვლამდე.

სრულად

ბრძანების N:

ტერაბანკის ვაკანსია სტუდენტებისთვის კორპორატიული მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე თბილისი

სს „ტერაბანკი“ იურიდიული პირების არასაკრედიტო მომსახურების ბიზნესის განვითარების განყოფილებაში აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები

 

  • პოტენციური კლიენტურის (იურიდიული პირების) მოძიება და მოზიდვა
  • კლიენტებთან ვიზიტი, პრეზენტაციების ჩატარება
  • კლიენტებისათვის  საბანკო პროდუქტების შეთავაზება
  • პორტფელის მართვა
  • ჯვარედინი გაყიდვების ხელშეწყობა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება საბანკო საქმისა და ფინანსების განხრით

 (კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსაც)

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint)
  • ინგლისური და რუსული ენების  საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
  • სასურველია ტრენინგი/სასწავლო კურსი - ტრენინგი „ეფექტური გაყიდვები’’

 

დამატებითი მოთხოვნები

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
  • სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზირების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი

 

დაინტერესებულმა პირებმა 18 თებერვლის 18:00 სთ-მდე  უნდა გამოაგზავნონ CV მისამართზე: career@terabank.ge 


აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

გასაუბრებისათვის მოწვეული იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს. სატელეფონო ზარები არ მიიღება.
 

გისურვებთ  წარმატებას! 

სრულად

ბრძანების N:

„ევროპელი სოციალისტების ვიზიტი საქართველოში“ - I ტომის პრეზენტაცია თსუ-ში

საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენის - ევროპის მეორე ინტერნაციონალის დელეგაციის ვიზიტის ასი წლისთავს ეძღვნება წიგნის  „ევროპელი სოციალისტების ვიზიტი საქართველოში“ პირველი ტომი, რომლის პრეზენტაცია გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ოთხენოვანი (ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ ენებზე)  წიგნის პირველი ტომი  უნივერსიტეტისის დაარსებიდან 103-ე წლისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გამოიცა.

პუბლიკაციას, რომელიც თსუ ბიბლიოთეკამ მოამზადა, საფუძვლად დაედო  მეორე ინტერნაციონალის დელეგაციის 1920 წლის ათდღიანი ვიზიტი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ევროპელი სოციალისტების ჩამოსვლა. დელეგაცია იმ დროისთვის საკმაოდ მძიმეწონიანი პოლიტიკოსებისგან შედგებოდა.  წიგნის შედგენისას გამოყენებულია პირველი რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის აკაკი ჩხენკელის არქივის მასალები, რომელიც ორიოდე წლის წინ საჩუქრად გადმოეცა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას. „საინტერესოა, როგორი თვალით დაინახეს ევროპელმა დელეგატებმა ახალგაზრდა დემოკრატია საქართველოში, პირველი დემოკრატიული ქვეყანა მსოფლიოში და სხვადასხვა სფეროში გატარებული რეფორმები. დელეგაციამ მთელი საქართველო მოიარა. ამ წიგნით მკითხველი პასუხს გასცემს მთავარ კითხვას - არის თუ არა საქართველო ევროპის ნაწილი. საქართველო ევროპის სამაგალითო ნაწილია,“- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

„ებერტის ფონდისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში უკვე მეორე პროექტი განხორციელდა. მოხარული ვართ, რომ ახალგაზრდები ინტერესით იკვლევენ პირველი რესპუბლიკის პერიოდს, ურთიერთობას ევროპელ კოლეგებთან, რეფორმებს. ეს პერიოდი იმსახურებს სრულყოფილ შესწავლას. ვფიქრობ, კიდევ ბევრი საინტერესო ფაქტი გახდება ცნობილი,“- აღნიშნა ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა ია თიკანაძემ.

ოთხენოვანი წიგნი ორი ტომისაგან შედგება. წიგნის პირველი ტომი ევროპელი დელეგატების საქართველოში მოგზაურობას ეხება, აქცენტი ადგილობრივი პერიოდული პრესით გაშუქებულ ინფორმაციაზე კეთდება. გამოცემას ერთვის დიმიტრი შველიძის, სტივენ ჯონსის და ტიერი ბერიშვილის სტატიები, ასევე,  ვიზიტის ამსახველი ფოტომასალა.

„ევროპელი სოციალისტები გულშემატკივრობდნენ ჩვენს ქვეყანას, რადგან აქ შეიქმნა პირველი სოციალისტური რესპუბლიკა. თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლების ინტერესში იყო ევროპული ქვეყნების მხარდაჭერა, რათა მათ საქართველოს დამოუკიდებლობა ეცნოთ. დელეგაციის წევრებმა საკუთარი თვალით ნახეს ის წინსვლა, ის წარმატებები, რასაც სოციალ-დემოკრატებმა საქართველოში დროის მოკლე მონაკვეთში  მიაღწიეს,“- აღნიშნა თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, გამოცემის მთავარმა რედაქტორმა ზურაბ გაიპარაშვილმა.

თსუ პროფესორის დიმიტრი შველიძის თქმით, „დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის შესწავლა მთელი 70 წლის განმავლობაში არ მიმდინარეობდა. ბევრი ისტორიული მოვლენის კვლევა დღეს მიმდინარეობს. ერთ-ერთი  ასეთი მოვლენა იყო ევროპელი სოციალისტების ჩამოსვლა. საქართველოში ჩამოვიდნენ მეორე ინტერნაციონალის ყველაზე დიდი ავტორიტეტები. მათ მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს შესახებ მთელ ევროპას. ევროპაში მოეწყო მიტინგები, დემონსტრაციები, გამოსვლები, რომელიც მხარს უჭერდა საქართველოს აღიარებას. ამის შედეგი იყო ის, რომ 1921 წლის დასაწყისში ევროპის ქვეყნებმა ცნეს საქართველოს დამოუკიდებლობა.“

ევროპელი სოციალისტების ვიზიტის ამსახველი ოთხენოვანი წიგნი თსუ-სა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობას შორის 2020 წლის 20 ივლისს დადებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა, რომელსაც ხელი უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ფონდის დირექტორმა ია თიკანაძემ მოაწერეს. წიგნის შემდგენლები არიან სალომე ჭანტურიძე, ქეთევან ქუსიკაშვილი და ზურაბ გაიპარაშვილი,

წიგნის პირველი ტომი ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობისა და ეროვნული არქივის ფინანსური დახმარებით გამოიცა.

 

სრულად

ბრძანების N:

ბრძანების N:

ბრძანების N:

ბრძანების N:

კვლევის შედეგები - ზრდასრულთა პროფილი, მათი ზრდასრულთა განათლებაში ჩართულობა უწყვეტი განათლების კონტექსტში და COVID 19-ის გავლენები

კვლევის მიზანი იყო, ზოგადი სურათი შეგვექმნა საქართველოს მასშტაბით ზრდასრული მოსახლეობის პროფილის, მახასიათებლებისა და ზრდასრულთა განათლებაში (კვლევის ფარგლებში ზრდასრულთა განათლებას განვიხილავთ უწყვეტი განათლების კონტექსტში. უწყვეტი განათლებით აღვნიშნავთ არაფორმალური განათლების ყველა იმ აქტივობას, რომლებში მონაწილეობაც შეუძლიათ ზრდასრულებას) მათი ჩართულობის შესახებ. ჩვენი მიზანი იყო, გაგვეგო, რა ინტერესები ან დაბრკოლბები აქვთ ზრდასრულებს საქართველოში სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობაში ჩასართავად, ვინ არიან ის ზრდასრულები, რომლებიც ყველაზე აქტიურად არიან მსგავს აქტივობებში ჩართული და როგორია მათი გამოცდილება Covid 19-ის გავრცელების შემდეგ. გვაინტერესებდა ზრდასრულთა დამოკიდებულება სხვადასხვა სასწავლო ფორმატის მიმართ.

 

კვლევის შედეგები პირველ რიგში საინტერესო იქნება ზრდასრულთა განათლებაში ჩართული ორგანიზაციებისათვის, ასევე სხვა დაინტერესებული ინსტიტუციებისა თუ პირებისთვის.

 

უპირველეს ყოვლისა პანდემიის გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით საკმაოდ შეზღუდული რესურსებით მოგვიწია კვლევის წარმოება. კითხვარის გასავრცელებლად ჩვენთვის ხელმისაწვდომი აღმოჩნდა მხოლოდ ელექტრონული საშუალებები, კერძოდ თსუ-ის ვებგვერდი და სოციალური მედია. უფრო მეტ და განსხვავებული პროფილის ადამიანთან წვდომის უზრუნველსაყოფად გამოვიყენეთ სოციალური მედიის დასპონსორებული განცხადების ფუნქციაც, თუმცა ვაცნობიერებთ, რომ ეს ვერ იქნებოდა საკმარისი ყველა სამიზნე ჯგუფთან წვდომისათვის, შესაბამისად კვლევის შედეგიც უფრო მეტად იმ ზრდასრულთა შესახებ გვაწვდის ინფორმაციას, რომლებსაც სოციალურ მედიაზე აქვთ წვდომა.

 

კითხვარი მოიცავდა 28 შეკითხვას და გამოყენებული იყო შეკითხვის სამი ფორმატი: შეკითხვა სავარაუდო პასუხებიდან ერთი არჩევანით, შეკითხვა სავარაუდო პასუხებიდან რამდენიმე არჩევანის საშუალებით და ღია შეკითხვა (დამატებითი შენიშვნებისა და მოსაზრებებისათვის).

 

შეკითხვები დაყოფილი იყო ხუთ თემატურ ბლოკად: 1. ზოგადი ინფორმაცია ანკეტის შემვსების შესახებ, 2. შეკითხვები მიღებული ფორმალური განათლების შესახებ, 3. შეკითხვები დასაქმების სტატუსის შესახებ, 4, შეკითხვები დამატებითი განათლებით დაინსტერესების შესახებ და 5. შეკითხვები არაფორმალურ საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობის გამოცდილების შესახებ.

 

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 310-მა ადამიანმა.

 

კითხვარის შედეგად  საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ ზრდასრულთა განათლების მიმართულებით არსებული ზოგადი ტენდენციების შესახებ.

 

კითხვარის შედეგები

I ბლოკი: ზოგადი ინფორმაცია

 

1. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო ყველა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელმა. შედეგები ამგვარად გადანაწილდა:

2. გარკვეული დისბალანსია გამოკითხულთა სქესის მიხედვით გადანაწილებაში. კითხვარი შეავსო უფრო მეტმა ქალმა ვიდრე მამაკაცმა. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ცენტრის მაგალითზე (თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი), უწყვეტი განათლების კურსებშიც უფრო მეტი ქალი იღებს ხოლმე მონაწილეობას, ვიდრე კაცი. სხვა კვლევის ფარგლებში ალბათ ძალიან საინტერესო იქნება ამ ფენომენის მიზეზების გამოვლენა.

3. ძალიან დიდი გამოწვევა იყო კითხვარის მთელი საქართველოს მაშტაბით გავრცელება, რადგან არ გვსურდა, ინფორმაცია მხოლოდ თბილისში მცხოვრები ადამინებით შემოფარგლულიყო. სოციალური მედიის საშუალებით მეტ-ნაკლებად მივაღწიეთ, რომ შედეგები მიგვეღო თბილისის გარედან, საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც. მიუხედავად იმისა, რომ პროცენტულად საკმაოდ მაღალია აქტიურობა თბილისიდან, საცხოვრებელი ადგილების მიხედვით მაინც საკმაოდ მრავალფეროვანი გრაფიკული გამოსახულება მივიღეთ:

 

 

თბილისი - 191 (61.4%), რუსთავი -14 (4.5%), ზუგდიდი - 1 (0.3%), ქარელი - 2 (0.6%), მცხეთა - 3 (1.%), წალენჯიხა, სოფ. სქური - 1 (0.3%), სოფ. კრწანისი - 1 (0.3%), გორი - 8 (2.6%), ახალციხე - 2 (0.6%), ბათუმი - 15 (4.8%), ქუთაისი -14 (4.5%), ახმეტა 1 (0.3%), ზუგდიდი - 5 (1.6%), ქობულეთი - 2 (0.6%), ბორჯომი - 1 (0.3%), სენაკი - 4 (1.3%), გორი, სოფ. შავშვები - 1 (0.3%), ტყიბული - 1 (0.3%), საგარეჯო - 2 (0.6%), საჩხერე - 3 (1%), შახევი 1 (0.3%), ზესტაფონი - 2 (0.6%), მარნეული - 1 (0.3%), უშგული -1 (0.3%), გარდაბანი - 2 (0.6%), კასპი - 1 (0.3%), ხაშური - 1 (0.3%), მარტვილი, თამაკონი -1 (0.3%), ლენტეხი - 1 (0.3%), ზუგდიდი, სოფ.ზედა ეწერი - 1 (0.3%), დუშეთი - 1 (0.3%), სიღნაღი - 1 (0.3%), მარნეული, დაბა შაუმიანი, დევნილთა დასახლება - 1 (0.3%), დაბა კაზრეთი - 1 (0.3%), ნაფარეული - 1 (0.3%), ოზურგეთი -2 (0.6%), ჭიათურა, სოფ. ზოდი - 1 (0.3%), თელავი - 1 (0.3%), ვანი, სოფ. ისრითი - 1 (0.3%), მესტია - 1 (0.3%), თეკლათი - 1 (0.3%), კასპის, სოფ. ხვითი - 1 (0.3%), ლანჩხუთი - 1 (0.3%), წალკა, სოფ. ხაჩკოვი - 1 (0.3%), დაბა შახევი - 1 (0.3%), ტყიბული, სოფ. მუხურა - 1 (0.3%), ფოთი - 1 (0.3%), ცაგერი - 1 (0.3%), ხონი - 1 (0.3%), წნორი - 1 (0.3%), სამცხე ჯავახეთი, სოფ. აზავრეთი - 1 (0.3%), საგარეჯო, სოფ. პატარძეული - 1 (0.3%), მარტყოფი - 1 (0.3%), ახალქალაქი, სოფ. ოლავერდი - 1 (0.3%), წალენჯიხა - 1 (0.3%), ქალაქი ( არ იყო დაკონკრეტებული) – 1 (0.3%).

 

II ბლოკი: განათლება

 

4. გამოკითხულთაგან ყველაზე მეტს, 39.2%-ს აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხსი, 27%-ს ბაკალავრის, 22.2%-ს დოქტორის, 6.1%-ს მიღებული აქვს პროფესიული განათლება, 3.5%-მა მონიშნა საშუალო განათლება და 1.9%-მა არ დააკონკრეტა და მონიშნა პასუხი „სხვა“.

5. გამოკითხულთა შორის მიღებული ფორმალური განათლების სფეროები ამგვარად გადანაწილდა (შესაძლებელი იყო რამდენიმე პასუხის არჩევა):

 

  • ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები - 24.4%
  • სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა - 14.2.%
  • ეკონომიკა და ბიზნესი, ადმინისტრირება - 13.7%
  • სამართალი -9.2%
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა - 10.7%
  • ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები -5%
  • ჯანდაცვა - 8.2%
  • სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია - 1.5%
  • ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა - 2.5%
  • მომსახურების სფერო - 2.7%
  • სხვა - 7.7%

 

II ბლოკი: დასაქმების სტატუსი

 

6. გამოკითხვაში მონაწილეთაგან 65.5%-მა აღნიშნა, რომ ამჟამად დასაქმებულია, 9.4% არის ამჟამად უმუშევარი, 7.4% - დასაქმებული სტუდენტ, 14.2% - დაუსაქმებელი სტუდენტი, 0.6% - პენსიონერ, 2.9%-მა კი მონიშნა პასუხი „სხვა“.

7. მეშვიდე შეკითხვა ეხებოდა დამსაქმებლის ტიპს. ამ შეკითხვის შემთხვევაშიც შესაძლებელი იყო რამდენიმე პასუხის არჩევა. გამოკითხვაში მონაწილეთა ძირითადი დამსაქმებელი საჯარო სექტორია. დამსაქმებლები ამგვარად გადანაწილდა:

 

III ბლოკი: დაინტერესება დამატებითი განათლების შესაძლებლობებით

(უწყვეტი განათლება / ზრდასრულთა არაფორმალური განათლების პროგრამები და კურსები)

 

8. შეკითხვაზე თუ ეძებდნენ ხოლმე ინფორმაციას Covid 19-ის გავრცელებამდე განათლების მიღების (ცოდნის გაღრმავება, ახალი უნარების შეძენა, პიროვნული ზრდა, სხვ.) სხვადასხვა შესაძლებლობის შესახებ (იგულისხმება არაფორმალური განათლება, ტრენინგი, სასერტიფიკატო კურსი, კერძო რეპეტიტორი, სხვ.), გამოკითხულთა 63% პასუხობს, რომ ხშირად ეძებდა ინფორმაციას, 27.7%-ის განცხადებით, ეძებდნენ, თუმცა იშვიათად, 7.7 % აცხადებს მხოლოდ, რომ არ ეძებდა და 0.6 % აცხადებს, რომ არ იცის.

9. განათლების მიღების სხვადასხვა შესაძლების შესახებ ინფორმაციის ძიების შესახებ Covid 19-ის გავრცელების პერიოდში საერთო სურათი ცოტა შეცვილია, ამჯერად 58.1 % აცხადებს, რომ ხშრად ეძებს ინფორმაციას, 26.1 %-ის თქმით ეძებენ, თუმცა იშიათად, თითქმის გაორმაგებულია მათი რაოდენობა, რომლებიც არ ეძებენ მსგავს შესაძლებობებს (15.2 %) და კვლავ 02. % აცხადებს, რომ არ აქვს პასუხი.


10. მომდევნო შეკითხვით გვსურდა გაგვეგო, როგორ იღებდნენ ინფორმაციას საგანმანათლებლო აქტივობების შესახებ Covid 19-ის გავრცელებამდე. შესაძლებლი იყო რამდენიმე პასუხის არჩევა, შესაბამისად შეთავაზებულ ვარიანტებს შორის პასუხების პროცენტული მაჩვენებელი ამგვარად გადანაწილდა: 

11. Covid 19-ის გავრცელების პერიოდში ინფორმაციის მიღების საშუალებებზე პასუხების პროცენტული მაჩვენებლბები განსაკუთრებულად არ არის შეცვლილი:

 

12. ჩვენთვის საინტერესო იყო, რა სფეროები უფრო აინტერესებდათ გამოკითხულებს. შესაძლებელი იყო რამდენიმე პასუხის არჩევა, შესაბამისად მონაცემები ამგვარად გადანაწილდა: განათლება - 61%, პიროვნული განვითარება - 49.4%, ჰუმანიტარული მეცნიერებები - 25.8%, ბიზნესი - 23%, სოციალური მეცნიერებები - 20%, ტექნოლოგიები - 19.4%, ჯანდაცვა - 17.7%, ხელოვნება - 15.5%, STEM – 13.5%, სხვა - 11%.

 

IV ბლოკი: მონაწილეობა საგანმანათლებლო აქტივობებში, რომლებიც არ განეკუთვნება ფორმალურ განათლებას

(უწყვეტი განათლების / ზრდასრულთა განათლების კურსები, ტრენინგები, ვორქშოფები, სხვ. )

 

13. შეკითხვაზე, თუ მიუღიათ მონაწილეობა რაიმე სახის არაფორმალური განათლების აქტივობაში (ტრენინგი, სასერტიფიკატო კურსი, ვორქშოფი, უცხო ენის კურსი, პიროვნული განვითარების შესახებ, სხვ.) 92.2% აცხადებს, რომ კი, მიუღიათ, 6.5%-ის თქმით არ მიუღიათ მონაწილეობა მსგავს აქტივობებში და 1%-მა არ იცის.

 

14. Covid 19-ის გავრცელებამდე გამოითხულთა 24.5% წელიწადში საშუალოდ 1 მსგავს აქტივობაში (ტრენინგი, სასერტიფიკატო კურსი, ვორქშოფი, უცხო ენის კურსი, პიროვნული განვითარების შესახებ, სხვ.) იღებდა მონაწილეობას, 40.3% - 2-4 აქტივობაში, 16.8%-მა მონიშნა პასუხი 5-7, 6.1%-მა - 8-10 და 12.3%-მა უფრო მეტი.

 

 

15. Covid 19-ის გავრცელების შემდეგ წინა კითხვით აღნიშნულ აქტივობებში მონაწილეობის საშუალო მაჩვენებლები ცოტა სხვაგვარად გადანაწილდა: წელიწადში საშუალოდ 1 აქტივობაში მონაწილეობა - 37.1%, 2-4  - 30.6%, 5-7 – 15.8%, 8-10 -8.7%, უფრო მეტი - 7.7%.

 

16. რა ტიპის იყო ის საგანმანათლებლო აქტივობები, რომლებშიც მიიღეთ მონაწილეობა (შესაძლებელია რამდენიმე პასუხის არჩევა):

გამოკითხულთა უმეტესობა, 78.1%, აცხადებს, რომ ის საგანმანათლებლოა აქტივობა, რომელშიც მიუღიათ მონაწილეობა იყო ტრენინგი, ამას მოსდევს სასერტიფიკატო კურსი 48.4%-ით, 19.7%-ს შესაძლებლობა ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ტრენინგში სამუშაო ადგილზე, 31.3% წარმოადგენს ვორქშოფებს, 15.5% კერძო გაკვეთილებს, 15.8% კი სხვა ტიპის საგანმანათლებლო აქტივობაა.

 

17. მომდევნო შეკითხვით გვაინტერესებდა გაგვერკვია, ძირითადად ვინ / რა ტიპის ორგანიზაცია იყო იმ საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზატორი, რომლებშიც მიუღიათ მონაწილეობა. შესაძლებელი იყო რამდენიმე პასუხის არჩევა. სიის თავში 36.8%-ით მოექცა სახელმწიფო უნივერსიტეტები, 34.8%-ით მოსდევს კერძო ტრენინგცენტრები. დანარჩენ პროვაიდერებს შორის პროცენტული მაჩვენებლები ამგვარად გადანაწილდა: 32.9% - საერთაშრისო ორგანიზაციები, 25.2% ადგილობრივი არასამთვარობო ორგანიზაციები, 23.9% - დამსაქმებელი, ასევე 23.9% - საერთაშორისო ონალინ საგანამანათლებლო პლატფორმა, 15.8% - უცხოური საგანმანათლებო ინსტიტუცია, 10.6% - კერძო უნივერსიტეტი, 8.7% - პროფესიული სასწავლებელი და 20.3% არ აკონკრეტებს ორგანიზაციას.

 

18. აღმოჩნდა, რომ გამოკითხვაში მონაწილეთა უმრავლესობისთვის უფრო მეტი სანდოობით სარგებლობს სახელმწიფო უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებული ზრდასრულთა / უწყვეტი განათლების პროგრამები (63.5%), ამას მოსდევს საერთაშორისო ორგანიზაციები 51%-ით და საერთაშრისო ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმები 36.8%-ით. საერთო სურათი ასეთია:

გამორჩენილი აღნიშვნები: 58 (18.7%) უნდა იყოს არასამთავრობო ადგილობრივი ორგანიზაციები, 114 (36.8%)- საერთაშორის ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმები.

 

19. როგორც მოსალოდნელი იყო სწავლების ფორმა Covid 19-ის გავრცელებამდე უფრო ხშირ შემთხვევაში იყო პირისპირი.  ამ შეკითხვაზე შესაძლებელი იყო რამდენიმე პასუხის არჩევა და შედეგები ამგვარად გადანაილდა:

 

20. ცხადია, სურათი საგრძნობლადაა შეცვლილი Covid 19-ის გავრცელების შემდეგ დისტანციური სწავლება ლიდერობს:

 

 

21. შეკითხვაზე, თუ სწავლების რომელი ფორმაა უფრო მისაღები შედეგები ამგვარად გადანაწილდა (შესაძლებელი იყო რამდენიმე პასუხის არჩევა):

 

22. ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო პასუხები შეკითხვაზე, თუ რა მიზნით მონაწილეობენ ზრდასრულები არაფორმალური განათლების კურსებში. ამ შემთხვევაშიც შესაძლებელი იყო რამდენიმე ვარიანტის არჩევა და შედეგები ასე განადანაწილდა:

 

  1. ჩემთვის საინტერესო საგნის შესახებ ახალი ცოდნის შესაძენად - 64.2%
  2. პიროვნული ზრდისთვის - 63.9%
  3. კარიერული წინსვლისთვის - 62.9%
  4. სამსახურში დაკისრებული მოვალეობის / სამუშაოს უკეთ შესასრულებლად -40.6%
  5. ყოველდღიური ცხოვრებისეული ცოდნისა და უნარების შესაძენად - 38.7%
  6. სერტიფიკატის მისაღებად - 28.1%
  7. სხვა სამსახურის პოვნის შანსების გასაზრდელად - 17%
  8. საკუთარი საქმის / ბიზნესის წამოსაწყებად - 17.4%
  9. სხვა - 7.4%
  10. სამუშაო ადგილზე ორგანიზაციული/ტექნოლოგიური ცვლილებების გამო - 9%
  11. სამსახურის დაკარგვის რისკების შესამცირებლად - 6.1%
  12. კურსის გავლას მავალდებულებს კანონი ან დამსაქმებელი - 4.5%

 

 

23. უწყვეტი განათლების შესაძლებლობების მიმართ დამოკიდებულებების კვლევისას პაუხებში ლიდერობს პიროვნული განვითარების შესაძლებლობა.  შესაძლებელი იყო რამდენიმე პასუხის არჩევა:

გამორჩენიილ აღნიშვნები: 188 (60.6%) - კარგია კარიერული / სამსახურებრივი წინსვლისთვის, 233 (75.2%) - კარგია პიროვნული განვითარებისთვის, 13 (4.2%) - არ მაქვს გამოკვეთილი დამოკიდებულება,

 

 

24.  მომდევნო შეკითხვით გვსურდა გაგვეგო, თუ რა შეიცვალა უწყვეტი / ზრდასრულთა არაფორმალური განათლების ფარგლებში მიღებული ცოდნის შედეგად გამოკითხულთა ცხოვრებაში  (შესაძლებელი იყო რამდენიმე პასუხის არჩევა). აღმოჩნდა, რომ:

 

  1. 69.4%-ს დაეხმარა პიროვნულ განვითარებაში,

  2. 56.1% შეხვდა საინტერესო ადამიანებს,

  3. 51.9%-ს გაუჩნდა ახალი ინტერესები,

  4. 37.1%  უკეთ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს,

  5. 13.9%-მა მოიპოვა უკეთესო პოზიცია სამსახურში,

  6. 11.6%-ს გაეზარდა ანაზღაურება,

  7. 10%-მა იპოვა ახალი სამსახური

  8. 9%-ის ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა

  9. 3.5%-ს კი არ შეუძლია, დააკონკრეტოს თუ შეიცვალა რამე.

 

 

25. უწყვეტი / ზრდასრულთა არაფორმალური განათლების პროგრამებში მონაწილეობის დამაბრკოლებელ ფაქტორებში Covid 19-ის გავრცელებამდე ლიდერობს (შესაძლებელი იყო რამდენიმე პასუხის არჩევა) დროის სიმცირე 53.4%-ით, ამას მოსდევს ფინანსური ფაქტორი 59%-ით, ინფორმაციის ნაკლებობა ზრდასრულთა / უწყვეტი განათლების შესაძლებლობების შესახებ - 25.2%, უცხო ენების არცოდნა - 17.4%, ოჯახური ვითარება - 15.5%, სწავლისთვის შესაბამისი პირადი სივრცის არქონა - 8.1%, შესაბამისი ტექნიკური საშუალებების არქონა - 7.4%, ტექნოლოგიური უნარების არქონა - 3.9%, ჯანმრთელობის პრობლემები - 2.6% და სხვა ბარიერები - 16%.

 

 

26. უწყვეტი / ზრდასრულთა განათლების პროგრამებში მონაწილეობის დამაბრკოლებელ ფაქტორეთან დაკავშრებით Covid 19-ის გავრცელების შემდეგ სიის სათავეში ექცევა ფინანსური ფაქტორი. შესაძლებელი იყო რამდენიმე პასუხის არჩევა და მონაცემები ამგვარად გადანაწილდა: ფინანსური ფაქტორი - 45.5%, დროის სიმცირე - 37.1%, ინფორმაციის ნაკლებობა ზრდასრულთა / უწყვეტი განათლების შესაძლებლობების შესახებ და ოჯახური ვითარება - 16.8%, სწავლისთვის შესაბამისი პირადი სივრცის არქონა - 14.8%, შესაბამისი ტექნიკური საშუალებების არქონა - 16% (გაზრდილია წინა პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით), ჯანმრთელობის პრობლემები - 6.1% (ეს მაჩვენებელიც გაზრდილია წინა მონაცემებთან შედარებით), ტექნოლოგიური უნარების არქონა - 2.9% და სხვა 27%.

 

 

27. უწყვეტი / ზრდასრულთა განათლების პროგრამებში მონაწილეობის დაფინანსების შესახებ გამოკითხულთა მდგომარეობას ყველაზე მეტად შეესაბამება:

 

როგორც გრაფიკიდანაც ჩანს, უმრავლესობა ძირითადად უფასო კურსებს ეძებს ხოლმე, მხოლოდ 13.9% აცხადებს, რომ თავადაც შეუძლია საფასურის გადახდა, 6.1%-ის განცახადებით დამსაქმებელი აფინანსებს მათ პროფესიულ განვითარებას, 11.3%-ის განცხადებით თავადაც შეუძლია და დამსაქმებელიც აფინანსებს. 1.9% აცხადებს, რომ არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა და არც ეძებს ხოლმე ინფორმაციას უწყვეტი განათლების შესაძლებლობების შესახებ, 9% არ აკონკრეტებს პასუხს.

 

 

28. კითხვარის ბოლოს მოხალისეებს საშუალება ჰქონდათ, საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები გამოეთქვათ, სადაც გამოიკვეთა შემდეგი ტიპის პრობლემები: „რეგიონებში კვლავ მნიშვნელოვანი პრობლემაა ინტერნეტიზაცია“, „სურვილი არ კმარა განათლების მისაღებად , განათლების მიღებას სჭირდება ფინანსები თუნდაც წიგნი რომ იყიდო, ტექნიკა დღეს მითუმეტეს და ის კურსები რომლებიც რეალურად გვაინტერესებს და გვინდა რომ ვისწავლოთ ფინანსებთან კავშირშია რაც ადვილი და მარტივი ნამდვილად არაა“, „უკეთესი იქნება მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს ადამიანს, რომელსაც სურს მიიღოს მეტი განათლება და ცოდნა. იყოს უფასო ტრეინინგებიც და უფასო სასერტიფიკატო კურსებიც“, „ისეთი ტრენინგები რომელთაც უფრო მეტი ძალა აქვს ყველა ფასი ღირს თან საკმაოდ სოლიდური.რავქნათ ვისაც გვჭირდება და ვერ გავდივართ ამ კურსებს?“.

 

გარდა პრობლემებისა, გამოიკვეთა ონლაინ სწავლების დადებითი მხარეებიც:  „პირისპირ ტრენინგების ფორმატი უფრო მომწონდა, თუმცა ადვილად ადავპტირდი ონლაინ ტრენინგებზე, ეს ფორმატი ბევრად მეტი ტრენინგის გავლის შესაძლებლობას იძლევა“, „პანდემია ძალიან დამეხმარა პიროვნულ ზრდაში. ისეთ ტრენინგებს და შეხვედრებს დავესწარი წარმოდგენაც შეუძლებელი იყო პანდემიამდე“.

 

სრულად

ბრძანების N:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2021-2022 სასწავლო წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების ანკეტა-კითხვარის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2021 წლის 8 თებერვლის №1373/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 9 თებერვლის №3 სხდომის ოქმის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2021-2022 სასწავლო წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების  ანკეტა-კითხვარი (დანართი №1). 


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 14/2021

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2021 წლის 8 თებერვლის №1320/10, №1321/10, №1322/10 წერილებისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 9 თებერვლის №3 სხდომის ოქმის საფუძველზე, 


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


ა) II ნაწილის „ა“ პუნქტის 38-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა “სოციალური მუშაობა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 38);
ბ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 59-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სოციალური მუშაობა“ (დანართი 59);
გ) V  ნაწილის „დ“ პუნქტის 981 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „საზოგადოებრივი ჯანდაცვა (ინგლისურენოვანი)“ (დანართი 276).


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 15/2021

ზრდასრულთა პროფილი, მათი ზრდასრულთა განათლებაში ჩართულობა უწყვეტი განათლების კონტექსტში და COVID 19-ის გავლენები - კვლევის შედეგები

კვლევის მიზანი იყო, ზოგადი სურათი შეგვექმნა საქართველოს მასშტაბით ზრდასრული მოსახლეობის პროფილის, მახასიათებლებისა და ზრდასრულთა განათლებაში (კვლევის ფარგლებში ზრდასრულთა განათლებას განვიხილავთ უწყვეტი განათლების კონტექსტში (უწყვეტი განათლებით აღვნიშნავთ არაფორმალური განათლების ყველა იმ აქტივობას, რომლებში მონაწილეობაც შეუძლიათ ზრდასრულებას)) მათი ჩართულობის შესახებ. ჩვენი მიზანი იყო, გაგვეგო, რა ინტერესები ან დაბრკოლბები აქვთ ზრდასრულებს საქართველოში სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობაში ჩასართავად, ვინ არიან ის ზრდასრულები, რომლებიც ყველაზე აქტიურად არიან მსგავს აქტივობებში ჩართული და როგორია მათი გამოცდილება Covid 19-ის გავრცელების შემდეგ. გვაინტერესებდა ზრდასრულთა დამოკიდებულება სხვადასხვა სასწავლო ფორმატის მიმართ.

კვლევის შედეგები პირველ რიგში საინტერესო იქნება ზრდასრულთა განათლებაში ჩართული ორგანიზაციებისათვის, ასევე სხვა დაინტერესებული ინსტიტუციებისა თუ პირებისთვის.

პანდემიის გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით კვლევის კითხვარის გასავრცელებლად გამოვიყენეთ მხოლოდ ელექტრონული საშუალებები, კერძოდ თსუ-ის ვებგვერდი და სოციალური მედია. უფრო მეტ და განსხვავებული პროფილის ადამიანთან წვდომის უზრუნველსაყოფად გამოვიყენეთ სოციალური მედიის დასპონსორებული განცხადების ფუნქციაც.

კითხვარი მოიცავდა 28 შეკითხვას და გამოყენებული იყო შეკითხვის სამი ფორმატი: შეკითხვა სავარაუდო პასუხებიდან ერთი არჩევანით, შეკითხვა სავარაუდო პასუხებიდან რამდენიმე არჩევანის საშუალებით და ღია შეკითხვა (დამატებითი შენიშვნებისა და მოსაზრებებისათვის).

შეკითხვები დაყოფილი იყო ხუთ თემატურ ბლოკად: 1. ზოგადი ინფორმაცია ანკეტის შემვსების შესახებ, 2. შეკითხვები მიღებული ფორმალური განათლების შესახებ, 3. შეკითხვები დასაქმების სტატუსის შესახებ, 4, შეკითხვები დამატებითი განათლებით დაინსტერესების შესახებ და 5. შეკითხვები არაფორმალურ საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობის გამოცდილების შესახებ.

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 310-მა ადამიანმა.

კითხვარის შედეგად  საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ ზრდასრულთა განათლების მიმართულებით არსებული ზოგადი ტენდენციების შესახებ.

კითხვარის შედეგები დეტალურად

I ბლოკი: ზოგადი ინფორმაცია

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო ყველა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელმა. შედეგები ამგვარად გადანაწილდა:

სრულად

ბრძანების N:

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული განათლების მასწავლებლის შერჩევისა და სამსახურში მიღების წესის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’, ,,ო“ და ,,პ” ქვეპუნქტების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - პროფესიული განათლების ცენტრის დებულების“ მე-11 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2021 წლის 09 თებერვლის N1401/10წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული განათლების მასწავლებლის შერჩევისა და სამსახურში მიღების წესი“ დანართი N1-ის შესაბამისად.
2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3.   ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე განთავსება   დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი     ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 15/02-01

ესეების კონკურსი: „დაწერე ქართულად ბერძნული სიტყვებით“

ბერძნული ენის საერთაშორისო დღესა და საბერძნეთის დამოუკიდებლობის 200 წლისთავთან დაკავშირებით, ცხადდება ესეების კონკურსი: „დაწერე ქართულად ბერძნული სიტყვებით“
გამარჯვებული ესე გამოქვეყნდება. ავტორი დაჯილდოვდება ალტა-ოკეის 500 ლარიანი სასაჩუქრე ბარათით, 2021 წლის 25 მარტს.

ორგანიზატორი: თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი; ა (ა) იპ „ინტერკულტურული დიალოგები“

მხარდამჭერი:
საბერძნეთის საელჩო საქართველოში


კონკურსის შინაარსი და პირობები:
თანამედროვე ქართულ ენის ძირითადი ლექსიკური მარაგი 110 000 სიტყვას აღემატება. აქედან 20 000 სიტყვაზე მეტი უცხო ენებიდანაა შემოსული.
ქართულ ენობრივ სივრცეს, საუკუნეთა განმავლობაში, ბუნებრივად და ორგანულად ერწყმის ათასობით ბერძნული წარმოშობის სიტყვა. კონკურსანტს ევალება მოიძიოს ეს სიტყვები და მათი გამოყენებით, დაწეროს ესე ნებისმიერ თემაზე. დასაშვებია არაბერძნული სიტყვების გამოყენებაც.

უპირატესობა მიენიჭება ესეს, რომელშიც:
ბერძნულიდან ქართულში შესული ყველაზე მეტი სიტყვაა გამოყენებული;
აზრი ჩამოყალიბებულია ნათლად, საინტერესოდ, ორიგინალურად.

კრიტერიუმები:
შრიფტი: Sylfaen
შრიფტის ზომა: 12
ინტერვალი: 1.5
მოცულობა: არანაკლებ 500 სიტყვისა

მონაწილეობის პირობები:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს.
ესეების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 9 მარტი, 18:00 საათი.

მიღება იწარმოებს შემდეგი წესით:
ავტორმა ესეს ელექტრონული ვერსია, გვარ-სახელის, უმაღლესი სასწავლებლისა და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით,  უნდა გადააგზავნოს pdf  ფორმატით  შემდეგ მისამართზე greekstudies@tsu.ge და სათაურის ველში მიუთითოს „ესეების კონკურსი“.

სრულად

ბრძანების N:

ლუქსემბურგის უნივერსიტეტის ვირტუალური ღონისძიება "Master Days"

მიმდინარე წლის 24 და 25 თებერვალს ლუქსემბურგის უნივერსიტეტის წარმომადგენლები WebEx-ის პლატფორმის გამოყენებით მოაწყობენ მათი უნივერსიტეტისა და სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაციას. 


ვირტუალურ ღონისძიებაზე დასწრება უფასოა და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ქვეყნისა და უნივერსიტეტის სტუდენტს.

 

!!აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის საჭიროა რეგისტრაციის გავლა, ამისათვის გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს.

სრულად

ბრძანების N: