საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:


1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2020 წლის 13 ივლისის N132/01-01 ბრძანების პირველ პუნქტში:


ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) შემოდგომის სემესტრი (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის გარდა): ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 7 აგვისტო - 20 სექტემბერი;
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 7-20 სექტემბერი;
ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 14 სექტემბერი - 18 ოქტომბერი (სრულად დისტანციურად),    
19 ოქტომბერი - 27 ნოემბერი (პრაქტიკული     და ლაბორატორიული მეცადინეობები არადისტანციურ რეჟიმში, ხოლო სასაწავლო პროცესის სხვა კომპონენტები დისტანციურად)“; 28 ნოემბერი - 26 დეკემბერი (მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკული/ლაბორატორიული/კლინიკური კომპონენტები შესაძლებელია წარიმართოს  არადისტანციურ რეჟიმში, სხვა შემთხვევაში სრულად დისტანციურად);
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი - 18 იანვარი - 10 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები);
16-22 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
ბ.ე) არდადეგები - 27 დეკემბერი – 17 იანვარი; 23 -28 თებერვალი.“ 
ბ) „ბ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ1) შემოდგომის სემესტრი (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი): 
ბ1.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 7 აგვისტო - 20 სექტემბერი;
ბ1.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 7-20 სექტემბერი;
ბ1.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 21 სექტემბერი - 18 ოქტომბერი (სრულად დისტანციურად), 19 ოქტომბერი - 27 ნოემბერი (პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები არადისტანციურ რეჟიმში, ხოლო სასაწავლო პროცესის სხვა კომპონენტები დისტანციურად), 28 ნოემბერი - 2 იანვარი (სრულად დისტანციურად)“;
ბ1.დ) საგამოცდო პერიოდი - 18 იანვარი - 10 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები),
16-22 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
ბ1.ე) არდადეგები - 3  – 17 იანვარი; 23-28 თებერვალი.“ გ) „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ1) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა:


გ1.ა. პირველსემესტრელთა რეგისტრაცია:
გ1.ბ.  ადმინისტრაციული  რეგისტრაცია  და  ხელშეკრულების  გაფორმება  -  3-9 სექტემბერი;
გ1.გ. აკადემიური რეგისტრაცია - 10-14 სექტემბერი. გ1.დ. შემოდგომის სემესტრი:
გ1.ე. ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 7 აგვისტო - 21 სექტემბერი; გ1.ვ. აკადემიური რეგისტრაცია - 14 - 21 სექტემბერი;
გ1.ზ. სააუდიტორიო მეცადინეობები - 21 სექტემბერი - 18 ოქტომბერი (სრულად დისტანციურად),    19     ოქტომბერი - 27 ნოემბერი (პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები არადისტანციურ რეჟიმში, ხოლო სასაწავლო პროცესის სხვა კომპონენტები დისტანციურ რეჟიმში), 28 ნოემბერი - 2 იანვარი (სრულად დისტანციურად)“.
გ1.თ. საგამოცდო პერიოდი - 18 იანვარი - 10 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები),16-22 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
გ1.ი. არდადეგები - 3 - 17 იანვარი; 23-28 თებერვალი.“ 
დ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 
ე) შემოდგომის სემესტრი:
ე.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 7 აგვისტო - 21 სექტემბერი; 
ე.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 14 - 21 სექტემბერი;
ე.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 21 სექტემბერი - 18 ოქტომბერი (სრულად დისტანციურად), 19 ოქტომბერი - 27 ნოემბერი (პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები არადისტანციურ რეჟიმში, ხოლო სასაწავლო პროცესის სხვა კომპონენტები დისტანციურ რეჟიმში), 28 ნოემბერი - 2 იანვარი (მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკული/ლაბორატორიული/კლინიკური კომპონენტები შესაძლებელია წარიმართოს      არადისტანციურ რეჟიმში, სხვა შემთხვევაში სრულად დისტანციურად)“.
ე.დ) საგამოცდო პერიოდი - 18 იანვარი - 10 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები),
16 - 22 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
ე.ე) არდადეგები - 3 - 17 იანვარი; 23-28 თებერვალი.


2.  ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.  დაევალოს  კანცელარიას,  ბრძანება  განათავსოს  ყველასათვის  ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი გიორგი შარვაშიძე