საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სამაგისტრო პროგრამის წარმოდგენისა და დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
25.05.2011, №47/2011 დადგენილებით

 

სამაგისტრო პროგრამის წარმოდგენა და დამტკიცება უნდა მოხდეს შემდეგი პროცედურების დაცვით:

 

1. სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს თსუ–ს სრული ან ასოცირებული პროფესორი, ან მოწვეული, შესაბამისი აკადემიური ხარისხის მქონე პირი. გადაწყვეტილება პროგრამის ხელმძღვანელის მოწვევის შესახებ უნდა მიიღოს აკადემიურმა საბჭომ ფაკულტეტის საბჭოს წარდგინების საფუძველზე.


2. სამაგისტრო პროგრამა განიხილება ფაკულტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (ინსტიტუტი, დეპარტამენტი, მიმართულება და ა. შ.), ან შესაბამისი პროფილის მქონე აკადემიური პერსონალის (მოწვეული პედაგოგების) სხდომაზე, ხოლო პროგრამის შეჯერებული ვარიანტი განსახილველად გადაეცემა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.


3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ამოწმებს პროგრამის შესაბამისობას სამაგისტრო პროგრამის მომზადების ინსტრუქციასთან, ხოლო ამ პროცესს კოორდინირებას უწევს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. სადაო საკითხების წყვეტს აკადემიური საბჭო. ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დადებითი დასკვნის შემთხვევაში პროგრამა განსახილველად გადაეცემა ფაკულტეტის საბჭოს.


4. ფაკულტეტის საბჭო განიხილავს პროგრამას და მას დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს.


5. აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული პროგრამები გადაეცემა თსუ საინფორმაციო ცენტრს, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის დროულ განთავსებას თსუ ვებ-გვერდზე.


6. თსუ-ში პროგრამული აკრედიტაციის განხორციელებამდე, თვითშეფასების მომზადების პროცესში სისტემატურად უნდა მოხდეს სამაგისტრო პროგრამების შეფასება და სრულყოფა.


7. თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ევალება სამაგისტრო პროგრამების ტექნიკური მონიტორინგისა და აკადემიური ექსპერტიზის განხორციელება, შესაბამისი დასკვნების, შენიშვნებისა და რეკომენდაციების წარდგენა ფაკულტეტების და აკადემიური საბჭოს წინაშე.


8. მაგისტრატურაში მისაღები წერითი გამოცდები გაიმართება უცხო ენასა და შესაბამის სპეციალობაში. სამაგისტრო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე შესაძლებელია დამატებით ჩატარდეს ზეპირი გამოცდაც.

 

9. სამაგისტრო პროგრამების წარმოდგენისა და დამტკიცების ვადები:

 

- ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში სამაგისტრო პროგრამის წარმოდგენის ვადაა 6 ივლისი.

- პროგრამის წარდგენის ვადა აკადემიური საბჭოსათვის - 6-14 ივლისი.

- პროგრამის განხილვა და დამტკიცება - 16 ივლისი.

- საბუთების მიღება იწარმოებს 3-12 სექტემბერს.

- მაგისტრატურაში მისაღები გამოცდები ჩატარდება 24-28 სექტემბერს.

 

10. ზემოაღნიშნული წესები არ ვრცელდება ერთობლივ საერთაშორისო პროგრამებზე, რომლის დასრულების შემდეგ მაგისტრანტს ენიჭება ერთობლივი აკადემიური ხარისხი.

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 28

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
10.10.2011, №108/2011 დადგენილებით

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სადისერტაცის საბჭოს დებულება (დანართი 1)

 

საფუძველი: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება

 


გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დებულება

 

I. ზოგადი დებულებები

 

1. მიზანი


1.1. ეს დებულება აწესრიგებს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სადოქტორო პროგრამების განხორციელებისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებისათვის აუცილებელ პროცედურას `უმაღლესი განათლების შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამისად.
1.2. დოქტორანტურის მიზანია: სადოქტორო პროგრამების საფუძველზე დოქტორანტის ინტელექტუალური ზრდა, აკადემიური და კვლევითი რესურსების დაახლოება, ქვეყანაში სამეცნიერო მუშაობის გააქტიურება და ხარისხის ამაღლება, დოქტორანტის ინტეგრაცია საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში.

 

2. დოქტორანტურა


2.1. დოქტორანტურა არის უმაღლესი აკადემიური განათლების მესამე საფეხური, სასწავლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს სამეცნიერო კადრების მომზადებას და მთავრდება ფილოსოფიის დოქტორის – Ph.D. აკადემიური ხარისხის მინიჭებით.
2.2. დოქტორანტურა მოიცავს სასწავლო და კვლევით კომპონენტს.
2.3. დოქტორანტი არის პირი, რომელიც სწავლობს დოქტორანტურაში.
2.4. დოქტორი – უმაღლესი აკადემიური ხარისხია, რომელიც დოქტორანტურის კურსდამთავრებულს ენიჭება დისერტაციის დაცვის შემდეგ.


II. დოქტორანტურაში მიღების წესი

 

3. დოქტორანტურაში სწავლის უფლება


3.1. დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს მაგისტრს, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
3.2. `უმაღლესი განათლების შესახებ~ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, დოქტორანტურაში სწავლის უფლება შეიძლება მიენიჭოს უცხოეთის უნივერსიტეტის მაგისტრატურის კურსდამთავრებულს.

 

4. დოქტორანტურაში მიღების პირობები


4.1. დოქტორანტობის კანდიდატი წარმოადგენს განაცხადს და გადის გასაუბრებას სადისერტაციო საბჭოს მიერ დადგენილი კომისიის წინაშე.
4.2. დოქტორანტობის კანდიდატს მოეთხოვება ერთ-ერთი უცხო ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) არანაკლებ ჩ1 დონეზე ცოდნა.
4.3. დოქტორანტობის კანდიდატი, თუ მას ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და ქართული მისი მშობლიური ენა არ არის, წარმოადგენს ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
4.4. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, უნივერსიტეტის რექტორი გამოსცემს დოქტორანტად ჩარიცხვის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. გადაწყვეტილება ეცნობება უნივერსიტეტის სასწავლო დეპარტამენტს.
4.5. უნივერსიტეტი, დოქტორანტი და სამეცნიერო ხელმძღვანელი, ჩარიცხვიდან ორ თვეში ხელს აწერენ ხელშეკრულებას, რომელიც განსაზღვრავს ყველა მხარის ვალდებულებებსა და უფლებებს. ხელშეკრულების ნაწილია დოქტორანტის ინდივიდუალური გეგმა.

 

5. განაცხადი


დოქტორანტურაში ჩარიცხვისათვის დოქტორანტობის კანდიდატი სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის სახელზე წარადგენს განაცხადს, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:
• ავტობიოგრაფია CV;
• დიპლომის დამოწმებული ასლი;
• უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი, ასლთან ერთად;
• სამეცნიერო ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა.

 

6. სამეცნიერო ხელმძღვანელი


6.1. ფაკულტეტი უზრუნველყოფს დოქტორანტს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე სამეცნიერო ხელმძღვანელით, უქმნის პირობებს სამეცნიერო კვლევაზე ორიენტირებული სამუშაოს ჩასატარებლად, რომელიც უნდა მოიცავდეს დასაბუთებულ თეორიულ ან/და ექსპერიმენტულ შედეგებს.
დოქტორანტს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო ხელმძღვანელის შერჩევაში.
6.2.სამეცნიერო ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს დოქტორანტის სადისერტაციო თემის პრობლემატიკაზე სამეცნიერო კვლევის გამოცდილება და პუბლიკაციები.
6.3. სამეცნიერო ხელმძღვანელს შეუძლია უხელმძღვანელოს ერთდროულად არა უმეტეს სამი დოქტორანტისა, რაც აისახება მის სალექციო და კვლევით დატვირთვაში.
6.4. სამეცნიერო ხელმძღვანელი კონტროლს უწევს დოქტორანტის ინდივიდუალური გეგმის შესრულებას.
6.5. იმ შემთხვევაში, თუ სამეცნიერო ხელმძღვანელი უარს ამბობს სწავლის ნებისმიერ ეტაპზე დოქტორანტის ხელმძღვანელობაზე, იგი ვალდებულია ამის შესახებ დასაბუთებული განცხადება წარუდგინოს სადისერტაციო საბჭოს.


III. დოქტორანტურაში სწავლა

 

7. დოქტორანტურაში სწავლის ხანგრძლივობა და ჩაბარების ვადები


7.1. დოქტორანტს მოეთხოვება კურიკულუმის ელემენტების შესრულება, რაც იძლევა ფუნდამენტური კონცეფციების ცოდნას და უნარ-ჩვევების განვითარებას.
7.2. დოქტორანტმა სწავლის და კვლევის პროცესში უნდა დააგროვოს არანაკლებ 180 კრედიტისა. დოქტორანტურის მაქსიმალური ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 5 წელი.
7.3. დოქტორანტურაში სასწავლო კომპონენტი შეადგენს კრედიტების საერთო რაოდენობის 1/3 (60 კრედიტი), დანარჩენი 2/3 (120 კრედიტი) ეთმობა კვლევას.
7.4. დოქტორანტურაში მიღება ცხადდება შემოდგომის სემესტრისათვის.

 

8. დოქტორანტურის სასწავლო და კვლევითი კომპონენტები


8.1. დოქტორანტურის სასწავლო და კვლევითი კომპონენტები გულისხმობს დოქტორანტის დარგობრივ და მეთოდოლოგიურ დახელოვნებას.
8.2. სადოქტორო პროგრამის კურიკულუმს შეიმუშავებს ფაკულტეტის საბჭო და ამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.
კურიკულუმი მოიცავს:
• სპეციფიკური დარგობრივი კურსებისაგან შემდგარ მოდულს;
• ძირითადი მეცნიერული უნარების განმავითარებელ საფაკულტეტო მოდულს ან ცალკეულ კურსებს (კვლევის მეთოდებსა და ხერხებს);
• სწავლების თანამედროვე მეთოდების კურსს, რომელსაც მოსდევს დოქტორანტის ჩართვა სწავლების პროცესში.
შემოთავაზებულ მოდულებში დოქტორანტს შეუძლია აირჩიოს საკვლევი თემის შესაბამისი კურსები.
8.3. დოქტორანტის კვლევის ინდივიდუალურ გეგმას ადგენს დოქტორანტის ხელმძღვანელი დოქტორანტთან შეთანხმებით. ინდივიდუალური გეგმა იქმნება კონკრეტული კვლევითი პროექტის განსახორციელებლად და დარგში მიღებული ცოდნის გასაღრმავებლად. ინდივიდუალურ გეგმაში მოცემული უნდა იყოს კვლევის მიზანი, სადისერტაციო თემის მოკლე აღწერა და კვლევის გრაფიკი.

 

9. დოქტორანტის კოლოკვიუმი


9.1. დოქტორანტურაში სწავლის აუცილებელი ნაწილია დოქტორანტის კოლოკვიუმი. კოლოკვიუმზე ხდება კვლევის შედეგების პრეზენტაცია, მიღწევებისა და პრობლემების განხილვა.
9.2. დოქტორანტი ვალდებულია წელიწადში ორჯერ მაინც წარდგეს კოლოკვიუმზე მოხსენებით.

 

10. დოქტორანტის სტატუსის შეწყვეტა


ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დოქტორანტს შეიძლება დოქტორანტის სტატუსი შეუწყდეს:

• პლაგიატობის ან მონაცემების გაყალბების დადასტურებისას;
• უნივერსიტეტს, დოქტორანტსა და სამეცნიერო ხელმძღვანელს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობისას.

 

IV. სადისერტაციო საბჭო

 

11. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც იქმნება ფაკულტეტზე.
12. სადისერტაციო საბჭო შედგება ფაკულტეტის ყველა სრული და ასოცირებული პროფესორისაგან.
13. სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე სხვა პირები, უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი წესით;
14. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს, ფარული კენჭისყრით, თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო 2 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ერთი და იგივე თავმჯდომარე ზედიზედ შესაძლებელია არჩეულ იქნეს 2-ჯერ. თავმჯდომარის არჩევამდე პირველ სხდომას უძღვება ფაკულტეტის დეკანი;
15. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის სხდომაზე არყოფნის შემთხვევაში, საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სხდომის თავმჯდომარეს.

 

17. სადისერტაციო საბჭოს სხდომები და ფუნქციები


17.1. სადისერტაციო საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს საბჭოს სხდომებზე. სადისერტაციო საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. გადაწყვეტილება მიღებულია, თუ მას ხმას მისცემს დამსწრეთა 2/3. გადაწყვეტილებები მიიღება ღია კენჭისყრით;
17.2. სადისერტაციო საბჭოს ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი;
17.3. სადისერტაციო საბჭო:

• იღებს გადაწყვეტილებას დოქტორანტურაში მიღების, სადისერტაციო თემისა და ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ;
• ნიშნავს შემფასებლებს და განსაზღვრავს დისერტაციის დაცვის თარიღს;
• განსაზღვრავს სადისერტაციო ნაშრომის ზღვრულ მოცულობას, სავარაუდო ფორმატს და სხვა ტექნიკურ მონაცემებს;
• ამტკიცებს სადისერტაციო კომისიას;
• სადისერტაციო კომისიის დასკვნის საფუძველზე ანიჭებს დოქტორის აკადემიურ ხარისხს;

 

18. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე:


• იწვევს და უძღვება სადისერტაციო საბჭოს სხდომებს სემესტრში ერთხელ მაინც;
• საბჭოს შემადგენლობიდან განსაზღვრავს სადისერტაციო კომისიას;
• უზრუნველყოფს დოქტორანტებისათვის კოლოკვიუმების ორგანიზებას ფაკულტეტის დეკანთან შეთანხმებით;
• უზრუნველყოფს სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებას უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

 

19. სადისერტაციო საბჭოს მდივანი


19.1. სადისერტაციო საბჭოს მდივანს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭო.
19.2. მდივანი უზრუნველყოფს სადისერტაციო საბჭოს ორგანიზაციულ საქმიანობას:
• აწარმოებს სადისერტაციო საბჭოს სხდომის ოქმებს, უნივერსიტეტში საქმის წარმოების ერთიანი წესების შესაბამისად;
• ეხმარება თავმჯდომარეს ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაში;
• ხელმძღვანელობს საბჭოს არქივსა და საქმის წარმოებას;
• კონსულტაციას უწევს და ეხმარება დოქტორანტებს დისერტაციის დაცვამდე და დაცვის შემდგომ სათანადო დოკუმენტაციის მომზადებაში.


V. დისერტაცია და მისი დაცვის პროცედურა

 

20. დისერტაცია


20.1. დისერტაცია უნდა ასახავდეს თეორიული და/ან ექსპერიმენტული კვლევის დასაბუთებულ შედეგებს, ახასიათებდეს მეცნიერული სიახლე და წვლილი შეჰქონდეს დარგის განვითარებაში. იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტი კვლევით ჯგუფშია ჩართული, ნათლად უნდა ჩანდეს მისი წვლილი კვლევაში.
20.2. დისერტაცია შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე. სხვა ენაზე დისერტაციის შესრულების საკითხს წყვეტს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო.
სადისერტაციო ნაშრომის ზღვრული მოცულობა - 180-200 გვ (არაუმეტეს 400 000 ასო-ნიშანი)., დასკვნა – 10-12 გვ.; ნაშრომს თან უნდა ერთვოდეს გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი; ფურცლის ზომა - A/4; ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს 12-იანი შრიფტით, შრიფტის სახეობა – Aცადნუსხ-ი; სტრიქონებს შორის მანძილი – 1,5; გვერდის საზღვრები: მარცხნიდან 3 სმ., მარჯვნიდან – 1 სმ., ზემოდან – 2,5 სმ., ქვემოდან – 2,5 სმ.

 

21. დისერტაციის წარდგენა


21.1. დოქტორანტი სადისერტაციო საბჭოს წარუდგენს დისერტაციის ბეჭდურ (4 აკინძულ ეგზემპლარს) და ელექტრონულ ვერსიებს.
21.2. დისერტაციას თან ერთვის დოქტორანტის ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ ნაშრომი მის მიერაა შესრულებული და ნაშრომში გამოყენებული ყველა წყარო სათანადოდაა მითითებული.
21.3. დისერტაციის დაცვაზე დასაშვებად დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი სადისერტაციო საბჭოს წარუდგენს სადისერტაციო ნაშრომის საჯარო განხილვისათვის მზადყოფნის შესახებ დასკვნას.
21.4 დისერტაციის დაცვამდე, დისერტანტს დისერტაციის თემაზე გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ სამი სამეცნიერო პუბლიკაცია, რეცენზირებად ჟურნალებში, რომელთაგან ორს გავლილი უნდა ჰქონდეს საერთაშორისო ექსპერტიზა. სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაცვის პროცესში დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე უცხოელი შემფასებლის ჩართვისას, დისერტანტს მოეთხოვება ორი სტატიის გამოქვეყნება, მათ შორის ერთის - საერთაშორისო ექსპერტიზა. ექსპერტიზას უზრუნველყოფს უნივერსიტეტი.
21.5. რეცენზირებადი ჟურნალების ნუსხას ადგენს სადისერტაციო საბჭო.

 

22. დისერტაციის წინასწარი შეფასება


22.1. დისერტაციის წარდგენის შემდეგ, სადისერტაციო საბჭო დისერტაციის შესაფასებლად გამოყოფს მინიმუმ ორ გარე შემფასებელს.
22.2. დისერტაციის შეფასება წარმოებს შემფასებელთა დასკვნების საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ შემფასებლების ნახევარზე მეტი უარყოფითად შეაფასებს დისერტაციას, იგი დაცვაზე არ დაიშვება.
22.3. ორი შემფასებლიდან ერთის უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, სადისერტაციო საბჭო 10 დღის ვადაში გამოყოფს მესამე გარე შემფასებელს.
22.4. შემფასებლებმა თავიანთი წერილობითი დასკვნა უნდა წარმოადგინონ დისერტაციის წარდგენიდან არა უგვიანეს 2 თვისა. მესამე შემფასებლის დანიშვნის შემთხვევაში, მას ნაშრომის შეფასებისათვის ეძლევა 1 თვე.
22.5. დასკვნაში მითითებული უნდა იყოს გადაწყვეტილება დისერტაციის დაცვაზე დაშვების, მისი შესწორების მიზნით დოქტორანტისათვის უკან დაბრუნების, ან დაცვაზე უარის შესახებ. უმნიშვნელო შენიშვნების შემთხვევაში, დისერტაციის მიღება ხდება ხარვეზების გამოსწორების პირობით.
22.6. შესწორების მიზნით დოქტორანტისათვის დისერტაციის უკან დაბრუნების შემთხვევაში, დისერტაცია ხელახლა უნდა იქნეს წარდგენილი 1 წლის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში პირი დაცვაზე აღარ დაიშვება.
22.7. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარემ დოქტორანტს წერილობით უნდა აცნობოს შემფასებლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. დაცვაზე დაშვების შემთხვევაში, შეტყობინებაში მითითებული უნდა იქნეს დაცვის თარიღი.
შეტყობინებიდან დაცვის თარიღამდე დოქტორანტს დაცვისათვის მოსამზადებლად ეძლევა არანაკლებ 1 თვისა. დოქტორანტს უფლება აქვს გაეცნოს შემფასებლების დასკვნებს.
22.8. დაცვაზე დაშვების უარის შემთხვევაში, უარყოფითი დისერტაცია და შემფასებლების წერილობითი დასკვნები ინახება სადისერტაციო საბჭოს არქივში. დოქტორანტი უფლებამოსილია გაეცნოს ამ დოკუმენტებს.

 

23. სადისერტაციო კომისია


23.1. სადისერტაციო საბჭო დისერტაციის დაცვის წინ ქმნის სადისერტაციო კომისიას.
23.2. კომისია შედგება მინიმუმ ხუთი წევრისაგან (ზოგადად, კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება კენტი რიცხვით), რომელთაც აქვთ ხმის მიცემის უფლება.
23.3. ხელმძღვანელს და შემფასებლებს აქვთ კომისიაში სათათბირო ხმით მონაწილეობის უფლება.

 

24. დისერტაციის დაცვა


24.1. დისერტაციის დაცვა არის საჯარო.
24.2. დაცვის ენა არის ქართული, თუ სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
24.3. დაცვის პროცესი ითვალისწინებს დოქტორანტის მიერ ნაშრომის პრეზენტაციას, მეცნიერულ დისკუსიას და სადისერტაციო კომისიის დასკვნას.
24.4. სადისერტაციო საბჭოს მიერ თითოეული კომისიისათვის ერთ დღეს შეიძლება დაინიშნოს არა უმეტეს ორი დაცვისა.

 

25. დისერტაციის შეფასება


25.1. დისერტაციის შეფასების კრიტერიუმებია:

• საკვლევი თემის აქტუალობა;
• კვლევის მეთოდების გამოყენების სათანადო დონე; კვლევის საგანთან და ობიექტთან მათი შესაბამისობა;
• მეცნიერების მოცემული დარგის განვითარებაში დისერტანტის მიერ შეტანილი წვლილი;
• მიღებული შედეგების პრაქტიკული რეალიზაციის შესაძლებლობების დასაბუთება;

25.2. დისერტაციის დაცვა ფასდება სადისერტაციო კომისიის დახურულ სხდომაზე ღია კენჭისყრით, რაზეც დგება ოქმი.
25.3. დისერტაცია არ ითვლება დაცულად, თუ მას სადისერტაციო კომისიის უმრავლესობა უარყოფითად აფასებს. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის ხმას, რომელიც იმავდროულად ხელმძღვანელობს სადისერტაციო კომისიას.
25.4 დისერტაციის შეფასებისას ხელმძღვანელის და გარეშემფასებლების შეფასება განისაზღვრება 2/3-ით, კომისიისა – 1/3-ით.

25.4. საბოლოო შეფასება ხდება შემდეგი სისტემით:

 

summa cum laude – ფრიადი;

magna cum laude – ძალიან კარგი;

cum laude – კარგი;

bene – საშუალო;

rite – დამაკმაყოფილებელი;

insufficienter - არადამაკმაყოფილებელი;

sub omni canone – სრულიად არადამაკმაყოფილებელი;

 

25.5. სადისერტაციო კომისიის თავმჯდომარე, დოქტორანტს კომისიის დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, ოქმიდან ამონარიდის სახით, აცნობს ზეპირად.
25.6. სადისერტაციო კომისიის მიერ, დისერტაციის უარყოფითად შეფასების შემთხვევაში, განმეორებითი დაცვა დასაშვებია ერთი წლის განმავლობაში.
25.7. დოქტორანტის განცხადება განმეორებითი დაცვის მოთხოვნის შესახებ, სადისერტაციო საბჭოს წარედგინება შედეგის გამოცხადებიდან ერთი თვის განმავლობაში.

 

26. ხარისხის მინიჭება


26.1. დოქტორანტს აკადემიურ ხარისხს ანიჭებს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო.
26.2. დიპლომი გაიცემა დისერტაციის გამოქვეყნების შემდეგ, არაუგვიანეს ერთი თვისა.
26.3. დიპლომი შეიცავს დისერტაციის სახელწოდებას, დაცვის თარიღსა და საერთო შეფასებას. დიპლომს ხელს აწერს სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, ფაკულტეტის დეკანი, უნივერსიტეტის რექტორი და მოწმდება უნივერსიტეტის ბეჭდით.
26.4. დიპლომის ასლი ინახება უნივერსიტეტის არქივში.

 

27. დისერტაციის გამოქვეყნება


დოქტორანტი ვალდებულია დისერტაციის დაცვის შემდეგ, სამი თვის ვადაში, გამოაქვეყნოს დისერტაცია ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასზე არ გაიცემა დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი.

 

28. დოქტორის აკადემიური ხარისხის ბათილობა


დოქტორის აკადემიური ხარისხი, ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დოქტორს ჩამოერთმევა აკადემიური პატიოსნების ნორმების დარღვევის, სადისერტაციო საქმის წარმოებისას არასწორი მონაცემების წარდგენის შემთხვევაში.

 

VI. დოქტორანტურა პარტნიორი უნივერსიტეტის მონაწილეობით

 

29. შეთანხმება სადოქტორო პროგრამების განხორციელებაზე


სადოქტორო პროგრამის განხორციელება, პარტნიორი უნივერსიტეტის მონაწილეობით, წესრიგდება ამ უნივერსიტეტთან დადებული შეთანხმებით თანამშრომლობისა და ერთობლივი დოქტორანტურის შესახებ.

 

30. განცხადება დოქტორანტურაში დაშვების შესახებ


30.1. პარტნიორი უნივერსიტეტის მონაწილეობის შემთხვევაში, დოქტორანტურაში ჩარიცხვის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ორივე უნივერსიტეტის დოქტორანტურაში მიღების წინაპირობებს.
30.2. განცხადებას ამ დებულებით გათვალისწინებულ საბუთებთან ერთად, უნდა დაერთოს პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი პროფესორის თანხმობა თემის თანახელმძღვანელობაზე.

 

31. დოქტორანტის ხელმძღვანელი


31.1. პარტნიორი უნივერსიტეტის მონაწილეობის შემთხვევაში, დისერტაციას ერთობლივად უნდა უხელმძღვანელონ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პარტნიორი უნივერსიტეტის პროფესორებმა. აუცილებელია ორივე ხელმძღვანელის დასკვნა და დისერტაციის დაცვაზე ერთ-ერთის დასწრება მაინც.
31.2. თუ სადისერტაციო საქმის წარმოება უპირატესად პარტნიორ უნივერსიტეტში მიმდინარეობს, გამოიყენება პარტნიორი უნივერსიტეტის დოქტორანტურის დებულების პირობები.

 

32. დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი


დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტს გასცემს ის უნივერსიტეტი, სადაც განხორციელდა დისერტაციის დაცვა პარტნიორი უნივერსიტეტების მითითებით.

 

33. დისერტაციის წარმოდგენისა და დაცვის ენა


დისერტაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულად და პარტნიორი უნივერსიტეტის სამუშაო ენაზე. იგივე წესი ვრცელდება დაცვასთან დაკავშირებით.

 

VII. დაფინანსება


34. დოქტორანტის დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო გრანტის, საუნივერსიტეტო დაფინანსების, სტიპენდიების, ქველმოქმედების და თვითდაფინანსების ფორმით.

 

VIII. გარდამავალი დებულებები


35. დოქტორის აკადემიური ხარისხის მისაღებად თსუ-ს ყველა მაძიებელმა და ასპირანტმა უნდა ჩააბაროს დოქტორანტურაში მინიმალური სტანდარტით დადგენილი წესით.
36. უნივერსიტეტის დოქტორანტურაში ჩარიცხული ასპირანტები და მაძიებლები, რომელთაც მინიმუმის საგნები აქვთ ჩაბარებული ან/და აპრობაცია აქვთ გავლილი, თავისუფლდებიან მინიმალური სტანდარტით გათვალისწინებული სასწავლო კომპონენტის კრედიტების დაგროვებისაგან. დისერტაციის წარდგენა და დაცვა ხორციელდება მინიმალური სტანდარტით დადგენილი წესით. გამოქვეყნებული სამი სტატიიდან - ორმა უნდა გაიაროს საერთაშორისო რეცენზირება.
37. უნივერსიტეტის ის ასპირანტები და მაძიებლები, რომელთაც შესრულებული აქვთ ამ დებულებით გათვალისწინებული კვლევითი კომპონენტი და არა აქვთ ჩაბარებული მინიმუმის გამოცდები, სასწავლო კომპონენტით განსაზღვრული კრედიტების დაგროვების შემდეგ Dდისერტაციას წარადგენენ და დაიცავენ ამ დებულებით დადგენილი წესით.
38. იმ კვლევითი ინსტიტუტების ასპირანტები, რომლებთანაც უნივერსიტეტს დადებული აქვს ხელშეკრულება, დოქტორანტები ხდებიან ამ პარაგრაფის 35-ე მუხლის შესაბამისად.

 


დანართი 1


ადგილი, თარიღი

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს,
ბატონ/ქალბატონ _______________________

0128 თბილისი,
უნივერსიტეტის ქ. 1.
განმცხადებელი ____________________________
(სახელი, გვარი)
მისამართი __________________________________________

ტელ.:
ელ-ფოსტა:

განცხადება დოქტორანტურაში მიღების შესახებ
ბატონ/ქალბატონ _______________________ ,

გთხოვთ მიმიღოთ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურაში.
ჩემს მიერ შერჩეული თემაა _______________________________________________________
(თემის სახელწოდება)
თემის ხელმძღვანელობაზე თანხმობა განაცხადა პროფესორმა _______________________________
(სახელი, გვარი)
ვადასტურებ, რომ ვაკმაყოფილებ დოქტორანტურის დებულებით გათვალისწინებულ მიღების პირობებს და სრულად წარმოგიდგენთ დებულების მე-5 მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტებს.
პატივისცემით, ____________________________
(სახელი, გვარი)
 

დანართები:
ავტობიოგრაფია CV;
დიპლომის დამოწმებული ასლი;
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი, ასლთან ერთად;
სამეცნიერო ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა.

სრულად

ბრძანების N: 23

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების პროექტის განხილვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად,

 

1. მოწონებულ იქნეს აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს ერთობლივი სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული უნივერსიტეტის წესდების პროექტი შემდეგი შენიშვნებით:


ა) 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


1. ფაკულტეტის დეკანის არჩევისა და კანდიდატთა რეგისტრაციის წესს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
2. სათანადო წესით რეგისტრირებულმა კანდიდატმა აკადემიურ საბჭოს უნდა წარუდგინოს ავტობიოგრაფია და ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია.
3. ფაკულტეტის დეკანის არჩევნებზე დაიშვება ის კანდიდატი/კანდიდატები, რომელსაც მხარს დაუჭერს აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

 

ბ) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


3. უნივერსიტეტის წესდების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) სხდომის მონაწილეთა უმრავლესობით.
 

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 25

თსუ სტუდენტურ თვითმმართველობას ახალი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის გუნ­დმა, რო­მე­ლიც მეშ­ვი­დე მოწ­ვე­ვის თვით­მმარ­თვე­ლო­ბას 2018 წლი­დან ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, მუ­შა­ობა და­ას­რუ­ლა. პო­ზი­ცი­ები და­ტო­ვეს პრე­ზი­დენ­ტმა — შო­თა კე­ჟე­რაშ­ვილ­მა და ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტებ­მა — არ­ჩილ ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა და ლუ­კა ონი­ან­მა. 16 თე­ბერ­ვალს გა­მარ­თულ სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის სა­ერ­თო კრე­ბა­ზე ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბით პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ობ­ის შემ­სრუ­ლე­ბად თსუ-ის სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი ალ­ექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი, ხო­ლო ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტად თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი სა­ბა ლო­ლა­ძე აირ­ჩი­ეს.

 

„სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში უნ­და გა­მარ­თუ­ლი­ყო, თუმ­ცა პან­დე­მი­ის გა­მო ვერ ჩა­ტარ­და. წეს­დე­ბის მი­ხედ­ვით, ამ ეტ­აპ­ზე, თვით­მმარ­თვე­ლო­ბას პრე­ზი­დენ­ტი­სა და ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ობ­ის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი უხ­ელ­მძღვა­ნე­ლე­ბენ, და­ნარ­ჩე­ნი დე­ლე­გა­ტე­ბი კი ჩვე­ულ­ებ­რი­ვად გა­ნაგ­რძო­ბენ მუ­შა­ობ­ას. არ­ჩევ­ნე­ბი სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სწავ­ლე­ბის ჩვე­ულ­ებ­რივ რე­ჟიმ­ში აღ­დგე­ნის შემ­დეგ და­ინ­იშ­ნე­ბა. მინ­და, დი­დი მად­ლო­ბა ვუთხრა თი­თოეულ ჩემს თა­ნა­მო­აზ­რე­სა და მე­გო­ბარს, რომ­ლე­ბიც გვერ­დში მედ­გნენ ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და ზრუ­ნავ­დნენ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­სა და სტუ­დენ­ტებ­ზე, სთა­ვა­ზობ­დნენ მათ მრა­ვალ­ფე­რო­ვან და სა­ინ­ტე­რე­სო სტუ­დენ­ტურ ცხოვ­რე­ბას.

 

ბევ­რი ემ­ოციაა, სათ­ქმე­ლიც ბევ­რია, მაგ­რამ, უბ­რა­ლოდ, დი­დი მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც ქვეყ­ნის პირ­ველ უნ­ივ­ერ­სი­ტეტს, ყვე­ლა­ზე დიდ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ქმნი­და და ღირ­სე­ულ­ად უმ­კლავ­დე­ბო­და ყვე­ლა გა­მოწ­ვე­ვას. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა თქვენ ორ­წლი­ანი მუხ­ლჩა­უხ­რე­ლი შრო­მის­თვის და თავ­და­დე­ბის­თვის“, — გა­ნაცხა­და შო­თა კე­ჟე­რაშ­ვილ­მა.

 

„სტუ­დენ­ტურ თვით­მმარ­თვე­ლო­ბა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში გან­ვა­ხორ­ცი­ელ­ეთ უამ­რა­ვი პრო­ექ­ტი, მო­ნა­წი­ლე­ობა მი­ვი­ღეთ ძა­ლი­ან ბევრ სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა­ში, დის­კუ­სი­აში, სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო პრობ­ლე­მე­ბის გან­ხილ­ვა­ში და არ ყო­ფი­ლა არც ერ­თი დღე, რო­დე­საც ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თი­თოეული წევ­რი არ ვცდი­ლობ­დით, რომ რა­ღაც უკ­ეთ­ეს­ობ­ის­კენ შეგ­ვეც­ვა­ლა უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში“, — აღ­ნიშ­ნა არ­ჩილ ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა.

 

თსუ-ის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ობ­ის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ალ­ექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი მთა­ვარ პრი­ორ­იტ­ეტ­ად გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბას ას­ახ­ელ­ებს. მას სტუ­დენ­ტურ თვით­მმარ­თვე­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­ის ოთხწლი­ანი გა­მოც­დი­ლე­ბა აქ­ვს.

 

„დი­დი შე­მარ­თე­ბი­თა და მო­ტი­ვა­ცი­ით ვიწყებ უფ­რო სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მეს, რა­საც სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის პრე­ზი­დენ­ტო­ბის მო­ვა­ლე­ობ­ის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ჰქვია. სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბა ყო­ველ­თვის იდ­გა და იდ­გე­ბა სტუ­დენ­ტე­ბის გვერ­დით. იქ­ნე­ბა იქ, სა­დაც უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­სა და უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ლებს დას­ჭირ­დე­ბა. პი­რა­დად ვიქ­ნე­ბი თი­თოეული სტუ­დენ­ტის უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლი და მა­თი ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლი.

 

პან­დე­მია ჩვენ­თვის საკ­მა­ოდ რთუ­ლი გა­მოწ­ვე­ვაა. თუ აღ­დე­ბა სააუდიტორო სწავ­ლე­ბა, სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბაც აქ­ტი­ურ­ად და­უბ­რუნ­დე­ბა თა­ვის საქ­მი­ან­ობ­ას, მა­ნამ­დე კი ვეც­დე­ბით მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ვი­ყე­ნოთ ონ­ლა­ინ-პლატ­ფორ­მე­ბის რე­სურ­სე­ბი და ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტი შევ­თა­ვა­ზოთ სტუ­დენ­ტებს. ეს არ ნიშ­ნავს, რომ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბებს ნაკ­ლებ ყუ­რადღე­ბას მი­ვაქ­ცევთ“, — გა­ნაცხა­და თსუ-ის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ობ­ის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა ალ­ექ­სან­დრე გა­ბაშ­ვილ­მა.

 

მეშ­ვი­დე მოწ­ვე­ვის თვით­მმარ­თვე­ლო­ბამ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 200-ზე მე­ტი პრო­ექ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ელა. ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იყო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სტუ­დენ­ტე­ბის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე. პან­დე­მი­ის დაწყე­ბის შემ­დეგ ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბი­სას წარ­მოქ­მნი­ლი პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად თა­ნამ­შრომ­ლობ­დნენ სტუ­დენ­ტებ­თან, პრო­ფე­სუ­რას­თან და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან.

 

მო­ამ­ზა­და ნა­ტო ობ­ოლ­აძ­ემ

 

სრულად

ბრძანების N:

“უნივერსიტეტში დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2007 წლის 23 აპრილის № 20 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №100/2011 დადგენილებით

 

“უნივერსიტეტში დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2007 წლის 23 აპრილის №20 დადგენილებაში შეტანილ იქნეს დამატებები:

 

I. დადგენილების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს:

 

1. სტატიების საერთაშორისო რეცენზირებას უზრუნველყოფს უნივერსიტეტი სტატიის წარმოდგენიდან მაქსიმუმ სამი თვის განმავლობაში. სამი თვის გასვლის შემდეგ რეცენზიის (დადებითის ან უარყოფითის) მიუღებლობა არ ჩაითვლება დისერტაციის დაცვის პროცედურების შემაფერხებელ გარემოებად.
2. დოქტორანტი თავისუფლდება სემესტრული რეგისტრაციისა და სწავლის ქირის გადასახადისაგან სადისერტაციო ნაშრომის სადისერტაციო საბჭოში წარდგენის მომენტიდან. დისერტაციის წარდგენა დასაშვებია საერთაშორისო რეცენზირებისათვის სტატიების წარმოდგენამდე ან წარმოდგენილ სტატიებზე საერთაშორსიო რეცენზიის მიღებამდე. უარყოფითი რეცენზირების მიღების შემთხვევაში დოქტორანტმა უნდა გაიაროს სემესტრული რეგისტრაცია მომდევნო სემესტრიდან. სტატიების (ან სტატიის) ხელახლა წარმოდგენა ათავისუფლებს მას სემესტრული რეგისტრაციისაგან.

 

II. დადგენილების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

1. მუხლი 12 - დისერტაციის წინასწარი შეფასება

 


გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 22

დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 

2011 წლის 16 მარტის №27/2011 დადგენილებით

 

I.    ზოგადი დებულებანი

 

1.    მიზანი

 

1) ეს დადგენილება აწესრიგებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამების განხორციელებისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებისთვის აუცილებელ მინიმალურ სტანდარტს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2)  დოქტორანტურის მიზანია სადოქტორო პროგრამების საფუძველზე დოქტორანტის ინტელექტუალური ზრდა, აკადემიური და კვლევითი რესურსების დაახლოვება, ქვეყანაში სამეცნიერო მუშაობის გააქტიურება და ხარისხის ამაღლება, საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო სივრცეში ჩართვა, ახალი ცოდნის შექმნისა და დანერგვისთვის ხელის შეწყობა.

 

2.    დოქტორანტურა


1) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურა არის უმაღლესი აკადემიური განათლების მესამე საფეხური,   სასწავლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს სამეცნიერო კადრის მომზადებას და მთავრდება დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებით. 
2) სადოქტორო პროგრამას წარმოადგენს უნივერსიტეტის ერთი ან რამდენიმე ფაკულტეტი და ამტკიცებს თსუ-ს აკადემიური საბჭო.
3) დოქტორანტურა მოიცავს სასწავლო და კვლევით კომპონენტებს.

 

II. დოქტორანტურაში მიღების წესი 

 

3. დოქტორანტურაში სწავლის უფლება

 

1) დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს მაგისტრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
2) დოქტორანტურაში სწავლის უფლება შეიძლება, მიენიჭოს უცხოეთის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს „საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ“ 50-ე  მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.


4. დოქტორანტურაში მიღების პირობები 

 

1) დოქტორანტობის კანდიდატი წარმოადგენს განაცხადს და გადის გასაუბრებაზე სადისერტაციო საბჭოს დებულებით დადგენილი წესით. დოქტორანტს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო ხემძღვანელის შერჩევაში.
2) დოქტორანტობის კანდიდატს მოეთხოვება ერთ-ერთი ევროპული სემეცნიერო ენის (გერმანული, ინგლისური ან ფრანგული) არანაკლებ C1 დონეზე ცოდნა.
3) დოქტორანტობის კანდიდატი, თუ მას ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და ქართული მისი მშობლიური ენა არ არის, წარმოადგენს ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
4) ფაკულტეტის დებულებით და სადოქტორო პროგრამებით შეიძლება დადგენილ იქნეს დამატებითი მოთხოვნები.
5) ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში უნივერსიტეტის რექტორი გამოსცემს დოქტორანტურაში კანდიდატის დოქტორანტად ჩარიცხვის  შესახებ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. გადაწყვეტილება ეცნობება თსუ-ს სასწავლო დეპარტამენტს.
6) უნივერსიტეტი, დოქტორანტი და სამეცნიერო ხელმძღვანელი ჩარიცხვიდან მაქსიმუმ ორ  თვეში ხელს აწერენ ხელშეკრულებას, რომელიც განსაზღვრავს ყველა მხარის ვალდებულებებსა და უფლებებს. ხელშეკრულების ნაწილია დოქტორანტის ინდივიდუალური გეგმა.


 
5. სამეცნიერო ხელმძღვანელი 

 

1)    სამეცნიერო ხელძღვანელს უნდა ჰქონდეს დოქტორანტის სადისერტაციო თემასთან დაკავშირებულ სამეცნიერო სფეროში კვლევის გამოცდილება და პუბლიკაციები.
2)    სამეცნიერო ხელმძღვანელის სალექციო და კვლევითი დატვირთვიდან გამომდინარეობს, თუ რამდენ დოქტორანტს შეუძლია უხელმძღვანელოს. 
3)    დისერტაციის ხელძღვანელი კონტროლს უწევს ინდივიდუალური გეგმის შესრულებას.
4)    იმ შემთხვევაში, თუ სამეცნიერო ხელმძღვანელი უარს ამბობს ხელმძღვანელობაზე, ამის შესახებ სწავლის ნებისმიერ ეტაპზე დასაბუთებული განცხადება უნდა წარუდგინოს  სადისერტაციო საბჭოს.

 

III. დოქტორანტურაში სწავლა

 

6.    დოქტორანტურაში სწავლის ხანგრძლივობა და ჩატარების ვადები

 

1) დოქტორანტმა სწავლის და კვლევის პროცესში უნდა დააგროვოს არანაკლებ 180 კრედიტისა. დოქტორანტურის მაქსიმალური ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 5 წელი. 
2)   დოქტორანტურაში სასწავლო კომპონენტი შეადგენს კრედიტების საერთო რაოდენობის 1/3, დანარჩენი 2/3 ეთმობა კვლევას. 
3)    დოქტორანტურაში მიღება ცხადდება შემოდგომის და/ან გაზაფხულის სემესტრებისთვის.


7.    დოქტორანტის სტატუსის შეწყვეტა

 

ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დოქტორანტს შეიძლება, დოქტორანტის სტატუსი შეუწყდეს:
ა) პლაგიატის ან მონაცემების გაყალბების დადასტურების შემთხვევაში;
ბ) უნივერსიტეტს, დოქტორანტსა და სამეცნიერო ხელმძღვანელს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობისას;
გ) ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

 

8.    დოქტორანტურის სასწავლო კომპონენტი

 

1) დოქტორანტურის სასწავლო კომპონენტი გულისხმობს დოქტორანტის დარგობრივ და მეთოდოლოგიურ დახელოვნებას.
2) სადოქტორო პროგრამის სასწავლო გეგმას შეიმუშავებს ფაკულტეტის საბჭო და ამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.

სასწავლო გეგმაში აუცილებლად შედის:

სპეციფიკური დარგობრივი კურსებისგან შემდგარი მოდული;

ძირითადი მეცნიერული უნარების განმავითარებელი საფაკულტეტო მოდული ან ცალკეული კურსები (კვლევის მეთოდები და ხერხები);

სწავლების თანამედროვე მეთოდების კურსი, რომელსაც მოსდევს დოქტორანტის ჩართვა სწავლების პროცესში.

შემოთავაზებულ მოდულებში დოქტორანტს შეუძლია, აირჩიოს მისი კვლევისთვის ყველაზე მეტად შესაფერისი კურსები.

3) დოქტორანტის ინდივიდუალურ გეგმას ადგენს დოქტორანტის ხელძღვანელი დოქტორანტთან შეთანხმებით. ინდივიდუალური გეგმა იქმნება კონკრეტული კვლევითი პროექტის განსახორციელებლად და დარგში მიღებული ცოდნის გასაღრმავებლად. ინდივიდუალურ გეგმაში მოცემული უნდა იყოს კვლევის მიზანი, სადისერტაციო თემის მოკლე აღწერა, სასწავლო კომპონენტის შესრულების და კვლევის სავარაუდო გრაფიკი.

 

9.    დოქტორანტების კოლოკვიუმი

 

1)  დოქტორანტურაში სწავლის აუცილებელი ნაწილია დოქტორანტების კოლოკვიუმი. კოლოკვიუმზე ხდება კვლევის შედეგების პრეზენტაცია, დისკუსია, ახალი სამეცნიერო ლიტერატურის, მიღწევების და პრობლემების განხილვა.
2)  კოლოკვიუმების სიხშირეს წყვეტს ფაკულტეტი. დოქტორანტი ვალდებულია, წელიწადში ორჯერ მაინც წარდგეს სემინარზე მოხსენებით. 

 

10.    დისერტაცია

 

1)   დისერტაცია უნდა ასახავდეს თეორიული და/ან ექსპერიმენტული კვლევის დასაბუთებულ შედეგებს, ახასიათებდეს მეცნიერული სიახლე და წვლილი შეჰქონდეს დარგის განვითარებაში. თუ დოქტორანტი კლვევით ჯგუფშია ჩართული, ნათლად უნდა ჩანდეს მისი წვლილი კვლევისას.
2) დისერტაცია შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე, სხვა ენაზე დისერტაციის შესრულების საკითხს წყვეტს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო.
3) ნაშრომის უცხო ენაზე შესრულების შემთხვევაში სადისერტაციო კვლევის ძირითადი შედეგები წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. 
4) სადისერტაციო ნაშრომის ზომას, ფორმატს და სტილს განსაზღვრავს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო.
5)  დაცვის შემდეგ დისერტაცია უნდა გამოქვეყნდეს ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით. ფაკულტეტი განსაზღვრავს გამოქვეყნების ვადებს და მექანიზმს. 

 

11.    დისერტაციის წარდგენა

 

1)    დოქტორანტი სადისერტაციო საბჭოს წარუდგენს დისერტაციის ბეჭდურ და ელექტრონულ ვერსიებს.
2) დისეტაციის დაცვაზე დასაშვებად აუცილებელია, დოქტორანტის სამეცნიერო ხელძღვანელმა სადისეტაციო საბჭოს წარუდგინოს დასკვნა, იმის თაობაზე, რომ იგი გაეცნო დისერტაციას და ნაშრომი მზად არის საჯარო განხილვაზე წარსადგენად. 
3) დისერტაციის დაცვამდე დისერტანტს დისერტაციის სფეროში გამოქვეყნებული (ან მიღებული გამოსაქვეყნებლად) უნდა ჰქონდეს მინიმუმ სამი სამეცნიერო პუბლიკაცია რეცენზირებად ჟურნალებში. მათგან ორს გავლილი უნდა ჰქონდეს საერთაშორისო რეცენზირება. თუ სადისერტაციო საბჭოს დებულებით გათვალისწინებულია დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე უცხოელი შემფასებლის ჩართვა, ამ შემთვევაში მოეთხოვება ორი სტატია, მათგან ერთისთვის საერთაშორისო რეცენზირება. 
4) ფაკულტეტის დებულებით შეიძლება, განსაზღვრული იყოს დისერტაციის წარდგენასთან დაკავშირებული დამატებითი  მოთხოვნები. 

 

12.    დისერტაციის შეფასება

 

1) დისერტაციის წარდგენის შემდეგ სადისერტაციო საბჭო დისერტაციის შესაფასებლად გამოყოფს მინიმუმ ორ შემფასებელს. 
2)  თუ შემფასებლების ნახევარზე მეტი უარყოფითად შეაფასებს დისერტაციას, დისერტაცია დაცვაზე დაშვებული არ იქნება. 
3) თუ დისერტაცია არ იქნება დაშვებული დაცვაზე, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დოქტორანტს უფლება ეძლევა, დამატებით იმუშაოს დისერტაციაზე.
4)  დისერტაციის განხილვისა და შეფასების დამატებითი მოთხოვნები განისაზღვრება სადისერტაციო საბჭოს დებულებით.

 

13.    სადისერტაციო კომისია

 

1)    სადისერტაციო საბჭო დისერტაციის დაცვის წინ ქმნის სადისერტაციო კომისიას.
2)    კომისია შედგება მინიმუმ სამი წევრისაგან, რომელთაც აქვთ ხმის მიცემის უფლება.
3)    კომისიის არჩევის წესს განსაზღვრავს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დებულება.


14.    დისერტაციის დაცვა

 

1)   დისერტაციის დაცვა არის საჯარო.
2) დაცვის ენა არის ქართული, თუ სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3)  დაცვის პროცესი ითვალისწინებს დოქტორანტის მიერ ნაშრომის პრეზენტაციას, სამეცნიერო კამათს და სადისერტაციო კომისიის დასკვნას.
4)   დაცვის რეგლამენტს განსაზღვრავს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დებულება.

 

15.    დისერტაციის შეფასება

 

1)    დისერტაციის შეფასების კრიტერიუმებს ადგენს სადისერტაციო საბჭო.
2)    საბოლოო შეფასება ხდება შემდეგი სისტემის მიხედვით:


summa cum laude - ფრიადი
magna cum laude - ძალიან კარგი
cum laude -კარგი
bene - საშუალო
rite - დამაკმაყოფილებელი
insufficienter - არადამაკმაყოფილებელი
sub omni canone -  სრულიად არადამაკმაყოფილებელი

 

16.    ხარისხის მინიჭება

 

1)    დოქტორანტს აკადემიურ ხარისხს ანიჭებს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო.
2)    დიპლომი გაიცემა დისერტაციის გამოქვეყნების შემდეგ.
3)    დიპლომს ხელს აწერს სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, ფაკულტეტის დეკანი, უნივერსიტეტის რექტორი.
4)    მოწმობის ასლი ინახება თსუ-ს არქივში.


17.    დისერტაციის გამოქვეყნება


დოქტორანტი ვალდებულია, დისერტაციის დაცვის შემდეგ ფაკულტეტის მიერ დადგენილ ვადაში გამოაქვეყნოს დისერტაცია ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით.
წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე არ გაიცემა დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი.


18.    დოქტორის აკადემიური ხარისხის ბათილობა

 

დოქტორის აკადემიური ხარისხი ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დოქტორს ჩამოერთმევა აკადემიური პატიოსნების ნორმების დარღვევის შემთხვევაში. 

 

19.    დაფინანსება


დოქტორანტის დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო გრანტის, საუნივერსიტეტო დაფინანსების, სტიპენდიების, ქველმოქმედების და თვითდაფინანსების ფორმით.

 

20.    გარდამავალი დებულებები

 

1)   დოქტორის აკადემიური ხარისხის მისაღებად თსუ-ს ყველა მაძიებელმა და ასპირანტმა უნდა ჩააბაროს დოქტორანტურაში მინიმალური სტანდარტით განსაზღვრული წესით.
2)   თსუ დოქტორანტურაში ჩარიცხული ასპირანტები და მაძიებლები, რომელთაც მინიმუმ საგნები აქვთ ჩაბარებული ან/და აპრობაცია აქვთ გავლილი, თავისუფლდებიან მინიმალური სტანდარტით გათვალისწინებული სასწავლო კომპონენტის კრედიტების დაგროვებისგან. დისერტაციის წარდგენა და დაცვა ხორციელდება მინიმალური სტანდარტით დადგენილი წესით. გამოქვეყნებული სამი სტატიიდან ორმა უნდა გაიაროს საერთაშორისო რეცენზირება. ფაკულტეტის დებულებით შეიძლება გათვალისწინებულ იყოს დამატებითი მოთხოვნები.
3) უკვე ჩარიცხული დოქტორანტები, რომელთაც დისერტაცია აქვთ წარდგენილი დასაცავად, წარმოადგენენ გამოქვეყნებულ სტატიას საერთაშორისო რეცენზირებისათვის. საერთაშორისო რეცენზირებას უზრუნველყოფს უნივერსიტეტი.
4) თსუ-ს ასპირანტები და მაძიებლები, რომელთაც შესრულებული აქვთ ამ დებულებით გათვალისწინებული კვლევითი კომპონენტი და არ აქვთ ჩაბარებული მინიმუმის გამოცდები, სასწავლო კომპონენტით განსაზღვრული კრედიტების დაგროვების შემდეგ დისერტაციას წარადგენენ და დაიცავენ მინიმალური სტანდარტით დადგენილი წესით.
5)  იმ კვლევითი ინსტიტუტების ასპირანტები, რომლებთანაც თსუ-ს დადებული აქვს ხელშეკრულება, დოქტორანტები ხდებიან ამ პარაგრაფის პირველი მუხლის შესაბამისად.  


 
პროფესორი გიორგი ხუბუა
რექტორი,
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 20

მარიამ ციცაგი: „სინამდვილეში, მეცნიერება „ერთი სამსახური“ არაა... ის მუდმივად შენშია, არ გტოვებს არც ერთი წამით“

მარიამ ციცაგისთვის მეცნიერებაში მოღვაწეობა, როგორც თავად ამბობს, ფილმის სცენარივით ვითარდება. ამ ფილმის მთავარი გმირი მეცნიერია, რომელიც  მოგზაურობს  და იკვლევს საქართველოს, გადის პრაქტიაკს  კანადაში, ევროპის ქვეყნებსა და  აშშ-ში, ნიადაგის მკვლევრებისთვის საოცნებო ლაბორატორიაში.

მარიამის ამბავი 2003 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ იწყება.  მაშინ, როდსაც თსუ სრულმა პროფესორმა, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორმა, რამინ გობეჯიშვილმა  მარიამს  თსუ ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში მუშაობა შესთავაზა.

იმ დღიდან მეცნიერება მარიამის ყოველდღიურობის ნაწილი გახდა; ბევრი ისწავლა, ახლაც სწავლობს და  ადგილობრივ, თუ საერთაშორისო პროექტებში მიღებულ პრაქტიკულ თუ თეორიულ ცოდნას, უკვე საკუთარ მოსწავლეებსა და სტუდენტებს უზიარებს.

„ხშირად მეკითხებიან, ერთ სამსახურში ამდენი წელი მუშაობა, როგორ შემიძლია. ინსტიტუტი ჩემი პირველი სამსახური იყო, სადაც ნამდვილად რთული პერიოდი გავიარეთ ყველამ ერთად. მუდმივად იდგა ჩვენ წინაშე ამოცანა - ვრჩებოდით მეცნიერებაში, თუ არა?! - და, აი, უკვე 13 წელზე მეტი გავიდა ამ კედლებში. სინამდვილეში მეცნიერება „ერთი სამსახური“ არ არის. აქ მუშაობა 9 საათზე არ იწყება და 6 საათზეც არ მთავრდება. მეცნიერება მუდმივად შენშია, არ გტოვებს არცერთი წამით. კითხვები, რომლებიც კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით გაქვს, მუდმივად შენთან  რჩება. და იმ დროს, როცა პასუხებს აღმოაჩენთ, ძალიან დიდ ბედნიერებას იგრძნობთ.“

ინსტიტუტის პარალელურად, საჯარო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა და  დღეს უკვე განათლების სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის საგანმანათლებლო პროექტის „ტელესკოლის“ მასწავლებელია. მარიამის შემეცნებით გაკვეთილებს, როგორც პატარა, ისე უფროსი მაყურებელი აქტიურად ადევნებს თვალს.

თსუ-ში დოქტორის ხარისხი მოიპოვა. სწავლასთან ერთად, შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის რამდენიმე გრანტის მფლობელი გახდა, სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა კანადაში და ამერიკის ნიადაგების ეროვნულ ლაბორატორიაში.

„ეს იყო ჩემი ოცნების ლაბორატორია, ნიადაგების ეროზიის კვლევის მექა და მედინა. დღემდე აღფრთოვანებით ვსაუბრობ ჩემი ცხოვრების ამ პერიოდებზე. საათები, დღეები არ მეყოფა იმ გამოცდილების, ცოდნისა და შთაბეჭდილებების  გასაზიარებლად, რაც ამ წლებში მივიღე.“

მარიამ ციცაგის აკადემიური ინტერესი ნიადაგის კვლევაა. გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო გამოცემებში, მათ შორის, იმპაქტ ფაქტორიან გამოცემებში. დისერტაციის თემა  ეხებოდა ნიადაგის ეროზიის მოდელირებას შიდა ქართლში თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. კვლევა შემდგომ კახეთში გააგრძელა, შოთა რუსთაველის ფონდის კიდევ ერთი დაფინანსება მიიღო და კახეთის ნიადაგების სრულ კარტოგრაფირებას შეუდგა. ამჟამად გერმანიაში ასრულებს სასწავლო ვიზიტს, განათლების საერთაშორისო ცენტრის დაფინანსებით. ამბობს, რომ ჩამოსვლის შემდეგ  კვლავ გააგრძელებს დაუღალავ და გაუჩერებელ შრომას მეცნიერებაში.

„მეცნიერის ცხოვრება ადვილი არ არის, თუმცა იმდენად საინტერესოა, რომ ყველა სირთულეს ფარავს. ჩემ შემთხვევაში ამ სირთულეს და ქაოტურ რიტმს, ჩემი მეუღლე და ვაჟი იზიარებენ. მადლობა მათ ამისთვის. მომავალ სტუდენტებს კი გისურვებთ წარმატებას თქვენსავე არჩევანში, როგორიც არ უნდა იყოს ის, იქნება მეცნიერება თუ სხვა სფერო. თუმცა, ვისურვებდი რომ მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა იყოს მეცნიერებაში“.

სრულად

ბრძანების N:

სწავლის ხელშეწყობის ფონდი

„სწავლის ხელშეწყობის ფონდის “  განცხადება

 

საქველმოქმედო ორგანიზაცია „სწავლის ხელშეწყობის ფონდი (lpf.ge)“ აცხადებს საბუთების მიღებას ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხელმოკლე და სოციალურად დაუცველი წარმატებული  (CPA 3.5-ზე მეტი) სტუდენტებისგან, მათთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის მიზნით. ფინანსური დახმარების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

  • ანკეტა;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი;
  • ბანკში პირადი ანგარიშის ნომერი;
  • სოციალურად დაუცველის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);

საბუთები მიიღება: 2021 წლის  7 სექტემბრიდან  9 სექტემბრის ჩათვლით ჩათვლით ელექტრონულად;

ელ. ფოსტა: manana.kharkheli@tsu.ge

 

საკონტაქტო ინფორმაცია: მობ: 593 273 092;  571 626 320;

სრულად

ბრძანების N:

აკადემიურ რეგისტრაციასთან დაკავშირებით!

 

ბაკალავრიატის სტუდენტთა საყურადღებოდ!


იურიდიული ფაკულტეტის სალექციო მეცადინეობების ცხრილი ფაკულტეტის ვებ. გვერდზე განთავსდება  19 თებერვალს 17:00 საათზე. სალექციო ნაკადების არჩევას იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები შეძლებენ 23 თებერვალს 17:00 საათიდან.

 

ბაზაში ყველა სალექციო დისციპლინა გაიხსნება ერთდროულად.

 

არცერთი სტუდენტი არ დარჩება სავალდებულო საგანზე ან სასემინარო ჯგუფში რეგისტრაციის გარეშე.

 

გახსოვდეთ,რომ სასწავლო დისციპლინაზე რეგისტრაცია ბოლონიელ გლოსატორთა პრინციპით ხორციელდება
„primo in tempore, potior in iure"
(დროში პირველი, უფლებაში უპირატესი).სავალდებულო საგნებზე ადგილები დაემატება მოთხოვნის შესაბამისად. არც ერთი სტუდენტი არ დარჩება სავალდებულო საგანზე რეგისტრაციის გარეშე. თუკი ვერ დარეგისტრირდით რომელიმე სავალდებულო ან არჩევით დისციპლინაზე, გთხოვთ,მოგვწეროთ Lms.tsu.ge-დან. ამისათვის საგნის გასწვრივ მონიშნეთ ღილაკი „მოთხოვნები საგანზე" და გამოაგზავნეთ განცხადება.

 

იურიდიული ფაკულტეტი ტრადიციულად მოგმართავთ თხოვნით გადაამოწმოთ ბაზაში თქვენი საკონტაქტო მონაცემების (უპირატესად ტელეფონის ნომრის) სისწორე, რათა შეძლოთ ფაკულტეტისგან მოწოდებული ინფომაციის დროული მიღება.

 

სტუდენტებს, რომელთაც სურთ ხელმეორედ დარეგისტრირდნენ დისციპლინაზე  ქულის გაუმჯობესების მიზნით, შეუძლიათ მოგვმართონ ამის თაობაზე Lms.tsu.ge- დან მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან 20 თებერვლამდე.

 გთხოვთ, თქვენს ინდივიდუალურ ცხრილში დატოვოთ შესაბამისი ადგილი და განცხადებაში მიუთითოთ სასურველი პროფესორი. თქვენი განცხადებები დამუშავდება და დისციპლინა ინდივიდუალურ ცხრილში აისახება არაუგვიანეს 24 თებერვლისა. 

 

დამატებით სემესტრთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოგვმართოთ lms.tsu.ge-ს შესაბამისი გრაფიდან (დამატებით სემესტრზე რეგისტრაცია). რადგან აკადემიური რეგისტრაციები იურიდიულ ფაკულტეტზე იწყება 23 თებერვალს, სასურველია განცხადება დამატებით სემესტრთან დაკავშირებით დროულად შემოვიდეს ფაკულტეტზე, რათა ამ პროცესში შეუფერხებლად ჩაერთოთ. დამატებით სემესტრთან დაკავშირებით, გთხოვთ, მოგვწეროთ 1 მარტის ჩათვლით.

 

განმარტება სასემინარო განრიგთან დაკავშირებით:

 

როგორც მოგეხსენებათ, იურიდიული ფაკულტეტი ძირითადად გთავაზობთ სავალდებულო საგნებზე პროფესორის არჩევის შესაძლებლობას (სააუდიტორო რესურსის გათვალისწინებით). რადგან ფაკულტეტი უზრუნველყოფს ლექტორის არჩევითობას, ხშირ შემთხვევაში მოთხოვნის არსებობისას ხდება ნაკადებზე ადგილების დამატება, ამ მიზეზით სასემინარო ცხრილის ზუსტი დაგეგმვა სალექციო ცხრილთან ერთად შეუძლებელია. ამდენად, სასემინარო მეცადინეობის ცხრილი ფაკულტეტის ვებ. გვერდზე განთავსდება მას მერე, რაც სალექციო ნაკადები ძირითადად ფორმირდება, კერძოდ, 1 მარტს 17:00 საათზე. ამასთან, უცხო ენების ცენტრთან არსებული შეთანხმებით, დამთხვევების თავიდან ასაცილებლად, უცხო ენებზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება სემინარების არჩევის პარალელურად, შესაბამისად, უცხო ენათა ცენტრი, ასევე უზრუნველყოფს უცხო ენათა ცხრილების შეთავაზებას სასემინარო განრიგთან ერთად. სემინარებზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 4 მარტის 17:00 საათიდან.

 


მაგისტრატურის სტუდენტთა საყურადღებოდ!

 

მაგისტრატურის ცხრილი იურიდიული ფაკულტეტის ვებ. გვერდზე განთავსდება 19 თებერვალს 18:00 საათზე. აკადემიური რეგისტრაცია დისციპლინებზე დაიწყება 24 თებერვალს 17:00 საათზე. კლინიკებზე რეგისტრაცია იწარმოებს დისციპლინებზე რეგისტრაციამდე. აღნიშნულის შესახებ დამატებით ინფორმაცია მოგეწოდებათ ფაკულტეტის ვებ.გვერდის მეშვეობით.

 

გისურვებთ სასურველი ინდივიდუალური ცხრილის შედგენას!
 

სრულად

ბრძანების N:

სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში 2021-2022

"სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში 2021-2022" არის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც ხორციელდება საფრანგეთის მთავრობისა და განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის 2019 წლის 5 აპრილს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, საფრანგეთის მთავრობის, კამპუს ფრანსისა და განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ.
სტიპენდიები ქართველ სტუდენტებს სთავაზობს საფრანგეთში მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად სრული დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას (ფრანგულ, ან ინგლისურენოვან პროგრამებზე).

პროგრამით მხარდაჭერილი პრიორიტეტული მიმართულებებია:
· განათლება
· სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია
· ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა
· ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები
· საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა
· ჰუმანიტარული მეცნიერებები
· სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია
· სამართალი
· მენეჯმენტი
· საჯარო მმართველობა.

იმისათვის, რომ შეძლოთ განაცხადის გაკეთება: 
· უნდა იყოთ დაინტერესებული სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებით;
· უნდა ფლობდეთ ბაკალავრის ხარისხს, ან იმყოფებოდეთ დამამთავრებელ კურსზე;
· უნდა იყოთ მაქსიმუმ 30 წლის ასაკის;
· უნდა ფლობდეთ ფრანგულ ან ინგლისურ ენას.

დამატებითი ინფორმაციისათვის  ეწვიეთ ბმულს.

განაცხადების მიღება მიმდინარეობს 05.02.2021-დან 05.03.2021-ის ჩათვლით, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე.

სრულად

ბრძანების N:

ასისტენტ-პროფესორი ვლადიმერ გამსახურდია საერთაშორისო რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალის “Trends in Psychology” ასოცირებული რედაქტორის პოზიციაზე დაინიშნა

თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ცნობით, ასისტენტ-პროფესორი ლადო გამსახურდია საერთაშორისო რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალის “Trends in Psychology” („ტენდენციები ფსიქოლოგიაში“) ასოცირებული რედაქტორის (Associate editor) პოზიციაზე დაინიშნა.

ჟურნალს გამოსცემს მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო გამომცემლობა - „Springer“, რომელიც მეცნიერების, ტექნოლოგიისა და მედიცინის სფეროს ნოვატორია.

ლადო გამსახურდია 2016 წლიდან თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორია. 2019-2020 წლებში მან შვედეთის ინსტიტუტის დაფინანსებით განახორციელა პოსტ-დოკ კვლევითი პროექტი უფსალის (შვედეთი) უნივერსიტეტში. იგი მიწვეული მკვლევარის სტატუსით სხვადასხვა დროს მუშაობდა ჩიკაგოს, ლუქსემბურგის, უფსალას, აალბორგის, ფრიბურგის, ბასკეთის და იაკობსის უნივერსიტეტებებში.

ის ეწევა აქტიურ სასწავლო საქმიანობას და პარალელურად ჩართულია არაერთ საერთაშორისო კვლევით პროექტში. მისი კვლევები აქტიურად ქვეყნდება დარგის საერთაშორისო რეცენზირებად სამეცნიერო გამოცემებში.

ასისტენტ-პროფესორი ლ. გამსახურდია 2019 წლის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დიმიტირი უზნაძის სახელობის ჯილდოს მფლობელია.

სრულად

ბრძანების N:

ასისტენტ-პროფესორი ვლადიმერ (ლადო) გამსახურდია საერთაშორისო რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალის “Trends in Psychology” („ტენდენციები ფსიქოლოგიაში“) ასოცირებული რედაქტორის (Associate editor) პოზიციაზე დაინიშნა

 

თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი ლადო გამსახურდია,  საერთაშორისო რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალის “Trends in Psychology” („ტენდენციები ფსიქოლოგიაში“) ასოცირებული რედაქტორის (Associate editor) პოზიციაზე დაინიშნა.

 

ჟურნალს გამოსცემს მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო გამომცემლობა - „Springer“, რომელიც მეცნიერების, ტექნოლოგიისა და მედიცინის სფეროს ნოვატორია. 

 

ლადო გამსახურდია 2016 წლიდან თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორია. 2019-2020 წლებში მან შვედეთის ინსტიტუტის დაფინანსებით განახორციელა პოსტ-დოკ კვლევითი პროექტი უფსალის (შვედეთი) უნივერსიტეტში. იგი მიწვეული მკვლევარის სტატუსით სხვადასხვა დროს მუშაობდა ჩიკაგოს, ლუქსემბურგის, უფსალას, აალბორგის, ფრიბურგის, ბასკეთის და იაკობსის უნივერსიტეტებებში.  

 

ის ეწევა აქტიურ სასწავლო საქმიანობას და პარალელურად ჩართულია არაერთ საერთაშორისო კვლევით პროექტში. მისი კვლევები აქტიურად ქვეყნდება დარგის საერთაშორისო რეცენზირებად სამეცნიერო გამოცემებში.

 

ასისტენტ-პროფესორი ლ. გამსახურდია 2019 წლის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დიმიტირი უზნაძის სახელობის ჯილდოს მფლობელია. 

 

სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური

სრულად

ბრძანების N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში, სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით, ონლაინ რეგისტრაციის გამოცხადების თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ "ო" და ,,პ“ ქვეპუნქტების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის მე-4 მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 04 სექტემბრის N132/02-01 ბრძანების და სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის გიორგი გრიგოლაშვილის 2021 წლის 16 თებერვლის N2014/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:


1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით გამოცხადდეს ონლაინ რეგისტრაცია ბაგების საერთო საცხოვრებლის 30 (ოცდაათი) და ლისის საერთო საცხოვრებლის 10 (ათი) ადგილზე.

2. ონლაინ რეგისტრაცია განხორციელდება სტუდენტის პორტალზე 2021 წლის 18 თებერვლის 12:00 საათიდან 2021 წლის 19 თებერვლის 17:00 საათამდე.

3.    დაევალოს     საინფორმაციო     ტექნოლოგიების     დეპარტამენტს     ონლაინ რეგისტრაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.

4.   დაევალოს   საინფორმაციო   ტექნოლოგიების   დეპარტამენტს   წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.

5.   დაევალოს   კანცელარიას   წინამდებარე   ბრძანება   განათავსოს   ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.

6.  ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ლაშა საღინაძე

 

სრულად

ბრძანების N: 17/02-01

გამოვიდა წიგნი დისკრიმინაცია, გენდერული უთანასწორობა და უსაფრთხოების რისკები ჟურნალისტიკაში

წიგ­ნი, სა­ხელ­წო­დე­ბით „დის­კრი­მი­ნა­ცია, გენ­დე­რუ­ლი უთ­ან­ას­წო­რო­ბა და უსაფრთხოების რის­კე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში“, რომ­ლის მომ­ზა­დე­ბა­შიც თსუ-ის სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი მა­რი­ამ გერ­სა­მია, ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი მაია ტო­რა­ძე და მა­გის­ტრან­ტი ლი­ანა მარ­ქა­რი­ანი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, წამ­ყვან­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­ად­ემი­ურ­მა გა­მომ­ცემ­ლო­ბამ IGI Global-მა გა­მოს­ცა. გა­მომ­ცემ­ლო­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია ახ­ალი და სა­ინ­ტე­რე­სო მკვლევ­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა მთელ მსოფ­ლი­ოში, რაც აძ­ლი­ერ­ებს და აფ­არ­თო­ებს კვლე­ვით და სა­მეც­ნი­ერო სა­ზო­გა­დო­ებ­ას. 30–წლი­ანი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­დე­გად, გა­მომ­ცემ­ლო­ბამ და­იმ­სა­ხუ­რა თა­ვი­სი ად­გი­ლი მა­ღალ ინ­დექ­სი­რე­ბად ჟურ­ნა­ლებ­ში და InfoSci® მო­ნა­ცემ­თა ბა­ზებ­ში.

 

 

მა­სა­ჩუ­სეტ­სის ტექ­ნო­ლო­გი­ურ ინ­სტი­ტუტ­თან (MIT), ჰარ­ვარ­დის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­თან, სტენ­ფორ­დის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­თან, კემ­ბრი­ჯის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­თან, ოქ­სფორ­დის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­თან, ცინ­გუ­ას უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­სა და ავ­სტრა­ლი­ის ერ­ოვ­ნულ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­თან მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბით IGI Global-ი მო­იც­ავს 350-ზე მეტ თე­მას და მუ­შობს 11 ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­მელ­თა­გან ერთ-ერ­თი გახ­ლავთ ქალ­თა დის­კრი­მი­ნა­ცია. სწო­რედ ამ თე­მის აქ­ტუ­ალ­ობ­იდ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, მომ­ზად­და ახ­ალი დამ­ხმა­რე სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო, რომ­ლის ერთ-ერ­თი ქვე­თა­ვი — „The voice of women and challenges of gender equality in Georgian media“ — სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის პრო­ფე­სორ­მა მა­რი­ამ გერ­სა­მი­ამ, ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­სა და მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ებ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის ას­ოც­ირ­ებ­ულ­მა პრო­ფე­სორ­მა მაია ტო­რა­ძემ და მე­დი­აფ­სი­ქო­ლო­გი­ისა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ებ­ის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტმა ლი­ანა მარ­ქა­რი­ან­მა მო­ამ­ზა­დეს.

 

„შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ერთ-ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ის დროს მი­ვი­ღეთ. მე და ას­ოც­ირ­ებ­ულ­მა პრო­ფე­სორ­მა მაია ტო­რა­ძემ მო­ვამ­ზა­დეთ კვლე­ვა, რო­მე­ლიც მე­დი­ის და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სფე­რო­ში ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ კონ­ფე­რენ­ცი­აზე – „International Association for Media and Communication Research“ (IAMCR 2019) – თსუ–ს სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ხელ­შეწყო­ბით წარ­ვად­გი­ნეთ. ამ­გვარ კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე სა­კუ­თა­რი ნაშ­რო­მის წარ­დგე­ნას ის ბე­ნე­ფი­ტიც აქ­ვს, რომ მეც­ნი­ერ­ებს ეძ­ლე­ვათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­იც­ნონ კო­ლე­გე­ბი და ასე სა­მო­მავ­ლო სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბიც ჩნდე­ბა. კონ­ფე­რენ­ცი­აზე სექ­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, სა­დია ჯა­მილ­მა, მა­ლე­ვე შე­მოგ­ვთა­ვა­ზა, გვე­მუ­შა­ვა წიგ­ნზე სა­ინ­ტე­რე­სო ჯგუფ­თან ერ­თად.

 

სა­მუ­შაო საკ­მა­ოდ მო­ცუ­ლო­ბი­თი იყო და გან­სა­კუთ­რე­ბით მინ­და გა­მოვ­ყო თსუ-ს სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის მე­დი­აფ­სი­ქო­ლო­გი­ის და კო­მუ­ნი­კა­ცი­ებ­ის ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტის ლი­ანა მარ­ქა­რი­ან­ის ჩარ­თუ­ლო­ბა“, – აღ­ნიშ­ნა პრო­ფე­სორ­მა მა­რი­ამ გერ­სა­მი­ამ.

 

ავ­ტორ­თა ჯგუფ­მა შე­მო­თა­ვა­ზე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში მო­ამ­ზა­და ნაშ­რო­მი. მა­თი თქმით, კვლე­ვა დააინტერესებს რო­გორც მე­დი­ის, ას­ევე გენ­დე­რის და ფსი­ქო­ლო­გი­ის მკვლე­ვა­რებს. ის ად­გენს იმ სტე­რე­ოტ­იპ­ებს, რო­მე­ლიც მე­დია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში იკ­ვე­თე­ბა და პა­სუხს სცემს და­მა­ტე­ბით კითხვებს: რა სო­ცი­ოკ­ულ­ტუ­რუ­ლი კონ­ტექ­სტი და სა­ბა­ზი­სო ფსი­ქო­ლო­გი­ური მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბი არ­ის ქა­ლე­ბის­თვის ჟურ­ნა­ლის­ტი­კის პრო­ფე­სი­ად არ­ჩე­ვის მო­ტი­ვა­ტო­რი? რო­გო­რია ქა­ლე­ბის პო­ზი­ცი­ონ­ირ­ება მე­დი­აში და მათ მი­ერ გა­შუ­ქე­ბუ­ლი თე­მე­ბის სპე­ცი­ფი­კა?

 

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის­იც, რომ სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტეტ­მა წიგ­ნი შე­იძ­ინა თსუ-ის ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ის­თვის, რის გა­მოც ავ­ტორ­თა ჯგუ­ფი გან­სა­კუთ­რე­ბულ მად­ლო­ბას უხ­დის ფა­კულ­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას და დე­კანს, ქალ­ბა­ტონ თა­მარ დოლ­ბაიას.

 

წიგ­ნი უკ­ვე გა­მო­ცე­მუ­ლია და ხელ­მი­საწ­ვდო­მია სხვა­დას­ხვა სა­მეც­ნი­ერო და ონ­ლა­ინ ბა­ზებ­ზე (მათ შო­რის, Google scholar-სა და Google book-ზე).

 

შურ­თხია ბე­როშ­ვი­ლი

სრულად

ბრძანების N:

ჟურნალ „ქართული წყაროთმცოდნეობის“ XXII ტომის პრეზენტაცია

2021 წლის 13 თებერვალს, ზუმის პლატფორმით, გაიმართა ჟურნალ „ქართული წყაროთმცოდნეობის“ XXII ტომის პრეზენტაცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ პუბლიკაციათა ავტორები, მეცნიერები საქართველოს სხვადასხვა კვლევითი და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებიდან და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები.
წარდგინება გახსნა ჟურნალის რედაქტორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილების გამგემ, მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა, თსუ-ს პროფესორმა, მარიამ ჩხარტიშვილმა. მან დამსწრეებს მიმართა მისასალმებელი სიტყვით. ავტორებსა და რედკოლოგიის წევრებს მიულოცა ახალი ნომრის გამოსვლა, შეეხო ჟურნალისათვის აქტუალურ საკითხებს. შემდეგ სიტყვა გადასცა ჟურნალის XXII  ტომის რედაქტორს, ბატონ ზურაბ თარგამაძეს, რომელმაც ისაუბრა ჟურნალის რუბრიკებისა და მისი შინაარსის შესახებ. მომდევნო გამომსვლელი გახლდათ ჟურნალის რედკოლეგიის წევრი ქალბატონი სოფიო ქადაგიშვილი, რომელმაც ღონისძიების დამსწრეთ გააცნო ჟურნალის სამომავლო გეგმები, სიახლეები, რომლებიც მომდევნო ნომრისათვის არის დაგეგმილი. ამის შემდეგ, სხდომის წამყვანმა, სიტყვა გადასცა ქართული სამეცნიერო ჟურნალების რედაქტორებს: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ბაზაზე დაფუძნებული, საერთაშორისო ორენოვანი სამეცნიერო ჟურნალის „Scientia-“ს რედაქტორს, ბატონ მანუჩარ გუნცაძეს. იგი შეეხო ჟურნალის გამოცემისა და მის საერთაშორისო ბაზებში შეყვანასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
თავისი გამოცდილების შესახებ ისაუბრა მომდევნო გამომსვლელმაც, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის „ქრონოსის“ რედაქტორმა, ბატონმა ალექსანდრე თვარაძემ. ამავე საკითხების შესახებ ისაუბრეს და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს კოლეგებს გორის სახელმწიფო სასაწავლო უივერსიტეტის რექტორმა, პროფესრომა გიორგი სოსიაშვილმა და ამავე უნივერსიტეტის პროფესორმა იოსებ ალიმბარაშვილმა.
სხდომის წამყვანმა, მარიამ ჩხარტიშვილმა სიტყვა გადასცა ავტორებსა და დამსწრე საზოგადოებას. შემდეგმა გამოსმვლელებმა: ივანე ჯავახიშვილის სახელობის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ლია ახალაძემ, ბატონმა ლადო მირიანაშვილმა, ბატონმა დავით მერკვილაძემ და უნივერისტეტის სტუდენტებმა მადლიერება გამოხატეს რედკოლეგიის მიმართ, გაწეული საქმიანობისათვის, ასევე ისაუბრეს სამეცნიერო საზოგადოებისა და სამეცნიერო ჟურნალების გამოცემასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების შესახებ. კოლეგებს საკუთარი თვალსაზრისი გაუზიარა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ბატონმა ნუგზარ მგელაძემაც. მან ისაუბრა სამეცნიერო ჟურნალებისა და კონკრეტულად „ქართული წყაროთმცოდნეობის“ მნიშვნელობის შესახებ. დამსწრე საზოგადოებას მიულოცა ჟურნალის ახალი ნომრის გამოსვლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, ბატონმა ვალერიან ვაშაკიძემ.
სხდომის წამყვანმა, მარიამ ჩხარტიშვილმა, მადლობა გადაუხადა კოლეგებს ღონისძიებაში მონაწილეობისათვის, ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ხელძღვანელობას ჟურნალისადმი გაწეული ფინანსური მხარდაჭერისათვის და შემაჯამებლი სიტყვა გადასცა, ამავე ინსტიტუტის დირექტორს ბატონ გიორგი ჭეიშვილს. ბატონმა გიორგიმ, მადლობა გადაუხადა რედკოლეგიასა და რედაქტორებს გაწეული საქმიანობისათვის და დამსწრე საზოგადოებას ღნისძიებაში მონაწილეობის მიღებისათვის. 

სრულად

ბრძანების N:

ფიზიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევ საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების გრაფიკი

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფიზიკის დეპარტამენტის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის მიერ პრეტენდენტის სტატუსი მიენიჭა და გასაუბრებაზე დაბარებულია შემდეგი კონკურსანტი:

 

პრეტენდენტის სახელი, გვარი კათედრა საკონკურსო თანამდებობა გასაუბრების თარიღი, დრო გასაუბრების ადგილი
1 თამარ ჭელიძე კონდესირებული გარემოს ფიზიკის კათედრა

ასოცირებული

პროფესორი
18.02.2021
15:00 სთ

თსუ მე-2 კორპუსი,

 ოთახი 220

 

 

კომისიის თავმჯდომარე:      /ალექსანდრე შენგელაია/

კომისიის მდივანი:                / ზაალ  მაჭავარიანი/

 

სრულად

ბრძანების N:

პროზაიკოსი სტუდენტი ილია ჭანტურია ,,პირველი სხივის“ მორიგ ნომრებში მონაწილეობისთვის ემზადება

წე­რის სურ­ვი­ლი ჩნდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც გო­ნე­ბა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი და­მო­უკ­იდ­ებ­ლად იწყე­ბენ ლა­პა­რაკს. სა­უბ­რის ში­ნა­არ­სი კი და­მო­კი­დე­ბუ­ლია სო­ცი­უმ­ზე, სა­დაც მწე­რა­ლი აღ­იზ­არ­და, მის ხედ­ვა­ზე, რო­მე­ლიც ამ­ავე სო­ცი­უმ­ის გავ­ლე­ნი­თა და ერ­თგვა­რი პი­როვ­ნუ­ლი „ფილ­ტრის“ შე­დე­გად ჩა­მო­ყა­ლიბ­და, მხატ­ვრუ­ლი ფორ­მე­ბი კი — ავ­ტო­რის ლი­ტე­რა­ტუ­რულ გე­მოვ­ნე­ბა­ზე. ამ­გვა­რად და­ნა­ხუ­ლი, აღ­ქმუ­ლი და თა­ვი­დან და­ბა­დე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბის სა­ხე­ები თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტის ილია ჭან­ტუ­რი­ას მოთხრო­ბებ­ში მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. წე­რის სტი­ლი — თა­მა­მი, მდი­და­რი დი­ალ­ექ­ტიზ­მე­ბით, სლენ­გით, ზოგ­ჯერ და­ცუ­ლია ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ენ­ის ნორ­მე­ბი, ანუ ავ­ტო­რი ამა თუ იმ მხტავ­რუ­ლი სა­ხის გა­სა­ცოცხლებ­ლად თხრო­ბის თა­ვი­სუ­ფალ მა­ნე­რას იყ­ენ­ებს, გა­მო­სახ­ვის სხვა­დას­ხვა ფორ­მებს შო­რის ლა­ვი­რებს, რაც მი­სი მოთხრო­ბე­ბის ერ­თმა­ნე­თის­გან მკვეთ­რად გან­სხვა­ვე­ბულ სი­უჟ­ეტ­ებს ბუ­ნებ­რი­ვად ერ­გე­ბა.

 

„იშ­ვი­ათ­ად ვწერ-ხოლ­მე, მაქ­ვს პე­რი­ოდ­ები, რო­ცა მი­ყო­ლე­ბით რამ­დე­ნი­მე ტექ­სტი შე­იძ­ლე­ბა დავ­წე­რო, მაგ­რამ ამ­ის შემ­დეგ აუც­ილ­ებ­ლად ვის­ვე­ნებ და ეს დას­ვე­ნე­ბა ხან­და­ხან თვე­ები გრძელ­დე­ბა. თუმ­ცა, რო­გორც კი რა­ღაც მო­სა­ყო­ლი ამ­ბე­ბი მოგ­როვ­დე­ბა, მე­რე ვერ ვის­ვე­ნებ და აუც­ილ­ებ­ლად უნ­და გად­მოვ­ცე. სწო­რედ ეს გად­მო­ცე­მის სურ­ვი­ლი მა­წე­რი­ნებს, თით­ქოს ას­ეთია — მე რა­ღაც ვი­ცი და აი, დავ­ჯდე­ბი ახ­ლა და მო­გიყ­ვე­ბი. მო­ყო­ლის სურ­ვი­ლი დი­დად მოქ­მე­დებს, ხან­და­ხან ბრა­ზიც... ის­ეთ გა­რე­მო­ში ვცხოვ­რობთ, შე­უძ­ლე­ბე­ლია, მრა­ვალ სა­კითხზე ხში­რად ბრა­ზი და პრო­ტეს­ტი არ გა­გიჩ­ნდეს. მე კი ამ დროს ვწერ და რა­ღა­ცით ამ ბრაზ­საც ვათ­ვი­ნი­ერ­ებ, არ ვიკ­ლავ, უბ­რა­ლოდ, შე­სა­ბა­მის გზას ვაძ­ლევ — ამ­აში წე­რა მეხ­მა­რე­ბა, თან ტექ­სტის წე­რას ცი­ვი გო­ნე­ბაც სჭირ­დე­ბა-ხოლ­მე. ვწერ იმ ხალ­ხზეც, ვინც ჩემს გარ­შე­მოა — სო­ცი­ალ­ურ­ად და­ბალ ფე­ნა­ზე, მშრო­მე­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც ვერ მო­ერ­გნენ წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის არ­სე­ბულ თე­ორი­ებს... ვწერ ცხოვ­რე­ბა­ში და­მარ­ცხე­ბუ­ლებ­ზე, რომ­ლე­ბის­თვი­საც ხში­რად უცხოა ეს მო­დერ­ნუ­ლი სამ­ყა­რო, რა­საც ვერ ეგუ­ები­ან და ცდი­ლო­ბენ რა­ღა­ცით გა­მო­ხა­ტონ ეს და თქვან, მაგ­რამ მა­თი ხმა ხში­რად მარ­გი­ნა­ლი­ზე­ბუ­ლია ან სა­ერ­თოდ ექო­ებ­ადაა ქცე­ული, ხში­რად ეს ექ­ოც არ რჩე­ბა“, — ამ­ბობს ილია ჭან­ტუ­რია.

 

ილია ჭან­ტუ­რი­ას ერთ-ერ­თი მოთხრო­ბაა — „Tamunia-I-laviu“ — ეს არ­ის ამ­ბა­ვი ქა­ლაქ­ში ჩა­სულ პრო­ვინ­ცი­ელ გო­გო­ნა­ზე და ამ პრო­ვინ­ცი­აში გავ­რცე­ლე­ბულ ჭო­რებ­ზე, პა­ტა­რა ბი­ჭის უან­გა­რო სიყ­ვა­რულ­ზე და ამ გო­გო­ნას ტრა­გი­კულ სიკ­ვდილ­ზე, მე­ზობ­ლე­ბის მი­ერ სიკ­ვდი­ლის ფორ­მის გან­კითხვა-გა­კიცხვა­ზე და პა­ტა­რა ბი­ჭის გულ­წრფელ წუ­ხილ­ზე, ორ უკ­იდ­ურ­ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე, ად­ამი­ან­ურ სი­სას­ტი­კე­ზე...

 

„და­დას“ კუკ­ლა — აქ უკ­ვე სა­ინ­ფორ­მა­ციო მე­დი­აში ყო­ველ­დღი­ურ­ად გახ­მი­ან­ებ­ული ახ­ალი, თავ-ბო­ლო არე­ული ამ­ბე­ბია გა­შარ­ჟე­ბულ-გაკ­რი­ტი­კე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერთ პერ­სო­ნაჟს, რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ებ­ის ახ­ალ­გაზ­რდა თა­ობ­აში არ­სე­ბულ ნე­გა­ტი­ვის სა­ხეს, ავ­ტორ­მა სა­ხე­ლად ვარ­სქენ პი­ტი­ახ­ში და­არ­ქვა...

 

„მშვი­დად, გაკ­ვე­თი­ლი იწყე­ბა“ — რო­გორც იტყვი­ან, ერ­თი ამ­ოს­უნ­თქვით წა­სა­კითხია. მოთხრო­ბა კონ­კურ­სის­თვის (სა­უკ­ეთ­ესო მოთხრო­ბა მას­წავ­ლებ­ლის­თვის) და­წე­რა, სა­დაც სა­მეგ­რე­ლოს ერთ-ერ­თი სოფ­ლის სკო­ლის მოს­წავ­ლის — გა­ბოს ცხოვ­რე­ბაა აღ­წე­რი­ლი ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ათ­ებ­ელი დი­ალ­ექ­ტუ­რი სტი­ლით. 20 წლის დამ­წყე­ბი მწერ­ლის­თვის უჩ­ვე­ულო სიღ­რმით არ­ის გად­მო­ცე­მუ­ლი მე­ზობ­ლუ­რი, სკო­ლა­ში კო­ლე­გი­ალ­ური, ას­ევე რე­ლი­გი­ური და ცრუ­მორ­წმუ­ნე­ობ­რი­ვი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. მოთხრო­ბას ბო­ლომ­დე მიჰ­ყვე­ბა სკო­ლის მოს­წავ­ლის გან­ცდე­ბი დე-ფაქ­ტო საზღვრი­დან გა­ტა­ცე­ბულ მა­მა­ზე, რო­მელ­მაც ოკ­უპ­ან­ტე­ბის დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბი მა­მის საფ­ლა­ვის ნახ­ვის მიზ­ნით და­არ­ღვია....

 

„ნი­კუ­შამ წას­ვლა გა­დაწყვი­ტა“ — ეს მოთხრო­ბა ილია ჭან­ტუ­რი­ამ 18 წლი­სამ და­წე­რა. პა­ტა­რა ბავ­შვის გად­მო­სა­ხე­დი­დან გად­მოს­ცა ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­ის­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი და მტკივ­ნე­ული პრობ­ლე­მე­ბი: ძმის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­მო გან­ცდი­ლი სი­ცა­რი­ელე, ტკი­ვი­ლი და სახ­ლის და­კარ­გვით (მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯე­ბის გა­მო) გა­მოწ­ვე­ული „გა­ოც­ება“.

 

ახ­ალ­გაზ­რდა მწერ­ლის და­ნა­ხუ­ლი და მხტავ­რულ ლი­ტე­რა­ტუ­რულ რე­ალ­ობ­აში მოქ­ცე­ული თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ება სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა გა­მომ­ცემ­ლე­ბის­თვი­საც. „ინ­ტე­ლექ­ტმა“ მი­სი მოთხრო­ბე­ბის კრე­ბუ­ლი ჯერ კი­დევ 2018 წელს გა­მოს­ცა. ილია ჭან­ტუ­რი­ას ნო­ვე­ლე­ბი სხვა­დას­ხვა ლი­ტე­რა­ტუ­რულ პე­რი­ოდ­იკ­აშ­იც ქვეყ­ნდე­ბა. მი­სი ნა­მუ­შევ­რე­ბი მა­ლე უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ლი მკითხვე­ლის­თვის (და არა მარ­ტო) თსუ-ის ტრა­დი­ცი­ულ და ახ­ლა უკ­ვე გა­ნახ­ლე­ბულ ჟურ­ნალ „პირ­ველ სხივ­შიც“ და­იბ­ეჭ­დე­ბა.

 

ახ­ალ­გაზ­რდა პრო­ზა­იკ­ოს­მა ზუგ­დი­დის მე­ორე სა­ჯა­რო სკო­ლა და­ამ­თავ­რა და ახ­ლა თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის III კურ­სზე სწავ­ლობს. ამ­ბობს, რომ სპე­ცი­ალ­ობა ლი­ტე­რა­ტუ­რის სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო აირ­ჩია.

 

„საყ­ვა­რე­ლი პრო­ზა­იკ­ოს­ისა თუ პო­ეტ­ის გა­მო­ყო­ფა ყო­ველ­თვის მი­ჭირ­და, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ მივ­ხვდი, რომ ერ­ლომ ახ­ვლე­დი­ან­ის „კო­ღო ქა­ლაქ­ში“ ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნია, ხში­რად ვუბ­რუნ­დე­ბო­დი მის კითხვას და ჩემ­თვის სა­უკ­ეთ­ესო პრო­ზა­იკ­ოსი, ვფიქ­რობ, ეს ავ­ტო­რია. იგი პრო­ზა­იკ­ოს­ზე მე­ტად, ალ­ბათ, უფ­რო ფი­ლო­სო­ფო­სი და მე­იგ­ავეა. პო­ეტ­ებ­იდ­ან გა­ლაკ­ტი­ონს გა­მო­ვარ­ჩევ­დი, „არ­ტის­ტუ­ლი ყვა­ვი­ლე­ბი“ იყო ჩემ­თვის ერთ-ერ­თი გარ­დამ­ტე­ხი წიგ­ნი და მა­გი­ტო­მაც“, — გან­მარ­ტა ილია ჭან­ტუ­რი­ამ.

 

სა­მო­მავ­ლოდ პე­და­გო­გო­ბას აპ­ირ­ებს, თუმ­ცა, ამ­ბობს, რომ ჯერ ამ მიზ­ნამ­დე შო­რია: „დი­დი დრო მჭირ­დე­ბა, უნ­და ვის­წავ­ლო... ვფიქ­რობ, ამ საქ­მი­ან­ობ­ას მო­მა­ვალ­ში დიდ დროს და­ვუთ­მობ“.

 

მო­ამ­ზა­და ნა­ტო ობ­ოლ­აძ­ემ

სრულად

ბრძანების N:

ყველა აქცენტი ახალი სამტომეულის - „ანისი და საქართველო. ნარკვევები, მასალები“ შესახებ

 გვე­სა­უბ­რე­ბა პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი,

თსუ-ის პრო­ფე­სო­რი ზა­ზა სხირ­ტლა­ძე

 

ქარ­თვე­ლი და სო­მე­ხი ხალ­ხე­ბის ის­ტო­რი­ული ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ცალ­კე­ული სა­კითხე­ბის შეს­წავ­ლას დი­დი ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლიც უთ­მობ­და ყუ­რადღე­ბას. ის­ტო­რი­კო­სი სომ­ხე­თის ის­ტო­რი­ას უმ­თავ­რე­სად გა­ნი­ხი­ლავ­და, რო­გორც თვით სა­ქარ­თვე­ლოს წარ­სუ­ლის შეს­წავ­ლის ერთ-ერთ სე­რი­ოზ­ულ სა­შუ­ალ­ებ­ას, რის­თვი­საც გულ­მოდ­გი­ნედ იკ­ვლევ­და ძვე­ლი და შუა სა­უკ­უნე­ებ­ის სომ­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფო­სა და სა­მარ­თლის ის­ტო­რი­ას, სა­ის­ტო­რიო მწერ­ლო­ბას და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კითხებს. იქ­იდ­ან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ამ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შეს­წავ­ლის ინ­ტე­რე­სი ქარ­თველ მეც­ნი­ერ­ებ­ში დღემ­დე არ შე­ნე­ლე­ბუ­ლა, რა­საც სულ ახ­ლა­ხანს გა­მო­ცე­მუ­ლი სამ­ტო­მე­ული: „ან­ისი და სა­ქარ­თვე­ლო. ნარ­კვე­ვე­ბი, მა­სა­ლე­ბი“ ად­ას­ტუ­რებს. სა­ინ­ტე­რე­სოა ამ მი­მარ­თე­ბით ის­ტო­რი­კოს­თა, ეთ­ნოგ­რაფ­თა, ლინ­გვის­ტთა და ან­თრო­პო­ლოგ­თა კვლე­ვის შე­დე­გე­ბი.

 

სამ­ტო­მე­ულ­ში თავ­მოყ­რი­ლია ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ის მი­ერ გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ული პრო­ექ­ტის შე­დე­გე­ბი, რომ­ლის მი­ზა­ნიც გახ­ლდათ ან­ის-ში­რა­კის, რო­გორც გა­მორ­ჩე­ული მრა­ვალ­კულ­ტუ­რუ­ლი გა­რე­მოს, ეთ­ნი­კუ­რი, კონ­ფე­სი­ური, გე­ოპ­ოლ­იტ­იკ­ური, კულ­ტუ­რულ-ის­ტო­რი­ული პრო­ცე­სე­ბის წარ­მო­ჩე­ნა და ამ პრო­ცე­სებ­ში ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ის ად­გი­ლი და რო­ლის გან­საზღვრა.

 

თუ რა ახ­ალი ის­ტო­რი­ული და კულ­ტუ­რუ­ლი პრო­ცე­სე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა ორი კულ­ტუ­რის ურ­თი­ერ­თქმე­დე­ბის სხვა­დას­ხვა დო­ნე­ზე, ამ­ის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, თსუ-ის პრო­ფე­სო­რი ზა­ზა სხირ­ტლა­ძე.

 

— ბა­ტო­ნო ზა­ზა, ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ისა და თე­ორი­ის ინ­სტი­ტუ­ტის ძა­ლე­ბით გა­მო­იცა სამ­ტო­მე­ული; „ან­ისი და სა­ქარ­თვე­ლო. ნარ­კვე­ვე­ბი, მა­სა­ლე­ბი“. რა მი­ზანს ის­ახ­ავ­და ამ ნაშ­რო­მის გა­მო­ცე­მა და რა მა­სა­ლე­ბი იქ­ნა შეს­წავ­ლი­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში?

 

— ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ისა და თე­ორი­ის ინ­სტი­ტუ­ტი, შო­თა რუს­თა­ვე­ლის ერ­ოვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო ფონ­დის და­ფი­ნან­სე­ბით, გან­ვლი­ლი სა­მი წლის მან­ძილ­ზე (2016-2018) ახ­ორ­ცი­ელ­ებ­და პრო­ექ­ტს, რო­მე­ლიც მიზ­ნად ის­ახ­ავს ან­ის-ში­რა­კის, რო­გორც გა­მორ­ჩე­ული მრა­ვალ­კულ­ტუ­რუ­ლი გა­რე­მოს, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რი მრა­ვალ­მხრი­ვო­ბით წარ­მო­ჩე­ნას, ამ­ას­თან მას­ში არ­სე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ის შრე­ებ­თან ერ­თად, ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი, აღ­მსა­რებ­ლო­ბი­თი და მხატ­ვრუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ის თა­ნა­არ­სე­ბო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მხა­რე­ებ­ის შეს­წავ­ლას. პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის შე­დე­გად გა­მოვ­ლე­ნი­ლი მა­სა­ლე­ბი მრა­ვალ­მხრივ სრულ­ყოფს ან­ის­ის, რო­გორც სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რუ­ლი წრის შეხ­ვედ­რი­სა და ურ­თი­ერ­თმი­მარ­თე­ბის გა­რე­მოს სუ­რათს, ამ­ას­თა­ნა­ვე ახ­ალი კუთხით წარ­მო­აჩ­ენს სამ­ხრე­თი კავ­კა­სი­ის ვრცელ რე­გი­ონ­ში მიმ­დი­ნა­რე ეთ­ნო­კონ­ფე­სი­ურ თუ კულ­ტუ­რულ პრო­ცე­სებს, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს, ისე ეკ­ლე­სი­ის მი­მარ­თე­ბებს მათ­თან, სა­ზო­გა­დოდ — ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ის ად­გილ­სა და როლს ამ პრო­ცე­სებ­ში.

 

— შეს­წავ­ლი­ლი მა­სა­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ზო­გა­დად, რი­სი თქმა შეგ­ვიძ­ლია? რა ახ­ალი ის­ტო­რი­ული და კულ­ტუ­რუ­ლი პრო­ცე­სე­ბი წარ­მო­ჩინ­და ქარ­თულ-სომ­ხუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ახ­ლე­ბუ­რად გა­აზ­რე­ბი­სათ­ვის, რა ად­გი­ლი ეჭ­ირა ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ის ად­გილ­სა და როლს ამ პრო­ცე­სებ­ში? — რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ან­ისი – „ათ­ას ერ­თი ეკ­ლე­სი­ის ქა­ლა­ქი“ – სა­უკ­უნე­ებ­ის გან­მავ­ლო­ბა­ში იდ­გა იმ გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე, სა­დაც ქვეყ­ნე­ბი­სა და იმ­პე­რი­ათა პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკ­ონ­ომ­იკ­ური და რე­ლი­გი­ური ინ­ტე­რე­სე­ბი იკ­ვე­თე­ბო­და. ქა­ლა­ქი­სა და მი­სი შე­მო­გა­რე­ნის სტრა­ტე­გი­ული მდე­ბა­რე­ობა იყო ის ერთ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი მი­ზე­ზი, რის გა­მოც იგი, ერ­თი მხრივ, სომ­ხე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფოს, ხო­ლო მე­ორე მხრივ, თურქ-სელ­ჩუკ­თა სა­ხელ­მწი­ფოს და ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რი­ის მუდ­მი­ვი ცი­ლო­ბის არე­ალს წარ­მო­ად­გენ­და. სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო ან­ის-ში­რაკ­ში მკვიდ­რო­ბას, სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკ­ონ­ომ­იკ­ური ძა­ლის­ხმე­ვის თა­ნად­რო­ულ­ად, სა­კუ­თა­რი სარ­წმუ­ნო­ებ­რი­ვი და კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ის და­ფუძ­ნე­ბა-გავ­რცე­ლე­ბის გზით ცდი­ლობ­დნენ. იც­ვლე­ბოდ­ნენ ქვეყ­ნე­ბი და მმარ­თვე­ლე­ბი, ვის მფლო­ბე­ლო­ბა­შიც ან­ისი გა­და­დი­ოდა, იც­ვლე­ბო­და აღ­მსა­რებ­ლო­ბი­თი ვი­თა­რე­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად, მუდ­მი­ვად იც­ვლე­ბო­და ქა­ლა­ქის იერ­სა­ხეც. შე­დე­გად, ან­ისი — თა­ვის ეპ­ოქ­ის­თვის უჩ­ვე­ულო მას­შტა­ბე­ბის, უაღ­რე­სად აქ­ტი­ური კულ­ტუ­რუ­ლი თუ სუ­ლი­ერი ცხოვ­რე­ბით გა­მორ­ჩე­ული, ქა­ლა­ქი — ჩა­მო­ყა­ლიბ­და სწო­რუ­პო­ვარ მრა­ვალ­კულ­ტუ­რულ გა­რე­მოდ, რომ­ლის შექ­მნა­შიც, სა­კუთ­რივ სომ­ხურ­თან ერ­თად, გარ­კვე­ულ ის­ტო­რი­ულ ეტ­აპ­ებ­ზე, მო­ნა­წი­ლე­ობ­და ბი­ზან­ტი­ური, ის­ლა­მუ­რი და ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­აც. ყო­ვე­ლი­ვე ეს მკა­ფი­ოდ აის­ახა ან­ის­ის ხან­გრძლივ ის­ტო­რი­ულ გეზ­ზე, რო­მე­ლიც თა­ვი­სი მრავ­ლის­მომ­ცვე­ლი და სწო­რუ­პო­ვა­რი ბუ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ოდა.

 

— კონ­კრე­ტუ­ლად, რა თე­მებს, გა­მოკ­ვლე­ვებს და წყა­რო­ებს მო­უყ­არა თა­ვი სამ­ტო­მე­ულ­მა? რა სი­კითხე­ბის წარ­მო­ჩე­ნა­ზე გა­კეთ­და აქ­ცენ­ტე­ბი და რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­სა­ლე­ბი გა­მოვ­ლინ­და კვლე­ვე­ბის შე­დე­გად?

 

— პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობ­ის შე­დე­გად გა­მოვ­ლე­ნილ და შეს­წავ­ლილ მა­სა­ლებ­ში, წე­რი­ლო­ბი­თი წყა­რო­ებ­ის გვერ­დით, ერ­თი­ან­დე­ბა არ­ქე­ოლ­ოგი­ური მო­ნა­პო­ვა­რი, ნუ­მიზ­მა­ტი­კა, ლა­პი­და­რუ­ლი და ფრეს­კუ­ლი ეპ­იგ­რა­ფი­კა, ხუ­როთ­მოძ­ღვრე­ბა და კედ­ლის მხატ­ვრო­ბა, აგ­რეთ­ვე სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლე­ბი – დო­კუ­მენ­ტე­ბი, სა­ვე­ლე დღი­ურ­ები, ფო­ტო­ები, რომ­ლე­ბიც ქა­ლა­ქის ის­ტო­რი­ის სხვა­დას­ხვა ეტ­აპ­თან და მის კვლე­ვას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამ მა­სა­ლის აღ­ნუს­ხვა და შეს­წავ­ლა ან­ის­ის, რო­გორც სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ის თავ­შეყ­რის ად­გი­ლის, მრა­ვალ­მხრივ სა­გუ­ლის­ხმო სუ­რათს სა­ხავს, ამ­ას­თან ახ­ალი კუთხით წარ­მო­აჩ­ენს ამ სუ­რათ­ში ქარ­თუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ობ­ის ხა­სი­ათ­სა და მას­შტა­ბებს.

 

იმ მა­სა­ლებს შო­რის, რომ­ლე­ბიც პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის პრო­ცეს­ში იქ­ნა აღ­ნუს­ხუ­ლი და შეს­წავ­ლი­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია:

 

შვიდ ათე­ულ­ზე მე­ტი ქარ­თუ­ლი მო­ნე­ტა, რომ­ლე­ბიც და­ცუ­ლია ყარ­სის მუ­ზე­უმ­ის ფონ­დებ­ში; ეს ნუ­მიზ­მა­ტი­კუ­რი მა­სა­ლა ან­ის-ში­რა­კის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს ფარ­გლებ­ში არ­სე­ბო­ბის პე­რი­ოდ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი;

 

ას ორ­მოც­და­ათ­ზე მე­ტი ფრეს­კუ­ლი წარ­წე­რა ან­ის­ის წმ. გრი­გო­ლის ეკ­ლე­სი­ის მო­ხა­ტუ­ლო­ბი­დან. ამ წარ­წე­რე­ბის დი­დი უმ­ეტ­ეს­ობა უც­ნო­ბი რჩე­ბო­და სა­მეც­ნი­ერო წრე­ებ­ის­თვის, ხო­ლო ის მცი­რე­დი, რაც ცნო­ბი­ლი იყო (არა უმ­ეტ­ეს ორი ათე­ულ­ისა), ამ­ოკ­ითხუ­ლი იყო ნა­წი­ლობ­რივ და, მეტ­წი­ლად, შეც­დო­მე­ბით. შეს­რულ­და ყვე­ლა წარ­წე­რის გრა­ფი­კუ­ლი მო­ნა­ხა­ზი; შე­სა­ბა­მი­სად, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეპ­იგ­რა­ფი­კუ­ლი მა­სა­ლა შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად იქ­ნა აღ­ნუს­ხუ­ლი და ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

 

ას ოც­ზე მე­ტი უნ­იკ­ალ­ური ფო­ტო­ნე­გა­ტი­ვი, რომ­ლებ­ზეც ან­ის­ის ნა­ქა­ლა­ქა­რის სიძ­ვე­ლე­ებია აღ­ბეჭ­დი­ლი. ეს ფო­ტო­ები გა­და­ღე­ბუ­ლია ალ­ექ­სან­დრე რო­ინ­აშ­ვი­ლის და დი­მიტ­რი ერ­მა­კო­ვის მი­ერ XIX სა­უკ­უნ­ის მი­წუ­რულს; ამ­ჟა­მად ის­ინი სა­ქარ­თვე­ლოს ერ­ოვ­ნულ მუ­ზე­უმ­შია და­ცუ­ლი.

 

ან­ის­ის ქარ­თულ სიძ­ვე­ლე­თა აღ­ნუს­ხვა­სა და კვლე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი XIX სა­უკ­უნ­ის მი­წუ­რუ­ლი­სა და XX სა­უკ­უნ­ის და­საწყი­სის სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც თი­ლი­სი­სა და სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გის სიძ­ვე­ლეთ სა­ცა­ვებ­ში ინ­ახ­ება.

 

ამ­ას­თან ერ­თად, ნაშ­რომ­ში თავ­მოყ­რილ იქ­ნა ქარ­თუ­ლი, სომ­ხუ­რი, არ­აბ­ული, სპარ­სუ­ლი, სი­რი­ული, ოს­მა­ლუ­რი და რუ­სუ­ლი ნა­რა­ტი­ული წყა­რო­ები, აგ­რეთ­ვე ქარ­თუ­ლი და სომ­ხუ­რი ლა­პი­და­რუ­ლი წარ­წე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ას­ახ­ავ­ენ ან­ის­ში და ის­ტო­რი­ულ ში­რაკ­ში არ­სე­ბულ ქარ­თულ მემ­კვიდ­რე­ობ­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ეთ­ნო­პო­ლი­ტი­კურ, კონ­ფე­სი­ურ და კულ­ტუ­რულ პრო­ცე­სებს. გან­ხორ­ცი­ელ­და ან­ის­ის პო­ლი­ტი­კუ­რი ის­ტო­რი­ის, ის­ტო­რი­ული და სა­ეკ­ლე­სიო გე­ოგ­რა­ფი­ის კვლე­ვა; სა­გან­გე­ბო ნარ­კვე­ვე­ბი მი­ეძ­ღვნა სა­ქა­ლა­ქო ცხოვ­რე­ბას ან­ის­ში, ან­ის­ის იმ სა­ეკ­ლე­სიო და სა­ფორ­ტი­ფი­კა­ციო ნა­გე­ბო­ბებს, აგ­რეთ­ვე ფრეს­კებს, რო­მელ­თა აგ­ება ან გა­ნახ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფოს მფლო­ბე­ლო­ბის ეპ­ოქ­ას­თა­ნაა და­კა­ში­რე­ბუ­ლი. და­სას­რულ, მო­ნოგ­რა­ფი­ული კვლე­ვა მი­ეძ­ღვნა წმ. გრი­გო­ლის ეკ­ლე­სი­ის, მი­სი და­სავ­ლე­თი კა­რიბ­ჭი­სა და ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თი ეკ­ვდე­რის ფრეს­კებს, რომ­ლე­ბიც XIII სა­უკ­უნ­ის მე­ორე და მე­სა­მე მე­ოთხე­დის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფოს უზ­ენა­ეს სა­ერო და სა­ეკ­ლე­სიო ხე­ლი­სუ­ფალ­თა, აგ­რეთ­ვე სა­ხელ­მწი­ფოს ად­გი­ლობ­რივ წარ­მო­მად­გე­ნელ­თა გან­გე­ბით იქ­მნე­ბოდ­ნენ.

 

პრო­ექ­ტის მომ­ზა­დე­ბი­სას და, შე­სა­ბა­მი­სად, მი­სი გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის საწყის ეტ­აპ­ზე გან­ზრა­ხუ­ლი იყო კვლე­ვის შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა ერთ ტო­მად, ქარ­თულ და ინ­გლი­სურ ენ­ებ­ზე. გან­ვლი­ლი პე­რი­ოდ­ის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი მა­სა­ლის მო­ცუ­ლო­ბი­სა და მი­სი სა­თა­ნა­დო შეს­წავ­ლის კვა­ლად, პუბ­ლი­კა­ცი­ის მას­შტა­ბე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­იზ­არ­და. სა­ბო­ლოო სა­ხით პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის შე­დე­გებ­მა თა­ვი მო­იყ­არა სამ­ტო­მე­ულ­ში, რომ­ლის პირ­ვე­ლი და მე­ორე ტო­მე­ბი ეთ­მო­ბა გა­მოკ­ვლე­ვებს, ხო­ლო მე­სა­მე­ში თავ­მოყ­რი­ლია კვლე­ვის შე­დე­გად გა­მოვ­ლე­ნი­ლი და აღ­ნუს­ხუ­ლი მა­სა­ლე­ბი.

 

პირ­ვე­ლი ტო­მი ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ული ნარ­კვე­ვით იწყე­ბა; შემ­დეგ ვრცე­ლი გა­მოკ­ვლე­ვა ეძ­ღვნე­ბა ან­ის­ის პო­ლი­ტი­კუ­რი ის­ტო­რი­ის, ის­ტო­რი­ული და სა­ეკ­ლე­სიო გე­ოგ­რა­ფი­ის სა­კითხებს; სა­გან­გე­ბო ნაკ­ვეთ­ში გან­ხი­ლუ­ლია ან­ის­ის სა­ქა­ლა­ქო ცხოვ­რე­ბის ცალ­კე­ული მხა­რე­ები, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა ეთ­ნო­კულ­ტუ­რუ­ლი წრის – მათ შო­რის ქარ­თუ­ლის — თა­ნა­არ­სე­ბო­ბით იქ­მნე­ბო­და; მოკ­ლე­დაა გან­ხი­ლუ­ლი ან­ის-ში­რა­კის ქარ­თუ­ლი ნუ­მიზ­მა­ტი­კუ­რი მა­სა­ლა; და­ხა­სი­ათ­ებ­ულია ქა­ლა­ქის სა­ფორ­ტი­ფი­კა­ციო სის­ტე­მა, მი­სი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ეტ­აპ­ები, მათ შო­რის — სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფოს მფლო­ბე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ის მას­შტა­ბუ­რი აღ­მშე­ნებ­ლო­ბა და ცალ­კე­ული კონ­სტრუქ­ცი­ულ-მხატ­ვრუ­ლი მა­ხა­სი­ათ­ებ­ლე­ბი; გან­ხი­ლუ­ლია ან­ის­ის სა­ეკ­ლე­სიო-სა­აღ­მშე­ნებ­ლო სკო­ლის ის ძეგ­ლე­ბი, რო­მელ­თა მხატ­ვრუ­ლი იერ­სა­ხეც სხვა­დას­ხვა მხატ­ვრუ­ლი წრის — მათ შო­რის ქარ­თუ­ლის — მა­ხა­სი­ათ­ებ­ელ­თა თა­ნა­არ­სე­ბო­ბი­თა და ერ­თი­ან­ობ­ით იქ­მნე­ბო­და.

 

რაც შე­ეხ­ება მე­ორე ტომს, იგი მთლი­ან­ად და­ეთ­მო გა­მოკ­ვლე­ვას ან­ის­ის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფერ­წე­რუ­ლი ან­სამ­ბლის – ტიგ­რან ჰო­ნენ­ცის სა­ფა­სით აგ­ებ­ული წმ. გრი­გო­ლის ეკ­ლე­სი­ის, მი­სი კა­რიბ­ჭის და ეკ­ვდე­რის ფრეს­კე­ბის შე­სა­ხებ. მო­ხა­ტუ­ლო­ბე­ბის სა­გან­გე­ბო კვლე­ვამ შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და მათ შექ­მნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არა­ერ­თი არ­სე­ბი­თი სა­კითხის ნა­თელ­ქმნა და და­ზუს­ტე­ბა. მათ შო­რი­საა ფერ­წე­რუ­ლი ან­სამ­ბლის პროგ­რა­მის სა­ზო­გა­დო საზ­რი­სი და მი­სი მი­მარ­თე­ბა ქარ­თველ­თა სა­მე­ფოს მფლო­ბე­ლო­ბის ეპ­ოქ­ის ან­ის­ისა და სამ­ხრე­თი კავ­კა­სი­ის პო­ლი­ტი­კურ, აღ­მსა­რებ­ლო­ბით და კულ­ტუ­რულ რე­ალი­ებ­თან, ის­ევე რო­გორც წმ. გრი­გოლ პარ­თე­ლის ცხოვ­რე­ბის ციკ­ლში აღ­ბეჭ­დი­ლი, ეთ­ნო­კულ­ტუ­რუ­ლი ტენ­დენ­ცი­ები და ციკ­ლის საზ­რი­სის წა­ნამ­ძღვრე­ბი, რაც, გარ­კვე­ული ის­ტო­რი­ული ეტ­აპ­ის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბას­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

 

მე­სა­მე ტომ­ში შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად სრუ­ლად იქ­ნა თავ­მოყ­რი­ლი ან­ის-ში­რა­კი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბის სხვა­დას­ხვა მხა­რე­თა ამ­სახ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი, სომ­ხუ­რი, ბი­ზან­ტი­ური, არ­აბ­ული, სი­რი­ული, სპარ­სუ­ლი, ოს­მა­ლუ­რი და რუ­სუ­ლი ნა­რა­ტი­ული წყა­რო­ები; ერ­თი­ანი კორ­პუ­სის სა­ხით ქვეყ­ნდე­ბა ან­ის­ისა და მი­სი შე­მო­გა­რე­ნის ის ეპ­იგ­რა­ფი­კუ­ლი ძეგ­ლე­ბი — სა­ხელ­დობრ, ქარ­თუ­ლი და სომ­ხუ­რი ლა­პი­და­რუ­ლი, აგ­რეთ­ვე ქარ­თუ­ლი და ბერ­ძნუ­ლი ფრეს­კუ­ლი წარ­წე­რე­ბი — რომ­ლე­ბიც ას­ახ­ავს ან­ის­სა და ის­ტო­რი­ულ ში­რაკ­ში მიმ­დი­ნა­რე, ქარ­თულ მემ­კვიდ­რე­ობ­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ, პო­ლი­ტი­კურ, აღ­მსა­რებ­ლო­ბით, კულ­ტუ­რულ პრო­ცე­სებს; ამ­ას მოს­დევს კა­ტა­ლო­გე­ბი, სა­ხელ­დობრ, ქვეყ­ნდე­ბა ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მფლო­ბე­ლო­ბის ეპ­ოქ­ის ნუ­მიზ­მა­ტი­კუ­რი მა­სა­ლა, რომ­ლის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ყარ­სის მუ­ზე­უმ­შია და­ცუ­ლი; ყარ­სის მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლი რე­ლი­ეფი ქარ­თუ­ლი წარ­წე­რით; სა­ქარ­თვე­ლოს ერ­ოვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლი არ­ქე­ოლ­ოგი­ური მა­სა­ლე­ბი ან­ის­იდ­ან. ტო­მის ბო­ლო ნაკ­ვეთ­ში გა­ერ­თი­ან­და ან­ის­ისა და სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ამ­სახ­ვე­ლი სა­არ­ქი­ვო დო­კუ­მენ­ტე­ბი.

 

— ვინ იღ­ებ­და მო­ნა­წი­ლე­ობ­ას პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­აში?

 

— პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­აში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით მე, რო­გორც პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, გი­ორ­გი ჭე­იშ­ვი­ლი, ენ­ტო­ნი ის­ტმონ­დი, ირ­ინე გი­ვი­აშ­ვი­ლი, ირ­ინე ელ­იზ­ბა­რაშ­ვი­ლი, ნა­ტა­ლია ტუ­რა­ბე­ლი­ძე, ნა­ნა სი­ხა­რუ­ლი­ძე, ვლა­დი­მერ კე­კე­ლია, ირ­მა ხო­სი­ტაშ­ვი­ლი, ნე­ლი ჩაკ­ვე­ტა­ძე, ჯიმ­შერ ჩხვი­მი­ანი, ნი­ნო ბაგ­რა­ტი­ონი, ვი­ოლა ტუ­ღუ­ში, ზე­ინ­აბ გურ­ჯი­ძე. შემ­დგომ­ში პრო­ექ­ტის გან­მა­ხორ­ცი­ელ­ებ­ელ ჯგუფს შე­მოუერთდნენ თეო ჯა­ლა­ღა­ნია, მაია პა­ტა­რი­ძე, ირ­აკ­ლი ფა­ღა­ვა და ირ­აკ­ლი თე­ზე­ლაშ­ვი­ლი. სა­ის­ტო­რიო წყა­რო­ებ­ის თავ­მოყ­რა­სა და გა­მო­სა­ცე­მად მომ­ზა­დე­ბა­ში ჩარ­თულ­ნი იყ­ვნენ გრი­გოლ ბე­რა­ძე, და­რე­ჯან გარ­და­ვა­ძე, ნა­ნი გე­ლო­ვა­ნი, მი­რი­ან მა­ხა­რა­ძე, მე­რაბ რო­ბა­ქი­ძე, ნი­ნო სურ­მა­ვა, ჰუ­ბერტ ქა­უფ­ჰოლ­დი, ზა­ზა შა­ში­კი­ძე, თეა შურ­ღაია, ჰა­რუ­თი­უნ ხუ­და­ნი­ანი, გო­ჩა ჯა­ფა­რი­ძე. სამ­ტო­მე­ული და­იბ­ეჭ­და სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ის ძეგ­ლთა დაც­ვის ერ­ოვ­ნუ­ლი სა­აგ­ენ­ტოს და ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით. ამ­ჟა­მად მზად­დე­ბა სამ­ტო­მე­ულ­ის ინ­გლი­სუ­რი ვერ­სია, რო­მელ­საც, იმ­ედია, მა­ლე მი­იღ­ებს და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მკითხვე­ლი.

 

მო­ამ­ზა­და თა­მარ და­დი­ან­მა

სრულად

ბრძანების N: