eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

2026 წლის 12 ოქტომბერს აკადემიურმა საბჭომ იმსჯელა ეკონომიკისა და ბიზნესის, იურიდიული და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტებზე წამყვანი პროფესორების სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის თაობაზე და აღნიშნა, რომ საჭიროა გარკვეული ცვლილებები უნივერსიტეტის შესაბამის რეგულაციებში, რომელიც გულისხმობს ინსტიტუტის/კათედრის/მიმართულების/დეპარტამენტის ერთეულის უნიფიცირებასა და საერთო სისტემაში მოყვანას. ამასთანავე მნიშვნელოვანია გარკვეული დამატებითი კრიტერიუმების განსაზღვრა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ ახალ ,,განათლებისა და მეცნიერების შესახებ’’ კანონში.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია წამყვანი პროფესორის ასარჩევად გამოცხადებული კონკურსის ჩატარება გადაიწიოს ახალი კანონმდებლობისა და რეგულაციების მიღებამდე.

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი და მე-9 პუნქტებისა და აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ნათია მეტრეველის 2026 წლის 12 ოქტომბრის N23069/10 წერილის (თან ერთვის აკადემიური საბჭოს 2026 წლის 12 ოქტომბრის სხდომის ოქმი N12) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეჩერებულ იქნას „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე წამყვანი პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2026 წლის 27 ივლისის N188/01-01 ბრძანების მოქმედება;

2. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ ელექტრონულ გვერდზე; 
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, იურიდიული ფაკულტეტი);

5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია