„მეცნიერება მომავალი თაობისთვის" - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი პროექტია.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის „მეცნიერების პოპულარიზაციისთვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსი“-ში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის გაიმართა 10 საჯარო ლექცია, რომლის მიზანია მეცნიერებისადმი ინტერესის გაღვივება, „რთული“ სამეცნიერო თემების პოპულარულ ენაზე ახსნა.
ზვიად გაბისონია - „ციფრული ერა: ხელოვნური ინტელექტის გავლენა ჩვენს აწმყოსა და მომავალზე“.
ლიკა სვანაძე - „სამეცნიერო აღმოჩენები მედიცინაში: ჰიპოკრატედან ტექნოლოგიების ეპოქამდე“.
ლილი ხეჩუაშვილი - „ტვინის ლაბირინთიდან ფსიქიკისკენ: როგორ ყალიბდება ქცევა და ცნობიერება.“
ნინო გაჩეჩილაძე - „მიკრობული სამყარო - თანაცხოვრება, ბრძოლა, ადაპტაცია.“
მარიამ ციცაგი - „ჩიტის ფრენის სიმაღლიდან დანახული საქართველო“.
რუსუდან კაკავა - „ალქიმიიდან თანამედროვე ქიმიამდე“.
არჩილ დურგლიშვილი - „როგორ მუშაობს ჩვენი სამყარო?“
ილია თავხელიძე - „მათემატიკა და ბუნების კანონზომიერებანი“
რევაზ შანიძე - "ტელესკოპი ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე, რას გვასწავლის ნეიტრინული ფიზიკა?"