საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროექტის "მეცნიერება მომავალი თაობისთვის" ფარგლებში პროფესორმა ილია თავხელიძემ წაიკითხა საჯარო ლექცია "„მათემატიკა და ბუნების კანონზომიერებანი“.

 

  • რა ობიექტებს სწავლობს მათემატიკა?
  • რა არის რხევა და როგორია მისი შესწავლის ისტორია?
  • რა კავშირია ხიდებსა და რეზონანსს შორის?
  • რას წარმოადგენს მებიუსის ლენტი?
  • „მათემატიკა და ბუნების კანონზომიერებანი“

 

 

იხილეთ საჯარო ლექცია

 

ილია თავხელიძე - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, “დიფერენციალური განტოლებები და მათემატიკური ფიზიკა”.

 

არის რამდენიმე ჯილდოს მფლობელი:  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ილია ვეკუას სახ. პრემია, უკრაინის მათემატიკოსთა კონგრესის ნიკოლოზ ბოგოლიუბოვის სახელობის სამახსოვრო „ოქროს“  მედალი  „მათემატიკურ მეცნიერებაში მიღებული მაღალი დონის შედეგებისათვის“ – კიევი, უკრაინა.

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოქროს მედალი (ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობისათვის).

 

კითხულობს ლექციებს: განზოგადებული ფუნქციები (განაწილებები) და მათი გამოყენებანი; კერძოწარმოებულებიანი დიფერენციაური განტოლებები;  მათემატიკის ელემენტები ბუნებასა და ხელოვნებაში (ორიგინალური კურსი); კალკულუსი (V); ინტეგრალური განტოლებები და საკუთრივი რეცხვები;

სამეცნიერო ინტერესები:  კერძოწარმოებულებიანი დიფერენციალური განტოლებები  (თვისობრივი თეორია, ამონახსნთა ასიმპტოტური ყოფაქცევა, აპრიორული შეფასებები და მათი გამოყენებები, ამონახსნის აგების ოპერატორული მეთოდები);  სპეციალური ფუნქციები და მათი სტრუქტურა;  მათემატიკური მოდელირება: გეომეტრიული ფიგურებისა და ტრაექტორიების ანალიზური წარმოდგენა და ანალიზი;          მოცულობითი და ზედაპირული კვანძები და ხლართები.

 

გახლდათ მიწვეული პროფესორი 10-ზე მეტ   უმაღლეს სასწავლებელში მსოფლიოს მასშტაბით. 18- სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამარჯვებული და მონაწილე.   არის ასევე 115  სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

 

პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით.