საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

 

პროექტის "მეცნიერება მომავალი თაობისთვის" ფარგლებში თსუ რექტორმა, ისტორიკოსმა ჯაბა სამუშია წაიკითხა საჯარო ლექცია ,,თამარ მეფის გარდაცვალების საიდუმლო"

 

  • თამარ მეფის საფლავი და  ხალხური გადმოცემები
  • თამარის საფლავი მემატიანეთა ქრონიკებში
  • თამარის ეკვდერი და გელათში არსებული ტრადიცია
  •  ექვთიმე თაყაიშვილი და გათხრები გელათში
  •  თანამედროვე მედიცინა თამარის გარდაცვალებაზე

 

იხილეთ საჯარო ლექცია

 

 

ჯაბა სამუშია  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, აკადემიკოსი. 1994 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

1994 - 2006 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული სახელმწიფო და სახალხო დიპლომატიის ისტორიის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის ჯგუფის ხელმძღვანელი.

2010 - 2014 წლებში იყო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

2018 - 2020 წლებში მუშაობდა . -შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილედ,  2020 წლიდან  2022 წლის ოქტომბრამდე კი  ფონდის გენერალურ დირექტორად.

2018 წ -დან - დღემდე          თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა         ფაკულტეტის          სრული პროფესორია.

2022 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორია.

 

ჯაბა სამუშია არის 40-მდე სამეცნიერო სტატიის,  30-მდე მონოგრაფიის, 6 სახელმძღვანელოს,  20 პოპულარული წიგნის და ლექსიკონის ავტორი.

მიღებული აქვს ჯილდოები: ქართულ-პოლონური ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის ვარშავის უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდო, საუნივერსიტეტო მედალი.

საქართველოს ხელოვნების სასახლის უმაღლესი სამუზეუმო ჯილდო - „ბროლის აპოლონი“ 2016 წ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს სიგელი წმ. სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობისთვის. მეცნიერებათა აკადემიის დიპლომი. ვარშავის უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდო – „საუნივერსიტეტო მედალი“.

 


ჯაბა სამუშია არის საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის წევრი, 2003 წელს საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიატი. ჟურნალ “ისტორიანის,” მთავარი რედაქტორი.

ასევე არის ქ. ტორუნის (პოლონეთის რესპუბლიკა) აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის (Institutum Orientalium) ჟურნალის - „Studia Orientalne“ სამეცნიერო საბჭოს წევრი.

2020 წლიდან - 2022 წლის ოქტომბრამდე - საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის ISTC-ის და უკრაინაში სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრის STCU-ს მმართველი საბჭოს წევრი და საქართველოს წარმომადგენელი.

2022 წელს მიენიჭა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის წოდება.