პროექტის "მეცნიერება მომავალი თაობისთვის" ფარგლებში ქიმიის აკადემიურმა დოქტორმა რუსუდან კაკავამ წაიკითხა საჯარო ლექცია - „ალქიმიიდან თანამედროვე ქიმიამდე“.
- ალქიმია და პირველი ცდები
- ქიმიის ჩამოყალიბება მეცნიერებად: სამეცნიერო მეთოდის დაბადება, რომელმაც განასხვავა ქიმია ალქიმიისგან
- აღმოჩენები ქიმიაში, რომლებმაც შეცვალა მსოფლიო
- ქიმია ყოველდღიურ ცხოვრებაში
- მომავლის გამოწვევები.
იხილეთ საჯარო ლექცია
რუსუდან კაკავა - ქიმიის აკადემიური დოქტორი, 2013 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური და ანალიზური ქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.
2018 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ახალი ქირალური სულფოქსიდების სინთეზი, მათი ენანტიომერების დაყოფა მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიის მეთოდით და ქირალური გამოცნობის მოლეკულური მექანიზმების კვლევა.“
2019 წლიდან ასწავლიდა სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) საქართველოს ფილიალის ქიმია/ბიოქიმიის საბაკალავრო პროგრამაზე, ხოლო 2022 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის მოწვეული პროფესორი.
კვლევითი ვიზიტით მუშაობდა მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (იტალია), ფრიდრიხ შილერის იენის უნივერსიტეტში (გერმანია) და აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტების (NIH) გაერთიანებაში.
მისი კვლევების ძირითად თემებს წარმოადგენს ქირალური ნაერთების სინთეზი, ასიმეტრული სინთეზის ჩათვლით, ენანტიომერული გარჩევითობის მექანიზმების კვლევა, სამკურნალო საშუალებების აღმოჩენა, ნარევთა დაყოფის მეთოდები და ანალიზის მეთოდების შემუშავება.
პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით.