საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროექტის „მეცნიერება მომავალი თაობისთვის" ფარგლებში თსუ ასისტენტ პროფესორმა ლიკა სვანაძემ წაიკითხა საჯარო ლექცია „სამეცნიერო აღმოჩენები მედიცინაში: ჰიპოკრატედან ტექნოლოგიების ეპოქამდე“.

 

  • როდის და როგორ ჩამოყალიბდა მედიცინა როგორც მეცნიერება?
  • რა როლი აქვს მეცნიერებას მედიცინის განვითარებაში?
  • რომელი სამეცნიერო აღმოჩენები იქცა გარდამტეხ მოვლენად მედიცინაში?
  • როგორ შეცვალა ბიოინფორმატიკამ დიაგნოსტიკის და მკურნალობის პროცესი?
  • რა გავლენას ახდენს ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი მედიცინის განვითარებაზე?
  • როგორია მედიცინის მომავალი?

 

იხილეთ საჯარო ლექცია

 

 

ლიკა სვანაძე  არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი. დაამთავრა თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა და მოგვიანებით, ამავე ფაკულტეტზე მიიღო კომპიუტერული მეცნიერებების მაგისტრის ხარისხი. 2008 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე და ამ პერიოდიდან დაინტერესდა სამედიცინო სფეროში ტექნოლოგიური მიდგომების გამოყენებით. ფლობს დიპლომირებული მედიკოსის ხარისხს. სადოქტორო პროგრამაზე სწავლობდა გოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) სამედიცინო ინფორმატიკის დეპარტამენში და 2019 წელს დაიცვა დისერტაცია ციფრული პათოლოგიის მიმართულებით თემაზე „თავის ტვინის ბანკის ციფრული გამოსახულებების მართვა, დამუშავება და ანალიზი მრავლობითი სკლეროზის მქონე პაციენტებში“.

 

ლიკა სვანაძე მუშაობს თსუ-ის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტში სამედიცინო ინფორმატიკის მთავარ სპეციალისტად. მისი კვლევითი ინტერესია სამედიცინო ციფრული გამოსახულებების დამუშავება ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების მეთოდოლოგიის გამოყენებით. მისი ამჟამინელი სამეცნიერო კვლევა ეხება ძუძუს კიბოს კლასიფიკაციის კომპლექსური მოდელის შემუშავებას ციფრული პათოლოგიის გამოყენებით.

 

აქვს სამედიცინო კვლევებისთვის ციფრული გადაწყვეტილებების შემუშავებისა და დანერგვის გამოცდილება, განსაკუთრებით ციფრული პათოლოგიისა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ჯანდაცვის აპლიკაციებში. 2008 წლიდან მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში.

 

ამას გარდა, ახორციელებს პედაგოგიურ საქმიანობას როგორც მედიცინის პროგრამის, ისე ბიოლოგიისა და კომპიუტერული მეცნიერებების სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებისთვის და ასწავლის კვლევის უნარ-ჩვევებს, ბიოინფორმატიკას და ხელოვნურ ინტელექტს.

 

პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით.