საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროექტის "მეცნიერება მომავალი თაობისთვის" ფარგლებში ფიზიკის აკადემიურმა დოქტორმა არჩილ დურგლიშვილიმა წაიკითხა საჯარო ლექცია „როგორ მუშაობს ჩვენი სამყარო?“

 

  • რა ვიცით და რა არ ვიცით სამყაროს შესახებ?
  • რისთვის გვჭირდება ფუნდამენტური კვლევები?
  • როგორ გამოიყურება მატერია მცირე ზომებში?
  • როგორ გამოვიკვლიოთ უმცირესი ნაწილაკების სამყარო?
  • რისთვის შეიქმნა და როგორ მუშაობს დიდი ადრონული კოლაიდერი?
  • როგორ მოვძებნოთ „ახალი ფიზიკა“?

 

იხილეთ საჯარო ლექცია

 

 

არჩილ დურგლიშვილი -  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი,  ფიზიკის აკადემიური დოქტორი.

 

კვლევითი გამოცდილება მიღებული აქვს ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN, ჟენევა, შვეიცარია),  სადაც 2013-წლიდან მონაწილეობს დიდ ადრონულ კოლაიდერზე არსებულ ATLAS ექსპერიმენტში. მის სამეცნიერო საქმიანობას წარმოადგენს ფუნდამენტური კვლევები ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში. იგი მსოფლიო მეცნიერებთან ერთად მუშაობს სტანდარტული მოდელის და მის მიღმა ფიზიკაზე, რამაც შესაძლოა მეცნიერებს მისცეს აქამდე ამოუხსნელი დაკვირვებადი ფენომენების ამოხსნის საშუალება და გააფართოვოს სამყაროს შესახებ კაცობრიობის ცოდნის საზღვრები.

 

ATLAS ექსპერიმენტში იკავებს ადრონული კალორიმეტრის მონაცემთა მომზადების და დეტექტორის წარმადობის კოორდინატორის თანამდებობას.

 

მონაწილეობა მიღებული აქვს სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაში. მისი კვლევების შედეგები გამოქვეყნებულია სხვადასხვა მაღალრეიტინგულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში. თანაავტორია 900-ზე მეტი სამეცნიერო სტატიისა.

 

არის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის კონკურსის „პრემია მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის” გამარჯვებული საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით. ასევე ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2021 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტის “სტანდარტული მოდელის ფარგლებში და მის მიღმა ტოპ კვარკის წყვილთან ერთად მძიმე კვარკონიუმის წარმოქმნის გამოკვლევა ცერნის ATLAS დეტექტორის გამოყენებით და ATLAS-ის ადრონული ტაილ კალორიმეტრის განახლებისთვის ელექტრონიკის განვითარება” ხელმძღვანელი.