საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროექტის "მეცნიერება მომავალი თაობისთვის" ფარგლებში პროფესორმა  რევაზ შანიძემ წაიკითხა საჯარო ლექცია "ტელესკოპი ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე, რას გვასწავლის ნეიტრინული ფიზიკა?"

 

  • თანამედროვე წარმოდგენები ნივთიერების სტრუქტურაზე -ელემენტარული ნაწილაკები და მათი ურთიერთქმედებები;
  • კავშირი ნაწილაკების ფიზიკასა და ასტროფიზიკას შორის -ნეიტრინო - ელემენტარული ნაწილაკი - მისი როლი სამყაროს შესწავლაში;
  • ნეიტრინული ფიზიკის და ასტროფიზიკის  საერთაშორისო სამეცნიერო პროექტი KM3NeT,  რომელსაც 20 ქვეყნის 60-მდე სამეცნიერო ცენტრი და უნივერსიტეტი  მათ შორის (თსუ) ახორციელებს ხმელთაშუა ზღვაში;
  • რეკორდული ენერგიის კოსმოსური ნეიტრინოს დაფიქსირება KM3NeT დეტექტორში. 

 

იხილეთ საჯარო ლექცია

 

 

 რევაზ შანიძე -  2016 წლიდან თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი.

 

1979-1994წწ. - თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1993-1994წწ. - ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრი (CERN, ჟენევა, შვეიცარია), მიწვეული მეცნიერ-მკვლევარი; 1994-1996წწ. - ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტი (დუბნა, რუსეთი), უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1996-1999წწ. - გერმანიის ნაწილაკების ფიზიკის ეროვნული სამეცნიერო ცენტრი (DESY, ცოიტენი, გერმანია), მიწვეული მეცნიერ-მკვლევარი; 1999-2000წწ. - თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი, სწავლული მდივანი; 2000–2012წწ. - ერლანგენ-ნიურბერგის უნივერსიტეტი (, გერმანია) მეცნიერ-მკვლევარი; 2012-2014წწ. - გერმანიის ნაწილაკების ფიზიკის ეროვნული სამეცნიერო ცენტრი (DESY, ცოიტენი, გერმანია), მეცნიერ-მკვლევარი; 2014-2015წწ. - მიგრაციის საერთაშორისო ფონდის IOM TRQN პროგრამა. მოწვეული ლექტორი.

 

არის 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. შრომების დიდი ნაწილი გამოქვეყნებულია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში; სამეცნიერო ნაშრომებიდან 196 პუბლიკაცია განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში. კვლევის თემა: ნუკლონის სპინური სტრუქტურის და სტანდარტული მოდელის ზოგიერთი გაფართოების ექსპერიმენტული შესწავლა ნაწილაკთა კოლაიდერებზე.

 

გახლავთ გერმანიის ფიზიკოსთა საზოგადოების  წევრი,  თსუ აკადემიური საბჭოს წევრი, მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის KM3NeT ინსტიტუტების საბჭოს (ბორდი), წევრი. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბირთვული ენერგიისა და რადიაციული უსაფრთხოების პრობლემათა კომისიის წევრი.

 

პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით.