საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროექტის "მეცნიერება მომავალი თაობისთვის" ფარგლებში მეცნიერებათა დოქტორმა მარიამ ციცაგმა წაიკითხა საჯარო ლექცია „ჩიტის ფრენის სიმაღლიდან დანახული საქართველო“. 

  

  • რა არის დისტანციური ზონდირება და რატომ არის ეფექტური გეოგრაფიულ კვლევებში;
  • მდინარის კალაპოტის ცვლილების ანალიზი თანამგზავრული სურათებიდან;
  • ტბებში ევტროფიკაციის შეფასება თანამგზავრული სურათებიდან;
  • მყინვარების მონიტორინგი თანამგზავრული სურათებით;
  • ტყის ხანძრებისა და გვალვების მონიტორინგი თანამგზავრული სურათებით;
  • ოკუპირებულ ტერიტორიებზე განახლებების მონიტორინგი თანამგზავრული სურათებით.

 

იხილეთ საჯარო ლექცია

 

მარიამ ციცაგი - გეოგრაფიის დოქტორი, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის მკვლევარი. 2012 წლიდან დღემდე მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტში გეომორფოლოგიისა და დისტანციური ზონდირების მიმართულებით.

 

2022 წლიდან დღემდე მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოში სპეციალისტი მიწათსარგებლობის დისტანციური მონიტორინგის მიმართულებით. არის 40-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.

 

პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით.